განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100119003260813
საქმე №1/ბ-836-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- შ----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) თ----- ჭ-----–--ის მიმართ, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), დაბადებულის 1----–-–----------------–--–------–-, არასრული საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის შ--------------------------–---–--------–-, მცხოვრების ხ--–-----------------------------–-----––-----------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენით:
თ----- ჭ-----–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე_64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ თ----- ჭ-----–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა.
ნივთიერი მტკიცებულებები _ მობილური ტელეფონი, ურდულის ნაწილები და სათვალე, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ხოლო საქმეზე დართული დისკი შენახული უნდა იქნეს საქმესთან ერთად.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ----- ჭ-----–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში: გ---–- ქ-------ე და თ----- ჭ-----–--ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების პერიოდში, 2019 წლის 27 ივლისის ჩათვლით, ხ--–-------------------- სოფელ ა---––--ში, საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე თ----- ჭ-----–--ე სისტემატიურად ახორციელებდა გ---–- ქ-------ის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა და აგინებდა მას დედის მისამართით, უწოდებდა სალანძღავ სიტყვებს, გამოხატავდა აგრესიას, რა დროსაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას. 2019 წლის 27 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კამათისას, ხ--–----------------–----–------ის სოფელ ა---––--ში, საცხოვრებელ სახლში, თ----- ჭ-----–--ემ თავის მეუღლეს _ გ---–- ქ-------ეს ეჭვიანობის ნიადაგზე მოსთხოვა, რომ ეჩვენებინა მისი ტელეფონი, რა დროსაც სახის მარცხენა მხარეს, ლოყაზე გაარტყა ხელი. ამის გამო გ---–- ქ-------ემ გადაწყვიტა დაერეკა 112-ის სამსახურში, რა დროსაც თ----- ჭ-----–--ემ გამოართვა მობილური ტელეფონი, ორივე ხელით სწვდა სახეში და თავი მიარტყმევინა კედელზე. ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ----- შ----ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და თ----- ჭ-----–--ისათვის პირობითი მსჯავრის ნაცვლად სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელვაჩურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- შ----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: მოწმეების _ ზ------ წ--–-----ის, კ---- ფ--------ის და ლ---- ც-–--–--ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტის დასკვნით, ფსიქოლოგიური ექსპერტის დასკვნით და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ თ----- ჭ-----–--ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს თ----- ჭ-----–--ისათვის სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო: თ----- ჭ-----–--ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობით ითანამშრომლა გამოძიებასთან, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი. აღნიშნულის გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია თ----- ჭ-----–--ისათვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა.
ამდენად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენი თ----- ჭ-----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- შ----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- შ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენი თ----- ჭ-----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.თ----- ჭ-----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობით მსჯავრდებულ თ----- ჭ-----–--ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5.ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ თ----- ჭ-----–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია.
6.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: მობილური ტელეფონი, ურდულის ნაწილები და სათვალე _ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ხოლო საქმეზე დართული დისკი შენახული იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/