განაჩენი

სისხლის სამართლის 28.01.2020
საქმის ნომერი
160100119002935126
ინსტანცია
თარიღი
28.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160100119002935126

საქმე № 1ბ/1616-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

20 იანვარი, 2020 წელი თბილისი

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი

სხდომის მდივანი: გ------- ჩუბინიძე

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გ------- ძ--------ი

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული - გ------- გ------ი, დაბადებული - 1-----–-–------------–-, პირადი № 1----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ---–-------–---------------------------–-.

ადვოკატი: ფ-------- ს-----–---–ი

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილი.

პირვლი ინსტანციის სასამართლოს კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი;

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. მხარეთა პოზიცია:

1.1. დაცვის მხარე

1.1.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი, გ------- გ------ის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებით დამნაშავედ ცნობის ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მსჯავრდებულ გ------- გ------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ფ-------- ს-----–---–მა. სააპელაციო საჩივრისა და სხდომაზე გაჟღერებული პოზიციის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, ვინაიდან მსჯავრდებულს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, საჩივრით მოთხოვნილია გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად მთლიანად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. დაცვას მიაჩნია, რომ განაჩენი არ ემყარება ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებებს და გამოტანილია ვარაუდის საფუძველზე შემდეგ გარემოებათა გამო:

1.1.2. ბრალდების მოწმე ი--- ს--------–ის ჩვენება, წინააღმდეგობაშია მის გამოკითხვის ოქმთან, რის გამოც საეჭვოა ამ მოწმის სანდოობის ფაქტი.

1.1.3. სასამართლოში დაკითხული გამომძიებლები უშუალოდ შემთხვევის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობენ.

1.1.4. ექსპერტიზით დადგინდა, რომ შეუძლებელია ვიდეო-სამეთვალყურეო კამერით დაფიქსირებულ ჩანაწერში აღბეჭდილი პირების იდენტიფიკაცია, შესაბამისად გაურკვეველია არიან თუ არა ეს პირები მსჯავრდებული და დაზარალებული.

1.1.5. ამავდროულად დაცვის მხარე არ დაეთანხმა ბრალდების სააპელაციო საჩივარს და განაცხადა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში გ------ის გამართლება კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც ბრალდების საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

1.2. ბრალდების მხარე

1.2.1. თავის მხრივ, ბოლნისის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 21 ოქტომბრის, განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემაც. პროკურორმა სააპელაციო საჩივარში, ასევე სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ გ------- გ------ის ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამავე კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე იყო უკანონო. შესაბამისად ითხოვა გ------ის დამნაშავედ ცნობა სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით და შესაბამისი სასჯელის დანიშვნა.

1.2.2. საჩივარს ბრალდების მხარე ასაბუთებს შემდეგ გარემოებებზე მითითებით: პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ თითქოს ს--–---- ს---––--ეს დაზარალებულისათვის დახმარება არ უთხოვია და თითქოს მსჯავრდებულმა შემთხვევის დროს არ იცოდა, რომ ა---- უ-------–--ე პოლიციის თანამშრომელი იყო. ბრალდების მხარის მითითებით ეს ასე არ არის. ა---- უ-------–--ე რომ პოლიციელი იყო, ამის შესახებ დაკითხვისას აჩვენეს ს--–---- ს---––--ემ, ი--- ს--------–მა და თვითონ გ------- გ------მაც. მხოლოდ ამ უკანასკნელმა დამატებით ის აღნიშნა, რომ როგორც ტელევიზიით მოისმინა, ბოლოს აღარ მუშაობდა.

1.2.3. ს--–---- ს---––--ემ და ი--- ს--------–მა დაკითხვისას დაადასტურეს ის გარემოებაც, რომ ა---- უ-------–--ემ პირადადაც უთხრა გ------ს, პოლიციის თანამშრომელი რომ იყო და მოუწოდა წესრიგის დაცვისაკენ. ი--- ს--------–ის ჩვენების თანახმად, ჩხუბის დროს გ------ი ასევე ყვიროდა რაც მან აღიქვა, როგორც პოლიციის მიმართ გინება. ეს ყველაფერი, ბრალდების აზრით, ცალსახად ადასტურებს, რომ გ------მა იცოდა დაზარალებულის საქმიანობის შესახებ და მას თავს დაესხა როგორც პოლიციის თანამშრომელს.

2. 2. პალატამ დაადგინა:

გ------- გ------მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 17 მარტს, დაახლოებით 21:00-დან-21:30 საათამდე პერიოდში, ქალაქ ბოლნისში, სუ-–----------------–-------------- მდებარე სუპერმარკეტ ,,ს----–-“ ყოფნისას, ბოლნისის შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველოს თანამშრომლემა ა---- უ-------–--ემ, სუპერმარკეტის კართან შენიშნა გ------- გ------ი, რომელიც იდგა კარების შიგნითა მხარეს და მაღაზიაში მყოფ მოქალაქე ს--–---- ს---––--ეს არ აძლევდა მაღაზიიდან გასვლის საშუალებას. ა---- უ-------–--ემ მოუწოდა გ------- გ------ს, რომ გაეტარებინა ს--–---- ს---––--ე, რაზეც გ------- გ------მა უხეშად, აგრესიული ტონით მიმართა - ,,ვინ გეკითხებაო“. ა---- უ-------–--ემ კვლავ მოუწოდა გ------- გ------ს მაღაზიიდან გაეშვა ს--–---- ს---––--ე, რის შემდეგაც, მაღაზიის გარეთ გაიყვანა გ------- გ------ი, რა დროსაც გ------- გ------მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და აგინა ა---- უ-------–--ეს, რამდენჯერმე დარტყა მუშტი სახისა და თავის არეში, რის გამოც ა---- უ-------–--ემ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

3.1. მტკიცებულებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად „სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე“. ამ საქმის განხილვისას, სააპელაციო სასამართლში დაყენებული არ ყოფილა შუამდგომლობა ახალი მტკიცებულების გამოკვლევის შესახებ და შესაბამისად მას რაიმე ახალი მტკიცებულება არ წარდგენია. გარდა ამისა, მხარეებს არ დაუყენებიათ შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის საჭიროების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით და კანონის შესაბამისად, საჩივრის გადაწყვეტისას, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა (შემდგომში პალატა) განიხილავს და შეაფასებს იმ მტკიცებულებებს, რაც მხარეებმა წარუდგინეს და გამოიკვლიეს პირველი ინსტანციის სასამართლოში.

3.2. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დაზრალებული ა---- უ-------–--ე. მან განმარტა, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა ში----------------------------------–----------------–-----------–---–-, საუბნო განყოფილების უფროსად. მოძრაობდა ავტომანქანა ,,შკოდით“, შეჩერდა მაღაზია ,,ს--------“. მაღაზიაში იყიდა პური და სალაროსთან ყოფნისას შენიშნა გ------- გ------ი. გ------ი იდგა მაღაზიის კართან, შიგნითა მხარეს და არ ატარებდა მოქალაქეს. ვინაიდან იყო პოლიციელი, საჭიროდ ჩათვალა მოეწოდებინა გ------- გ------ისათვის გაეტარებინა გოგონა. გ------- გ------მა მას უპასუხა, რომ მას არავინ ეკითხებოდა და ფეხებზე ეკიდა. ა---- უ-------–--ემ აჩვენა, რომ უთხრა გ------- გ------ს გასულიყვნენ გარეთ, გ------მა კი უპასუხა, რომ ფეხებს ვერ მოჭამდა და შეაგინა. ამის შემდეგ გ------- გ------ი მოატრიალა ხელით და მანაც მოკიდა ხელი. ამ დროს ისინი იმყოფებოდნენ მაღაზია ,,ს-----ს“ გარეთ და მათ გაშველებას შეეცადა დ----- ბ---------–-–---–ი. გ------- გ------ი მას ეძიძგილავებოდა და აგინებდა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო ა---- უ-------–--ის სამუშაო ადგილის შესახებ. დაზარალებულის ჩვენებით მათთან ასევე მივიდა ტაქსის მძღოლი შ------ი ყ----–-–---–ი, გ------- ბ---------–---–ი. ასევე შემთხვევის ადგილზე იყო ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანაც, საიდანაც გადმოვიდა ახალგაზრდა, რომელსაც გ------- გ------ი არ ატარებდა მოძრაობებით. ა---- უ-------–--ემ აჩვენა, რომ მას გ------მა სახის არეში მარცხენა თვალში მარჯვენა ხელით ოთხჯერ-ხუთჯერ დაარტყა. შემოახია ჟილეტი, დარტყმის შედეგად იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი, დაზარალებულის განმარტებით გ------- გ------ი იყო ნასვამი, ასევე მისთვის კარგად იყო ცნობილი მისი სამსახურის შესახებ და ფაქტის დროსაც განუმარტავდა, რომ იყო პოლიციელი და მიუხედავად ამისა გ------ი მას აგინებდა როგორც პოლიციელს და შეურაცხყოფას აყენებდა მთელ სამართალდამცავ სისტემას. დაზარალებულის ჩვენებით, ფაქტის დასრულების შემდეგ, გ------ი წავიდა სპორტსკოლის მიმართულებით. მომხდარი ფაქტი აცნობა სამორიგეო ნაწილს, თავად კი წავიდა საავადმყოფოში. საავადმყოფოში დარჩენა მოუწია რამდენიმე დღე. ა---- უ-------–--ემ დაკითხვისას დაადასტურა, რომ მან გამომძიებელთან ერთად დაათვალიერა ვიდეო კამერის ჩანაწერები. ჩანაწერზე ამოიცნო საკუთარი თავი, ტაქსის მძღოლი, ასევე გ------- გ------ი.

3.3. სასამართლო სხდომაზე ასევე მოწმის სახით დაიკითხა ს--–---- ს---––--ე. დაკითხვისას მოწმემ აჩვენა, რომ 2019 წლის 17 მარტს იმყოფებოდა მაღაზია ,,ს----–-“, სადაც მიაკითხა მეგობარს. გამოსვლისას კართან იდგა გ------- გ------ი, რომელიც მას არ ატარებდა, სიტყვიერად არ ესაუბრებოდა, მაგრამ თავის მოძრაობით ანიშნებდა, რომ არ გაატარებდა. გ-------ს ეს საქციელი მას არ მიუღია სერიოზულად, ეგონა მაინც გაატარებდა, არანაირი საფრთხე არ უგრძვნია. მოწმემ აჩვენა, რომ გ------- გ------ს იცნობს, არის მისი მეგობარი. მან კ---- (ა----) უ-------–--ე დაინახა სალაროსთნ, რომელსაც ხელში ეჭირა პური. უ-------–--ე მოვიდა მათთან, მისი მოსვლისას თავად გაიწია, ესმოდა ხმამაღალი საუბარი, შემდეგ გ------ი და უ-------–--ე გავიდნენ გარეთ, თავადაც გამოვიდა და წავიდა.

3.4. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას მოწმე ი--- ს--------–მა აჩვენა, რომ მუშაობს მაღაზია ,,ს----–-“ კონსულტანტად. 2019 წლის 17 მარტს, დაახლოებით საღამოს 08:30 წუთზე მაღაზიაში კართან იდგნენ გ------- გ------ი და ს--–---- ს---––--ე. ა---- უ-------–--ე იდგა სალაროსთან და ხელში ეჭირა პური. გ------- გ------ი არ უშვებდა ს--–----ს. ა---- უ-------–--ემ უთხრა გაეტარებინა, როგორც პოლიციელი უთითებდა დაეცვა წესრიგი. კონკრეტულად მოწმემ განმარტა, რომ მან ს--–----ს კითხა თუ რა ხდებოდა, რაზეც მან უპასუხა, რომ გ------ი არ ატარებდა. ასევე განმარტა, რომ მას გ-------ს ხმა არ გაუგია, კონკრეტულად ,,არ გაგატარებო“ გ-------ს ს--–----სთვის არ უთქვამს. მაღაზია ,,ს----–-“ რაიმე ინციდენტი არ მომხდარა. უ-------–--ემ გ------ი გაიყვანა გარეთ, ს--–---- ს---––--ეც წავიდა. ი--- ს--------–მა აჩვენა, რომ ამის შემდეგ გარედან ისმოდა გინების ხმები. კონკრეტულად ვინ იგინებოდა და რა სიტყვებით არ გაუგია. ასევე დაინახა, რომ გ------- გ------მა რამოდენიმეჯერ დაარტყა ა---- უ-------–--ეს სახეში, დაინახა თუ როგორ ექაჩებოდნენ ერთმანეთს. დარტყმა განხორციელდა მაღაზია ,,ს-----ს“ წინ, მანქანასთან. მოწმემ ასევე განმარტა, რომ შემდეგ რა მოხდა არ ახსოვს, არ დაუნახავს, რადგან მაღაზიაში გააგრძელა საქმიანობა.

3.5. 2019 წლის 18 მარტის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ--–-------–----- სადღეღამისო სუპერმარკეტ ,,ს-----ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე. საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა გამომძიებელ კ-----------–---–-- მიერ, 00:05 საათიდან 00:35 საათებს, შორის პერიოდში. მაღაზიის კარი მდებარეობს ს---–--------- ცენტრალურ ქუჩაზე. კარი არის მინის, გამჭირვალე. მაღაზიაზე განთავსებულია სათვალთვალო ვიდეოკამერები. სუპერმარკეტის მარცხენა მხარეს მდებარეობს აფთიაქი ,,ი------“, საპირისპირო მხარეს ტანსაცმლის მაღაზია, აფთიაქი და სუპერმარკეტი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს დართული აქვს ფოტოსურათები.

3.6. სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი კ--- რ-----–---–ი. მან განმარტა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და გამოკითხა შ------ი ყ----–-–---–ი. შემთხვევის ადგილის დათვალიერება განხორციელდა ღამის საათებში, მოწმის დაკითხვა კი მოხდა დილით.

3.7. სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა გამომძიებელი თ----- გ-------–---–ი. მან დაადასტურა, რომ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხა ს--–---- ს---––--ე, ამოიღო აფთიაქ ,,ი-------“ კამერები. საქმე ეხებოდა პოლიციელზე თავდასხმის ფაქტს. პოლიციელი იყო ა---- უ-------–--ე. მოწმის განმარტებით ა---- უ-------–--ე სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობს დაახლოებით 10 წელია. ასევე განაცხადა, რომ ს--–---- ს---––--ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია სრულად ასახა გამოკითხვის ოქმში.

3.8. სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა ნ----- ბ----ე. მან აჩვენა, რომ მუშაობს აფთიაქ ,,ი-----–-“. გამომძიებლის მიერ მოთხოვნილ იქნა ვიდეო ჩანაწერები, მან მოითხოვა მოსამართლის განჩინება, გამომძიებლის მიერ წარდგენილ იქნა განჩინება, რის საფუძველზე მან გამომძებელს დაათვალიერებინა ვიდეო ჩანაწერები. მანვე დაადასტურა, რომ აფთიაქის გვერდით მდებარეობს სასურსათო მაღაზია ,,ს-----“.

3.9. სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა გამომძიებელი გ------- მ-----–---–ი. მან განმარტა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აწარმოა გამოძიება, მას საქმე დაეწერა ელექტრონულად. გამოკითხა მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები, ამოიღო ვიდეო ჩანაწერები. ვიდეო ჩანაწერებთან დაკავშირებით განმარტა, რომ მასზე ამოიცნო ა---- უ-------–--ე, რადგან თავადაც იცნობს, რაც შეეხება გ------- გ------ს, მას არ იცნობდა და შესაბამისად მისი ამოცნობა კამერაზე ვერ შეძლო. ასევე განმარტა, რომ გამოძიების დაწყებისთანავე იმყოფებოდა საავადმყოფოში ა---- უ-------–--ესთან, თუმცა მისი გამოკითხვა ვერ შეძლო რადგან ექიმმა განუცხადა, რომ პაციენტის დაკითხვა არ იყო მიზნაშეწონილი.

3.10. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა გ------- გ------მა აჩვენა შემდეგი: იმყოფებოდა მაღაზია ,,ს----–-“, სადაც შეხვდა ს--–---- ს---––--ე, რომელიც გამოდიოდა გარეთ. ს--–----ს უთხრა როგორ გალამაზებულხარო, მან კი უთხრა გაეტარებინა. ამ დროს მოშორებით იდგა ა---- უ-------–--ე, რომელმაც დაუძახა გაატარე ბიჭო გოგოო. მან პასუხად უ-------–--ეს მიმართა, რომ მას არავინ ეკითხებოდა. ამის შემდეგ უ-------–--ემ მას მკლავში ხელი გაუყარა და გაიყვანა გარეთ, სადაც დაუწყო გინება. ხელს არ უშვებდა, ექაჩებოდა. ბრალდებულმა აჩვენა, რომ ეს კარგად ჩანდა კამერებზეც. გ------მა აჩვენა, რომ ცდილობდა გარიდებოდა, თუმცა უ-------–--ე არ უშვებდა. გამოერიდა, შემდეგ უკნიდან მივიდა, ,,ს-----ს“ გვერდით გაიქცა, სადაც დაეწია, ხელი ჰკრა, წაიქცა, ამოიღო იარაღი, შემდეგ მათთან მივიდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც შემოეხვია უ-------–--ეს, უთხრა რას აკეთებო. მან შეძლო გაქცევა და წავიდა სახლში. სახლიდან დარეკა გენინსპექციაში და შეატყობინა მომხდარის შესახებ. რამდენიმე დღის განმავლობაში იყო სახლში, შემდეგ წავიდა მონასტერში, სადაც დაუკავშირდნენ მშობლები და უთხრეს, რომ პოლიციას მასთან გარკვეული პრობლემები ჰქონდა და ჩამოვიდა, რათა გამოცხადებულიყო ადვოკატთან ერთად პოლიციაში, თუმცა იგი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა გზაში დააკავეს. გ------- გ------მა ასევე განაცხადა, რომ როგორც მან იცოდა ა---- უ-------–--ე აღარ მუშაობდა პოლიციაში. ეს გაიგო ტელევიზიით.

3.11. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა DVD დისკი. ვიდეოზე მითითებულია დრო 20:48 საათი, როდესაც იწყება ინციდენტი. ჩანს სამი ადამიანი, დაფიქსირებულია ფიზიკური ძალადობა, ერთი პიროვნება აწეული, მოქნეული ხელით თვის არეში ურტყამს მეორეს, ინციდენტი ხდება ავტომანქანასთან. ასევე დაფიქსირებულია მეორე ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტიც, პიროვნება გადმოდის ავტომანქანიდან და აშველებს მათ. ვიდეო ჩანაწერზე სახეების მკვეთარდ გარჩევა შეუძლებელია. ჩანს მხოლოდ ქმედებები.

3.12. 2019 წლის 27 მარტის, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გამოკვლელვაზე წარმოდგენილ ა---- უ-------–--ის ჟილეტზე არსებული დაზიანებები გახევის, ნაკერის, გარღვევის, ჯიბის ელვაშესაკრავის ქვედა მხარეს არსებული ლითონის შემზღუდველის ნაწილობრივი განცალკევების სახით ამოგლეჯივის შედეგად და მასზედ (შემზღუდველზე) არსებული დაზიანებები დეფორმაციის-გადაღუნვის სახით, ასევე დაზიანებები ელვაშესაკრავების ლითონოს კბილანების განცალკევების სახით ამოგლეჯვის შედეგად, წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით. ექსპერტიზის დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ დაზიანებების წარმოქმნის დროის დადგენა შეუძლებელია, მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკის არ არსებობის გამო.

3.13. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი რ-------- ტ-------ი. მან დაადასტურა ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, განმარტა, რომ აღნიშნული დაზიანებები ასევე შესაძლებელია განვითრებულიყო მოქაჩვის დროსაც. ასევე გამოქაჩვა თავად მოხდა და გახია თუ სხვა საშუალებით, აღნიშნულს ექსპერტიზა ვერ გამორიცხავდა.

3.14. 2019 წლის 12 აპრილის, N3---- ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის N------------ საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ლაზერულ დისკზე არსებულ ვიდეოგრამებს, სახელწოდებით - ,,V------------------------------------------------- არ აღენიშნება მონტაჟის ნიშნები. გამოკვლევაზე ელექტრონულად წარმოდგენილ ტექსტურ დოკუმენტებზე სახელწოდებით - ,,ა. უ-------–--ის ფოტო სურათი. pdf” და ,,გ----------- ფოტო სურათი. pdf“ არსებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N4 და N5) დაფიქსირებული პირების იერსახის გამოსახულებები იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეო დისკზე არსებული ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N6-7-8-9) დაფიქსირებული გამოძიებისათვის საინტერესო პირების იერსახის გამოსახულებები პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია. აქედან გამომდინარე აღნიშნულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული გამოსახულებების შედარება, მათი იდენტიფიცირების მიზნით, გამოკვლელვაზე ელექტრონულად წარმოდგენილ ფოტოსურათებთან, ვერ მოხერხდა. ფოტოსურათები დამუშავდა გრაფიკულ რედქტორ Adobe Photoshop CS6-ში, მათზე ასახული მოქმედებების, მათი თანმიმდევრობის და შინაარსობრივი ხასიათის სახეცვლილებების გარეშე.

3.15. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტი გ------- ხ------–---–ი. მან დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე. დამატებით განმარტა, რომ წარმოდგენილ დისკებზე მონტაჟის ნიშნები არ დაფიქსირდა, ასევე ვერ დადგინდა აღნიშნულ ვიდეოზე ფიქსირდებოდნენ თუ არა ა---- უ-------–--ე და გ------- გ------ი.

3.16. ს----------–----–----------------------------------------------, 2019 წლის 26 მარტის, ბრძანებით დადგენილია, რომ ამ ბრძანების საფუძველზე ა---- უ-------–--ე დაინიშნა გ---------------------–--------------–--- უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროს გამომძიებლად და გათავისუფლდა ს----------–-----–-----------------------------------------------–-------–-–--------------------------–----------------–--------------–---------- ინსპექტორების განყოფილების უფროსი გამომძიებლის თანამდებობიდან.

3.17. ჩამოთვლილი მტკიცებულებების შეფასების და შედეგად ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას, პირველ რიგში პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიკვლია დაზარალებულ ა---- უ-------–--ის, ასევე მოწმეების: ს--–---- ს---––--ის და ი--- ს---------–ის ჩვენებები, შეაფასა მათი ერთმანეთთან შესაბამისობის და საქმესთან რელევანტურობის თვალსაზრისით. შედეგად, სასამართლომ, დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გ------- გ------ისათვის ცნობილი იყო ა---- უ-------–--ის სამსახურეობრივი საქმიანობის შესახებ. შესაბამისად, ბრალდების სააპელაციო საჩივარში საწინააღმდეგოს დადგენაზე მითითება, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს.

3.18. გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ შეაფასა, იყო თუ არა ა---- უ-------–--ის ქმედება, რასაც გ------- გ------თან კონფლიქტი მოჰყვა, დაკავშირებული მის სამსახურეობრივ საქმიანობასთან და აღნიშნა შედეგი: მხოლოდ პოლიციელზე თავდასხმა, რომელიც არ იქნება დაკავშირებული პოლიციელის ამჟამინდელ ან წარსულ საქმიანობასთან ვერ დაკვალიფიცირდება საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლით. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მაღაზია ,,ს----–-“ გ------- გ------ს ხმა არ ამოუღია, ს--–---- ს---––--ისათვის უხეშად არ მიუმართავს და არ დაურღვევია საზოგადოებრივი წესრიგი. თავად ს--–---- ს---––--ე განმარტავს, რომ მას გ------- გ------ის თავის გაქნევა, ნიშნად იმისა, რომ არ გაატარებდა, არ მიუღია სერიოზულად და იფიქრა, რომ ხუმრობდა. მაღაზიის პერსონალის ყურადღება აღნიშნულ ფაქტს მიექცა მას შემდეგ, რაც მათ საუბარში ჩაერთო ა---- უ-------–--ე. ასევე დადგენილია, რომ ს--–---- ს---––--ეს ა---- უ-------–--ისათვის დახმარება არ უთხოვია. რაიმე მტკიცებულება რითაც დადგინდებოდა, რომ გ------- გ------ი მაღაზია ,,ს----–-“ არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის არ ყოფილა წარმოდგენილი. შესაბამისად ა---- უ-------–--ის ქმედება არ იყო მიმართული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისაკენ, ანუ არ იყო დაკავშირებული სამსახურეობრივ საქმიანობასთან.

3.19. გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლო არ იზიარებს დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილს, რომლის თანახმადაც გ------- გ------ი მას აგინებდა როგორც პოლიციელს, ასევე აგინებდა მთელ სისტემას. სასამართლოში დაიკითხული მოწმე ი--- ს--------–ი არ ადასტურებს გინების ფაქტს და განმარტავს, რომ ესმოდა მხოლოდ ჩხუბის ხმა. კონკრეტულად რა სიტყვებით მიმართავდა გ------- გ------ი ა---- უ-------–--ეს მას არ გაუგია.

3.20. სასამართლომ ასევე განმარტა საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რაობა და აღნიშნა, რომ ამ ნორმის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, კერძოდ თავდასხმაში. ეს აგრესიული აქტია, რომელსაც თან ახლავს ძალადობა, ან ძალადობის მუქარა. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი ქმედება კავშირში უნდა იყოს პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან, როგორც მიმდინარე, ისე წარსულში არსებულ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. საჭიროა დადგინდეს, რომ თავდასხმა მოხდა დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, ანუ დამნაშავესა და პოტენციურ დაზარალებულ პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობას შორის უნდა არსებობდეს რაიმე სახის კავშირი. ასევე შესაძლებელია პოლიციელზე თავდასხმა განპირობებული იყოს სამართალდამცავი სტრუქტურისა და მისი წარმომადგენლების მიმართ ზოგადად უარყოფითი დამოკიდებულებით, ზიზღით და სხვა. სუბიექტური მხრივ აუცილებელია ქმედების მოტივის გარკვევა, არსებობს თუ არა კავშირი პოლიციელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და მასზე განხორციელებულ თავდასხმას შორის. მოტივი უმეტესად შურისძიებაა, თუმცა არც სხვა მოტივის გამორიცხვა შეიძლება.

3.21. კონკრეტულ შემთხვევაში გ------ს, რომელსაც ყურადღება გოგონასკენ ჰქონდა გადატანილი, მიმართა ა---- უ-------–--ემ. ასევე დადგენილია, რომ ს--–---- ს---––--ეს ა---- უ-------–--ისათვის დახმარება არ უთხოვია, მისთვის დახმარებისათვის არ მიუმართავთ იქ მყოფ სხვა პირებს. თავის მხრივ, უ-------–--ის მიმართვა გ------ის მიმართ ამ უკანასკნელმა აღიქვა შეურაცხყოფად, მის პირად ურთიერთობაში ჩარევად, რასაც მოჰყვა შემდგომ განვითარებული მოვლენები. გასათვალისწინებელია, რომ გ------ი ამ დროს იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და ა---- უ-------–--ის მიმართვა მის მიერ შესაძლებელია სწორად ვერ ყოფილიყო აღქმული. აღნიშნული კი ცხადყოფს, რომ გ------- გ------სა და ა---- უ-------–--ეს შორის კონფლიქტი, ძირითადად მოხდა პირადი მოტივით და აღნიშნულს რაიმე კავშირი პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან არ ჰქონია.

3.22. პალატა ეთანხმება რა პირველი ინსტანციის სასამართლოს ხსენებულ დასკვნებს, ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებს, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43). სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

3.23. მიუხედავად აღნიშნულისა პალატა საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება მიაპყროს იმ გარემოებას, რომ თუ რამ გამოიწვია კონფლიქტი და დაზარალებულის მოქმედებას ამ დროს. პალატის აზრით, მიუხედავად დაზარალებულის მიერ, გასაგები მიზეზების გამო, საქმის არსებითი განხილვისას დაფიქსირებული შერბილებული პოზიციის, უდავოა, რომ შემთხვევის დროს მსჯავრდებულის ცქევა იყო იმდენად ამორალური, რომ შეეძლო გამოეწვია გარეშე პირთა ჩარევა. შესაბამისად, გასაგებია დაზარალებულის, როგორც მოქალაქის მასზე რეაგირება. უფრო მეტიც, ასეთ ქმედებაზე შეიძლება რეაგირება ჰქონდეს არა მხოლოდ პოლიციის თანამშრომეს, არამედ ნებისმიერ მოქალაქეს.

3.24. მეორეს მხრივ, ჩადენილი ქმედების რაობის სწორად გაგებისათვის უმნიშვნელოვანესია დადგინდეს სამართლებრივად რა შინაარსის ქმედებას ახორციელებდა დაზარალებული - იყო თუ არა მისი ქმედება, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. პალატა განმარტავს, რომ პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლები არ არის აბსტრაქტული და განსაზღვრულია კანონით „პოლიციის შესახებ“. ამ კანონის მეთვრამეტე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დადგენილია შემდეგი: „პოლიცია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილების ან მათი დარღვევის აღკვეთის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შემდეგ პრევენციულ ღონისძიებებს: ა) პირის გამოკითხვა; ბ) პირის იდენტიფიკაცია; გ) პირის მოწვევა; დ) ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება; ე) სპეციალური შემოწმება და დათვალიერება; ვ) სპეციალური საპოლიციო კონტროლი; ზ) ადგილის დატოვების მოთხოვნა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა; თ) პირის ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ან ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა; ი) ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის გამოყენება; კ) ტექნიკური საშუალებების შექმნა და გამოყენება; ლ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება. პოლიცია სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს ახორციელებს ამ კანონის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის სფეროებში საქართველოს კანონმდებლობისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. იმისათვის რათა ქმედება დაკვალიფიცირდეს პოლიციელზე თავდასხმად, ან თუნდაც მისთვის წინააღმდეგობის გაწევად, ის დაკავშირებული უნდა იყოს პოლიციელის მიერ რომელიმე ზემოაღნიშნული ღონისძიების განხორციელებასთან. პალატა არ გამორიცხავს, რომ მოქმედი პოლიციის თანამშრომელი შესაძლოა აღმოჩნდეს სიტუაციაში, როდესაც კონკრეტულ დროს არ ასრულებს სამსახურებრივ საქმიანობას, მაგრამ შემთხვევა, რომელსაც შეესწრო, იწვევდეს ამის საჭიროებას. ამ შემთხვევაში ის უფლებამოსილია (შემთხვევიდან გამომდინარე შესაძლოა ვალდებულიც იყოს) განახორციელოს პოლიციელის უფლებამოსილება თუმცა ეს უნდა მოხდეს ზემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი ღონისძიების სახით. ამავე დროს დამრღვევისათვის გასაგები უნდა იყოს არა მხოლოდ ის, რომ პოლიციელთან აქვს შეხება, არამედ ისიც, რომ ეს უკანასკნელი სწორედ კანონით ზემოთ დასახელებულ უფლებამოსილებას (მათგან ერთ-ერთს, ან ერთობლივად რამდენიმეს) ახორციელებს. როგორც ჩანს, განსახილველ შემთხვევაში დარღვევის ხასიათი (მიუხედავად მისი ამორალურობის) არ იწვევდა ა---- უ-------–--ის მხრიდან სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების აუცილებლობას, თუმცა ეს შეფასების საგანია და აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მთავარი ისაა, რომ ქმედება ასეთად არ შეაფასა თვითონ უ-------–--ემ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვალდებული იყო გასაგები ფორმით აეხსნა დამრღვევისათვის, რომ იგი მოქმედებდა როგორც პოლიციელი და ატარებდა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. მხოლოდ ამ პირობებში შეეძლო მას მოეთხოვა გ------- გ------ისაგან უპირობოდ დამორჩილებოდა მის მოთხოვნას, რაც არ გაუკეთებია.

3.25. უდავოდ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომლის თანახმადაც უ-------–--ემ სიტყვიერად მოუწოდა გ------ს გაეტარებინა გოგონა. შედეგად მისგან მიიღო უარი და უხეში პასუხი. ამის შემდეგ კი მოსთხოვა გ------ს გასულიყო მაღაზიიდან გარეთ და თვითონაც გავიდა, სავარაუდოდ მასთან სასაუბროდ. დაზარალებულის ასეთი ქმედება არანაირ კავშირში არ არის პოლიციელის მიერ სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებასთან და წარმოადგენს ურთიერთობას ორ მოქალაქეს შორის, შესაბამისი სამართლებრივი შედეგით.

3.26. რაც შეეხება გ------- გ------ის მხრიდან ა---- უ-------–--ის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს, რომელმაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ამ საკითხთან მიმართებაშიც, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა ა---- უ-------–--ემ თავის ჩვენებაში პიდრაპირ მიუთითა გ------- გ------ზე და აჩვენა, რომ ამ უკანასკნელმა რამდენჯერმე დაარტყა მას ხელი, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ამ ჩვენებას ადასტურებს მოწმე ი--- ს--------–ი, რომელმაც დაზარალებულის ჩვენების ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს კონფლიქტის დაწყების, მიზეზების და განვითარების თანმიმდევრობის შესახებ. მანვე აჩვენა, რომ დაინახა როგორ დაარტყა მსჯავრდებულმა რამდენჯერმე ხელი დაზარალებულს. მართალია ს--–---- ს---––--ემ აჩვენა, რომ უშუალოდ ჩხუბი არ უნახავს, მაგრამ იმ ნაწილში, რასაც ეს მოწმე შეესწრო, მისი ჩვენებაც დაზარალებულის ჩვენების თანმხვედრია. განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ნაწილში, აღნიშნულ ჩვებებთან სრულ შესაბამისობაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეო ჩანაწერი.

3.27. პალატა აფასებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში აღნიშნულ არგუმენტებს და თვლის, რომ ისინი არ გამომდინარეობს წაროდგენილი მტკიცებულებების შინაარსიდან, რის გამოც არ უნდა იქნეს გაზიარებული. კონკრეტულად, მოწმე ი--- ს--------–ის ჩვენება არსებით წინააღმდეგობაში არ მოდის მისივე გამოკითხვის ოქმთან. ამასთან, კანონის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მის მიერ სასამართლოში დაკითხვისას მიცემული ჩვენება. შესაბამისად, მოთხოვნა იმისა, რომ ეს ჩვენება, როგორც მტკიცება დაუშვებელია, არის უსაფუძვლო.

3.28. ის ფაქტი, რომ ექსპერტიზის თანახმად შეუძლებელია ვიდეო-სამეთვალყურეო კამერით დაფიქსირებულ ჩანაწერში აღბეჭდილი პირების იდენტიფიკაცია, ვერ გამოდგება გამამართლებელ მტკიცებულებად. პირიქით, აღნიშნული ჩანაწერი წარმოადგენს ბრალდების დამადასტურებელ ერთ-ერთ მტკიცებულებას, ვინაიდან ჩანაწერში აშკარად ჩანს, რომ ერთი პიროვნება რამდენჯერმე ურტყავს ხელს მეორეს. ეს არის სწორედ იმ შინაარსის ქმედება, რასაც დაზარალებული აღწერს. რაც შეეხება იმას, თუ ვინ არიან ეს პირები, აღნიშნული მართალია არ დასტურდება ექსპერტის დასკვნით, მაგრამ დგინდება დაზარალებულის, ასევე მოწმე ი--- ს--------–ის და სხვათა ჩვენებებით. პალატის ყურადღების გარეშე ვერ დარჩება ის ფაქტი, რომ ამოღებულია კონკრეტულ ადგილზე, კონკრეტულ დროს განხორციელებული ჩანაწერი იმისდა მიხედვით, თუ სად და როდის მოხდა შემთხვევა. არანაირი მტკიცებულება არც კი მიანიშნებს მასზედ, რომ ამავე დროს და ამავე ადგილზე სხვა პირებსაც მოუხდათ ჩხუბი. სასამართლოში დაკითხვისას თვითონ მსჯავრდებულმაც დაადტურა, რომ ჩანაწერში ასახული პიროვნება არის თვითონ.

3.29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია, შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.). ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქრობრივ გარემოებას, რომ 2019 წლის 17 მარტს, დაახლოებით 21:00-დან-21:30 საათამდე პერიოდში, ქალაქ ბოლნისში, სუ-–----------------–-------------- მდებარე სუპერმარკეტ ,,ს-----ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გ------- გ------მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და აგინა ა---- უ-------–--ეს, რამდენჯერმე დარტყა მუშტი სახისა და თავის არეში, რის გამოც ა---- უ-------–--ემ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4. სამართლებრივი შეფასება

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადია ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

4.2. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

4.3. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2019 წლის 17 მარტს, დაახლოებით 21:00-დან-21:30 საათამდე პერიოდში, ქალაქ ბოლნისში, სუ-–----------------–-------------- მდებარე სუპერმარკეტ ,,ს-----ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გ------- გ------მა ა---- უ-------–--ეს, რამდენჯერმე დარტყა მუშტი სახისა და თავის არეში, რის გამოც ა---- უ-------–--ემ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, გ------- გ------ის ქმედებაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

5.5. ამ საკითხის შეფასებაშიც, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და თვლის, რომ გ------- გ------ის პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში, მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, არ დადგენილა.

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

6.1. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

6.2. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

6.3. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

6.4. პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

6.5. სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მათ შორის პალატა ითვალისწინებს გ------- გ------ის პიროვნებას, მის ასაკს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დანაშაულის ჩადენის შემდგომ მის ქცევას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს გ------- გ------ს, ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

6.7. უშუალოდ გ------- გ------ის სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას პალატა ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, ასევე პალატა ითვალისწინებს მის ოჯახურ და ეკონომიკურ მდგომარეობას და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ გ------- გ------ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელი ვერ უზრუნველყოფს მის რესოციალიზაციას და სასჯელი, რომელიც იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ------- გ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ფ-------- ს-----–---–ის, ასევე ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------- ძ--------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი გ------- გ------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

გ------- გ------ის ქმედება, საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

გ------- გ------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.

გ------- გ------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 3 აპრილიდან.

გ------- გ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

DVD დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს მისი შენახვის ვადით.

ა---- უ-------–--ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ა---- უ-------–--ეს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №6) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი