განაჩენი

სისხლის სამართლის 27.01.2020
საქმის ნომერი
160100119002899551
ინსტანცია
თარიღი
27.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN160100119002899551

საქმე №1ბ/1955-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 იანვარი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: მ--------------–----

მსჯავრდებულის: მ------------------

ადვოკატის: რ-------------–---

თარჯიმნის: ვ-----–---------------

თარჯიმნის: მონაწილეობით,მ--------–-- რაიონული პროკურატურის პროკურორის მ--------------–----ა და მსჯავრდებულ მ------------------ ინტერესების დამცველი ადვოკატის რ-------------–--- სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ მ------------------ მიმართ, დაბადებული 1----–-–------------------------- მოქალაქე, დაოჯახებული, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ--------------------–-------------–----------------–------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქმის მასალების მიხედვით, მ----------------- ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბრის განაჩენით, მ----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

2019 წლის 14 მარტს, დაახლოებით 02:30 საათზე, მ--------–-- მუნიციპალიტეტის სოფელ ხ----–- მდებარე, ნ-------------–---- საცხოვრებელ სახლში სტუმრად ყოფნის დროს, თ---------- რესპუბლიკის მოქალაქე, ქურდობისთვის ნასამართლევი მ----------------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ასევე თ---------- რესპუბლიკის მოქალაქის, ზ--------------- ქურთუკის და შარვლის ჯიბიდან 38000(ოცდათვრამეტი ათას) ლირას, 500 (ხუთასი) აშშ დოლარს, 380(სამას ოთხმოცი)ლარს, 1000(ათასი) ლარის ღირებულების „Samsung A8“ მოდელის და 2600 (ორი ათას ექვსასი) ლარის ღირებულების „Iphone 7+“ მოდელის მობილურ ტელეფონებს, “პრივატ ბანკის“ Visa Gold-ის პლასტიკურ ბარათს და პირად საბუთებს, რითაც დაზარალებულს მიადგა 23985 (ოცდასამი ათას ცხრაას ოთხმოცდახუთი) ლარის და 60(სამოცი)თეთრის დიდი ოდენობით ზიანი.

ბ---–----- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 სექტემბრის განაჩენით, მ----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ მ------------------ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 15 მარტიდან.

მ----------------- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

ბ-------- საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბრის განაჩენით, მ----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

2019 წლის 14 მარტს, დაახლოებით 02:30 საათზე, მ--------–-- მუნიციპალიტეტის სოფელ ხ----–- მდებარე, ნ-------------–---- საცხოვრებელ სახლში სტუმრად ყოფნის დროს, თ---------- რესპუბლიკის მოქალაქე, ქურდობისთვის ნასამართლევი მ----------------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ასევე თ---------- რესპუბლიკის მოქალაქის, ზ--------------- ქურთუკის და შარვლის ჯიბიდან 38000(ოცდათვრამეტი ათას) ლირას, 380(სამას ოთხმოცი)ლარს, 1000(ათასი) ლარის ღირებულების „Samsung A8“ მოდელის და 2600 (ორი ათას ექვსასი) ლარის ღირებულების „Iphone 7+“ მოდელის მობილურ ტელეფონებს, “პრივატ ბანკის“ Visa Gold-ის პლასტიკურ ბარათს და პირად საბუთებს, რითაც დაზარალებულს მიადგა 22 645 (ოცდაორი ათას ექვსას ოთხმოცდახუთი) ლარის და 60(სამოცი)თეთრის დიდი ოდენობით ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მ--------–-- რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ--------------–---- და მსჯავრდებულ მ------------------ ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ-------------–----

ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულის მიერ 22.645(ოცდაორი ათას ექვსას ოთხმოცდახუთი)ლარის და 60(სამოცი)თეთრის ნაცვლად, 23.985 (ოცდასამი ათას ცხრაას ოთხმოცდახუთი) ლარის და 60(სამოცი)თეთრის ფარულად დაუფლების ფაქტის დადგენა.

დაცვის მხარემ, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს შორის ვერ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რაც მათ მიზანს წარმოადგენდა, მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება და მისი პოზიციის შესაგებლის სახით დაფიქსირება.

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი თანხის ოდენობის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლოში გამოკვლეული დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დასტურდება, რომ მ----------------- გარდა 38000(ოცდათვრამეტი ათას)ლირს, 380(სამას ოთხმოცი)ლარის, 1000(ათასი) ლარის ღირებულების „Samsung A8“ მოდელის და 2600 (ორი ათას ექვსასი) ლარის ღირებულების „Iphone 7+“ მოდელის მობილური ტელეფონებისა, ფარულად დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 500(ხუთასი)აშშ დოლარს, რაც სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა.

პალატამ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე განიხილა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოცულობით, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულ ზ---------------- ჩვენებით დგინდება, რომ მ----------------- პირადად გაიცნო ბ------–-- მანამდე კი იცნობდა ტელეფონით. ის კ--------------------- ერთად იწყებდა საქონლის ხორცის ბიზნესს, აღნიშნულში კი მას დახმარებას უწევდა მ-----------------. 2019 წლის მარტის დასაწყისში, ხორცის შესაძენად ბ----------- წავიდნენ მ--------––--------------------- ტაქსით. მ--------––- დაათვალიერეს საქონელი, რა დროსაც დაუღამდათ. დაზარალებულის განმარტებით, მას თანხა ჰქონდა ლირებში, ვერ დაახურდავა და გადაწყვიტეს იმ დღეს დაესვენათ და მეორე დილით შეეძინათ საქონელი. ღამის გასათევად მივიდნენ ზ------------------ დის ოჯახში, სადაც მათ გაუმასპინძლდნენ და დააძინეს. თავად დაწვა პირველ სართულზე, ასევე მასთან ერთად დაწვა მ-----------------. ვახშმობის დროს მიირთვეს ალკოჰოლური სასმელი, თუმცა მ-------- არ დაულევია. რამდენიმე ხნის შემდეგ კი იგი გააღვიძა პოლიციამ და ნახა, რომ თანხა, რომელიც ჰქონდა ბიზნესისთვის მოპარული იყო, მ----------------- კი გაქცეული. ფულის ნაწილი შენახული ჰქონდა ქურთუკის შიდა მარჯვენა ჯიბეში და ნაწილიც მარცხენა ჯიბეში. დამატებით კი საფულეში ედო 500 აშშ დოლარი. მთლიანობაში ჰქონდა 38000 ლირამდე, 500 აშშ დოლარი, 400 ლარამდე და ორი მობილური ტელეფონი.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე კ-------------------- რომელზედაც აპელირებს ბრალდების მხარე განმარტა, რომ 500 აშშ დოლარის შესახებ იცოდა დაზარალებულისგან, თავად მას აღნიშნული თანხა არ უნახავს.

ამასთან, 2019 წლის 15 მარტის პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ მ------------------- ჩხრეკის დროს, მისი ნაჭრის ნაცრისფერი ჟილეტის შიგნით მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა 253 ცალი 100-იანი თურქული ლირის კუპიურა - სულ 25 300 ლირა და 380 ლარი. მისი ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა სამსუნგის ფირმის ღია ოქროსფერი მობილური ტელეფონი „სამსუნგ. A8“ და შავი ფერის „აიფონ 7+“ ფირმის მობილური ტელეფონი, ასევე, მუქი ყავისფერი ტყავის საფულე, რომელშიც მოთავსებული იყო თ---------- რესპუბლიკის პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა და ორი ცალი თ---------- რესპუბლიკის პოლიციის თანამშრომლის მოწმობა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული ოქმის სისწორე დაადასტურეს მოწმეებმა: ე------------------------------------–---–-----------–-–--–-----

პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან 500 აშშ დოლარის არსებობაზე მიუთითებს მხოლოდ დაზარალებული, რომლის ჩვენება, როგორც ერთი მტკიცებულება თანხის ოდენობის (500 შშ დოლარი) ნაწილში პირის მსჯავრდებას საფუძვლად ვერ დაედება.

ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის ქმედების შეფასებას პალატა იზიარებს და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს. მსჯავრდებულ მ------------------- აღიარებით და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით: დაზარალებულ ზ----------------, მოწმეების: კ----------------------------------------------------------–---–-----------–-–--–----- ნ-------------–---- ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმით და ნივთის ამოცნობის ოქმით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ მ------------------- ჩაიდანა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული ქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ბ---–----- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 სექტემბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ--------–-- რაიონული პროკურატურის პროკურორის მ--------------–---- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. ბ---–----- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. მ------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.

4. მსჯავრდებულ მ------------------ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 15 მარტიდან.

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მ------------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

6. ნივთმტკიცება:

- ქურთუკი, მობილური ტელეფონები, საფულე, 25 300 ლირა, 380 ლარი დაუბრუნდეს დაზარალებულ ზ-------------------

7. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი