განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN-90100119002991557
საქმე №1ბ/1553-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
ვახტანგ ლობჟანიძის და მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ა-----------–---–--
ადვოკატის: ი-----–-------–---–---–--
მსჯავრდებულების: ფ---------------------- და გ-------–-----–----
მონაწილეობით,მსჯავრდებულების ფ----------------------, გ-------–-----–---- და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის ი-----–-------–---–---–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ფ-------------------–------------------- მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------- დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, არასრული საშუალო განათლებით, რეგისტრირებული: ჭ----------------------------–--------------–------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------------------------------ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით;
გ-------–---–----------–---- მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 6----------- საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გ----------- სოფელი ა---–-------–-- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------------------–-----–------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ-ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 აგვისტოს განაჩენით, ფ--------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
ფ---------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო მისი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 5 აპრილიდან;
გ-------–-----–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით;
გ-------–-----–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო მისი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 05 აპრილიდან;
ფ---------------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის;
გ-------–-----–---ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ფ--------------------- რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 სექტემბერის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
2019 წლის 5 აპრილს დაახლოებით 04:30 საათზე, ქ-----------–--------–---–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს „------------------------------- კუთვნილი „-----------–----------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დაზიანების გზით, გ-------–-----–--- და ფ--------------------- წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სახრახნისის და დანის დახმარებით ცდილობდნენ უკანონოდ შეეღწიათ აპარატში არსებულ ფულადი თანხის შესანახ ტომარაში, რათა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ შპს „------------------------------- კუთვნილი „-----------–----------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატში არსებულ ფულად თანხას. გ-------–-----–---მ და ფ---------------------მ მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ შეძლეს განზრახვის სისრულეში მოყვანა, რადგან მათ დანაშაულის ჩადენისას წაასწრეს პოლიციის თანამშრომლებმა. გ-------–-----–---- და ფ---------------------- მიერ ქმედების დასრულების შემთხვევაში შპს „------------------------------- მიადგებოდა 2384,5 (ორიათას სამას ოთხმოცდაოთხი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა ფ---------------------მ, გ-------–-----–---მ და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-----–-------–---–---–--- რომლებმაც მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის მტკიცებით, განაჩენი ფ---------------------სა და გ-------–-----–---- მიმართ მიმართ არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ბრალდებულების დაკავებაში მონაწილე პოლიციის თანამშრომელების: ა-–----------------–---–----------–----------–---–---------------------–---–------------------------- ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო და საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან შეუსაბამო. მოწმე ა----------------–---–-- განაცხადა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული გაიქცა აპარატის უკანა მხრიდან, რაც შეუძლებელია, ვინაიდან აპარატი დამაგრებული იყო ჯაჭვით და მაღაზიის კედელთან იყი 10–12 სანტიმეტრით დაცილებული. ასევე, მ-----–----------–---–-- ჩვენებით, მან სწრაფი ჩარიცხვის აპარატში მისვლისას დაინახა რომ 10–15 სანტიმეტრის მეტალის ნივთი გაკეთებული იყო სწრაფი ჩარიცხვის აპარატში. გაურკვეველია, თუ მან აპარატში ჩარჭობილი ნახა რკინის ნივთი, როგორ განსაზღვრა მათი სიგრძე ხილვადობიდან გამომდინარე. სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მიმართულებით პოლიციის თანამშრომლები მოძრაობდნენ აპარატიდან მარჯვენა მხარეს, გზის მეორე მხრიდან 15 მეტრის დაშორებით და მათთვის აპარატის საკეტის მარცხენა მხარის ხილვადობა ყოვლად შეუძლებელი იყო. აღნიშნული მოწმეების მიერ მიცემული განსხვავებული და არასწორი ჩვენებები დანაშაულის ხილვადობის, ბრალდებულების გაქცევას, ზუსტი დაკავების ადგილის მითითებასთან დაკავშირებით, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ფოტოზე არსებული ე.წ. სუფრა, სადაც არის ლუდის ბოთლი და ჭიქა, იძლევა საფუძველს იმისა რომ მსჯავრდებულები არიან უდანაშაულოები და მათ მხრიდან ქურდობის მცდელობის ფაქტს ადგილი არ ქონია. გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევის გარეშე მიიჩნია წარმოდგენილი იარაღები დანაშაულის იარაღად. მით უფრო მათზე არ არის ჩატრებული ტრასოლოგიური ექსპერტიზა იმის დასადგენად, რა შემხებლობა ჰქონდა ამ ნივთებს სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან იგი წინააღმდეგობაში მოდის მოცემულ სისხლის სამართლის საქმის მასალებთან და არ გამომდინარეობს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ შპს „------------------------------- წარმომადგენელმა რ--------------–---–-- განაცხადა, რომ მის სამსახურეობრივ მოვალეობაში შედის შპს „------------------------------- კუთვნილი ,------------–------------ სწრაფი ჩასარიცხი აპარატების ქვემო ქართლის ტერიტორიაზე დამონტაჟება და მართვა. აპარატს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არ აქვს ვიდეოჩაწერა, თუმცა აქვს ე.წ. „სიგნალიზაცია“, რომელიც რეაგირებს ელექტროენერგიის წასვლაზე, სადენის გადაჭრაზე და კარის გაღებაზე. სიგნალიზაცია აპარატის კარების და კორპუსის 2 მმ დაშორების შემთხვევაში ირთვება, თუმცა ფეხის ან სხვა რამის დარტყმის შემთხვევაში არ ირთვება. აპარატის კარის გაღებისას ჩართული სიგნალიზაციის ამოქმედებას აფიქსირებს შპს „------------------------------- მონიტორინგის სამსახური, რასაც ატყობინებენ 112-ს ან შესაბამისი შსს განყოფილების სამორიგეო სამსახურს. 2019 წლის 05 აპრილს, დილის დაახლოებით 04:00 საათზე, ქ-----------–-------–---–------ში არსებულ ს----------–---------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან დაფიქსირდა აპარატის კარზე ზემოქმედების შედეგად ჩართული სიგნალიზაციის შეტყობინება, რის შემდეგაც მოწმე დაახლოებით 05:00 საათის შემდეგ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. გამომძიებლების მიერ მისი თანდასწრებით ჩატარდა დათვალიერება, რაზეც შედგა ოქმი და მან ხელი მოაწერა. მოწმის განმარტებით დაზიანებული იყო აპარატის კორპუსი, კერძოდ, საკეტი და კარები. ამასთან, კარებსა და კორპუს შორის, უშუალოდ აპარატის საკეტის მხარეს ჩარჭობილი იყო სახრახნისი. დათვალიერებისას გამომძიებელთან ერთად გახსნა აპარატი, საიდანაც ამოიღეს სეიფში დაგროვილი თანხა, ქვითართან ერთად. აპარატში განთავსებული ფული დაცულია 2 მექანიზმით, კერძოდ, დაკეტილი კარით და ასევე დაკეტილი სეიფით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულები სეიფამდე არ იყვნენ მისულები, დაზიანებული იყო მხოლოდ კარი. ზემოთ აღნიშნული ს----------–---------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მიმდებარე ტერიტორიაზე არის ეკლესია, საცხოვრებელი კორპუსები და მაღაზიები. შემთხვევის ადგილზე ან მიმდებარედ რაიმე სუფრა ან ნასუფრალი არ შეუმჩნევია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ---------------- განაცხადა, რომ 2019 წლის 5 აპრილს დაახლოებით 04-05 საათებს შორის პერიოდში, ქ-----------–-------–---–--------- მიმდებარე ტერიტორიაზე თანამშრომლებთან - ა----------------–---–--------–----------------–---–---------------–----------–---–---- ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. ისინი მოძრაობდნენ სასტუმროს მხრიდან თ--------- წრის მიმართულებით, რა დროსაც გზის მეორე მხარეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან შენიშნეს ორი პიროვნება (როგორც შემდგომ გაირკვა ფ--------------------- და გ-------–-----–---). მოწმის განმარტებით, აშკარად ჩანდა, რომ მითითებული პირები აპარატთან ფულის ჩასარიცხად არ იყვნენ მისულები, რის გამოც პოლიციის თანამშრომლები დაიყვნენ ორ ჯგუფად, ერთმა ჯგუფმა აღნიშნულ პიროვნებებს უკანა მხრიდან მოუარა, ხოლო მეორემ პირდაპირ გადაჭრა გზა. დ--------------- და მისი მეწყვილე ა----------------–---–- უკანა მხრიდან მიუახლოვდნენ აპარატთან მდგომ პიროვნებებს და ვინაიდან, ჩასარიცხი აპარატი გვერდულად იდგა, ნათლად დაინახეს, რომ ისინი ცდილობდნენ დანის საშუალებით ჩასარიცხი აპარატის კარის გახსნას, რის გამოც ჩასარიცხი აპარატი მოძრაობდა. მათ დანახვაზე აპარატთან მყოფი ფ--------------------- გაიქცა, რომელსაც მოწმის თანამშრომლები გაეკიდნენ და მალევე შეაჩერეს, ხოლო გ-------–-----–---ს ხელში ეჭირა დანა და იქნევდა დ---------------ს და ა----------------–---–-ს მიმართულებით. გ-------–-----–--- მათ დაახლოებით 3-4 წუთის განმავლობაში უწევდა წინააღმდეგობას და არ ემორჩილებოდა მათ მოთხოვნას. როდესაც შეძლეს და გ-------–-----–---ს დანა დააგდებინეს, ეს უკანასკნლეი გაიქცა და რამდენიმე მეტრის გარბენის შემდეგ დააკავეს. მოწმის განმარტებით მაშინ, როდესაც შეაჩერეს გ-------–-----–---, ისინი მეორე დაკავებულს და მის დამკავებელ თანამშრომლებს ვეღარ ხედავდნენ. მას შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშლილი სუფრა არ დაუნახავს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-----------------–---–-- განაცხადა, რომ 2019 წლის 05 აპრილს, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და პოლიციის თანამშრომლებთან ა-–----------------–---–------------–----------–---–----------------------------- ერთად მოძრაობდა ქალაქ რ-------–--------–---–------------ აღნიშნული ქუჩის N--სთან დაინახეს ორი პიროვნება ფ--------------------- და გ-------–-----–---, რომლებიც იდგნენ აპარატთან მოხრილ მდგომარეობაში. მათ იფიქრეს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდა ჯგუფურ ქურდობას და რეაგირების მიზნით დაიყვენენ ორ ჯგუფად. თვითონ და დ--------------- წავიდნენ მარცხნივ და უნდა მისულიყვნენ აპარატის წინა მხრიდან, ხოლო მი----–----------–---–--------–----------------–---–- წავიდნენ მარჯვნივ, აპარატის ზურგის მხრიდან. აპარატის მარცხენა მხარეს (მაღაზიის მხარე) იდგა ფ---------------------, რომელსაც საკეტთან ჰქონდა შერჭობილი სახრახნისი, გ-------–-----–--- კი იდგა მეორე მახარეს, მარჯვნივ და ეხმარებოდა დანით. მოწმის განმარტებით, როდესაც მიუახლოვდნენ ფ---------------------მ შენიშნა პოლიციელები, გაუშვა ხელი სახრახნის და გაიქცა ჩიხისკენ, რომელსაც გაეკიდნენ მი----–----------–---–--------–----------------–---–-. ადგილზე დარჩენილმა გ-------–-----–---მ დ--------------- მოუქნია დანა, რომელიც ბ--------- დააგდებინა, თუმცა გ-------–-----–--- გაიქცა ეკლესის მიმართულებით და დაახლოებით 30 მეტრში დააკავეს. მოწმის განმარტებით, ჩასარიცხი აპარატის მიმდებარედ არის სხვადასხვა ობიექტები, მაღაზიები, საშაურმე და ეკლესია. აპარატის მიმდებარედ რაიმე სახის სუფრა არ შეუმჩნევია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–----------------–---–--- განაცხადა, რომ 2019 წლის 05 აპრილის 04:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და თავის მეწყვილეებთან: დ--------------------------–----------–---–-----------------------–-–---–---- ერთად, ფეხით გადაადგილდებოდა ქ. რ-------–--------–---–------------ აღნიშნული ქუჩის 9--------- მიმდებარე ტერიტორიაზე, შეამჩნიეს ორი პიროვნება, რომლებიც იდგნენ ჩასარიცხ აპარატთან და გამოიყურებოდნენ საეჭვოდ. მიახლოებისას, დაახლოებით 15 მეტრიდან მოწმემ დაინახა, რომ ერთ-ერთი მათგანი (როგორც შემდეგ გაირკვა ფ---------------------) ცდილობდა 20-25 მეტრის სიგრძის სახრახნისით გაეხსნა აპარატის კარი, ხოლო მეორე (როგორც შემდეგ გაირკვა გ-------–-----–---) ეხმარებოდა დანით, რომელიც ეჭირა ხელში. თანამშრომლები გაიყვნენ ორ ჯგუფად, კერძოდ, ერთ ჯგუფში იყვნენ მოწმე და მ-----–----------–---–-- ხოლო მეორე ჯგუფში დ--------------- და ა----------------–---–-. როდესაც ისინი მიუახლოვდნენ დამნაშავეებს, მათ სცადეს გაქცევა. ფ---------------------მ ხელი გაუშვა სახრახნის, რომელიც დარჩა აპარატში და გაიქცა აპარატის მარჯვენა მხარეს - ეკლესიასა და მაღაზიას შორის მიმავალი ჩიხისკენ, რომელიც მოწმემ და მისმა მეწყვილემ მალევე დააკავეს. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ გ-------–-----–---- დაკავება მოახდინეს მეორე ჯგუფის წევრებმა, რა დროსაც გ-------–-----–--- დანით ემუქრებოდა პოლიციელ დ--------------- და ცდილობდა გაქცევას. მას შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არ შეუმჩნევია გაშლილი სუფრა, თუმცა მიუთითა, რომ დაკავებული პირები იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-----–----------–---–-- განაცხადა, რომ 2019 წლის 05 აპრილს 04:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და მეწყვილეებთან: დ-------------------------------------–---–-----------–----------------–---–----- ერთად გადაადგილდებოდა ქალაქ რ-------–--------–---–-- ქუჩაზე, რა დროსაც აღნიშნული ქუჩის N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათგან 15-20 მეტრის დაშორებით, ს----------–---------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან შეამჩნიეს ორი პიროვნება, რომლებიც იყვნენ მოხრილ მდგომარეობაში და სავარაუდოდ ჩადიოდნენ ქურდობას. თანამშრომლები დაიყვნენ ორ ჯგუფად და მოწმე და ა-–----------------–---–- წავიდნენ მარჯვნივ, დ--------------- და ა----------------–---–- კი - მარცხნივ. როდესაც მიუახლოვდა აპარატს, მ-----–----------–---–-- დაინახა, რომ აპარატს მარცხენა მხრიდან ჰქონდა ჩარჭობილი რაღაც სახრახნისის მსგავსი 10-15 სანტიმეტრი სიგრძის საგანი, რომლითაც ერთი პირი (როგორც შემდგომ გაირკვა ფ---------------------) ცდილობდა აპარატის გახსნას, ხოლო მეორე პირს (გ-------–-----–---ს) ხელში ეჭირა მეტალის ნივთი. დაახლოებით 05 მეტრით მიახლოვებისას ამ პირებმა დაინახეს პოლიციის თანამშრომლები და გაიქცნენ. მოწმემ და ა-–----------------–---–--- აპარატიდან დაახლოებით 10 მეტრში დააკავეს ფ---------------------, რომელსაც განუმარტეს, რომ დაკავებული იყო ჯგუფურად ქურდობის მცდელობის ფაქტზე, განემარტა უფლებები და ადგილზევე შეივსო დაკავების ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერა ფ---------------------მ. დაკავებული იყო ნასვამ მდგომარეობაში. თანამშრომლების მეორე ჯგუფმა დააკავა გ-------–-----–---, რომელმაც დანა მოუღერა დ---------------. გ-------–-----–---- დაკავება მის თვალთახედვის არეში არ ექცეოდა, რადგან ფ---------------------ს შეყვა ჩიხში. მ-----–----------–---–-- ასევე დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილის მახლობლად არის ეკლესია, მაღაზიები და საშაურმე. ს----------–---------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატი იდგა გვერდულად, განათებულ ადგილას, რომელსაც ხედავდნენ ნაწილობრივ ზურგით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამომძიებლებმა გ------–--–--–---–--------------------------------------------------------–------–---–--------–-----------------------–---–------------–------–---–---------------------–---–-----–--------–-–---–------------------------–-–---–-- დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძებო და სხვა საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.
სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.რ-------–--------–---–-- ქუჩა N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც იდგა ს----------–---------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, აპარატი იყო ჩართულ მუშა მდგომარეობაში, აპარატს დაზიანებული ჰქონდა საკეტი კარის მცირე ზედა ნაწილი. საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებულ იქნა სუნის ნიმუში, დანა, სახრახნისი და დაქტილოფირით ხელის კვლები. ამის შემდეგ წარმომადგენლის თანდასწრებით გაიხსნა ჩასარიცხი აპარატი, აპარატში დაზიანების კვალი არ შეინიშნებოდა, წარმომადგენლის თანდასწრებითვე გაიხსნა აპარატში მოთავსებული თანხის შემნახველი ყუთი, სადაც აღმოჩნდა 12 ცალი 100 ლარიანი კუპიურა, 10 ცალი 50 ლარიანი კუპიურა, 20 ცალი 20 ლარიანი კუპიურა, 17 ცალი 10 ლარიანი კუპიურა, 14 ცალი 5 ლარიანი კუპიურა, 7 ცალი 2 ლარიანი მეტალის მონეტა, 29 ცალი 01 ლარიანი მეტალის მონეტა, 03 ცალი 50 თეთრიანი მონეტა. სულ თანხის საერთო რაოდენობა შეადგენდა 2384, 5 ლარს. აღნიშნული თანხა ადგილზევე ჩაბარდა ხელწერილით ბანკის წარმომადგენელს რევაზ ფირანიშვილს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა საქმეზე ნივთმტკიცებად დართული სახრახნისი, დანა და სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. აპარატს აღენიშნებოდა ზემოქმედების კვლები კარის გვერდით და ზედა ნაწილებში, ჩამკეტი მექანიზმის მიდამოებში.
2019 წლის 08 ივლისის N-----–- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარდგენილი დანა, დამზადებულია კუსტარული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
2019 წლის 17 მაისის N------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი N- კვალი პიროვნების იდენტიფიცირებისთვის ვარგისია და არ არის იდენტური ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 24.11.190 წელს დაბადებული გ-------–----–----------–---- ხელის ანაბეჭდების ნიმუშების. ასევე ის არ არის იდენტური დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხული 03.12.1982 წელს დაბადებული ფ-------------------–------------------- ხელის თითის ანაბეჭდის ნიმუშების. პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის N- კვალის იდენტური შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები და ანაბეჭდის ნიმუშები დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილებაში არსებულ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება; ექსპერტიზაზე წარდგენილი 2--------- წელს დაბადებული გ-------–----–----------–---- სახელზე შევსებული დაქტილობარათი იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ 2--------- წელს დაბადებული გ-------–----–----------–---- ხელის ანაბეჭდის ნიმუშების; ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 2--------- წელს დაბადებული გ-------–----–----------–---- ხელის ანაბეჭდების ნიმუშების იდენტური სხვადასხვა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ ფიქსირდება.
ფ---------------------მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ 2019 წლის 04 აპრილის საღამოს 20-21 საათების პერიოდში იმყოფებოდა ქ-----------–------- მიკრორაიონში მდებარე ტოტალიზატორში, სადაც დაახლოებით 3-4 საათი გაჩერდა და უკან სახლში დაბრუნებისას ეზოში ნახა გ-------–-----–---. ამ უკანასკნელს მოწმემ ალკოჰოლური სასმელის ერთად დალევა შესთავაზა, რაზეც გ-------–-----–--- დათანხმდა. ვინაიდან, მ---- მიკრორაიონში სადღეღამისო მაღაზია არ იყო, ერთად ავიდნენ მ--- მიკრორაიონში თ--------- წრესთან არსებულ მაღაზიაში, იყიდეს პროდუქტები, მათ შორის ალკოჰოლური სასმელი და ეკლესიის წყაროსთან, დაახლოებით 5-6 მეტრში დახლთან დაიწყეს დალევა. მათ შეამჩნიეს დახლის თავში ხის ფიცარზე ჩარჭობილი დანა, რითაც გ-------–-----–---მ დაჭრა ყველი და ამის შემდგომ დანა ისევ იმ ადგილზე დააბრუნა, საიდანაც აიღო. მოგვიანებით ტელეფონის ანგარიშზე თანხის ჩასარიცხად მივიდნენ იქვე „-----------–----------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან. გ-------–------–---- რამდენჯერმე სცადა აპარატში თანხის ჩაგდება, თუმცა თანხა ანგარიშზე არ აისახა. ამ დროს მან შეამჩნია, რომ აპარატში ჩარჭობლი იყო სახრახნისი და დააპირა მისი გამოძრობა. როდესაც ხელი მოკიდა სახრახნისს, ყველა მხრიდან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და უთხრეს: არ გაქცეულიყვნენ. ფ---------------------მ სახრახნისი იქვე დააგდო, რის შემდეგაც იგი დააკავეს. სამართალდამცავების მიერ დაკავებული იქნა გ-------–-----–---ც.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გ-------–-----–---მ და დამატებით განმარტა, რომ აპარატში ჩარჭობილი რკინის დეტალი არ დაუნახავს. ფ---------------------მ ჰკითხა „ეს რა არისო“ და ამ დროს დაინახა, რომ ფ--------- ხელში რკინა ეკავა, რომელიც გადააგდო. სწორედ ამ დროს მივიდნენ მათთან შეიარაღებული პოლიციელები.
წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შემდგომ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარემ სრულად გაართვა თავი მტკიცების ტვირთის ვალდებულებას და წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ფ---------------------- და გ-------–-----–---- მიერ მათთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულთა უდანაშაულობის შესახებ დაცვის მხარის მსჯელობა დამაჯერებლობას მოკლებულია.
განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე სახეზეა პირდაპირი ხასიათის, დამაჯერებელ და ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მოწმეების: დ---------------ს, ა----------------–---–-ს, ა-–----------------–---–-ს და მ-----–----------–---–-- ჩვენებების სახით, რითაც უტყუარად დასტურდება ფ---------------------- და გ-------–-----–---- მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, საცავში უკანონო შეღწევით ქურდობის მცდელობა, რასაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი. პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო პალატის განამრტებით, „საქმეზე „-----–-----------------–------------ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“ (---------–-–----------------------------–-------–----------------
მოცემულ შემთხვევაში სამართალდამცავებმა ურთიერთთანხვედრილად მოახსენეს სასამართლოს, რომ შემთხვევის ადგილზე „-----------–----------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან შენიშნეს ორი პიროვნება, რომელთა ქცევაც თავდაპირველადვე საეჭვოდ მოეჩვენათ. მოწმეთა განმარტებით ფ--------------------- და გ-------–-----–--- ისეთ მდგომარეობაში იდგნენ აპარატთან, რომ როგორც ეტყობოდა, თანხას არ რიცხავდნენ. მათ ფ---------------------- ხელში დაინახეს სახრახნისი, რომელიც მოთავსებული ჰქონდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატში, ხოლო გ-------–-----–--- მას დანით ეხმარებოდა აპარატის გაღებაში. ასევე განმარტეს, რომ პოლიციელების დანახვაზე ფ--------------------- აპარატის უკანა მხარეს, ჩიხის მიმართულებით გაიქცა, ხოლო გ-------–-----–---მ დანა მოუქნია სამართალდამცავებს და დაკავებამდე წინააღმდეგობას უწევდა მათ. სააპელაციო პალატის შეფასებით, გაურკვეველია, რის საფუძველზე აპელირებს დაცვის მხარე, რომ შეუძლებელი იყო ფ--------------------- გაქცეულიყო აპარატის უკანა მხარეს. როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე თანდართული ფოტოებით ირკვევა, „-----------–----------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატი განთავსებულია მაღაზიის წინ გვერდულად და მისი უკანა მხარე უყურებს სწორედ მაღაზიასა და ეკლესიას შორის არსებულ ჩიხს. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ შემთხვევის ადგილი კარგად იყო განათებული ლამპიონებით და თავისუფლად შეძლეს როგორც მსჯავრდებულთა ქმედების, ასევე მათ ხელში არსებული საგნების დანახვა.
პალატას მიაჩნია, რომ დ---------------ს, ა----------------–---–-ს, ა-–----------------–---–-ს და მ-----–----------–---–-- ჩვენებები არის სარწმუნო და დამაჯერებელი, ისეთი უყტუარი ხასიათის მტკიცებულებები კი რაც გადაწონიდა სამართალდამცავების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობას, სასამართლოს წინაშე არ არის წარმოდგენილი.
ამასთან, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ დასდებია მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები, მათი შეფასება მოხდა დაზარალებულის წარმომადგენლის, შემთხვევის ადგილზე გასული გამომძიებლის ჩვენებებთან, საქმეში არსებულ წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და მიღებული იქნა შესაბამისი დასკვნები.
დაზარალებული კომპანიის წარმომადგენელმა რ--------------–---–-- და გამომძიებელმა გ------–--–--–---–-- იდენტურად მოახსენეს სასამართლოს, რომ როგორც შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საკეტი და კარები იყო დაზიანებული, ასევე კარებს შორის ჩარჭობილი იყო სახრახნისი. მათი ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დათვალიერების ოქმთან და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ ნივთებთან, რომლებიც გამოკვლეული იქნა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე და დადგინდა, რომ აპარატის კარს ნამდვილად აღენიშნებოდა დაზიანებები. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რომ დათვალიერების შედეგად ამოღებულ ნივთებზე არ არის ჩატარებული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, პალატა მიუთითებს, რომ ბუნებრივია, თუკი ბრალდების მხარე დანიშნავდა ექსპერტიზას ნივთების ერთმანეთთან შემხებლობის დადგენის მიზნით და მის შედეგებს წარმოადგენდა სასამართლო სხდომაზე, მას მიეცემოდა სათანადო შეფასება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა აღნიშნული დასკვნის წარმოუდგენლობის პირობებშიც, გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იძლევიან დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ ფ--------------------- და გ-------–-----–--- ცდილობდნენ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გატეხვას. იმ გარემოების დასადგენად კი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა და სახრახნისი გამოდგებოდა თუ არა აპარატის დასაზიანებლად და მისი კარის გასახსნელად, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა არ არის სავალდებულო, ვინაიდან ფაქტი, რომ ნივთები წარმოადგენდა დანაშაულის ჩადენის იარაღს, აშკარაა თავად მათი სახეობისა და თვისობრიობიდან გამომდინარე.
ასევე, მსჯავრდებულთა დაკავებაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებმა და შემთხვევის ადგილზე მყოფმა სხვა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ჩასარიცხი აპარატი დახვდათ ჩართული, საწყის მდგომარეობაში, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე გაშლილი სუფრა არ უნახავთ. აღნიშნული გარემოებები აშკარად მიუთითებს, რომ მსჯავრდებულებმა იცრუეს სასამართლოს წინაშე, როდესაც განმარტეს, რომ ისინი ალკოჰოლურ სასმელს მიირთმევდნენ შემთხვევის ადგილის მიმდებარედ და აპარატთან პოლიციის თანამშრომლების მისვლისას ტელეფონის ანგარიშზე რიცხავდნენ თანხას. რაც შეეხება ადვოკატის აპელირებს, რომ ჩასარიცხი აპარატის დათვალიერების ოქმზე თანდართულ ფოტოსურათებში დაფიქსირებულია ბოთლი, აღნიშნული ფოტოსურათი ნამდვილად არ ასახავს თავად ფ---------------------- და გ-------–-----–---- მიერ მათ ჩვებებში აღწერილ ვითარებას. როგორც მსჯავრდებულებმა განაცხადეს, მათ მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელის გარდა იყიდეს ყველი, ლავაში, წვენი, სიგარეტი და ორცხობილები. ხოლო ალკოჰოლური სასმელი იყო არაყი და მათ ლუდის დალევის ფაქტი არ დაუფიქსირებიათ. ამასთან, თუნდაც შემთხვევის ადგილის მიმდებარედ ალკოჰოლური სასმლის მიღება არ გამორიცხავს მათ მიერ ბარალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესაძლებლობას.
წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით დადგინდა, რომ საგამოძიებო მოქმედებების განხორიცელებისას ადგილი არ ჰქონია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დარღვევას, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია და მათი ოქმები შედგენილია სრულყოფილად და ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ, ხოლო ხელმოწერის არ არსებობის შემთხვევაში გაკეთებულია შესაბამისი შენიშვნა. ამოღებული ნივთები, დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. ამასთან, დაცვის მხარემ ვერ შეძლო დაესაბუთებინა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ფ---------------------- და გ-------–-----–---- მიმართ რაიმე პირადი სახის ინტერესის არსებობა.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფ---------------------- ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო გ-------–-----–---- ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები პირდაპირ ადასტურებენ მათ მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულების ფ----------------------, გ-------–-----–---- და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 აგვისტოს განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ფ--------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
4. ფ---------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 5 აპრილიდან;
5. მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ფ---------------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.
6. გ-------–------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა;
7. გ-------–-----–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 05 აპრილიდან;
8. მხედველობაში იქნას მიღებული, რომ გ-------–-----–---- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
9. ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის კვალი, მეტალის სახრახნისი, დანა, ხელის კვალი, ფ---------------------- ნერწყვის ნიმუში, სუნის ნიმუში, ხელის კვლის ნიმუში და გ-------–-----–---- ნერწყვის ნიმუში, სუნის ნიმუში და ხელის კვლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
10. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
11. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ.მაჭავარიანი