განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002871334
საქმე #1ბ/1375-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მერი ლაბარტყავას, მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ----------–ის
ადვოკატების: ი----------–---–ის, მ--------------ის
მსჯავრდებულის: გ---------------–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნ----------–ის და მსჯავრდებულ გ---------------–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), გ---------------–ის, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), ნასამართლობის არმქონის, განქორწინებულის, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–----–--–-----–---–------------ში, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ---------------–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნების თანდასწრებით მათივე ოჯახის წევრის მიმართ.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ---------------–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
გ---------------–ი 2009 წლიდან 2015 წლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ-----–----–---–თან, რომელსაც, როგორც თანაცხოვრების, ასევე განქორწინების შემდეგ, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა და აშანტაჟებდა შვილების წართმევით, ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, რაც იწვევდა მ-----–----–---–ის ტანჯვას და მუქარის გამო, ჰქონდა მუდმივად შიშის გრძნობა.
2019 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 19:30 საათზე, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი გ---------------–ი მივიდა მ-----–----–---–ის საცხოვრებელ მისამართზე, მდებარე ქ-------–--–-------------------------------------ში, სადაც მ-----–----–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ცდილობდა მ-----–----–---–ის ბინაში შესვლას, რაზეც მ-----–----–---–ი უწევდა წინააღმდეგობას და ცდილობდა თავისი საცხოვრებელი ბინის კარის დაკეტვას, რის საშუალებასაც, ძალის გამოყენებით, არ აძლევდა გ---------------–ი, რომელმაც დაინახა რა, რომ მ-----–----–---–ს ხელში ეჭირა თავისი შვილი - 2018 წლის 5 დეკემბერს დაბადებული დ-----–--–----------ე, ძლიერად ჰკრა ხელი ყოფილ მეუღლეს და მიაჯახა იგი კედელთან არსებულ კარადას. ამავდროულად, აგინებდა ყოფილ მეუღლეს უცენზურო სიტყვებით. მას შემდეგ, რაც მ-----–----–---–მა შეძლო კარის დაკეტვა, გამოიძახა საპატრულო პოლიცია და შემთხვევის ადგილზე მისული პატრულ-ინსპექტორების მიერ გ---------------–ი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით ოჯახური ძალადობის ფაქტზე. გ---------------–ის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად, მ-----–----–---–ის ხელში მყოფ მცირეწლოვან დ-----–--–----------ეს შეეშინდა და დაიწყო ტირილი. ამასთანავე, გ---------------–ის ყვირილისა და გინების ხმა ესმოდა ბინაში მყოფ, მ-----–----–---–ისა და გ---------------–ის შვილს - 2014 წლის 20 აგვისტოს დაბადებულ, ოთხი წლის გ-------–-----------–ს, რომელმაც გაიგო, რომ მამამისის - გ---------------–ის მიერ, დედის - მ-----–----–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო, იყო ასევე შეშინებული და ტიროდა. გ---------------–ის ძალადობრივმა ქმედებებმა გამოიწვია მ-----–----–---–ის ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მას ასევე მიადგა მორალური ზიანი.
განქორწინების შემდეგ, გ---------------–ი სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად ემუქრებოდა მ-----–----–---–ს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ, 2017 წლის ოქტომბერში, გ---------------–ი მივიდა მ-----–----–---–ის საცხოვრებელ სახლთან - ქ-------–--–------------------ის მიმდებარედ და დაემუქრა ყოფილ მეუღლეს, რომ მიიღებდა ალკოჰოლურ სასმელს და სანადირო თოფით მოკლავდა, კერძოდ, გ---------------–ი მ-----–----–---–ს დაემუქრა, რომ მოკლავდა და მისი სისხლით მთელ სადარბაზოს ამოსვრიდა. მ-----–----–---–ს გაუჩნდა რა აღნიშნული მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, თავს იკავებდა სახლიდან გასვლისაგან და ერიდებოდა გ---------------–თან შეხვედრას.
მ-----–----–---–ისა და ზ--------–----------ის დაქორწინების შემდეგ, გ---------------–ისთვის ცნობილი გახდა რა, რომ მ-----–----–---–ი იყო ორსულად, 2018 წლის მაისში დახვდა მ-----–----–---–ს პ------------------ის მოპირდაპირე მხარეს და დაემუქრა, რომ რადგანაც მის შვილებს უჩენდა მეწილეს, მოუკლავდა მუცლად მყოფ ბავშვს. მ-----–----–---–ი აღნიშნულის შედეგად იყო შეშინებული, რადგან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის განაჩენით:
გ---------------–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის მაისის თვის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
გ---------------–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2017 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
გ---------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ---------------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და გ---------------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 15 იანვრიდან.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ნ----------–მა და მსჯავრდებულმა გ---------------–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელმა ნ----------–მა მოითხოვა გ---------------–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ გ---------------–ი დამნაშავედ იქნას ცნობილი ბრალდების კვალიფიკაციით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნების თანდასწრებით მათივე ოჯახის წევრის მიმართ), ასევე საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და მსჯავრდების თითოეულ ეპიზოდზე შესაბამისი მკაცრი სასჯელის სახის და ზომის - სანქციის მინიმალურ ზღვარზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
მსჯავრდებულ გ---------------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის ნაწილობრივ გამამტყუმენელი განაჩენის გაუქმება და სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორისა და მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლისა და მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ გ---------------–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუც------ დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუც------ სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა მ-----–----–---–მა სასამართლოში განმარტა, რომ 2010 წლის 17 სექტემბრიდან 2015 წლის 28 იანვრამდე ქორწინებაში იმყოფებოდა გ---------------–თან, რომელთანაც ჰყავს სამი საერთო შვილი - დ-----, ნ-----–---- და გ-------–-----------–ები. ამჟამად იგი დაქორწინებულია ზ--------–----------ესთან, რომელთანაც ჰყავს ერთი საერთო შვილი - დ-----–--–----------ე. გ---------------–ი მას (დაზარალებულს) მუდმივ სტრესში ამყოფებდა თანაცხოვრების პერიოდშიც და განქორწინების შემდეგაც. ნასვამი გ---------------–ი აგრესიული და უმართავი ხდებოდა. როდესაც დ----------------–ი შეეძინათ, გ---------------–მა შელაპარაკებისას მას (მ-----–----–---–ს) ფეხსაცმელი ესროლა. შემდგომში გ----ს მხრიდან სიტყვიერმა შეურაცხყოფამ სისტემატური ხასიათი მიიღო. იგი (დაზარალებული) გ---------------–ს სთხოვდა, ბავშვებთან სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიეყენებინა, რასაც გ---- არ ითვალისწინებდა და ბავშვებისა და ხალხის თანდასწრებითაც არ ერიდებოდა მის სიტყვიერ შეურაცხყოფას და დამცირებას. გ---------------–ი შვილების წართმევითაც აშანტაჟებდა და უფროსი ვაჟი დ----------------–ი თავისთან ჰყავდა წაყვანილი. იგი (მ-----–----–---–ი) ცდილობდა ოჯახის შენარჩუნებას და არ უჩიოდა გ---------------–ს, რადგან სამი საერთო შვილი ჰყავდათ. ამ პერიოდის განმავლობაში მას (დაზარალებულს) არაერთხელ გაუთენებია ღამე მეზობელთან, რადგან გ---------------–ის ეშინოდა. განქორწინების შემდეგ გ---------------–მა უფროსი შვილი დ-----ი წაიყვანა თავისთან და დედამისთან ერთად ზრდიდა. ზ--------–----------ესთან დაქორწინების შემდეგ, გ---------------–ი ზ--------–----------ეს დასდევდა და ემუქრებოდა. კერძოდ, 2018 წლის მაისში, როდესაც ოთხი თვის ორსული იყო, ქუჩაში მას და ზ--------–----------ეს შეხვდა გ---------------–ი და დაემუქრა მუცლად მყოფი ბავშვის მოკვლით, რადგან მის შვილებს მეწილეს უჩენდნენ. იგი (დაზარალებული) ამ მუქარის შედეგად დღემდე განიცდის შიშს, რადგან გ---------------–ს სიმთვრალის დროს პათოლოგიური ხასიათი აქვს და ფლობს სანადირო თოფს. 2017 წლის ოქტომბერში, გ---------------–ი მას დაემუქრა, რომ ერთ ,,პოლლიტრას“ დალევდა და მთელ სადარბაზოს ამოსვრიდა მის სისხლში, რის გამოც მას გაუჩნდა საფუძვლიანი შიში. 2019 წლის 15 იანვარს, მას (მ-----–----–---–ს) მრევლმა ც---------------მა მიაკითხა სახლში. კარის ჭუჭრუტანიდან დაინახა, ც---------------ი მარტო იყო და ხელში პარკი ეჭირა. როდესაც კარი გაუღო, ც---------------მა მას (მ-----–----–---–ს) უთხრა, ბავშვების მამა იყო მისული, რომელსაც შვილების ნახვა სურდა. ამ დროს გ---------------–მა აირბინა კიბეებზე. გ----ს დანახვაზე მან (დაზარალებულმა) სცადა კარის დახურვა, თუმცა გ---------------–მა კარში ფეხი ჩაუდგა და არ მისცა დახურვის საშუალება. ამასობაში ც---------------ი წავიდა, ხოლო გ---------------–ის დედა ამოვიდა კიბეებზე და დაუწყეს ლანძღვა. გ----მ მას (დაზარალებულს) ხელი ჰკრა და კარადას მიაჯახა, რის გამოც საშინელი ტკივილი იგრძნო. ამ დროს დ-----–--–----------ე ხელში ეჭირა, ხოლო სახლში ასევე იმყოფებოდა გ-------–-----------–ი, მეორე შვილი - ნ-----–----ი კი სოფელში ბებიასთან იყო. ბავშვები შემთხვევის შედეგად ძალიან შეშინებულები იყვნენ. მან (დაზარალებულმა) დარეკა 112-ში და გამოიძახა პოლიცია. პატრულის მოსვლის შემდეგ ეზოში დაინახა თავისი უფროსი შვილი - დ----------------–ი. რომ სცოდნოდა, ც---------------ს გ---------------–ი ახლდა თან, კარს არ გააღებდა. მას (დაზარალებულს) არაერთხელ დაურეკავს 112-ში და მიუმართავს სამართალდამცავებისთვის, რადგან გ---------------–ის მხრიდან განიცდიდა მუდმივ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ამის შედეგად ტანჯვას. გ---------------–ს ბევრჯერ გამოუწერეს შემაკავებელი ორდერი.
მოწმე ზ--------–----------ის ჩვენებით, დაზარალებულ მ-----–----–---–ის მეუღლეა, რომელთანაც ჰყავს ერთი შვილი - დ-----–--–----------ე. გ---------------–ი არის მ-----–----–---–ის პირველი მეუღლე. მ-----–----–---–თან დაქორწინების შემდეგ გ---------------–ი მათთან მიდიოდა სადარბაზოსთან და ილანძღებოდა და იგინებოდა. მიზეზი სხვადასხვა იყო, მათ შორის ბავშვის ნახვის საკითხი. კონფლიქტის განეიტრალება ხდებოდა პოლიციის საშუალებით. მას (მოწმეს) არაერთხელ უთქვამს გ---------------–ისთვის, რომ ბავშვების ნახვაზე პრობლემა არ ექნებოდა და ხელს შეუწყობდა, თუმცა გ---------------–ი არაადეკვატურად იქცეოდა და ყოველთვის აგრესიას გამოხატავდა მისი და მ-----–----–---–ის მიმართ. 2019 წლის 15 იანვარს მომხდარი ფაქტის შესახებ მ-----–----–---–ისგან შეიტყო, რომ მ---მ მრევლის წევრ ც---------------ს გაუღო ბინის კარი, რა დროსაც გ---------------–ი ამოვიდა კიბეებზე და სცადა ბინაში შეღწევა, რა დროსაც გ----მ მ-----–----–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. თვითონ (მოწმე) როდესაც მივიდა სახლში, პატრული უკვე მოსული იყო, თუმცა ქუჩაში გ---------------–თან მოუვიდა შელაპარაკება, რაც პოლიციამ განმუხტა. კონფლიქტის დროს მ-----–----–---–თან სახლში იმყოფებოდნენ მცირეწლოვნები - დ-----–--–----------ე და გ-------–-----------–ი. ამ ინციდენტის შემდეგ მ-----–----–---–ი ანერვიულებული იყო. იგი (ზ--------–----------ე) სხვა დროს ასევე შესწრებია გ---------------–ის მიერ მ-----–----–---–ის მუქარის ფაქტს, კერძოდ, დაემუქრა მუცლად მყოფი ბავშვის მოკვლით. მ-----–----–---–მა ამის შესახებ პოლიციაში განაცხადა, რადგან შეეშინდა, მართლა არ მოეკლა მისი შვილი. მ-----–----–---–ი ცდილობდა, რომ მის გარეშე ქუჩაში არ გასულიყო, რადგან გ---------------–ის ეშინოდა. მ-----–----–---–თან დაქორწინების დღიდან მას და გ---------------–ს ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა, რაც გამოიხატებოდა გ---------------–ის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში. გ---- მიდიოდა მათთან სახლში და ეუბნებოდა, რომ მის შვილებს უჩენდა მეწილეს და აგინებდა უშვერი სიტყვებით, ასევე ცდილობდა მის გამოწვევას, რომ მისთვის მიეყენებინა ფიზიკური შეურაცხყოფა. გ----ს ამგვარი ქმედებების გამო პოლიციისთვის არაერთხელ მიუმართავს. ყოველი ძალადობის აქტსა და პოლიციის გამოძახებას ბავშვები ესწრებოდნენ, რასაც ძალიან განიცდიდნენ და ნერვიულობდნენ.
მოწმე ც---------------ის განმარტებით, არის მ-----–----–---–ისა და გ---------------–ის ნაცნობი. როგორც იცის, ბოლო პერიოდში მეუღლეებს ერთმანეთში ჰქონდათ კონფლიქტური ურთიერთობა. მ-----–----–---–ისგან ჰქონდა გაგონილი, რომ ეს უკანასკნელი ვერ ეწყობოდა მეუღლეს. შემთხვევის დროს მ--- და გ---- უკვე ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. 2019 წლის 15 იანვარს შეხვდნენ გ---------------–ი, გ----ს დედა - ქ-------ი და გ----ს და მ---ს უფროსი ვაჟი დ-----ი. გ----მ და დედამისმა სთხოვეს მას (მოწმეს), რომ გაყოლოდა მათ მ-----–----–---–თან, რათა დ-----ს ენახა თავისი უმცროსი ძმები, რომლებიც დედასთან ცხოვრობდნენ. აღნიშნულზე დათანხმდა. მივიდნენ მ-----–----–---–ის სახლთან, ისინი ქვევით დარჩნენ სადარბაზოსთან, ხოლო თვითონ (ც---------------ი) ავიდა ბინაში და დააკაკუნა კარზე. კარი გააღო მ-----–----–---–მა, რომელსაც ხელში ჩვილი ბავშვი ეჭირა. მან (მოწმემ) უთხრა, რომ დ----------------–ი იყო ქვევით მოსული და სურდა თავისი ძმების ნახვა. მ-----–----–---–მა უპასუხა, რომ ბავშვები არ იყვნენ სახლში. გ---------------–მა მ---ს ქვევიდან დაუძახა, ნუ იტყუები, ბავშვები გამოუშვიო. შემდეგ გ---------------–მა ამოირბინა კიბეებზე და კიდევ დაუძახა, გამოუშვი ბავშვებიო. მ-----–----–---–მა რომ დაინახა თავისი ყოფილი მეუღლე, კარის დაკეტვა სცადა, თუმცა გ---------------–მა კარის ზღურბლზე ფეხი დადო, რომ არ დახურულიყო. შემდეგ მ-----–----–---–მა მოაჯახუნა კარი. ამის შემდეგ თვითონ (მოწმე) და გ---------------–ი ჩავიდნენ კიბეებზე. გ---------------–ს უთხრა, რომ სხვა გზებიც არსებობდა ბავშვის ნახვის უფლების მოსაპოვებლად. გ---------------–ს მ-----–----–---–ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და ვერც მიაყენებდა, რადგან ის ბინის გარეთ იყო.
მოწმე ნ----------–----–--–-–---–ის განმარტებით, დაზარალებული მ-----–----–---–ი მისი შვილია, ხოლო გ---------------–ი - ყოფილი სიძე. თანაცხოვრების პერიოდში გ---------------–ი ხშირად სცემდა მ-----–----–---–ს. იგი (მოწმე) არაერთხელ შესწრებია გ---------------–ის მხრიდან მ-----–----–---–ის მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას. გ---------------–ი ხშირად სვამდა, რის შემდეგაც ჰქონდა საშინელი ხასიათი. გ---------------–ს ასევე მისთვისაც (მოწმისთვის) მიუყენებია ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. გ---------------–ის ძალადობრივი ქმედებების გამო, ხშირად იძახებდნენ პოლიციას, რომელიც გ----ს მიმართ გასცემდა შემაკავებელ ორდერებს. გ---------------–მა უფროსი შვილი დ----------------–ი წაიყვანა და აღარ აჩვენებდა მ-----–----–---–ს. 2019 წლის 15 იანვრის ფაქტთან დაკავშირებით, მ-----–----–---–ისგან შეიტყო. თვითონ (ნ----------–----–--–-–---–ი) ამ დროს სოფელში იმყოფებოდა. მ-----–----–---–მა ც---------------ს გაუღო კარი, შემდეგ უცებ ნასვამი გ---------------–ი მივარდა და ბინაში შეღწევა სცადა, რა დროსაც მას ,,დაუშინა წიხლები“.
მოწმის სახით დაკითხულმა პატრულ-ინსპექტორმა გ-----------------ემ განმარტა, რომ 2019 წლის 15 იანვარს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და თავის მეწყვილე დ----- დ---–-–---–თან ერთად მოძრაობდა სამსახურებრივი ავტომანქანით. ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდნენ ქ-------–--–-------------------------------ში, სადაც ფიქსირდებოდა ოჯახური ძალადობის ფაქტი. ადგილზე მისულებს დახვდათ მ-----–----–---–ი ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. სიტუაცია იყო საკმაოდ დაძაბული, - ყველა ტიროდა. მ-----–----–---–ი ნერვიულობდა და ყველგან რეკავდა. ცოტა ხანში იგი დამშვიდდა და მათ მოუყვა, რომ მისი ყოფილი მეუღლე გ---------------–ი მასთან მოულოდნელად მივიდა სახლში და კარი გააღებინა მოტყუებით. კერძოდ, ნაცნობ ქალბატონს, რომელიც იყო მათი ეკლესიის მრევლის წევრი, ათხოვნინა, რომ გაეღო კარი, რის შემდეგაც გ----მ თვითონ სცადა ბინაში შესვლა. მ-----–----–---–მა სცადა კარის მიხურვა, რადგან არ სურდა ყოფილ მეუღლესთან შეხვედრა. გ---------------–მა კარს ხელი ჰკრა, რის შედეგადაც მ-----–----–---–ი კედელს შეეჯახა. შემდეგ მ-----–----–---–მა მოახერხა კარის დაკეტვა და 112-ში დარეკვა. იქვე იმყოფებოდა გ---------------–ის დედაც, რომელიც ასევე ეჩხუბებოდა მ-----–----–---–ს. ამის შემდეგ დ----- დ---–-–---–ი ქუჩაში ჩავიდა მანქანის გადასაყენებლად, რა დროსაც შენიშნა, ორი მამაკაცი ხმამაღლა ეჩხუბებოდა ერთმანეთს. გაირკვა, რომ გ---------------–ი ეჩხუბებოდა მ-----–----–---–ის მეუღლეს - ზ--------–----------ეს. ვინაიდან იყო ოჯახში ძალადობის ნიშნები, გ---------------–ი დააკავეს ოჯახში ძალადობის ბრალდებით. ეს უკანასკნელი ამ დროს იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. თავად გ---------------–ი აცხადებდა, რომ მ-----–----–---–ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ფიზიკური დაზიანების ნიშნები მ-----–----–---–ს არ აღენიშნებოდა, თუმცა იგი შეშინებული იყო და ნერვიულობდა. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა პატრულ-ინსპექტორმა დ----- დ---–-–---–მა.
2016 წლის 26 იანვრის №0----- შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ გ---------------–ი ყოფილ მეუღლეს მ-----–----–---–ს სისტემატურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ხშირად ახდენს ფიზიკურ ძალადობას, რის გამოც მის მიმართ გაიცა შემაკავებელი ორდერი (ტომი I, ს.ფ. 109-111). სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ინსპექტორ-გამომძიებელი თ---------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული №0----- შემაკავებელი ოქმის ავთენტიკურობა და დაეთანხმა მას. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით დამტკიცდა №0----- შემაკავებელი ორდერი და გ---------------–ს ერთი თვით აეკრძალა მ-----–----–---–თან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მ-----–----–---–ი იმყოფება (ტომი I, ს.ფ. 98-100).
2017 წლის 9 ოქტომბრის №0----- შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ გ---------------–ი ყოფილი მეუღლის მ-----–----–---–ის მიმართ სისტემატურად ახორციელებს ფსიქოლოგიურ ზეწოლას, შეურაცხყოფას, შანტაჟს და მუქარას, რის გამოც მის მიმართ გაიცა შემაკავებელი ორდერი (ტომი I, ს.ფ. 102-103). მ-----–----–---–ის 2017 წლის 9 ოქტომბრის ახსნა-განმარტების მიხედვით, იგი სამი წელია, რაც გაშორებულია მეუღლეს - გ---------------–ს. მათ ჰყავთ სამი საერთო შვილი - 7 წლის დ----------------–ი, 5 წლის ნ-----–---- მ---------–ი და 3 წლის გ-------–-----------–ი, რომლებიც ცხოვრობენ მასთან, პ------------------------------ში. გ---------------–ი ცხოვრობს ცალკე - ც-----–---–ის ქუჩაზე. გ---------------–ი თითქმის ყოველდღე, შვილების მონახულების მიზეზით მიდის მის საცხოვრებელ სახლთან, დგას სადარბაზოში კარებთან, ხან ეზოში სადარბაზოსთან, აშანტაჟებს, ემუქრება, აყენებს შეურაცხყოფას და უხეშად ერევა მის პირად ცხოვრებაში. აღნიშნულის გამო ძალიან წუხდება, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ რამეს დაუშავებს. მისი მხრიდან იმყოფება მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ იცის, რა შეუძლია მოიმოქმედოს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გამო გამოიძახა პოლიცია და სურს დაცვის მიზნით გაცემული იქნას შემაკავებელი ორდერი (ტომი I, ს.ფ. 105).
2017 წლის 26 ოქტომბრის №0----- შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ 2017 წლის 24 ოქტომბერს გ---------------–მა ტელეფონის საშუალებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს მ-----–----–---–ს, რის გამოც მის მიმართ გაიცა შემაკავებელი ორდერი (ტომი I, ს.ფ. 119-121). ინსპექტორ-გამომძიებელმა თ---------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული №0----- შემაკავებელი ორდერის ავთენტიკურობა და დაეთანხმა მას.
2018 წლის 16 თებერვლის №0----- შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ 2018 წლის 8 თებერვალს გ---------------–მა თავის ყოფილ მეუღლეს მ-----–----–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოსთხოვა სამსახურიდან წამოსვლა (ტომი I, ს.ფ. 126-128). ინსპექტორ-გამომძიებელმა თ---------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული №0----- შემაკავებელი ორდერის ავთენტიკურობა და დაეთანხმა მას.
2018 წლის 17 აპრილის №0----- შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ 2018 წლის 13 აპრილს გ---------------–მა ტელეფონის საშუალებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თავის ყოფილ მეუღლეს მ-----–----–---–ს (ტომი I, ს.ფ. 131-133).
2018 წლის 28 მაისის №0----- შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ გ---------------–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს მ-----–----–---–ს და ზ--------–----------ეს (ტომი I, ს.ფ. 137-139). ინსპექტორ-გამომძიებელმა თ---------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული №0----- შემაკავებელი ორდერის ავთენტიკურობა და დაეთანხმა მას.
2018 წლის 11 ოქტომბრის №0----- შემაკავებელი ორდერით და თანდართული მასალებით დასტურდება, რომ გ---------------–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს მ-----–----–---–ს (ტომი I, ს.ფ. 144-153). ინსპექტორ-გამომძიებელმა თ-------–------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული №0----- შემაკავებელი ორდერის ავთენტიკურობა და დაეთანხმა მას.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 15 იანვარს, 19:55 საათზე, ქ-------–--–-------------------------------ის მიმდებარედ, დაკავებული იქნა გ---------------–ი, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტზე (ტომი I, ს.ფ. 5-12).
ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 15 იანვარს, 22:01:57 საათზე გ---------------–ს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა (ტომი I, ს.ფ. 15-16).
2019 წლის 19 იანვრის №0----- შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ გ---------------–მა თავის ყოფილ მეუღლეს მ-----–----–---–ს ნასვამ მდგომარეობაში მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა (ტომი I, ს.ფ. 17-23). პატრულ-ინსპექტორმა გ-----------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული №0----- შემაკავებელი ორდერის ავთენტიკურობა და დაეთანხმა მას.
სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ №8-- სამედიცინო ბარათის მიხედვით, მ-----–----–---–ს სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა 2019 წლის 15 იანვარს, 19:53 საათზე. პაციენტის გადმოცემით, მან მიიღო ნერვული სტრესი, უჩივის სხეულის კანკალს, ფორიაქს, თავის ტკივილს, გულის ფრიალს. პაციენტი მეძუძური დედაა. დიაგნოზი: სიმპტომები და ნიშნები, რომლებიც მიეკუთვნება ემოციურ მდგომარეობას (ტომი I, ს.ფ. 42). სასამართლო სხდომაზე მოწმეს დაიკითხა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი შ------------------–-–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ შედგენილი სამედიცინო ბარათის ავთენტიკურობა და დაეთანხმა მას.
2019 წლის 8 თებერვლის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა შსს სსიპ ,,112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოდან გადმოგზავნილი ინფორმაცია და აუდიოჩანაწერები, რომელიც ეხება 2019 წლის 15 დეკემბერს მობილური ტელეფონის ნომრიდან - 5-----------, შსს ,,112“-ის ოპერატიული მართვის დეპარტამენტში 18:51 საათზე განხორციელებული სატელეფონო ზარის შინაარსს და 2019 წლის 15 დეკემბერს მობილური ტელეფონის ნომრიდან - 5-----------, შსს ,,112“-ის ოპერატიული მართვის დეპარტამენტში 19:41 საათზე განხორციელებული სატელეფონო ზარის შინაარსს. აუდიოჩანაწერში, დასახელებით ,,--------------“ (რომელიც განხორციელდა 18:51 საათზე), ისმის, რომ ზარის ინიციატორ ქალბატონს - მ-----–----–---–ს სურს პატრულის გამოძახება პ------------------------------------------------------–-----------ში. მ-----–----–---–ის განცხადებით, მისი ყოფილი მეუღლე არის პათოლოგი, რომელთანაც წლების განმავლობაში არის გაცილებული, იგი მას სახლში შეუვარდა. ამჟამად თვითონ ხელმეორედ არის დაოჯახებული, ოფიციალურ ქორწინებაშია, მის მეუღლეს კი აკრძალული ჰქონდა მასთან მისვლა. მან სცადა ბინაში შევარდნა, მთვრალია და უნდოდა თავისი ბავშვის წაყვანა. სასამართლო დასრულებული არ არის. მ-----–----–---–ი აცხადებს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება არ სჭირდება. აუდიოჩანაწერში, დასახელებით - ,,5-------------“ (რომელიც განხორციელდა 19:41 საათზე), ისმის, რომ მ-----–----–---–ს იმავე მისამართზე სურს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება, რადგან, მისი თქმით, მისმა ყოფილმა მეუღლემ ხელი ჰკრა, რომელიც ბინაში შეღწევას ცდილობდა და ამის გამო ძალიან ცუდად იყო (ტომი I, ს.ფ. 171-174).
2019 წლის 7 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის მიხედვით, ,,ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ,,სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სამედიცინო ბარათი №8---ის ჩანაწერის მიხედვით, მ-----–----–---–ს სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა 2019 წლის 15 იანვარს, 19:53 საათზე. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბარათის ჩანაწერში დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნების შესახებ მითითებული არ არის.
2019 წლის 16 იანვარს, მ-----–----–---–ის პირადი გასინჯვისას ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღინიშნება (ტომი I, ს.ფ. 183-184). სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---–--------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის ავთენტიკურობა და დაეთანხმა მას.
2019 წლის 28 მაისის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის მიხედვით, მ-----–----–---–ის ფსიქოლოგიური თავისებურებანი მოცემულია ფსიქოლოგიური გამოკვლევის დასკვნაში. მ-----–----–---–ი ყოფილი მეუღლის გ---------------–ის მხრიდან მასზე განხორციელებული ქმედებების გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას (ტომი 2, ს.ფ. 257-262). სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
სამოქალაქო რეესტრის დოკუმენტებით დასტურდება, რომ გ---------------–ი და მ-----–----–---–ი 2010 წლის 17 სექტემბრიდან 2015 წლის 28 იანვრამდე იმყოფებოდნენ ქორწინებაში. მათ ჰყავთ სამი შვილი, დ-----, ნ-----–---- და გ-------–-----------–ები. გ---------------–ი ფსიქოლოგიური ძალადობისთვის მხილებული იქნა 2016 წლის 26 იანვარს, 2017 წლის 27 მაისს, 2017 წლის 24 ოქტომბერს, 2017 წლის 9 ოქტომბერს, 2018 წლის 8 თებერვალს, 2018 წლის 17 აპრილს, 2018 წლის 27 მაისს, 2018 წლის 11 ოქტომბერს და 2019 წლის 15 იანვარს (ტომი I, ს.ფ. 204-215).
მოწმე ქ---------–--–--–---–მა სასამართლოში აჩვენა, რომ არის გ---------------–ის დედა. გ---------------–ის ყოფილი მეუღლეა მ-----–----–---–ი, რომელთანაც მის შვილს ჰყავს სამი საერთო შვილი - დ-----ი, ნ-----–----ი და გ-------–-----------–ები. განქორწინების შემდეგ დ----------------–ი ცხოვრობს მამასთან და მასთან ერთად, ხოლო ნ-----–---- და გ-------–-----------–ები - დედასთან. 2019 წლის 15 იანვარს, იგი (მოწმე) გ---------------–თან, დ----------------–თან და ნაცნობ ქალბატონ - ც---------------თან ერთად მივიდა მ-----–----–---–ის სახლთან, რათა დ----------------–ს ენახა თავისი ძმები. კიბეებზე პირველი ც---------------ი მიდიოდა, ხოლო დანარჩენები უკან მიჰყვებოდნენ. როდესაც ავიდნენ, ბინის კარი ღია იყო და მ-----–----–---–ი და ც---------------ი საუბრობდნენ. ც---------------მა მათ უთხრა, რომ თურმე ნ-----–----ი და გ-------–ი მამინაცვალს სასეირნოდ ჰყავდა წაყვანილი და სახლში არ იყვნენ. გ---------------–მა მ-----–----–---–ს უთხრა, რომ ბავშვები შეეხვედრებინა თავიანთი ძმისთვის, რაზეც მ-----–----–---–მა აგრესიულად უპასუხა, რომ ისინი სახლში არ იყვნენ. შემდეგ მ-----–----–---–ი კარს უხურავდა მათ, გ---------------–მა კარში ფეხი ჩაუდგა და უთხრა, ,,ოთხი თვეა შვილი არ გინახავს და დედის ინსტინქტი მაინც არ გაქვსო?!“ მ-----–----–---–მა დაიწყო ყვირილი და ლანძღვა, შემდეგ კი კარი მოაჯახუნა. გ---------------–ს კარებში ფეხის ჩადგმის გარდა, სხვა მოქმედება არ განუხორციელებია. შემდეგ ისინი ჩამოვიდნენ კიბეებზე და დაემშვიდობნენ ც---------------ს. შემდეგ პოლიცია მივიდა ადგილზე. აღმოჩნდა, რომ მ-----–----–---–ს გამოუძახებია პოლიცია. ადგილზე მივიდა მ-----–----–---–ის ამჟამინდელი მეუღლეც, რომელსაც შელაპარაკება მოუვიდა გ---------------–თან. პოლიციამ დააკავა გ---------------–ი.
არასრულწლოვანი მოწმე დ----------------–ის განმარტებით, მ-----–----–---–ი არის მისი დედა. მან დაურეკა დედამისს და უთხრა, რომ სურდა თავისი ძმების - ნ---ს და გ-------–ის ნახვა და მათთან ერთად გასეირნება, რაზეც დედამისმა უარი უთხრა, ბავშვს ვერ დავტოვებო. შემდეგ, როდესაც თხოვნა გაუმეორა, დედამისმა უპასუხა, ვნახოთო. ნ---ს და გ-------–ის სანახავად მიდიოდა მამამისთან და ბებიამისთან ერთად. გზაში მათ შეხვდათ ც------ ბებო, რომელიც ეკლესიაში გაიცნეს და დედას მეგობარი იყო. მამამ ც------ ბებოს უთხრა, რა კარგია რომ შეგხვდით, მ--- შენი მეგობარია, წამოგვყევი და უთხარი, რომ ბავშვები ჩამოიყვანოს და გვანახოსო. როცა მივიდნენ, ც------ ბებო წინ წავიდა კიბეებზე, ხოლო თვითონ მიყვებოდნენ უკან. სანამ თვითონ ავიდოდნენ, ც------ ბებო მანამდე ავიდა და დააკაკუნა კარზე. მ---მ გაუღო ც------ ბებოს კარი. მან მ---ს უთხრა, რომ ჩვენ ვიყავით მისულები და ბავშვების ნახვა გვინდოდა. მ---მ ც------ ბებოს უპასუხა, რომ ბავშვები მამინაცვალს ჰყავდა წაყვანილი სასეირნოდ. მ---ს პატარაზე ჰქონდა კარი გაღებული და მხოლოდ ფეხი და ბავშვი უჩანდა, რომელიც ხელში ეჭირა. შემდეგ მამამ მას უთხრა, რომ ეჩვენებინა მათთვის ბავშვები, თუმცა მ---მ ლანძღვა და ყვირილი დაიწყო. შემდეგ კი კარი მოაჯახუნა. ისინი ჩამოვიდნენ ქუჩაში და დაემშვიდობნენ ც------ ბებოს. ამ დროს პატრული მივიდა იქ, რომლებმაც ცოტა ხნის შემდეგ მამა დააკავეს და წაიყვანეს პოლიციაში.
გ---------------–მა არ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედება და აღნიშნა, რომ 2019 წლის 15 იანვარს, მის შვილს დ----------------–ს გაუჩნდა სურვილი ენახა თავისი ძმები ნ-----–---- და გ-------–-----------–ები, რომლებიც ცხოვრობდნენ დედასთან - მ-----–----–---–თან, რაზეც იგი დათანხმდა. ამის შემდეგ დედამისი - ქ---------–--–--–---–ი და დ----------------–ი უნდა წასულიყვნენ ბავშვების სანახავად. დ----------------–მა მას დაურეკა და სთხოვა გაყოლოდა, რადგან მის გარეშე არ სურდა ძმების ნახვა. იგი დათანხმდა თავის შვილს. გზაში მათ შეხვდათ ც---------------ი, რომელსაც ეკლესიიდან იცნობდა. მან მოიკითხა ბავშვები და როცა გაიგო, რომ ბავშვების სანახავად მიდიოდნენ, თვითონაც გამოთქვა წამოსვლის სურვილი. ისინი ერთად წავიდნენ ბავშვების სანახავად. როდესაც მივიდნენ, ც---------------ი ავიდა მ-----–----–---–თან, ხოლო თვითონ ქვევით დარჩნენ. ც---------------მა მ-----–----–---–ს უთხრა, რომ ბავშვები გამოეშვა ცოტა ხნით, რათა დ-----ს ენახა თავისი ძმები. მ-----–----–---–მა მას უთხრა, რომ ბავშვები სახლში არ იყვნენ, რაც მოატყუა, რადგან ბავშვების ხმა გამოდიოდა ბინიდან. ამის შემდეგ მან (გ---------------–მა) გადაწყვიტა თვითონ ასულიყო და ეთქვა მისთვის, რომ მისი შვილი დ-----ც იქ იყო და ენახა მაინც. თვითონ ძალიან სურდა ნ-----–----ისა და გ-------–ის ნახვა. მ-----–----–---–მა მას კარი მოუკეტა. სანამ დაკეტავდა, მან სცადა წინადადება დაემთავრებინა, რომ ბავშვი მაინც დაენახებინა მისთვის. კარის დაკეტვაში მისთვის ხელი არ შეუშლია. ამის შემდეგ ისინი გამოტრიალდნენ და წამოვიდნენ. მას მ-----–----–---–თან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია. მ-----–----–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ქ---------–--–--–---–ს. ეზოში რომ ჩამოვიდნენ, ც---------------ი წავიდა, ცოტა ხანში საპატრულო პოლიცია მივიდა ეზოში, რის შემდეგაც პოლიციამ იგი დააკავა. დაკავებამდე მას შელაპარაკება მოუვიდა ზ--------–----------ესთან. ასევე განმარტა, რომ მ-----–----–---–ისთვის არასდროს მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა და არასდროს დამუქრებია.
სასამართლო პალატა აანალიზებს რა საქმეში არსებულ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ, ზემოხსენებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, დაზარალებულ - მ-----–----–---–ისა და მოწმეების - ზ--------–----------ის, ც---------------ის, ნ----------–----–--–-–---–ის, შ------------------–-–---–ის, გ-----------------ის, დ----- დ---–-–---–ის ჩვენებებით, შემაკავებელი ორდერებით, სამედიცინო ბარათით, დათვალიერების ოქმით, სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, რომლებზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობის ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები) გ---------------–ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი.
სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ეპიზოდთან მიმართებით მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაა წარმოდგენილი. პროკურორის პოზიციით, გარდა იმისა, რომ დაზარალებულმა დეტალურად აღწერა, თუ რა ვითარებაში და რა მეთოდით მიაყენა გ---------------–მა მას დაზიანება, მომხდარი ფიზიკური ძალადობის შესახებ დაზარალებულმა დეტალურად უამბო შემთხვევის ადგილზე მყისიერად მისულ პატრულ-ინსპექტორებს და სასწრაფო სამედიცინო დახმრების ექიმებს. მოწმე გ-----------------ის განმარტებით, კი მისი მისვლის დროს მ-----–----–---–ი იყო განერვიულებული, აფორიაქებული და სახლში ყველა ტიროდა. შ------------------–-–---–ის განმარტებით, მ-----–----–---–ის გადმოცემით, მომხდარის შედეგად მიიღო ნერვული სტრესი, უჩიოდა სხეულის კანკალს, თავის ტკივილსა და გულის ფრიალს. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, პროკურორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ერთობლიობაში არ შეაფასა მტკიცებულებები და მიიღო საქმეში არსებული მტკიცებულებების შეუსაბამო გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა აპელანტის პოზიციას არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის არგუმენტირებულ დასკვნას, რომლის თანახმად, ფიზიკური ძალადობის ეპიზოდთან მიმართებით, ბრალდების მხარის მიერ მხოლოდ ერთი მტკიცებულება - დაზარალებულ მ-----–----–---–ის ჩვენებაა წარმოდგენილი, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას აღნიშნა, რომ 2019 წლის 15 იანვარს გ---------------–მა ხელი ჰკრა და კარადას მიაჯახა, რის გამოც საშინელი ტკივილი იგრძნო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მხოლოდ ერთი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას (საქმე №291აპ-17, 9 ნოემბერი, 2017 წელი). აქვე სააპელაციო პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, ყურადღებას მიაპყრობს როგორც ნეიტრალური მოწმის - ც---------------ის, ისე დაცვის მხარის მოწმეების - არასრულწლოვანი დ----------------–ისა და ქ---------–--–--–---–ის ჩვენებებზე, რომლებიც ინციდენტის შემსწრე პირები არიან და რომლებმაც არ დაადასტურეს გ---------------–ის მიერ მ-----–----–---–ისათვის 2019 წლის 15 იანვარს ხელის კვრისა და კარადაზე მიჯახების გზით ფიზიკური ძალადობის ფაქტი.
რაც შეეხება მოწმეების - ზ--------–----------ის, ნ----------–----–--–-–---–ის, გ-----------------ის, დ----- დ---–-–---–ის, შ------------------–-–---–ის ჩვენებებში გადმოცემულ ინფორმაციას, - ის ირიბი ხასიათისაა, რადგან ეყრდნობა დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას და ვერ დაედება საფუძვლად ბრალდების ამ ეპიზოდში გ---------------–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, მითითებულ პირთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და როგორც უკვე აღინიშნა, ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. გარდა ამისა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენში (საქმე №561აპ-15, 28 აპრილი, 2016 წელი) განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, როდესაც მათგან მხოლოდ ერთი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, ხოლო დანარჩენი მოწმეთა ირიბი ჩვენებებია, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობად, რომელიც საკმარისი იქნება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად -მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც.
ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, - ის გარემოება, რომ დაზარალებული მ-----–----–---–ი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს აფორიაქებული და განერვიულებული დახვდა, უტყუარად და ერთმნიშვნელოვნად არც გულისხმობს და მით უფრო, არც ადასტურებს, რომ გ---------------–მა მ-----–----–---–ზე ფიზიკურად იძალადა. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ საქმესთან დაკავშირებით დაკითხული არც ერთი მოწმე არ ადასტურებს, რომ მ-----–----–---–ს ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშანი ჰქონდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბარათშიც კი მხოლოდ მ-----–----–---–ის ემოციურ მდგომარეობაზეა აღნიშნული. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კი დადგენილია, რომ მ-----–----–---–ს პირადი გასინჯვისას ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
რაც შეეხება პროკურორის აპელირებას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდებთან დაკავშირებით, რომ შემაკავებელ ორდერებში მითითებული ინფორმაცია არანაირად არ გამორიცხავს მ-----–----–---–ის მიერ მითითებულ გარემოებებს, რომ 2017 წლის ოქტომბერში და 2018 წლის მაისში გ---------------–ის მიერ მის მიმართ განხორციელდა მუქარა. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია არაერთი შემაკავებელი ორდერი, თუმცა უტყუარად არ დგინდება მათი რელევანტურობა მუქარის ეპიზოდებთან დაკავშირებით. ამდენად, სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის არგუმენტირებულ მსჯელობას და სააპელაციო პალატისთვისაც გაუგებარია, რატომ არ განუცხადა დაზარალებულმა სამართალდამცავებს შემაკავებელი ორდერების გაცემის დროს გ---------------–ის მხრიდან მასზე განხორციელებული მუქარის, თუ ასეთ ფაქტებს მართლაც ჰქონდა ადგილი, შესახებ მითუმეტეს, როგორც დაზარალებულმა მ-----–----–---–მა სასამართლოში აჩვენა, ორივე შემთხვევაში შეეშინდა გ---------------–ის მუქარის, ვინაიდან ამ უკანასკნელს სიმთვრალის დროს პათოლოგიური ხასიათი აქვს და ამასთანავე, ფლობს სანადირო თოფს. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ არათუ შემაკავებელი ორდერების გამოცემის დროს, არამედ მ-----–----–---–მა გამოძიებას მუქარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყებიდან 42 დღის შემდეგ, კერძოდ, იმ დროს, როდესაც მეოთხეჯერ გამოიკითხა გამომძიებლის მიერ.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიებისა და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული პირდაპირი, უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ გ---------------–მა 2019 წლის 15 იანვარს ჩაიდინა მ-----–----–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობა, აგრეთვე, 2017 წლის ოქტომბერში და 2018 წლის მაისში მ-----–----–---–ის მიმართ ჩაიდინა მუქარა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი ბრალდების ამ ეპიზოდებში სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა გ---------------–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ, აშკარა და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ გ---------------–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები.
რაც შეეხება მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მისი სრულად გამართლების შესახებ, სააპელაციო პალატა აღნიშნულ მოთხოვნას არ ეთანხმება. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდთან დაკავშირებით წარმოდგენილია მხოლოდ დაინტერესებული პირის - დაზარალებულის ჩვენება, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მართალია, წარმოდგენილია შემაკავებელი ორდერები, თუმცა ისინი სხვა მტკიცებულებებით არ არის გამყარებული. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმესთან დაკავშირებით დაკითხული როგორც დაზარალებულ მ-----–----–---–ის, ისე მოწმეების - ნ----------–----–--–-–---–ისა და ზ--------–----------ის ჩვენებებით უტყუარად დასტურდება, რომ, როგორც თანაცხოვრების პერიოდში, ისე განქორწინების შემდეგ გ---------------–ი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას მ-----–----–---–ს და ამცირებდა მას. აღნიშნული გარემოება, აგრეთვე, დასტურდება საქმეში არსებული არაერთი შემაკავებელი ორდერით. ხოლო ის ფაქტი, რომ სისტემატური შეურაცხყოფით და დამცირებით დაზარალებული მ-----–----–---–ი განიცდიდა ტანჯვას, დასტურდება სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანხმად, მ-----–----–---–ი ყოფილი მეუღლის გ---------------–ის მხრიდან მასზე განხორციელებული ქმედებების გამო, განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის აპელირებას მსჯავრდებულ გ---------------–ისათვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, იგი მიიჩნევს, რომ სასჯელის მინიმალური ზომით გამოყენება არ ემსახურება საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ---------------–ისათვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ გ---------------–ისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის განაჩენი გ---------------–ის მიმართ, როგორც გამამართლებელ, ისე გამამტყუნებელ ნაწილში, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ---------------–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნ----------–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
მსჯავრდებულ გ---------------–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის განაჩენი გ---------------–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
გ---------------–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის მაისის თვის ეპიზოდი) ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს;
გ---------------–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2017 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი) ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს;
გ---------------–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
მსჯავრდებულ გ---------------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 15 იანვრიდან; მხედველობაში იქნას მიღებული, რომ გ---------------–ს დღეის მდგომარეობით დანიშნული სასჯელი მოხდილი აქვს;
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ გ---------------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
ნივთიერი მტკიცებულება:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
სსიპ 112-დან გამოთხოვილი აუდიოჩანაწერი, ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე (დალუქული ინახება საგამოძიებო სამსახურში), შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ. №6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე