განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003023915
საქმე № 1ბ/1808-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მაკა გველესიანი
სხდომის მდივანი მერი ლაბარტყავა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: რ--------------ე.
დაცვის მხარე: ადვოკატი: ზ------------–---–ი.
გამართლებული: თ----- გ-----------ბ------ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე (საქართველოს მოქალაქის პირადი N-----------), ნასამართლობის არმქონე (ნასამართლობა გაქარწყლებული), საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ზ---------------------–-----–----------–-------------------ში.
წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილი.
განაჩენის მიხედვით: თ----- გ-----------ბ------ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ--------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა თ----- გ-----------ბ------ის მიმართ, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ აღნიშნულ ბრალთან მიმართებით არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც ქმნიდა სასამართლოსთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა თ----- გ-----------ბ------ის ბრალეულობაში. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი უდავო მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებით შესაძლებელი იყო მისი დამანაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. სასამართლოში წარდგენილი იქნა შემდეგი მტკიცებულებები: სამედიცინო ექპერტიზის დასკვნა, ბინის ჩხრეკის ოქმი, ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ასევე ბინის ჩხრეკაში მონაწილე პირების გამოკითხვის ოქმები, თ----- გ-----------ბ------ის გამოკითხვის ოქმი. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ მტკიცებულებათა სტანდარტს და ითხოვს თ----- გ-----------ბ------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას (იხ.სააპელაციო საჩივარი).
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ, გამართლებულ თ----- გ-----------ბ------ის ადვოკატმა ზ------------–---–მა წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება (იხ. შესაგებელი).
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, აპელანტმა რ--------------ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, გამართლებულმა თ----- გ-----------ბ------მა და მისმა ადვოკატმა ზ------------–---–მა ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენით, თ----- გ-----------ბ------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ----- გ-----------ბ------ს წარედგინა ბრალდება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის, ესე იგი სხეულის დაზიანებისათვის, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ----- გ-----------ბ------ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 26 მარტს, საღამოს საათებში, თ----- გ-----------ბ------ი იმყოფებოდა ქ------–--–-----–----–----–----------------------------–----------------------------ში, რა დროსაც, შელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით, ფეხის არეში, სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა მიაყენა მეუღლეს - ს---– ბ------ს. აღნიშნულმა ჭრილობამ ს---– ბ------ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ე.ი. თ----- გ-----------ბ------ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა რა პროკურორ რ--------------ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამართლებულ თ----- გ-----------ბ------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა თ----- გ-----------ბ------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ს---– ბ------მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
სხვა მტკიცებულებები - მოწმეების: ზ-----------–---–-----–-–-----------------------------–---–--------------------------- გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 27 მარტის ამოღების ოქმი, 2019 წლის 27 მარტის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 30 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის N--------9 დასკვნა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 20 მაისის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნა მხარეების მიერ უდავოდ იქნა ცნობილი და მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.
მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება თ----- გ-----------ბ------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს არგუმენტებს თ----- გ---------- ბ------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა თ----- გ-----------ბ------ის მიერ ს---– ბ------ის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ, იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. ამასთან, დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მძიმე შედეგის ან კონკრეტული საფრთხის დადგომა, რომელიც მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამნაშავის ქმედებასთან. სუბიექტური მხრივ, ეს დანაშაული განზრახია. მისი ჩადენა შეიძლება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
სააპელაციო პალატამ, გააანალიზა რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ სახელმწიფო ბრალდებას არ წარმოუდგენია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ თ----- გ-----------ბ------მა ჩაიდინა ს---– ბ------ის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და თ----- გ-----------ბ------ის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, რომელიც დაადასტურებდა თ----- გ-----------ბ------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის დანაშაულთა სპეციფიკიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ასეთ კატეგორიის საქმეებში უმეტესწილად თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლე ობიექტურად ვერ იარსებებს, შესაბამისად, ფაქტის უტყუარად დადასტურება შეუძლიათ მხოლოდ სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე პირებს - დაზარალებულს და თ----- გ-----------ბ------ს. განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებულმა ს---– ბ------მა გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე, ხოლო თ----- გ-----------ბ------მა გამოიყენა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული დუმილის უფლება და სასამართლოს არ მიაწოდა რაიმე ინფორმაცია ბრალად წარდგენილ ქმედებასთან დაკავშირებით. ასეთ ვითარებაში კი, როდესაც სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე პირები უარს აცხადებენ ჩვენების მიცემაზე, ხოლო სხვა რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც პალატას მისცემდა შესაძლებლობას დადასტურებულად მიეჩნია თ----- გ-----------ბ------ის მხრიდან ს---– ბ------ისათვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს პირის მსჯავრდების საფუძვლიანობაზე.
ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივარში თ----- გ-----------ბ------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებებად მოიშველია უდავოდ ცნობილ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომლებიც უშუალოდ ფაქტთან დაკავშირებით სასამართლოს არანაირ ინფორმაციას არ აწვდიან; სამედიცინო ექსპერტიზის N--------9 დასკვნა, რომლის თანახმად, სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით, ს---– ბ------ს აღენიშნებოდა მარცხენა ბარძაყის შუა მესამედში ნაკვეთი ჭრილობა - მარცხენა ბარძაყის ღრმა არტერიის და ბარძაყის ვენის დაზიანებით. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედების შედეგად (დანაც მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელი საგნების ჯგუფს) და მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. აღნიშნული დასკვნით დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ ს---– ბ------ს ნამდვილად ჰქონდა მძიმე ხარისხის დაზიანება მარცხენა ბარძაყის შუა მესამედში, რაც განვითარებული იყო მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, თუმცა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით შეუძლებელია იმ ფაქტის დადგენა, თუ ვინ (თ----- გ---------- ბ------მა თუ სხვა პირმა) მიაყენა, ან როდის და რა ვითარებაში მიიღო ს---– ბ------მა აღნიშნული დაზიანება. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნით იმის მტკიცება, რომ მსხვერპლს დაზიანება მიაყენა კონკრეტულმა პირმა, შეუძლებელია. რაც შეეხება ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნას, რომლის თანახმად, პაკეტში წარწერით „...დანა...“ მოთავსებულ დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევი (ობ.#1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ს---– ბ------ს (ობ.#6). ამავე დანის ტარზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.#2) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელშიც იკვეთება მაჟორული წილი. ობ.#2ის გენეტიკურ პროფილში არ ვლინდება ს---– ბ------ის (ობ.#6) გენეტიკური თანამონაწილეობა; ასევე, პაკეტში, წარწერით „...ხალათი...“ მოთავსებულ ხალათზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ.#5) სისხლს არ წარმოადგენს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით, დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ ს---– ბ------ს დაზიანება მიყენებული აქვს ბინის ჩხრეკისას ამოღებული დანით, თუმცა აღნიშნული დანით ვინ მიაყენა დაზიანება აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით ვერ დგინდება. ხოლო იმის გამორიცხვით, რომ აღნიშნული დანის ტარზე არ ფიქსირდება ს---– ბ------ის გენეტიკური პროფილი, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ დანის ტარზე არსებული გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ----- გ-----------ბ------ს.
პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ თ----- გ-----------ბ------მა მიაყენა ს---– ბ------ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.
პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა თ----- გ-----------ბ------ის დამნაშავეობაში.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის რ--------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის რ--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
თ----- გ-----------ბ------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ თ----- გ-----------ბ------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმებულია და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
_ს---– ბ------ის სისხლის ნიმუში და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული დანა, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, ასევე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“ და ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- ა----------–--ისაგან ამოღებული ს---– ბ------ის ჯინსის შარვალი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული თ----- გ-----------ბ------ის ხალათი, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, დაუბრუნდეთ, შესაბამისად, ს---– ბ------ს და თ----- გ-----------ბ------ს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თ----- გ-----------ბ------ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გველესიანი