განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100113002418442
საქმე №1ბ/202-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის, ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,პროკურორ - ნ----------–ის,ადვოკატ - დ--------–---ის,მსჯავრდებულ - ვ----–--------–---ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ვ----–--------–---ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ლევან ჯოხაძის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ვ----–------------------–---ის მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------რს, პირადი №3----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: მ------------------------–---–------------------------–-------------------–-----–---–-------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17--ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენით:
ვ----–--------–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17--ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
ვ----–--------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 21 დეკემბრიდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 11 თებერვლიდან 2013 წლის 25 თებერვლის ჩათვლით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
ვ----–--------–---მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2013 წლის 10 თებერვალს, ა--------------ი, რომელიც მართავდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „P------“ სახელმწიფო ნომრის მქონე „ტ-------------–-----ს“ მოდელის ავტომანქანას, მივიდა ქ-------–--–------------------–------------------------------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ამ უკანასკნელის ნათესავები. მ-----------------ის ბინაში ყოფნისას, მ-----------------ის ნათესავი - ვ----–--------–---ი ფარულად დაეუფლა ა--------------ის მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანას და სხენებული ავტომაქანით დაიწყო მოძრაობა ქ-------–----------------–----------------------------–-------------ის გზატკეცილზე, ი--------------------------ე ელექტრო განათების ბოძის მიმდებარედ, ავტომანქანა, რომელსაც ვ----–--------–---ი მართავდა, გადავიდა გზიდან და ამობრუნდა. აღნიშნული ქმედებით, დაზარალებულს მიადგა 16 848 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ვ----–--------–---მა და მისმა ადვოკატმა ლ-------------მ. აპელანტები ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტების მტკიცებით, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც აუცილებელია დასაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. სასამართლომ ვერ მიუთითა, რატომ არ იზიარებს თავად ვ----–--------–---ის მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებას, რაც სრულად შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, მოწმეების: ხ---------------------ის, მერი ცალანის, მ-----------------ის, თ------------------ის და პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებსაც კი. აპელანტების განმარტებით, მოსამართლე მხოლოდ ცალმხივად აძლევს შეფასებებს ექსპერტიზის დასკვნებსა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს. უსაფუძვლოდ და მხარეთა თანსწორობის პრინციპების დარღვევით იზიარებს ბრალდების მოსაზრებებს, მოწმე ბ------------------ის წ/გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას და განსაკუთრებით, კ------------–---–ის მიერ სამჯერ, სხვადასხვა ინტერპრეტაციით მიცემულ ჩვენებებს, რომლებიც გახლავთ მოწმეებზე მორალური და თანამდებობრივი ზეწოლის და მათთან გარიგების გზით მოპოვებული მტკიცებულებები.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას და ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება;
პროკურორმა ნ----------–მა იშუამდგომლა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების თაობაზე.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის წარმომადგენელმა ვ-–-------–--–---მ განაცხადა, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის მთავარ სამმართველოში წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე, ტრანსპორტის კუთხით. ვ----–--------–---ის მიერ ფარულად დაუფლებული ავტომანქანა „ტ-----------–---სი“ ირიცხებოდა მისი სამსახურის ბალანსზე, რომელიც იმ დროისათვის განპიროვნებული იყო ა--------------ზე. ხსენებული ავტომანქანა, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 16 000-17 000 ლარს, აღდგენას არ ექვემდებარება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწე მ-----–--–---ა განაცხადა, რომ 2013 წლის 10 თებერვალს მისმა შვილმა - თ------------------მა იქორწინა, რის გამოც ოჯახში გაშლილი ჰქონდათ სუფრა და დაპატიჟებული ჰყავდათ ახლობლები. მათთან სტუმრად იმყოფებოდნენ: თენგიზ და ვ----–--------–---ები, ფ--------------------------------------------------------ნი, მეგობართან ერთად. მოწმის განმარტებით, სუფრის წევრებს შორის გასაღების ან მანქანის თხოვებაზე საუბარი არ ყოფილა. ვ----–--------–---ი წავიდა დანარჩენი სტუმრების წასვლამდე, დაახლოებით ერთი საათით ადრე. მოწმის განმარტებით, ყველა სტუმრის გაცილების შემდეგ დაიძინა. მეორე დღეს მისთვის ცნობილი გახდა, რომ ვ----–--------–---ი ნასვამ მდგომარეობაში დაჯდა ა--------------ის ავტომანქანაზე, რომელიც დაამტვრია, ხოლო ა--------------მა თავი მოიკლა.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ------------------მა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-----------------მა განაცხადა, რომ 2013 წლის 10 თებერვალს დაბა კოჯორში მდებარე საკუთარ სახლში დაბრუნდა სვანეთიდან, სადაც გაშლილი დახვდა მისი შვილის - თ------------------ის ქორწინებასთან დაკავშირებული სუფრა. მათთან სტუმრად იმყოფებოდნენ ფ--------------------------------------ი, ასევე ვ----–--------–---ი, ა---------------------ი და მისი მეგობარი. ბ----------------------ი მის გვერდით იჯდა, ხოლო ვ----–--------–---ი - 5-6 კაცის მოშორებით და როგორც აღიქვა, ეს ორი პიროვნება ერთმანეთს არც იცნობდა. მათ არ უსაუბრიათ მანქანის თხოვებაზე, ჩუქებაზე და გატანებაზე; ასეთი შინაარსის საუბარს ადგილი თუ ექნებოდა, აუცილებლად გაიგებდა. ბ------------ს მისვლისას იმყოფებოდა გარეთ იყო და დაინახა, რომ ბაჩი მივიდა თეთრი ფერის „ტოიტას“ მარკის ავტომანქანით. სტუმრების წასვლის შემდეგ დაიძინა და მხოლოდ მეორე დღეს გაიგო, რომ ვ----–--------–---ი ავარიაში მოყვა, ბ-----------მა კი სოფელთან ახლოს თავი ჩამოიხრჩო.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ-----------------ემ განაცხადა, რომ ა---------------------ი იყო მისი მეგობარი. 2013 წლის 10 თებერვალს მასთან ერთად იმყოფებოდა თბილისში, ხოლო შემდეგ სტუმრად წავიდნენ კოჯორში, ამირანის მეგობართან. გადაადგილდებოდნენ თეთრი ფერის „პიკაპით“, რომელსაც მართავდა ა--------------ი. ოჯახში დახვდათ 7-8 ადამიანი; სუფრასთან გაჩერდნენ დაახლოებით ნახევარი საათი, რის შემდეგაც წასვლის მიზნით გამოვიდნენ გარეთ და ჩასხდნენ ავტომანქანაში. ა--------------მა აამუშავა მანქანა და აპირებდნენ წასვლას, თუმცა მას დაუძახეს მეგობრებმა, რის გამოც მანქანა დატოვა ამუშავებული და კვლავ გადავიდა, ხოლო თავად დარჩა ავტომანქანაში, სადაც იჯდა მძღოლის გვერდითა სავარძელში. ამ დროს, მანქანაში მძღოლის სავარძელზე დაჯდა სუფრის ერთ-ერთი წევრი, დაახლოებით 19 წლის ბიჭი, რომელსაც ჰქონდა მოკლედ შეჭრილი თმა (მიუთითა ვ----–--------–---ზე). აღნიშნულმა პიროვნებამ ლაპარაკი დაიწყო ავტომანქანაზე და ცოტა ხანს ისაუბრეს. შემდეგ თვითონაც გადავიდა ავტომანქანიდან, ვინაიდან მოუნდა საპირფარეშოში გავლა, ვ----–--------–---ი კი საჭესთან დატოვა. უკან დაბრუნებისას შეჩერდა ბ----თან და მის მეგობრებთან, ხოლო როდესაც ავტომანქანისკენ წავიდნენ, ნახეს, რომ მანქანა აღარ იყო ადგილზე. ა---------------------ი ანერვიულდა, რა დროსაც ერთმა ახალგაზრდა ქალბატონმა უთხრათ, რომ ავტომანქანა ვ----–--------–---მა წაიყვანა. ამ დროს იქვე მყოფმა ვ----–--------–---ის ძმამ განაცხადა - რას ქვია მანქანა ჩემმა ძმამ წაიყვანა, მან მანქანის ტარებაც არ იცისო. მოწმის განმარტებით, ბ-----------თან ერთად წამოვიდა მანქანის საძებნად, რა დროსაც გზად შეხვდათ პატრულის ეკიპაჟი, რომლებსაც ჰკითხეს - ხომ არ უანხავთ თეთრი ფერის პიკაპი. აღნიშნულზე პატრულის თანამშრომლებმა იკითხეს, ვ----–--------–---ი ვინ იყო მათი და განუცხადეს, რომ მანქანა ხევში იყო გადავარდნილი. ა--------------ი უფრო განერვიულდა და ცუდად გახდა, რის გამოც მაცხოვრებლებისგან ითხოვეს დახმარება, იგი ერთ-ერთ ოჯახში შეიყვანეს და წამლები დაალევინეს. მოწმის განმარტებით, ავტომობილის მოპარვისა და დაზიანების შესახებ აცნობა ა----------------------------------ს. ამ უკანასკნელმა დაამშივდა ისინი, რის შემდეგაც ა---------------------ი დატოვა ამ ოჯახში, ხოლო თვითონ ავიდა ზემოთ, სადაც დახვდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. მათგან გაიგო, რომ დამტვრეული ავტომანქანიდან ვ----–--------–---ი იყო გადმოვარდნილი და ფეხი ჰქონდა დაზიანებული. უკან დაბრუნებისას დაუკავშირდა ა---------------ნი და უთხრა, რომ ა--------------ი ტყეში იყო გაქცეული და დახმარებოდა მოძებნაში. გზად შეხვდნენ ა--------------ის თანამშრომლები, რომლებისგანაც შეიტყო, რომ ა--------------მა თავი მოიკლა. მოწმე ბ-----------------ემ დაადასტურა, რომ ვ----–--------–---ი სწორედ ის ახალგაზრდაა, რომელიც ა--------------ის გადასვლის შემდეგ, ჩართული ძრავის მდგომარეობაში მყოფი ავტომანქანის საჭესთან დაჯდა და მას ესაუბრა. ა--------------ის გარდაცვალების გამო იმყოფებოდა მძიმე ემოციურ მდგომარეობაში და შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები გარკევული პერიოდის შემდეგ უკეთესად აღიდგინა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ დაკითხვის მომენტისათვის არის მსჯავრდებული, სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, საიდანაც 10 თვეზე მეტი უკვე მოხდილი აქვს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე კ-------------–---–-ა განაცხადა, რომ 2013 წლის 10 თებერვალს იყო მისი შვილების დაბადების დღე და დაახლოებით 24:00 საათზე აცილებდა სტუმრებს. ამ დროს ტყის მხრიდან გაიგონა ყვირილის ხმა - „მიშველეთ“. ადგილზე მისვლისას დაინახა, რომ „ტ-------------–-----ს“ მარკის ავტომანქანა იყო გადავარდნილი გზიდან. სხდომაზე ბრალდებულის სახით წარმოდგენილ ვ----–--------–---ს საბურავის ქვეშ ჰქონდა ფეხი მოყოლილი. ადგილზე სხვა არავინ დაუნახავს. მოწმეს დაეხმარნენ გამვლელი მოქალაქეები და ვ----–--------–---ი ამოიყვანეს გზაზე. მანვე გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომლის მოსვლამდეც დაშავებული სახლში შეიყვანა. როგორც ამ უკანასკნელმა განუმარტა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვერ შეძლო საჭის დამორჩილება. შემდეგ, მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და დაშავებული გადაიყვანეს საავადმყოფოში. მოწმემ დაადასტურა, რომ როდესაც გააცილა სტუმრები, ერთ-ერთი სტუმარი - ნ---------------–-–---–ი შემობრუნდა და უთხრა, ხმა ისმის ხევიდანო, შემდეგ თავადაც გაიგო, რომ შველას ითხოვდნენ. გამოძიების ეტაპზე ჩვენების მიცემისას სიცრუე არ უთქვამს, წაიკითხა დაკითხვის ოქმი და ისე მოაწერა ხელი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ხ---------------------ემ განაცხადა, რომ მუშაობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაში ექიმის პოზიციაზე. 2013 წლის 11 თებერვალს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება დაბა კოჯორში ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ. შეტყობინების თანახმად, ავტომანქანა ხევში იყო გადავარდნილი და დახმარება სჭირდებოდა მანქანაში მყოფ დაშავებულს. მისი ბრიგადა გავიდა გამოძახებაზე და კოჯორში, შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე, ბინაში ნახეს ვ----–--------–---ი. მას სახეზე აღენიშნებოდა ნაკაწრები და ფეხის ტრავმა ჰქონდა მიღებული. დაშავებულს აღმოუჩინა პირველადი დახმარება, თუმცა ჩათვალა, რომ საჭირო იყო ჰოსპიტალიზაცია და გადაიყვანა სტაციონარში. ვ----–--------–---ი მისი მისვლისას იყო ადეკვატური და როგორც მისგან გახდა ცნობილი, რამდენიმე საათის განმავლობაში ჰქონდა ფეხი ავტომანქანის ქვეშ მოყოლილი. მოწმის განმარტებით, დაინტერესდა - შემთხვევის შედეგად სხვა დაზარალებულებიც იყვნენ თუ არა, თუმცა ვ----–--------–---მა განუმარტა, რომ მარტო იჯდა ავტომანქანაში. ეს ფაქტი დაადასტურეს გარშემომყოფმა პირებმაც.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-----–------–---–მა განაცხადა, რომ 2013 წლის 10 თებერვალს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო შეტყობინება, რომ კოჯრის გზაზე, ი-------------------ე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. მეწყვილე ა-----–----–---სთან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ნახეს ხევში გადავარდნილი ავტომანქანა. როგორც აღმოჩნდა, ავტომანქანაში მგზავრები არ იყვნენ, ხოლო ადგილზე მყოფი მოქალაქეებისგან შეიტყვეს, რომ მანქანის მძღოლი გადაყვანილი იყო ერთ-ერთ ბინაში და გაემართნენ აღნიშნული ბინისკენ. გზად შეხვდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟიც. მოქალაქეების მიერ მითითებულ ბინაში მისვლისას დაშავებულ პიროვნებას მოსთხოვა პირადობის მოწმობა და აღმოჩნდა, რომ იყო ვ----–--------–---ი. როგორც ამ უკანასკნელმა განუმარტა, იგი მანქანაში იმყოფებოდა მარტო. მოწმის განმარტებით, გადაამოწმა ავტომანქანაც, რომელიც ირიცხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე. ვ----–--------–---ს დაზიანებები აღენიშნებოდა ფეხზე და სახეზე, რის გამოც ექიმმა საჭიროდ ჩათვალა მისი საავადმყოფოში გადაყვანა.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-----–----–---მ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ლ-------------–-------–-------------------------------–---–---–-------------------ამ დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში, კოჯორის გზატკეცილზე ი-----------------------ე ელექტრო განათების ბოძის მიმდებარედ. შემთხვევის ადგილზე N86-ე ელექტრო განათების ბოძიდან, თბილისის მიმართულებით 4,1 მეტრში გზის გვერდულის ბოლოს ხეზე აღინიშნება დაზიანების კვლები, რომლის ძირშიც აღინიშნება თეთრი ფერის საღებავის ჩამონაყარის კვალი. აღნიშნული ხიდან 5,0 მეტრში გზის გვერდულზე აღინიშნება ატომობილის საბურავის კვალი სიგრძით 4,0 მეტრი, რომელიც იწყება ასფალტის საფარიდან და მთავრდება გზის გვერდულის ბოლოს აღნიშნული ელექტრო ბოძიდან 1--------- მეტრში. ფერდობზე 28,5 მეტრის სიღრმეზე მარჯვენა გვერდზე გდია ავტომობილი „ტ-------------–-----“ სახ. ნომერი P------, რომელსაც დაზიანებული აქვს წინა მარჯვენა მხარე; ძრავის ხუფის სახურავი და საქარე მინა. ძრავის ხუფის სახურავზე და საქარე მინაზე გარედან აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები. ავტომანქანა ამოყვანილი იქნა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, რის შემდეგ ექსპერტების მიერ ავტომანქანის სალონიდან და წინა მძღოლის სავარძლიდან, ამოღებული იქნა მიკრონაწილაკები. საქარე მინის გარეთა მხრიდან ამოღებული იქნა ამონატეხი, რომელზეც აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქა. ძრავის ხუფის სახურავიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ანაწმენდები საკონტროლო ნიმუშებთან ერთად.
2013 წლის 11 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად, ვ----–--------–---ისგან ამოღებული იქნა ტანსაცმელი. კერძოდ, მონაცრისფრო მოკლემკლავიანი მაისური და მოყავისფრო შარვალი, რომელიც მარცხენა ფეხის ტოტზე მუხლის არეში არის გახეული.
2013 წლის 11 თებერვლის ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, ბელიაშვილის ქუჩა N7--ის მოპირდაპირედ არსებული საჯარიმო სადგომ N0---ის ტერიტორიაზე დათვალიერებული იქნა ავტომანქანა „ტ-------------–-----“ სახ. NP------, რომელიც გარეგნულად არის დაზიანებული. ავტომანქანის სალონიდან, დამქოქი მოწყობილობიდან ამოღებული იქნა შავი ფერის ავტომანქანის გასაღები, მასზე რგოლით გამობმული ოთხი გასაღებით.
2013 წლის 13 თებერვლის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტრანსპორტის სამმართველოს უფროსის წერილის თანახმად, ავტომანქანა „ტ-------------–-----“, სახ. NP------, ირიცხება შსს აფხაზეთის ა/რ მთავარი სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელ ა--------------ზე.
2013 წლის 21 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, შპს გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა N5---დან, მოქ. ვ----–--------–---ს 2013 წლის 11 თებერვალს მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით დადგენილი აქვს დიაგნოზი: ორივე წვივის ექსკორიაციები, მარცხენა წვივის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, ორივე მტევნის ექსკორიაციები, მარჯვენა ყვრიმალის ექსკორიაცია. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ე-–----------–---მ.
2013 წლის 26 თებერვლის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N000644813 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ვ----–--------–---ის სისხლის ნიმუშში აღმოჩნდა 1,74% ეთილის სპირტი. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ნინო მესხმა.
2013 წლის 27 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის N122/ქმ დასკვნის თანახმად, „TOYOTA Hilux“ სახ. NP-------ის წინა მარცხენა სავარძლის საზურგიდან (მძღოლის მხარე) დაქტილოფირით ამოღებულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის აღმოჩენილ ნაცრისფერი ბამბის ბოჭკოს მიკრონაწილაკებს და ვ----–--------–---ის მაისურის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალ ნაცრისფერი ბამბის ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარეობრივი კუთვნილება. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა თ---------მ.
2013 წლის 14 თებერვლის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N2------ დასკვნის თანახმად, წარდგენილ ავტომობილზე არსებული დაზიანებები დამახასიათებელია მათი რაიმე მყარი საფარის მქონე სხეულთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის. ავტომობილის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა დ-------------–---–-ა.
2013 წლის 15 თებერვლის სასაქონლო ექსპერტიზის N3--/ს დასკვნის თანახმად, ავტომობილის „T-----------------“, სახ. NP------ აღდგენა მიზანშეუწონელია, ხოლო მისი აღდგენისათვის საჭირო თანხის ოდენობა ვერ განისაზღვრა. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ს----------------ამ.
2013 წლის 20 მარტის სასაქონლო ექსპერტიზის N5---ს დასკვნის თანახმად, ავტომობილის „T-----------------“ სახ. NP------ ღირებულებამ დაზიანებამდე შეადგინა - 16 848 ლარი. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ს----------------ამ.
ვ----–--------–---მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა მისი ბიძაშვილის დაოჯახების სუფრაზე. იქვე გაიცნო ა---------------------ი და მისი მეგობარი - ბესო. თავად იჯდა სუფრის შუაში, ხოლო ა---------------------ი - სუფრის თავში და შესაბამისად, მასთან არ უსაუბრია. პირველად თავად წამოვიდა ბინიდან და აპირებდა თბილისში წასვლას. როდესაც გავიდა გზაზე, შეხვდა თეთრი ფერის „ჰაილუქსი,“ რომლის მძღოლსაც ეფარა კეპი, იყო გამხდარი და იქნებოდა მასზე უმცროსი. აღნიშნულმა პირმა ჰკითხა, ხომ არ მიდიოდა ზევით სამხედრო ბაზისკენ, რაზეც უპასუხა, რომ თბილისისკენ მიდიოდა. მძღოლმა უთხრა, რომ ზემოთ 10-20 წუთის საქმე ჰქონდა და თუ დაელოდებოდა, წაიყვანდა თბილისში. გადაწყვიტა გაყოლოდა და მანქანაში ჩაჯდა მძღოლის გვერდით, მაჯვენა მხარეს. ვინაიდან იყო ნასვამი, ჩაეძინა, ხოლო როცა გამოეღვიძა, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან იყო გადაბრუნებული და თავად ფეხი საბურავის ქვეშ ჰქონდა მოყოლილი. წინა საქარე მინაზე არსებული სისხლი მისი იქნებოდა, რადგან ცდილობდა თავი გადაერჩინა; მისწვდომოდა სიგნალს და დაესიგნალებინა, რათა ხმა მიეწვდინა ვინმესთვის. ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა, რაც გაიგონეს იქვე ახლოს მცხოვრებმა ადამიანებმა და დაეხმარნენ. მოწმე აზარიაშვილი იქ არ უნახავს. ახალგაზრდებმა გამოიყვანეს მანქანის ქვემოდან და შეიყვანეს სახლში. ავტომანქანის მძღოლი იქ აღარ იყო და ვინაიდან თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, ის აღარ მოუკითხავს.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის აღნიშნულ განმარტებებს, ვინაიდან ისინი აშკარად არასარწმუნოა და წარმოადგენს მცდელობას, როგორმე გამორიცხოს თავის ქმედებაში ბრალად წარდგენილი დანაშაულის ნიშნები. მისი განმარტებები წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ ვ----–--------–---ის მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული და მის მიერ განხორციელებულ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია.
სააპელაციო საჩივარში განვითარებული მსჯელობა იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ეფუძნება მხოლოდ მოწმეებზე მორალური და თანამდებობრივი ზეწოლის, ასევე მათთან გარიგების გზით მოპოვებულ მტკიცებულებებს, აშკარად უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული. პალატა უპირველეს ყოვლისა ყურადღებას გაამახვილებს მოწმე ბ-----------------ის ჩვენებაზე და მიუთითებს, რომ ამ უკანასკნელმა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები ასახა სრულყოფილად და ზედმიწევნით. მან ნათლად მოახსენა სასამართლოს, რომ ვ----–--------–---ი არის სწორედ ის პიროვნება, რომელიც მარტო დატოვა ა--------------ზე განპიროვნებულ ავტომანქანაში, მძღოლის სავარძელში მჯდომი და თვითონ გადავიდა ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მანვე განმარტა, რომ ამ დროს ავტომანქანის ძრავი უკვე ჩართული იყო თავად ა--------------ის მიერ, რომელიც იქვე ესაუბრებოდა მეგობარს. თავად კი იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ვ----–--------–---თან ერთად იჯდა სუფრაზე და იყო იმ ოჯახის ახლობელი, არ აკადრა მას, რომ ავტომანქანის ძრავი ჩაექრო, გასაღები აეღო და ისე გადასულიყო მანქანიდან. მოწმემ დაადასტურა ის გარემოებაც, რომ ავტომანქანის მოკითხვისთანავე შემთხვევის ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა ქალბატონმა დაუდასტურა ვ----–--------–---ის მიერ მისი დაუფლების ფაქტი, ხოლო მას შემდეგ, რაც დაიწყეს ავტომანქანის მოძიება და გზად შემხვედრ პოლიციის თანამშრომლებს კითხეს თეთრი ფერის „ჰაილუქსის“ მარკის ავტომობილის შესახებ, პოლიციელებმა საპასუხოდ იკითხეს - იცნობდნენ თუ არა ვ----–--------–---ს, რომელიც ხსენებული ავტომანქანით ხევში იყო გადავარდნილი. ა--------------ზე განპიროვნებული ავტომანქანის სწორედ ვ----–--------–---ის მიერ დაუფლებაზე აპელირებისას ბ-----------------ის გულწრფელობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ როგორც მან არაერთხელ მიუთითა, იმ მომენტისათვის არ იცოდა ვ----–--------–---ის სახელი და გვარი; ამ უკანასკნელის მიერ ავტომანქანის წაყვანის შესახებ უცნობი ქალბატონის მითითებაზე თავად მისი (ვ----–--------–---ის) ძმის რეაქციით მიხვდა, რომ მანქანას დაეუფლა მათი სუფრის წევრი, სუფრის თამადის ძმა, პირი, რომელიც დატოვა ავტომობილში მძღოლის სავარძელში, თავად კი გადავიდა ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
დაცვის მხარის განმარტებით, ბ-----------------ის ჩვენება უნდა ჩაითვალოს საეჭვოდ, ვინაიდან იგი არის მსჯავრდებული და ბრალდების მხარე მას გაურიგდა; ამასთან, ის დეტალები, რაც სასამართლოში დააფიქსირა, არ უთქვამს გამომძიებელთან დაკითხვის დროს. პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის აღნიშნული მსჯელობა უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან მოწმე ბ-----------------ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება არ მოდის წინააღმდეგობაში გამოძიების ეტაპზე შედგენილ მისი დაკითხვის ოქმთან. მან სასამართლო სხდომაზე მხოლოდ დააზუსტა და უფრო დეტალურად ასახა შემთხვევის დღეს განვითარებული გარემოებები, რაც ახსნა გამომძიებლის წინაშე ჩვენების მიცემისას მეგობრის თვითმკვლელობით გამოწვეული მძიმე ემოციური მდგომარეობით. მისი ჩვენება დამაჯერებელი და სარწმუნოა სწორედ იმ საფუძვლით, რომ მან წინააღმდეგობების გარეშე, ურთიერთთანხვედრილად და თანმიმდევრულად მოახსენა სასამართლოს მისთვის ცნობილი ფაქტების თაობაზე. ამასთან, საქმის მასალებით არ ვლინდება და დაცვის მხარის მიერაც ვერ იქნა დასაბუთებული ბ-----------------ის მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობა, რაც გახდებოდა მისი მამხილებელი ცრუ ჩვენების მიცემის საფუძველი. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ ბ-----------------ე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც ბრალდების მხარის დაპირებით, სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების სანაცვლოდ გარკვეულ შეღავათს ელოდება, სააპელაციო პალატის შეფასებით, მოკლებულია დამაჯერებლობას და სათანადო არგუმენტაციას. იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია, მოწმის დისკრედიტაციის საფუძველი ვერ გახდება მხოლოდ მისი მსჯავრდება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც არანაირ კავშირში არ იმყოფება განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან. მით უფრო გაურკვეველია, თუ რა სახის საშეღავათო გარემოებაზე შეიძლება იყოს საუბარი ბრალდების მხარესა და მოწმე ბ-----------------ეს შორის, მაშინ, როდესაც ჩვენების მიცემის მომენტისათვის იგი უკვე მსჯავრდებული იყო და სასჯელის სახით განსაზღვრული ერთი წლით თავისუფლების აღკვეთიდან, მოსახდელად დარჩენილი ჰქონდა ორ თვეზე ნაკლები.
გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ დასდებია მხოლოდ მოწმე ბ-----------------ის ჩვენება. სააპელაციო პალატის წინაშე ვერ იქნა დასაბუთებული, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით აცხადებს დაცვის მხარე, რომ თითქოს ვ----–--------–---ის ჩვენება სრულ შესაბამისობაშია საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული მოწმეების, მათ შორის პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებთან, ხოლო მოწეების ბ-----------------ის და კ-------------–--ლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია რატომ ეწინააღმდეგება საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ის გარემოება, რომ ვ----–--------–---ის ჩვენება შესაბამისობაშია მოწმეების - მერი ცალანის, თ------------------ის და მ-----------------ის ჩვენებებთან, სუფრაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, არც ბრალდების მხარის მიერ გამხდარა სადავო. რაც შეეხება ვ----–--------–---ის მიერ ა--------------ის ავტომანქანის დაუფლებას, აღნიშნულ ნაწილში მართალია მერი ცალანის, თ------------------ის და მ-----------------ის ჩვენებები არის ირიბი ხასიათის, თუმცა მათ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ როგორც მათთვის მეორე დღეს გახდა ცნობილი, მათი ოჯახის დატოვების შემდეგ ვ----–--------–---ი დაჯდა ა--------------ის ავტომანქანაზე და დაამტვრია იგი. სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკითხულმა მოწეებმა კ-------------–---–-ა, ხ---------------------ემ, მ-----–------–---–მა და ა-----–----–---მ კი დაუდასტურეს სასამართლოს, რომ ავტოავარიის დროს ვ----–--------–---ი მარტო იმყოფებოდა ა--------------ზე განპიროვნებულ მანქანაში. მოწმე კ-------------–--ლს, რომელმაც ავტომანქანით გზიდან გადავარდნილი ვ----–--------–---ი სახლში აიყვანა, შემთხვევის ადგილზე სხვა პირი არ უნახავს. ასევე, ექიმმა ხ---------------------ემ, რომელიც ვ----–--------–---ისათვის დახმარების აღმოჩენის შემდეგ დაინტერესდა - სხვა მგზავრებიც ხომ არ იყვნენ დაშავებულები, შეიტყო, რომ ავტოავარიის დროს მანქანაში ვ----–--------–---ის გარდა არავინ მჯდარა. მოწმეებს ხ---------------------ეს და კ-------------–--ლს, ისევე როგორც ამ უკანასკნელის სახლში მისულ სამართალდამცავებს - მ-----–------–---–ს და ა-----–----–---ს, ვ----–--------–---მა თავად განუცხადა, რომ მანქანაში იჯდა მარტო. პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, სასამართლო აფასებს რა ზემოაღნიშნულ პირთა მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს, მიიჩნევს, რომ ისინი არიან ურთიერთშესაბამისი, ლოგიკური და თანმიმდევრული; ამასთან, არსებით წინააღმდეგობაში არ მოდიან მათ მიერ გამოძიების ეტაპზე მითითებულ გარემოებებთან. მათი მხრიდან სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმციის და მოწმე ბ-----------------ის ჩვენების ერთობლივი ანალიზის შედეგად იქმნება ლოგიკური და უწყვეტი ჯაჭვი იმისა, რომ სწორედ ვ----–--------–---ი დაეუფლა ფარულად ა--------------ზე განპიროვნებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას, რომლის მართვის დროსაც გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადავარდა ხევში.
სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ მოწმეთა ჩვენებების შეფასება მოხდა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და სათანადო დასაბუთების საფუძველზე იქნა გამოტანილი შესაბამისი დასკვნები. შემთხვევის ადგილის და ავტომანქანის დათვალიერების ოქმები, მსჯავრდებულ ვ----–--------–---ის მიმართ ჩატარებული სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერიზის დასკვნები, სრულ შესაბამისობაშია მოწმეების კ-------------–--ლის, ხ---------------------ის, მ-----–------–---–ის და არჩილ მელაძის ჩვენებებთან იმ ფაქტების შესახებ, თუ რა მდგომარეობაში ნახეს ვ----–--------–---ი და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა. ასევე, პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგებზე, რომლის თანახმადაც, ა--------------ზე განპიროვნებული ავტომობილის წინა მარცხენა სავარძლის საზურგიდან (მძღოლის მხარე) ამოღებულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის აღმოჩენილ ნაცრისფერი ბამბის ბოჭკოს მიკრონაწილაკებს და ვ----–--------–---ის მაისურის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალ ნაცრისფერი ბამბის ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარეობრივი კუთვნილება. აღნიშნული გარემოება ცალსახად მოწმობს, რომ მსჯავრდებული ნამდვილად იჯდა ხსენებულ ავტომობილში სწორედ მძღოლის სავარძელში, ხოლო ვ----–--------–---ი ცრუობს სასამართლოს წინაშე, როდესაც გამორიცხავს მძღოლის სავარძელზე მისი ჯდომის ფაქტს და უთითებს, რომ ავტომანქანას მართავდა მისთვის უცნობი პიროვნება.
პალატა განმარტავს, რომ მართალია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, თუმცა იმ პირობებში, როდესაც ავტომანქანაში მძღოლის სავარძელზე ვ----–--------–---ის ჯდომის ფაქტი დადასტურდა საქმეზე წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებით - ექსპერტიზის დასკვნით, ხოლო მსჯავრდებული სასამართლოს სთავაზობს განსხვავებულ ვერსიას, მიზანშეწონილია შესაბამისი მტკიცებულებებით მოხდეს ბრალდების მხარის მტკიცებულებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გაბათილება და საკუთარი ვერსიის გამყარება, რაც მოცემულ შემთხვევაში ვერ უზრუნველყო დაცვის მხარემ.
ამდენად, ვერ იქნება გაზიარებული აპელანტის განმარტება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო იყო მიკერძოებული და საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიეცა მხოლოდ ცალმხრივი, არაობიექტური შეფასება. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით განიხილა სისხლის სამართლის საქმე, რა დროსაც ადგილი არ ჰქონია საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას, სასამართლოს დასკვნები საქმეში არსებული მტკიცებულებების კანონიერების, საქმესთან შემხებლობის და საკმარისობის კუთხით, საფუძვლიანი და არგუმენტირებულია, რამაც განაპირობა კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა.
განაჩენის გამოტანისას სასამართლო ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რომლებიც იცავენ პიროვნებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების შემთხვევაში დამნაშავედ გამოცხადებისაგან. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქმეზე შეკრებილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაასკვნას, რომ ვ----–--------–---ი ფარულად დაეუფლა ა--------------ის მართვის ქვეშ არსებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც დაზიანდა ავტოავარიის შედეგად და მისი ქმედებით დაზარალებულს მიადგა დიდი ოდენობით - 16 848 ლარის ქონებრივი ზიანი, რაც ასევე უტყუარად იქნა დადგენილი სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებით და ექსპერტ ს----------------ას ჩვენებით. ამდენად, ვ----–--------–---ის მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17--ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული და მისი მსჯავრდება აღნიშნული კვალიფიკაციით არის კანონიერი და დასაბუთებული.
რაც შეეხება სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულ ვ----–--------–---ის მიმართ დანიშნული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17--ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომა და ამ კუთხით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.
შესაბამისად, სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა, როგორც უსაფუძვლო, არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ----–--------–---ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენი;
ვ----–--------–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17--ე მუხლის მე-3 ნაწილს „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
ვ----–--------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
ვ----–--------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 21 დეკემბრიდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 11 თებერვლიდან, 2013 წლის 25 თებერვლის ჩათვლით.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- ავტომანქანა, რომელიც დაზიანებულ მდგომარეობაში გაჩერებულია შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის ტრანსპორტის სამმართველოს სარემონტო უბანზე (ქ-------–------------------------------), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შეზღუდვების გარეშე დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ასევე დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს, საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე