განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-322-2019 წელი
№020100118002733445
g a n a C e n i
/saqarTvelos saxeliT
18 დეკემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი
მო სამართლეები: ვერა დოლიძე
მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - ნათია ბზიკაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – მ-------- მ----–--ის,ადვოკატის – ნ-------- ბ-------ს,მსჯავრდებულის – დ----- ნ---------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განი-ხილა დ----- ნ---------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
დ----- ნ---------ი, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განალების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები დაბა მ------–-----–---------------ში, მსჯავრდებულია ზუგდიდის რაი-ონული სასამართლოს სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. დამატებითი სასჯელის სახით – ჩამოერთვა დანაშაულის იარაღი.
aRwerilobiTi nawili:
დ----- ნ---------ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– განზრახ მკვლელობისათვის,– განზრახ მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისათ-ვის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 11 ივლისს, დაახლოებით 04:00 საათზე დაბა მ------–---------------------------- ში მდებარე სასტუმრო „ს-------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დ----- ნ---------მა ურთი-ერთშელაპარაკებისა და ფიზიკური დაპირისპირების დროს, მოკვლის მიზნით გულმკერ-დის მარცხენა ნახევარში დანის გამოყენებით მიაყენა დაზიანებები ლ---- ფ--–---ს, რის შე-დეგადაც ეს უკანასკნელი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო დ----- ნ---------ი შემ-თხვევის ადგილიდან მიიმალა.
საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწი-ლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართ-ლევი დ----- ნ---------ი 2018 წლის 11 ივლისს მ------–----------------------------ში მდე-ბარე სასტუმრო „ს-------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ატარებდა მჩხვლეტავ-მჭრელ ცივ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ, ქარხნული წესით დამზადებულ საკეც დანას, რაც 2018 წლის 25 ივლისს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მუშაკე-ბის მიერ ძებნილის დაკავებისას ჩატარებული შემოწმების შედეგად იქნა ამოღებული სპო-რტული შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენი სააპე-ლაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ----- ნ---------ის ინტერესების დამცველმა ად-ვოკატმა ნ-------- ბ-------მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს დ----- ნ---------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი მოტი-ვირებით:
– ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენი უკანონო და დაუ-საბუთებელია, იგი ეყრდნობა მოწმეების ნ------- ნ----ისა და რ--------- ბ-----–---–ის ჩვე-ნებებს, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც დანის პირზე არსებუ-ლი სისხლი ეკუთვნის გარდაცვლილს, ხოლო დანის სახელურზე არის მხოლოდ ბრალდე-ბულის ბიოლოგიური მასალის კვალი. აღნიშნული მტკიცებულებები კი არ შეიძლება გა-ზიარებული იქნეს დ----- ნ---------ის ბრალის მადასტურებლად.
– ნ------- ნ----ი გამოძიების პროცესში დაკითხული იქნა ორჯერ. პირველი დაკითხვისას მან განმარტა, რომ არ დაუნახავს ლ---- ფ--–---ისათვის დანის დარტყმის მომენტი სიბნე-ლის გამო. გამოძიებაშივე მოერედ დაკითხვისას კი განმარტა, რომ აშკარად დაინახა დ----- ნ---------ის ხელში შავტარიანი დანა და ისიც, რომ დანიან ხელს ურტყამდა ლ---- ფ---–---ს. ეს ჩვენება დაადასტურა მან საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს. ამდენად ნ------- ნ----ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები იმთავითვე წინააღმდეგობრივი იყო.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას ნ------- ნ----მა განმარტა, რომ დ----- ნ---------ს მარჯვენა ხელში ეჭირა დანა, რომელიც აწეული ჰქონდა მაღლა. მის წინ იდგა ლ---- ფ--–---ი, მაგრამ დარტყმის პროცესი არ დაუნახავს. აჩვენა, ისიც, რომ დაინახა ოთხი ბიჭი, რომელთაგან ორს ეკავა დანა, ერთს – ყველა ვარიანტში.
ნ------- ნ----ის ჩვენება ეწინააღმდეგება ამოღებული ვიდეოკადრების ჩანაწერებს, რომელ-შიც აშკარად ჩანს, რომ ნ------- ნ----ი კეტს ურტყამს ი. მ--–--------ს. თუკი იგი ხედავს, რომ დ. ნ---------ი დანას ურტყამდა ლ---- ფ--–---ს, რატომ არ მიეშველა ამ უკანასკნელს და რატომ დაარტყა კეტი ი. მ--–--------ს და არა დ----- ნ---------ს?
იქიდან გამომდინარე, რომ ნ------- ნ----მა სამჯერვე სხვადასხვა ჩვენება მისცა და სხვა-დასხვაგვარად აღწერა განვითარებული მოვლენები, მისი ჩვაენება არ უნდა იქნეს გაზიარე-ბული სსსკ-ის 82-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
- არ უნდა იქნეს გაზიარებული არც მოწმე რ--------- ბ----–---–ის ჩვენება. ამ უკანასკნელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ლ---- ფ--–---ი დაჭრა დ----- ნ---------მა, მეტ-სახელად „ჩ---მ“. ეს ჩვენებაც ეწინააღმდეგება გაფარე სათვალთვალო კამერის მიერ გადა-ღებულ ვიდეომასალაში დაფიქსირებულ, შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლე-ნებს. კადრში აშკარად ჩანს, რომ როდესაც რ--------- ბ-----–---–ი მიემართება ელექტრო-განათების ბოძისკენ, მის საპირისპიროდ მოძრაობს უკვე დაჭრილი ლ---- ფ--–---ი. რ---------- ბ-----–---–ს კი, რომელსაც მისივე ჩვენების მიხედვით უნდა დაენახა ლ---- ფ---–---ის დაჭრის მომენტი, რეაქციაც კი არ აქვს ლ---- ფ--–---ზე, რომელსაც უკვე საკმაოდ დიდი სისხლის ლაქა აქვს ზურგში და დაჭრილია.
რ--------- ბ-----–---–ი ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ დ----- ნ---------ის დაჭრა მოხ-და მისგან 3-4 მეტრის დაშორებით. მოწმე რ--------- ბ-----–---–ი სასტუმრო „ს-------ს“ ეზოდან ვერანაირად ვერ დაინახავდა ლ---- ფ----ის დაჭრის ფაქტს 3-4 მეტრში, რადგან ამ უკანასკნელის დაჭრის ადგილი სასტუმროს გამოსასვლელიდან 20 მეტრით არის დაშორე-ბული. გამოსასვლელი ჭიშკრიდან 3-4 მეტრში რომ მომხდარიყო დაჭრა, დაჭრის მომენტი აუცილებლად აისახებოდა ვიდეოფირის ჩანაწერში, რომელიც მოიცავს მთელ პარამეტრს სასტუმრო „ს-------ს“ გასასვლელი ჭიშკრიდან თ----------ის ქუჩისკენ და ეს ადგილი მთე-ლი მოცულობით კარგად ჩანს ვიდეო მასალაში.
– რაც შეეხება ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან უდავოდაა დადგენილი, რომ დ----- ნ---------ს შემთხვევის დღეს ხელში ჰქონდა პატარა ზომის, შავტარიანი საკეცი დანა და არა ხორცისფერტარიანი. ხორცისფერტარიანი დანა დ----- ნ---------მა შეიძინა ქ. თბილისში 20 თუ 21 ივლისს, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე და ნებაყოფლობით გადასცა დაკავებისას პოლიციის მუშაკებს. თუმცა ეს დანა მისგან ამოღებული იქნა სპეციალური საშუალების გამოყენების გარეშე. ამიტომ იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეულია ნივთმტკიცების ამოღების და კვლევისთვის წარ-დგენის პროცედურები, არ შეიძლება ასეთ მტკიცებულებებს მტკიცებულებითი მნიშვნე-ლობა ჰქონდეს, მასზე ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების თვალსაზრისით. ამასთან ექსპერტმა ნ---- კ--–----ემ ვარაუდის დონეზეც კი ვერ ახსნა, თუ საიდან შეიძლებოდა ყოფილიყო დანის პირზე ლ. ფ--–---ის გენეტიკური პროფილი, მითუფრო ეს სისხლი იყო თუ სხვა გენეტიკური მასალა. საიდან მოიტანა განაჩენის ავტორმა თითქოსდა დანის პირზე აღინიშნებოდა სისხლის ლაქები – გაუგებარია.
- სასამართლო განაჩენში არაფერია ნათქვამი იმ ფაქტზე, რომ დაპირსიპირება მოხდა ჩიხ-ში, ლ---- ფ--–---სა და რ-------- ვ-–----ეს შორის, რა დროსაც რ. ვ-–----ე გაილახა და იგი განაწყენებული იყო, ვერ ისვენებდა, წავიდა და სპეციალურად მოიმარჯვა დანა, რათა ურთიერთობა გაერკვია ლ. ფ--–---თან. დ----- ნ---------ს არანაირი მოტივაცია არ ჰქონია დანა დაერტყა და მოეკლა ლ---- ფ--–---ი.
ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს, რომ დ----- ნ---------ი და ლ---- ფ--–---ი კადრს მიღმა იმყოფებიან მხოლოდ 4 წამის განმავლობაში. ამ 4 წამის ინტერვალში დ----- ნ---------ი ვერ მიაყენებდა ჭრილობებს ლ---- ფ--–---ს.
დ----- ნ---------ის ვარდნა, დაცემა, თავის დარტყმა, ადგომა, ჭრილობების მიყენება და ლ---- ფ--–---ის ტანსაცმელზე დიდი რაოდენობით სისჯელის გამოჟონვა 9 წამში ვერ მოხ-დებოდა.
– რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტს, საგამოძიებო ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნ-და ყოფილიყო მიახლოებული რეალობასთან, კანონის ეს მოთხოვნა კი უგულვებელყო-ფილია საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას, რის გამოც მისი გაზიარება დაუშვებე-ლია.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ დ----- ნ---------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ნ-------- ბ-------ს, რომლებიც ითხოვენ დ----- ნ---------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
– სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ მ-------- მ----–--ეს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლე-ლად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის, აგრეთვე პროცესის მონაწილეთა მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განა-ჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმე ა------ ლ---------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 25 ივლისს თბილისში, მისი დის ნაქირავებ საცხოვრებელ სახლში დააკავეს დ----- ნ---------ი და გადაიყვანეს ახლომდე-ბარე პოლიციის განყოფილებაში, სადაც შედგა დაკავების ოქმი. დ. ნ---------მა აღნიშნა, რომ მას ჰქონდა დანა, რომელიც ამოიღეს და დალუქეს, მერე აცნობეს მის დას დაკავების შესახებ. მონაწილება აქვს მიღებული საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომელშიც მონაწილე-ობდა ნ------ ს--------ც. უნდა გაეკეთებინათ დაჭრის იმიტაცია, ეს ვიდეო გადაღებულ იქნა და დაერთო სს საქმეს. დაკავების ოქმზე ხელმოწერა არის მისი, საგამოძიებო ექსპერიმენტ-ზე შედგა შესაბამისი დოკუმენტი და მასზეც მისი ხელმოწერაა დაფიქსირებული, და-კავებისას ნ---------ს არანაირი წინაღმდეგობა არ გაუწევია. დანა, რომელიც აღმოაჩნდა მას, თვითონ წარმოადგინა ჩხრეკის გარეშე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე რ-------- ხ------ს ჩვენებით დასტურდება, რომ 25 ივლისს მივიდნენ ვ---------–ში, ნ---------ის დის ნაქირავებ ბინაში. განუმარტეს მისვლის მიზეზი და უთხრეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. დ. ნ---------ი შეეცადა ოთახში მიმალვას, მაგრამ დააკავეს. თვითონ არ გაუწევია წინააღმდეგობა, ქალებმა გაუწიეს წინააღმდეგობა, არ მისცეს ად-გილზე დაკავების ოქმის შევსების საშუალება. დ. ნ---------ს პოლიციაში მოყვანის შემდეგ მოხსნეს ბორკილები, დანა თვითონ ამოიღო ჯიბიდან და მათ გადასცა, დანის დამალვა მას არ უცდია. ოქმს ხელი მოაწერეს მან, ნ--------მა და დამსწრეებმა. დამსწრეები ვინ იყვნენ არ ახსოვს, ოქმშია დაფიქსირებული.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ლ---- ნ---------ის ჩვენების თანახმად, დ----- ნ---------ი მისი ძმაა, ლ-–- ფ--–---ი მეგობარი, გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას ეთანხმება, ლ---- ფ--–---ი ვინ დაჭრა არ და-უნახავს, მანქანაში იმყოფებოდა. ჩხუბის დროს მის ძმას რა ეჭირა ხელში არ დაუნახავს. ბოლო დაპირისპირების დროს ისინი ჩიხში იყვნენ, სახლში მიდიოდნენ და ჩხუბის ხმა გაიგონეს, უკან მოიხედეს და დაინახეს, რომ ბიჭები გადმოხტნენ. ლ---- ფ--–---ი სხვა მიმართულებით წავიდა, მათ არ ეჩხუბებოდა. გ-- ნ----ი მის ძმას ეჩხუბებოდა. დ-----ს ხელში ეჭირა რაღაც საგანი და იძახდა არ მომაკაროთო, მათთან ერთად მ--–--------ებიც იყვნენ. ნ------- ქ---------ი ამ დროს სად იყო არ იცის, არ ახსოვს. სასტუმრო „ს-------დან“ გადმოხტნენ ს----- ჯ--------ე, ლ---- ფ--–---ი და გ--- ნ----ი, ის დ-----თან ერთად მათ უკან მიდიოდა, უნდოდა სიტუაციის განმუხტვა. ქ---------ი, მ--–--------ი, ვ-–----ე და ჩ-------ი ქუჩის მეორე მხარეს მოძრაობდნენ. ის აკავებდა გ--- ნ----ს ხელებით, გვერდით, მარცხენა მხარეს მისი ძმა ედგა, ხელში რაღაც საგნით. ამ დროს ო----- ჩ--------–--მა ფეხი დაარტყა მის ძმას, რის გამოც მისი ძმა წაიქცა. თვითონ იქვე მდგარ ავტომანქანასთან იდგა, სადაც მიდიოდა ჩხუბი. მისი ძმა მისგან დაახლოებით 1 მეტრში იდგა. დაჭრის ფაქტი არ დაუნახავს, მხოლოდ ხმა გაიგონა, დაიჭრა-დაიჭრაო. ლ---- ფ--–---ი მერე რა მიმართუ–ლებით წავიდა არ დაუნახავს, მისთვის არავის დაურტყამს, რომ გაიგო, რომ დაჭრილი იყო, შეეშინდა და გაიქცა. მის ძმას სპორტული ზედა ეცვა, სისხლიანი არ იყო, სახლში გაიქცნენ ის და დ-----, თვითონ სახლში დარჩა, დ----- სხვა სახლში წავიდა. გაიგო, რომ პოლიცია დ-----ს ეძებდა. დ-----ს მისთვის არაფერი უთქვამს როცა გაიქცნენ. დაკითხვაზე იგი ადვო-კატთან ერთად იყო, დ-----ს დანა რომ ჰქონდა იმ დღეს ჩიხში ნახა, ლუდის ბოთლი გადაჭრა, შავტარიანი ჯაყვა იყო. მას და მის ძმას რაიმე ინტერესი არ ჰქონდათ ლ---- ფ--–---ის მიმართ. მათ მხარეს გამართულ ჩხუბში ლ---- ფ--–---ი არ იყო, ჩხუბის დროს შავი ჯაყვა ეჭირა ხელში, რომლითაც ლუდის ბოთლი გადაჭრა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ნ------- ქ---------ის ჩვენების თანახმად, არ დაუნახავს არაფერი იმ ღამეს რა მოხდა იმ ჩხუბის მომენტში. არც დანა დაუნახავს. მან გამოძიებაში დაადასტურა მხოლოდ ის ფაქტი, რომ მკვლელობა მოხდა და არა ის, რომ დ----- ნ---------მა მოკლა ლ----. მას არ დაუნახავს არც დანა და არც ჩხუბი. ორივე მხარე მისი ნათესავია, არანაირ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი. ადასტურებს, რომ ჩხუბამდე დ-----ს ჰქონდა ჯიბის დანა, ხოლო ჩხუბის დროს არ უნახავს დანა. არც ის გაუგია, რომ დ-----ი ეუბნებოდა სხვებს არ მომეკარო----. ლ----ს და დ-----ს შორის მოხდა დაპირისპირება და მათ ისინი გააშველეს, თვითონ ის არავის უცემია. დაინახა, რომ ჩხუბობდა 3-4 კაცი, კონკრეტულად ვინ ვის ურტყამდა არ დაუნახავს. ნ----მ დაიკივლა დაჭრილია, დაჭრილიაო და მაშინ დაიძახა დ-----მ წავიდეთ, წავიდეთო და გაიქცნენ. ყველა გაიქცა ვინც იყვნენ: თვითონ, ლ----ი, დ-----, ბ---, ი-----–- და რ-------- ჩ-------ი. იქ შესახვევია და გზასთან დაიშალნენ, შემდეგ ცალ-ცალკე წავიდა ყველა. როდესაც ყველა გაიქცა დ-----ის ხელში არ დაუნახავს დანა.
მეორეჯერ ჩვენების შეცვლასთან დაკავშირებით დაკითხეს და თქვა, რომ დანა არ დაუ-ნახავს არც ჩხუბისას და არც შემდეგ. პირველი გამოკითხვის ოქმში პოლიციელმა აჩვენა ვიდეოკამერაზე, რომ დ-----ს დანა უკავია და ამიტომ თქვა რომ დაინახა.
ჩხუბი სანამ დაიწყებოდა, სვამდნენ და მანამდე დ-----ს ჰქონდა დანა, არ გაუგია თუ რა უთხრა დ-----მა ლ----ს და ლ----მ დ-----ს. ის და ლ----ი აშველებდნენ მოჩხუბრებს 5 კაცს. კარგად არ ახსოვს ვის აშველებდა, მაგრამ დ-----ი და ლ---- არ დაუნახავს. თავიდან რაზე დაიწყეს ჩხუბი არ გაუგია, ცალკე საუბრობდნენ ლ---- და დ-----ი. ადასტურებს მეორე ჩვენებას, პირველ ჩვენებაში აღწერილ ფაქტს, რომ დანა ნახა ჩხუბის მომენტში არ ადასტურებს, ხოლო ჩხუბამდე რომ დანა ჰქონდა დ-----ს ამ ფაქტს ადასტურებს.
ლ----ი და დ----- რომ გადავიდნენ გზაზე, ეგრევე გადმოხტნენ ლ---- ფ--–---ი, გ------- ნ----ი, ს----- ჯ--------ე და ო----- ჩ--------–--ი. ამ დროს თვითონ, ი-----–-, ბ--- და რ---------- იყვნენ გზის მეორე მხარეს. ისინი პარალელურად მოდიოდნენ ტროტუარზე, ისინი უფრო ქუჩის მეორე მხარეს, ავტომობილის სავალ ნაწილზე მოდიოდნენ. გადმოხტომის მერე არ დაუნახავს კონკრეტულად ვინ ვისთან მივიდა. ის რომ მივიდა უკვე ჩხუბობდნენ ბ---, მისი ძმა-ი-----–- მ--–--------ი, ლ---- ფ--–---ი, ო---- ჩ--------–--ი. ლ---- ფ--–---ი კონკრეტულად ვისთან ჩხუბობდა არ დაუნახავს. ო---- ჩ--------–-მა დაარტყა დ----- ნ---------ს. რომ დაეცა, ფეხი დაარტყა. ვიდეოკადრიდან დაინახა ეს ფაქტი. როდესაც დ----- ნ---------ი დაეცა, ლ---- ფ--–---ი ჩხუბობდა ი-----–-სთან და ბ---სთან. მერე დაინახა, რომ დ----- ნ---------ი წამოდგა და ბ---ს მიმართულებით წავიდა და 2-3 წამში დაიძახეს წავედით, წავედითო. თვითონ ტროტუარზე იდგა, გ------- ნ----ი იწეოდა და იმას აშველებდა, კონკრეტულად ვისკენ იწეოდა არ იცის. ადასტურებს, რომ დ-----ს შავტარიანი დანა ეჭირა როცა ბოთლები გადაჭრა. მას არ დაუნახავს, რომ დ----- ნ---------ს ხელში ეკავა შავტარიანი დანა და ხელაწეული ვიღაცისკენ მიდიოდა, მაგრამ ეს ნახა ვიდეოკადრში. იმ საღამოს დ-----ს ხელში ეს დანა არ უნახია. არ დაუნახია, რომ დ----- დასარტყმელად უქნევდა დანას ლ---- ფ--–---ს. ნ---- ხ-------ს მან დაუდასტურა მხოლოდ მკვლელობის შესახებ, მაშინ არ იცოდა ვინ მოკლა ლ---- ფ--–---ი. რ-------- ვ-–----ის ხელში დანა არ დაუნახავს. ფ--–---სა და მ--–--------ებს შორის ჩხუბი იყო ტროტუართან მანქანების შუაში, მანქანის წინა მხარეს. იმ ადგილიდან, სადაც დ----- დაეცა დარტყმის შემდეგ, იმ ადგილამ-დე სადაც ფ--–---ი და მ--–--------ები ჩხუბობდნენ 2 მეტრი იქნებოდა. ნ------- ნ----მა გვერდი აუარა მას და ი-----–-ს ჩაარტყა ფიცარი. ამ დროს ი-----–-სთან მისი ძმა იდგა, ხოლო დ----- ნ---------ი მაშინ ფეხზე იდგა. არ დაუნახია ფ--–---სა და დ----- ნ---------ს თუ ჰქონდათ შეხება. ნ---- ჯ--------ემ დაიძახა დაჭრილიაო და ამის მერე თქვა დ-----მ წავიდეთო და გაიქცნენ, რომ პოლიცია არ მოსულიყო. რომ გაიქცნენ არ იცოდა, რომ ლ---- ფ--–---ი იყო დაჭრილი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმის თანახმად, დაკავე-ბული დ----- ნ---------ი სპორტული შარვლის მარცხენა ჯიბეში ინახავდა სავარაუდოდ ცივ იარაღს - დანას. აღნიშნული დანა ჩამოერთვა, მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა.
საქმეში არსებული, ამოღების ოქმის მიხედვით, შსს სამეგრელო-ზემო ს-------ს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ გამომძიებელმა ბ------ ს---------–--მ რ-------- ხ------სგან ამოიღო დალუქულ მდგომარეობაში დ----- ნ---------ისგან პირადი გასინჯვით ამოღებული დასაკეცი დანა.
საქმეში არსებული, მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სა-მინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან და საქართველოს სასჯელ-აღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან მიღებული წერილების თანახმად, დ----- ნ---------ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 სექტემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის და 6 თვის ვადით.
საქმეში არსებული, 2009 წლის 27 მაისის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განაჩე-ნით დ----- ნ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა 2009 წლის 11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქ-ტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. 2010 წლის 26 მარტის თბი-ლისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით 2009 წლის 27 მაისის განაჩენით სასჯელის მოუხდელ ნაწილს მთლიანად დაემატა 2009 წლის 28 სექტემბრის განაჩენით განსაზღვ-რული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და თავის ნ---------ს საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით, 6 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა. დ----- ნ---------ი სასჯელაღსრუ-ლების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2017 წლის 29 მარტს.
მოწმეების ვ----–-- ჭ-----ს, მ--–---- ლ-–-------ს, ნ------ ს--------ს, გ---- რ-–----ის ჩვე-ნებებით ირკვევა, რომ ოპერატიული ინფორმაცია შევიდა, რომ ბრალდებულმა დაჭრა დაზარალებული, რომ მოჩხუბრები ერთმანეთს ურეკავენ სასურველი ჩვენების მიცემაზე. პატაკში ეწერა, რომ ჩხუბის მონაწილეები აშინებდნენ თვითმხილველებს და მონაწილეებს. ლ----ი, გ------- ნ---------ები, ჯ--------ე ტელეფონით საუბრობდნენ როგორ აერიდე-ბინათ თავი გამოძიებისთვის. ბრალდებულის ნათესავები განიხილავდნენ, როგორ შეეყვა-ნათ შეცდომაში გამოძიება, იკრიბებოდნენ ბრალდებულის სახლში და ამაზე საუბრობ-დნენ. გარეთ ამაზე არ ლაპარაკობდნენ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ჯ---- ვ---–---ის ჩვენების თანახმად, ნ---------ს და ფ--–---ს იცნობს, მორიგე ჯგუ-ფში იყო, როცა შეტყობინება შევიდა, რომ ჩხუბია სასტუმრო „მ-----ის“ წინ. ლ---- ფ--–---ი ეგდო ძირს, იქ უკვე დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები მისულები. სამმართვლოში გაი-გო, რომ გარდაიცვალა ლ---- ფ--–---ი, მერე კიდევ ლ---- მ--–--------ის სახლის ჩხრეკაში მიიღო მონაწილეობა, რაიმე საეჭვო ნივთი ვერ ნახეს იმ სახლში, შემთხვევის ადგილი მდებარეობს სასტუმრო „ს-------ს“ წინ, ლ---- ფ--–---ი სავალ გზაზე იწვა დაჭრილი, კონტაქტური იყო, წყალს ითხოვდა და იძახდა მცივაო, ელოდებოდნენ სასწრაფოს მანქანას, დ----- ნ---------ს ზედმეტსახელად ეძახიან „ჩ---ს“. მერე გააგრძელეს ნ---------ის ძებნა, მაგრამ ვერ იპოვეს, ჩხრეკა ჩაატარეს ნ---------ის ნათესავის ლ---- მ--–--------ის სახლში, რადგან უთხრეს იქ იმალებაო. შემთხვევის ადგილზე ღამე მივიდნენ, მაგრამ ადგილი განა-თებული იყო, გზის სავალ ნაწილზე იწვა ლ---- ფ--–---ი, გზა არის ორმხრივი, ცენტიდან ხელმარჯვნივ, სასტუმროს მეორე მხარეზე. გზა არაა გაყოფილი თეთრი ზოლით, ამ ქუჩას ტროტუარი აქვს, სავალი გზა არის დაახლოებით 7 მეტრი, ჩ--- ნ---------ი ახსენა სასტუმ-როს მეპატრონემ, რომ ჩ---მ დაჭრაო.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე გ---- გ------ს ჩვენების თანახმად, 2018 წლის 10 ივლისს შემოვლას ახორციელებდა ვ---–---თან და გ------თან ერთად, 4 საათზე მორიგემ გადმოსცა, რომ სასტუმროსთან იყო ჩხუბი, მივიდნენ და დახვდათ დაჭრილი ლ---- ფ--–---ი, იქ უთხრეს, რომ ჩ---მ მიაყენა მას ჭრილობაო, მერე დაიწყეს მისი ძებნა, მაგრამ ვერ იპოვეს, იქ ხალხმრავლობა იყო, ფ--–---ი უკვე კონტაქტური არ იყო ისინი რომ მივიდნენ, მერე გაიგეს, რომ სავადმყოფოში გარდაიცვალა ლ---- ფ--–---ი. ადასტურებს, რომ მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგი-ლის დათვალიერების დროს, რომელიც არის სასტუმრო ს-------ს ახლოს, სუვენირების მაღაზიასთან. ფ--–---ი იწვა სასტუმრო ს-------ს მოპირდაპირე მხარეს, გზაზე, უფრო მარ-ჯვენა მხარეს, სისხლის ლაქები იყო სავალ გზაზე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე შ----- გ------ის ჩვენებით ირკვევა, რომ დ----- ნ---------ს და ლ-–- ფ--–---ს კარგად არ იცნობს, 2018 წლის 10 ივლისიდან 11 ივლისამდე მორიგეობდა, რა დროსაც მორიგემ გადმოსცა, ჩხუბი და დაჭრილია სასტუმრო „ს-------ს“ ტერიტორიაზეო, რომ მივიდნენ ფ---–---ი უკვე ასფალტზე იწვა და ადიალა ეფარა, ერთ-ერთმა იქ თქვა, რომ ჩ---მ დაჭრაო, იქვე მოიძებნეს, მაგრამ ვერ იპოვეს. ის რომ მივიდა, ფ--–---ი უკვე კონტაქტური არ იყო, კონკრეტულად ჩ--- ვინ დაასახელა, ეგ უკვე არ ახსოვს. ჩ--- ზემდეტსახელად ნ---------ს ჰქვია. ნ---------ს როგორც იცის მ-----ა დატოვებული ჰქონდა. სასწრაფოს მოსვლა მას არ უნახავს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე გ--- გულედანის ჩვენებით დადგენილია, რომ ნ---- ჯ--------ემ დარეკა, კიოდა, დაჭრილია და ამოდიო. საავადმყოფოში როცა მივიდა, პაციენტი გადმოყავდათ მანქანი-დან. 3 ადგილას ჰქონდა ჭრილობა მკერდის მარცხენა ნახევარში: ერთი იყო იღლიის მხარეს მე-7-მე-8 მალებთან; მეორე იყო ბეჭების ხაზზე; მესამე იყო ხერხემლის წინა ხაზზე. ის არ იყო შემავალი. მე-7 ნეკნი გადაჭრილი იყო, სისხლდენა ჰქონდა, იღლიის ჭრილობით ფილტვი იყო დაზიანებული. ბეჭის უკან ჭრილობაზეც ფილტვი იყო დაზიანებული. დაზა-რალებულმა წამოიხრიალა ვიხრჩობიო, მეტი არ უთქვამს არაფერი. ოპერაცია დაიწყო მოს-ვლიდან მალევე. მაისური სისხლში იყო ამოსვრილი ზურგიც და წინა მხარეც. ნეკნქვეშა არტერიებს საკმაო ინტენსივობის სისხლდენა აქვს, ცენტრალურ სისხლმდენად ითვლება.
მოწმე ბ------ ს--------–--ს ჩვენებით დასტურდება, რომ ამოიღო ვიდეო ჩანაწერები, დივიარები, დაათვალიერა ჩანაწერები, ამოიღო დანა რ-------- ხ------სგან, რაც დალუქუ-ლი იყო, ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე რ--------- ბ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 ივლისს იყო ფეხბურთის ჩემპიონატი და დამთავრდა გვიან. მერე მათთან ღია ბარში ვახშმობდნენ ბიჭები ლ---- ფ--–---ი, მისი შვილი ა------ გ--–----ე, გ------- ნ----ი და ნ------- ნ----ი. თვითონ ამ დროს ღია ბარში ჭურჭელს რეცხავდა. არ იცის რა მოხდა, რომ მოტრიალდა, არავინ აღარ იყო და რომ გავიდა ვიღაც მამაკაცს ელაპარაკებოდნენ მისი შვილი და ნ-------ი და თავაზობდნენ წაყვანას. ამ დროს ჩიხში ატყდა რაღაც კამათი და რომ შევიდა დაინახა მისი შვილის ჩუსტები ეყარა გზაზე, შევარდა ჩიხში და იქ იყო ჩხუბი, აშველებდა თვითონ, ნ----ც, ნ-------იც, ამ დროს მის შვილს გამოყავდა ვიღაც პიროვნება, იღლიაში ყავდა და უთხრა გაუშვი არ დაეხრჩო, როცა გაუშვა იმ პიროვნებამ ო----- ჩ--------–--ს დაარტყა. ძალიან ქაოსი და ჩხუბი იყო, მერე განეიტრალდა, გააშველეს, ჩიხის ბოლოში თეთრ მაისურიან პიროვნებას ელაპარაკებოდა ნ---- და ეუბნებოდა ეხლა დამშვიდდით და ხვალ გაარჩიეთ თუ რამე გაქვთ გასარჩევიო, იმანაც უთხრა კარგი ნ---- დეიდაო, თქვენი გულის-თვის მე აღარ ვიზამო და ისინიც დამშვიდებული გადმოვიდნენ გზის მეორე მხარეს, შევიდ-ნენ სასტუმროში. დაახლოებით 10 წუთში, გზის მეორე მხარეს მოდიოდა ორი პიროვნება, წინ მოდიოდა თეთრმაისურიანი პიროვნება, უკან კიდევ მეორე მოყვებოდა და რაღაცას ყვიროდნენე სვანურად. პარალელურად გზის მეორე მხარეს ისმოდა რამდენიმე ადამიანის ხმა და ყვირილი სვანურად. ამ დროს ნ-------იმ დაიძახა მგონი დანა აქვსო. ამის დაძახება და ლ----ს მის თავს ზემოთ გადაფრენა ღობიდან ერთი იყო. მერე მიყვა გ-------. ამ დროს ჭიშკარი გაიჭედა თუ რა იყო, არ იცის და იქედან ყვიროდა ლ---- დაჭრესთქო. მან თავისი თვალით დაინახა, რომ ლ----ს დანა დაარტყა ჩ---მ, იგივე დ----- ნ---------მა. ამ დროს გავიდა გზაზე და ლ---- ეძახდა გ---ს, ძალიან ცუდად ვარო და ძირს დაეცა მის (რ. ბ-----–----–ის) ფეხებთან და პირიდან სისხლი წამოუვიდა, დიდი რაოდენობით სისხლი იღვრებო-და და ყვიროდა, რომ სასწრაფო გამოეძახებინათ.
საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა. ღობეზე სამგანაა ამოჭრილი, ჭიშკართან ახლოსაცაა ამოჭრილი, ისე რომ სანამ გზაზე გახვალ თავისუფლად ხედავ იქედან ყველა-ფერს. იქ არის ლამპიონები, ჩიხი იყო ბნ--–-, მთლიანი გზა იყო განათებული. დანა იყო მუქი ფერის. ბევრი ხალხი იყო, მაგრამ ის ლ----ზე იყო ორიენტირებული, ლ----ს გაყვა, რადგან ჩხუბის დროს ლ----ზე იყო აქცენტი. როცა ლ---- დაეცა, გ-------ს დაუძახა ცუდად ვარო და მის ფეხებთან დაეცა. მერე წყალი უნდოდათ და წყალზე შევიდა.
ვახშამზე ბიჭებს არაფერი დაულევიათ. ღობიდან, ჭიშკართან სანამ მივიდოდა, დაინახა, რომ დ----- ნ---------მა ლ----ს დაარტყა დანა. მანძილი ალბათ 3-4 მეტრი იქნება. ჩხუბის დაწყებიდან ბოლომდე ლ----ზე იყო ყველაზე დიდი აგრესია, ლ----ს ლანძღავდნენ და მას იცავდა თვითონაც და ნ----ც, რომ არ გასულიყო, ძალიან იყო განერვიულებული. ლ---- რომ დაიჭრა, მერე რაღაც წამებში ისევ იყო ჩხუბი და სანამ გავიდა, ლ---- უკვე გზის სავალ ნაწილზე გადადიოდა და იქვე დაწვა. დაინახა ლ---- გზის სავალ ნაწილზე მანქანებს შუა გავიდა და მას გაყვა, რადგან იცოდა, რომ უკვე რომ დაჭრილი იყო. სანამ ეზოდან გავიდო-და, ის სულ ხედავდა ლ---- როგორ მოძრაობდა, დაჭრის მომენტიც დაინახა და რომ გადიოდა ისიც. ქვემოთაც ჩხუბობდნენ. ორი თეთრმაისურიანი იყო, ლ----ს ეცვა მოკლე თეთრი მაისური, დ-----ს ეცვა გრძელი თეთრი მაისური, ამდენ ხალხში მხოლოდ ეს ორი იყო თეთრი მაისურით. ლ---- მისთვის შვილივით იყო. დაინახა, რომ დ----- ნ---------ს ხელში ეჭირა დანა, ამოღება არ დაუნახია, დაინახა დარტყმის პროცესი. დ----- ნ---------ს ხელში ეჭირა შავი ფერის საკეცი დანა და იქნევდა ლ---- ფ--–---ის მიმართულებით. ადას-ტურებს გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას. ლ---- როცა გადავიდა გზის სავალ ნაწილზე, მა-შინ ჩაიკეცა მის ფეხებთან. მანამდე დაინახა, რომ ლ---- დაჭრეს. გადადიოდა, რომ ლ----ს-თვის ეშველა და ლ----ც დაეცა. დაინახა ლ---- მანქანებს შუა რომ გადიოდა, ბოძს მოუარა და გადადიოდა გზის სავალ ნაწილზე. ლ----სთვის არ დაუძახია, ყვიროდა დაჭრეს, დაჭრესო. როცა შემთხვევის ადგილზე მივიდა, იქ ლ----მ დაუძახა გ------- ნ----ს ცუდად ვარო და გ-------ს ლ----ს თავი ეჭირა ხელით და ეძახდა არ მოკვდე, არ მოკვდეო.
მეორე ჩხუბის დროს დ----- ნ---------ი იქ არ იყო, ჩიხიდან სიღრმიდან ისმოდა ხმა. იქ სიბნელე იყო. თავიდანვე აგრესია იყო ლ----ზე. სანამ სასტუმროს ეზოდან გავიდოდა დაინახა დ----- ნ---------მა დაარტყა დანა ლ---- ფ--–---ს. რომ გადაჭრა გზის სავალი ნაწილი, ლ----ც გადიოდა მანქანებს შორის და რომ გადავიდა მერე დაეცა. მეორე ჩხუბის პროცესში დ----- ნ---------ი არ უნახია, მხოლოდ მაშინ ნახა, როცა ნ---- ელაპარაკებოდა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ი-----–- მ--–--------ის ჩვენების მიხედვით, ცხოვრობს მ------–---------------------ში, ეძინა სახლში, გააღვიძა მეუღლემ მ--- მ---------მა, წივილ-კივილი არისო, გავიდა გარეთ ახლოში, სიწყნარე იყო, არაფერი არ ხდებოდა, რომ გავიდა იქ იყო მისი ძმა რ-------- ვ-–----ე უბნის ბიჭებთან ერთად, იქ კიდევ იყო მისი დეიდაშვილი რ------- ჩ-------ი და კიდევ ბევრი ხალხი. ძმას ჰკითხა რა ხდებოდა და მან უპასუხა არაფერი არ ხდებაო. უთხრა, რომ სახლში წამოსულიყვნენ, დაუჯერეს და წამოვიდნენ სახლისკენ. ამ დროს გარედან შემოცვივდნენ ბიჭები, მაშინ ატყდა ჩხუბი. ვინ შემოცვივდა არ დაუნახია, სიბნელე იყო, ძალიან ბევრი ხალხი იყო და არაფერი არ ახსოვს. ეს ხდებოდა სახლის წინ 50 მეტრში, მათ ეზოში, მათი ქუჩა მანდ არაა განათებული, განათებულია გარეთ. იქ არაფერი არ დაუნახია, არც არაფერი არ ახსოვს, მერე ატყდა ჩხუბი, მერე იყო გაშველება, მეორე დღეს გაიგო, რომ გარდაიცვალა ლ---- ფ--–---ი. ამ შემთხვევის მერე მისი ძმა შევიდა სახლში, მისი ძმა იყო ნაცემი, იყო გაგიჟებული. აწყნარებდა მას, აიყვანა მეორე გზაზე, რომ არ გასულიყო. მის ძმას ამ დროს ხელში ეჭირა დანა, გამოართვა ეს დანა და სახლში დადო, კედელი არის იქ და იქ დადო და ავიდნენ სახლის ზედა ქუჩაზე, დააწყნარა და ჩამოვიდნენ სახლში. გამომძიებელს უთხრა, რომ დანა, რომელიც აღმოაჩნდა მის ძმას დადო თავის ეზოში, კედელთან. მეორე დანა, რომელიც აღმოაჩნდა მის ძმას, მან დამალა დ--------ის საძოვრებზე ერთ-ერთ ბუჩქში. ამ დანის სანახავად წაიყვანეს განყოფილებიდან დ--------ის საძოვრებზე, მაგრამ დანა ვერ ნახეს. შემდეგ რამდენიმე დღეში თვითონ ავიდა ბიძაშვილებთან ერთად და ნახეს ეს დანა, გამოქექეს ბუჩქებიდან, ამის შემდეგ დარეკეს განყოფილებაში, მოვიდა პოლიცია და ამოიღეს დანა.
მისი ძმა როდესაც სახლში შებრუნდა, გამოიცვალა ტანსაცმელი და გავიდა ქუჩისკენ, ისიც გაყვა რამე რომ არ მომხდარიყო, დანა როდის აიღო არ უნახია. როდესაც ლ---- ფ--–---ი ღობიდან გადმოხტა, თვითონ სად იდგა არ ახსოვს, მისი ძმა წინ ედგა, უყურებდა მას. ფ--–---ი რომ გადმოხტა მისი (ი. მ--–--------ის) მიმართულებით გამოიქცა და დაეჯახა, დ----- ნ---------ი სად იდგა არ დაუნახია. ჯგუფური ჩხუბი იყო, მერე უკნიდან ვიღაცამ დაარტყა და გაითიშა, გრძნობა დაკარგა. ის არ იმალებოდა, მისი ძმა სად იყო არ იცის. ჩხუბის დროს მისი ძმისთვის დანა არ დაუნახია. დანა მერე ნახე ზევით ყანებში, ჩხუბის მერე. მას კითხა ეს რატომ ჩაიდინეო და უპასუხა, ხომ არ გაგიჟდი, მე მისთვის დანა არ დამირტყამს, ამას როგორ ვიზამდი, თუ დასარტყმელი იყო, დანას დავარტყამდი ნ------- ნ----სო. ძმას ხელში ეჭირა პურის საჭრელი სამზარეულო დანა, რომელზეც ნახა, რომ სისხლი არ იყო. ჩიხში ჩხუბის დროს დ----- ნ---------ი არ დაუნახია. მერე გაიგო, რომ ლ---- ფ--–---ი გარდაიცვალა, ვიღაცამ დაჭრაო.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე რ-------- ვ-–----ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2013 წლამდე იყო რ-------- მ--–--------ი, 2013 წელში შეიცვალა გვარი და გახდა რ-------- ვ-–----ე. 2018 წლის 11 ივლისს იყო ბიძამისთან, მიდიოდა სახლში, მისი სახლის შესახვევში, თ----------ის ქუჩაზე, ჩიხია იქ, სადაც იყო ჩოჩქოლი, ხალხი ირეოდა მისი სახლიდან დაახლოებით 50 მეტრში და იქ დაი-ნახა ლ---- ფ--–---ი ვიღაცისკენ იწევდა. ლ---- ფ--–---ის მეტს იქ არავის არ იცნობდა. მივიდა და სთხოვა ლ---- ფ--–---ს დაწყნარებულიყო. ის ადგილი განათებულია. მერე შე-ვიდა სახლისკენ, იქ იდგა მისი დეიდაშვილი რ-------ი, რომელსაც ჰკითხა რა ხდებოდა და უთხრა, რომ ისინიც ეხლა მოვიდნენ და არაფერი იცოდნენ. გაჩერდა, იქ ლუდი იყო ბოთ-ლში და დალიეს, უკვე მისი ძმაც გამოვიდა და ჰკითხა რა ხდებაო და უთხრა, რომ არფერი იცოდა. სახლში შედიოდნენ, როცა ისევ დაიწყო ჩოჩქოლი, უკან მიტრიალდნენ და მერე დაიწყო ჩხუბი. როდესაც მივიდა იქ ლ---- ფ--–---ის გარდა დ----- ნ---------ი არ უნახავს. როცა ლუდს სვამდნენ, მის იქ ყოფნაში დ----- ნ---------ი იქ არ ყოფილა. როდესაც უკან შეტრიალდნენ და ჩხუბი დაიწყო, ისევ დაინახა ლ---- და ისევ დაუწყო გაშველება. ლ----მ კითხა ვინ აგინებდა, რაზეც უპასუხა, რომ არ იცოდა ვინ აგინებდა, მისი ახლობელი რომ იყო, მასთან იმიტომ მოვიდა. თხოვდა დაწყნარებულიყო და მერე გაერკვია თუ რამე სალაპარაკო ჰქონდა. მეორე ჩხუბის დროს ვინ ჩხუბობდა არავინ შეუმჩნევია, გააგრძელა გზა, უნდოდა ენახა ლ---- ფ--–---ი. იქ ჩიხია შესასვლელი და როცა შევიდა ახალგაზრდა ბიჭმა, რომლის სახელიც არ იცის, მოკიდა ხელი და დაუწყო გაშველება. უთხრა არაფერს არ აკეთებდა და არ ჩხუბობდა და ნუ აშველებდა. მეორე ჩხუბი მათი მოსახვევიდან გარეთ იყო. იქ იყვნენ მე, მისი ძმა და მისი დეიდაშვილისშვილი რ-------ი. ის ადგილი იმიტომ დატოვა, რომ ხალხი წიოდა და კიოდა, დაჭრილი არისო და გაიქცნენ. იმიტომ გაიქცა, რომ არ მოუსმინეს, ჩხუბში არ მონაწილეობდა და ცემდნენ და შიშით, რომ კიდევ არ ეცემათ წავიდა ზევით დ--------ის ყანებში. მასთან ერთად იყო მისი ძმა და რ------- ჩ-------ი. ხელში ეჭირა დიდი სამზარეულოს დანა. ეს დანა აიღო აღელვებულზე თავდაცვის მიზნით და მიდიოდა მასთან სახლში სანახავად, რადგან ნათესავი იყო. ჩხუბის დროს ლ---- ფ--–---ი მასთან ახლოს არ მოსულა. დანით არავისთვის არ მიუყენებია დაზიანება. არ უჩხუბია. მის ძმას სახლში არ გამოურთმევია დანა. დანა უნდოდა ხალხისგან თავდაცვის მიზნით, იმისგან დასაცავად, რომელმაც ტყუილად აუტეხა ჩხუბი. ამ დროს ნასვამი არ ყოფილა. მხოლოდ ერთი კათხა ლუდი ჰქონდა დალეული. ლ---- ფ--–---ი იყო მისი ნათესავი და მიდიოდა მისი სახლისკენ, რომ ენახა. მისი ძმა ეუბნებოდა არ გინდა ამაღამ, ხვალ წავიდეთო. თვითონ გზას აგრძელებდა, ესენი უკან მიყვებოდნენ, თურმე ეს კიდე იქ ყოფილა და იქედან გადმოხტა. ამ დროს დანა ეჭირა მარჯვენა ხელში. ფ--–---ი როცა გადმოხტა მასთან არ მისულა. ჩხუბის ხმაზე რომ დატრიალდა, პირველი შეეფეთა ახალგაზრდა ბიჭი, მგონი ჯ--------ეა გვარად, რომელიც მას იჭერდა. დანა რომ ეჭირა ხელში ამიტომ ეუბნებოდა დანა არ იხმაროო, უპასუხა არ შეშინებოდა დანას არ იხმარდა და ასე ლაპარაკობდნენ, მეტი არაფერი არ ყოფილა. ეჭირა, არ უშვებდა ხელს. იქ მყოფ ხალხს არ იცნობდა, იცნობდა მხოლოდ ლ---- ფ--–---ს. მას მხოლოდ ლ---- ფ--–---ის ნახვა უნდოდა და მიდიოდი მისი სახლისკენ. დანა ეჭირა თავის დასაცავად. ლ---- ფ--–---ი რომ გადმოხტა არ დაუნახია, დაინახა მხოლოდ ლანდი. ის მასთან არ მისულა. იმ ადგილზე ლამპიონები არის და მაშინ იყო თუ არა განათებული არ ახსოვს. ის იყო ტყუილად ნაცემი, ცემა ლ---- ფ--–---მა და ამიტომ უნდოდა გაერკვია ყველაფერი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე რ------- ჩ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ პირველად ლ---- ფ--–---ი და ი-----–- მ--–--------ი დაეჯახნენ ერთმანეთს, ი-----–- დაეცა. გააგრძელეს ჩხუბი. კაცი იყო იქ ჯოხით და ეგ ჯოხი მოხვდა ი-----–-ს. უკან რ-------- ვ-–----ეს აკავებდა ვიღაც. ლ---- უკნიდან წამოვიდა, სისხლიანი იყო. დაჭრესო, ყვიროდნენ ქალები. მისთვის არ დაურ-ტყამთ. ი-----–- რომ ადგა, უკან დაიწიეს. 10-15 წუთში მაისური ჰქონდა ლ----ს სისხლიანი. ლ---- ფ--–---ს თეთრი მაისური ეცვა. მაისური წითლდებოდა. გაქცევისას ბ--- მ--–---------ს დანა ეჭირა. ი-----–-მ ჰკითხა, რა ქენიო. ბ--- გასისხლიანებული იყო, ცხვირიდან სდი-ოდა სისხლი, ხელიც სისხლიანი ჰქონდა, დანაც. ი-----–-მ წართვა დანა. ჩხუბის დროს რ--------ი ამბობდა, არფერს ვიზამ, გამიშვიო. მარჯვენა თვალი შუშის აქვს და ამიტომ ცუ-დი ხედვა აქვს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ს------- ს-----ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 11 ივლისს დილით, დაახ-ლოებით 05:00 საათზე გააღვიძა დ----- ნ---------ის დედამ - მ--- კ--------ემ და თქვა, კამა-თი არისო ქვევით და დ----- ნ---------ი ხომ სახლშიაო? იგი სახლში არ იყო. დ----- ნ----------ს ტანთ ეცვა თეთრი ფერის ადიდასის ფირმის სპორტული ზედა. იგი მოვიდა გვიან, აღელვებული იყო, ჩხუბი მოხდაო. ბრალდებულთან ყოფნისას შენიშნა დანა, რომელიც იყო საკეცი და ქამარში ჰქონდა ჩაჩრილი. იცის, რომ დ----- ნ---------ი შავტარიან დანას ატარებდა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ა---------– ბ------–---ს ჩვენების თანახმად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოიღეს ვიდეომასალა, დისკები, მეპატრონეების თანდასწრებით იქვე კონვერტები გახსნეს და დაათვალიერეს ჩანაწერები, დივიარიდან მეხსიერების ბარათზე ჩაწერეს, იქიდან - კომპიუტერში, იქიდან - დისკზე. რომელიღაც ჩანაწერზე დროებში ცდომილება იყო და ოქმში ჩაწერეს ეს. ჯერ გადმოწერეს დისკში და რამდენიმე დღის მერე თვითონ დივიაერე-ბიც ამოიღეს. დათვალიერებას ბანკის და სასტუმროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ქ------- ფ--–----ის ჩვენებით ირკვევა, რომ მათთან შევიდა მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი, შოკში იყო. გადაიყვანეს საოპერაციოში. ჭრილობები ჰქონდა 2 თუ 3, სისხლიანი იყო, კვნესოდა. მარცხენა გულმკერდის წინა და მარცხენა ზედაპირზე ჰქონდა ჭრილობა. ჭრილობები იყო გვერდით და უკან.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ა------ გ--–----ის ჩვენებით დასტურდება, რომ ლ---- გზაზე იწვა, წითელი ლაქა ჰქონდა მაისურზე. დარეკა 112-ზე. იქ იყო საუბარი, რომ დ----- ნ---------მა დაჭრა. ლ---- ფ--–---ის ახლობლებისაგან, რომლებიც მოსულები იყვნენ საავადმყოფოში, გაიგეს, რომ ერთ-ერთი იყო დ----- ნ---------ი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ნ------- ნ----ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 11 ივლისს საღამოს ფეხბურთის ტრანსლიაცია იყო ღია კაფეში და რომ დამთავრდა ყველა საჭმლის ჭამას აპირებდნენ, ამ დროს ვიღაცა უცნობი მოადგა ჭიშკარს. გავიდა დასალაპარაკებლად და რომ შეხედა, შე-ატყო, რომ რაღაც არაადეკვატური იყო, მთვრალი იყო და ბუტბუტებდა რაღაცას, ვიღაცას ეძებდა, გაურკვევლად საუბრობდა. მერე მოვიდა ვიღაც მეორე უცნობი ადამიანი (ალბათ ვისაც ეძებდა) და ერთი იძახდა რა პატივისცემა იციან ამათმა, რა არის ესო რაღაცა ჩა-მარტყეს თავშიო. რომ შეხედა ამათ, ორივე ნაცემი იყო, სახეზეც ეტყობოდათ. შეეცოდა და ჰკითხა მათ სად ცხოვრობდნენ, სად იყვნენ დაბინავებულები და შესთავაზა წაყვანა. ვე-რაფრით ვერ იხსენებდნენ, რაღაცა ჰოსტელს თუ რაღაცას იძახდნენ. ამ დროს ეს ორი ბი-ჭებიც გამოსულები იყვნენ და დ----- რ------იც მოვიდა. იმას ეგონა, რომ ის აწუხებდა და ეუბნებოდა წადით იქედან, მოშორდითო. მან უთხრა თავი გაენებებინა, ცოდვები არიან, რაღაცა ჭირთო. ამ დროს, ჩიხიდან, რომელიც არის მათი სასტუმროს ჭიშკრიდან მოპირ-დაპირე მხარეს, გაისმა რაღაცა უშვერი, უწმაწური საუბარი და მაგ დროს მიხვდა, რომ ლ----- და გ--- შევიდნენ იქ იმ ჩიხში და შეყვა თვითონაც, ნ----ც და რაღაცა აგრესიული თემა იყო და როგორც იქნა დააწყნარეს. დ----- ნ---------ი ისე უდიერად და ისე უწმაწურად ილანძღებოდა ლ----ს მისამართით, ლ----ს ჰკითხა რამე ძველი ხინჯი ხო არ ჰქონდათ ერ-თმანეთში, მას იმ წუთში ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა. ლ----მ უპასუხა არაფერი აბ-სოლუტურადო. რაღაც წამებში უკნიდან მოისმა გინება დედის მისამართით ლ----ს მი-მართ და ბიჭები გავარდნენ ჩიხში და ისინიც გაყვნენ იქ. ეხლა უკვე ხელჩართული ბრძოლა იყო, ბნელოდა. გაშველებას ცდილობდნენ, მასაც მოხვდა ვიღაცის ხელი და ასე თუ ისე გააშველეს. დ----- ნ---------ი იგინებოდა. მის ძმას სთხოვა გაეყვანათ და ხვალ ელა-პარაკათ. დ----- ნ---------ი ნ----ს ელაპარაკებოდა არაფერი არ იქნებაო. ეგონა ყველაფერი დამთავრდა და შემოიყვანეს ეს ბიჭები. გ---ს ცხვირი ჰქონდა გატეხილი, ლ----ც ნაცემი იყო, სახეზე ეტყობოდა, ო----საც დანარტყამი ქონდა სახეზე, ამათი მოვლის პროცესში იყვნენ, ამ დროს გაიგონა საშინელი გინება მათ მიმართ. როცა გაიხედა დაინახა ნ---------ი და მისი ძმა მათი ჭიშკრის მიმართულებით მოდიოდნენ, იგინებოდნენ, ხოლო დანარჩენები ქუჩის მეორე მხარეს, სადღაც შუისკენ მიდიოდნენ ზემოთკენ, იქედანაც გინება მოდიოდა და დაინახა, რომ დანები ეკავათ. ხოდა ისე უცბად, წამებში მოხდა ყველაფერი. ეს ბიჭები წა-მოხტნენ, ჭიშკარი დაკეტილი ჰქონდათ სპეციალურად. დაინახა, რომ ლ---- გადახტა პირვე-ლი. უთხრა მათ არ გადამხტარიყვნენ, რადგან იმათ დანები ჰქონდათ, მაგრამ წამებში მოხ-და ყველაფერი. მას არ მოუსმინეს, გავიდნენ ჭიშკართან, მან გააღო და პატარა ფიცრის ნაჭერი დაიკავა გასაშველებლად და ტროტუარის პირას, სადაც მანქანები დგანან, იქ დაინახა თეთრმაისურიანის მოქნეული დანა ლ----ს მიმართულებით. ამ დროს ის უკვე მივიდა, ესენი მთლიანად დასეულები იყნენ ლ----ზე და ცდილობდა შუაში მოხვედრას, რომ როგორმე გაეშველებინა. ჯოხი რომ მოიქნია, ვიღაცამ წაართვა ეს ჯოხი და დაარტყა და ამ დროს უკვე ლ---- მორბოდა და მაშინ დაინახა, რომ რაღაცა ლაქა ჰქონდა. იმ წუთში უბრალოდ ნაცემი ეგონა, მერე ამათ რომ გახედა, ესენი ყველა გაიქცა და ეს ნ---------ი ეძახის იმათ რომ წავედით, წავედით, წავედითო და უკან რომ მოიხედა, დაინახა, რომ ლ---- უკვე წაქცეული იყო გზაზე და მის შვილს - გ---ს ეკავა და ეხვეწებოდა ლ---- არ მოკვდე, არ მოკვდეო. ლ---- უკვე გონებას კარგავდა. დადევნებას აპირებდა, მაგრამ იფიქრა, რომ ჯობდა დაჭრილისთვის მიეხედა, ისინი კი იცოდა ვინც იყვნენ. მერე მისი მანქანა დაქოქეს სასწრა-ფოდ, ნ---- პირდაპირ წავიდა საავადმყოფოში, ტელეფონი დაუჯდა და ვერ დარეკეს, ვერც მან დარეკა ვერაფრით, მივხვდა, რომ სანამ 112-ს დაელაპარაკებოდნენ, ჯობდა თავისი მან-ქანით ჩაეყვანათ. ხედავდა, რომ ლ---- სისხლისგან იცლებოდა. ჩაიყვანეს საავადმყოფოში და ამ დროს მოადგა პოლიციის მანქანაც, მათ უთხრა, რომ ისინი ორღობეში შევიდნენ და თვენც შეყევითო და შეყვნენ კიდეც, მაგრამ მერე რა ქნეს არ იცის. იმ ბიჭებიდან ორს მინიმუმ ჰქონდა დანა და ამასაც ეკავა დანა და მერე ვიდეოთვალის დათვალიერების დროს ჩანს როგორ უპირებდა მოკვლას და ღვთის წყალობით გადარჩა. მისი დეიდაშვილი ო---- შეესწრო და ფეხი დაარტყა და გადაარჩინა, თორე გ---საც ურტყამდა დანას. დ----- ნ----------ის ძმა იჭერდა გ---ს და ხელს უწყობდა იმაში, რომ დ----- ნ---------ს დანა ჩაერტყა.
ჭიშკრის პირდაპირ არის ის ჩიხი, სადაც დაიწყო ყველაფერი, სადაც შევიდნენ გასაშველებ-ლად, რომელიც იყო ჩაბნელებული. მან ვინც იცნო იყვნენ დ----- ნ---------ი, მისი ძმა, ქ---------ი და დანარჩენებს არ იცნობდა, ნ---------ის მეზობლები ყოფილან, მაგრამ მათთან შეხება არ ჰქონია და სახეზე ახლაც არ იცნობს. იგი მათ თხოვდა წასულიყვნენ. კი, კიო დაეთანხმენ, თუმცა მერე ასე მიზანმიმართულად ორგანიზებული შეიარაღებული თავდას-ხმა მოახდინეს მათზე გინებით. პირველ ეტაპზე შელაპარაკება მოხდა იქ იმ ჩიხში, იმ ეტაპ-ზე არაფერი არ მომხდარა და გააშველეს, მაგრამ მერე ისე უწმაწური გინება იყო ნიგური-ანისგან ლ----ს მისამართით და ზოგადად მის მიმართაც და ისინიც აყვნენ და მერე უკვე გადაიზარდა ჩხუბში. ეზოში იყვნენ და ამ დროს ისმის გინება და ნ----მ დაიძახა კიდე მოდიანო და რომ გაიხედა დაინახა, რომ დ----- ნ---------ი და მისი ძმა კიდე მოდიოდნენ, მარცხენა ხელში დანა ეკავა, მოდიოდნენ გინებით და ასე წავიდნენ გზის პარალელურად ეს ოთხი ადამიანი, რომლებიც ამავდროულად იგინებოდნენ. ამ დროს მოადგნენ ჭიშკარს გინებით. ამ დროს ღობეზე ლ---- პირველი გადახტა, შემდეგ გ---, ო---- და გ--–-- და ვერ მოასწრო გაეფრთხილებინა, რომ დანები ჰქონდათ, უკვე გადამხტარი იყვნენ. დ-----ი და მისი ძმა ლ---- ნ---------ი წამოვიდნენ და დანები ეჭირათ, სილუეტით დაინახა, რომ დანები ეკავათ. თეთრმაისურიანმა მოიქნია ლ----ს მიმართ დანა, ყველა იქ იყვნენ, ის მ--–--------ებიც იქ იყვნენ ალბათ, მათ არ იცნობს სახეზე. მისი მიზანი იყო, რომ ისინი გაეშველებინა, ჯოხი ჩაწია ბარიერივით, ამ დროს კი წაართვა ვიღაცამ ეს ჯოხი და ჩაარტყა სახეში. თეთრი მაისური დ----- ნ---------ს ეცვა. ლ----საც მოთეთრო მაისური ეცვა, მთლად თეთრი არა. მუქი ფერის დანა ეკავა, თეთრი არ იყო, ან შავი ან ყავისფერი.
სასტუმროში მასთან ერთად იყვნენ გ--- ნ----ი, ა------ გ--–----ე, ლ---- ფ--–---ი, ო----- ჩ--------–--ი, მაგრამ ეს უკანასკნ--–- მერე გავიდა და არ მიბრუნებულა.
თეთრი ეცვა დ----- ნ---------ს და შესაბამისად მაგას ჰქონდა დანა და ხელი აწეული, მოქ-ნევის მომენტში. არ დაუნახია დარტყმის მომენტი, იმიტომ რომ ეს ალბათ წამის მეასედში ხდებოდა, მან უბრალოდ დაინახა ეს მოღერებული დანა, დ----- ნ---------ი ხელაწეული ემუქრებოდა ლ---- ფ--–---ს. საკეცი დანა იყო მუქი.
მონაწილეობა მიიღო ვიდეოთვალის დათვალიერებაში. მისი თანხმობით იქნა ამოღებული ვიდეოთვალი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ნ---- ჯ--------ის ჩვენების მიხედვით, 2018 წლის 11 ივლისი თენდებოდა, წინა დღის 5-6 საათიდან მოყოლებული იყო სასტუმროს ტერიტორიაზე. ასევე იმყოფებოდნენ ლ---- ფ--–---ი, მისი შვილი - გ--- ნ----ი და მისი მეუღლე. სასტუმროს პერსონალი, რ--------- ბ-----–---–ი, ა------ გ--–----ე, მისი დისშვილი. მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენება მიმდი-ნარეობდა ღია კაფეში და იქ სასტუმროს მოწყობაში ეხმარებოდნენ ეს ბავშვები, თვითონაც ფეხბურთის მოყვარულები იყვნენ და ზოგადად სპორტსმენები, სულ ჯანსაღი ცხოვრების წესს ეწეოდნენ, ყველა თავდადებული, უპატიოსნესი, უკეთილშობილესი, სუფთა, ნათელი ადამიანები იყვნენ, მათ შორის აწ გარდაცვლილი ლ----ც. არასოდეს არ გაუიგია არანაირი კონფლიქტი ლ----ს მიმართ. მთელი პასუხისმგებლობით შეუძლია თქვას, ჩხუბიც კი არ მომხდარა ამ ბიჭების მიერ არასოდეს. სასტუმროს ტერიტორიაზეც მანამდე არანაირ კონ-ფლიქტს არ ჰქონია ადგილი. როდესაც მორჩნენ ინფრასტრუქტურის გაწყობას, ეზოში სა-უნის თავზე არის გამზადებული მოედანი, რიკულები არ აქვს და იქ ავიდნენ. მას ფეხ-ბურთამდე რამდენიმეჯერ სასტუმროს ტერიტორიიდან მოუწია გასვლა, დაახლოებით ოთხჯერ. ამ ოთხივეჯერ რამდენჯერაც გავიდა სასტუმროს მოპირდაპირე მხარეს, ჩიხიდან დაძაბული ლაპარაკის ხმა ისმოდა, მან იმ ადგილს ნაცნობი ვერავინ აღმოაჩინა, იქ, მათი სასტუმროს წინ მეორე წელია უკვე ფუნქციონირებს კაფე-ბარი „ბ----“ და იქ როდესაც გამოდიან ნასვამი ახლაგაზრდები, ხშირად არის კონფლიქტები, ამიტომაც არ გაამახვილა ყურადრება, დაძაბული ლაპარაკი სულ ესმოდა, ჩხუბი არ გაუგია, ეს ლაპარაკი მათ ბიჭებს არ გაუგიათ, რადგანაც სულ შიგნით იყნენ და გარეთ არ გამოსულან, შემდეგ უკვე როდესაც დამთავრდა ფეხბურთი, ნელ-ნელა ყველა წავიდა, ს-----მა მოასწესრიგა იქაურობა, გარეთა შუქი დარჩა ანთებული, შიგნითა ჩააქრეს, ეს ბიჭები ვახშმობდნენ, თვითონ შესული იყო სამზარეულოში და როცა გარეთ გამოვიდა და მიდიოდა იქეთ, სადაც ბავშვები და მისი მეუღლე ეგულებოდნენ, დაინახა, რომ მისი მეუღლე მიდის ჭიშკრისკენ და ჭიშკართან დაინახა წითელ მაისურში მაღალი, მისთვის უცხო პიროვნება. ადგილობრივი არ იყო, ადგილობრივს ყველას იცნობ., ასევე აქცენტიც არ ჰქონდა ადგილობრივის, არეულად ლაპარაკობდა. ეძებდა ვიღაც პიროვნებას, სახელი არ ახსოვს, რაღაც სახელს იმეორებდა ქართულს. ჩემი მეუღლე ეუბნებოდა ეს პიროვნება იქ არ იყო, ამ ადამიანს ეს არ ესმოდა, არ იგებდა. მისი მეუღლე გავიდა ჭიშკრის გარეთ, გავიდა ასევე ა------ გ--–----ეც და მის უკან მოვიდნენ ლ---- და გ--- და იმის გამო რომ ესენი გარეთ არ გასულიყვნენ და რამე და-ძაბულობა არ მომხდარიყო, რადგან იმათ არაფერი არ ესმოდათ, სპეციალურად დადგა ჭიშკარში და ლ----მ, რომელიც მის უკან იდგა ვერ უთხრა გაიწიეო. ა------ი და ნ-------ი ტროტუარის მომიჯნავედ იდგნენ, მან გაიგო ასეთი რაღაც: „ეს რა მასპინძლობაა, ჯერ გაგვიმასპინძლდნენ, მერე გაგვლახეს და თავში ჩაგვარტყესო“ თუ რაღაც ასეთი და ნ-------ი და ა----- ეუბნებოდნენ სად ცხოვრობთ მანქანაში ჩაგაჯენთ და წაგიყვანთო, ამასობაში მოვიდა ის მეორე, სავარაუდოდ, რომელსაც ეს წითელმაისურიანი ეძებდა, იმ მეორეს ღია ფერის, „ბეჟი“ ფერის ზედა ეცვა, ოღონდ ის ვერ გებულობდა რომ გვერდით ედგა და ისევ ეძებდა, მიხვდა, რომ ძალიან არაადეკვატური იყო. ამასობაში იმ კუთხიდან, სადაც მანამდე ეს ადამიანები იდგენენ, ისევ იგივე ფონი იყო, თეთრი მაისურით ახსოვს იქ რომ იყო ვიღაც, მისი ნაცნობი არავინ იყო და არ დაკვირვებია. როდესაც ამ უცხო ადამიანებთან დიალოგი მიმდინარეობდა, იქედან რეპლიკები ისმოდა, ოღონდ მას გულისყური აქეთკენ ჰქონდა, იქედან არანაირი კონფლიქტს არ მოელოდა, სვანური ლაპარაკი იყო, რეალურად არასოდეს არ ჰოფილა კონფლიქტი და ამიტომ არ უსმენდა, თუმცა რეპლიკები იყო, ამ დროს ლ----მ მიაქცია ამ რეპლიკას ყურადრება, რომელსაც თეთრმაისურიანი ამბობდა, ლ----მ რაღაც ხელით ქნა ჩვენით მოვაგვარებთო, იმ თეთრმაისსურიანმა რაღაცა ისეთი სიტყვები უთხრა, რომ მაშინ იფიქრა, რომ ლ----ს აუცილებლად ეწყინებოდა, მაგრამ მას გულისყური მაინც აქეთკენ ჰქონდა, ა------ი და ნ-------ი ამ ორს ეხვეწებოდნენ ეთქვათ სად ცხოვრობდნენ. ერთი იძახის რაღაცა „ჰაუსში“ ვცხოვრობთო, ალბათ „გ----------ს“ გულისხმობდენ, და ხელს იშვერდა აღმოსავლეთისკენ, ლ------–ის დასახლებისკენ მათგან ხელმარჯვნივ ზემოთა მხარეს, ამასობაში ტროტუარზე სასტუმრო „უ–--ს“ მხრიდან მოდიოდა დ----- რ------ი, რომელიც ახალგაზრდა ბიჭია, დაახლოებით მისი შვილის ხნისაა და ცოტა ახ-ლოს რომ მოვიდა დაძაბული სახე ჰქონდა, აშკარად ნასვამი იყო და იძახდა რა ხდება, რა ხდებაო, და იგი იმის შიშით, რომ დ----- არ ჩართულიყო ამ ჩხუბში, გავიდა ჩქარი ნაბიჯით და დ-----ს აუხსნა, რომ ესენი უცხოები იყვნენ და ვიღაც უცხოს ეძებდნენ. მერე დ----- წაიყვანეს დებმა თ----- და ნ----- ნ----ებმა. ამ დროს იმ ჩიხიდან გაიგონა კამათის ხმა, რომ მოიხედა ლ---- და გ--- რომ არ იდგნენ, მიხვდა, რომ შიგნით იქნებოდნენ და მაშინ, როცა რაღაც შეურაცხყოფა გაიგონა თეთრმაისურიანის მიერ ლ----ს მიმართ, იმ ფაქტს დაუ-კავშირა და მიხვდა ამ ამბის ლოგიკური გაგრძელება იქნებოდა. შეეშინდა და რომ შევ-იდნენ, დანარჩენებიც შეყვნენ, ნ-------იც, ა------იც ზუსტად არ იცის დანარჩენები, სას-ტუმროს პერსონალიც ალბათ. იქ მოხდა კონფლიქტის განმუხტვა, არანაირი ხელის შეხება არ მომხდარა, გინება იყო ისეთი ლ----ს მიმართ რომ . . . დედის გინებაზე უარესი, ადამიანი არ ეგულება, ვინც აზროვნებს რომ აეტანა ეს გინება. ეძახოდა მათ რატომ ბილწსიტყვაობთ, გაჩერდითო, ოღონდ თვითონ კიოდა იმიტომ, რომ ლ----ს ეს საშინელი გინება არ გაეგო. რომ გავიდა, ლ---- გაჩერდა იმიტომ, რომ ხათრი ჰქონდა და რომ ემუდარებოდა. იმედი მიეცა, რომ პირველი კონფლიქტისას ეს გინება არ გაუგონია ლ----ს, იმდენად ხმამაღლა კიოდა, და ესენი შემოვდინენ ეზოში და ისინიც წავიდნენ, არ ჩანდნენ არსად და შეიქმნა ისეთი ვითარება რომ კონფლიქტი უკვე ამოწურული იყო. შემდეგ რომ შევიდნენ ქალები შესულები იყვნენ, კაცები გარეთ სასტუმროს ტერიტორიაზე იდგნენ, ნ-------ი, ა----- და თვითონ, მისი დისშვილი იყო თავიდანვე, მაგრამ ფეხბურთი რომ დამთავრდა, სავახშმოდ არ დარჩა. შემდეგ ა------ი, გ---, ლ---- და ნ-------ი იყვნენ გარეთ, იმდენად არ ფიქრობდა, რომ ეს კონფლიქტი გაგრძელდებოდა, რომ გარეთ არ გასულან. რაღაც პერიოდის შემდეგ, იმ ჩიხიდან ისევ გაიგონეს საშინელი ხმები და რომ გავიდა, ო---- იყო ძირს, გაუკვირდა ო----ს იქ რა უნდოდა და ამასობაში იყო საშინ--–- სიტყვები, ისევ გინება, და ლ---- ყმუოდა. ლ---- მისი და რ---------ის თანდასწრებით კი არა, ზოგადად ცხოვრებაში არ იგინებოდა, მას არ გაუგია, არც გ---სი და არც ო----სი და უკვე ესმოდა ლ----ს, ყველა საშინ--–- გინება, რომე-ლიც მათი მიმართულებითაც იყო. ლ---- რომ ყმუოდა, ა------ს ეჭირა ხელებით და ა-------მა რომ გაიგო ეს სიტყვები, ა------ს შეიძლება გასხლტომოდა და წინ დაუდგა ლ----ს და ყვიროდა „ლ---- გეხვეწები გაჩერდი, ლ---- გეხვეწები შედი“ და იმ წუთში შეტრიალდა და გაყვა მათ. გ--- სად იყო არ დაუნახავს, რადგან ლ----ზე ჰქონდა აქცენტი და გინება სახელ-დობრ ლ----ს მიმართ იყო, ესენი რომ გავიდნენ და ის და ნ-------ი დარჩნენ, რ---------იც დარჩა, ამ თეთრმაისურიანში ამოიცნო ჩ--- ნ---------ი, მ-----ის მკვიდრი ადგილობრივია და მან რომ დაინახა, ნ---- დეიდა თქვენ ისეთ პატივს გცემთო, თქვენი ხათრით გავჩერდე-ბიო და ხელები დაუკოცნა და მანაც დაიჯერა, რომ ის გაჩერდებოდა. რაღაც სიტყვები უთხრა რა გაქვთ საკონფლიქტო, რა გახდა ასეთი, ხვალ გამოფხიზლდებით და გაარკვევთ მეთქი და იმ ბიჭებსაც თხოვდა წასულიყვნენ. არ იცის ვინ იყვნენ. შემდეგ ყველაზე ბოლოს ის და ნ-------ი შევიდნენ ეზოში და იგი ღიობში ჭიშკართან დაჯდა, საიდანაც ჩიხი ჩანდა კარგად. ო---- ეუბნებოდა მგონი თითი მაქვს მოტეხილიო, გ---ს სისხლი მოსდიოდა და ლ----ს გაწითლებული ჰქონდა სახე. ჩიხისკენ იხედებოდა და დაინახა, რომ გამოვიდა ორი პიროვნება, ერთი იცნო ჩ--- იყო, მეორე უფრო მაღალი მოყვებოდა, თურმე მისი ძმა ყოფი-ლა. დაინახა, რომ ამ ორმა დასავლეთისკენ 2 ნაბიჯი გადადგეს და უკან მოყვება კიდე რამო-დენიმე პიროვნება, 4 ალბათ, მას უფრო მეტი მოეჩვენა. მისი აზრით პერიმეტრს ათვალიე-რებდნენ, უკან მოყვებოდა 4-5 პიროვნება, ეს 2 პიროვება მოდიოდნენ მათი ჭიშკრისკენ, ის 4-5 პიროვნება ასე ქუჩის შუა ხაზზე მიდიოდნენ აღმოსავლეთისკენ, მწყობრად, ორგანი-ზებულად, მერე დაიწყეს გინება ამ ჩ---მაც და იმათმაც, უკან რომ მიყვებოდნენ. მერე გაიგონა სირბილის, ფეხის ხმა, მას ჭიშკარში უნდოდა გაჩერებულიყო, რომ ესენი გარეთ არ გაუსლიყვნენ და ამ დროს გ---ც მოსული იყო უკვე და ლ---- გადახტა ისე, რომ თვალი ძლივს მოკრა და უცბად მერე გ---ც გადახტა, უნდოდა გ---სთვის ფეხზე მაინც მოეკიდებინა ხელი რომ დაეჭირა, მაგრამ ვერ მოასწრო, მერე უცბად ჭიშკარს ეცა და ნ-------ს დაუძახა, რომ ჭიშკარი დაკეტილია და ვერ გააღო. მოვიდნენე ნ-------ი და რ-------ც, ნ-------მა გააღო ჭიშკარი და გაყვა მას. გარეთ რომ გავიდა დაინახა, რომ ტროტუარის გასწვრივ იდგა 2 მანქანა. თავიდან ჭიშკრიდან რომ იხედებოდა, ამ 2 მანქანას შორის იყო ჩხუბი, მაშინ ფეხზე იყვნენ და შემდეგ რომ გავიდა ჭიშკრიდან, პირაპირ იქითკენ რომ გაიხედა პერიმეტრზე ჩანდნენ ფეხზეც, მაგრამ პროცესი იყო ძირს ორი თეთრმაისურიანი იყო და მინიმუმ კიდევ ერთი აუცილებლად, სანამ იქ მივიდა ესენი ფეხზე ადგნენ და ამ 2 მანქანას შორის გადიან, რომ გავიდა პირდაპირ სახესთან ახლოს ახსოვს ერთი პიროვნება, რომელიც შემდეგ ფოტო-სურათით ფეისბუკზე ამოიცნო ბ--- მ--–--------ი იყო. ეს ბ--- მიდიოდა უკუსვლით, სახის გამომეტყველებით მიხვდა, რომ ბ---ს ჰქონდა შეშინებული სახე, დაზაფრული, შუშის თვალები, ვერ ტრიალდებოდა და უკივლა მას ვინ ხართ რა ჯიშის ხართ. რაღაცა ორ-განიზებულად წავიდნენე, კივილით უკან გაყვა და ამ დროს გაიგონა რ-------ს ხმა ლ----ა დაჭრილიო და უკან რომ იხედებოდა ლ---- იყო დაჩოქილი და სისხლი მოსდიოდა. გ--- იმ წუთში მივიდა. თვითონ ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან, მაგრამ გაეთიშა, რადგან დატენილი არ იყო. ამ დროს მის წინ ნ--–- დაინახა და მას თხოვა ტელფონი და არ ჰქონდა, არც რ-------ს ჰქონდა. დაინახა ა-----ს მანქანა გამოყავდა მინივენი, ო---- წინ მირბოდა სას-წრაფოს გამოსაძახებლად, ის (ნ. ჯ--------ე) თავისი მანქანით წავიდა პირდაპირ სა-ავადმყოფისკენ, რომ ქირურგის და პერსონალის ლაბორატორიის ექიმის, სისხლის ბანკის მობილიზებაში დრო რომ არ დაკარგულიყო, კივილით შევიდა საავდმყოფოში და ითხოვა გ---სთან (ქირურგი) დაერეკათ, რომელიც მალევე მოვიდა. მერე უკვე ლაბორატორიის ექიმთან ნ---უ ჩამოიყავნეს შ------- რ------თან სისხლის ბანკის გასაღები ქონდა წავედი მეო. დაიწყო ოპერცია და რომ დამთავრდა გათენებული იყო და საუბედუროდ კრიზისი დადგა და ლ---- გარდაიცვალა.
პირველი კონფლიქტი მოხდა ბილწსიტყვაობის გამო, მეორე კონფლიქტი და პირველიც მოხდა ჩიხში და იქ დაიწყო საშინელი გინება, პირველის დროსაც ისე იგინებოდა, ნაწილი მართლა არ გაუგია ლ----ს, რადგან მე მთელი ხმით კიოდა.
არ შეუხედავს ხელებზე არავისთვის, არც დ----- ნ---------ისთვის, თუმცა ნ-------მა იყვი-რა ჭიშკრამდე სანამ მოვიდოდა ბიჭები რომ გადახტნენ, დანები აქვთო. დ----- ნ---------ის ხელში დანა არ დაუნახავს, ხელებში არ შეუხედავს. დაცემულებიდან თეთრმაისურებიანის ხელში დანა ვერ დაინახა, ცოტა შორს იყო, 2 თეთმაისურიანი გამოკვეთილად ჩანდა. ჩხუ-ბობდნენ მიწაზე დაცემულები. ვერ დააადასტურებს, რომ ის ბ--- იყო ამ 2 თეთრ-მაისურიანთან, შეიძლება მერე გამოვიდა გვერდიდან. არც მისი შვილი - გ---, არც ლ----, არც ო---- ნასვამები არ ყოფილან. ზოგადადაც არ სვამდნენ, ჯანსაღ და სპორტულ ცხოვ-რებას ეწეოდნენ. ჩ---ც და ისინიც ექვსივე მინიმუმ ნასვამები იყვნენ ყველა. ლ---- ფ--–---ი არ დაუნახავს, მანქანებს შორის რომ გავიდა ფეხზე იდგა ყველა, ბ--- მ--–--------ის სახე ახსოვს მარტო, შემდეგ როდესაც დაიძახეს რომ ლ----ა დაჭრილიო დაინახა ლ----, რომელ-საც სისხლი ჰქონდა მარჯვენა მხარეს, გვერდზე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე გ--- ნ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 ივლისს იყვნენ სახლში, ისხდნენ ეზოში, ამ დროს ვიღაც უცნობი პიროვნება მივიდა მათთან ჭიშკართან და ვიღაცას ეძებდა. გავიდნენ გარეთ თვითონ, მისი მშობლები, ა------ი და ლ---- და დაიწყეს გარკვევა ვის ეძებდა. ის არ იყო ფხიზელი და ადეკვატური. ამ ლაპარაკისას ქუჩის საპირისპირო მხარეს იდგა რამდენიმე ადამიანი და მათგან არაფრის გამო წამოვიდა რეპლიკა, რაც მიუღებელი იყო მისთვისაც და ლ----სთვისაც. ამის მერე გავიდნენ მათთან, იქ მოხდა შელაპარაკება, მერე შემობრუნდნენ ეზოში. მერე მეორეჯერ ჭიშკართან იდგნენ და ისევ რეპლიკები იყო. სასტუმროს მოპირდაპირედ არის ბნელი ჩიხი. აქაც იყო რაღაც დაპი-რისპირება, ამის მერეც შემობრუნდნენ. ისხდნენ ჭიშკრიდან მოშორებით თვითონ და მისი მეგობრები და გაიგონეს გინება. ამაზე გავიდნენ გარეთ. იმათ არცერთს არ იცნობდა, მერე როგორც ითქვა იყვნენ დ----- ნ---------ი და კიდევ ორი ადამიანი. როდესაც მეორედ შემობრუნდნენ რამდენიმე წუთის მერე ისევ გაიგონეს გინება, გავიდნენ, ჭიშკარი დაკეტი-ლი იყო და ღობეზე გადახტნენ. პირველი ლ---- გადახტა. შევიდნენ ჩიხში და იქ მოხდა დაპირისპირება. მას (გ. ნ----ს) ვიღაც შეეფეთა წინ და აჩერებდა და ხელებს უკავებდა. როგორც შემდეგ გაირკვა ეს იყო ლ---- ნ---------ი. ლ---- ამ დროს წინ იყო და კიდევ ისინი იყვნენ რამდენიმე. 4 ან 5 იყვნენ. იქ რა ხდებოდა არ იცის, რადგან ყურადღება გადაიტანა მის წინ მდგომ პიროვნებაზე. მერე ეს პიროვნება მოშორდა. მერე დაპირსიპირება დაგავიდა ქუჩის სავალ ნაწილზე და ყველა იქ გადავიდა. თვითონ წავიდა მამამისისკენ, რომელიც მანქანასთან იდგა, მერე ყველა გადავიდა ქუჩაზე და ეს ყველაფერი ნახევარი წუთი გრძელ-დებოდა და მერე გაიქცნენ. ლ----ს ვერ ხედავდა, უკან ედგა. მერე დაუძახა ლ----მ ცუდად რომ გახდა და დაინახა სისხლი. იმ პიროვნებას, ვინც ლ----ს ეჩხუბებოდა ეცვა თეთრი ფერის სამოსი. ო----- ჩ--------–--მა ფეხი დაარტყა დ----- ნ---------ს, დანა არავის ხელში არ დაუნახავს და არც დაჭრის მომენტი დაუნახავს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ო----- ჩ--------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 ივლისს იმყოფებოდა სასტუმრო ს-------ს მიმდებარე ტერიტორიაზე. დაპირისპირების სამი ეპიზოდიდან ის მეორე ეპიზოდიდან არის ამ გარემოებაში. გამოვიდა ს----- ჯ--------ესთან ერთად სასტუმ-რო ს-------ს გარეთ და მისი გამოსვლა და ჩხუბის დაწყება ერთი და იგივე დროს ემთხვევა თითქმის, რამდენიმე წუთში დაიწყო ჩხუბი სასტუმრო ს-------ს წინ. ამ ჩხუბის დროს იყო შეხლა-შემოხლა, დაპირისპირება, როდესაც თითი დაიზიანა, რაც მისი დარტყმიდან იყო გამოწვეული. ჩხუბი მორჩა და შევიდნენ სასტუმროში. 5 წუთის მერე სასტუმროს გარედან მოისმა გინება, რაზედაც ბიჭები ინსტიქტურად წავიდნენ, ჭიშკარი იყო დაკეტილი და გადახტნენ ღობეზე, როგორც მერე ვიდეოდან გაიხსენა, ის წიხლს ურტყამს უცნობ ადამიანს და შემდეგ ტრიალდება მანქანის გარშემო, სადაც უცნობ ადამიანს რამდენჯერმე აყენებს დარტყმას და შემდეგ ისმის ხმა დაჭრილია, დაჭრილიაო, შემდეგ ხედავს მის გარდაცვლილ მეგობარს დაჭრილს, შემდეგ მიდის სასწრაფოში, რათა სასწრაფოს მობილიზება მოახდინოს. ჩვენებაში მან მიუთითა, რომ დაინახა დანით აღჭურვილი ადამიანები, ისინი არიან მისთვის უცნობი ადამიანები, ბრალდებული არის მისთვის უცნობი ადამიანი, მის ხელში მას დანა არ შეუნიშნავს, ის პიროვნება ვისაც დანა ეჭირა, იყო საშუალო აღნაგობის, ბარლ-დებული კი არის დაბალი აღნაგობის. ადასტურებს, რომ როდესაც დაინახა პიროვნება, რომელიც გ--- ნ----ისკენ დანით იწევდა, დაარტყა ფეხი, რაც აღიდგინა ვიდეოს ყურების შემდეგ. ბოლომდე ვერ დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ იმ პიროვნებამ, რომელსაც შავი ფერის დანა ეჭირა დაჭრა ლ---- ფ--–---ი, მაშინ აფექტის მდგომარეობიდან გამომდინარე დეტალებს სწორად და კარგად ვერ აღიქვამდა, ამიტომ ზუსტად ვერ იტყვის. შემთხვევის ადგილზე დ----- ნ---------ი არ უნახავს. არ უნახავს, რომ დ----- ნ---------ს ხელში ეკავა დანა და მას რაც ახსოვს, მას ლ---- ფ--–---ისთვის დანა არ დაურტყამს. მან ვისაც დაარტყა ფეხი, მას ლ---- ფ--–---ისათვის დანა არ დაურტყამს.
ვერ დაადასტურებს, რომ კონფლიქტში მონაწილეობდა დ----- ნ---------ი, მას არ იცნობს და მას დღეს ხედავს პირველად. როგორც ახსოვს იმ დღეს თეთრ მაისურიანი პიროვნება არ უნახავს. თეთრი მაისური ეცვა მის გარდაცვლილ მეგობარს. ვიდეოს უყურა გამომძიე-ბელთან. არ ახსოვს პიროვნებას ვისაც ფეხს ურტყამს რა ფერის მაისური ეცვა. იქ მყოფი პიროვნებებიდან იცნობს ს----- ჯ--------ეს, გ------- ნ----ს და გარდაცვლილ ლ---- ფალი-ანს, დანარჩენებს არ იცნობს, შეიძლება ამოიცნოს. გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებს ადას-ტურებს. იმ დროს როდესაც მან უცნობ პიროვნებას ფეხი დაარტყა, ლ---- ფ--–---ი მისგან 3-4 მეტრში იყო, მასთან სხვა პირები იყვნენ. ვიდეოს ნახვის შემდეგ აღიდგინა, რომ ლ---- მისგან მოშორებით იყო სხა ადამიანებთან ერთად. დაინახა ვინ დაარტყა დანა ლ---- ფ---–---ს და ეს არ იყო ბრალდებული, შეიძლება ამოიცნოს. ვისაც ფეხი დაარტყა, ის არ იყო, ვინც დანა დაარტყა ლ---- ფ--–---ს. ვისაც ფეხი დაარტყა მერე რა გააკეთა იმ პიროვნებამ არ ახსოვს. შემთხვევის ადგილზე ბრალდებული არ უნახავს, ვერ დაადასტურებს, რომ ფეხს ვისაც ურტყამს, ის პიროვნება არ იყო ბრალდებული, რადგან არ ახსოვს ვინ იყო ის ადა-მიანი. ჩხუბის მეორე და მესამე ეპიზოდებში, ის და მისი მეგობრები ვისაც ეჩხუბებოდნენ, არავის არ იცნობს და არ იცის ვინ არის.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე კ------- ქ-------ს ჩვენებით დასტურდება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწი-ლეობა მიიღო.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ნ---- კ-------ის ჩვენებისა და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თვალხილული არ იყო ლაქები, რის გამოც ბრმად აიღო ანაწმენდები დანიდან. დანაზე ვლინდება ლ---- ფ--–---ისა და დ----- ნ---------ის გენეტიკური პროფილების თანამონა-წილეობა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ნ-----–- ა------–---ის ჩვენების მიხედვით, დ----- ნ---------ს და ლ-–- ფ--–---ს არ იცნობს. სასტუმრო სვანეთში მუშაობდა მიმტანად, დაახლოებით 5 წლის განმავლობაში, სეზონურად, 2018 წლის 11 ივლისს, წინა დღეს შუადღის 3 საათზე ლ---- შევიდა მათთან, საღამოს 10-ზე ფეხბურთი დაიწყო და ესენი უყურებდნენ, დამთავრების მერე, გვიან როცა სამზარეულოს მაგიდებს აწესრიგებდა ქუჩიდან ყვირილის და გინების ხმა შემოესმა, დაინახა 5-6 კაცი, რომელიც მისთვის უცნობს სცემდნენ, მერე გაიგო, რომ ის არ იყო ადგილობრივი, ამასობაში დაიძახეს ჭიშკართან და შემოსვლას ცდილობდა და ვიღაც ვ----ს ეძახდა, მისმა უფროსმა ნ------- ნ----მა უთხრა რომ ესეთი აქ არავინააო, ის უცნობი მაინც ცდილობდა შემოსვლას, ცოტა ხანში ნ----ი და ფ--–---ი გარეთ გავიდნენ და ქუჩაში მდგარმა ბიჭებმა მათი გინება დაიწყეს, ამასობაში გარეთ გამოვიდნენ ჯ--------ე, გ--–----ე, ბ-----–---–ი, ჩ--------–--ი და ბებიამისი ი---- გ--------ი, შემდეგ ისევ ერთ-ერთმა შეიგინა ქუჩიდან ნ---- ჯ--------ის მიმართ, რამაც გამოიწვია ბიჭების გაღიზიანება, შემდეგ გავიდა და დაინახა ლ---- დაჭრილი იყო და მუცელზე ეჭირა ხელი და იძახდა ვაიმე ფილტვიო, სასწრაფოს არ დაელოდნენ და გ------- ნ----ის მინივენით წაიყვანეს საავადმყოფოში, ჩაუტარეს ოპერაცია, მაგრამ დაიღუპა, მას არავის ხელში არ დაუნახავს დანა, იქვე დაინახა, რომ რამოდენიმე ბიჭი მირბოდა კრედო ბანკის მიმართულებით, ერთს ეცვა თეთრი გრძელ-მკლავიანი ზედა, მეორე დღეს პოლიციაში წაიყვანეს დაკითხვაზე და რ--------- ბ-----–----–ს ინტერვიუ ჩამოართვეს, მან თქვა რომ დ----- ნ---------მა ჩაარტყა დანაო. ეს ჩხუბი გინებამ გამოიწვია ბიჭებს შორის, ბებია უკვე გარდაცვლილია, სასტუმროს გამოსას-ვლელიდან დაახლოებით შუა ტრასაზე იდგა ლ---- დაჭრილი, მერე ძალა ეცლებოდა და ა------ გ--–----ე დაეხმარა დაწოლილიყო ქუჩაზე, მარტო იყო ლ----, მოშორებით იყო ა------ გ--–----ე, რომელმაც დაიყვირა ჩქარა, ლ---- დაჭრილიაო, უშუალოდ დაჭრის მომენტი არ დაუნახავს, დაპირისპირებული ვისთან იყო ლ---- არ იცის, ნ------- ნ----ი იმ საღამოს ნასვამი იყო თუ არა, არ იცის, ის საღამომდე არ იმყოფებოდა სასტუმროში, გ--–-----ემ ლ---- სადაც იდგა იქ დააწვინა, ბ-----–---–ი არ იდგა ლ----სთან, თვითონ გვიან გავიდა გარეთ და დააფიქსირა მხოლოდ ლ---- და ა------ი, სხვა დანარჩენი გარეთ იყვნენ გასულები.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ს----- ჯ--------ის ჩვენებით ირკვევა, რომ აშველებდა მოჩხუბრებს. გაიგო, დაჭრი-ლიაო. ნახა, ლ---- დაჭრილი იყო. დაჭრილი ლ---- დააწვინეს სავალ ნაწილზე. გ------- ნ----ი იყო მასთან. ლ---- ბოლოს იდგა მოხრილი, გვერდით დაჭრილი იყო და მაისურზე სისხლის ლაქები ეტყობოდა. ლ---- მარტო დიგა. იქვე ბ-----–---–ი არ უნახავს. ჭიშკრიდან ლ----ს ადგილსამყოფლამდე იქნებოდა 10-მდე მეტრი.
მსჯავრდებულ დ----- ნ---------ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ლ---- გვერდს უვლის და შორდება. თვითონ გ------- ნ----ს ეჩხუბება. მათ ძმა ჩაუდგა შუაში. დანას იღებს შესაშინებლად, რომ ახლოს არ მოკარებოდა. მოხვდა ფეხი, ვარდება, ღებულობს დაზიანებას, გონებას კარგავს რამდენიმე წამი. წამოდ-გომა რომ დააპირა, იმის გარკვევა უნდოდა, ვინ დაარტყა ფეხი და რა მიზეზით. წამოდგა და გაიგო კივილი, დაჭრილიაო. ავიდა სახლში, ფეხზე გამოიცვალა, დაიბარა, მე არაფერ შუაში არ ვარ, ყველაფერი გაირკვევაო და წავიდა სახლიდან. მოწმედ დაიბარეს და არ მივიდა, გაერიდა. თანამშრომლებისგან ზეწოლა ჰქონდა, სახლში აკითხავდნენ. დედა ეუბნებოდა გიბარებენო, მიზეზის გაგებას სთხოვდა, თუ რატომ იბარებდნენ, მაგრამ არ ამბობდნენ. არ მივიდა. როცა არკვევდა, თუ რა მოხდა, თბილისში დააკავეს. თვითონ მისცა დანა. არ გაუჩხრეკიათ. დანა დარწმუნებული იყო, რომ სუფთა იყო. ჭიდაობასა და ძიუდოში ვარჯი-შობდა, სპორტსმენი იყო. შავტარიანი დანა ჰქონდა ჯიბეში. ლ---- მის ხელმარჯვნივ წავიდა. თვითონ ცენტრისკენ უყურებდა. არ დაუძახია, დაჭრილიაო. ქალი კიოდა, დაჭრი-ლიაო. თვითონ მარტო წავიდა. მეუღლე გააღვიძა, უთხრა, დაუჭრიათ, მე არ ჩამიდენია, გაირკვევაო და წავიდა. მისი დანა დეიდაშვილ ლ---- ყიფიანს მისცა შესანახად. თბილისში დაკავებამდე 3-4 დღით ადრე შეიძინა სხვა დანა, რომელიც დაკავებისას მისცა პოლი-ციელს. ელოდებოდა, რომ დაიჭერდნენ. ცდილობდა თვითონ გარეკვია რა მოხდა. მ--–---------ების ნახვაც უნდოდა, კითხვები ჰქონდა. მხოლოდ ნ----თან ჰქონდა შეხება. წაიქცა და თავი დაარტყა. გონზე რომ მოვიდა, ფეხის დარტყმის ტკივილი იგრძნო. სხვები არ უნახავს, თვითონ წავიდა სახლში. ძმასთან ერთად არ გაქცეულა. დანაშაული რომ ჩაედინა, 2 კვირა იმავე დანით არ ივლიდა და იმავე დანას არ მისცემდა პოლიციას, როცა მეორე დანა ჰქონდა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს დაბა მ------–----------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზაზე. ასფალტით დაფარულ საავტომობილო გაზაზე აღინიშნება მოწითალო-მოყავისფრო ფერის სისხლისმაგვარი 2 ლაქა. შემთხვევის ადგილი-დან ამოიღეს მოწითალო-მოყავისფრო სისხლისმაგვარი ლაქის 2 ნიმუში, რომელიც შეიფუ-თა 2 ფუთად ცალ-ცალკე და დაილუქა შსს საექსპერტო-კრიმინალისტკური დეპარტამენ-ტის ლუქით.
საქმეში არსებული, ნიმუშის აღების ოქმით თანახმად, ლ---- ფ--–---ის გვამისგან აიღეს სისხლის ნიმუში 5 მლ ერთჯერადი შპრიცით. ლ---- ფ--–---ის გვამიდან აღებული ნი-მუშები წარედგინა მონაწილე პირებს და დაილუქა.
საქმეში არსებული, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმების მიხედვით, დაბა მ---------------------------------ში მდებარე სს „ბ-------------ს“ სერვისცენტრის მმართველ მ------ ნ-----------–ისგან გამოითხოვეს ბანკის გარე ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები 2018 წლის 11 ივლისის ღამის 02:30 საათიდან 2018 წლის 11 ივლისის ღამის 05:00 საათის ჩათვლით; დაბა მ--------------------------------ში მდებარე სასტუმრო და კაფე-ბარი „უ–--დან“ გამო-ითხოვეს ინფორმაცია ამავე სასტუმროსა და კაფე-ბარის გარე სათვალთვალო ვიდეო კამე-რების ჩანაწერები 2018 წლის 11 ივლისის ღამის 02:30 საათიდან 2018 წლის 11 ივლისის ღამის 05:00 საათის ჩათვლით; დაბა მ--------------------------------ში მდებარე სასტუმრო ს-------ს დირექტორ გ--- ნ----ისგან გამოითხოვეს აღნიშნული სასტუმროს გარე პერი-მეტრის ვიდეოსათვალთვალო კამერის 2018 წლის 11 ივლისის 02:30 საათიდან 2018 წლის 11 ივლისის 05:00 საათამდე განხორციელებული ვიდეოჩანაწერები. კერძოდ, შესაბამის მცოდნის მქონე პირის მეშვეობით გადმოიწერეს დივიარიდან მეხსიერების ბარათზე, რაც ნოუთბუქის მეშვეობით ჩაწერილ იქნა დისკზე. ასევე აღსანიშნავია, რომ რეალური დრო (საათი და წუთები) განსხვავდება ვიდეო ჩანაწერის მარჯვენა შიდა კუთხეში გამოსახული დროისგან. კერძოდ ვიდეოჩანაწერზე ასახული დრო წინ უსწრებს რეალურ დროს 2 საა-თით და 30 წუთით. შესაბამისად, 02:30 საათიდან 05:00 საათამდე რეალური პერიოდი ვიდეო ფაილზე ასახულია, როგორც 05:00 საათიდან 07:30 საათამდე პერიოდი.
საქმეში არსებული, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივლისის განჩინე-ბის საფუძველზე დაბა მ--------------------------------ში მდებარე სასტუმრო „ს-------დან“ ამოიღეს ამავე სასტუმროს ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩამწერი მოწყობილობა ე.წ, „დივიარი“.
საქმეში არსებული, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით ირკვევა, რომ 03:38:40 საათზე სასტუმრო "ს-------ს" წინ მოძრაობს გზაზე ადამიანის სილუეტები, რომლებიც გამორბიან რესტორან კაფე ბარ "უ–--ს" მიმართულებით. წინა მხა-რეს მორბის ორი პიროვნება, ერთს ზემოთ აცვია თეთრი ფერის, სავარაუდოდ მაისური, რომელიც მისდევს მეორე პიროვნებას, რომელიც ცდილობს გაბრუნდეს უკან სასტუმრო "ს-------სკენ’, რის შემდეგაც ყველანი სირბილით გამორბიან თ----------ის ქუჩაზე მდებარე ლ-------------ის მიმართულებით. სასტუმრო „ს-------ს“ წინა მხარეს საავტომობილო გზის შუა ადგილას მოჩანს მოძრავი ადამიანების სილუეტები, სადაც ჩერდება ცენტრიდან მომავალი მაშუქებანთებული ორი ავტომანქანა და იხევენ უკან უკუსვლით, მაშუქებზე მოჩანს რამდენიმე სწრაფად მოძრავი ადამიანის სილუეტი. 06:28 საათზე ღობიდან ხტება ლ---- ფ--–---ი, რომელსაც ხელში უჭირავს სიგარეტი და აგდებს მიწაზე, მას აცვია თეთრი ფერის მაისური და გარბის. მას უკან მოყვება და ღობიდან ხტებიან მუქ ფერებში ჩაცმული გ--- ნ----ი, მუქ ფერებში ჩაცმული ო----- ჩ--------–--ი და ს----- ჯ--------ე. შემდეგ ჩანს, რომ ლ---- ნ---------ი მარცხენა ხელზე ორივე ხელით იჭერს გ--- ნ----ს, ხოლო დ----- ნ---------ს მარჯვენა ხელში უჭირავს დანა და ცდილობს გ--- ნ----ისათვის დარტყმას. ამ დროს ო----- ჩ--------–--ი მარჯვენა ფეხს ურტყამს დ----- ნ---------ს და არ აძლევს დანის დარტყმის საშუალებას. იქვე დგას ს----- ჯ--------ე. ამ დროს იქ მიდის ნ------- ნ----ი, რომელსაც მარჯვენა ხელში უჭირავს ფიცრის ნაჭერი. იქვე ახლოს დგას ნ---- ჯ--------ე და რ--------- ბ-----–---–ი. ამ დროს ჩნდება ლ---- ფ--–---ი, რომელსაც უკანა მარცხენა მხარეს ზურგზე ეტყობა ლაქები. იგი უვლის იქვე მდგარ ლამპიონის ბოძს და გადის გზის მხარეს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივლისის განჩინების საფუძველზე დაბა მ--------------------------------ში მდებარე სასტუმრო „უ–--დან“ ამოიღეს ამავე სასტუმროს ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩამწერი მოწყობილობა ე.წ, „დივიარი“.
საქმეში არსებული, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დ-------ის საძოვრებზე ი-----–- მ--–--------მა მიუთითა გამწვანებულ ბუჩქზე, რომელზეც აღნიშნა, რომ მის ძირში არის მისი ძმის - რ-------- ვ-–----ის მიერ დამალული დანა. აღნიშნული ბუჩქების ძირას ბალახის საფარზე ჩანს პირით ჩარჭობილი ხისტარიანი დანა, რომელიც ამოიღეს და არის დასვრილი ტალახით.
საქმეში არსებული, ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმით დასტურდება, რომ დაკავებული დ----- ნ---------ი სპორტული შარვლის მარცხენა ჯიბეში ინახავდა სა-ვარაუდოდ ცივ იარაღს დანას. აღნიშნული დანა ჩამოერთვა მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა.
საქმეში არსებული, ამოღების ოქმის თანახმად, გამომძიებელმა ბ------ ს--------–--მ რ--------- ხ------სგან ამოიღო დ----- ნ---------ის დანა.
საქმეში არსებული, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების მიხედვით, რ--------- ბ-----–----–მა გამომძიებელს აჩვენა ადგილი, სადაც დ----- ნ---------მა დაარტყა დანა ლ---- ფ--–---ს და ასევე ის ადგილიც, სადაც დანის დარტყმის დროს თვითონ იმყოფებოდა. ნ-------- ნ----მა მიუთითა ჩხუბის ადგილი და ის ადგილი, სადაც დ----- ნ---------მა დანა და-არტყა ლ---- ფ--–---ს.
საქმეში არსებული, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ლ---- ფ--–---ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, გამოწვეული გულ-მკერდის მარცხენა ნა-ხევრის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობით დაზიანებული ფილტვიდან განვითარებული შინა-განი სისხლდენის შედეგად. ლ---- ფ--–---ის გვამზე აღინიშნებოდა შემდეგი სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები: გულმკერდის მარცხენა ნახევარში შემღწევი სწორკიდეებიანი გაკერილი ჭრილობები: ჭრილობა პირობითად №1 გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხ-ნივ შუა მესამედში VII –VIII ნეკნთაშუა სივრცეში, გარდამავალი გულმკერდის მარცხენა გვერდითა და უკანა ზედაპირზე შუა მესამედში კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების, VII ნეკნის, ნეკნთა შორის კუნთების და პარიესული პლევრის (პარიესულ პლევრაზე ძაფნა-კერებით) დაზიანებით, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში (მიმდებარე რბილ ქსოვი-ლებში და პარიესული პლევრის ფურცლებქვეშ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩქცევებით), მარცხენა ფილტვის ზედა წილის დაზიანებით, მიმდებარედ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. ჭრილობის არხის მიმართულებით უკნიდან წინ, ქვემოდან ზემოთ. ჭრილობის არხი სიღრმით 7-8 სმ (ჭრილობის არხის სიღრმის უფრო ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია). ჭრილობის მარჯვენა ბოლო მახვილია, ხოლო მარცხენა - ბლაგვი. ჭრი-ლობა პირობითად N2 გულმკერდის უკანა ზედაპირზე, სკაპულარულ ხაზზე, ტერფის ძირიდან 117-სმ-ის დაშორებით კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების, IX ნეკნის, ნეკნთა შორის კუნთების და პარიესული პლევრის (პარიესულ პლევრაზე ძაფნაკერებით) დაზიანე-ბით, შემავალია მარცხენა პლევრის ღრუში. (მიმდებარე რბილ ქსოვილებში და პარიესული პლევრის ფურცლებქვეშ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით), მარცხენა ფილტვის ქვედა წილის დაზიანებით, მიმდებარედ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. ჭრილობის არხის მიმართულებით უკნიდან წინ, ზემოდან ქვემოთ. ჭრილობის არხი სიღრმით 7,2-8,3 სმ, (ჭრილობის არხის სიღრმის უფრო ზუსტად განსაზღვრა შეუძლებე-ლია, ვინაიდან იგი შემავალია ღრუში). ჭრილობის ზედა ბოლო ბლაგვია, ხოლო ქვედა მახვილია - განვითარებულნი არიან რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახი-ფათო და მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან დამდგარ შედეგთან-სიკვდილთან. ლ---- ფ---–---ის გვამზე ასევე აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანება: ჭრილობა პი-რობითად N3 გულმკერდის უკანა ზედაპირზე, პარავერტებრალურ ხაზზე, ტერფის ძირიდან 122 სმ-ის დაშორებით - კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების და კუნთების ნაწილობრივ დაზიანებით, კიდებსა და კედლებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცე-ვებით - განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში ატარებს სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშანს და მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან - სიკვ-დილთან. ლ---- ფ--–---ის გვამზე ასევე აღინიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზია-ნებები: მრავლობითი ნაჭდევები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. სისხლნაჟღენთი მარც-ხენა მხრის წინა ზედაპირზე ზედა მესამედში. ნაკაწრი მუცლის მარჯვენა გვერდით ზედა-პირზე. დაზიანება ნაკაწრის სახით განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო დაზიანებები სისხლნაჟღენთისა და მრავლობითი ნაჭდევების სახით განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშანს და მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან დამ-დგარ შედეგთან - სიკვდილთან.
საქმეში არსებული, გენეტიკური ექსპერტიზის №--------- დასკვნით დადგენილია, რომ დასაკეცი დანის პირსა (ობ.1) და ტარზე (ობ.2) არსებული ბიომასალის გენეტიკური პრო-ფილები შერეულია. ობ.1-ის პროფილში ვლინდება ლ---- ფ--–---ისა და დ----- ნ----------ის გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო ობ.2-ის პროფილის მაჟორული წილი ეკუთვ-ნის დ----- ნ---------ს, ხოლო მინორული წილი წარმოდგენილია პარციალურად და იდენ-ტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.
გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, სააპელაციო პალა-ტა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას დ----- ნ---------ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ.
სააპელაციო პალატას არანაირი საფუძველი არ გააჩნია ეჭვი შეიტანოს რ--------- ბ-----–----–ის ჩვენების სისწორეში, როდესაც იგი კატეგორიულად განმარტავს, რომ დაინახა, თუ როგორ დაარტყა დანა დ----- ნ---------მა ლ---- ფ--–---ს. აღნიშნულის საპირისპიროდ ვერ გამოდგება დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვიდეომასალის გაშიფვრისას დადგინდა, რომ დ----- ნ---------ს სულ რამდენიმე წამი ჰქონდა არაერთი მოქმედების შესასრულებლად, დ----- ნ---------ის ვარდნა, დაცემა, თავის დარტყმა, ად-გომა, ჭრილობების მიყენება და ლ---- ფ--–---ის ტანსაცმელზე დიდი რაოდენობით სა-სჯელის გამოჟონვა 9 წამში ვერ მოხდებოდა.
პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს და არანაირი სპეციალური კვლევით ეს არ დადასტურებულა. ამასთან ყურადღებამისაქცევია, რომ სასტუმრო „ს-------ის“ გარე სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული ვიდეომასალა მხოლოდ ფრაგ-მენტულად ასახავს მხარეთა დაპირისპირებას და მასში სრულად არ არის ასახული ჩხუბის დროს განვითარებული მოვლენები. დ----- ნ---------ის წაქცევასა და თავის დარტყმაზე მიუთითებენ მხოლოდ დ----- ნ---------ი და მისი ძმა - ლ---- ნ---------ი. დ----- ნ----------ის წაქცევის ფაქტი საქმის სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება. არცერთ სხვა მო-წმეს თავიანთ ჩვენებებში არ მიუთითებიათ ამის თაობაზე.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის დასკვნებს გამოძიების პროცესში ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შეფასების შესახებ, რომ-ლითაც დადასტურდა, რომ წაქცეულ ადამიანს შეუძლია წამებში რამდენიმე ჭრილობა მია-ყენოს სხვა ადამიანს.
სააპელაციო პალატას არანაირი საფუძველი არ გააჩნია არ გაიზიაროს მოწმე ნ------- ნ----ის
მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენება. დაცვის მხარე აპელირებს, რომ გამოძიების პროცესში ნ------- ნ----ის მიერ მიცემული ჩვენებები წინააღმდეგობრივია, ხოლო სასამართლოში მიცემულ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არ დაუნახავს დანის დარტყმის პროცესი.
ნ------- ნ----მა პირველი ინსტანციის სასამართლოში კატეგორიულად დაადასტურა, რომ დ----- ნ---------ს ხელში ეკავა დანა და ხელში დანამოღერებული ემუქრებოდა ლ---- ფ---–---ს. კერძოდ აჩვენა: თეთრი ეცვა დ----- ნ---------ს და შესაბამისად მაგას ჰქონდა დანა და ხელი აწეული, მოქნევის მომენტში. არ დაუნახია დარტყმის მომენტი, იმიტომ, რომ ეს ალბათ წამის მეასედში ხდებოდა, მან უბრალოდ დაინახა ეს მოღერებული დანა, დ----- ნ---------ი ხელაწეული ემუქრებოდა ლ---- ფ--–---ს. საკეცი დანა იყო მუქი. ამდენად, მართალია დანის დარტყმის პროცესი არ დაუნახავს, როგორც მოწმემ განმარტა იმის გამო, რომ წამებში მოხდა ყველაფერი, თუმცა ნ------- ნ----მა დაადასტურა დანაშემართული ხე-ლის დანახვა და მუქარა ლ---- ფ--–---ის მისამართით.
დაცვის მხარე თავის სააპელაციო საჩივარში აპელირებს ბიოლოგიური ექსპერტიზის დას-კვნაზეც და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა იქნეს გამოყენებული დ----- ნ---------ის ბრალის მადასტურებელ მტკიცებულებად, რადგან ექსპერტმა ნ---- კ--–----ემ სასამართლო სხდო-მაზე ვარაუდის დონეზეც კი ვერ ახსნა საიდან შეიძლებოდა მოსულიყო ბიომასალა დანის პირზე.
გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ დასაკეცი დანის პირსა და ტარ-ზე არსებული გენეტიკური პროფილები შერეულია. დანის პირზე არსებულ პროფილში ვლინდება ლ---- ფ--–---ისა და დ----- ნ---------ის გენეტიკური თანამონაწილეობა, ხო-ლო დანის ტარზე არსებული პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის დ----- ნ---------ს, ხოლო მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.
ამდენად, უსაფუძვლოა სააპელაციო საჩივრის მითითება და დ----- ნ---------ის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თითქოსდა მისგან ამოღებული დანა შეიძინა შემთხვევის შემდეგ, თბილისში, ხოლო შემთხვევის დროს მას ჰქონდა სულ სხვა დანა, რომელიც არ გამოუყე-ნებია ლ---- ფ--–---ის წინააღმდეგ. ასეთ შემთხვევაში გაუგებარია საიდან უნდა აღმოჩენი-ლიყო გარდაცვლილი ლ---- ფ--–---ის გენეტიკური ბიომასალა დანის პირზე.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ექსპერტმა ვერ ახსნა, თუ საიდან შეიძლებოდა მოსულიყო ბიომასალა დანის პირზე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ იმის განსაზღვრა, თუ საიდან აღმჩნდა ამა თუ იმ საგანზე გენეტიკური მასალა, არ წარმოადგენს ექსპერტის კომპეტენ-ციას.
ამდენად, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია დ----- ნ---------ის მიერ ლ---- ფ--–---ისათვის დანით ჭრილობის მიყენება, რაც მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - ლ---- ფ--–---ის სიკვდილთან. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამარ-თლოს მსჯავრდებულ დ----- ნ---------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურ-იდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ დ----- ნ---------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დ----- ნ---------ისათვის სასჯელის დანიშვნისას ამომწურავად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ხასიათი, ხარისხი, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი პიროვნება, ქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრ-თხე და ამ გარემოებების გათვალისწინებით დაუნიშნა მას სასჯელი იმ ზომით, რასაც სააპელაციო პალატაც ეთანხმება და მიაჩნია სამართლიანად, რის გამოც არ არსებობს სააპე-ლაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებულ განაჩენში რაიმე ცვლილების შეტა-ნის საფუძველი.
ამდენად, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განა-ჩენი დ----- ნ---------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კო-დექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
დ----- ნ---------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
დ----- ნ---------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 108-ე მუხლით, 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განე-საზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალის-წინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანა-შაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესა-ბამისად, დამატებითი სასჯელის სახით – სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩა-მოერთვას დანაშაულის იარაღი დანა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები სრულად შეიკრიბოს და დ----- ნ---------ს დანაშაულთა ერთობ-ლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესა-ბამისად, დამატებითი სასჯელის სახით – სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩა-მოერთვას დანაშაულის იარაღი დანა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენებით და განჩინებებით დანიშნული სასჯელების მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ დ----- ნ---------ს, განაჩენთა ერთობ-ლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესა-ბამისად, დამატებითი სასჯელის სახით – სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩა-მოერთვას დანაშაულის იარაღი დანა.
დ----- ნ---------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 25 ივლისიდან.
ნივთმტკიცებები – სისხლისმაგვარი ლაქები, მიკრონაწილაკები, ფრჩხილის, გამოსახულე-ბის ნიმუშები, ნერწყვის, თმის, სისხლის ნიმუშები, დანები განადგურდეს, საქმეზე საბო-ლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცებები – ვიდეო ჩამწერი მოწყობილობები, ლ---- ფ--–---ისა და გ--- ნ----ის ტანსაცმელი, მობილური ტელეფონები დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცებები – საქმეზე დართული დისკები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართ-ლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
თავმჯდომარე: marine imerliSvili
მოსამართლეები: vera doliZe
marina siraZe