განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210017002070466
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე № 2\ბ- 791
14 ნოემბერი 2019 წელი ქ---------ი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: ინდირა მაშანეიშვილი
ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე
აპელანტი: შ------ თ----ე
წარმომადგენელი: დ----- მ---------ე
მოწინააღმდეგე მხარე: დ------- ჭ---–--ე
წარმომადგენლები: დ----- ბ------ე
დავის საგანი: მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შ------ თ----ემ, მოპასუხეებად ჯ------– ჭ---–--ე და დ------ ჭ---–--ე მიუთითა და მოპასუხეებისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით - 10 754 ლარის, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის - 10 754 ლარის დაკისრება ითხოვა;
2. მოსარჩელის განმარტებით: 2014 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით 10 საათზე, ს---------იის რაიონის სოფელ დ-------ში, ჯ------– ჭ---–--ის მართვის ქვეშ მყოფ მ-------------–----------–--------------------------- (ავტომობილის მესაკუთრე დ------ ჭ---–--ე) სატვირთო ავტომობილზე მიბმული მისაბმელი, მოძრაობის პროცესში განცალკევდა ავტომობილიდან, გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში და დაეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ვაზ-21-05 მოდელის, თ----- თ----ის მართვის ქვეშ მყოფ სახ. ნომრით ბაე-769 ავტომობილს. მითითებულ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, თუმცა სისხლის სამართლის ქმედების არ არსებობის გამო მითითებული საქმე შეწყდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო თ----- თ----ის მგზავრმა - შ------ თ----ემ. მან მიიღო შემდეგი სახის დაზიანებები: 1. თავის ტვინის შერყევა, ცხვირის ძვლების მოტეხილობა, ნეკნების მოტეხილობა, ქუთუთოსა და პერიოკულარული არის ღია ჭრილობა, თვალის კაკლის და თვალბუდის ქსოვილთა დაჟეჟილობა. სამედიცინო დასკვნის საფუძველზე ჯანმრთელობის დაზიანება განეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, შრომის უნარის მყარი დაკარგვით - 35%-ის ნიშნით. შ------ თ----ე ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, მას გააჩნდა გარკვეული შემოსავალი. შრომის უნარის დაქვეითების, დაკარგვის შედეგად 2014 წლის აგვისტოს თვიდან მიადგა მატერიალური ზიანი. აუდიტორული დასკვნის საფუძველზე დადგენილია, რომ შ------ თ----ეს 2012 წლიდან 2014 წლამდე გააჩნდა 30 726 ლარის შემოსავალი, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მან ვერ გააგრძელა სამეწარმეო საქმიანობა, რის გამოც განიცადა 10 754 ლარის ზიანი, (30 726 ლარის 35% = 10754 ლარს). მოსარჩელემ თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მორალური სტრესის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ოდენობა შეადგენს 10 754 ლარს. მოსარჩელის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლზე მითითებით, მოპასუხეები ვალდებული არიან აანაზღაურონ მითითებული მატერიალური და მორალური ზიანი.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ, 2018 წლის 29 მარტს, მოპასუხეთა მხრიდან შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით, მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა შ------ თ----ის წარმომადგენლის დ----- მ---------ის სარჩელი; მოპსუხეებს ჯ------–ი ჭ---–--ესა და დ------- ჭ---–--ეს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე შ------ თ----ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 10 754 ლარის გადახდა და მორალური ზიანის ანაზრაურების მიზნით - 10 754 ლარის გადახდა.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განჩინებით დ------ ჭ---–--ის წარმომადგენლის დ----- ბ------ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით დაკმაყოფილდა; გაუქმდა მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დ------- ჭ---–--ის ნაწილში, და მას გაუგრძელდა ვადა შესაგებლის წარდგენისთვის; რაც შეეხება ჯ------–ი ჭ---–--ის საჩივარს, ამ უკანასკნელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მის ნაწილში დაუსწრებელი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხე მხარემ დ------ ჭ---–--ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2014 წელს, ნამდვილად მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, მაგრამ სატვირთო ავტომანქანა ამ დროისათვის აღარ წარმოადგენდა დ------ ჭ---–--ის საკუთრებას, რადგან მან ავტომობილი 2013 წელს მიჰყიდა, ამასთან მფლობელობაშიც გადასცა - ჯ------– ჭ---–--ეს. 2013 წლის 19 სექტემბერს, ნოტარიუსით დამოწმებული მინდობილობით აღნიშნული ავტომობილის მფლობელი და მესაკუთრე გახდა ჯ------– ჭ---–--ე.
6. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შ------ თ----ეს არ მიუღია დაზიანებები. იგი არის 84 წლის ხანდაზმული ადამიანი, შესაბამისად მას ბუნებრივია ასაკიდან გამომდინარე ჯანმრთეობის პრობლემები ექნება. მისი შრომისუნარიანობა აღნიშნული შემთხვევის შედეგად არ შეცვლილა. მხედველობის პრობლემები მოსარჩელეს ავტოსაგზაო შემთხევამდეც გააჩნდა.
7. სინამდვილეს არ შეესაბამება ფაქტი იმის თაობაზე, თითქოს შ------ თ----ემ ვეღარ გააგრძელა სამეწარმეო საქმიანობა, ის დღესაც რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რესტრში და აქვს აქტიური სტატუსი.
8. დ------ ჭ---–--ემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით შ------ თ----ის სარჩელი დ------- ჭ---–--ის მიმართ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
10. სარჩელის განმხილველი სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შესაგებელის წარმოუდგენლობის გამო, დაკმაყოფილდა შ------ თ----ის სარჩელი და მოპასუხეებს - დ------- ჭ---–--ეს და ჯ------–ი ჭ---–--ეს შ------ თ----ის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ მატერიალური ზიანის სახით -10, 754.00 ლარი და მორალური ზიანის სახით - 10, 754.00 ლარი.
11. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განჩინებით გაუქმდა ამავე სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დ------- ჭ---–--ის ნაწილში და მოპასუხე დ------- ჭ---–--ეს აღუდგა შესაგებელის წარდგენის ვადა, ხოლო ჯ------–ი ჭ---–--ის ნაწილში მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
12. 2016 წლის 18 მაისის დადგენილების საფუძველზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის №076170814001 საქმეზე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
13. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 30 ივნისის N 5003200515 დასკვნით დადგენილი იქნა, რომ მოძრაობის დაწყების წინ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი და მისი მისაბმელი ერთმანეთთან დაკავშირებული იყვნენ საიმედოდ და მათი განცალკევება მოხდა ავტომობილის ექსპლუატაციის პირობებში.
14. სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 23 ივნისის დასკვნით დადგენილი იქნა, რომ 2014 წლის 17 აგვისტოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სხეულის მრავალმხრივი დაზიანება მიიღო შ------ თ----ემ.
15. სასამართლომ მიუთითა მოწის ჯ------– ჭ---–--ის ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ ავტომანქანის მფლობელი და მესაკუთრე არის თვითონ.
16. სარჩელის განმხილველმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე, რომლის თანახმადაც: ივარაუდება, რომ ამ ნივთის მფლობელი მისი მესაკუთრეა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს ავტომობილს ფლობდა ჯ------–ი ჭ---–--ე. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი მესაკუთრე, სწორედ, ჯ------–ი ჭ---–--ე იყო. სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე მითითებით განმარტა, რომ მართალია, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს ავტომობილი დ------- ჭ---–--ის სახელზე იყო რეგისტრირებული, თუმცა, „რეგისტრაცია არ არის აუცილებელი პირობა მოძრავ ქონებაზე (მათ შორის, ავტომანქანაზე) საკუთრების გადაცემისთვის. საგზაო პოლიციაში აღრიცხვაზე დადგომა არ არის სამოქალაქო-სამართლებრივი აქტი, იგი ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება“ –(.საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 6 ივნისის განჩინება, საქმეზე №ას-584-543-2017)
17. სარჩელის განმხილველი სასამართლოს მოსაზრებით, დ------- ჭ---–--ე არ არის ვალდებული ჯ------–ი ჭ---–--ის მიერ მიყენებული ზიანი აანაზღაუროს.
18. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარსი თქმის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე, 992-ე, მუხლებზე.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
18. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული მოსარჩელე მხარის შ------ თ----ის მიერ.
19. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა. აპელანტის განმარტებით: სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992 მუხლით, მაშინ როცა სასაჩელო მოთხოვნა გამომდინარებდა ამავე კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 პუნქტიდან. საქმის მასალებით დადგენილია ის გარემოება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავტოტრანსპორტი ექსპლუატაციის შედეგად, სასამართლომ მხოლოდ იმიტომ თქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რომ არ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მაშინ როცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი, პირდაპირ იძლევა იმის საშუალებას, რომ ზიანი აანაზღაუროს მოპასუხემ. განსახილველ შემთხვევაში ავტომანქანის მფლობელი და მესკუთრე არის დ------- ჭ---–--ე, მას ეკისრებოდა ვალდებულება ავტოსატრანსპორტო საშუალება ტექნიკურად და ექსპლუატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში ყოლოდა. არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ავტომანქანის მფლობელი და მესაკუთრე იყო ჯ------–ი ჭ---–--ე. არსებობს მხოლოდ ჯ------– ჭ---–--ის ჩვენება და მხარის ახსნაგნმარტება. მოსარჩელე მხარის მიერ კი წარდგენილი იქნა ექსპერტიზის დასკვნა, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომლითაც დადასტურებულია ის გარემოება, რომ მანქანის მფლობელი არის დ------- ჭ---–--ე, ასევე დადასტურებულია ზიანის მიყენების ფაქტი.
20. აღნიშნული გარემოებების გაუთვალისწინებლობის გამო სასამართლო მივიდა დაუსაბუთებელ დასკვნამდე და მიიღო არასამართლიანი გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი:
21. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მხარეთა წარმომადგენელთა ახსნა განმარტებებს და თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელი უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.
ამგვარ გადაწყვეტილებამდე პალატა შემდეგ გარემოებათა გამო მივიდა;
22. დადგენილია, რომ 2014 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით 10 საათზე, ს---------იის რაიონის სოფელ დ-------ში, ჯ------– ჭ---–--ის მართვის ქვეშ მყოფ მ-------------–----------–--------------------------- სატვირთო ავტომობილზე მიბმული მისაბმელი, მოძრაობის პროცესში განცალკევდა ავტომობილიდან, გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში და დაეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ვაზ-21-05 მოდელის, თ----- თ----ის მართვის ქვეშ მყოფ სახ. ნომრით ბაე-769 ავტომობილს. მითითებულ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, თუმცა სისხლის სამართლის ქმედების არ არსებობის გამო მითითებული საქმე შეწყდა. [სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ახსნა განმარტებას; სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებას; ს.ფ.2-17];
23. საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 30 ივნისის N 5003200515 დასკვნა; ექსპერტს გამოსაკვლევად წარედგინა ავტომობილები; - ,---------------–----–-–---------------------–----------------------------, რომელთა ვიზუალური დათვალიერება და ტექნიკური შემოწმება მოხდა ქ---------ში არსებულ საჯარიმო ავტო-სადგომზე. დასკვნა შემდეგი შინაარსისაა: „დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის ,---------------–----- მისაბმელის წინა მარჯვენა ნაწილზე (კუთხეზე) აღინიშნება უმნიშვნელო სახის მექანიკური დაზიანებები, რომელიც განვითარებულია წინიდან უკან და ნაწილობრივ მარჯვნიდან-მარცხნივ მოქმედი ძალების ზემოქმედების შედეგად. თავის მხრივ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,,--------------------, წინა ნაწილზე და ძარის სახურავის წინა მარჯვენა ნაწილზე აღენიშნება ავარიული სახის მექანიკური დაზიანებები რომელიც განვითარებულია წინიდან უკან და ნაწილობრივ მარცხნიდან-მარჯვნივ მოქმედი ძალებით, ძარას მიღებული აქვს რთული დეფორმაცია. შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალებებზე არსებული დაზიანებების ურთიერთ შეთავსება აშკარად მიუთითებს, რომ მოცემულ კონკრეტულ პირობებში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მისაბმელზე და ავტომობილ ,,ვ---------’-ზე არსებული დაზიანებები განვითარებულნი არიან იმ მომენტისათვის როცა შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი ,---------------–----–-–---- მისაბმელი განცალკავებული იყო ავტომობილისაგან და გადაადგილდებოდა დამოუკიდებლად. - კონსტრუქციულად გამოსაკვლევად წარმოდგენილი მისაბმელი ავტომობილთან ჩაბმულია ხისტი ბუქსირებით კერძოდ: მისაბმელის წინა ნაწილის დაბოლოებაზე ელ. შედუღების გზით დამონტაჟებულია ჭანჭიკი, რომლის მჭიდრო ჩასმა ხდება ავტომობილის უკანა ნაწილზე დამონტაჟებულ რგოლში. ავტომობილისა და მისაბმელის ერთმანეთთან ჩაბმისას ჭანჭიკზე ხრახნულად ეჭირება ქანჩი, რომელიც ჭანჭიკის ქვედა ნაწილში არსებულ ნახვრეტში ფიქსირდება სპეციალური სამაგრით (სარჭი). ჭანჭიკზე ქანჩი, რომელიც ჭანჭიკის ვიზუალური დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ მასზე რაიმე სახის მექანიკური დაზიანებები (ხრახნის დაზიანების სახით) არ აღინიშნება, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში უშუალოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე, მისაბმელის ავტომობილისგან განცალკევებამდე ჭანჭიკი თავისი ზედა გლუვი ზედაპირით საიმედოდ იყო დაფიქსირებული ჩასმის ადგილში, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომობილის ექსპლუატაციის პირობებში მოქმედი დინამიური ძალები ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სიბრტყეში ტექნიკური თვალსაზრისით გამოიწვევდა ჭანჭიკზე არსებული ხრახნის გარდაუვალ დაზიანებას, ხრახნის ცვეთის სახით, რასაც ფაქტიურად ადგილი არ ჰქონია, ამდენად მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ჭანჭიკის ქვედა ნაწილზე დამაგრებული ქანჩის დაშვება მომხდარია ექსპლუატაციის დროს, ხოლო ჭანჭიკის ზედა ნაწილის გლუვი ზედაპირის ამოვარდნა ძალიან მოკლე დროში, უშუალოდ საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევის წინ. . . . მოძრაობის დაწყების წინ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი და მისი მისაბმელი ერთმანეთთან დაკავშირებული იყვნენ საიმედოდ და მათი განცალკევება მოხდა ავტომობილის ექსპლუატაციის პირობებში.“ [სასამართლო დაეყრდნო ექსპერტიზის დასკვნას ს.ფ.21-30].
24. საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 23 ივნისის N 5002870915 დასკვნა; მითითებული დასკვნით დადგენილია, რომ 2014 წლის 17 აგვისტოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო შ------ თ----ემ, რომელსაც „ჯ-------------–---“ მიერ დაესვა დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევა, ცხვირის ძვლების მოტეხილობა, ნეკნების მოტეხილობა, ქუთუთოსა და პერიოკულური არის ღია ჭრილობა, თვალის კაკლისა და თვალბუდის ქსოვილთა დაჟეჟილობა.
25. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ 2015 წლის 23 ივნისის მდგომარეობით, მოქალაქე შ------ თ----ეს აღენიშნებოდა მხედველობის შემდეგი პათოლოგია: მარჯვენა თვალის კაკლის სუბატროფია; მარცხენა თვალის დაწყებით ასაკობრივი კატარაქტა; მარჯვენა თვალის მხედველობის სიმახვილე არის ნული. მარცხენა თვალის მხედველობის სიმახვილე არის ნული მთელი ოთხი მეათედი; შ------ თ----ის მარჯვენა თვალზე არსებული დაზიანება განცვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, შრომის უნარის მყარი დაკარგვით, 35% ნიშნით. დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება ტრავმის მიღების თარიღს; შ--–-- თ----ის მხედველობის ორგანოში (მარჯვენა) არსებული შეუქცევადი ცვლილებების გამო (მკურნალობის მიუხედავად), შეუძლებელია (აღნიშნულ შემთხვევაში) მხედველობის აღდგენა. [სასამართლო დაეყრდნო ექსპერტიზის დასკვნას ს.ფ.32].
26. საქმეში განთავსებულია შპს „ეკონომიკა - აუდიტის“ 2017 წლის 29 მაისის N44 აუდიტორული დასკვნა; დასკვნის თანახმად: 2012, 2013, 2014 წლებში ინდ მეწარმე შ------ თ----ის წლიური საშუალო ერთობლივი შემოსავალი არის - 30 726 ლარი, ხოლო (საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთით 20%-ით დაბეგრილი) მოგების თანხა არის 3619 ლარი.[ს.ფ.18].
27. დადგენილია, რომ შ------ თ----ემ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით სარჩელი აღძრა სასამართლოში, როგორც უშუალოდ იმ პირის მიმართ, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მართავდა ავტომობილს (ჯ------– ჭ---–--ე), ასევე იმ პირის მიმართ რომელიც სარეგისტრაციო მონაცემებით ირიცხებოდა მითითებული ავტომანქანის მესაკუთრედ (დ------ ჭ---–--ე).
28. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შესაგებელის წარმოუდგენლობის გამო, დაკმაყოფილდა შ------ თ----ის სარჩელი და მოპასუხეებს - დ------- ჭ---–--ეს და ჯ------–ი ჭ---–--ეს შ------ თ----ის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ მატერიალური ზიანის სახით -10, 754.00 ლარი და მორალური ზიანის სახით - 10, 754.00 ლარი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განჩინებით გაუქმდა ამავე სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დ------- ჭ---–--ის ნაწილში და მოპასუხე დ------- ჭ---–--ეს აღუდგა შესაგებელის წარდგენის ვადა, ხოლო ჯ------–ი ჭ---–--ის ნაწილში მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
29. დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის ფარგლებში განიხილება შ------ თ----ის სააპელაციო საჩივარი (სარჩელი) დ------ ჭ---–--ის ანუ იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სარეგისტრაციო მონაცებით ირიცხებოდა ავტომანქანის მესაკუთრედ. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999.4 მუხლზე მიუთითებს. წარდგენილი შესაგებლით კი მოპასუხემ აღნიშნა, რომ რეალურად ის არ წარმოადგენს მითითებული ავტომანქანის მესაკუთრეს, რადგან 2013 წელს აღნიშნული მოძრავი ნივთი მიყიდა ჯ------– ჭ---–--ეს და ფაქტობრივ მფლობელობაშიც გადასცა ის.
30. მოცემული სააპელაციო საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტისას უპირველესად უნდა დადგინდეს ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ - დ------ ჭ---–--ე წარმოადგენს თუ არა შ------ თ----ისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს;
31. საქმეში განთავსებულია სანოტარო აქტი, მინდობილობა ავტომანქანის მართვის უფლების შესახებ, რომლითაც დადგენილია, რომ 2013 წლის 19 სექტემბერს, დ------ ჭ---–--ემ, ჯ------– ჭ---–--ეს მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცა ავტომანქანა, რომლის მოდელია მ-------------–---------------------–----------------------------------------------–----------------------- (ანუ სადავო ავტომანქანა); [ს.ფ.73].
32. პირველი ინსტანცის სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა ჯ------–ი ჭ---–--ემ განმარტა, რომ არის დ------- ჭ---–--ის მეზობელი. დ------- ჭ---–--ისგან შეიძინა ავტომანქანა მ-------------–---------–---------------------------, დ------- ჭ---–--ეს გადაუხადა თანხა 8000 აშშ დოლარი, თუმცა ავტომანქანა ისევ დ------- ჭ---–--ის სახელზე იყო რეგისტრირებული და ავტომანქანას მართავდა მინდობილობით 2014 წლის 17 აგვისტოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. ავტომანქანის მფლობელი და მესაკუთრე არის თავად [იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი].
33. წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სააპელაციო პალატა თვლის, რომ მოპასუხე დ------ ჭ---–--ე არ არის სადავო ავტომანქანის მესაკუთრე, არამედ მისი მესაკუთრეა ჯ------– ჭ---–--ე. აღნიშნული დასკვნის გაკეთებისას, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოხმობილ დიდი პალატის 2002 წლის 09 სექტემბრის გადაწყვეტილებას N3კ/624-02 საქმეზე, სადაც დიდმა პალატამ განმარტა, რომ „საგზაო პოლიციაში რეგისტრაცია არ არის აუცილებელი პირობა მოძრავ ქონებაზე (მათ შორის, ავტომანქანაზე) საკუთრების გადაცემისთვის. საგზაო პოლიციაში აღრიცხვაზე დადგომა არ არის სამოქალაქო-სამართლებრივი აქტი, იგი ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება, მაგრამ შეიძლება გამოდგეს ერთ-ერთ მტკიცებულებად, რომ ავტომანქანა იმ პირის საკუთრებაა, ვინც რეგისტრირებულია საგზაო პოლიციაში“.
34. დ------ ჭ---–--ის ავტომანქანის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტი სადავო ხდება მას შემდეგ, რაც წარმოიშობა ურთიერთობა დ------ ჭ---–--ესა და ჯ------– ჭ---–--ეს (მყიდველს) შორის. კერძოდ, უნდა დაზუსტდეს, დაკარგა თუ არა საკუთრება ავტომანქანაზე დ------ ჭ---–--ემ მყიდველთან დადებული ხელშეკრულების შედეგად.
35. მოპასუხე დ------ ჭ---–--ის განმარტებით მასსა და ჯ------– ჭ---–--ეს შორის იყო შეთანხმება ავტომანქანის ნასყიდობის შესახებ; მან მყიდველს ავტომანქანა გადასცა საკუთრებაში, ამასთან გაუფორმა მინდობილობა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა პირმა, თავად მყიდველმა ჯ------– ჭ---–--ემ, რომელმაც განმარტა, რომ დ------ ჭ---–--ისგან 2013 წელს შეიძინა სადავო ავტომანქანა 8000 აშშ დოლარად.
36. მყიდველზე საკუთრების უფლების გადასვლის საფუძველს ამ შემთხვევაში წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად უნდა იყოს დადებული. ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებით პირობებად, სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ჩაითვლება ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება. ასეთ პირობებად უნდა ჩაითვალოს ხელშეკრულების საგანი (ავტომანქანა), ფასი და გადახდის პირობა, რომლებზეც, როგორც დადგენილია, დ------ ჭ---–--ე და ჯ------– ჭ---–--ე შეთანხმდნენ. რაც შეეხება ავტომანქანის ნასყიდობის ფორმას, კანონი მისთვის რაიმე სპეციალურ ფორმას არ ადგენს. იგი შეიძლება ზეპირადაც დაიდოს. ამიტომ ამ შემთხვევაში ავტომანქანის ნასყიდობა სრულიად შესაძლებელი იყო ზეპირად დადებულიყო.
37. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დადგენილია ნივთის მფლობელის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია, რომელიც მტკიცებას არ ექვემდებარება და მისი გაქარწყლება იმ მხარის (მოცემულ შემთხვევაში – მოსარჩელის) ვალდებულებაა, რომლის წინააღმდეგაც მოქმედებს თავად ეს ვარაუდი.
38. ნასყიდობის ხელშეკრულების დადება ნიშნავს ხელშეკრულებით ნაკისრი უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას. სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამრიგად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემისათვის აუცილებელია ორი წინაპირობის არსებობა: ნამდვილი უფლება (ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი უფლება მყიდველისა მოითხოვოს ნივთის გადაცემა) და ნივთის ფაქტობრივი გადაცემა (ამ შემთხვევაში ავტომანქანის გადაცემა მყიდველზე). განსახილველ შემთხვევაში ორივე წინაპირობა არსებობს: დ------ ჭ---–--ესა და ჯ------– ჭ---–--ეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება და ავტომანქანაც გადაეცა მყიდველს მფლობელობაში მინდობილობის გაფორმებასთან ერთად.
39. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს, როგორც სადავო ავტომანქანის მესაკუთრეს, გააჩნდა ამ მოძრავი ნივთის ზეპირი გარიგების საფუძველზე მოსარჩელისათვის მიყიდვის უფლება. გარიგების დადების (ნასყიდობის) ფაქტი დადასტურებულია საქმეზე დაკითხული მოწმის ჩვენებით; ნოტარიუსით დამოწმებული მინდობილობით. საპირისპირო მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობაში შეფასებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობს ნამდვილი უფლების საფუძველზე შემძენის პირდაპირ მფლობელობაში ნივთის გადაცემის ფაქტობრივი გარემოება, რაც სსკ-ის 186-ე მუხლის შესაბამისად, მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის, ამასთან გამყიდველის მხრიდან საკუთრების უფლების დაკარგვის წინაპირობაა.
40. პალატამ მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, კერძოდ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2011 წლის 27 ოქტომბრის №ას-914-954-2011 განჩინებით განმარტა, რომ „საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას“ (სუსგ №ას-914-954-2011 27 ოქტომბერი, 2011 წელი; სუსგ №ას-658-625-2014 5 დეკემბერი, 2014 წელი).
41. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამართლებრივ საფუძველს. მითითებული კანონით იმპერატიულად დადგენილია სატრანსპორტო საშუალებათა სავალდებულო რეგისტრაცია, რაც თავისთავად არ წარმოადგენს ნივთზე საკუთრების წარმოშობის საფუძველს. რეგისტრაციის განხორციელება არ წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივ აქტს, იგი მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს ქმნის და თავისი არსით ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება “.
41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ავტომანქანა კვლავ მოპასუხე დ------ ჭ---–--ის სახელზე ირიცხება, მას 2013 წლის 19 სექტმებრის გარიგების საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაცემის შემდგომ, ამ ნივთზე საკუთრების უფლება აღარ გააჩნია, შესაბამისად დ------ ჭ---–--ე დელიქტური ვალდებულებისგან გათავისუფლებული პირია. აღნიშნულ ფაქტობრივ ვითარებაში კი არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით შ------ თ----ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
42. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა:
1. შ------ თ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-6-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლეები: თამარ სვანიძე
ინდირა მაშანეიშვილი
ირმა პერანიძე