განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ 330310018002711546
საქმე №3-ბ-2112-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - ო-------------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ---------–-----–--ა
ადვოკატი - რ---------–--ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილებით გ---------–-----–--ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 29 ივნისის №M--------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; დაევალა მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დადასტურდება გ---------–-----–--ას 20-ზე მეტი კალენდარული წელი ნამსახურება ძალოვან სტრუქტურებში.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმობის თანახმად, ზემდეგი - გ----------–-----–--ა მოხსენებულია, როგორც მძღოლების განყოფილების უფროსი. მოწმობა გაცემულია 1984 წლის 19 მარტს.
1.2.2. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურის გავლის ნუსხის თანახმად, 1977 წლიდან 1980 წლამდე მოსარჩელე იყო ქ. ქუთაისის ავტომექანიკური ტექნიკუმის სტუდენტი, 1980 წლიდან 1982 წლამდე გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური საბჭოთა არმიის რიგებში (მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა). 1----–-–-----------–-–---------–---------------------–------------–------------------------------------------–-–-----------–-–-------------------–-------–---------------–-------------------–---–------–-–-----------------–--–---------------------------–-------------------------–-–--------------–-----------------------------–-–---–--------–-–--------------------------–-–-----------------------------------------------------------–-–----------------–-------------------------------–-–--------------------–------–-–---–----------–-–------------------------------------------------–-–----------------–----------------------------------–-–-----------------------------–-–---–-----------–-–--------------------------------------–-–--------------------------------–-----ა, საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების 65-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით (შტატების შემცირება).
1.2.3. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2018 წლის 2 ივლისის №M------------------ ცნობის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის შსს სასწავლო ცენტრის უფროსის 1----–-–------------------------------–------------------–-–--------------------------–-–------------ის ჩათვლით საქართველოს რესპუბლიკის შსს სასწავლო ცენტრში გაიარა პირველდაწყებითი მომზადების კურსები.
1.2.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2004 წლის 6 სექტემბრის №1------– ბრძანებით დგინდება, რომ, შსს კადრებისა და პირადი შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს განკარგულებაში მყოფი, შსს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის აფხაზეთის სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის აფხაზეთის სატრანსპორტო პოლიციის სამმართველოს სოხუმის პორტის სახაზო პოლიციის განყოფილების პოლიციელი, პოლიციის ზემდეგი - გ-----------–-----------–-----–--ა 2004 წლის 12 აგვისტოდან დათხოვნილი იქნა საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების 65-ე მუხლის ,,გ ქვეპუნქტით (შტატების შემცირებით, შსს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს განკარგულებაში ყოფნით) 2004 წლის 12 აგვისტომდე.
1.2.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 29 ივნისის №M---------------- აქტით მოსარჩელეს, 2018 წლის 26 ივნისის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ 1983-1989 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში ნამსახურის პერიოდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ იქნა მოძიებული, რის გამოც მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას მოემზადებინათ წელთა ნამსახურების გადაანგარიშება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად.
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, ????????, ??????? ??????? ????????????, ??????????? ?????????? ???????????? ????????????, ??????????? ????????? ????????????, ?????????? ?????? ?????????? ????????????, ??????????? ????????????????? ?? ????????? ??????????? ?????????? ????????????, ??????????? ??????????????? ?? ?????????? ???????????? ???????????? ????????? ?????, ??????????? ???????? ??????????? ??????????? ?????????? ?????? ???????????????? ??????????????? ????? ???????????? ???????????? .
„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით).
ამავე კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.
სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმებით მოწესრიგებულია სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე და წელთა ნამსახურობის დაანგარიშების საფუძვლები. კერძოდ, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებას მოიპოვებენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში მომსახურე რიგითი და უფროსი შემადგენლობის წოდების მქონე პირები, ამასთან, მათი წელთა ნამსახურობა დაითვლება ბრძანებით კადრში ჩარიცხვის დღიდან თადარიგში დათხოვნამდე.
საქმეში წარმოდგენილია გ---------–-----–--ას სახელზე გაცემული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმობა, რომელიც გაცემულია 1984 წლის 19 მარტს და სადაც მოსარჩელე მოხსენიებულია, როგორც ზემდეგი. ასევე, საქართველოს რესპუბლიკის შინაგანს საქმეთა სამინისტროს სამსახურის გავლის ნუსხის თანახმად, მოსარჩელე 1----–-–-----------–-–---------–---------------------–------------–------------------------------------------–-–-----------–-–-------------------–-------–---------------–-------------------–---–------–-–-----------------–--–---------------------------–-------------------------–-–--------------–-----------------------------–-–---–--------–-–--------------------------–-–-----------------------------------------------------------–-–----------------–-------------------------------–-–--------------------–------–-–---–----------–-–------------------------------------------------–-–----------------–----------------------------------–-–-----------------------------–-–---–-----------–-–--------------------------------------–-–--------------------------------–-----ა საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების 65-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით (შტატების შემცირება).
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 29 ივნისის №M---------------- წერილის თანახმად, მოსარჩელის მიერ, 1983-1989 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში ნამსახური პერიოდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ იქნა მოძიებული, თუმცა არ იქნა შეფასებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული მოწმობის ასლი (სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი იქნა დედანი მოწმობა), რომლითაც ცალსახად დასტურდება გ---------–-----–--ას 1984 წლის 19 მარტიდან შს ორგანოებში მუშაობის ფაქტი, ამასთან საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურის გავლის ნუსხით დგინდება, რომ 1983 წლიდან 2004 წლის 12 აგვისტომდე მოსარჩელე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროში სხვადასხვა თანამდებობებზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მარტოოდენ ის ფაქტი, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 1983-1989 წლებში ნამსახურობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ იქნა მოძიებული, არ შეიძლება გამხდარიყო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან აფხაზეთში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე შესაძლოა განადგურებულიყო აფხაზეთის შს სამინისტროში იმ დროისათვის დაცული დოკუმენტაცია, რაშიც მოსარჩელეს და იმ დროისათვის აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებულ ადამიანებს ბრალი არ მიუძღვის. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება არ შეიძლება მათთვის ზიანის მომტან გარემოებად იქცეს. მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა მომხდარიყო პირადი საქმისა და სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება და ამის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება.
1.3.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 29 ივნისის №M---------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოა და იგი ბათილად უნდა იქნას ცნობილი. ამასთან, ამგვარი უარი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის ინტერესს და შესაბამისად უნდა დაევალოს მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დადასტურდება გ---------–-----–--ას 20-ზე მეტი კალენდარული წელი ნამსახურება ძალოვან სტრუქტურებში.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი მიუთითებს ”სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 და მე-16 მუხლებზე და განმარტავს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებას მოიპოვებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში მოსამსახურე რიგითი და უფროსი შემადგენლობის წოდების მქონე პირი. ამასთან, წელთა ნამსახურების გამოანგარიშება ხდება კადრში ჩარიცხვის დღიდან თადარიგში დათხოვნამდე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ გ---------–-----–--ა შინაგან საქმეთა სამინისტროში მსახურობდა 1983-1989 წლებში, ვერ იქნა მოძიებული მისი დანიშვნის ბრძანება, ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არ შეისწავლა ის გარემოებები, რომელთა საფუძველზეც მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით). ამავე კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.
აღნიშნული ნორმებით მოწესრიგებულია სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე და წელთა ნამსახურობის დაანგარიშების საფუძვლები. კერძოდ, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებას მოიპოვებენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში მომსახურე რიგითი და უფროსი შემადგენლობის წოდების მქონე პირები, ამასთან, მათი წელთა ნამსახურობა დაითვლება ბრძანებით კადრში ჩარიცხვის დღიდან თადარიგში დათხოვნამდე.
საქმეში წარმოდგენილია გ---------–-----–--ას სახელზე გაცემული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმობა, რომელიც გაცემულია 1984 წლის 19 მარტს და სადაც მოსარჩელე მოხსენიებულია, როგორც ზემდეგი.
ასევე, საქართველოს რესპუბლიკის შინაგანს საქმეთა სამინისტროს სამსახურის გავლის ნუსხის თანახმად, მოსარჩელე 1----–-–-----------–-–---------–---------------------–------------–------------------------------------------–-–-----------–-–-------------------–-------–---------------–-------------------–---–------–-–-----------------–--–---------------------------–-------------------------–-–--------------–-----------------------------–-–---–--------–-–--------------------------–-–-----------------------------------------------------------–-–----------------–-------------------------------–-–--------------------–------–-–---–----------–-–------------------------------------------------–-–----------------–----------------------------------–-–-----------------------------–-–---–-----------–-–--------------------------------------–-–--------------------------------–-----ა საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების 65-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით (შტატების შემცირება).
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 29 ივნისის №M---------------- წერილის თანახმად, მოსარჩელის მიერ, 1983-1989 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში ნამსახური პერიოდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ იქნა მოძიებული, თუმცა არ იქნა შეფასებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული მოწმობის ასლი (სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი იქნა დედანი მოწმობა), რომლითაც ცალსახად დასტურდება გ---------–-----–--ას 1984 წლის 19 მარტიდან შს ორგანოებში მუშაობის ფაქტი, ამასთან საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურის გავლის ნუსხით დგინდება, რომ 1983 წლიდან 2004 წლის 12 აგვისტომდე მოსარჩელე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროში სხვადასხვა თანამდებობებზე.
პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მითითებას, რომ მარტოოდენ ის ფაქტი, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 1983-1989 წლებში ნამსახურობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ იქნა მოძიებული, არ შეიძლება გამხდარიყო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან აფხაზეთში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე შესაძლოა განადგურებულიყო აფხაზეთის შს სამინისტროში იმ დროისათვის დაცული დოკუმენტაცია, რაშიც მოსარჩელეს და იმ დროისათვის აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებულ ადამიანებს ბრალი არ მიუძღვის. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება არ შეიძლება მათთვის ზიანის მომტან გარემოებად იქცეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 29 ივნისის №M---------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოა და იგი ბათილად უნდა იქნას ცნობილი. ამასთან, უნდა დაევალოს მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დადასტურდება გ---------–-----–--ას 20-ზე მეტი კალენდარული წელი ნამსახურება ძალოვან სტრუქტურებში. ამდენად სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი