განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 180100119003219145
საქმე №1ბ/65-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 იანვარი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-----–--–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა-----–-----–-----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: გ------------------------–---------ი, ფაქტობრივად მცხოვრების: მ–-------–------------------–-----------–------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილებით მიიჩნია, რომ ა-----–-----–-----ემ ჩაიდინა:
_ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგ:
2019 წლის 8 ივლისს, დაახლოებით 22:30 საათზე, მ–------------------------–-–--------ში დ-----–-----------–--------------------------ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ა-----–-----–-----ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არასრულწლოვან შვილს ზ----------–-----ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: მუშტი დაარტყა სახის არეში და დაუზიანა წარბი, ხოლო შემდეგ მუშტებს ურტყამდა თავისა და ტანის არეში, რის შედეგად ზ----------–-----ემ განიცადა ფიზიკური ტკვილი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის განაჩენით:
ა-----–-----–-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის ნაწილი - 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე.
მსჯავდებულ ა-----–-----–-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2019 წლის 10
ივლისიდან;
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-----–--–--ემ;
სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა ა-----–-----–-----ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით. კერძოდ, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა მსჯავრდებულ ა-----–-----–-----ეს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით;
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ა-----–-----–-----ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. ა-----–-----–-----ის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტი გარდა ა-----–-----–-----ის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარებისა დადასტურებულია საქმეში არსებული მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით,დაზარალებულ ზ----------–-----ის, მოწმეების - თ-------------–---–---------------------–---–-- გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, თანდართული ფოტოსურათებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, თანდართული ფოტოსურათებით, სამედიცინო ბარათით, შემაკავებელი ორდერით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმის სხვა მასალებით.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს და ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ა-----–-----–-----ემ თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს სასჯელის დანიშვნის დროს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მან სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ამასთან, საგულისხმოა დაზარალებულის პოზიციაც, რომლის თანხმად მას ა-----–-----–-----ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და სურს მისი ოჯახში დაბრუნება. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო პირობა და პირველი ინსტანციის სასამართლომ სავსებით სამართლიანად გამოიყენა მსჯავრდებულ ა-----–-----–-----ის მიმართ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შეღავათი. ამასთან, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალი გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლებოდა უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ა-----–-----–-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის განაჩენი ა-----–-----–-----ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ა-----–-----–-----ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-----–--–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის განაჩენი ა-----–-----–-----ის მიმართ, დარჩეს უცვლელად.
ა-----–-----–-----ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის ნაწილი - 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე.
მსჯავდებულ ა-----–-----–-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2019 წლის 10
ივლისის 01 საათი და 00 წუთიდან;
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ა-----–-----–-----ის მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი