განაჩენი

სისხლის სამართლის 24.01.2020
საქმის ნომერი
820100119003138721
ინსტანცია
თარიღი
24.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-739-2019 წელი

№820100119003138721

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

15 იანვარი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – რ----- შ----ის,ადვოკატის – დ----- კ----–--ის,თარჯიმნის – თ----- შ-----–--ს,მსჯავრდებულის – ზ------- ე------- ქ-------ს მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდო-მაზე, განიხილა ზ------- ე------- ქ-------ს ბრალდების №------------ სისხლის სამართ-ლის საქმე.

ზ------- ე------- ქ-------, დაბადებული 1----–-–------------ს, თ--------ის რესპუბლიკის მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო-ტექნიკური განათლების მქონე, ქორწინე-ბაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული თ--------ში, ტ----------ში, ო-------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ბ------–---------–----------------------ში, მსჯავრდებულია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 სექ-ტემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლი-ობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძ-ველზე ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

aRwerilobiTi nawili:

ზ------- ე------- ქ-------ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყო-ფის, შანტაჟისა და დამცირებისათვის, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

– ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყო-ლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებუ-ლი შედეგი;

– ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყო-ლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინე-ბული შედეგი;

– სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქა-რისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების სა-ფუძვლიანი შიში;

– შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ზ------- ე------- ქ------- თანაცხოვრების პერიოდში ლანძღვა-გინებით, დამამცირებე-ლი და უწმაწური სიტყვების გამოყენებით, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცი-რებდა თავის მეუღლეს მ--- მ-------ეს, რამაც გამოიწვია მ--- მ-------ის სულიერი ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

2019 წლის 23 ივნისს დილის საათებში, ქ. ბ------–---------–----------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქ-ტისას, ზ------- ე------- ქ-------მ არასრულწლოვანი შვილების ი------ შ----- ქ-------სა და მ--–--- ქ-------ს თანდასწრებით მეუღლეს მ--- მ-------ეს სახეში და იდაყვზე და-არტყა ხელი, რა დროსაც მ--- მ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. ბ------–---------–----------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მისაღებ და საძინებელ ოთახებში, ყოფით ნია-დაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ზ------- ე------- ქ-------მ არასრულწლოვანი შვი-ლების ი------ შ----- ქუმრუსა და მ--–--- ქ-------ს თანდასწრებით მეუღლეს მ--- მახა-რაძეს სახეში და თავში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, შემდეგ საძინებელ ოთახში ყელ-ზე მოუჭირა ხელი და ცდილობდა მის დახრჩობას, რა დროსაც მ--- მ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელო-ბის მოშლის გარეშე.

2019 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. ბ------–---------–----------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ------- ე------- ქ------- დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ------ მ-------ეს, რა დროსაც ნ------ მ-------ეს გა-უჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2019 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. ბ------–---------–----------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მისაღებ და საძინებელ ოთახებში, ყოფით ნია-დაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ზ------- ე------- ქ------- დანისა და მინის ლარნა-კის ნატეხის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს, მეუღლეს მ--- მ-------ეს, რა დროსაც მ--- მ-------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვ-ლიანი შიში.

2019 წლის 24 ივნისს, ზ------- ე------- ქ-------ს მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რითაც 30 დღის განმავლობაში ზ------- ე------- ქ-------ს აეკრძალა მეუღლის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება და მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული შეზღუდვის მიუხედავად, 2019 წლის 25 ივნისს, ზ------- ე------- ქ------- მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა მეუღლეს მ--- მ-------ეს, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ა---- მ--------მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზ------- ე------- ქ-------ს მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ზ------- ე------- ქ-------ს მიმართ დანიშნული სას-ჯელი არის მსუბუქი, შეუსაბამოა მის პიროვნებასთან და ვერ უზრუნველყოფს სასჯე-ლის მიზნების მიღწევას. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტი, რომ დანა-შაულებრივი ქმედების ჩადენის დროს გამოყენებული იქნა დანა, რაც წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს და მიუთითებს მსჯავრდებულის ნების სიმტკიცის დაბალ ხარისხზე. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დანაშაუ-ლებრივი ქმედებები ჩადენილი იქნა არასრულწლოვნების თანდასწრებით, შესაბამისად ისინი გახდნენ ძალადობრივი ფაქტის შემსწრე პირები, რაც უარყოფითად აისახება მათ ფსიქიკაზე. შემაკავკებელი ორდერით გათვალისწინებული შეზღუდვის მიუხედავად 2019 წლის 25 ივნისს, ზ------- ე------- ქ------- მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა მეუღლეს მ--- მ-------ეს, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთ-ხოვნა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსჯავრდებულისათვის კანონით გათვა-ლისწინებული ვალდებულებები არ გამხდარა შემაკავებელი ხასიათის ფაქტორი, რაც ზრდის მსჯავრდებულის მხრიდან ოჯახის წევრების მიმართ დანაშაულებრივი საქმია-ნობის გაგრძელების საფრთხეს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ შემაკავებელი ორდე-რის ვადის გასვლის შემდეგ 2019 წლის 12 აგვისტოს, დაზარალებულის განცხადების საფუძველზე გამოცემული იქნა კიდევ ერთი შემაკავებელი ორდერი. 2019 წლის 24 სექ-ტემბრის ფსიქოლოგიური დასკვნით დასტურდება, რომ დაზარალებული განიცდიდა ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, რაღც იწვევდა მის ტანჯვას.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ რ----- შ----ეს, რომელიც ითხოვს ზ------- ე------- ქ-------ს მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას.

– მსჯავრდებულ ზ------- ე------- ქ-------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს დ----- კ----–--ეს, რომლებიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევენ კანონიერად, დასაბუ-თებულად, სამართლიანად და ითხოვენ მის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულმა ზ------- ე------- ქ-------მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვე-ნების მიცემისას თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ ზ------- ე------- ქ-------ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალი-ფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), 111-151-ე მუხლის პირველი ნა-წილით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ზ------- ე------- ქ-------ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ზ------- ე-------- ქ-------ს მიმართ სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინს-ტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები – დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმ-დეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სა-ხე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცე-ვა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გან-საზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავი-დან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; აგრეთვე ის გარემოება, რომ ზ------- ე------- ქ-------მ აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაულები, წარსულში არ არის ნასამართლევი, არჩენს ოჯახს, სურს აღადგინოს და შეინარჩუნოს ოჯახი და ზ-------- ე------- ქ-------ს მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად დაუნიშნა – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძ-ველზე ჩაუთვალა პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდე-ბულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ამდენად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენი ზ------- ე------- ქ-------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივა-რი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ზ------- ე------- ქ-------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ზ------- ე------- ქ------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის პირვე-ლი ნაწილით, 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათ-ვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაე-თვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით (2019 წლის 23 ივნისის დილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული-სათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვა-ლოს პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით (2019 წლის 23 ივნისის 14:00 საათის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაუ-ლისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვა-ლოს პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ--- მ-------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაც-დელი ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ------- მ-------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღ-კვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვა-დით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ზ-------- ე------- ქ-------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლე-ბის აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

ზ------- ე------- ქ-------ს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების დრო – 2019 წლის 23 ივნისიდან 2019 წლის 27 ივნისის ჩათვლით.

ზ------- ე------- ქ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება – გირაო გაუქ-მებულია.

ნივთმტკიცება – დანები და მინის ნატეხი განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვე-ტილების მიღების შემდეგ.

ნივთმტკიცება – საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი DVD დისკი შენახული იქნეს საქმესთან ერთად.

ზ------- ე------- ქ-------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili