განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.11.2019
საქმის ნომერი
330310018002416646
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ 330310018002416646

საქმე №3-ბ-1606-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი

 

სხდომის მდივანი: გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ვ--–-----------ი

წარმომადგენელი - ვ--------–------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ ს--------------–-–---------------------ი

წარმომადგენელი - გ---–--–-----ა

 

დავის საგანი - ინფორმაციის გაცემა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით, ვ--–-----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. ე-–-------–-------–----------------–-------–--ა არის კრასნოდარის სამხარეო სასამართლოს მოსამართლე.

 

1.2.2. ვ--–-----------ის წარმომადგენელმა ვ--------–------–--ემ 2018 წლის 5 მარტის წერილით მიმართა სსიპ ს---------------–-–----------------------ის რექტორს და მოითხოვა ინფორმაცია - 2017 წლის 20 ოქტომბერს სსიპ ს--------------–-–---------------------ის მიერ რ------------------–----------------------–----------------–---------ოს სახელზე გაგზავნილი იქნა თუ არა №1-------- წერილი, რომლითაც უნივერსიტეტმა დაადასტურა, რომ ე-–-------–-------–----------------–-------–--ა სწავლობდა გ-------------–------------------------–-–---------------------ში (შემდგომში ი------------–---–--------–-----------–----------–-–--------------------------------------–---–ში), 1985 წლიდან 1991 წლამდე.

 

1.2.3. სსიპ ს--------------–-–---------------------ის 2018 წლის 14 მარტის №1-------- წერილით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 181 მუხლის მე-3 ნაწილის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვ--------–------–--ეს უარი ეთქვა 2018 წლის 5 მარტის №1--- წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე, კონკრეტული პირის თანხმობის გარეშე, იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს.

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი იცავს სხვათა იდეების მოპოვებას, დამუშავებასა და შემდგომ გადაცემას. ხსენებული მუხლის შესაბამისად, პიროვნებას აქვს იდეების და ცნობების მიღების უფლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე.

 

საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მეტ გარანტიას იძლევა და სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებს, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას - გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. ამასთან, საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს აღნიშნულ უფლებას თუ ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველი მოქალაქე უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, ასევე სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

 

ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სფეროს წარმოადგენს ისეთი საჯარო ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პირის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ასეთი ინფორმაცია ავტომატურად გასაიდუმლოებულია, ხოლო მისი განსაიდუმლოება შესაძლებელია, თუ არსებობს თავად იმ პირის თანხმობა, ვისაც ეს ინფორმაცია შეეხება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ პირის ინტერესი, არ დაუშვას კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება და აკონტროლოს ამ ინფორმაციის გავრცელება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტია. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი კავშირშია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლთან, რომლითაც დაცულია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, რადგანაც მასში სწორედ ის მონაცემებია მითითებული, რომელიც პირის პრივატულ სფეროს შეეხება. ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია, რომ პირს არ სურს მის კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას პირის კერძო სფერო, სანამ თავად ეს პირი არ გამოხატავს საწინააღმდეგო ნებას და არ მოითხოვს ინფორმაციის გაცემას. ამ დროს კონსტიტუციით დაცული მთავარი ფასეულობაა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. ეს არსებითად განსხვავდება 41-ე მუხლის პირველი პუნქტისაგან, რომლით გათვალისწინებული ინფორმაციის გასაიდუმლოებაც შესაბამისი სუბიექტის ნების გამოვლენის შემდეგ ხდება და სხვა ამოცანებს ემსახურება.

 

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ წყაროებში დაცულ ინფორმაციაზე, რომელიც ასახავს ფიზიკური პირების აქტივობებს, არსებობს გონივრული მოლოდინი, რომ ის არ გახდება ცნობილი მესამე პირთათვის. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის ზემოაღნიშნული ანალიზიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს პირის უფლებას, მოიპოვოს ოფიციალური წყაროებიდან ინფორმაცია სხვა პირის ჯანმრთელობის, ფინანსების ან სხვა კერძო საკითხების შესახებ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება).

 

საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით („ინფორმაციის თავისუფლება“). აღნიშნული თავის 28-ე მუხლი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) იმეორებს კონსტიტუციურ ნორმას, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.

 

სასამართლომ, ასევე, ყურადღება მიაქცია აღნიშნული კოდექსის მე-10 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. ამავე კოდექსის 42-ე მუხლში კი ჩამოთვლილია იმ ინფორმაციათა სახეობანი, რომელთა გასაიდუმლოებაც დაუშვებელია, კერძოდ, 42-ე მუხლის „ნ“ პუნქტში (ზემოხსენებული რედაქცია) მითითებულია, რომ ყველას აქვს უფლება იცოდეს ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებად ან არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ასევე, იძლევა ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებებს, კერძოდ, მითითებული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია; ხოლო „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საიდუმლო ინფორმაციას წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას.

 

ამრიგად, სახელმწიფოში საჯარო ინფორმაციის ღიაობა უზრუნველყოფილია და ღიაობის შეზღუდვა ორ შემთხვევაშია დაშვებული: როდესაც ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და როდესაც დადგენილი წესით იგი მიეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას.

 

1.3.2. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 271 მუხლის თანახმად, პერსონალური მონაცემების ცნება, მათ დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტი განსაზღვრავს რა პერსონალური მონაცემის ცნებას, ადგენს, რომ პერსონალური მონაცემი (შემდგომ − მონაცემი) არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით. ხოლო მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მონაცემთა დამუშავება დასაშვებია თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, პერსონალური მონაცემი არის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. თავის მხრივ, იდენტიფიცირებად მონაცემებად მიიჩნევა ინფორმაცია, რომელიც იძლევა პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ იდენტიფიცირების შესაძლებლობას, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით. ამასთან, ასეთი მონაცემების დამუშავება დასაშვებია უშუალოდ იმ პირის თანხმობით, ვისაც ეს მონაცემები ეხება.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს დაადასტუროს რ-------------------–---------------------------ის მოსამართლის ე-–--------–-------–----------------–-------–--ას მიერ მიღებული განათლება კონკრეტულ უნივერსიტეტში, კონკრეტულ პერიოდში (კერძოდ, გ-------------–------------------------–-–---------------------ში (შემდგომში ი------------–---–--------–-----------–----------–-–-------------------------------------------–---–ში), 1985-1991 წლებში). მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს ე-–---------–--ას პერსონალურ მონაცემს, რომელიც ზემოაღნიშნული ნორმებით დაცულ სფეროს მიეკუთვნება.

 

მოსარჩელის პოზიციით, ე-–---------–--ა წარმოადგენს რა თანამდებობის პირს, მის შესახებ არსებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, ხელმისაწვდომია სხვა პირთათვის.

 

სასამართლომ კვლავ მიუთითა საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედ რედაქციაზე და განმარტა, რომ 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა. ამასთან, მითითებული კოდექსის 27-ე მუხლი განმარტავს რა „ინფორმაციის თავისუფლების“ თავში გამოყენებულ ტერმინებს ამ თავის მიზნებისათვის, „დ“ ქვეპუნტით ადგენს, რომ თანამდებობის პირი არის „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი.

 

ამდენად, დავის სწორად გადაწყვეტისათვის უნდა შეფასდეს მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული პირი წარმოადგენს თუ არა თანამდებობის პირს ინფორმაციის თავისუფლების მიზნებისათვის და მისი პერსონალური მონაცემების გასაცემად საჭიროა თუ არა უშუალოდ მისი თანხმობა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებს, სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე არეგულირებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, წარდგენილი დეკლარაციების მონიტორინგის პირობებსა და მექანიზმს, აგრეთვე მამხილებელთა დაცვის, ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ძირითად საფუძვლებს. ამავე კანონის 21 მუხლის პირველი პუნქტისა და 22 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის საჯარო მოსამსახურეები არიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირები, ხოლო „საჯარო დაწესებულებაში“ იგულისხმება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სამსახურისა და საჯარო სამსახურის განმახორციელებელი დაწესებულებები, აგრეთვე ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები.

 

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ იგულისხმება მოსამართლე.

 

მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ, მართალია, ეს უკანასკნელი ნორმა არ აკონკრეტებს და ზოგადად მოსამართლეს მიიჩნევს თანამდებობის პირად, მაგრამ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს მხოლოდ საქართველოს საჯარო დაწესებულებაში არსებულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და აქედან გამომდინარე, ეხება მხოლოდ საქართველოს თანამდებობის პირებს.

 

შესაბამისად, სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ მის მიერ მოთხოვნილია თანამდებობის პირის განათლებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გასცეს იგი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიუთითა, რომ ე-–-------–----------–--ა არ წარმოადგენს თანამდებობის პირს საქართველოში, იგი არ არის საქართველოს საერთო სასამართლოების ან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ამდენად, მის მიმართ ვერ გავრცელდება ის რეგულაციები, რაც საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს მოსამართლეთა მიმართ ვრცელდება. ფიზიკური პირის - ე-–-------–----------–--ასთან დაკავშირებული ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს, ვინაიდან საჯარო ინფორმაცია რომელიც იძლევა პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას არის პერსონალური მონაცემი, შესაბამისად ასეთ ინფორმაციაზე ვრცელდება პერსონალური მონაცემების დაცვის რეჟიმი. შესაბამისად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის გარეშე, ვინაიდან პერსონალური მონაცემი დახურულია თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი ან თუ პირი თავად არ ახდენს ამ მონაცემის გახმაურებას.

 

1.3.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო უფლებამოსილია ხსენებული კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს კონკრეტული მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ს-------------------–-–----------------------ის უარი ინფორმაციის გაცემის თაობაზე, არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის განმარტებით, ვ--–-----------ი წარმოადგენს რ------------------–--–----------------–-------–-----------------–-------------------------ის „კ-------ს“ ასოცირებულ წევრს. 2007 წელს მოსარჩელესა და სოფლის მეურნეობის წარმოების კოოპერატივის „კ------ს“ შორის წარმოიშვა სამოქალაქო დავა, რომლის მიხედვითაც მოსარცელე ითხოვდა სოფლის მეურნეობის წარმოების კოოპერატივის „კ-------ს“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული. 2017 წელს მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ საკასაციო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე ხ----–---------ს ვითომ 1991 წელს მიღებული ჰქონდა იურიდიული განათლება ი------------–---–--------–-----------–----------–-–--------------------------------------–---–ში, თუმცა დიპლომის მიხედვით ე-–---------–--ას დამთავრებული აქვს თ---. მოსარჩელის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ე-–---------–--ას არ აქვს დამთავრებული არც თ--- და არც თ----ს ს-------------–---–ი, რის გამოც მისი საქმე განიხილა მოსამართლემ, რომელსაც არ გააჩნია უმაღლესი იურიდიული განათლება. მოსარჩელის წარმომადგენელმა მიმართა რ------------------–----------------------------------------–-----------ს, საიდანაც ვ--–-----------ისათვის ცნობილი გახდა, რომ ს------------------------მა დაადასტურა ე-–---------–--ას გ-------------–------------------------–-–---------------------ში (ყოფილიი------------–---–--------–-----------–----------–-–--------------------------------------–---–ში) 1985 წლიდან 1991 წლამდე სწავლის ფაქტი. 2018 წლის 05 მარტს ვ--–-----------მა წერილით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა ინფორმაცია ნამდვილად იქნა თუ არა გაცემული წერილი ზემოთხსენებული შინაარსით, რაც მას არ მიეწოდა. მოსარჩელე ითხოვს არა პერსონალური ინფორმაციის მიწოდებას, არამედ ადმინისტრაციული ორგანოსაგან გაცემული ინფორმაციის ნამდვილობის დადასტურებას. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია და ამჟამინდელი რედაქციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი), რომლის თანახმად, საქართველოს ყოველი მოქალაქე უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, ასევე სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

 

ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სფეროს წარმოადგენს ისეთი საჯარო ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პირის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ასეთი ინფორმაცია ავტომატურად გასაიდუმლოებულია, ხოლო მისი განსაიდუმლოება შესაძლებელია, თუ არსებობს თავად იმ პირის თანხმობა, ვისაც ეს ინფორმაცია შეეხება.

 

პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს, რომ პირის ინტერესი, არ დაუშვას კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება და აკონტროლოს ამ ინფორმაციის გავრცელება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტია. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი კავშირშია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლთან, რომლითაც დაცულია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, რადგანაც მასში სწორედ ის მონაცემებია მითითებული, რომელიც პირის პრივატულ სფეროს შეეხება. ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია, რომ პირს არ სურს მის კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას პირის კერძო სფერო, სანამ თავად ეს პირი არ გამოხატავს საწინააღმდეგო ნებას და არ მოითხოვს ინფორმაციის გაცემას. ამ დროს კონსტიტუციით დაცული მთავარი ფასეულობაა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. ეს არსებითად განსხვავდება 41-ე მუხლის პირველი პუნქტისაგან, რომლით გათვალისწინებული ინფორმაციის გასაიდუმლოებაც შესაბამისი სუბიექტის ნების გამოვლენის შემდეგ ხდება და სხვა ამოცანებს ემსახურება (საუბარია საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედ რედაქციაზე).

 

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ წყაროებში დაცულ ინფორმაციაზე, რომელიც ასახავს ფიზიკური პირების აქტივობებს, არსებობს გონივრული მოლოდინი, რომ ის არ გახდება ცნობილი მესამე პირთათვის. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის ზემოაღნიშნული ანალიზიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს პირის უფლებას, მოიპოვოს ოფიციალური წყაროებიდან ინფორმაცია სხვა პირის ჯანმრთელობის, ფინანსების ან სხვა კერძო საკითხების შესახებ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება).

 

საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით („ინფორმაციის თავისუფლება“). აღნიშნული თავის 28-ე მუხლი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) იმეორებს კონსტიტუციურ ნორმას, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. ამავე კოდექსის მე-10 მუხლის პირველ ნაწილი ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. ამავე კოდექსის 42-ე მუხლში კი ჩამოთვლილია იმ ინფორმაციათა სახეობანი, რომელთა გასაიდუმლოებაც დაუშვებელია, კერძოდ, 42-ე მუხლის „ნ“ პუნქტში (ზემოხსენებული რედაქცია) მითითებულია, რომ ყველას აქვს უფლება იცოდეს ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებად ან არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს.

 

ამდენად, სახელმწიფოში საჯარო ინფორმაციის ღიაობა უზრუნველყოფილია და ღიაობის შეზღუდვა ორ შემთხვევაშია დაშვებული: როდესაც ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და როდესაც დადგენილი წესით იგი მიეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას.

 

3.2.2. პალატა მიუთითებს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტი განსაზღვრავს რა პერსონალური მონაცემის ცნებას, ადგენს, რომ პერსონალური მონაცემი (შემდგომ − მონაცემი) არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით. ხოლო მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მონაცემთა დამუშავება დასაშვებია თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, პერსონალური მონაცემი არის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. თავის მხრივ, იდენტიფიცირებად მონაცემებად მიიჩნევა ინფორმაცია, რომელიც იძლევა პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ იდენტიფიცირების შესაძლებლობას, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით. ამასთან, ასეთი მონაცემების დამუშავება დასაშვებია უშუალოდ იმ პირის თანხმობით, ვისაც ეს მონაცემები ეხება.

 

განსახილველ შემთხვევაში პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მითითებას, რომ მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს დაადასტუროს რ-------------------–---------------------------ის მოსამართლის ე-–--------–-------–----------------–-------–--ას მიერ მიღებული განათლება კონკრეტულ უნივერსიტეტში, კონკრეტულ პერიოდში (კერძოდ, გ-------------–------------------------–-–---------------------ში (შემდგომში ი------------–---–--------–-----------–----------–-–-------------------------------------------–---–ში), 1985-1991 წლებში). მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს ე-–---------–--ას პერსონალურ მონაცემს, რომელიც ზემოაღნიშნული ნორმებით დაცულ სფეროს მიეკუთვნება.

 

მოსარჩელის პოზიციით, ე-–---------–--ა წარმოადგენს რა თანამდებობის პირს, მის შესახებ არსებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, ხელმისაწვდომია სხვა პირთათვის.

 

საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედ რედაქციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა. ამასთან, მითითებული კოდექსის 27-ე მუხლი განმარტავს რა „ინფორმაციის თავისუფლების“ თავში გამოყენებულ ტერმინებს ამ თავის მიზნებისათვის, „დ“ ქვეპუნტით ადგენს, რომ თანამდებობის პირი არის „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი.

 

ამდენად, პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის უნდა შეფასდეს მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული პირი წარმოადგენს თუ არა თანამდებობის პირს ინფორმაციის თავისუფლების მიზნებისათვის და მისი პერსონალური მონაცემების გასაცემად საჭიროა თუ არა უშუალოდ მისი თანხმობა.

 

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ იგულისხმება მოსამართლე.

 

პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს, რომ, მართალია, ეს უკანასკნელი ნორმა არ აკონკრეტებს და ზოგადად მოსამართლეს მიიჩნევს თანამდებობის პირად, მაგრამ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს მხოლოდ საქართველოს საჯარო დაწესებულებაში არსებულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და აქედან გამომდინარე, ეხება მხოლოდ საქართველოს თანამდებობის პირებს.

 

პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მითითებას, რომ ე-–-------–----------–--ა არ წარმოადგენს თანამდებობის პირს საქართველოში, იგი არ არის საქართველოს საერთო სასამართლოების ან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ამდენად, მის მიმართ ვერ გავრცელდება ის რეგულაციები, რაც საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს მოსამართლეთა მიმართ ვრცელდება. ფიზიკური პირის - ე-–-------–----------–--ასთან დაკავშირებული ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს, ვინაიდან საჯარო ინფორმაცია რომელიც იძლევა პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას არის პერსონალური მონაცემი, შესაბამისად ასეთ ინფორმაციაზე ვრცელდება პერსონალური მონაცემების დაცვის რეჟიმი. შესაბამისად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის გარეშე, ვინაიდან პერსონალური მონაცემი დახურულია თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი ან თუ პირი თავად არ ახდენს ამ მონაცემის გახმაურებას.

 

პალატა არ იზიარებს აპელანტის მითითება, რომ იგი ითხოვს არა პერსონალური მონაცემების გაცემას, არამედ ადმინისტრაციული ორგანოსაგან მის მიერ შექმნილი ინფორმაციის ნამდვილობის დადასტურებას და აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ ვ--–-----------ის წარმომადგენელმა ვ--------–------–--ემ 2018 წლის 5 მარტის წერილით მიმართა სსიპ ს---------------–-–----------------------ის რექტორს და მოითხოვა ინფორმაცია - 2017 წლის 20 ოქტომბერს სსიპ ს--------------–-–---------------------ის მიერ რ------------------–----------------------–----------------–---------ოს სახელზე გაგზავნილი იქნა თუ არა №1-------- წერილი, რომლითაც უნივერსიტეტმა დაადასტურა, რომ ე-–-------–-------–----------------–-------–--ა სწავლობდა გ-------------–------------------------–-–---------------------ში (შემდგომში ი------------–---–--------–-----------–----------–-–--------------------------------------–---–ში), 1985 წლიდან 1991 წლამდე, აღნიშნულის დადასტურება კი თავის მხრივ გულისხმობს ე-–---------–--ას პერსონალური ინფორმაციის გაცემას სსიპ ს---------------–-–----------------------ის მხრიდან, რისთვისაც საჭიროა თავად ე-–---------–--ას თანხმობა, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, იგი არ წარმოადგენს თანამდებობის პირს საქართველოში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, ს-------------------–-–----------------------ის უარი ინფორმაციის გაცემის თაობაზე, არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ--–-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი