განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-831-2019 წელი
№820100119003199638
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
3 იანვარი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ----- მ----–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
მ----- მ----–--ე, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ხ--–----------------------------–--------–ში, ფაქტობრივად მცხოვრე-ბი ხ--–-----------------------------–------–-------------------ში, მსჯავრდებულია ხელვა-ჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დანაშაული-სათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და შე-ფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
aRwerilobiTi nawili:
მ----- მ----–--ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისა და სისტემატი-ური შეურაცხყოფისათვის, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნ-და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
მ----- მ----–--ე და ლ---- ბ-----ე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების ბოლო პერიოდში, საყოფა-ცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას დაეძაბათ ურთიერთობა. აღნიშ-ნულ ნიადაგზე, წარმოშობილი კამათისას, 2018 წლიდან 2019 წლის 20 აგვისტომდე დროის პერიოდში მ----- მ----–--ე, ხ--–----------------–----–----------------–------–-----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, მისი ოჯახის წევრს ლ---- ბ-----ეს, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხ-ყოფას, აგინებდა დედის მისამართით, უწოდებდა სალანძღავ სიტყვებს, რა დროსაც და-ზარალებული განიცდიდა ტანჯვას და დამცირებას. ასევე 2019 წლის 20 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათიდან 23:00 საათამდე დროის შუალედში მ----- მ----–--ემ, ხ--–----------------–----–----------------–------–----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, მისი ოჯახის წევრს ლ---- ბ-----ეს, არა-სრულწლოვანი შვილის ე----- მ----–--ის თანდასწრებით შეაგინა დედის მისამართით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდგომ დაარტყა სამზარეულო ჩანგალი მარჯვენა თეძოს ზედა ნაწილში, მძლავრად მოუჭირა ხელი მარჯვენა მკლავის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანებები.
მ----- მ----–--ე და ლ---- ბ-----ე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების ბოლო პერიოდში, საყოფა-ცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას დაეძაბათ ურთიერთობა. აღნიშ-ნულ ნიადაგზე, წარმოშობილი კამათისას, 2019 წლის 20 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათიდან 23:00 საათამდე დროის შუალედში მ----- მ----–--ე სამზარეულო ჩანგლით მისი ოჯახის წევრს არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს ლ---- ბ-----ეს დაე-მუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ: სამზარეულო ჩანგლით დააზიანებდა ყელის არეში და ჩანგლის გამოყენებით მოუსპობდა სიცოცხ-ლეს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა რ----- შ----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს მ----- მ----–--ის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას. მოთხოვნას ასაბუ-თებს იმ მოტივირებით, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არ არის მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციული და არ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ მ----- მ----–--ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ მ----- მ----–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზო-გადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწი-ნააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელე-ბის სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყო-ფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თა-ვიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; აგრეთვე ის გარემოება, რომ მ----- მ----–--ემ აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაულები, წარსულში არ არის ნასამართლევი, დაზარალებულს მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია და მ----- მ----–--ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლ-საწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით დანაშაულთა ერთობლიობით დაუნიშნა სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაუთვალა პირობით 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით. სააპე-ლაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრუ-ლად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილ-ში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 ნოემბრის განაჩენი მ----- მ----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
მ----- მ----–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
მ----- მ----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერ-თი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვა-დით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველ-ზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მ----- მ----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
მ----- მ----–--ეს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო, 2019 წლის 21 აგვისტოდან 2019 წლის 06 ნოემბრის ჩათვლით.
მ----- მ----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმე-ბულია.
მ----- მ----–--ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამო-საცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საც-ხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთმტკიცება – ჩანგალი განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – აუდიოჩანაწერი ერთ ცალ დისკზე შენახული იქნს საქმესთან ერთად.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili