განაჩენი

სისხლის სამართლის 30.12.2019
საქმის ნომერი
010100119003222827
ინსტანცია
თარიღი
30.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003222827

საქმე №1/ბ-849-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა-–----- ბ---–-------ას მიმართ, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), დაბადებულის 1----–-–--------------, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის ქ--------–------------–-------–-------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით:

 

ა-–----- ბ---–-------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ა-–----- ბ---–-------ას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2019 წლის 07 სექტემბრიდან 2019 წლის 26 სექტემბრამდე.

 

ა-–----- ბ---–-------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და გირაოს სახით გადახდილი თანხა _ 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს, თ----- ჩ-----ეს.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალა გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.

 

ნივთმტკიცება _ ა-–----- ბ---–-------ას პირადი ჩხარეკის შედეგად ამოღებული დანა, რომელიც ინახება შსს ბ--------------–-----------------–--ს პოლიციის მ--- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-–----- ბ---–-------ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 07 სექტემბერს, დაახლოებით 03:15 საათზე, ქ--------–-----–--------------------------------------------–ის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარედ არსებულ სკვერში, ა-–----- ბ---–-------ამ თავისა და სახის არეში ხელების დარტყმით, ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის _ თ----- ჩ-----ის მიმართ, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა----------–---–მა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ა-–----- ბ---–-------ასთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ მისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის ხასიათს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ გამომდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი სასჯელის მიზნებიდან.

 

სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, რაც არ იქნა გათვალისწინებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ.

 

მსჯავრდებულ ა-–----- ბ---–-------ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ------- ბ----–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვა პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ თ----- ჩ-----ის ჩვენებით, მოწმეების _ ჯ---- ც--–----ის, დ----- დ------–-–---–ის, ლ-–------ ტ-------ის და გ------ ჩ-----ის ჩვენებებით; სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, №0----- შემაკავებელი ორდერით და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ა-–----- ბ---–-------ამ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ა-–----- ბ---–-------ასათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო: ა-–----- ბ---–-------ას მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და შეურიგდა დაზარალებულს, მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი. საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის 15 ოქტომბრის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, დაზარალებული თ----- ჩ-----ე შერიგებულია მეუღლესთან და ითხოვს მისთვის ყველაზე მსუბუქი სასჯელის დანიშვნას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ა-–----- ბ---–-------ასთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას _ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას, შესაბამისად, არ არსებობს მისი გამკაცრების საფუძველი.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ა-–----- ბ---–-------ასთვის სასჯელის დანიშვნისას სასამართლოს მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად უნდა გაეთვალისწინებია მის მიერ დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ. პალატა მიუთითებს, რომ, მართალია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ... არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული გარემოება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ნიშანს, რის გამოც სასჯელზე გავლენას ვერ მოახდენს დამძიმების თვალსაზრისით, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ იმავე კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია 531-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე... სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ხსენებული მუხლის მ--- ნაწილით გათვალისწინებული წესი, რომლის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----------–---–ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი ა-–----- ბ---–-------ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი ა-–----- ბ---–-------ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ა-–----- ბ---–-------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

4.მსჯავრდებულ ა-–----- ბ---–-------ას სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2019 წლის 07 სექტემბრიდან 2019 წლის 26 სექტემბრამდე.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე, 66-ე მუხლებისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობით მსჯავრდებულ ა-–----- ბ---–-------ას ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ ა-–----- ბ---–-------ას დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

6.ცნობად იქნას მიღებული, რომ ა-–----- ბ---–-------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გირაოს შემტანს _ თ----- ჩ-----ეს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის მიერ გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

7.ნივთიერი მტკიცებულება _ ა-–----- ბ---–-------ას პირადი ჩხარეკის შედეგად ამოღებული დანა, რომელიც ინახება ბ--------------–-----------------–--ს პოლიციის მ--- განყოფილებაში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/