განაჩენი

სისხლის სამართლის 06.01.2020
საქმის ნომერი
020100119003018449
ინსტანცია
თარიღი
06.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100119003018449

№1/ბ-819-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე-- რ------ის ასული ქ-----–-ას მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული გალის რაიონი სოფელი საბერიო; ფაქტობრივად მცხოვრები: ზუგდიდი, დ--------------–ის ქუჩა N 3;

 

აღწერილობით ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით ე-- ქ-----–-ამ ჩაიდინა თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (4 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

ლ---ნ მ-------–-ამ გადაწყვიტა, მოეგროვებინა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები გარდაცვლილი პირების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, პლასტიკური ბარათები და მათი გამოყენებით სს „ლიბერთი ბანკი“-ს თანამშრომლებთან ერთად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით მიღება. აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად იგი დაუკავშირდა ე-- ქ-----–-ას და შესთავაზა მისი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა იმ პირობით, რომ მიღებულ ფულად თანხას გაიყოფდნენ.

 

აღნიშნულ პირობაზე ე-- ქ-----–-ა დათანხმდა, რის შემდეგაც ლ---ნ მ-------–-ამ მას გადასცა 2009 წლის 08 ნოემბერს გარდაცვლილი, გალის რაიონის სოფელ ოტობაიიდან დევნილი შ--–-- ბ------ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და პლასტიკური ბარათი, ხოლო ე-- ქ-----–-ა თავის მხრივ დაუკავშირდა ნაცნობ - ო-------------ს, რომელიც 2006 წლის 29 მარტიდან 2014 წლის 27 მაისამდე მუშაობდა სს „ლიბერთი ბანკი“-ს წალენჯიხის ფილიალის გამსვლელ მოლარედ, ევალებოდა ბენეფიციარების იდენტიფიცირების შემდეგ მათ ანგარიშზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ჩარიცხული საპენსიო და დევნილის შემწეობის თანხების გაცე-- და სთხოვა, რომ გარდაცვლილი შ--–-- ბ------ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და პლასტიკური ბარათით, მისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით დაუფლებოდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კუთვნილ ფულად თანხებს, რაზედაც მიიღო თანხმობა.

შეთანხმებული გეგმის მიხედვით, ე-- ქ-----–-ა ო-------------სთან და ლ---ნ მ-------–-ასთან ერთად, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, მოტყუებით, გარდაცვლილი შ--–-- ბ------ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და პლასტიკური ბარათის გამოყენებით დაეუფლა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კუთვნილ ფულად თანხებს, კერძოდ: 17.04. 2013 წ. პენსიის თანხას 147 ლარი, 26.04.2013 წ. დევნილთა შემწეობის თანხას 22 ლარი, 17.05. 2013 წ. პენსიის თანხას 125 ლარი, 27.05 .2013 წ. დევნილთა შემწეობის თანხას 22 ლარი,18.06. 2013 წ. პენსიის თანხას 125 ლარი, რაც განკუთვნილი იყო ასაკის პენსიის და დევნილის შემწეობისთვის, რითაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

(პირველი პიზოდი)

 

ლ---ნ მ-------–-ამ გადაწყვიტა, მოეგროვებინა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები გარდაცვლილი პირების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, პლასტიკური ბარათები და მათი გამოყენებით სს „ლიბერთი ბანკი“-ს თანამშრომლებთან ერთად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით მიღება. აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად იგი დაუკავშირდა ე-- ქ-----–-ას და შესთავაზა მისი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა იმ პირობით, რომ მიღებულ ფულად თანხას გაიყოფდნენ. აღნიშნულ პირობაზე ე-- ქ-----–-ა დათანხმდა და გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის მიზნით, იგი მოტყუებით დაეუფლა 2011 წლის 27 ივლისს გარდაცვლილი, გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღებიდან დევნილი ტ--------------ას პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტსა და პლასტიკურ ბარათს, რის შემდეგაც დაუკავშირდა ნაცნობს- ო-------------ს, რომელიც 2006 წლის 29 მარტიდან 2014 წლის 27 მაისამდე მუშაობდა სს „ლიბერთი ბანკი“-ს წალენჯიხის ფილიალის გამსვლელ მოლარედ, ევალებოდა ბენეფიციარების იდენტიფიცირების შემდეგ მათ ანგარიშზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ჩარიცხული საპენსიო და დევნილის შემწეობის თანხების გაცე-- და სთხოვა, რომ გარდაცვლილი ტ--------------ას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და პლასტიკური ბარათით, მისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით დაუფლებოდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კუთვნილ ფულად თანხებს, რაზედაც მიიღო თანხმობა.

 

შეთანხმებული გეგმის მიხედვით, ე-- ქ-----–-ა ო-------------სა და ლ---ნ მ-------–-ასთან ერთად, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, მოტყუებით, გარდაცვლილი ტ--------------ას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და პლასტიკური ბარათის გამოყენებით დაეუფლა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კუთვნილ ფულად თანხებს, კერძოდ: 18.01.2013 წ. პენსიის თანხას 125 ლარი, 25.01.2013 წ. დევნილთა შემწეობის თანხას 22 ლარი, 18.02. 2013 წ. პენსიის თანხას 125 ლარი, 26.02 .2013 წ. დევნილთა შემწეობის თანხას 22 ლარი,19.03. 2013 წ. პენსიის თანხას 125 ლარი, 26.03.2013 წ. პენსიის თანხას 125 ლარი, 26.03.2013 წ. დევნილთა შემწეობის თანხას 22 ლარი, 17.04.2013 წ. პენსიის თანხას 125 ლარი, 26.04.2013 წ. დევნილთა შემწეობის თანხას 22 ლარი, 17.05.2013 წ. პენსიის თანხას 125 ლარი, 27.05.2013 წ. დევნილთა შემწეობის თანხას 22 ლარი, 18.06.2013 წ. პენსიის თანხას 125 ლარი, 17.07.2013 წ თანხას 147 ლარი (პენსიის თანხას 125 ლარი, დევნილთა შემწეობის თანხა 22 ლარი), 27.07.2013 წ. დევნილთა შემწეობის თანხას 22 ლარი, 19.08.2013 წ პენსიის თანხას 125 ლარი. რაც განკუთვნილი იყო ასაკის პენსიის და დევნილის შემწეობისთვის, რითაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

(მეორე ეპიზოდი)

ლ---ნ მ-------–-ამ გადაწყვიტა, მოეგროვებინა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები გარდაცვლილი პირების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები , პლასტიკური ბარათები და მათი გამოყენებით სს „ლიბერთი ბანკი“-ს თანამშრომლებთან ერთად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით მიღება. აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად იგი დაუკავშირდა ე-- ქ-----–-ას და შესთავაზა მისი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა იმ პირობით, რომ მიღებულ ფულად თანხას გაიყოფდნენ. აღნიშნულ პირობაზე ე-- ქ-----–-ა დათანხმდა და გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის მიზნით, იგი მოტყუებით დაეუფლა 2012 წლის 01 ნოემბერს გარდაცვლილი, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან დევნილი გურამი ჩარგაზიას პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტსა და პლასტიკური ბარათს, რის შემდეგაც დაუკავშირდა ნაცნობ - ო-------------ს, რომელიც 2006 წლის 29 მარტიდან 2014 წლის 27 მაისამდე მუშაობდა სს „ლიბერთი ბანკი“-ს წალენჯიხის ფილიალის გამსვლელ მოლარედ და ევალებოდა ბენეფიციარების იდენტიფიცირების შემდეგ მათ ანგარიშზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ჩარიცხული საპენსიო და დევნილის შემწეობის თანხების გაცე-- და სთხოვა, რომ გარდაცვლილი გურამი ჩარგაზიას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და პლასტიკური ბარათით, მისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით დაუფლებოდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კუთვნილ ფულად თანხებს, რაზედაც მიიღო თანხმობა.

 

შეთანხმებული გეგმის მიხედვით, 2013 წელს, ე-- ქ-----–-ა ო-------------სა და ლ---ნ მ-------–-ასთან ერთად, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, მოტყუებით, გარდაცვლილი გურამი ჩარგაზიას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და პლასტიკური ბარათის გამოყენებით დაეუფლა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კუთვნილ ფულად თანხებს, კერძოდ: 17.04.2013 წ. პენსიის თანხას 126 ლარი, 26.04.2013 წ.-დევნილთა შემწეობის თანხას 28 ლარი, 17.05.2013 წ პენსიის თანხას 125 ლარი, 27.05.2013 წ. დევნილთა შემწეობის თანხას 28 ლარი, 18.06.2013 წ. პენსიის თანხას 125 ლარი. რაც განკუთვნილი იყო ასაკის პენსიის და დევნილის შემწეობისთვის, რითაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

(მესამე ეპიზოდი)

ლ---ნ მ-------–-ამ გადაწყვიტა, მოეგროვებინა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები გარდაცვლილი პირების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, პლასტიკური ბარათები და მათი გამოყენებით სს „ლიბერთი ბანკი“-ს თანამშრომლებთან ერთად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით მიღება. აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად იგი დაუკავშირდა ე-- ქ-----–-ას და შესთავაზა მისი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა იმ პირობით, რომ მიღებულ ფულად თანხას გაიყოფდნენ. აღნიშნულ პირობაზე ე-- ქ-----–-ა დათანხმდა და გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის მიზნით, იგი მოტყუებით დაეუფლა 2011 წლის 21 დეკემბერს გარდაცვლილი, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან დევნილი ღუდა აბსანძეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტსა და პლასტიკური ბარათს, რის შემდეგაც დაუკავშირდა ნაცნობ - ო-------------ს, რომელიც 2006 წლის 29 მარტიდან 2014 წლის 27 მაისამდე მუშაობდა სს „ლიბერთი ბანკი“-ს წალენჯიხის ფილიალის გამსვლელ მოლარედ, ევალებოდა ბენეფიციარების იდენტიფიცირების შემდეგ მათ ანგარიშზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ჩარიცხული საპენსიო და დევნილის შემწეობის თანხების გაცე-- და სთხოვა, რომ გარდაცვლილი ღუდა აბსანძეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და პლასტიკური ბარათით, მისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით დაუფლებოდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კუთვნილ ფულად თანხებს, რაზედაც მიიღო თანხმობა.

 

შეთანხმებული გეგმის მიხედვით, ე-- ქ-----–-ა ო-------------სა და ლ---ნ მ-------–-ასთან ერთად, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, მოტყუებით, გარდაცვლილი ღუდა აბსანძის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და პლასტიკური ბარათის გამოყენებით დაეუფლა საქართველოს შრომის, ჯანმრთე- ლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კუთვნილ ფულად თანხებს, კერძოდ: 28.05.2013 წ. დევნილთა შემწეობის თანხას 28 ლარს, რაც განკუთვნილი იყო დევნილის შემწეობისთვის, რითაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიაყენა ზიანი.

(მეოთხე ეპიზოდი).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით ე-- ქ-----–-ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მეორე ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ე-- ქ-----–-ას სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ე-- ქ-----–-ას სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 5200 (ხუთი ათას ორასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ე-- ქ-----–-ას სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით სასჯელად განესაზღვრ ჯარიმა 6300 (ექვსიათას სამასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ე-- ქ-----–-ას სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ე-- ქ-----–-ას სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით განესაზღვრა ჯარიმა 6300 (ექვსიათას სამასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენისააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის - მაია ჯაბუას მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

დაცვის მხარემ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ე-- ქ-----–-ას მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მეორე ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, დადგენილება სისხლის სამართლის გამოყოფის შესახებ, დათვალიერების ოქმებით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 12 ივნისის განჩინება, გარდაცვალების აქტის ჩანაწერებით, პირის გარდაცვალების ფაქტის დამადასტურებელი ოქმით, იძულებით გადადგილებული პირის-დევნილის ანკეტით, მოწმეების - გ------------------–-------------–-------------------------------------------------------------–--–--------------------–---–-------------------------–-----------------------------------------------------------------------------------------–----------------–---------–------------------------------------------- დაკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმით, დადგენილებით ო-------------ს ბრალდების შესახებ, 2018 წლის 10 აგვისტოს და 2015 წლის 2 ივნისის განაჩენებით, სს „ლიბერთი“ ბანკიდან ამოღებული დოკუმენტებით - ამონაწერები, ჩეკები, გასავლის ორდერები, ავანსის ხელშეკრულებები, ამ დოკუმენტების დათვალიერების ოქმით, სს „ ლიბერთი ბანკიდან“, სსგს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის სამინისტროდან, ზუგდიდის სოციალური მომსახურეობის ცენტრიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები-დან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აჭარა სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული სამსახურიდან მოპოვებული დოკუმენტებით, სს „ლიბერთი ბანკიდან “ გადმოგზავნილი CD დისკი, ნივთიერი მტკიცებულების CD დისკის გახსნისა და დათვალიერების ოქმები, სს „ლიბერთი ბანკიდან“ დოკუმენტების ამოღების ოქმები, ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება, ფარული მიყურადების მასალები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ ე-- ქ-----–-ას ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მეორე ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ ე-- ქ-----–-ას მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შე--მსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის მაია ჯაბუას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი ე-- ქ-----–-ას მიმართ დარჩეს უცვლელად:

ე-- ქ-----–-ა ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ე-- ქ-----–-ას სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; (პირველი ეპიზოდი).

ე-- ქ-----–-ას სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 5200 (ხუთი ათას ორასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. (მეორე ეპიზოდი).

ე-- ქ-----–-ას სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 6300 (ექვსიათას სამასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; (მესამე ეპიზოდი).

ე-- ქ-----–-ას სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; (მეოთხე ეპიზოდი).

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ე-- ქ-----–-ას სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 6300 (ექვსიათას სამასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ე-- ქ-----–-ას საქართველოს სსკ-ს 61-62 მუხლების თანახმად სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავების დრო - 2019 წლის 30 სექტემბრიდან 2019 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით (სამი დღე) და საბოლოოდ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით (მესამე ეპიზოდი) სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

მსჯავრდებულ ე-- ქ-----–-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლით გამოყენებული ღონისძიება; ე-- ქ-----–-ას დაუბრუნდეს აღკვეთის ღონისძიების უზრუნველყოფის მიზნით ჩამორთმეული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 ოქტომბრის განჩინება (1/310-19) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და გათავისუფლდეს ყადაღისაგან ფ--------------ს პ/ნ 6---------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ზუგდიდი, დ--------------–ის ქუჩა N3 (საკადასტრო კოდი 4-----------);

ნივთმტკიცება - სს „ ლიბერთი ბანკიდან“ გადმოგზავნილი 1 ცალი დისკი დალუქული ერთ პაკეტად და სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების ფონოგრამების ჩანაწერი- 1 ც დისკი, დალუქულად 1 პაკეტად (რომლებიც ერთვის საქმეს) შენახული იქნას საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

სს „ლიბერთი ბანკი“-დან ამოღებული ამონაწერი გურამი ჩარგაზიას ანგარიშიდან, გასავლის ორდერები, პენსიის ავანსის ხელშეკრულებები, საპენსიო ჩეკები (ინახება ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში) ინახებოდეს საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით;

სს „ლიბერთი ბანკი“-დან ამოღებული ამონაწერი შ--–-- ბ------ის ანგარიშიდან, გასავლის ორდერები, პენსიის ავანსის ხელშეკრულებები, საპენსიო ჩეკები (ინახება ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში). ინახებოდეს საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით;

სს „ლიბერთი ბანკი“-დან ამოღებული ამონაწერი ტ--------------ას ანგარიშიდან, გასავლის ორდერები, პენსიის ავანსის ხელშეკრულებები, საპენსიო ჩეკები (ინახება ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში), ინახებოდეს საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით;

სს „ლიბერთი ბანკი“-დან ამოღებული ამონაწერი ღუდა აბსანძის ანგარიშიდან, გასავლის ორდერები, პენსიის ავანსის ხელშეკრულებები, საპენსიო ჩეკები, (ინახება ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში) ინახებოდეს საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით;

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე