განაჩენი

სისხლის სამართლის 11.07.2019
საქმის ნომერი
330100118002612756
ინსტანცია
თარიღი
11.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100118002612756

საქმე №1ბ/1028-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

22 იანვარი, 2020 წელი თბილისი

 

მოსამართლე: მ--- თეთრაული

 

სხდომის მდივანი: ანა გოცირიძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ლ---- ვ-------ე, ვ--–---ი გ-------–---–ი

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ნ------- ტ-------–---–ი (პირადი ნომერი 0----------), დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: თ---–------–------------------–-------------------–-------------------------------------–----------------–--------------–-------------.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილი.

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.

 

ადვოკატი: მ--- ტ--–----ე

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ------- ტ-------–---–მა და ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 27 ივლისს ღამის საათებში, საქართველოს შსს სამინისტრომ ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------------–-–-------------------–--აში დაიწყო გამოძიება ქ. თბილისში, კ-------------------–--–-----------ში მდებარე სუპერმარკეტ „ნ-----------“ სხვადასხვა დასახელების პროდუქციის ქურდობის ფაქტზე.

 

შემთხვევის ადგილზე გასული პოლიციის თანამშრომლების მიერ ქ. თბილისში, ს-----------------–-------------------- მიმდებარედ შეჩერებული იქნენ ნ------- ტ-------–---–ი და პ-------------–---–ი, რომლებიც იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში და უცენზურო სიტყვებით, ხმამაღალი შეძახილებით არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. პოლიციის თანამშრომლების კანონიერ მოწოდებაზე დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი, განაწყენებულმა ნ------- ტ-------–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს და გაუწია წინააღმდეგობა, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლების მიერ მოხდა ნ------- ტ-------–---–ის და პ-------------–---–ის ადმინისტრაციული წესით დაკავება საქართველოს ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლებით და გადაყვანილი იქნენ ქ.თბილისის ი--------------- ს-----------–--ს პოლიციის მ--------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში.

 

ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნ------- ტ-------–---–ი გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით პოლიციის თანამშრომლების მიმართ და აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მიუხედავად პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არაერთგზის მოწოდებისა დამშვიდებულიყო და შეეწყვიტა მათ მიმართ შეურაცხყოფის მიყენება, ნ------- ტ-------–---–ი აგრძელებდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, რა დროსაც ნ------- ტ-------–---–ი სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, მოულოდნელად თავს დაესხა მასთან ახლოს მდგომ, ქ. თბილისის ი--------------- ს-----------–--ს პოლიციის მ--------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს ი----- ქ-------–-–---–ს, რომელსაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და თავი ძლიერად ჩაარტყა სახეში, რის შედეგადაც ი----- ქ-------–-–---–მა მიიღო ნახეთქი ჭრილობა ტუჩზე და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა შემდეგი:

 

მოწმე ლ-–- ჩ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- ს-----------–--ს პოლიციის მ--------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს თანამდებობაზე. 2018 წლის 27 ივლისს, განყოფილებაში შევიდა შეტყობინება კ----------------–--–----------------------------------- გაქურდვის თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო მისმა თანამშრომელმა ი----- ქ-------–-–---–მა, შემთხვევის ადგილზე კი გავიდნენ მ-----– ს---–-----–---–ი, დ-------ი ო-----–---–ი და კ---- ნ------ე. ხსენებული პირების მიერ ი----------------------------–-------------------–--აში შეყვანილი იქნა ადმინისტრაციული წესით დაკავებული ნ------- ტ-------–---–ი, რომელსაც ასდიოდა ალკოჰოლის სუნი და ვიზუალურად ეტყობოდა, რომ იყო ნასვამ მდგომარეობაში. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ნ------- ტ-------–---–ის სიფხიზლე-სიმთვრალეზე შემოწმების მიზნით, გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია. მოწმის განმარტებით, ნ------- ტ-------–---–ი გამოხატავდა აგრესიას განურჩევლად ყველა სამართალდამცავის მიმართ და აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას. არაერთი გაფრთხილებისა და მოწოდების მიუხედავად, ნ------- ტ-------–---–მა არ შეწყვიტა ლანძღვა-გინება და სცადა თვითდაზიანების მიყენება, რის გამოც პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის, ი----- ქ-------–-–---–ი მიუახლოვდნენ მას და ამშვიდებდნენ. მოულოდნელად ნ------- ტ-------–---–მა, მასთან ახლოს მისულ ი----- ქ-------–-–---–ს თავი ჩაარტყა სახის არეში და გაუხეთქა ტუჩი. მოწმის ჩვენებით, ნ------- ტ-------–---–ის აგრესიული და არაადეკვატური ქმედებები დაფიქსირდა პოლიციის განყოფილების შიდა კამერების და საპატრულო პოლიციის სამხრე კამერების ვიდეოჩანაწერებზე.

 

მოწმეების - მ-----– ს---–-----–---–ის (ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- ს-----------–--ს პოლიციის მ--------------–--ის ინსპექტორ-გამომძიებელი), დ-------ი ო-----–---–ის (ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- ს-----------–--ს პოლიციის მ--------------–--ის უფროსის მოადგილე) და კ---- ნ------ის (ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- ს-----------–--ს პოლიციის მ--------------–--ის ინსპექტორ-გამომძიებელი) ჩვენებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 27 ივლისს ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მათთვის ცნობილი გახდა კ----------------–--–ზე მდებარე ს------------------------–-- მომხდარი ქურდობის ფაქტი. ინფორმაციის მიღებისთანავე გაემართნენ შემთხვევის ადგილზე, თუმცა გზად, ს-----------------–--------------------ის მიმდებარედ შენიშნეს ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც ქუ--ში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ხმამაღლა იგინებოდნენ და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. პოლიციის თანამშრომლების მიახლოებისას ერთ-ერთმა მათგანმა შეწყვიტა გინება, ხოლო მეორემ - ნ------- ტ-------–---–მა პოლიციის თანამშრომლებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. არაერთი მოწოდების მიუხედავად, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ნ------- ტ-------–---–ი არ ემორჩილებოდა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და განაგრძობდა მათი მისამართით ლანძღვა-გინებას. პოლიციის თანამშრომლებმა კანონის სრული დაცვით ადგილზევე, ადმინისტრაციული წესით დააკავეს ნ------- ტ-------–---–ი. დაკავების შემდეგაც ნ------- ტ-------–---–ი აგრძელებდა სამართალდამცველების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ნ------- ტ-------–---–ი გადაიყვანეს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც იგი განაგრძობდა პოლიციის თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფას, პატივისა და ღირსების შემლახველი ფრაზებით მიმართავდა მათ და აგრესიულად გამოხატავდა უპატივცემულობას არა მხოლოდ კონკრეტული პოლიციელების, არამედ ზოგადად, სამართალდამცავი ორგანოებს თანამშრომლების მიმართ. პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში შეკრებილი თანამშრომლები ცდილობდნენ აგრესიული ნ------- ტ-------–---–ის დამშვიდებას, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მოულოდნელად ი----- ქ-------–-–---–ს მთელი ძალით თავი ჩაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუსკდა ტუჩი. გამოძახების საფუძველზე, ნ------- ტ-------–---–ის ალკოტესტით სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების მიზნით, განყოფილებაში მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც, რომელთა მიმართაც ასევე განხორციელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა ნ------- ტ-------–---–ის მხრიდან. მოწმეებმა განმარტეს, რომ ნ------- ტ-------–---–ის მიმართ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ტ-------–---–ის კანონსაწინააღმდეგო ქმედებები - პოლიციელთა მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ი----- ქ-------–-–---–ისათვის დაზიანების მიყენება კი დაფიქსირდა როგორც პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერების, ისე პოლიციის განყოფილების შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებულ ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერზე.

 

დაზარალებულ ი----- ქ-------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის შსს ი----------------------------–----------------------–---------------------- ინსპექტორ-გამომძიებელი. 2018 წლის 27 ივლისს, ღამის საათებში, განყოფილებაში შევიდა შეტყობინება კ----------------–--–ზე მდებარე ს-------------------------- გაქურდვის თაობაზე. ი----- ქ-------–-–---–მა დაიწყო გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე, შემთხვევის ადგილზე კი გავიდნენ მისი თანამშრომლები: დ-------ი ო-----–---–ი, კ---- ნ------ე და მ-----– ს---–-----–---–ი. ხსენებულმა პირებმა მალევე განყოფილებაში შემოიყვანეს ორი პირი, რომელთაგან ერთი - ნ------- ტ-------–---–ი დაკავებული იყო ადმინისტრაციული წესით ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლებით. ნ------- ტ-------–---–ი, რომელიც განათავსეს განყოფილების კამერებით აღჭურვილ ოთახში, იყო ნასვამ მდგომარეობაში, აგრესიას გამოხატავდა პოლიციის თანამშრომელთა მიმართ და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. პოლიციელთა მოწოდებაზე რომ დამშვიდებულიყო, ნ------- ტ-------–---–ი ხდებოდა უფრო აგრესიული და სცადა თვითდაზიანების მიყენება, კერძოდ, მაგიდაზე თავის დარტყმა. პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის თავადაც, შეეცადნენ უსაფრთხოების დაცვის მიზნით მის შეკავებას, რა დროსაც მოულოდნელად ნ------- ტ-------–---–ი სკამიდან წამოიწია და ახლოს მისულ ი----- ქ-------–-–---–ს თავი ჩაარტყა სახის არეში, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუსკდა ტუჩი და განიცადა ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულის განმარტებით, მომხდარის თაობაზე პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას და დაწყებული იქნა გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, ნ------- ტ-------–---–ი კი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.

 

მოწმების, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების ბ------- ჯ-----–---–ის და დ----- ბ----------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 27 ივლისს, დ----- ბ----------ე და ბ------- ჯ-----–---–ი სამსახურებრივი ა/მანქანით ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ღამის საათებში, დაახლოებით 04:00 მივიდნენ ქ.თბილისში, ვ-------------------–----------------–- მდებარე შსს ი----------------------------–-------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში გამოძახებაზე, მოქალაქის „ალკოტესტით“ შემოწმების მიზნით. პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში პირველი შევიდა დ----- ბ----------ე, მეწყვილე კი ელოდება ა/მანქანაში. პოლიციის შენობაში იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლები და ადმინისტრაციული წესით დაკავებული ნ------- ტ-------–---–ი, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, იგრძნობოდა ალკოჰოლის სპეციფიური სუნი. ნ------- ტ-------–---–ი იყო აგრესიული და არაადეკვატური, პოლიციის ყველა თანამშრომელს აგინებდა დედის მისამართით, მოიხსენიებდა სალანძღავი სიტყვებით და არ ემორჩილებოდა არცერთი პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, გარდა ამისა, ცდილობდა პოლიციელებისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, მან რამდენჯერმე სცადა სკამის მოქნევა, იქნევდა ფეხებს რომელიმე პოლიციელისათვის დარტყმის მიზნით. ნ------- ტ-------–---–მა პირადად დ----- ბ----------ესაც არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ვერ მოახერხა, ვინაიდან საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ერიდებოდა მასთან ახლოს მისვლას. ბრალდებულმა სცადა თვითდაზიანების მიყენებაც, რის გამოც მასთან ახლოს მივიდნენ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ლ-–- ჩ-------ე და ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ი----- ქ-------–-–---–ი, რომლებიც ცდილობდნენ ნ------- ტ-------–---–ის დაწყნარებას და მოუწოდებდნენ სიმშვიდისაკენ, ნ------- ტ-------–---–მა კი მოულოდნელად თავი მოუქნია ი----- ქ-------–-–---–ს და ჩაარტყა სახის არეში და გაუხეთქა ტუჩი, რის შემდეგაც იგი აგრძელებდა ლანძღვა-გინებას და ცდილობდა პოლიციის სხვა თანამშრომლებისათვისაც მიეყენებინა ფიზიკური შეურაცხყოფა. დ----- ბ----------ის ჩვენებით, მას თან ჰქონდა სამხრე კამერა, რომელიც ჩართო განყოფილებაში მისვლისთანავე, ვინაიდან დახვდა მოქალაქე, რომელიც ყვიროდა, იგინებოდა და არ ემორჩილებოდა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. დ----- ბ----------ის შესვლიდან მალევე, პოლიციის განყოფილებაში შევიდა ბ------- ჯ-----–---–იც, რომელსაც ასევე ჩართული ჰქონდა სამხრე კამერა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ნ------- ტ-------–---–ს განუმარტეს, რომ უნდა შეემოწმებინათ „ალკოტესტით“ სიმთვრალე-სიფხიზლეზე, თუმცა მან კატეგორიული უარი განაცხადა და განაგრძო სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიციის თანამშრომლების მიმართ. მოგვიანებით, კვლავ შესთავაზეს „ალკოტესტით“ შემოწმება და ამჯერად ნ------- ტ-------–---–მა თანხმობა განაცხადა, შემოწმების შედეგად კი დაუდგინდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობა. დ----- ბ----------ე და ბ------- ჯ-----–---–ი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ აღნიშნულ განყოფილებაში და ამ დროის მანძილზე ნ------- ტ-------–---–ი აგრძელებდა აგრესიულ ქმედებებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას პოლიციის თანამშრომლების მიმართ. დაახლოებით 6 საათისათვის ბ------- ჯ-----–---–ისა და დ----- ბ----------ის მორიგეობა დასრულდა, რის გამოც ისინი ჩაანაცვლა საპატრულო პოლიციის სხვა ეკიპაჟმა. ნ------- ტ-------–---–ის აგრესიული, შეურაცხმყოფელი ქმედებები პოლიციის თანამშრომელთა მიმართ და ი----- ქ-------–-–---–ისათვის დაზიანების მიყენების ფაქტი დაფიქსირდა სამხრე კამერების ჩანაწერში.

 

გამომძიებელ გ------- გ------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ნ------- ტ-------–---–ის ბრალდებულის სახით დაკავება მოხდა მას შემდეგ, რაც მან თავდასხმა და ფიზიკური ძალადობა განახორციელა ი----- ქ-------–-–---–ზე.

 

ადმინისტრაციული დაკავების №0-------- ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 27 ივლისს, თბილისში, ს-----------------–------------------- მიმდებარე, ნ------- ტ-------–---–ი იგინებოდა ხმამაღლა უშვერი სიტყვებით და არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, იგი არ დაემორჩილა პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს დამშვიდებულიყო, მან არ შეწყვიტა ლანძღვა-გინება და პოლიციის თანამშრომლებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც დაკავებული იქნა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო, საქართველოს ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლებით (გამომძიებელი მ-----– ს---–-----–---–ი, მონაწილე პირები: კ---- ნ------ე და დ-------ი ო-----–---–ი).

 

2018 წლის 27 ივლისის ალკოტესტით შემოწმების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 27 ივლისს, მოქალაქე ნ------- ტ-------–---–მა უარი განაცხადა ალკოტესტით შემოწმებაზე, ასევე ოქმზე ხელის მოწერაზე (ოქმის შემდგენი გამომძიებელი მ-----– ს---–-----–---–ი, პატრულ-ინსპექტორი დ----- ბ----------ე).

 

2018 წლის 27 ივლისის ალკოტესტით შემოწმების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 27 ივლისს, ნ------- ტ-------–---–ს ალკოტესტით შემოწმებისას დაუდგინა სიმთვრალე - 1.284 პრომილე. ოქმზე გაკეთებული შენიშვის თანახმად, ნ------- ტ-------–---–მა სიფხიზლის შემოწმებაზე განაცხადა თანხმობა, თუმცა გაურკვეველი მიზეზის გამო ხელის მოწერაზე განაცხადა უარი (ოქმის შემდგენი გამომძიებელი მ.ს---–-----–---–ი, პატრულ-ინსპექტორი დ.ბ----------ე).

 

დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 28 ივლისს, დათვალიერდა დაზარალებულ ი----- ქ-------–-–---–ის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი №1---, სადაც მითითებულია პიროვნების დემოგრაფიული მონაცემები - ი----- ქ-------–-–---–ი; სასწრაფო დახმარების გამოძახების თარიღი და დრო - 2018 წლის 27 ივლისი 06:50 საათი; აგრეთვე დაფიქსირებულია, რომ ავადმყოფს აღენიშნება ზედა ტუჩის არეში დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. დათვალიერების შემდეგ სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი №1--- დაერთო სს საქმეს (გამომძიებელი გ------- გ------, დაზარალებული ი----- ქ-------–-–---–ი).

 

დაკავების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 27 ივლისს 06:05 საათზე, ქ.თბილისში, ი--------------- ს-----------–--ს პოლიციის მეორე განყოფილებაში, საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ნ------- ტ------–------ ტ-------–---–ი.

 

ოქმით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ დადგენილია, რომ 2018 წლის 20 აგვისტოს, ქ.თბილისი, გ---–---------------–- მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინების საფუძველზე, შსს ე--------–-----------–-------------------------–--------- თანამშრომლის ო----- ო-----–-–---–ისაგან გამოთხოვილი იქნა შსს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების: დ----- ბ----------ის №0--- სამხრე კამერით და ბ------- ჯ-----–---–ის №0--- სამხრე კამერით გადაღებული კადრები 2018 წლის 27 ივლისის 04:00 საათიდან 2018 წლის 27 ივლისის 06:00 საათამდე. გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერები 1 ცალი DVD დისკზე დაილუქა სათანადო წესით და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

 

ოქმით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ დადგენილია, რომ 2018 წლის 20 აგვისტოს, ქ.თბილისი, გ---–---------------–- მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინების საფუძველზე, შსს ე--------–-----------–-------------------------–-------------–---–------ უ-- მ----–-----საგან გამოთხოვილი იქნა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- ს-----------–--ს პოლიციის მ--------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში არსებული გარე და შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები 2018 წლის 27 ივლისის 02:30 საათიდან 2018 წლის 27 ივლისის 07:00 საათამდე. გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერები 6 ცალ DVD დისკზე დაილუქა სათანადო წესით და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

 

საპატრულო პოლიციის წევრების დ----- ბ----------ის №0--- სამხრე კამერით და ბ------- ჯ-----–---–ის №0--- სამხრე კამერით გადაღებული, 27.07.2018 წლის 04:01-06:00 საათის დროის მონაკვეთის ვიდეოჩანაწერებით დადგენილია:

ი--------------- ს-----------–--ს პოლიციის მ---------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში სკამზე ზის ნ------- ტ-------–---–ი, რომელსაც ხელებზე უკან ადევს ხელბორკილები და თავზე ადგას პოლიციის თანამშრომელი. მას უახლოვდება საპატრულო პოლიციის თანამშრომელი „ალკოტესტით“ ხელში და უხსნის, რომ უნდა შეამოწმოს სიფხიზლე-სიმთვრალეზე, რაზეც ნ------- ტ-------–---–ი უარს აცხადებს, გამოხატავს აგრესიას და აგინებს პოლიციის, მათ შორის, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. დაახლოებით 04:16 საათზე ნ------- ტ-------–---–ი დგება სკამიდან და იწევს პოლიციის თანამშრომლებისაკენ, პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის ი----- ქ-------–-–---–იც უახლოვდებიან და ცდილობენ მის შეკავებას, რა დროსაც ნ------- ტ-------–---–ი წამოიწევა სკამიდან და მთელი ძალით, განზრახ ურტყამს თავს ი----- ქ-------–-–---–ს სახის არეში. ი----- ქ-------–-–---–ი იხევს უკან და ხელს იკიდებს ტუჩებზე. აღნიშნულის შემდეგ, დაახლოებით 1 საათის მანძილზე, გრძელდება ნ------- ტ-------–---–ის მხრიდან პოლიციის თანამშრომლთა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, აგრესიის გამოხატვა, ფეხების ქნევა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მცდელობა. დაახლოებით 05:10 საათისათვის, ვინაიდან ვეღარ ხერხდება ნ------- ტ-------–---–ის შეკავება, იგი პოლიციის თანამშრომლებს აჰყავთ ხელში და აწვენენ იატაკზე, ნ------- ტ-------–---–ი კი აგინებს და აფურთხებს მათ. ვიდეოჩანაწერში ასევე დაფიქსირებულია, რომ არაერთი მოწოდების შემდეგ, საბოლოოდ, ნ------- ტ-------–---–მა ნებაყოფლობით გაიარა შემოწმება „ალკოტესტზე.“

 

შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- ს-----------–--ს პოლიციის მ--------------–--ის გარე და შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო სათვალთვალო კამერების 27.07.2018 წლის 02:00-07:00სთ დროის მონაკვეთის ამსახველი ვიდეოჩანაწერებით დადგენილია, რომ 02:45 საათზე ი--------------- ს-----------–--ს პ---–-–-------------------–---ში პოლიციის ორ თანამშრომელს შეყავს ნ------- ტ-------–---–ი. განყოფილებაში მყოფ ნ------- ტ-------–---–ს ხელებზე უკან ადევს ხელბორკილები და ზის სკამზე, რა დროსაც თავზე ადგას პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი. ნ------- ტ-------–---–ი არის აგრესიული, 04:18 საათზე დგება სკამიდან და ფეხებს იქნევს პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით, შეკავების მიზნით მას უახლოვდება პოლიციის თანამშრომელი ი----- ქ-------–-–---–ი, რომელსაც ნ------- ტ-------–---–ი განზრახ, მთელი ძალით თავს ურტყამს სახის არეში და დაზარალებული ტუჩზე იკიდებს ხელს. 05:09 საათზე ნ------- ტ-------–---–ი ფეხს იქნევს პოლიციის თანამშრომლის მიმართულებით და ვინაიდან ვეღარ ხერხდება ნ------- ტ-------–---–ის შეკავება, პოლიციის თანამშრომლებს ხელებითა და ფეხებით ნ------- ტ-------–---–ი აჰყავთ ხელში, რის შემდეგაც ხდება მისი იატაკზე დაწვენა.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ „სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ პაციენტის სამედიცინო ბარათი №1----დან, ი----- ქ-------–-–---–ს დახმარება აღმოეჩინა 27.07.2018 წელს 06:50 საათზე. სასწრაფოს ჩანაწერში აღწერილია ზედა ტუჩის მიდამოში სისხლნაჟღენთი.

27.07.2018 წელს მოქალაქე ი----- ქ-------–-–---–ის პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანება ზედა ტუჩის მიდამოში მარჯვნივ სისხლნაჟღენთის სახით/ამავე ტუჩის ლორწოვანზე მოწითალო ფერის სისხლჩაქცევით/.

დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

აღნიშნული ექსპერტზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა გ---–--------------–---–მა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა ი-–-------------მ და გ------- გ------მ დაადასტურეს ნ------- ტ-------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

 

ნ------- ტ-------–---–ის ჩვენებით, მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, პირიქით, თავად პოლიციის თანამშრომლებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც თავს იცავდა. მანვე განმარტა, რომ ი--------------- პოლიციის მაღალჩინოსნებს უკვე წლებია მის მიმართ აქვთ პირადი ინტერესი და არაერთხელ დააკავეს უკანონოდ.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ნ------- ტ-------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ნ------- ტ-------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მისი გამართლების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ განაჩენი ემყარება კანონის დარღვევით მოპოვებულ მოწმეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ურთიერთშეთანხმებულ და თანამიმდევრულ მტკიცებულებებიდან.

 

მოწმეების მ-----– ს---–-----–---–ის, დ-------ი ო-----–---–ის, კ---- ნ------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 27 ივლისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ქ.თბილისში, ს-----------------–--------------------ის მიმდებარედ, შენიშნეს ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელბიც საზოგადოების თავშეყრის ადგილზე, იგინებოდნენ ხმამაღლა და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. როდესაც მიუახლოვდნენ ნ------- ტ-------–---–მა მათ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, არ დაემორჩლა მათ არაერთ კანონიერ მოთხოვნას, განაგრძობდა მათი მისამართით გინებას, რის გამოც იგი ადმინისტრაციული წესით დაკავებული და გადაყვანილი იქნა ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- ს-----------–--ს მ--------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც მან კვლავ განაგრძო პოლიციის თანამშრომელებისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, პატივისა და ღირსების შემლახავი ფრაზებით მიმართავდა მათ, პოლიციის თანაშრომელები ცდილობდნენ დაეწყნარებინათ აგრესიული ნ------- ტ-------–---–ი, მაგრამ მან მოულოდნელად ი----- ქ-------–-–---–ს, თავი ჩაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ი----- ქ-------–-–---–ს გაუსკდა ტუჩი. ნ------- ტ-------–---–მა შურაცხყოფა მიაყენა ასევე მათ მიერ ალკოტესტის სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების მიზნით გამოძახებულ პატრულის თანამშრომელებს. აღნიშნული მოწმეების ჩვენება, სრულ შესაბამისობაში და თანხვედრაშია დაზარალებულ ი----- ქ-------–-–---–ის ჩვენებასთან, ასევე მოწმეების - ლ-–- ჩ-------ის, პატრულ - ინსპექტორების დ----- ბ----------ის და ბ------- ჯ-----–---–ის ჩვენებებთან, რომლებიც თანამიმდევრულად და დეტალურად აღწერენ განვითარებულ მოვლენებს და პალატას მიაჩნია, რომ მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და აღნიშნავს, რომ მტკიცებულების უტყუარობის კონტექსტში მოწმის ჩვენების სანდოობა შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს მოწმის არაგულწრფელობის, მიკერძოების, მის მიერ შეუსაბამო განცხადებების გაკეთების, მოწმის მიერ ფაქტის აღქმის, დამახსოვრების ან/და გადმოცემის უნარის ნაკლებობის დემონსტრირების, აგრეთვე სხვა ფაქტებთან წინააღმდეგობის გამო. დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებში არცერთი ზემოაღნიშნული გარემოება არ გამოვლენილა, უფრო მეტიც, მათი ჩვენებები არათუ ურთიერშესაბამისი და თანამიმდევრულია, არამედ სრულ შესაბამისობაშია ობიექტური რეალობის ამსახველ პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებებთან - საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა სამხრე კამერებისა და პოლიციის განყოფილების შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერებთან, სადაც ნათლად ჩანს, რომ ნ------- ტ-------–---–ი პოლიციის თანამშრომლების მიმართ იყენებს სიძულვილის ენას, აგრესიულია, იგი დგება სკამიდან და ფეხებს იქნევს პოლიციის თანამშრომელების მიმართულებით, რა დროსაც მას უახლოვდება ი----- ქ-------–-–---–ი, რომელსაც ნ------- ტ-------–---–ი განზრახ, მთელი ძალით თავს ურტყავს სახის არეში და დაზარალებული ტუჩზე იკიდებს ხელს. ასევე, ი----- ქ-------–-–---–ს დახმარება აღმოეჩინა 27.07.2018 წელს 06:50 საათზე და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დაუდგინდა ზედა ტუჩის მიდამოში მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული, მსუბუქი ხარისხის დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით/ამავე ტუჩის ლორწოვანზე მოწითალო ფერის სისხლჩაქცევით/.

 

საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლით კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია პოლიციელზე თავდასხმა - ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, კერძოდ თავდასხმაში. თავდასხმა არის აგრესიული აქტი, რასაც თან ახლავს ძალადობა ან ძალადობის მუქარა. ამასთან, აღნიშნული ქმედება დაკავშირებული უნდა იყოს პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პოლიციელის ქმედება დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უნდა იყოს მართლზომიერი. ი----- ქ-------–-–---–ი, მასზე განხორციელეული თავდასხმის მომენტში, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და მისი მხრიდან ნ------- ტ-------–---–ის მიმართ რაიმე არამართლზომიერ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ნ------- ტ-------–---–მა ჩაიდინა პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ნ------- ტ-------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნ------- ტ-------–---–ს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება და შეამცირებს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განაჩენი ნ------- ტ-------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები: ნივთმტკიცება - 7 ცალი ლაზერული დისკი (ერთვის სს საქმეს) შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ნ------- ტ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ნ------- ტ-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.

 

ნ------- ტ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2019 წლის 24 მაისიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 27 ივლისიდან 2019 წლის 15 მარტის ჩათვლით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები - 7(შვიდი) ცალი ლაზერული დისკი (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /მ. თეთრაული/