განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ 330310019002997946
საქმე №3ბ/2180-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი: გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - მ--------------ე
წარმომადგენელი - ა----------ე
აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ქ--------------–-–---–ი
აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
წარმომადგენელი - რ---------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტ მ--------------ის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება ნაწილობრივ (მე-4 პუნქტი) და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.
აპელანტების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება ნაწილობრივ (სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში) და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით მ--------------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 27 თებერვლის დადგენილება N0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ იმ ნაწილში, რომლითაც მ--------------ეს დაევალა ქ. თბილისში, ა-–----------------------------ში (საკადასტრო კოდი: N0----------------------) მდებარე ობიექტზე ფანჯრის ღიობების ამოშენება, ასევე ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 აპრილის №4-- ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ--------------ის (წარმომადგენელი ა----------ე) 2018 წლის 04 სექტემბრის N1--------------01 ადმინისტრაციული საჩივარი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 27 თებერვლის N0----- დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, ქ. თბილისში, ა-–-----------------------------ში(საკადასტრო კოდი: N0----------------------) მდებარე ობიექტზე ფანჯრის ღიობების ამოშენების ნაწილში, ამავე გადაწყვეტილებით, დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 27 თებერვლის N0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ ქ.თბილისში, ა-–----------------------------ში, N0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის ფასადზე (ა-–----------------------------ის მომიჯნავედ) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ფანჯრის ღიობების მოწყობისათვის 4000(ოთხი ათასი) ლარით დაჯარიმების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 აპრილის N4-- ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში) მ--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
1.2.1. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 13 იანვრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ა-–---------------------------, ფართი: 79.22 კვ.მეტრი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0----------------------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია მ--------------ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს: ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 22/09/2016, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (ს.ფ. 113-114).
1.2.2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მ--------------ის მიმართ 2017 წლის 01 დეკემბერს შედგენილი იქნა მითითება №0-----, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ა-–----------------------------ში(საკადასტრო კოდი: №0---------------) მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის კედელზე, რომელიც მდებარეობს ა-–-------------------ის მომიჯნავედ განხორციელებულია უნებართვოდ სარეკონსტრუქციო სამუშაოები. კერძოდ, მოწყობილია ფანჯრის ღიობები. ამავე მითითებით მხარეს დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა წარედგინა განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან მოეხდინა ფანჯრის ღიობების ამოშენება, ხოლო დარღვევის გამოსწორების ვადად განისაზღვრა 07(შვიდი) კალენდარული დღე. წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ზომები (ს.ფ.14).
1.2.3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 29 ნოემბერს შედგა დათვალიერების ოქმი №4-------------, რომლითაც დგინდება, რომ ა-–------------------------ში განხორციელებულია ფასადის რეკონსტრუქცია, კერძოდ, მოწყობილია ფანჯრის ღიობები. სპეციალისტების მიერ არაერთხელ იქნა დატოვებული საკონტაქტო მისამართი ობიექტზე, მიუხედავად ამისა მესაკუთრე თავს არიდებს თანამშრომლობას, ვერ ხერხდება სამართალდამრღვევი პირის მოძიება (ს.ფ.122-123).
1.2.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 27 დეკემბერს შედგა შემოწმების აქტი №0-----, რომლითაც დგინდება, რომ მ--------------ის მიერ არ იქნა შესრულებული 2017 წლის 01დეკემბრის №0----- მითითების პირობები (ს.ფ.118-119).
1.2.5. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 27 თებერვლის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს მთაწმინდა-კრწანისის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის ნ-------------ის მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს ეცნობა, რომ მ--------------ის მიმართ ქ. თბილისში, ა-–----------------------------ში, №0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართის ფასადზე (ა-–------------------------ის მომიჯნავედ), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებისთვის, კერძოდ ფანჯრის ღიობების მოწყობისთვის გაიცა №0----- მითითება. 2017 წლის 27 დეკემბერს შედგა №0----- შემოწმების აქტი, რომლითაც დაფიქსირდა მითითებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა. 2018 წლის 27 თებერვალს, ობიექტის ხელმეორედ გადამოწმებით დადგინდა, რომ მოქალაქე მ--------------ის მიერ არ შესრულდა №0----- მითითებით განსაზღვრული პირობები(ს.ფ.95).
1.2.6. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 27 თებერვალს მიღებული იქნა დადგენილება №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც მ--------------ე დაჯარიმდა 4000(ოთხი ათასი) ლარით, ქ.თბილისში, ა-–---------------------------- ში, N0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართის ფასადზე(ა-–----------------------------ის მომიჯნავედ), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, ფანჯრის ღიობების მოწყობისთვის. ამავე დადგენილებით, ქ.თბილისში, ა-–----------------------------ში, N0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართის მესაკუთრეს დაევალა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა(ფანჯრის ღიობების ამოშენება) (ს.ფ. 15-17).
1.2.7. 2018 წლის 04 სექტემბერს, მ---------------ის წარმომადგენელმა ა-----------ემ №1--------------01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 27 თებერვლის №0----- დადგენილების ბათილად ცნობა.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 აპრილის №4-- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მ----------------ის წარმომადგენლის ა------------ის 2018 წლის 04 სექტემბრის №1--------------01 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 27 თებერვლის N0----- დადგენილება (ს.ფ. 19-27, 166-169).
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
1.3.1. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ,– დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ:
ა) მითითება შესრულდა;
ბ) მითითება არ შესრულდა;
გ) მითითება არადროულად სრულდება.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მ--------------ის მიმართ 2017წლის 01 დეკემბერს შედგენილი იქნა მითითება №0-----, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ქ.თბილისში, ა-–----------------------------ში(საკადასტრო კოდი: №0---------------) მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის კედელზე, რომელიც მდებარეობს ა-–------------------ის მომიჯნავედ განხორციელებულია უნებართვოდ სარეკონსტრუქციო სამუშაოები. კერძოდ, მოწყობილია ფანჯრის ღიობები. ამავე მითითებით მხარეს დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა წარედგინა განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან მოეხდინა ფანჯრის ღიობების ამოშენება, ხოლო დარღვევის გამოსწორების ვადად განისაზღვრა 07(შვიდი) კალენდარული დღე. წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ზომები. ასევე დადგენილია, რომ დადგენილია ასევე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 27 დეკემბერს შედგა შემოწმების აქტი №0-----, რომლითაც დგინდება, რომ მ--------------ის მიერ არ იქნა შესრულებული 2017წლის 01დეკემბრის №0----- მითითების პირობები.
1.3.2. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44.2 მუხლის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელად, ან საინჟინრო- კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია-გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარით.
საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 27 თებერვალს მიღებული იქნა დადგენილება №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც მ---------------ე დაჯარიმდა 4000(ოთხი ათასი) ლარით, ქ.თბილისში, ა-–----------------------------ში, N0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართის ფასადზე(ა-–----------------------------ის მომიჯნავედ),შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, ფანჯრის ღიობების მოწყობისთვის. ამავე დადგენილებით, ქ.თბილისში, ა-–----------------------------ში, N0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართის მესაკუთრეს დაევალა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა(ფანჯრის ღიობების ამოშენება).
1.3.3. საქალაქო სასამართლომ მიუთითა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის მე-4 მუხლის თანახმად მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა(მათ შორის, მონტაჟი) ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება(არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება;
ამავე დადგენილების 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა(მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ- სამშენებლო პროექტის შეთანხმება(არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. იმავე მუხლის 50-ე პუნქტის მიხედვით, რეკონსტრუქცია არის არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით. იმავე მუხლის 74-ე პუნქტის მიხედვით, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ. მითითებული მუხლის მე-80 პუნქტის თანახმად, შენობა-ნაგებობების შეკეთება(რემონტი, აღჭურვა/მოპირკეთება) არის შენობა-ნაგებობების დეფექტების აღმოფხვრა, გაუმჯობესება ან განახლება მზიდი კონსტრუქციებისა და ექსტერიერის შეუცვლელად, ასევე საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში დამონტაჟებული ელექტრომექანიკური მოწყობილობის (ლიფტის) შემადგენელი ამორტიზებული ან მწყობრიდან გამოსული საამწყობო(მზიდი, მექანიკური, ელექტრული) ნაწილების შეცვლა ან/და შეკეთება, რაც უზრუნველყოფს მოწყობილობის სამუშაო რესურსის გაგრძელებას ტექნიკური მახასიათებლების შეუცვლელად.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, მშენებლობის განხორციელება (კერძოდ, ახალი მშენებლობა, არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი) დაუშვებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად. ზემოაღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა- ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. რეკონსტრუქცია შეიძლება იყოს შემდეგი სახის: ა)შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად; ბ)ექსტერიერის რეკონსტრუქცია – ექსტერიერის(შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0.1 მეტრზე მეტად ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს; გ)მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია – მზიდი კონსტრუქციის ახლით ან/და სხვა ტიპის კონსტრუქციით შეცვლა, ასევე დაზიანებული/მწყობრიდან გამოსული მზიდი კონსტრუქციის გამაგრება, მზიდი კონსტრუქციის მოშორება, შენობის ინტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გამოჭრა; დ)ქსელების რეკონსტრუქცია–შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების გადაკეთება, შეცვლა, დამატება ან მოკლება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა, რომელიც არის ისეთი მშენებლობა, რომლის დროსაც დეფექტები აღმოიფხვრება ისე, რომ არ იცვლება მზიდი კონსტრუქციები, კერძოდ: ა) შენობის ინტერიერში ტიხრების გადაადგილება, ახლის დამატება ან/და მოკლება, ასევე მათში ღიობ(ებ)ის გამოჭრა; ბ) შენობა-ნაგებობების ინდივიდუალური სარგებლობის საინჟინრო- კომუნალური ქსელების შეკეთება; გ)ხორციელდება შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური სისტემების იმ ნაწილების შეკეთება/განახლება, რომლებიც გამიზნულია ბინების ან სხვა სამყოფების, სადგომების, სათავსების მომსახურებისათვის(მათ შორის, საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური სისტემების იმ ნაწილებისა, რომლებიც ბინებში ან სხვა სამყოფებში, სადგომებში, სათავსებში მდებარეობს); დ)ხორციელდება ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და ტექნოლოგიური სისტემების, ასევე ლოკალური საინჟინრო-კომუნალური ქსელებისა და სატრანსპორტო მექანიკური მოწყობილობების შეკეთება/განახლება; ე) შენობა-ნაგებობის ყველა სახის სარემონტო და მოპირკეთებითი, მათ შორის, ფასადისა და სახურავის, სამუშაოთა შესრულება, გაბარიტებისა და იერსახის არსებითად შეცვლის გარეშე (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა); ვ) ხაზობრივი ნაგებობების რემონტი-შეკეთება მათი სიმძლავრისა და მახასიათებლების შეუცვლელად, ტექნიკური ნორმების დაცვით.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 14.2 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა)პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ)დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ)სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ)შენობა- ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე)მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ამავე კოდექსის მე-15 მუხლის ,,ნ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დამკვეთი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა ორგანიზაციული ფორმის მქონე პირი, რომელიც სამუშაოს სამშენებლო ორგანიზაციას უკვეთავს.
დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულად არის განსაზღვრული იმ სუბიექტთა წრე, რომლებზედაც ვრცელდება საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მოქმედება. ამასთან, სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე სამშენებლო სამართალდამრღვევ სუბიექტად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი.
სასამართლომ აქვე მიუთითა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65.1 მუხლზე, რომლის თანახმადაც, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნება: ლ) კონდიციონერისა და სავენტილაციო მილის მოწყობა; პ) შენობა-ნაგებობის ფასადისა და სახურავის ისეთი სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები, რომელთა დროსაც ხდება შენობა- ნაგებობის ფერის ან მოსაპირკეთებელი მასალის ცვლილება; ყ) ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი. თუ აღნიშნული სამუშაოები ეხება შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე მოიპოვოს შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ; შ) შენობა-ნაგებობის ექსტერიერზე მცირე ზომის არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება. ამავე დადგენილების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტით, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას, ხოლო მე-10 პუნქტით კი, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადგენილია, რომ მ--------------ის მიერ ქ.თბილისში, ა-–----------------------------ში, N0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართის ფასადზე(ა-–----------------------------ის მომიჯნავედ), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილია ფანჯრის ღიობები, რომელიც ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე მუხლის თანახმად, საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი ირკვევა, რომ შესაბამისი წესით გაცემული სანებართვო დოკუმენტაცია მ---------------ეს არ გააჩნია.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ქ.თბილისში, ა-–----------------------------ში, N0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის ფასადზე(ა-–----------------------------------ის მომიჯნავედ), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ფანჯრის ღიობების მოწყობისათვის 4000(ოთხი ათასი) ლარით დაჯარიმების თაობაზე სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის(ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 27თებერვლის N0----- დადგენილება) გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილი იყო საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო მ--------------ის დაჯარიმების თაობაზე, შესაბამისად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 27 თებერვლის N0----- დადგენილება ქ.თბილისში, ა-–----------------------------ში, N0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის ფასადზე(ა-–----------------------------ის მომიჯნავედ) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ფანჯრის ღიობების მოწყობისათვის 4000(ოთხი ათასი) ლარით დაჯარიმების ნაწილში, კანონიერია და მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება გასაჩივრებულ - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018წლის 27 თებერვლის N0----- დადგენილებას ქ.თბილისში, ა-–----------------------------ში, N0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართი მესაკუთრეზე ფანჯრის ღიობების ამოშენების ნაწილში, აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული დადგენილება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, კერძოდ:
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში როგორც აღინიშნა დადგენილია, რომ ქ.თბილისის
მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის
27 თებერვალს მიღებული იქნა დადგენილება №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც მ---------------ე დაჯარიმდა 4000(ოთხი ათასი) ლარით, ქ.თბილისში, ა-–----------------------------ში, N0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართის ფასადზე(ა-–----------------------------ის მომიჯნავედ), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, ფანჯრის ღიობების მოწყობისთვის. ამავე დადგენილებით, ქ.თბილისში, ა-–----------------------------ში, N0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართის მესაკუთრეს დაევალა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა(ფანჯრის ღიობების ამოშენება).
საქმეში არსებული შენობის გეგმით ირკვევა, რომ ობიექტზე ადრე არსებობდა ერთი ფანჯრის ღიობი, შემდგომ კი შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები და მოწყობილი იქნა ფანჯრის ღიობები(განხორციელდა რეკონსტრუქცია და მოწყობილი იქნა ცალ-ცალკე ორი ფანჯრის ღიობი, იხ. შენობის გეგმა, ს.ფ. 54, ფოტოსურათი, ს.ფ. 193), ხოლო სადავო დადგენილებით მ--------------ეს დაევალა ფანჯრის ღიობების ამოშენება. არსებული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით კი, სასამართლოს მოსაზრებით ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა არ გულისხმობს ფანჯრის ღიობების ამოშენებას. ამავე დროს საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საქმე ეხება კერძო საკუთრებას, საცხოვრებელ სახლს, რომლისთვისაც არსებითი მნიშვნელობის არის ფანჯრის ღიობის არსებობა, რის გამოც გასაჩივრებული ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 27თებერვლის N0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ იმ ნაწილში, რომლითაც მ--------------ეს დაევალა ქ.თბილისში, ა-–----------------------------ში(საკ.კოდი: N0----------------------) მდებარე ობიექტზე ფანჯრის ღიობების ამოშენება,- ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
1.3.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ქ.თბილისში, ა-–----------------------------ში, N0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის ფასადზე(ა-–----------------------------ის მომიჯნავედ) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ფანჯრის ღიობების მოწყობისათვის 4000(ოთხი ათასი) ლარით დაჯარიმების ნაწილში მ--------------ის (წარმომადგენელი ა----------ე) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და შესაბამისად არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 აპრილის N4-- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ხოლო რაც შეეხება გასაჩივრებულ ბრძანებას იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ--------------ის(წარმომადგენელი ა----------ე) 2018 წლის 4 სექტემბრის N1--------------01 ადმინისტრაციული საჩივარი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 27 თებერვლის N0----- დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე ქ.თბილისში, ა-–------------------------------ში(საკ.კოდი: N0----------------------) მდებარე ობიექტზე ფანჯრის ღიობების ამოშენების ნაწილში,- სასამართლოს მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში იმდენად, რამდენადაც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 27 თებერვლის N0-----4 დადგენილება ქ.თბილისში, ა-–----------------------------ში (საკ. კოდი: N0----------------------) მდებარე ობიექტზე ფანჯრის ღიობების ამოშენების დავალების ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 აპრილის N4-- ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ---------------ის (წარმომადგენელი ა----------ე) 2018 წლის 4 სექტემბრის N1--------------01 ადმინისტრაციული საჩივარი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 27თებერვლის N0----- დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე ქ.თბილისში, ა-–----------------------------ში (საკ.კოდი: N0----------------------) მდებარე ობიექტზე ფანჯრის ღიობების ამოშენების ნაწილში, ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
2.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპეალციო საჩვრის ავტორის მითითებით, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ დადგენილების მიღების დროს სწორედ მოსარჩელე წარმოადგენდა ფართის მესაკუთრეს, ხოლო ისევე როგორც კანონით, ასევე სასამართლო პრაქტიკით დადგენილია რომ დარღვევის გამოსწორება და კანონშესაბამისი ექსპლუატაცია ევალება მესაკუთრეს (უზენაესი სასამართლოს საქმე N:ბს-553-550 (23-17) 01 აგვისტო 2018 წ. ამავე საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიღებულის 2015 წლის 14 ივლისის საქმე - ბს-311-307(23-14), რომელსაც ეწინააღმდეგება გადაწყვეტილება: საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 26-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაშიც კი დარღვევის გამოსწორების ვალდებულება ეკისრება ახალ მესაკუთრეს. ხოლო, 14-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი. ხოლოს, ის გარემოება, რომ მოსარჩელე წარმოადგენს მესაკუთრეს დადგენილ გარემოებას წარმოადგენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
2.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, სადავო აქტები ფანჯრის ღიობების ამოშენების ნაწილში გამოცემულ იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ვინაიდან სასამართლო მოსაზრებით მოცემულ შემთხვევაში, ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა აქ გულისხმობდა ფანჯრის ღიობების ამოშენებას, ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ საქმე ეხებოდა კერძო საკუთრებას - საცხოვრებელ სახლს, რომლისთვისაც არსებითი მნიშვნელობის არის ფანჯრის ღიობის არსებობა.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, „მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა“. ამავე დადგენილების 65 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროებ მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, I კლასს განეკუთვნება ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი. თუ აღნიშნული სამუშაოები ეხება შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე მოიპოვოს შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ. N57 დადგენილების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „1-ლი კლასის შენობა ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „1-ლი კლასის შენობა ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს“. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად კი, „ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით 1-ლი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობი განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა“.
აპელანტის მითითებით, აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ისეთი სახის სამშენებლო საქმიანობას, რომელსაც ადგილი აქვს განსახილველ შემთხვევაში, ესაჭიროება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის დადასტურების თაობაზე. კერძოდ, ფანჯრის ღიობების მოწყობას, როგორც 1-ლი კლასის სამშენებლო სამუშაოს, არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა, თუმცა მისი განხორციელებისთვის აუცილებელია კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვა, კერძოდ, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოსთვის განცხადებით მიმართვა და ამ უკანასკნელისგან წერილობითი დასტურის მოპოვება. ამ წესის დარღვევა სამართლებრივი შედეგების თვალსაზრისით, გათანაბრებულია უნებართვო მშენებლობასთან შესაბამისად, ფანჯრის ღიობების მოწყობა პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის დადგენილი წესის დაცვის გარეშე, განიხილება, როგორც უნებართვო მშენებლობა.
როგორც საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტაციით (შენობის გეგმა, ფოტოსურათები დგინდება, სადავო ობიექტზე არსებობდა 1 ფანჯრის ღიობი, შემდგომ კი შესაბამისი სანებართვი დოკუმენტაციის გარეშე მხარის მიერ განხორციელდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები დ მოწყობილ იქნა ფანჯრის ღიობები (მოეწყო ცალ-ცალკე ორი ფანჯრის ღიობი). აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზემოხსენებულ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია ისე, რომ არ არსებობდა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია. რაც შეეხება ფანჯრის ღიობების ამოშენების საკითხს, მოცემულ შემთხვავაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ერთი ფანჯრის ღიობის ნაცვლად მოეწყო ორი ფანჯრის ღიობი სამართალდამრღვევს დაევალა მოწყობილი ფანჯრის ღიობების ამოშენება და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა იმ სახითრა სახითაც არსებობდა სადავო ობიექტზე ფანჯრის ღიობი.
ადმინისტრაციული ორგანო განმარტავს, რომ სამშენებლო საქმიანობის სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესების ერთ-ერთი მიზანია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების გამოვლენა მათი გამოსწორების მიზნით. ამდენად, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენა და შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება ემსახურება არამხოლოდ სამართალდამრღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანს, არამედ - სამართალდარღვევის აღმოფხვრას. შესაბამისად, უნებართვოდ მოწყობილი ღიობების ამოშენების გზით სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მ--------------ისთვის დავალება შეესაბამება კანონმდებლობას და პირდაპირ გამომდინარეობს სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოსთვის მინიჭებული უფლებამოსილებიდან.
ადმინისტრაციული ორგანო ასევე განმარტავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას“.
ამდენად, მოქმედი კანონმდებლობით იმპერატიულად არის განსაზღვრული იმ პირთა წრე, თუ ვინ შეიძლება იყოს დამრღვევი, რომელსაც დაეკისრება შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. კერძოდ, სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება იმ პირს (სუბიექტს), რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა, ხოლო თუ შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირის ვინაობის დადგენა, პასუხისმგებლობა ეკისრება მესაკუთრეს.
მოცემულ შემთხვევაში, ქ. თბილისში, ა----------------------ში მდებარე, N0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის მესაკუთრეს წარმოადგენს მ--------------ე. შესაბამისად, მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება კუთვნილი ფართის ფასადზე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისთვის, მაშინ როდესაც ვერ დგინდება მშენებლობის მწარმოებელი სუბიექტის ვინაობა, შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
2.3. მ--------------ის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მ--------------ის 4000 ლარის დაჯარიმების ნაწილში სამართლებრივად გაუმართლებელია თუნდაც მომხდარიყო მ--------------ის მიერ ფანჯრის ღიობების რეკონსტრუქცია, თუ ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემდა სამართლებრივად გამართულ აქტს (სწორად დაევალებოდათ ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა) და მიეცემოდათ ვადა ,,დარღვევის“ გამოსწორების, მაშინ მ--------------ის მიერ დარღვევა გამოსწორებული იქნებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მინიჭებულ ვადაში. შესაბამისად, აღარ მოუწევდა ხსენებული ჯარიმის გადახდა.
აპელანტის მითითებით, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, შესაბამისად, მათ უნდა წარმოედინათ შესაბამისი მტკიცებულბები, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო კედელზე ღიობები არ იყო იმ სახით, როგორი სახითაც არის დღის მდგომარეობით, შესაბამისად აპელანტისათვის გაუგებარია, თუ რომელ მტკიცებულებაზე დაყრდნობით იკვეთება, რომ მ--------------ის მიერ განხორციელდა რეკონსტრუქცია.
აპელანტის მითითებით, მ--------------ის დაჯარიმება მოხდა ფანჯრიოს ღიობის მოწყობისათვის, თუმცა მ--------------ის მიერ მოხდა არა ფანჯრის ღიობების მოწყობა, არამედ მათი გარემონტება და გამაგრება, რაც არ საჭიროებს ნებართვას. შესაბამისად, მ--------------ის 4000 ლარით დაჯარიმება არ არის კანონშესაბამისი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება
3.1. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი, ამასთან გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ჰქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
3.2. საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებული დებულება ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ”. აღნიშნული დებულების 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა; მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. იმავე დებულების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის საფუძველზე უნებართვო მშენებლობა განმარტებულია, როგორც მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ;
მშენებლობის სახეობები განსაზღვრულია ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” დებულების მე-4 მუხლში, რომელიც ადგენს, რომ მშენებლობის სახეობებს მიეკუთვნება: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.
მითითებული ნორმის შინაარსი იძლევა ცალსახა მტკიცების საფუძველს, რომ ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, გარდა ნორმაში მითითებული საგამონაკლისო შემთხვევისა - რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა - სავალდებულოა მშენებლობის ნებართვის არსებობა.
სადავო აქტების კანონიერების განსაზღვრის მიზნით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს დადგინდეს, არსებობდა თუ არა ის სამართლებრივი საფუძველი, რაც წარმოშობდა მ--------------ის ვალდებულებას ემოქმედა მშენებლობის ნებართვის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებას საჭიროებს ქ.თბილისში, ა-–----------------------------ში(საკ. კოდი: N0---------------) მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელი სახლის ფასადის კედელზე, განხორციელებული უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ფანჯრის ღიობების მოწყობა, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე მუხლის საფუძველზე, რამდენად საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის მიზნით საჭიროდ მიიჩნევს განსაზღვროს, მიეკუთვნება თუ არა აღნიშნული ფანჯრის ღიობის მოწყობა მშენებლობის შემდეგ სახეობას: ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); რეკონსტრუქცია; დემონტაჟი; ლანდშაფტური მშენებლობა; დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” დებულების 4.2 მუხლის საფუძველზე, შენობა-ნაგებობების ახალ მშენებლობას მიეკუთვნება ისეთი მშენებლობა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რეკონსტრუქცია შეიძლება იყოს შემდეგი სახის: ა) შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად; ბ) ექსტერიერის რეკონსტრუქცია – ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0.1 მეტრზე მეტად ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს; გ) მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია – მზიდი კონსტრუქციის ახლით ან/და სხვა ტიპის კონსტრუქციით შეცვლა, ასევე დაზიანებული/მწყობრიდან გამოსული მზიდი კონსტრუქციის გამაგრება, მზიდი კონსტრუქციის მოშორება, შენობის ინტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გამოჭრა; დ) ქსელების რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების გადაკეთება, შეცვლა, დამატება ან მოკლება. რაც შეეხება დემონტაჟს, ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დემონტაჟი გულისხმობს შენობა-ნაგებობის დაშლა/დანგრევას.
სააპელაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე გამორიცხავს შესაძლებლობას კედელზე ღიობის მოწყობა მიაკუთვნოს ახალ მშენებლობას ან დემონტაჟს, შესაბამისად ჩნდება საჭიროება განისაზღვროს, მოხდა თუ არა შენობა-ნაგებობის ან /და მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია. კერძოდ, ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0.1 მეტრზე მეტად ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს ან/და მზიდი კონსტრუქციის ახლით ან/და სხვა ტიპის კონსტრუქციით შეცვლა, ასევე დაზიანებული/მწყობრიდან გამოსული მზიდი კონსტრუქციის გამაგრება, მზიდი კონსტრუქციის მოშორება, შენობის ინტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გამოჭრა;
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ შენობის გეგმაზე, რომლითაც ირკვევა, რომ ობიექტზე ადრე არსებობდა ერთი ფანჯრის ღიობი, შემდგომ კი შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები და მოწყობილი იქნა ფანჯრის ღიობები (მოწყობილი იქნა ცალ-ცალკე ორი ფანჯრის ღიობი, იხ. შენობის გეგმა, ს.ფ. 54, ფოტოსურათი, ს.ფ. 193), ამასთან აპელანტი მ--------------ის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელის მიერ უკვე არსებული ღიობის ფართის გაზრდა არ მომხდარა, მხოლოდ განხორციელდა უკვე არსებულ ღიობში ჩასმული ფანჯრის ამოღება და მის ადგილას ორი მცირე ზომის ფანჯრის ჩასმა. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის გამოკვლეული რეალურად შეცვლილია თუ არა ობიექტზე არსებული ღიობის ზომები და მოცემულ შემთხვევაში არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლებამ რამდენად გამოიწვია შენობის ექსტერიერის შეცვლა. ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე უნდა შეაფასოს მ--------------ის მიერ განხორიციელებული სამუშაოები ხომ არ მიეკუთვნება სარემონტო სამუშაოებს, რაც არ საჭიროებს ნებართვის არსებობას.
სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოების შესახებ, რომ სადავო დადგენილებით მ--------------ეს დაევალა ფანჯრის ღიობების ამოშენება. არსებული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით კი, პალატის მოსაზრებით ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა არ გულისხმობს ფანჯრის ღიობების ამოშენებას. ამავე დროს საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საქმე ეხება კერძო საკუთრებას, საცხოვრებელ სახლს, რომლისთვისაც არსებითი მნიშვნელობის მქონეა ფანჯრის ღიობის არსებობა, მით უფრო, რომ ობიექტზე ადრე არსებობდა ერთი ფანჯრის ღიობი და შესაფასებელია დღეს არსებული ღიობი სეესაბამება თუ არა ადრე არსებული ღიობის ზომებს, თუ ამ ნაწილში საჭიროებს ობიექტი პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ იმ შემთხვევაში, თუ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შემდეგ დადგენილ იქნება მ--------------ის მიერ უნებართვო სამუშაოების განხორციელების ფაქტი, ზუსტად უნდა განსაზღვროს თუ რა წარმოადგენს ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანას და მხოლოდ აღნიშნულის გათვალისწინებით გამოსცეს ახალი დადგენილება.
სააპელაციო პალატა იმის გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები კვლევას საჭიროებს, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 27 თებერვლის N0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ და უნდა დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ--------------ესთან მიმართებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 აპრილის N4-- ბრძანება ,,მ--------------ის წარმომადგენლის ა----------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ რამდენადაც აღნიშნული წარმოადგენს ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 27 თებერვლის N0----- დადგენილების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის თანმდევ შედეგს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ნებისმიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება მის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას უკავშირდება, რომელთაგან ერთ-ერთის არარსებობა ზემოაღნიშნულ სამართლებრივი შედეგის წინაპირობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერება წარმოადგენს, რაც ზოგადად აქტის შინაარსს უკავშირდება და მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობების მოწესრიგების მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძველთან და ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობის არსებობას მოითხოვს. ამდენად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სამართლის იმ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს. ასევე ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედ სამართლის სხვა ნორმებსა და კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს. ამასთან, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება, რამდენადაც ის საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოიცემა, უნდა გამომდინარეობდეს თვით ამ სამართლებრივი აქტიდან, შესაბამისად, აქტის მატერიალურ კანონიერებას, ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა ჰქმნის.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა ქ. თბილისის მუნიციპალური ინსპექციისა და მ--------------ის სააპელაციო საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის და მ--------------ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; ბათილად უნდა იქნას ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 აპრილის N4-- ბრძანება „მ--------------ის წარმომადგენლის ა----------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი ქ. თბილისის ზედამხედველოსბის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 27 თებერვლის N0----- დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ და დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ--------------ესთან მიმართებაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამდენად, მ--------------ის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა დაეკისროთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას მ--------------ის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის და მ--------------ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
4. მ--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. ბათილად იქნას ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 აპრილის N4-- ბრძანება „მ--------------ის წარმომადგენლის ა----------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“.
6. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი ქ. თბილისის ზედამხედველოსბის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 27 თებერვლის N0----- დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ და დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ--------------ესთან მიმართებაში.
7. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
8. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა დაეკისროთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას მ--------------ის სასარგებლოდ.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი