განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-829-2019 წელი
№040100119003126813
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
3 იანვარი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ლ-–- თ------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ლ-–- თ------ე, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ქ. ქ-------–-------–----------------------------ში, მსჯავრდებულია ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით დანაშაული-სათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით და განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფ-ლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
მასვე, 01 (ერთი) წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
aRwerilobiTi nawili:
ლ-–- თ------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ცემისათვის, რამაც დაზარა-ლებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზ-რახ მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 29 მაისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ც-------------–----–----------------–--–---–-–ში, გ-------– თ------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში და ჭიშკართან, დ------–---- თ----------ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურცხყოფა მიაყენა ლ-–- თ------ემ, კერძოდ ხელებით სცემა სახისა და ტანის არეში. ლ-–- თ------ის ქმედების შედეგად დ------–--- თ----------მ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლე-ლად.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მ----- ტ--–--–-–---–მა, რომელიც სააპელაციო საჩივ-რით ითხოვს ლ-–- თ------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასა-ბუთებს იმ მოტივირებით, რომ ლ-–- თ------ემ ახალი განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა, არ აუნაზღაურებია დაზარალებულისათვის მიყენე-ბული ზიანი. მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი არის მსუბუქი და შეუსა-ბამოა მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ლ-–- თ------ის ინტე-რესების დამცველმა ადვოკატმა ვ--–---- კ-------–---მა, რომელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს საპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლე-ლი.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ლ-–- თ------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიუ-ლი კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირვე-ლი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ლ-–- თ------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინს-ტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა, გაითვალისწინა საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების გან-ხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, აგრეთვე გაითვალის-წინა როგორც შემამსუბუქებელი გარემოება, რომ ლ-–- თ------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ასევე დამამძიმებელი გარემოება, რომ მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის პერიოდში და ლ-–- თ------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მართლსა-წინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით მას ძირითად სასჯელად შეუფარდა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძვე-ლი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი ლ-–- თ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ლ-–- თ------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ცაგერის რაიონული სასამარ-თლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ლ-–- თ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
მასვე, 01 (ერთი) წლის ვადით შეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ლ-–- თ------ის მიმართ, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამი-სად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 06 (ექვსი) თვე, მთლიანად დაემატოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განჩინებით დაკისრებული ჯარიმა – 2500 (ორი-ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ ლ-–- თ------ეს განაჩენთა ერთობ-ლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
მასვე, 01 (ერთი) წლის ვადით შეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
ლ-–- თ------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 22 ოქტომბრიდან –დაკავების მომენტიდან.
ლ-–- თ------ის მიმართ მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებუ-ლია.
ნივთმტკიცება – დ------–--- თ----------ს მაისური, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცაგერის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დ------–--- თ----------ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili