განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100119002952854
საქმე №1ბ/1693-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 იანვარი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი
მოსამართლეები: ბესიკ ბუგიანიშვილი
მანუჩარ კაპანაძე
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ც-------–---–-----
ადვოკატის: ზ---–------------
მსჯავრდებულების: რ----–----------------–----------------
მონაწილეობით,თბილისის პროკურატურის პროკურორის ც-------–---–-----, ასევე მსჯავრდებულების რ----–-------------------–---------------- ადვოკატის ზ---–------------ სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ----–---------–--------------- მიმართ - დაბადებული 2----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ზ-----------–----–--–--------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით;
ე-–----------------------------- მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ზ------------------–----------–------------------------------ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ-ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენით, რ----–------------ ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე;
რ----–----------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით;
მსჯავრდებულ რ----–------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 3 მარტიდან.
ე-–------------------მედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე;
ე-–--------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით;
მსჯავრდებულ ე-–---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 3 მარტიდან.
წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად რ----–-------------------–---------------- ბრალი დაედოთ მასზედ, რომ მათ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 3 მარტს, დაახლოებით 05:00 საათზე, ე-–---------------მ და რ----–-----------მ, თ---–--–-------------------------ში მდებარე ს-----–----------------- საცხოვრებელი სახლის სამზარეულოს ფანჯრიდან უკანონოდ შეაღწიეს აღნიშნული საცხოვრებელი სახლის სამზარეულოში, სადაც საწოლში იწვა ს-----–----------------- ე-–--------------- დანით ხელში დადგა საწოლთან ახლოს, რ----–-----------მ კი საწოლში მწოლიარე ს-----–----------------- დანა დაადო მუცელზე, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და აგრესიულად მოსთხოვა გადაეცა მისთვის და ე-–---------------სათვის ფული და ძვირფასეულობა, რა დროსაც რ----–----------- შეეცადა ს-----–-----------------თვის ძალის გამოყენებით თითიდან მოეძრო ოქროს ბეჭედი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ რ----–-----------მ და ე-–---------------მ ჩაიდინეს ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონოდ შეღწევით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარემ.
თბილისის პროკურატურის პროკურორმა ც-------–---–----- მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, რ----–-------------------–---------------- დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
მსჯავრდებულების ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და რ----–-------------------–---------------- მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
დაცვის მხარემ ასევე, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ალტერნატივის სახით მოითხოვა მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლით - ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას.
პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
1. აპელანტის - დაცვის მხარის მტკიცებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, იგი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ე-–---------------სა და რ----–------------ მიმართ არ არსებობდა არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ მათი მამხილებელი ერთი პირდაპირი, სანდო მტკიცებულებაც კი, რომელიც ობიექტურ პირს დააჯერებდა იმაში, რომ მათ მართლაც ჩაიდინეს დანაშაული. ერთადერთი პირდაპირი სახის მტკიცებულება, რაც ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა, ეს იყო თვითონ დაზარალებულ ს-----–----------------- მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ინფორმაცია და დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ვერ დადასტურდა სასამართლო სხდომაზე, ვინაიდან დაზარალებულმა ს-----–----------------- განაცხადა, რომ ის შემთხვევის დროს ისტერიკაში ჩავარდა და ყვიროდა ვინაიდან შეეშინდა გამთენიისას ორი უცხო მამაკაცის თავის სახლში დანახვის, თუმცა მის მიმართ ბრალდებულების მიერ არ განხორციელებულა არანაირი ძალადობრივი ქმედება, მათ არც დანით და არც ისე არ მოუთხოვიათ მისთვის რაიმე ქონების გადაცემა. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ სასამართლოს არ მიუცია შეფასება დაზარალებულის მიერ ქართული ენის არასრულყოფილად ფლობის ფაქტისათვის. მოსამართლე არ დაინტერესებულა, თუ დაზარალებულსა და ბრალდებულებს შორის საუბრისას რა შინაარსი გამოიტანა დაზარალებულმა, რომელი სიტყვები გაიგონა და აღიქვა მან სწორად. სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკციებულებები, მათ შორის პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნა არის ირიბი ხასიათის და გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება. გარდა ამისა, განაჩენი არ არის დასაბუთებული ასევე 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტთან მიმართებით, გაურკვეველია, რის საფუძველზე დაადგინა სასამართლომ, რომ რ----–----------- და ე-–--------------- მოქმედებდნენ წინასწარ შეთანხმებით საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩასადენად.
პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ რ----–-------------------–---------------- მიერ ჩადენილია ის დანაშაულებრივი ქმედება, რისთვისაც მათ მსჯავრი დაედოთ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ს-----–----------------- განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ-------–--–-------------------------ში მდებარე კერძო სახლში. იგი ლოგინად ჩავარდნილია, გადაადგილება არ შეუძლია და მუდმივად წევს საწოლში. 2019 წლის 3 მარტს, დაახლოებით დილის ოთხ საათზე, დაზარალებული ხმაურმა გამოაღვიძა, გაიგო, რომ ორმა პიროვნებამ სახლის ფანჯარა გააღო და სამზარეულო ოთახში ფანჯრიდან გადავიდა. ისინი კორიდორის გავლით შევიდნენ ოთახში, სადაც დაზარალებული იწვა. ს-----–----------------- ჩართო სანათური და ჰკითხა სახლში შემოსულებს, თუ ვინ იყვნენ და რა უნდოდათ. დაზარალებულმა სთხოვა მათ სახლი დაეტოვებინათ და წასულიყვნენ, თუმცა მას ფული მოსთხოვეს. ბრალდებულებიდან ერთ-ერთი გ------------ საწოლთან დაჯდა, ხოლო მეორე ოთახებში დადიოდა. ამასობაში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სახლის დაკეტილი კარი შეამტვრიეს და ისინი დააკავეს. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ სახლში შემოსულ პიროვნებებს დანები არ ჰქონდათ, ეუბნებოდნენ, რომ უნდოდათ ბევრი ფული, ფულის წასაღებად იყვნენ მისულები მის სახლში, თუმცა სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანებით არ ემუქრებოდნენ, მხოლოდ სთხოვდნენ ფულს. ერთ მათგანს ხელთათმანები ეჭირა ხელში. აღნიშნულმა პიროვნებამ სცადა მისთვის ხელიდან ბეჭედი მოეხსნა. მან უთხრა, რომ ბეჭედი არ ეხსნებოდა, ბრალდებულმა მაინც მოსინჯა, თუმცა ბეჭდის მოხსნა ვერ მოახერხა. მან ყოველივე აღნიშნულის შედეგად განიცადა ძლიერი შიში, კერძოდ, შეეშინდა იმის, რომ ღამით შევიდა მასთან სახლში ორი პიროვნება და სთხოვდნენ რაღაცას. მას ისტერიკა დაეწყო, ხმამაღლა ტიროდა და პოლიციამ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა. მათ რაიმე ნივთის წაღება ვერ მოასწრეს, რადგან მალევე დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. ს-----–----------------- დაადასტურა, რომ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმი წაუკითხეს თუ არა ხელმოწერამდე, არ ახსოვს; მან ფოტოსურათით ამოიცნო ბრალდებულები. ს-----–----------------- კატეგორიულად განმარტა, რომ ბრალდებულები ითხოვდნენ ფულს და ძვირფასეულობას, თუმცა ამ დროს დანით არ ემუქრებოდნენ მას; ასევე ამშვიდებდნენ, რომ არ შეშინებოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა----------–---- განმარტა, რომ ცხოვრობს ქ-------–--–-------------- ქუჩაზე დაზარალებულ ს-----–----------------- მეზობლად. ეს უკანასკნელი ფეხზე ვერ დგება და მუდმივად წევს, მას მეზობლები ეხმარებიან და ყურადღებას აქცევენ. 2019 წლის 3 მარტს, ღამის საათებში დაახლოებით 4 საათზე, მოწმეს მობილურ ტელეფონზე დაურეკა ს-----–----------------- და უთხრა, რომ ვიღაც ცდილობდა სახლში შეღწევას. ა----------–---- მაშინვე დაურეკა საპატრულო პოლიციას, რომლებიც მალევე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. დაზარალებულის სახლში აღმოჩნდა ორი პიროვნება, რომელთაგან ერთი ეზოში დააკავეს, მეორე კი სახლში, ს-----–----------------- საწოლთან. ს-----–--- შეშინებული იყო, კანკალებდა და აცხადებდა, რომ დაკავებულები დანით ემუქრებოდნენ და ფულს სთხოვდნენ, თუმცა ნორმალურად ვერ საუბრობდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე პატრულ-ინსპექტორმა გ------------------ განმარტა, რომ 2019 წლის 3 მარტს, მეწყვილე გ--–-------------- ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. გამთენიისას მიიღეს გამოძახება ქ------–--–------------------------ში მომხდარ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით და დაუყოვნებლივ გაემართნენ შემთხვევის ადგილისკენ. მათ გაჰყვა საპატრულო პოლიციის მეორე ეკიპაჟი შ--------–------ და ი-----–--------–------- შემადგენლობით. ადგილზე მისულებს, გარეთ დახვდათ გამოძახების ინიციატორი მამაკაცი - დაზარალებულის მეზობელი. სახლიდან ქალის კივილის ხმა ისმოდა, იგი შველას ითხოვდა. ვინაიდან ეზოს კარი დაკეტილი იყო, პოლიციის თანამშრომლები გადავიდნენ ღობეზე და მიუახლოვდნენ სახლს, რომლის კარიც ასევე დაკეტილი აღმოჩნდა. მან შეამჩნია, რომ სახლის ერთ-ერთი ფანჯარა გამოღებული იყო. ძალის გამოყენებით გააღო სახლის კარი და შიგნით შევიდა; უკან მიჰყვებოდნენ გ--–--------------–--------–------ მოწმის განმარტებით, შეამჩნია, რომ მარცხნივ, მცირე ზომის ფანჯრიდან პიროვნება გადაძვრა, რომელსაც ღია ფერის შარვალი და მოწითალო ზედა ტანსაცმელი ეცვა. რადიოსადგურით გადასცა აღნიშნული ინფორმაცია გარეთ მყოფ პატრულის თანამშრომელს და თვითონ შევიდა დაზარალებულის საძინებელ ოთახში, სადაც დახვდა რ----–-----------. ამ უკანასკნელს ს-----–--- გონჩაროვა სთხოვდა წასულიყო და თავი დაენებებინა. ქალბატონმა სამართალდამცავებს განუმარტათ, რომ მის სახლში ფანჯრიდან შეაღწია ორმა პიროვნებამ, რომლებმაც დანის მუქარით მოსთხოვეს ფული და ძვირფასეულობა. გ------------------ რ----–----------- ადგილზევე დააკავა და ჩატარდა მისი პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა დანა და სხვადასხვა ნივთები. მოწმემ ასევე შენიშნა, რომ დანა ეგდო პატარა ფანჯარასთანაც, საიდანაც გარბოდა მეორე პიროვნება- ე-–---------------, რომელიც გარეთ მყოფმა პატულ-ინსპექტორმა დააკავა.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე პატრულ-ინსპექტორებმა გ--–---------------–--------–-------
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე პატრულ-ინსპექტორმა ი-----–--------–------- განმარტა, რომ 2019 წლის 3 მარტს, გამთენიისას, გამოძახების საფუძველზე, მეწყვილე შ--------–---------- ერთად გამოცხადა ქ-------–--–-------------- ქ--------ში. შემთხვევის ადგილზე ასევე მივიდნენ პატრულ-ინსპექტორები - გ-------------------------–---------- სახლთან დახვდათ გამოძახების ინიციატორი მამაკაცი. მოწმე დარჩა გარეთ, ხოლო დანარჩენები შევიდნენ სახლში, რომლებმაც რაციით გადმოსცეს, რომ სახლის ფანჯრიდან გადმოვიდა პიროვნება; მას ეცვა ღია ფერის შარვალი, წითელი ქურთუკი და სპორტული ფეხსაცმელი. ი-----–--------–------- შეაჩერა აღნიშნული პიროვნება, დააკავა და სახლში შეიყვანა, სადაც დახვდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მეორე პიროვნება და დაზარალებული.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამომძიებელმა ლ-–---------- ექსპერტებმა - ლ------------–---–--------–--------–------ დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და სისწორე.
2019 წლის 3 მარტის ამოცნობის ოქმის თანახმად, ს-----–----------------- მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო N2 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება - რ----–----------- ცხვირით, ტუჩების ზომით, წარბებით, დაბალი მუქი ფერის თმით და სახის ნაკვთებით.
2019 წლის 3 მარტის ამოცნობის ოქმის თანახმად, ს-----–----------------- მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო N3 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება - ე-–--------------- ღია პირისახით, ოდნავ მოგრძო სახით, საშუალო ზომის ცხვირით, დიდი ტუჩებით, ცხვირით, ტუჩების ზომით, წარბებით, დაბალი მუქი ფერის თმით და სახის ნაკვთებით.
2019 წლის 3 მარტის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, პატრულ-ინსპექტორ გ------------------ მიერ, დაკავებულ იქნა რ----–-----------, მშვიდ გარემოში, ყოველგვარი იძულებისა და წინააღმდეგობის გარეშე. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა: ხუთლარიანი კუპიურა, ერთი ცალი 2 ლარიანი მონეტა, თეთრი ფერის კონდიციონერის პულტი, შავი ფერის „სამსუნგის“ ფირმის ე.წ. „სლაიდი“ მობილური ტელეფონი, შავი ფერის მობილური ტელეფონი წარწერით - „------- შავი ფერის „-------- ფირმის მობილური ტელეფონი, რომელსაც დაზიანებული აქვს ეკრანი, „--------- ფირმის ე.წ. პლანშეტი, სონის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელსაც ქვედა ნაწილში აღენიშნება ორი შავი წერტილი, სუნამო წითელი ფერის კოლოფით, დანა, პირადობის მოწმობა, შავი ფერის ქურთუკი „C-----------ს ფირმის.
2019 წლის 3 მარტის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, პატრულ-ინსპექტორ ი-----–--------–------- მიერ, დაკავებულ იქნა ე-–---------------, მშვიდ გარემოში, იძულებისა და წინააღმდეგობის გარეშე. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა გასაღებების ასხმა, ე.წ. „-----–-------- და ორი გასაღებით, ყავისფერი ტყავის საფულე მეტრომანის პლასტიკური ბარათის შიგთავსით, სახრახნისი თეთრი ფერის პლასტმასის ტარით, მწვანე ფერის მცირე ზომის ბოქლომი, ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი, ვერცხლისფერი ბეჭედი, ხის კრიალოსანი მასზე არსებული ჯვრით და კოტონის ფირმის შინდისფერი ქურთუკი.
2019 წლის 3 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებულ იქნა ქ-------–--–-------------- ქ---------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზო, სადაც შესასვლელი არის ორფრთიანი რკინის კარით. ეზოში განთავსებულია ერთსართულიანი სახლი, რომელსაც გააჩნია რკინის კიბე; სახლის ხელმარცხნივ განთავსებულია მცირე ზომის დერეფანი, კედელთან მარჯვენა მხარეს დევს ხის ტახტი, რომლის გაყოლებაზეც არის დერეფანი, მეთლახის ზედაპირით. დერეფნის შუაგულში მეთლახის ზედაპირზე დევს მოყავისფრო ფერის ხისტარიანი, დანის მსგავსი საგანი. კედელზე დამონტაჟებულია ხის ჩარჩოიანი ფანჯარა ღია მდგომარეობაში. კინოლოგიის სამსახურის ექსპერტის მიერ ეზოში დაგებული მეთლახის ზედაპირიდან აღებულ იქნა სუნის კვალის ნიმუში.
2019 წლის 3 მარტის შემთხვევის ადგილის (ს-----–----------------- საცხოვრებელი სახლის) დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებულ იქნა ქ. თ---–--–-------------------------ში მდებარე ს-----–----------------- საცხოვრებელი სახლი, რომელიც შემოსაზღვრულია ბეტონის ღობითა და შესასვლელი რკინის კარით. სახლს გააჩნია ხის კარი ორი მხრიდან. სახლი შედგება სააბაზანოს, სამზარეულოსა და მისაღები ოთახებისგან, სადაც განთავსებულია სხვადასხვა დასახელების ავეჯი. ექსპერტის მიერ საძინებელი ოთახის გვერდით, პარკეტის იატაკიდან აღებულ იქნა სუნის ნიმუში; ორი ცალი დაქტილოფირი ხელის კვლებით, ხისტარიანი დანა, შავი ფერის ზარდახშა, ბიჟუტერია, ასევე ერთი ცალი დანა და ორი ცალი მუქი ფერის ნაჭრის ხელთათმანი.
2019 წლის 14 მაისის N--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი F--------- პაკეტში წარწერით: „2 (ორ) ც დ/ფ კვლებით“ - მოთავსებული, 2 ცალ დაქტილოფირზე გადატანილი ხელის კვლებიდან: დაქტილოფირზე, მაქს. ზომით 45x51 მმ (კონვერტიდან წარწერით: „ 1 (ერთი) დ/ფ ხელის კვლით II მისაღებ ოთახში ფანჯრის შუშის შიდა ზედაპირიდან“) გადატანილი ხელის თითის ორი კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისია (პირობითად კვალი N1, კვალი #2); დაქტილოფირზე, მაქს. ზომით 47x52 მმ (კონვერტიდან წარწერით: „ 1(ერთი) დ/ფ ხელის კვლით II მისაღებ ოთახში ფანჯრის შუშის გარე ზედაპირიდან“) გადატანილი ხელის თითის კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისია (პირობითად კვალი #3); პირობითად კვალი N1 და N2 იდენტურია 1--------- წელს დაბადებული ე-–----------------------------- სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე გამოსახული მარჯვენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის; პირობითად კვალი N3 იდენტურია 1--------- წელს დაბადებული ე-–----------------------------- სახელზე შევსებულ დაქტილოფირზე გამოსახული მარჯვენა ხელის ცერი თითის ანაბეჭდის.
2019 წლის 13 აგვისტოს #--------- ბიოლოგიური (სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პაკეტში წარწერით: „...რ----------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა...“ მოთავსებულ დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ. N1) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი რ----–------------ (ობ. N17; პაკეტი, წარწერით: „...1 (ერთ) ც. სტერილურ ჩხირზე პირის ღრუდან აღებული იქნა ბრალდებულ რ----–---------–---------------გან ... ნერწყვის...“) გენეტიკური პროფილის იდენტურია; პაკეტში წარწერით: „...ერთი ცალი დანა ამოღებული საძინებელ ოთახში საწოლის მიმდებარედ...“ მოთავსებულ დანის ტარიდან (ობ. N7) და პირიდან (ობ. N8) გაკეთებული ანაწმენდები სისხლს არ შეიცავს. ობ. N7-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი რ----–------------ (ობ. N17) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ. N7-ში არ ვლინდება ე-–---------------ს (ობ. N16, პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში ბრალდებულ ე-–-----------------------------გან...“) გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო ობ. N8-ში გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა; პაკეტში წარწერით: „...ობ. N.3 ხისტარიანი დანა დაზიანებული პირით ამოღებული II მისაღები ოთახის ფანჯრის რაფის გარე ზედაპირიდან...“ მოთავსებულ დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ. N9) გენეტიკური პროფილი რ----–------------ (ობ. N17) გენეტიკური პროფილის იდენტურია; პაკეტში წარწერით: „...ობ. N.4 ორი ცალი მუქი ფერის ნაჭრის ხელთათმანი ამოღებული I მისაღებში საწოლის ქვეშ იატაკის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ მარჯვენა ხელთათმანზე არსებული ღია მოყავისფრო ლაქები (ობ. N13) სისხლს არ წარმოადგენს. ობ.N13-ის მაჟორული წილი და მარჯვენა ხელთათმანის შიდა ზედაპირებზე არსებული ბიომასალის (ობ. N14) შერეული გენეტიკური პროფილების ერთი წილი რ----–------------ (ობ. N17) გენეტიკური პროფილის იდენტურია. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ნ-----------–---–---
წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს რ----–-------------------–---------------- უდანაშაულოდ მიჩნევასთან დაკავშირებით, ვინაიდან აშკარად დგინდება, რომ მათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ს-----–----------------- ბინაში უკანონო შეღწევით სცადეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაუფლებოდნენ დაზარალებულის კუთვნილ ფულად თანხას და ძვირფას ნივთებს.
დაცვის მხარე არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს დაზარალებულ ს-----–----------------- ჩვენებას და გამორიცხავს მისი მხირდან იმ გარემოებაზე მითითებას, რომ მსჯავრდებულები დაზარალებულისაგან ითხოვდნენ ფულად თანხას და ძვირფასეულობას, რასაც სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება. ს-----–----------------- არაერთხელ დააფიქსირა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, რომ მის ბინაში რ----–----------- და ე-–--------------- შესულები იყვნენ ფულის და სხვა ნივთების წასაღებად. მისი განმარტებით ორივე მსჯავრდებულმა და განსაკუთრებით რ----–-----------მ არაერთხელ განუმარტა, რომ სურდა ბევრი ფული. დაზარალებულმა სრულად გამორიცხა რაიმე სახის ზეწოლა, მუქარა ან ძალადობრივი ქმედება თანხის მოთხოვნის პარალელურად და განაცხადა, რომ მსჯავრდებულები მას უბრალოდ სთხოვდნენ მიეცა ფული. ასევე, ს-----–----------------- განმარტებით რ----–-----------მ ე-–--------------- გააგზავნა სხვა ოთახებში ფულის მოსაძებნად, მან კი სცადა ხელიდან მოესხნა ბეჭედი, თუმცა ვერ მოახერხა. დაზარალებულმა არ უარყო ის გარემოება, რომ მსჯავრდებულები ამშვიდებდნენ მას, ეუბნებოდნენ არ ენერვიულა, თუმცა განმარტა, რომ ისინი მისგან ითხოვდნენ ფულს და ძვირფასეულობას. ასევე პროკურორის დამაზუსტებელ კითხვაზე თუ რა მიზნით იყვენენ შესულები მის ბინაში რ----–----------- და ე-–---------------, ს-----–----------------- კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მათ სურდათ ფულის წაღება.
რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რომ სასამართლო არ დაინტერესებულა სრულყოფილად გაიგო და სწორად აღიქვა თუ არა ქართული ენის არასრულყოფილად მცდონე დაზარალებულმა მსჯავრდებულების განზრახვა, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ს-----–----------------- დაკითხვისას გაირკვა, მას საკმაოდ კარგად ესმის ქართული საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ იგი იკითხებოდა თარჯიმნის მონაწილეობით, კარგად იგებდა ბრალდების და დაცვის მხარის მიერ ქართულ ენაზე დასმული კითხვების შინაარსს და ხშირად თარგმნამდე პასუხობდა მხარეებს, მათ შორის ქართულ ენაზეც. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მსჯავრდებულების მიერ მისგან ფულისა და ძვირფასეულობის დაუფლების განზრახვა იყო მისთვის აშკარა და ისინი სწორედ ამ მიზნით იყვნენ მის ბინაში შესულები.
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას. როგორც მოწმე ა----------–---- განმარტა, მას შეთხვევის დროს ტელეფონზე დაურეკა ს-----–----------------- და სთხოვა დახმარება. ასევე შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა დამაჯერებლად და თანმიმდევრულად განმარტეს, რომ დაზარალებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში შესვლისას ნათლად გაიგონეს ამ უკანასკნელის ტირილის ხმა, იგი შველას ითხოვდა. როგორც მოწმე ა----------–----, ასევე პოლიციის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ სახლში შესვლისას დაზარალებული იყო ძალიან შეშინებული, კანკალებდა, ტიროდა და უთითებდა მსჯავრდებულებზე, რომ ეს პირები მისგან ითხოვდნენ ფულს და ძვირფასეულობას. დაზარალებულის ემოციური მდგომარეობა, რომელიც პირადად ნახეს მოწმეებმა ცალსახად გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას, რომ ბრალდებულები მხოლოდდამხოლოდ ღამის გათენების მიზნით იყვნენ შესულები მის საცხოვრებელ სახლში და არა თუ რაიმეს ითხოვდნენ მისგან, არამედ ამშვიდებდნენ, რომ არაფერს დაუშავებდნენ. ამ ნაწილში პოლიციის თანამშრომლების და მოწმე ა----------–---- ჩვენებები ვერ იქნება შეფასებული როგორც ირიბი ხასიათის მტკიცებულებები.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 26 ოქტომბრის 231აპ.-18 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „სასამართლოები ზოგჯერ საკითხს იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა ესა თუ ის ინფორმაცია ან საქმეში არსებული რაიმე ფაქტობრივი მონაცემი პირდაპირ თუ ირიბ ჩვენებას, ან სხვა პირდაპირ, თუ არაპირდაპირ მტკიცებულებას, წყვეტენ ამ მტკიცებულების წარმოშობის წყაროს, მისი ფორმირების პირობების, მომხდარი შემთხვევის განვითარებისა და დანაშაულის ჩადენის ვითარების თავისებურებებისა და სპეციფიკის გაუთვალისწინებლად. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ არ არსებობს უნივერსალური კრიტერიუმების საფუძველზე ჩამოყალიბებული სტანდარტი, რომელთან მისადაგებითაც განვსაზღვრავთ – საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება, მათ შორის - მოწმის ჩვენება, პირდაპირია თუ ირიბი. ცალკეულ შემთხვევაში საამისოდ შესაძლოა, საჭირო გახდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრული ანალიზი მცდარი სამართლებრივი დასკვნების თავიდან ასაცილებლად“.
სააპელაციო პალატა იზიარებს რა ზემოაღნიშნულ არგუმენტაციას და მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლები და მოწმე ა----------–--- შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც რ----–-------------------–---------------- დანაშაულებრივი ქმედება არ ჰქონდათ დასრულებული, მათ ეზოს ჭიშკართან შემოესმათ დაზარალებულის ტირილის ხმა, უშუალოდ ბინაში შესვლისას ნახეს, თუ როგორ გადაძვრა ერთ-ერთი მსჯავრდებული ფანჯრიდან, ხოლო მეორე კვლავ იდგა დაზარალებულის საძინებელ ოთახში და მძიმე ემოციურ მდგომარეობაში მყოფმა დაზარალებულმა მიუთითა მათზე, როგორც თანხის დაუფლების მიზნით შესულ პირებზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოწმეების გ------------------, გ--–----------- შ--------–------, ი-----–--------–------- და ა----------–---- ჩვენებები ავსებენ დაზარალებულ ს-----–----------------- ჩვენებას და ქმნიან ერთიან დამაჯერებელ მტკიცებულებატა ჯაჭვს, რომ რ----–----------- და ე-–--------------- დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში შესულები იყვნენ მისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
სააპელაციო პალატა დამატებით აღარ იმსჯელებს დაზარალებულ ს-----–----------------- მიერ მსჯავრდებულების რ----–-------------------–---------------- ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებზე, ასევე სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ სხვა წერილობით მტკიცებულებებზე, ვინაიდან დაზარალებულის ბინაში ყოფნის და ამ უკანასკნელთან შეხვედრის ფაქტს არ უარყოფენ თავად მსჯავრდებულები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სრულ შესაბამისობაშია და კიდევ უფრო განამტკიცებს დაზარალებულის და მოწმეების მიერ სასამართლოსათვის მოწოდებულ ინფორმაციას.
სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის აპელირებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადგენილი რ----–-------------------–---------------- წინასწარი შეთანხმება დანაშაულის ჩასადენად. ჯგუფური დანაშაულის დეფინიციას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლი, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ამასთან, წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. წინასწარი შეთანხმების არსებობა შესაძლებელია ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს.
განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ თანამზრახველები ერთად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, იცნობდნენ ერთმანეთს, დაზარალებულმა მიუთითა მათ შორის როლების განაწილების ფაქტზეც, რაც შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებთან ერთობლივი ანალიზი საფუძველზე სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ ისინი წინასწარი შეთანხმებით მოქმედებდნენ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. აპელანტის - ბრალდების მხარის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ნაწილობრივ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა რ----–-------------------–---------------- მიერ განხორციელებულ ქმედებას, არ უნდა იქნას გაზიარებული მისი პოზიცია, ვინაიდან საქმეში არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც მიუთითებს, რომ რ----–-----------მ და ე-–---------------მ ჩაიდინეს სწორედ მათთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული. საქმეში არსებობს დაზარალებული ს-----–----------------- გამოკითხვის ოქმი, რომელიც დეტალურად აღწერს 2019 წლის 3 მარტს მის სახლში განვითარებულ მოვლენებს. მართალია, დაზარალებულმა ნაწილობრივ შეცვალა ჩვენება სასამართლო სხდომაზე, თუმცა მან განაცხადა, რომ ძალიან შეეშინდა, როდესაც თავდამსხმელები სთხოვდნენ ფულს; შეეშინდა, რომ მოკლავდნენ და მიაყენებდნენ დაზიანებას. აღნიშნული ჩვენება რა თქმა უნდა, იძლევა ყაჩაღობის კვალიფიკაციას. ასევე ბრალდების მხარის მიერ სრულად იქნა გამოქვეყნებული დაზარალებულის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომლის გაზიარების შესაძლებლობაც ჰქონდა სასამართლოს. გარდა ამისა, ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებით და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით. კერძოდ, სამართალდამცავებს დაზარალებულის სახლში შესვლამდე კარგად ესმოდათ როგორ ითხოვდა ეს უკანასკნელი შველას, ექსპერტიზის დასკვნით კი დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ დანაზე აღმოჩნდა მსჯავრდებულების ბიოლოგიური მასალის კვალი.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან ის წინააღმდეგობაში მოდის პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებთან.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, პალატა აფასებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემულ დაზარალებულ ს-----–----------------- ჩვენებას, განმარტავს, რომ მის მიერ სასამართლოსათვის მოწოდებული ინფორმაციიდან არც ერთ შემთხვევაში არ იკვეთება მსჯავრდებულების რ----–-------------------–---------------- მიერ მასზე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარის განხორციელების ფაქტი. დაზარალებულმა არაერთხელ მიუთითა, რომ მის საძინებელ ოთახში შესული მსჯავრდებულების ხელში დანა ან სხვა მსგავსი საგანი არ შეუნიშნავს, მხოლოდ ხელთათმანები ეჭირა ხელში ერთ-ერთ მსჯავრდებულს - რ----–------------. ისინი სთხოვდნენ ბევრ ფულს, თუმცა სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანებით არ ემუქრებოდნენ. ასევე, რ----–-----------მ სცადა მისთვის თითიდან ბეჭდის მოხსნა, თუმცა ამ დროსაც მის მიმართ ძალადობრივ ქმედებას ან ძალადობის მუქარას ადგილი არ ჰქონია, მხოლოდ მოსინჯა ბეჭედი და ვინაიდან არ იხსნებოდა, თავი დაანება მას.
ბრალდების მხარე არასწორი ინტერპრეტაციით გადმოსცემს დაზარალებულის ჩვენებას, რომ თითქოს მას მსჯავრდებულების მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისას გაუჩნდა ჯანმრთელობის დაზიანების ან სიცოცხლის მოსპობის შიში. დაზარალებულმა მხარეთა მიერ დასმულ დამაზუსტებელ კითხვაზე განმარტა, რომ მან მომხდარის შედეგად განიცადა ძლიერი შიში, კერძოდ, შეეშინდა იმის, რომ ღამით შევიდა მასთან სახლში ორი პიროვნება და სთხოვდნენ რაღაცას. ს-----–----------------- განმარტებით, მან გაიფიქრა, რომ შესაძლოა იარაღიც ჰქონოდათ დამნაშავეებს და მოეკლათ, თუმცა მას იარაღი არ დაუნახავს არც ერთი მათგანის ხელში, ისინი არც სიტყვიერად და არც ჟესტიკულაციით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით არ დამუქრებიან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - ყაჩაღობის დროს ერთდროულად სახეზეა ორი სიკეთის - ადამიანის საკუთრების უფლების და ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის ხელყოფის საშიშროება. ობიექტური მხრივ, ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა. თავდასხმაში თავის მხრივ იგულისხმება დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან. მსჯავრდებულების რ----–-------------------–---------------- მხრიდან მსგავსი ხასიათის ქმედების ჩადენის ფაქტი კი სასამართლო სხდომაზე ყოვლად გამორიცხა დაზარალებულმა ს-----–-----------------. აღნიშნული გარემოება არ დასტურდება არც საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით. შემთხვევის ადგილზე მისული მოწმეები არ შესწრებიან რ----–-------------------–---------------- მხრიდან ძალადობის მუქარის ფაქტს, არც დანა ან მსგავსი სახის საგნები უნახავთ მათ ხელში. რაც შეეხება სამართალდამცავების განმარტებას, რომ დაზარალებული ტიროდა და ითხოვდა შველას, აღნიშნული უპირობოდ არ მიუთითებს, რომ მას ემუქრებოდნენ ძალადობის გამოყენებით.
ბრალდების მხარე აპელირებს იმ გარემოებაზეც, რომ მსჯავრდებულ რ----–------------ პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა დანა, ასევე მისი ბიოლოგიური მასალა აღმოჩნდა შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ დანაზეც.
პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულების მხრიდან მათთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ოქიექტური შემადგენლობის ყველა ნიშნის განხორციელება არ დასტურდება საქმეზე გამოკვლეული არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით; დაზარალებულმა გამორიცხა მსჯავრდებულების ხელში დანის ჭერის ფაქტი, ამდენად, რ----–------------ თანნაქონი დანის დემონსტრირება არ მოუხდენია. ასევე, მსჯავრდებულები არ გამორიცხავენ დაზარალებულის ბინაში არსებულ სხვადასხვა ნივთებთან შემხებლობას. ბრალდების მხარემ კი ვერ უზრუნველყო სათანადო არგუმენტაციის ფონზე დაესაბუთებინა, რომ დანები, რომელზეც აღმოჩნდა მსჯავრდებულ რ----–------------ გენეტიკური პროფილი, ამ უკანასკნელის მიერ გამოყენებული იყო სწორედ დანაშაულის ჩადენის იარაღად.
ამდენად, პალატა აანალიზებს რა სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ ისინი უტყუარად ვერ ადასტურებენ რ----–-------------------–---------------- ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა წარდგენილი კვალიფიკაციით პირთა ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ასეთი ხასიათის მტკიცებულებები კი ყაჩაღობის კვალიფიკაციით წარდგენილი ბრალდების ნაწილში ვერ იქნა წარმოდგენილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, მსჯავრდებულების ქმედება მოიცავს საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანს და მათ ამ კვალიფიკაციით უნდა დაედოთ მსჯავრი.
ამდენად, ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
4. რ----–------------- ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე;
რ----–------------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
5. მსჯავრდებულ რ----–------------ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 3 მარტიდან.
6. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ რ----–------------ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.
7. ე-–----------------- ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე;
ე-–--------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
8. ე-–----------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 3 მარტიდან.
9. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ე-–---------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.
10. ნივთიერი მტკიცებულებები:
- რ----–------------ სახელზე გაცემული აიდი ბარათი სერიული ნომრით 1--------- 05 (ხუთი) ლარიანი კუპიურა სერიული ნორმით C--------- ერთი ცალი ორ ლარიანი მონეტა; წითელი ფერის მუყაოს კოლოფში მოთავსებული სუნამო, კოლოფზე ლათინური წარწერით „----------- დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შავი ფერის „-------- ფირმის ერთი ცალი მობილური ტელეფონი მასში მოთავსებული ერთი ცალი „ბილაინის“ ფირმის სიმბარათი ნომრით 8----------------------------------------------------------------------------------------- დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შავი ფერის „-------ის ფირმის ერთი ცალი მობილური ტელეფონი მასში მოთავსებული ორი ცალი სიმბარათით, ერთი ცალი „მაგთიკომის“ სიმბარათი ნომრით 8------------------- მეორე სიმბარათი მასზე აღნიშნული ნომრით 8-------------------- ტელეფონი ორი იმეი კოდით: 1. 3-------------- და იმეი კოდი 2. 3-------------- დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; შავი ფერის „SAMSUNG“-ის ფირმის ერთი ცალი მობილური ტელეფონი მასში მოთავსებული ერთი ცალი სიმბარათით, წარწერით „მაგთი“, სიმბარათი ნომრით 8-------------------- ერთი ცალი მეხსიერების ბარათით და ტელეფონი იმეი კოდით: 3------------------ დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; „-------------ს ფირმის ერთი ცალი მობილური ტელეფონი, შავი ფერის კორპუსის დამცავი პანელით, მობილურ ტელეფონზე უკანა პანელზე დაკრული ე.წ. სტიკერი ლათინური წარწერით „------ დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; „------- ფირმის ერთი ცალი ე.წ. პლანშეტი, უკანა პანელზე წარწერით C------- პლანშეტი იმეი კოდიით 8--------------- შავი ფერის „-------- ფირმის მობილური ტელეფონი ორი იმეი კოდით: 3------------------------------- დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; ყავისფერი ტყავის საფულე საფირმო წარწერით „G-------------- მასში მოთავსებული მეტრომარტის ბარათით N----------- პატარა ზომის მწვანე ფერის ბოქლომი წარწერით „--------- მეტალის ბეჭედი რელიგიური სიმბოლიკით, ძაფზე ასხმული ხის, ყავისფერი ჯვრით და ხის ცილინდრული და მრგვალი ფორმის დეტალებით, რკინის რგოლზე ასხმული ორი ცალი სხვადასხვა გასაღებით და სხვადასხვა ე.წ. „ბრელოკებით“ დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; რ----–------------ შარვალი, სვიტერი და ქურთუკი დალუქული 3 (სამი) ფუთად; ე-–---------------ს შარვალი და კაპიშონიანი ზედა დალუქული 1 (ერთი) ფუთად; ე-–------------------ურთუკი დალუქული 1 (ერთი) ფუთად; ზარდახშა დალუქული 1 (ერთი) ფუთად; ე-–---------------ს 2 (ორი) ცალი ბოტასი დალუქული 1 (ერთი) ფუთად; რ----–------------ 2 (ორი) ცალი ბოტასი დალუქული 1 (ერთი) ფუთად; დაზარალებულის კუთვნილი 2 (ორი) ცალი დანა დალუქული 2 (ორი) პაკეტად - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- ბრტყელთავიანი სახრახნისი მოთეთრო ფერის პლასტმასის ტარით დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; რ----–------------ ნერწყვის და ხელის კვლების ნიმუშები დალუქული 2 (ორი) პაკეტად; ე-–---------------ს ნერწყვის და ხელის კვლების ნიმუშები დალუქული 2 (ორი) პაკეტად; 2 (ორი) დანა დალუქული 2 (ორი) პაკეტად; დაქტილოფირები მიკრონაწილაკებით დალუქული 2 (ორი) პაკეტად; 2 (ორი) ცალი ხელთათმანი დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; სუნის ნიმუშები დალუქული 4 (ოთხი) პაკეტად - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
12. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი
მოსამართლეები: ბ. ბუგიანიშვილი
მ. კაპანაძე