განაჩენი

სისხლის სამართლის 20.01.2020
საქმის ნომერი
010141318700060635
ინსტანცია
თარიღი
20.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010141318700060635

საქმე №1ბ/553-17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

13 იანვარი, 2020 წელი თბილისი

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი

სხდომის მდივანი: სოფიკო კაპანაძე, გიორგი ჩუბინიძე

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გ---- ჯ-------–---–ი

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული - ო---- თ--–-----ი, დაბადებული 1----–-–------------------, პ/ნ 3----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ს------------------------------–----–--–-----------------

ადვოკატი: ნ------- ი--–---–ი, ლ---- ჭ----–--ე

თარჯიმანი: ა---- ს---–--------ი

პირვლი ინსტანციის სასამართლოს კვალიფიკაცია: ო---- თ--–-----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და ”დ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს, 2014 წლის 26 ნოემბრის, განაჩენით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

1.1. ო---- თ--–-----მა ჩაიდინა თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

1.2. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2014 წლის 19 თებერვალს, ა----- კ---------ი, რომელსაც სურდა ი------ ხ--–--–----ს ცოლად მოყვანა, წინასწარ შეუთანხმდა რა ი-–--- კ---–---სა და ო---- თ--–-----ს, უკანონოდ აღეკვეთათ თავისუფლება ი------ ხ--–--–----სათვის, იმავე წლის 20 თებერვალს, დილის საათებში, შეთანხმებისამებრ, სკოლისაკენ მიმავალ გზაზე ელოდებოდნენ ი------ ხ--–--–----ს, სადაც ამ უკანასკნელმა დაახლოებით 09:00 საათზე გამოიარა თ---- ხ--–--–----სა და გ---–----ა ხ--–--–----სთან ერთად, რა დროსაც ო---- თ--–-----მა ფიზიკური ძალის გამოყენებით, შეძლო მიეყვანა ი------ ხ--–--–---- იქვე გაჩერებული ”V---------” მარკის ავტომობილთან, სახელმწიფო ნომრით V------, რომელსაც მართავდა ა----- კ---------ი, ხოლო ავტომობილთან მიყვანის შემდეგ, ი-–--- კ---–---ის დახმარებით, შეძლეს დაზარალებული ჩაესვათ ავტომობილის უკანა სალონში, რის შემდეგაც, აღნიშნული პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

2. მხარეთა პოზიცია:

2.1. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე განხილილი იქნა მსჯავრდებულ ო---- თ--–-----ის მონაწილეობის გარეშე, ვინაიდან იგი იმყოფებოდა მიმალვაში. მსჯავრდებული დაკავებული იქნა, 2017 წლის 16 მაისს.

2.2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ო---- თ--–-----მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ---- ჭ----–--ემ.

2.3. სააპელაციო საჩივრისა და სხდომაზე გაჟღერებული პოზიციის თანახმად, ო---- თ--–-----მა ჩაიდინა არა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და ”დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, არამედ ამავე კოდექსის 376-ე მუხლით გათავლისწინებული ქმედება. შესაბამისად, დაცვის მხარემ ითხოვა მსჯავრდებულის ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლზე და მისთვის სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმის, 3 000 ლარის ოდენობით შეფარდება.

2.4. დაცვის მხარის მითითებით მსჯავრდებულის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა დანაშაულის შეუტყობინებლობაში. სიმართლეს არ შეესაბამება ფაქტი იმის შესახებ, რომ ო---- თ--–-----მა ძალის გამოყენებით ჩასვა დაზარალებული მანქანაში. გოგონა თავისი ნებით ჩაჯდა მანქანაში. მსჯავრდებულისთვის კი უცნობი იყო ა-----ის მიერ მისი სკოლასთან დაბარების მიზეზი და მხოლოდ მანქანაში ჩასხდომის შემდგომ გახდა ცნობილი ა----- კ---------ის განზრახვა, რის შემდეგაც ბიჭებს უთხრა, რომ ამ საქმეში მონაწილეობას არ მიიღებდა და უსაყვედურა ა-----ს, თუ რატომ ხვევდა ასეთ შარში. ამასთან მოუწოდა, რომ გოგონა სახლში წაეყვანათ და მაშინვე დატოვა ისინი. სააპელაციო საჩივრის თანახმად, აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს ი------ ხ--–--–----, რომლის ჩვენების თანახმად ,,მინდორში, ფერმებთან ახლოს სამი პირი გადავიდა მანქანიდან, ისაუბრეს, რის შემდეგაც ო----მა დატოვა იქაურობა.“ საგულისხმოა ასევე ის გარემოება, რომ ყველა, გარდა მოწმე ი------ ხ--–--–----სი ამბობს, რომ ,,გოგონამ თქვა, რომ მოიტაცა ა----- კ---------მა“, აღნიშნული დაადასტურა ი-–--- კ---–---მაც, ნიშანდობლივია დ-------- კ---------ის მეუღლე ზ-------- ა-–-----------ას ჩვენებაც, რომლის თანახმადაც ,,გოგონა იყო შეშინებული, უთხრა მათ, რომ იყო ი------ გ--------ს შვილიშვილი და რომ მოიტაცეს ა----- კ---------მა და ი-–--- კ---–---მა.“ დაცვის მხარის მითითებით, აქედან ლოგიკურია, რომ თავად ი------ს მოტაცების მონაწილეებს შორის არ უნდა გამორჩენოდა ო---- თ--–-----ი, მით უმეტეს მაშინ, თუ ო---- თ--–-----მა ჩასვა იგი იძულების წესით მანქანაში. ო---- თ--–-----ის მიერ რაიონის დატოვება კი გამოწვეული იყო შიშით და დაბნეულობით, რომელიც აღნიშნული ფაქტის შემდგომ ჰქონდა მსჯავრდებულს. ხოლო სწორი ფიქრისა და განსჯის შემდგომ იგი დარწმუნდა, რომ გამოცხადებულიყო და ეთქვა სიმართლე.

2.5. დასკვნითი სიტყვის ეტაპზე დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ დაზარალებულის ჩვენება არის არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივი. მან ჯერ განაცხადა, რომ ო---- თ--–-----ი პირდაპირ მას მივარდა და მანქანაში ჩასმა დაუპირა, შემდგომ კი მიუთითა, რომ მსჯავრდებულმა ჯერ გ---–----ა და თ---- ხ--–--–---ები მოიცილა და შემდეგ გადავიდა მასზე. ადვოკატის მითითებით საეჭვოა ასევე დაზარალებულის განცხადება, რომ შეპყრობა და მისი მანქანაში ჩასმის მომენტი 10 წუთი გაგრძელდა. ბრალდების მხარის შეკითხვაზე ი------ ხ--–--–----მ განაცხადა, რომ ო---- თ--–-----ი იყო მაღალი, ჩასხმული მამაკაცი. თუ მისი ეს ჩვენება სინამდვილეა, ო---- თ--–-----ს არ დაჭირდებოდა 10 წუთი. ასევე დაზარალებულის განცხადება იმის თაობაზე, რომ იგი მანქანის უკანა სალონში, შუაში, ო----სა და ი-–---ს შორის იჯდა, ეწინააღმდეგება მისივე მეგობრების ჩვენებას, რომლებმაც განაცხადეს, რომ ი-–--- კ---–---ი მძღოლის გვერდით იჯდა.

2.6. ადვოკატის მითითებით, გ---–----ა ხ--–--–----მ და თ---- ხ--–--–----მ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებში აღნიშნეს, რომ ი------ ხ--–--–---- მოიტაცა მაღალმა, ახალგაზრდა ბიჭმა, ა----- კ---------მა. სწორედ ის მივიდა გოგოებთან, თ----ი და გ---–----ა წააქცია, ხოლო ი------ი მანქანაში ჩასვა. ამასთან, გამოძიებისას ორივე მოწმე აცხადებდა, რომ მანქანიდან სხვა არავინ გადმოსულა და ასევე არ უხსენებიათ ო---- თ--–-----ი. კითხვაზე რით ახსნიდა გამოძიებისას და სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს შორის განსხვავებას, მოწმემ უპასუხა, რომ აღელვებული იყო. დაცვის აზრით, შემთხვევიდან გასული დროის (ფაქტიდან გასული იყო სამი საათი) და იმის გათვალისწინებით, რომ მათ დაკითხვას ესწრებოდნენ კანონიერი წარმომადგენლები, ეს არალოგიკურია.

2.7. ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო თ---- ხ--–--–----ს სასამართლოში წარმოდგენა, რის გამოც დაცვის მხარეს არ მიეცა უფლება უშუალოდ დაეკითხა მითითებული მოწმე.

2.8. ო---- თ--–-----ის ჩვენებას ამყარებს ი-–--- კ---–---ის ჩვენება, რომლის თანახმად იგი ძლიერ ნასვამი იყო. წაყვანისას დაზარალებულს თან ჰქონდა ფული და ხელბარგი, რაც მას აფიქრებინებს, რომ სურდა ა----- კ---------ზე გათხოვება. მისივე ჩვენებით, როცა ო----მა გაიგო გოგოს მოტაცების შესახებ, ა-----ს ძლიერ ეჩხუბა. ამასთან ადვოკატის მითითებით ი-–--- კ---–---ს მანქანაში ეძინა და გოგოს ხელის დარტყმამ გამოაღვიძა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული, როგორც თვითონ განმარტავს ყვიროდა და ჩხუბობდა, მას აუცილებლად გამოაღვიძებდა, თუმცა ი-–--- კ---–---ს ყვირილის ხმა არ გაუგია.

2.9. დაცვის მხარის აზრით, მის პოზიციას ადასტურებს ასევე ა----- კ---------ის ჩვენება, რომლის თანახმადაც მას ო----ისათვის არ უთქვავს, რომ გოგოს იტაცებდა. მოატყუა იგი და უთხრა, თითქოს ნებით მიჰყვებოდა. მან თვითონაც ისე იცოდა, რომ ი------ ხ--–--–---- სრულწლოვანი იყო, შესაბამისად ო---- თ--–-----ს ვერ ეტყოდა მის ზუსტ ასაკს.

2.10. ბრალდების მხარე არ დაეთანხმა საჩივარს, ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და განაჩენის უცვლელად დატოვება. პროკურორმა აღნიშნა, რომ როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ისე სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ო---- თ--–-----ის ბრალდება უტყუარად მტკიცდება. პირადად მან, ძალადობის გამოყენებით ჩასვა დაზარალებული ავტომანქანაში. შესაბამისად, ბრალდებულის ქმედება წარმოადგენს ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას და არა დანაშაულის შეუტყობინებლობას.

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. როგორც აღინიშნა, აპელანტი სადავოდ არ ხდის ი------ ხ--–--–----ს გატაცებაში ო---- თ--–-----ის ფიზიკურად მონაწილეობას. საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენს დადგენა იმ ფაქტობრივი გარემოების, რომ მონაწილეობდა რა მომხდარში, მსჯავრდებულმა ო---- თ--–-----მა არ იცოდა თუ გოგონას რეალურად იტაცებდა, ასევე არ იცოდა მისი ასაკი. ამ პოზიციის შესაბამისად და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ წინა განაჩენით (რომელიც გამოტანილია ამ ფაქტზე და მათ შორის ა----- კ---------ის და ო---- თ--–-----ის მიმართ საბოლოოდ შესულია კანონიერ ძალაში) დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2014 წლის 20 თებერვალს, ი------ ხ--–--–----ს ნამდვილად აღუკვეთეს თავისუფლება უკანონოდ. ასევე სადავოდ არ გაუხდიათ და არ გამოკვლეულა მთელი რიგი მტკიცებულებები. მხარეებმა, თავიანთი პოზიციის დასადასტურებლად, წარმოადგინეს მხოლოდ შემდეგი მტკიცებულებები - ბრალდების მხარემ წარმოადგინა დაზარალებულ ი------ ხ--–--–----ს, მოწმეების: გ---–----ა თ--–-----ას და თ---- ხ--–--–----ს ჩვენებები, ხოლო დაცვის მხარემ წარმოადგინა მოწმეების: ა----- კ---------ის და ი-–--- კ---–---ის, ასევე თვითონ მსჯავრდებულ ო---- თ--–-----ის ჩვენება.

4.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ი------ ხ--–--–----მ აჩვენა, რომ 2014 წლის 20 თებერვალს, 9:00 საათზე, ბიძაშვილებთან, გ---–----ა და თ---- ხ--–--–---ებთან ერთად სკოლაში მიდიოდა. სკოლამდე ცოტა მანძილი იყო დარჩენილი, როდესაც გზის მარცხენა მხარეს, ცოტა წინ ო---- თ--–-----ი დაინახა, რომელიც ტელეფონზე საუბრობდა. ამ დროს, უკანა მხრიდან წითელი ფერის, ცოტა მოძველებული ავტომობილი მიუახლოვდა და წინ გზა ჩაუკეტათ. ო---- თ--–-----ი უკანა მხრიდან მიუახლოვდა და მის ბიძაშვილებს ხელი ჰკრა. შედეგად ერთი ძირს დავარდა, მეორეს კი არ ახსოვს რა მოუვიდა, თავითონ ის კი ხელით დაიჭირა და იძულებით მანქანში ჩასმას შეეცადა. მანქანიდან მას ი-–--- კ---–---ი დაეხმარა და მიუხედავად მისი აქტიური წინააღმდეგობისა, იგი მანქანაში ჩასვევს, კარი დახურეს და ავტომანქანა დაძრეს. მანქანაში ყოფნისას ტიროდა, ყვიროდა, ო---- თ--–-----ი კი იჭერდა და არ აძლევდა მძღოლისთვის ფეხის და ხელის დარტყმის საშუალებას, ასევე პირზე ხელს აფარებდა. მეორე მხრიდან მას ი-–--- კ---–---ი აკავებდა, რომელიც მანქანაში გვერდზე ეჯდა. დაუსახლებელ, მისთვის უცნობ ადგილზე, ფერმაში მიიყვანეს. ავტომანქანიდან სამივე გადავიდა და საუბრობდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ა-----მა დაზარალებული მანქანიდან იძულებით გადაიყვანა. ო----ს ტელეფონები და მანქანა გადასცეს, უთხრეს, რომ ტელეფონები დაემალა, ერთი პერიოდი დამალულიყო და არ გამოჩენილიყო. რის შემდეგაც ო---- თ--–-----ი წავიდა, თან ტელეფონები წაიღო და ავტომანქანა წაიყვანა. დაშორებისას მათ შორის ჩხუბს ადგილი არ ჰქონია. გაიგონა ასევე ო----ისთვის ნათქვამი სიტყვები, ,,ჩვენ რომ გამოვჩნდებით შენც მაშინ გამოჩდიო“. მოწმემ დამატებით განმატრა, რომ ო---- თ--–-----ს ამ შემთხვევამდე არ იცნობდა და მხოლოდ რამდენჯერმე, მის სახლთან ყავდა ნანახი. მისი მოტაცება, მანქანაში ჩასმამდე დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, რა დროსაც იგი ყვიროდა, ტიროდა და შველას ითხოვდა. მისი გატაცების შემდგომ მისი ბიძაშვილები ადგილზე დარჩნენ. მოწმის განმარტებით მსჯავრდებულმა კარგად იცოდა, რომ დაზარალებული იძულებით მიყავდათ. ო---- თ--–-----ის სახელი მისთვის ცნობილი გახდა მსჯავრდებულის წასვლის შემდეგ ა-----ისა და ი-–---ს შორის საუბრისას. ასევე მისი სახელი დააზუსტა სახლში მისვლის შემდეგაც. მათი სოფლები პატარაა, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს. ამასთან 100 წელიც რომ გავიდეს, მათი სახეები არ დაავიწყდება.

4.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაკითხულმა გ---–----ა თ--–-----ამ აჩვენა, რომ 2014 წლის 20 თებერვალს, დილის 9:00 საათზე, ი------ და თ---- ხ--–--–---ებთან ერთად სკოლაში მიდიოდნენ. სკოლასთან ახლოს დაინახეს მაღალი, მსუქანი, წვერებიანი, იმ დროისთვის მისთვის უცნობი ო---- თ--–-----ი, რომელსაც თავზე ქუდი ეხურა და საეჭვოდ უყურებდათ. მათი დანახვისას თ--–-----მა დაიწყო ტელეფონით საუბარი, მალევე წითელი მანქანა მოუახლოვდათ და გზა გადაუკეტათ. ამ დროს მიუახლოვდათ ო---- თ--–-----იც და მას და თ---- ხ--–--–----ს, რომლებიც დაზარალებულის წინ იდგნენ, ჰკრათ ხელი. შედეგადაც გ---–----ა თ--–-----ა ძირს დავარდა, ხოლო ი------ ხ--–--–---- იძულებით წაიყვანა და მისი მანქანაში ჩასმა სცადა. ო---- თ--–-----ი, მისი წინააღმდეგობის გამო, დაზარალებულს მანქანაში ვერ სვამდა. ამიტომ მას შიგნით მჯდომი ი-–--- კ---–---ი მიეხმარა და ი------ი იძულებით ჩასვეს და წაიყვანეს. ო---- თ--–-----ი დაზარალებულთან, უკან ჩაჯდა, ა----- კ---------ი კი მანქანას მართავდა. მოწმის განმარტებით, ტერიტორია საიდანაც გოგონა გაიტაცეს დასახლებულია, თუმცა დილა იყო და ქუჩაში არავინ იყო. ყვირილისა და შველის თხოვნის მიუხედავად, მათთან დასახმარებლად არავინ მივიდა. მათ ვერაფერი გააკეთეს და დახმარება ვერ გაუწიეს, რადგან შეეშინდათ. ტელეფონები არცერთს ჰქონდა, ვინაიდან სკოლაში ტელეფონებით არ უშვებდნენ. ი------ის სახლში მივიდა, სადაც დაზარალებულის დედა და პაპა დახვდა და მომხდარი ამბავი მოუყვა. მანქანა, რომლითაც ი------ი მოიტაცეს, ძველი და წითელი ფერის იყო, ფანჯრები დახურული ჰქონდა. მოწმის განმარტებით, კარგად ახსოვს ო---- თ--–-----ი, უბრალოდ ახლა წვერები არ აქვს (სააპელაციო სხდომაზე საქმის განხილვისას მიუთითა მსჯავრდებულზე). პირველად, პოლიციაში ჩვენების მიცემის დროს მან არ იცოდა გამტაცებლებიდან რომელი იყო ო---- თ--–-----ი და რომელი ა-----ი, უბრალოდ მათი სახელები ჰქონდა გაგებული და შეეშალა.

4.6. სააპელაციო სასამართლოში გამოქვეყნდა მოწმე თ---- ხ--–--–----ს პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენება (ვინაიდან იგი საქართველოში არ იმყოფებოდა), რომლის თანახმადაც: 2014 წლის 20 თებერვალს, დილით 09:00 საათზე, ის, გ---–----ა და ი------ ხ--–--–---ებთან ერთად გამოვიდა სახლიდან და მიდიოდნენ სკოლაში. გზად მათ დაინახეს მაღალი, მსუქანი ბიჭი, როგორც შემდგომ გაიგო, ეს იყო ო---- თ--–-----ი, რომელიც იდგა სკოლის მახლობლად. მათი დანახვისთანავე აღნიშნულმა პირმა ამოიღო მობილური ტელეფონი და დარეკა. მალევე მოვიდა წითელი ფერის ავტომანქანა, რომელიც გაჩერდა მათ წინ. ო----ი გაესაუბრა ავტომანქანაში მსხდომებს. ავტომანქანაში საჭესთან იჯდა ახალგაზრდა ბიჭი, როგორც შემდგომ მისთვის გახდა ცნობილი ეს იყო ა----- კ---------ი, ხოლო უკან შედარებით ხანში შესული პიროვნება - ი-–--- კ---–---ი, რომელსაც მომხდარ ფაქტამდე არ იცნობდა. ამის შემდეგ, ო----ი მიუახლოვდა მათ, ი------ს სტაცა ხელი და ცდილობდა მის ავტომანქანაში ჩასმას. ო----მა ი------ი ძალის გამოყენებით მიიყვანა მანქანამდე, ხოლო ამის შემდეგ, უკან მჯდომი პიროვნება - ი-–--- კ---–---ი, ისე რომ არ გადმოსულა ავტომობილიდან ეხმარებოდა ო----ს, ი------ი ჩაესვა მანქანაში, რის შემდეგაც, ო----იც ჩაჯდა იმავე მანქანის უკანას სალონში და მანქანა დაიძრა. მომხდარის გამო, როგორც ი------ი, ასევე ის და გ---–----აც ტიროდნენ და ითხოვდნენ შველას, მაგრამ მახლობლად არავინ იყო, მოგვიანებით მათ ყვირილზე მოგროვდა ხალხი. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი, მომხდარ ფაქტამდე ი------ი არ იცნობდა ა----- კ---------ს.

დაცვის მხარის მოწმეები:

4.4. სააპელაციო სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე მოწმე ა----- კ---------ის მიერ მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ შემთხვევის დროს 28 წლის იყო, ი------ ხ--–--–---- კი, რომელიც უყვარდა - 15 წლის. იგი პირველად, შემთხვევამდე ორი თვით ადრე ნახა ქორწილში. 2014 წელს 20 თებერვალს დაზარალებული მოიტაცეს. სამი პირი იყვნენ. მან იცოდა რომ ი------ი სკოლაში დადიოდა და იმ დღესაც სკოლაში უნდა მისულიყო, თუმცა რამდენი იყვნენ არ იცოდა. მისი პირადი ავტომანქანით მივიდნენ, საჭესთან თავად იჯდა, ხოლო კ---–---ი უკან. რომ გამოჩნდნენ სამნი იყვნენ, დაზარალებული არავის მოუტაცია, ახლოს გააჩერა მანქანა, უბრალოდ გოგო ო----მა დაიჭირა და მანქანაში ჩასვა, წაიყვანა მანქანით და წავიდნენ. ი-–--- კ---–---ი შიგნიდან არ მიხმარებია, დაზარალებულის რეაქცია თავად ვერ დაინახა. შემთხვევა 10-15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. გარშემო კი ხალხი არ იყო. მოწმის განმარტებით მან ო---- თ--–-----ს უთხრა, რომ გოგოსთან ურთიერთობა ჰქონდა, იგი თავისი ნებით მოდიოდა და მისი დახმარება ჭირდებოდა. მოტაცების შემდგომ არეული სიტუაცია იყო, მსჯავრდებულმა უთხრა ,,რა გავაკეთეო“, მათთან 20 წუთიც არ დარჩენილა. ო----მა დაზარალებულის ასაკი არ იცოდა.

4.5. სააპელაციო სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე დაკითხული ი-–--- კ---–---ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2014 წლის 20 თებერვლას, დილას ძლიერ მთვრალი იყო, ლუდის დასალევად გავიდა, როცა ა-----ი და ბიჭები მასთან მივიდნენ, ო----ი იქ არ იყო. იგი მანქანაში ჩაჯდა და ჩაეძინა. შემდეგ მანქანაში ეძინა და არაფერი ახსოვს და დაუნახავს. მძინარე, გოგოს დარტყმამ გამოაღვიძა, რომელმაც ფანჯრის ჩაწევა მოთხოვა, ვინაიდან მას არყის სუნი ასდიოდა. სხვა პრეტენზია წამოყვანილ გოგოს არ ჰქონია. როდესაც გაეღვიძა ო----ი მანქანაში იჯდა უკან, შუაში დაზარალებული იყო, თავად მარჯვენა მხარეს, გოგოს გვერდზე იყო მოთავსებული, ხოლო ა-----ი კი წინ. ცოტა ხნის შემდეგ გაჩერდნენ და მანქანიდან გადმოვიდნენ. ა-----ს ო----მა ხელი დაარტყა, რატომ მომატყუეო. ამის მერე ო----ი წავიდა და არ უნახავს. მოწმის განმარტებით მან დაზარალებულის ასაკი არ იცოდა, ასევე არ იცის თუ რამდენი ადამიანი იყო მასთან.

4.6. სააპელაციო სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე დაკითხული ო---- თ--–-----ის ჩვენებით - 20 თებერვალს, დილის 9 საათზე მეგობარმა, ა----- კ---------მა უთხრა, რომ შეყვარებული ყავდა, მას სახლიდან შორს, სკოლის გზაზე უნდა შეხვედროდა, გოგო თვითონ უნოდა მოსულიყო და ნებით ჩამჯდარიყო ავტომანქანაში და გაყოლა სთხოვა. მან არ იცოდა, რომ დაზარალებული სკოლაში დადიოდა. მეგობარმა მხოლოდ ის უთხრა, რომ გოგოსთან კავშირი ჰქონდა და სახლიდან იყო გამოსული. მივიდნენ სკოლასთან. ადგილზე მისვლიდან, 2-3 წუთში გოგოები მიუახლოვდნენ. ა-----მა აჩვენა რომელი იყო მისი შეყვარებული, ახლოს გოგოსთან ერთად საუბრობდნენ. გოგოს არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია, მოკიდა ხელი და მაქნანაში ჩასვა. მანქანში ჩაჯდომის შემდგომ გოგომ უარი თქვა, თუმცა მანქანა არ გააჩერეს. ამის გამო ა-----თან მოუვიდა კონფლიქტი, გაჩერების შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა, ერთი ორჯერ მის მეგობარს დაარტყა და წავიდა. შემდგომ რა მოხდა მან არ იცის. ცოტა ხნის განმავლობაში არ ჩნდებოდა, 2017 წელს ნებაყოფლობით ჩამოვიდა. ო---- თ--–-----ის განმარტებით დაზარალებულის ასაკი არ იცოდა, კ---–---ი ნასვამი იჯდა ავტომანქანაში, ხოლო დაზარალებულის თანმხლები ორი გოგო არ ახსოვს რას აკეთეთებდნენ. საჭესთან ა-----ი იჯდა, თითონ უკან. მანქანა წითელი ფერის იყო. გოგოს ჩასმისას მანქანიდან ა-----ი რატომ არ გადმოვიდა არ იცის. დანარჩენი გოგოები ადგილზე დარჩნენ, არ იცის ტიროდნენ თუ ყვიროდნენ. ჩასმისას კარი ა-----მა გაუღო, ამ დროს კ---–---ი უკან იჯდა.

4.7. მტკიცებულებათა შეფასების, ურთერთშესაბამისობის და აღნიშნულის შედეგად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას პალატა, ხელმძღვანელობს რა კანონმდებლობითა და მისი შესაბამისი სასამართლო პრაქტიკით, უთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილზე, რომლის თანახმადაც, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელ----ტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

4.8. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეცამეტე ნაწილით დადგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის რაობა. კერძოდ, ეს სტანდარტი წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ცალსახაა, რომ კანონის ამ ნორმის თანახმად დასახელებული სტანდარტის არსებობისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ანუ რამდენიმე - არანაკლებ ორი მტკიცებულება. ამავდროულად პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

4.9. ის, თუ რომელი მტკიცებულებების ერთობლიობა ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს სასამართლომ კონკრეტული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენში აღნიშნა, რომ: „საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია“.

4.10. თავის მხრივ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ყველა თეორული - შესაძლო, მაგრამ ძნელად წარმოსადგენი და პრაქტიკულად განუხორციელებადი ვარიანტის გამორიცხვას. გონივრული ეჭვი არის მოვლენათა ისეთი განვითარების დაშვების შესაძლებლობა, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება და აფიქრებინებს, რომ დაცვის მხარის მიერ დასახელებული ვერსია დასაშვებია, შესაძლოა პრაქტიკულად მომხდარიყო ასეთი რამ.

4.11. პალატა კანონის დასახელებული ნორმების და სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე აფასებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს. აღნიშნულის შედეგად პალატა ადგენს სახეზეა თუ არა ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ისეთი მაღალი ალბათობით, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა გამოირიცხოს მოვლენათა სხვაგვარი განვითარების ალბათობა. ამ კონტექსტში, კონკრეტული საქმის განხილვისას სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე ნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებაზე.

4.12. პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის დაზარალებულის გატაცების და მასში ო---- თ--–-----ის ფიზიკურად მონაწილეობის ფაქტს. მისი ვერსიის თანახმად, ო---- თ--–-----მა ჩაიდინა არა თავისუფლების უკანონო აღკვეთა, არამედ დანაშაულის შეუტყობინებლობა, ვინაიდან ი------ ხ--–--–----სთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მოგვიანებით. საქმროსაგან მან იცოდა, თითქოს გოგონა ნებით მიჰყვებოდა მას. თ--–-----მა დაკითხვისას ისიც აჩვენა, თითქოს დაზარალებული ნებაყოფლობით ჩაჯდა მანქანაში და მხოლოდ ამის შემდეგ განაცხადა უარი გაყოლაზე. გაიგო რა რეალური ვითარება, მანაც გააპროტესტა გატაცების ფაქტი, თუმცა დაბნეულობისა და შიშის გამო არ განუცხადებია სათანადო ორგანოებისთვის. საჩივრის ფარგლებიდან გამომდინარე, პალატა შეაფასებს დაცვის მხარის ამ ვერსიას, კერძოდ მის ირგვლივ მხარეების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და მოსაზრებებს.

4.13. პირველ რიგში სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს მსჯავრდებულისა და მისი თანმხლები პირების მოქმედებას დანაშაულის ჩადენამდე და მისი ჩადენის შემდგომ. ამასთან იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რაზედაც განაჩენის ამ პუნქტში პალატა მსჯელობს, თვითონ ეს პირები ადასტურებენ თავის ჩვენებებში. კერძოდ, გოგონას წაყვანამდე ო---- თ--–-----ი გადმოსული იყო ავტომობილიდან, ავტომობილში საჭესთან იჯდა ა----- კ---------ი, ხოლო უკან სალონში მარჯვენა მხარეს ი-–--- კ---–---ი. ნათელია, რომ ო---- თ--–-----ის ავტომობილიდან გადმოსვლის შემდეგ, ავტომობილში დარჩენილი პირები ისე განლაგდნენ, რომ შეძლებისდაგვარად სწრაფად ჩაესვათ ი------ ხ--–--–---- ავტომანქანის უკანა სალონში და თან ისე, რომ შეზღუდული ჰქონოდა ავტომობილიდან გადმოსვლის შესაძლებლობა. იმის გათვალისწინებით, რომ ო---- თ--–-----იც განთავსდა იმავე ავტომობილის უკანა სალონში მარცხენა მხარეს, მაშინ როდესაც მძღოლის გვერდით ადგილი თავისუფალი იყო, მათ ფაქტობრივად, დაზარალებულს ავტომობილს კარებებთან კონტაქტის საშუალება აღუკვეთეს და ეს წინასწარ იყო დაგეგმილი. აღნიშნული გარემოება ცხადყოფს, რომ ო---- თ--–-----ს, თანმხლებ პირებთან ერთად მომხდარ ფაქტამდე, განაწილებული ჰქონდა როლები და წინასწარ იცოდა თუ ვის რისი გაკეთება ევალებოდა. დაზარალებულთან და მის თანმხლებ გოგონებთან ერთად, სააპელაციო სასამართლოში დაკითხვისას ა----- კ---------მაც დაადასტურა, რომ ი------ის მანქანაში ჩასმა დაახლოებით 10-15 წუთს გაგრძელდა. ეს ჩვენება სრულ თანხვედრაშია დაზარალებულის და მისი ბიძაშვილების ჩვენებასთან, რომლის თანახმადაც მათ თავს დაესხათ ო---- თ--–-----ი, ცდილობდა ხ--–--–----ს მანქანაში ჩასმას, ი------ი ეწინააღმდეგებოდა რაც შეეძლო, მაგრამ ბოლოს მაინც შეძლო მისი ავტომობილში მოთავსება. ამ ყველაფერს დაახლოებით 10 წუთი დასჭირდა. გონივრულად მოაზროვნე ადამიანი, მართლაც რომ არ სცოდნოდა გატაცების რეალურობის შესახებ, დაზარალებულის ასეთი წინააღმდეგობის გამო მიხვდებოდა ამას და შეწყვეტდა ქმედებას.

4.14. დასკვნითი სიტყვის ეტაპზე დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ დაზარალებლის ჩვენება წინააღმდეგობრივია და პალატამ არ უნდა გაიზიაროს. მან ჯერ განაცხადა, თითქოს ო---- თ--–-----ი პირდაპირ მას მივარდა და მანქანაში ჩასმა დაუპირა, შემდგომ კი მიუთითა, რომ მსჯავრდებულმა ჯერ გ---–----ა და თ---- ხ--–--–---ები მოიცილა და შემდეგ გადავიდა მასზე. პალატა დაცვის ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, ვინაიდან ჩვენების მიცემისას დაზარალებული იყო თანმიმდევრული. არსებითი ხასიათის წინაამდეგობები მის ჩვენებაში არ არის. უფრო მეტიც, მის ჩვენებას, გარდა ბრალდების მოწმეების, მთელ რიგ არსებით მომენტებში (ისე როგორც, მაგალითად ზემოთ ნახსენებ მომენტში, მანქანაში ჩასმაზე დახარჯული დროის შესახებ) ამყარებს დაცვის მხარის მიერ დაკითხული პირების ჩვენებები.

4.15. პალატა დეტალურად აფასებს დაცვის მხარის ყველა არგუმენტსა და მოსაზრებას. მათ შორის დაცვამ აღნიშნა, თითქოს ო---- თ--–-----ი იყო რა მაღალი, ჩასხმული მამაკაცი (დაზარალებულის ჩვენებიდან გამომდინარე) მას გოგონას მანქანაში ჩასმისათვის, არ დასჭირდებოდა 10 წუთი. ეს მხოლოდ დაცვის მოსაზრებაა და არ შეესაბამება რეალობას. საქმე ისაა, რომ თ--–-----ის მიზანი იყო მეგობრისათვის ცოლად შერთვის მიზნით ქალის მოტაცება, შესაბამისად ის ვერ მოიქცეოდა მთელი სიმკაცრით, რაც დაზარალებულის წინააღმდეგობის გამო, ბუნებრივია გაზრდიდა ამ უკანასკნელის დამორჩილებისათვის საჭირო დროს. ამასთან ერთად პალატა კიდევ ერთხელ უთითებს, რომ არა მხოლოდ ბრალდების მტკიცებულებების, არამედ დაცვის მოწმე ა----- კ---------ის ჩვენების თანახმადაც, გოგონას მანქანაში ჩასმას დაახლოებით 10-15 წუთი დასჭირდა.

4.15. დაცვის მოსაზრების საწინააღმდეგოდ, თვითონ დაცვის მოწმეები და მათ შორის ბრალდებულიც ადასტურებენ, რომ ი------ ხალოლოვა მანქანის უკანა სალონში, შუაში, ო----სა და ი-–---ს შორის იჯდა. ამდენად ამ ნაწილში დაზარალებულის ჩვენება არ ეწინააღმდეგება სხვა მტკიცებულებებს.

4.16. საფუძველს მოკლებულია დაცვის მოსაზრება, თითქოს ბრალდების მოწმეებს, მათ შორის დაზარალებულს, ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები აქვთ მიცემული იმის თაობაზე, თუ ვინ ჩასვა ავტომანქანაში გატაცებული გოგონა, ამიტომ ეს ჩვენებები დაუშვებელია და არ უნდა გაიზიაროს სასამართლომ. პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ გამოძიების პირველ ეტაპზე ამ ნაწილში გოგონები მართლაც სხვა ჩვენებას იძლეოდნენ. ამავე დროს, კანონის თანახმად, მოწმის ჩვენებას, როგორც მტკიცებულებას, წარმოადგენს მის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება. სასამართლოში, ყველა მათგანმა არა მხოლოდ ამხილა ო---- თ--–-----ი, არამედ დამაჯერებლადაც ახსნა დასახელებული უსწორობა. ის რომ ამ ნაწილში, ბრალდების მოწმეების მიერ, საქმის სასამართლოში განხილვის ყველა ეტაპზე, მიცემულია სწორი ჩვენება, კვლავაც დასტურდება დაცვის მტკიცებულებებითაც. ა----- კ---------მა, ი-–--- კ---–---მა და თვითონ ო---- თ--–-----მაც, სააპელაციო სასამართლოში დაკითხვისას ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ გოგოს მოტაცებისას მანქანიდან გადასული იყო მხოლოდ ო---- თ--–-----ი. უფრო მეტიც, ამ უკანასკნელმა უარყო მხოლოდ ძალადობის ფაქტი, მაგრამ ამავდროულად აჩვენა შემდეგი - მე ვიყავი მხოლოდ მანქანიდან გადასული, მოვკიდე გოგოს ხელი და ჩავსვი მანქანაშიო. ამ მოცემულობის ფონზე, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ დაზარალებულ ი------ ხ--–--–----ს, მოწმეების: გ---–----ა ხ--–--–----ს და თ---- ხ--–--–----ს ჩვენებები არ შეიცავს არანაირ წინააღმდეგობებს, ისინი გაზიარებული უნდა იქნეს პალატის მიერ და შესაბამისად, ი------ ხ--–--–----, ძალადობის გამოყენებით ავტომანქანაში ჩასვა სწორედ ო---- თ--–-----მა.

4.17. დაცვის მხარის აზრით, მის პოზიციას ადასტურებს ასევე ა----- კ---------ის ჩვენება, რომლის თანახმადაც მას ო----ისათვის არ უთქვავს, რომ გოგოს იტაცებდა. მოატყუა იგი და უთხრა, თითქოს ნებით მიჰყვებოდა. ასევე მან თვითონაც ისე იცოდა, რომ ი------ ხ--–--–---- სრულწლოვანი იყო, შესაბამისად ო---- თ--–-----ს ვერ ეტყოდა მის ზუსტ ასაკს. პალატა თვლის, რომ ა----- კ---------ის ეს ჩვენება მოგონილია, ბრალდებულისათვის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით და არ დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებებით. აღნიშნულ დასკვნამდე პალატა მივიდა არაერთი, გონივრი ეჭვს მიღმა დადგენილი ფაქტობრივი გარემოების, მათ შორისა ამ განაჩენის 4.13. პუნქტით დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით. ამასთან ერთად მხედველობაშია მისაღები ასევე შემდეგი: როგორც ო---- თ--–-----ი აცხადებს, ავტომანქანით გადაადგილებისას ი------ი წინააღმდეგობას უწევდათ და ყვიროდა. მხოლოდ აღნიშნულის გამო მიხვდა, რომ ის ძალით იყო მოტაცებული, მანამდე კი კ---------ი მას ატყუებდა. საკითხავია თუ ავტომანაქანაში ერთი პირის მიერ გაწეულმა წინააღმდეგობამ დაარწმუნა თ--–-----ი გატაცების რეალურობაში, რატომ არ გაუჩნდა იგივე აზრის ადგილზევე, მაშინ, როდესაც ერთი კი არა სამი პირი აპროტესტებდა გატაცებას ხმამაღლა და რატომ, თუნდაც დროებით არ შეჩერდა საკითხის გასარკვევად. ეს ყველაფერი ცალსახად ადასტურებს, რომ თავიდანვე შეთანხმებული სხვა გამტაცებლებთან რის გამოც, არაფერზე უკან არ დაუხევია.

4.18. ალოგიკურია დაცვის მტკიცება, თითქოს ო---- თ--–-----მა არ იცოდა გატაცებულის ასაკი. წინასწარ შეთანხმებისა და მოლაპარაკების პროცესში, რა თქმა უნდა ის დეტალურად გაიგებდა გასატაცებელი პირის ასაკს. რაც მთავარია, დიდი ცოდნა და გამოცდილება არ სჭირდება იმის გარკვევას, რომ სკოლაში ჩანთით მიმავალი გოგონა ვერ იქნება სრულწლოვანი.

4.19. ი-–--- კ---–---მა აჩვენა, თითქოს წაყვანისას დაზარალებულს თან ჰქონდა ფული და ხელბარგი, რაც მას აფიქრებინებს, რომ გოგონა წინასწარ იყო მომზადებული ა----- კ---------ზე გასაყოლად. კ---–---ის ჩვენებაც მოგონილია, ბრალდებულისათვის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით და არ დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებებით. პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პროცესი მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრიციპზე დაყრდნობით. ეს კი ნიშნავს, რომ მხარეები თვითონ განსაზღვრავენ რა მტკიცებულებები წარადგინონ მათი პოზიციის დასადასტურებლად, სასამართლო კი მხოლოდ აფასებს მათ. აღნიშნულის შეხსენება საჭიროა იმდენად, რამდენადაც დაცვის არცერთ მოწმეს ასეთი რამ არ დაუდასტურებია. აღარაფერს ვამბობთ ბრალდების მოწმეებზე. უდავოდ დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ გატაცების ხანგრძლივი ვადის მიუხედავად, ი------ ხ--–--–----მ მაინც ამხილა გამტაცებლები დანაშაულის ჩადენაში და არ გაჰყვა ა----- კ---------ს ცოლად. ასეთ პირობებში ყოველგვარ გონივრულ საფუძველს მოკლებულია იმის დაჯერება, თითქოს დაზარალებული ბარგით და ფულით იყო გამოსული და აპირებდა ოჯახის შექმნას.

4.20. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულის მიერ მიცემულ ჩვენებას იმის თაობაზე, თითქოს გაიგო რა დაზარალებულის იძულებით წაყვანის შესახებ, გამოთქვა პროტესტი და ა-----თან კონფლიქტი მოუვიდა, კერძოდ მანქანიდან გადმოვიდა, ერთი ორჯერ დაარტყა მას (ა-----ს) და წავიდა, არ ადასტურებს თავად ა----- კ---------ი. ამ უკანასკნელს სააპელაციო სასამართლოში დაკითხვისას კონფლიქტი და ხელის დარტყმა საერთოდ არ უხსენებია. მან აღნიშნა მხოლოდ ის ფაქტი რომ, მოტაცების შემდგომ არეული სიტუაცია იყო და მსჯავრდებულმა უთხრა ,,რა გავაკეთეო“. მსჯავრდებულებს შორის კონფლიქტს არ ადასტურებს ასევე დაზარალებულიც, რომლის განმარტებითაც დაშორებისას ო---- თ--–-----სა და მის თანმხლებ პირებს შორის ჩხუბი არ ყოფილა.

4.21. უფრო კონკრეტულად კი, დაზარალებული დეტალურად აღწერს მანქანაში ყოფნისას ო---- თ--–-----ის ქმედებებს და მიუთითებს, რომ მის წინააღმდეგობას ახშობდა სწორედ ო---- თ--–-----ი აქტიური მოქმედებით. კერძოდ, იჭერდა და არ აძლევდა მძღოლისთვის ფეხისა და ხელის დარტყმის საშუალებას, ასევე პირზე ხელს აფარებდა. ფერმაში მისვლისას მანქანიდან ყველანი გადმოვიდნენ, მსჯავრდებულს (თ--–-----ს) ტელეფონები და მანქანა გადასცეს და უთხრეს, რომ ტელეფონები დაემალა, ერთი პერიოდი დამალულიყო და არ გამოჩენილიყო. რის შემდეგაც ო---- თ--–-----ი წავიდა, ტელეფონები წაიღო და ავტომანქანა წაიყვანა. დაშორებისას მათ შორის ჩხუბს ადგილი არ ჰქონია. გაიგონა ასევე ო----ისთვის ნათქვამი სიტყვები, ,,ჩვენ რომ გამოვჩნდებით, შენც მაშინ გამოჩდიო“.

4.22. ბოლოს, პალატა შეაფასებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო თ---- ხ--–--–----ს სასამართლოში წარმოდგენა, შედეგად დაცვას არ მიეცა საშუალება უშუალოდ დაეკითხა მოწმე. პირველ რიგი უნდა აღინიშნოს, რომ დაცვის მხარეს უფლება აქვს სასამართლოში სამართალწარმოების პროცესში, მინიმუმ ერთხელ მაინც, მისი თანდასწრებით დაიკითხოს ბრალდების მოწმე, რათა მიეცეს საშუალება დაუსვას მას კითხვები ან სხვაგვარად მიიღოს მონაწილეობა ამ მტკიცებულების გამოკვლევაში. ამასთან ერთად, ეროვნული კანონმდებლობა, გამონაკლის შემთხვევაში დასაშვებად მიიჩნევს ასეთი სახის მტკიცებულებას. კანონითვე განსაზღვრულია ასეთი გამონაკლისები - მოწმე საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. კონკრეტულ შემთხვევაში წარმოდგენილია მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ მოწმე თ---- ხ--–--–---- ცხოვრობს სხვა ქვეყანაში - ა-----ბაიჯანის რესპუბლიკაში. ის მხოლოდ პერიოდულად ჩამოდის საქართველოში. ამის შესახებ ბრალდებამ დაცვას აცნობა. გარდა ამისა, ხსენებულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოწმე თ---- ხ--–--–----ს ბრალდება წარმოადგენდა 2019 წლის 21 ოქტომბრის სხდომაზე, რაც შესრულდა კიდეც. თუმცა, გაურკვეველი მიზეზით, იმ დღეს მსჯავრდებულის ადვოკატი არ გამოცხადდა პროცესზე, რის გამოც მოწმე ვერ დაიკითხა. შემდეგ კი თ---- ხ--–--–---- წავიდა ა-----ბაიჯანში და მისი შემდგომი ჩამოსვლის თარიღი უცნობია. 21 ოქტომბრის შემდგომ, ბრალდებამ წარმოადგინა მოწმის განცხადება, რომლის თანახმადაც ცხოვრობს სხვა ქვეყანაში და ვერ შეძლებს პროცესზე გამოცხადებას. ამ გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ამოწურული იყო მოწმე თ---- ხ--–--–----ს სასამართლოს წინაშე წარდგენის და დაკითხვის ყველა გონივრული შესაძლებლობა, დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგომლობა და გამოქვეყნდა ამ მოწმის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენება. ამრიგად, პროცესუალურად, ამ პირის ჩვენების გამოქვეყნება იყო სწორი, ეროვნული კანონმდებლობის, კერძოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისი.

4.23. პალატა იმეორებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება წარმოდგენილი უნდა იყოს მისი თანდასწრებით, საჯარო განხილვაზე, შეჯიბრებითი პაექრობის უზრუნველსაყოფად. ესაა ზოგადი პრინციპი, რომელზეც დაცვის მხარეც უთითებს და არავინ სადავოდ არ ხდის. უფრო მეტიც, მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ეს უფლება გარანტირებულია იმ შემთხვევაშიც, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე მსჯავრდებულის დასწრებლად განიხილა (მსჯავრდებული იმყოოფებოდა მიმალვაში). ამ შემთხვევაში, მსჯავრდებულს უფლება აქვს დაკავების შემდეგ, მისი თანდასწრებით მტკიცებულებების გამოკვლევა მოითხოვოს სააპელაცი სასამართლოში საქმის განხილვისას. თუმცა განსახილველ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს საკითხი იმ შემთხვევის დროს, როდესაც სახეზეა ამ ზოგადი წესიდან გამონაკლისი.

4.24. პალატის აზრით, ამ საკითხთან დაკავშირებით საკმარისად დეტალური და ამომწურავი განმარტება აქვს გაკეთებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატას საქმეზე ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ (Schatschaschwili v. Germany), 2015 წლის 15 დეკემბერი. ამ გადაწყვეტილაბაში სტრასბურგის სასამართლო უთითებს, რომ პრინციპები, რომლებიც ვრცელდება საქმეებზე, სადაც ბრალდების მოწმე არ ესწრებოდა სასამართლო განხილვას და მის მიერ მანამდე მიცემული ჩვენება დაშვებულ იქნა მტკიცებულებად, დიდმა პალატამ შეაჯამა და განავითარა საქმეზე ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery) 2011 წლის 15 დეკემბერს (პუნქტი 102). პოლიციის მიერ მოკვლევისა და სასამართლო გამოძიების ეტაპზე მოპოვებული ჩვენებების მტკიცებულებად მიღება თავისთავად არ არის შეუსაბამო 6.1 და 6.3.d მუხლთან, იმ პირობით, რომ დაცვის მხარის უფლებების პატივისცემა ხდება (იქვე. პუნქტი 105). სასამართლომ დაასკვნა, რომ (იგულისხმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო) იმ მოწმის ჩვენების მტკიცებულებად მიღება, რომელიც არ ესწრებოდა სასამართლო სხდომას და რომლის წინასასამართლო ჩვენება ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულბა იყო ბრალდებულის წინააღმდეგ ავტომატურად არ იწვევდა 6.1 მუხლის დარღვევის დადგენას (იქვე. პუნქტი 106). საქმეზე ალ-ხავაჯა და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery) შემუშავებული პრინციპების თანახმად აუცილებელია სამ ეტაპად იქნას შესწავლილი იმ საქმისწარმოების კონვენციის 6.1 და 6.3.d მუხლთან შესაბამისობის შესწავლა, რომელშიც მოწმის ჩვენებები, რომლებიც ესწრებოდნენ და დაიკითხნენ სასამართლო სხდომაზე, დაშვებულ იქნა მტკიცებულებად (ibid., § 152). სასამართლომ უნდა შეისწავლოს: (i) არსებობდა თუ არა მოწმეთა დაუსწრებლობისა და შესაბამისად, დაუსწრებელი მოწმის გამოუცდელი ჩვენებების მტკიცებულებად დაშვების საპატიო მიზეზი; (ii) დაუსწრებელი მოწმის ჩვენება იყო თუ არა ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი და გადამწყვეტი საფუძველი და (iii) სახეზე იყო თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიები, რაც მოახდენდა დაცვის მხარისთვის გამოუცდელი მტკიცებულების დაშვების შედეგად შექმნილი დაბრკოლებების კომპენსირებას და იმის უზრუნველყოფას, რომ სასამართლო განხილვა, ერთიანობაში აღებული, სამართლიანი იყო (იქვე. პუნქტი 107).

4.25. ამავე გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლომ განმარტა შემდეგი: რაც შეეხება საკითხს, აუცილებელია თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორების არსებობის შემოწმება იმ საქმეებზეც კი რომლებზეც დაუსწრებელი მოწმის მტკიცებულების მნიშვნელოვნება არ უახლოვდება განმცხადებლის მსჯავრდების საფუძვლად მიჩნეული ერთადერთი თუ გადამწყვეტი მტკიცებულების მიჯნას, სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ ის ზოგადად აუცილებლად მიიჩნევს ერთიანობაში საქმის წარმოების სამართლიანობის შესწავლას. ეს ტრადიციულად გულისხმობს როგორც ბრალდებულის წინააღმდეგ გადაუმოწმებელი მტკიცებულების მნიშვნელოვნების შესწავლას, ისე მართლმსაჯულების ორგანოების მიერ დაცვის მხარისთვის წარმოშობილი დაბრკოლებების დამაბალანსებელი ღონისძიებების შეფასებას (იქვე. პუნქტი 115).

4.26. დასახელებული სამი კრიტერიუმიდან პირველთან დაკავშირებით პალატამ ზემოთ მიუთითა, რომ ბრალდების მოწმე თ---- ხ--–--–----ს სასამართლოში წარდგენა ვერ მოხერხდა. ის საერთოდ არ იმყოფებოდა საქართველოში და უცნობი იყო მისი ჩამოსვლის თარიღი, რაც მთავარია სურვილი. შესაბამისად ამ საკითხების გარკვევის მიზნით დალოდება გამოიწვევდა პროცესის უსაფუძვლოდ, ხანგრძლივი და რაც მთავარია გაურკვეველი ვადით გაჭიანურებას. ეს საკითხი არც დაცვის მხარეს არ გაუპროტესტებია და ითვლება დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად. შესაბამისად, დაუსწრებელი მოწმის გამოუცდელი ჩვენებების მტკიცებულებად დაშვების საპატიო მიზეზი არსებობდა.

4.27. მეორე საკითხის გარკვევისას, ანუ იმის დასადგენად დაუსწრებელი მოწმის ჩვენება იყო თუ არა ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი და გადამწყვეტი საფუძველი მნიშვნელოვანია გავარკვიოთ თვითონ ტერმინის - ერთადერთი და გადამწყვეტი, არსი. სტრასბურგის სასამართლოს იმავე გადაწყვეტილებაში (ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ (Schatschaschwili v. Germany), 2015 წლის 15 დეკემბერი) აღნიშნული აქვს: რაც შეეხება საკითხს, დაუსწრებელი მოწმის მტკიცებულება, რომლის ჩვენებებიც მტკიცებულებად იქნა დაშვებული, იყო თუ არა ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველი (ალ-ხავაიას (Al-Khawaja) ტესტის მეორე ეტაპი), სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ “ერთადერთი” მტკიცებულება გაგებულ უნდა იქნას, როგორც ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მხოლოდ ერთი მტკიცებულება (იხილეთ ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery), ციტირება მაღლა, § 131). “გადამწყვეტი” მტკიცებულება ვიწროდ უნდა განიმარტოს, რადგანაც ამგვარი მასშტაბისა და მნიშვნელობის მტკიცებულება მაღალი ალბათობით საქმის შედეგის განმაპირობებელია. როდესაც მოწმის გადაუმოწმებელი მტკიცებულება გამყარებულია ბრალდების სხვა მტკიცებულებით, იმის შეფასება გადამწყვეტი იყო თუ არა ის, დამოკიდებული იქნება მხარდამჭერი მტკიცებულების ძალაზე; რაც უფრო ძლიერია ბრალდების მტკიცებულება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოუცხადებელი მოწმის მტკიცებულებას იგივე რეჟიმში განიხილავდეს, როგორც გადამწყვეტ [მტკიცებულებას] (პუნქტი 123). აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ ჩვენს შემთხვევაში თ---- ხ--–--–----ს გამოქვეყნებული ჩვენება არ წარმოადგენს ერთადერთს, რამდენადაც მის გარდა არსებობს დაზარალებულის და შემთხვევის შემსწრე კიდევ ერთი მოწმის ჩვენებები.

4.28. საკითხი მესამე, რაც უნდა შეამოწმოს სასამართლომ იმ პირობებში, როდესაც მოწმის სასამართლოში დაკითხვა ვერ მოხდა, არის იმისი გარკვევა სახეზე იყო თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიები, რაც მოახდენდა დაცვის მხარისთვის გამოუცდელი მტკიცებულების დაშვების შედეგად შექმნილი დაბრკოლებების კომპენსირებას და იმის უზრუნველყოფას, რომ სასამართლო განხილვა, ერთიანობაში აღებული, სამართლიანი იყო. ასეთ ფაქტორებს, მათ შორის წარმოადგენს: საქმის სასამართლო განხილვაზე მოწმის გადაუმოწმებელი ჩვენების განმამტკიცებელი ბრალდების მტკიცებულების ხელმისაწვდომობა, ასევე ბრალდებულს შესაძლებლობა უნდა მიეცეს წარმოადგინოს მოვლენათა საკუთარი ვერსიაც და გააჟღეროს დაუსწრებელი მოწმის სანდოობასთან დაკავშირებული ეჭვი, სხვა მოწმის ჩვენებებთან შეუსაბამობასა ან არაშესატყვისობაზე მითითებით (იხ.ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ (Schatschaschwili v. Germany), 2015 წლის 15 დეკემბერი. პუნქტი 130, 131) [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ მნიშვნელოვან დამცავ ფაქტორად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა დაუსწრებელი მოწმის გადაუსინჯავი მტკიცებულება სიფრთხილით მიიღეს (იქვე. პუნქტი 126). პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში ეს გარემოებებიც სახეზეა. დაცვისათვის, სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, ხელმისაწვდომი იყო მოწმის გადაუმოწმებელი ჩვენების განმამტკიცებელი ბრალდების ყველა მტკიცებულება. თავის მხრივ სასამართლომ შეამოწმა და განიხილა დაცვის მხარის ვერსიაც. მათ შორის მტკიცებულებები შეაფასა ერთმანეთთან შესაბამისობის და უტყუარობის თვალსაზრისით. განსახილველ შემთხვევაში აღსანიშნავია ისიც, რომ გამოქვეყნდა არა მოწმის გამოძიებისას მიცემული ჩვენება, არამედ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენება. ამ დაკითხვის პროცესში მართალია უშუალოდ მსჯავრდებული არ მონაწილეობდა, მაგრამ მონაწილეობდა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი, რომელსაც შეუზღუდავი საშუალება ჰქონდა დაესვა კითხვები მოწმისათვის.

4.29. ამრიგად, პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ო---- თ--–-----მა წინასწარი შეთანხმებით, სხვა პირებთან ერთად, ა----- კანბარვისთვის ცოლად შერთვის მიზნით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ი------ ხ--–--–----ს. ამასთან, ყოველივე აღნიშნულის შესახებ იგი წინასწარ იყო ინფორმირებული.

5. სამართლებრივი შეფასება

5.1. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ხელშეუხებლობა და მისი თავისუფალი გადაადგილების უფლება. თავისუფლების უკანონო აღკვეთა შეიძლება მოხდეს გატაცებით. გატაცება ნიშნავს პირის იძულებით გადაადგილებას ერთი ადგილიდან სხვა მიმართულებით. თავისუფლების უკანონო აღკვეთა დაკავშირებულია პირის იძულებით დაკავებასთან, როდესაც მას ობიექტურად წართმეული აქვს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა. ეს ქმედება ფორმალური შემადგენლობის დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება და დანაშაული დამთავრებულია სხვა პირის თავისუფლების უკანონო აღკვეთიდან. დროის ხანგრძლივობას, რომლის განმავლობაშიც პირს წართმეული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს.

5.2. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, მსჯავრდებულის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით: სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის დისპოზიციის თანახმად, დასჯად ქმედებას წარმოადგენს დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის რომ ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. მოცემულ შემთხვევაში, პალატამ გონივრულ ეჭვს მიღმა დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ო---- თ--–-----მა არა მხოლოდ იცოდა მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, არამედ უშუალოდ მონაწილეობდა ამ დანაშაულის ჩადენაში. 2014 წლის 19 თებერვალს, ა----- კ---------ი, რომელსაც სურდა არასრულწლოვან ი------ ხ--–--–----ს ცოლად მოყვანა, წინასწარ შეუთანხმდა ი-–--- კ---–---სა და ო---- თ--–-----ს, უკანონოდ აღეკვეთათ თავისუფლება ი------ ხ--–--–----სათვის. 20 თებერვალს, დილის საათებში, შეთანხმებისამებრ, ისინი სკოლისაკენ მიმავალ გზაზე ელოდებოდნენ ი------ ხ--–--–----ს, სადაც ამ უკანასკნელმა გამოიარა დაახლოებით 09:00 საათზე. ო---- თ--–-----მა, ფიზიკური ძალის გამოყენებით, შეძლო მიეყვანა ი------ ხ--–--–---- იქვე გაჩერებული ”V---------” მარკის ავტომობილთან, სახელმწიფო ნომრით V------, რომელსაც მართავდა ა----- კ---------ი, ხოლო ავტომობილთან მიყვანის შემდეგ, ი-–--- კ---–---ის დახმარებით, შეძლეს დაზარალებული ჩაესვათ ავტომობილის უკანა სალონში, რის შედეგადაც, გაიტაცეს რა თავისუფლებააღკვეთილი ი------ ხ--–--–----, შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

5.3. ამრიგად, ო---- თ--–-----მა ჩაიდინა არა, სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, არამედ კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ”დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც უნდა დაედოს მსჯავრი.

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების დასაბუთება

6.1. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

6.2. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

6.3. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

6.4. პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

6.5. სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მათ შორის პალატა ითვალისწინებს ო---- თ--–-----ის პიროვნებას, მის ასაკს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დანაშაულის ჩადენის შემდგომ მის ქცევას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, იმას, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ არსებობს და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

6.6. მოემულ შემთხვევაში პალატას მიაჩნია, რომ ო---- თ--–-----ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევა შეუძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშე. ამდენად, მსჯავრდებულის პიროვნების, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით გამოყენებული უნდა იქნას თავისუფლების, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ო---- თ--–-----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ---- ჭ----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს, 2014 წლის 26 ნოემბრის განაჩენი ო---- თ--–-----ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

ო---- თ--–-----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ”დ” ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 8 (რვა) წლის ვადით.

მსჯავრდებულ ო---- თ--–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაკავების მომენტიდან -2017 წლის 16 მაისიდან.

ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყვეტილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 ივნისის განაჩენით შემდეგი სახით:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

”V---------” მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით V------, რაც ინახება საგარეჯოს რაიონის, ს------–------------- სპეციალურ ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

ი------ ხ--–--–----ს ტანისამოსი, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

ი------ ხ--–--–----სა და ა----- კ---------ის სისხლისა და ნერწყვის ნიმუშები, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

1 (ერთი) ცალი ზეწარი, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №6) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი