განაჩენი

სისხლის სამართლის 29.01.2020
საქმის ნომერი
330100118002717234
ინსტანცია
თარიღი
29.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100118002717234

საქმე №1ბ/1822-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 იანვარი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: ი-----------

ადვოკატის: ლ-–------–--–----

მსჯავრდებულის: ზ-------------–---–--

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ზ-------------–---–-- ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ-–------–--–---- და თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი----------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ-------------–---–-- მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ------–---- მისამართის გარეშე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------–----------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენით, ზ-------------–---–- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და გამართლდა.

ზ-------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით 2018 წლის 27 სექტემბრიდან - 29 სექტემბრის ჩათვლით, ზ-------------–---–- შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 4 800 (ოთხი ათას რვაასი) ლარის ოდენობით.

ზ-------------–---–- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება, ე.ი. სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათიდან 22:00 საათამდე დროის მონაკვეთში ქ. თ---–--–--------------–---–---------ის მიმდებარედ ზ-------------–---–-- ყოფილ მეუღლეს თ-----------–---–- დაუზიანა 180 ლარად ღირებული ავტომანქანის წინა საქარე მინა და უკანა მარჯვენა კარი, რითაც თ-----------–---–- მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

გარდა აღნიშნულისა, ზ-------------–---–- ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათიდან 22:00 საათამდე დროის მონაკვეთში ქ. თ---–--–--------------–---–---------ის მიმდებარედ ზ-------------–---–-- ყოფილი მეუღლის თ-----------–---–-- მიმართ განახორციელა სხვაგვარი ძალადობა, რის შედეგადაც თ-----------–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ქალა-ტვინის დახურული ტრამვა და თავის ტვინის შერყევა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ზ-------------–---–-- ადვოკატმა ლ-–------–--–---- და თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი------------

დაცვის მხარემ მოითხოვა ზ-------------–---–-- მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა;

ბრალდების მხარემ მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და ზ-------------–---–-- დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

1. აპელანტის - ბრალდების მხარის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ზ-------------–---–-- უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. მართალია, სასამართლო განხილვისას დაზარალებულმა გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება - არ მიეცა ჩვენება მეუღლის წინააღმდეგ, მაგრამ მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას დადასტურდა სხვა მოწმეთა ჩვენებებით და ასევე გამყარებული იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. სასამართლო ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტის ე-------–--–---–-- მიერ მიცემული ჩვენებით კატეგორიულად დადგინდა, შემთხვევის დროისა და ვითარების გათვალისწინებით, დაზარალებულის დაზიანების ხარისხი. ექსპერტმა კატეგორიულად დაადასტურა ხანდაზმულობის საკითხის თანხვედრა და დაცვის მხარის კითხვებზე დაასაბუთა, რომ ბლაგვი საგნის გამოყენებით, რაშიც ხელებით ცემაც მოიაზრება, სავსებით შესაძლებელია ასეთი დაზიანების მიღება. ყველა ზემოაღნიშნულ მტკიცებულებასთან ერთად, სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ვიდეო-ჩანაწერების გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რაც ცალსახად ავსებს მომხდარის შესახებ ინფორმაციას. მასში გამოკვეთილია, შემთხვევის დღეს, როგორ ხვდებიან ბრალდებული და დაზარალებული, ამ უკანასკნელს თან ახლავს არასრულწლოვანი შვილი, თვალნათელია მათ შორის შეკამათების და კონფლიქტის თემა, ასევე კარგად ჩანს, რა მდგომარეობაშია არასრულწლოვანი ბავშვი და როგორ მიყავს ძალის გამოყენებით ზ-------------–---–- კისერში ხელჩავლებული დაზარალებული. რაც შეეხება საკითხს განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი დაზარალებულმა, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო, მეორე დღე მიმართა შეტყობინებით სათანადო ორგანოებს მისმა დედამ, რა დროსაც დაზარალებულს ექიმთან ვიზიტისას დაუდგინდა ტვინის შერყევა, ეს გარემოება კი მოწმობ,ს თუ რა სიძლიერის დარტყმა იყო მის მიმართ განხორციელებული. ამასთან, გარდა ბრალდების ცალკეულ ნაწილში გამართლებისა, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის შემდეგ ზ-------------–---–--ათვის განსაზღვრული სასჯელი - ჯარიმა, აშკარად ლმობიერია, რაც ვერ უზრუნველყოფს მსჯვარდებულის ქცევის გამოსწორებას, სამართლიანობის აღდგენას, დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის აღნიშნულ არგუმენტაციებს, ვინაიდან ისინი დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა თ-----------–---–-- გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ყოფილი მეუღლის - ზ-------------–---–- წინააღმდეგ.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ქ------------------ განაცხადა, რომ არის დაზარალებულ თ-----------–---–-- დედა, ზ-------------–---–- არის მისი სიძე. 2018 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით მისი შვილი და სიძე რამდენიმე თვის დაშორებულები იყვნენ. 2018 წლის 23 სექტემბერს მათთან სახლში მივიდა ზ----- რა დროსაც სახლში იმყოფებოდნენ თავად, მისი დედა და ბავშვები, თ----- მოგვიანებით მივიდა. მოწმისათვის უცნობია იმ დღეს რაზე ისაუბრეს ზ----- და თ-----მ. საღამოს, როცა თ----- ნახა, იგი იყო აღელვებული. მეორე დღეს თავის ტკივილები ჰქონდა, რის გამოც მან დარეკა 112-ში. შეტყობინების შინაარსი არ ახსოვს, სურდა მხოლოდ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება, რადგან თ-----ს სტკიოდა თავი, რისი მიზეზიც თ-----ს განმარტებითვე იყო ის, რომ გაღებისას კარი მოხვდა თავში. ის თ-----ს და ზ----ს შორის მომხდარ კონფლიქტს არ შესწრებია.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი------------–---–-- განაცხადა, რომ არის თ-----------–---–-- ნათესავი და მასთან ახლო ურთიერთობა აქვს. 2018 წლის 23 სექტემბერს მასთან მივიდა თ----- ბ----–---–-- რომელმაც უთხრა, რომ მეუღლესთან - ზ---- ო------–---–---- მოუვიდა სიტყვიერი დაპირისპირება. ამ დროს თ----- იყო ემოციურ მდგომარეობაში, თუმცა მასთან საუბარში ცემის თაობაზე არაფერი უთქვამს. მოწმისათვის უცნობია, თუ რატომ გადაიყვანეს საავადმყოფოში თ----- ბ----–---–-- მან ქ--------------------- შეიტყო, რომ თ----- ნერვიულობის გამო გახდა ცუდად.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ი-----–----–-----მ და ი--------------–---–-- განაცხადეს, რომ შეესწრნენ თ----- ბ----–---–---- შვილების სანახავად ზ-------------–---–-- მისვლის ფაქტს, რა დროსაც თ----- და ზ---- კამათობდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ერთმანეთს. თუმცა მათ შორის ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ასევე მათ არ დაუნახავთ ზ-------------–---–-- მიერ თ-----------–---–-- კუთვნილი ავტომანქანის დაზიანების ფაქტი. ი-----–----–------ განმარტებით, ავტომანქანა „მერსედესი“ ერთი წელია რაც ზ----- აჩუქა თ-----ს და მის შეკეთებას ახორციელებდა ზ-------------–---–-. ი--------------–---–-- კი სასამართლოს მოახსენა, რომ როგორც მისთვის მეორე დღეს გახდა ცნობილი თ----- ბ----–---–- სავადმყოფოში დაუწვენიათ თავბრუსხვევის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე პატრულ-ინსპექტორმა მ--–-------------- განაცხადა, რომ 2018 წლის 24 სექტემბერს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც შეტყობინების საფუძველზე მეწყვილე გ--------–--–--------- ერთად, მივიდა მისამართზე ოჯახური კონფლიქტის თაობაზე. მათ ადგილზე მისვლისას დახვდათ დაზარალებულის დედა და თავად დაზარალებული თ----- ბ----–---–-- რომელიც იწვა საწოლში. დაზარალებული თ----- ბ----–---–- აცხადებდა, რომ შეუძლოდ გრძნობდა თავს, ვინაიდან წინა დღეს ბავშვების ნახვის თაობაზე ყოფილ მეუღლესთან მოუვიდა კონფლიქტი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მუშტი ჩაარტყა თავში. ასევე საუბრის დროს გაირკვა, რომ დაზარალებულს კუთვნილი ავტომანქანა დაუზიანა ყოფილმა მეუღლემ. ვინაიდან დაზარალებულ თ-----------–---–- აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, იგი სასწრაფო დახმარების სამსახურის მიერ გადაყვანილი იქნა ა-–----–---–-- სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე პატრულ-ინსპექტორმა გ--------–--–------

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ს---------------- განმარტა, რომ მუშაობს ა-–----–---–-- სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ექიმ-ნევროლოგად. 2018 წლის 24 სექტემბერს სასწრაფო დახმარების სამსახურის მიერ კლინიკაში შეყვანილი იქნა პაციენტი თ----- ბ----–---–-- რომელსაც ჰქონდა ძლიერი თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და ღებინება. თ----- ბ----–---–- ჩივილებს უკავშირებდა ყოფილი მეუღლისგან მიყენებული ფიზიკურ შეურაცხყოფას. ს---------------- მიერ გასინჯული იქნა პაციენტი, ასევე მას ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ თ-----------–---–- ჰქონდა ქალა ტვინის დახურული ტრამვა, თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით. მან კლინიკაში დაჰყო ორი დღე, ხოლო შემდეგ სტაბილური მდგომარეობით გაეწერა. ს---------------- განმარტა, რომ თ-----------–---–- ვიზუალურად დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–------------- განაცხადა, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე მან ა-–----–---–-- სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გამოკითხა თ----- ბ----–---–-- მას დაზიანებები ვიზუალურად არ აღენიშნებოდა. როგორც მოწმისათვის ექიმებისგან გახდა ცნობილი, დაზარალებული უჩიოდა თავის ტკივილს და ჰქონდა გულის რევის შეგრძნება. მან ექიმის თანხმობის შედეგად გამოკითხა თ----- ბ----–---–-- რომელმაც აღნიშნა, რომ ყოფილ მეუღლესთან კონფლიქტის დროს, ავტომანქანიდან გადმოსვლისას თავში მოხვდა გაურკვეველი საგანი.

შეტყობინების რეგისტრაციის #------- ბარათის თანახმად, 112-ში შეტყობინება შევიდა ოჯახური ძალადობის ფაქტზე, თ------------------ მიერ, ინციდენტის დრო: 24/09/2018 15:49:47, მის შვილს თ-----------–---–- ფიზიკურად გაუსწორდა ყოფილი მეუღლე, ასევე მანქანაც დაზიანებულია, თავის ტკივილები და გულისრევა აქვს, სავარაუდოდ ტვინის შერყევა აღენიშნება.

შეტყობინების რეგისტრაციის #2------ ბარათის თანახმად, 112-ში შეტყობინება შევიდა შ--–--------- შინაარსი: ქ-------–--–--------------–---–---------------ში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის თანამშრომელმა თ-----------–---–-- განაცხადა, რომ ამ/წ 23 სექტემბერს საღამოს ზ/აღნ. მისამართის მიმდებარედ ქუჩაში მისმა ყოფილმა მეუღლემ ზ-------------–---–-- მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დაუზიანა კუთვნილი ა/მანქანა „------------------------------ ასევე ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის დემონსტრირებას ახდენდა ქუჩაში და მუქარის შემცველი სიტყვებით აშინებდა მას.

N------ შემაკავებელი ორდერის თანახმად, 2018 წლის 25 სექტემბერს 19:30 საათზე გამომძიებელ გ---------------–---–-- მიერ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი. ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა ერთი თვე, მსხვერპლი არის თ----- ბ----–---–-- ხოლო მოძალადე ზ-------------–---–-. შემაკავებელი ორდერის 4.3. პუნქტში სავარაუდო მსხვერპლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში კითხვაზე: მოძალადემ თქვენს მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, პასუხი წერია: არა.

ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა ქ-------–--–--------------–---–------------ში მდებარე შპს „------–--------- მაღაზიის შიდა ვიდეო სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერი 23.09.2018 წლის 16:00 საათიდან 24.09.2018 წლის 02:00 საათამდე. C------ის თვალთახედვის არეში ხვდება მაღაზიის შესასვლელი კარი, რომელიც არის გამჭირვალე მინის, მაღაზიის წინ მდებარე ავტოპარკინგი, კ-----------–---–---------------------------- კუთხის საავტომობილო და საფეხმავლო გზა. 16:42 საათზე ჩანს როგორ ჩერდება მოთეთრო ფერის პიკაპი მაღაზიის წინ მდებარე პარკინგზე, საიდანაც 17:12 საათზე გადმოდის ზ-------------–---–-. მას აცვია შავი ფერის მოკლე სახელოებიანი მაისური და შავი ფერის შარვალი, ვიდეოკადრში ჩნდება ასაკოვანი ქალბატონი, რომელთანაც მივა ზ-------------–---–- და შემდეგ გადავა გზის მეორე მხარეს მ--------–---–-- ქუჩაზე. 17:17 საათზე ზ-------------–---–- დაბრუნდება უკან და ჩაჯდება მანქანაში. 17:32 საათზე კამერაში ჩანს შავი ფერის „-----------------–--- ფირმის ავტომანქანა, რომელიც მიდის ე-–------- მხრიდან, შეუხვევს ხელმარცხნივ ჩ------ ქუჩის მიმართულებით და გადის კამერის თვალთახედვის არედან. შემდეგ ზ-------------–---–- გადადის მანქანიდან და მასთან მივა თ----- ბ----–---–- ბავშვებთან ერთად. ზ-------------–---–- პატარა გოგოს აიყვანს ხელში, ხოლო ბიჭი იქვე დგას. თ----- ბ----–---–- და ზ-------------–---–- ერთმანეთში საუბრობენ. 17:37 საათზე თ----- ბ----–---–- გამოართმევს ბავშვს ზ-------------–---–- და ზ-------------–---–- ჯდება მანქანაში, მას მანქანის კარი აქვს ღია და ისე ესაუბრება თ-----------–---–-. 17:39 საათზე ზ-------------–---–- დაძრავს ოდნავ ა/მანქანას და ისევ გააჩერებს, 17:44 საათზე თ----- ბ----–---–- მიდის სახლის მიმართულებით და მას ზ-------------–---–- ეწევა ა/მანქანით. 21:00 საათზე ისევ ჩნდება თეთრი ფერის პიკაპი ვიდეოჩანაწერში და მალევე გადის კამერის თვალთახედვის არედან. 22:55 საათზე თეთრი ფერის პიკაპი ჩნდება კამერაში, რომელიც მიდის ჩ------ ქუჩის მხარეს, შემდეგ უკან ბრუნდება და მიდის თ-----------–---–-- სახლის ეზოსკენ. 23:35 საათზე ჩანაწერში ჩანს შავი ფერის „-----------------–--- ფირმის ავტომანქანა, რომელიც მიდის ჩ------ ქუჩიდან თავისი ეზოს მიმართულებით. 23:42 საათზე კამერაში ჩანს, როგორ აქვს ზ-------------–---–- თ-----------–---–-- თავი დაჭერილი მკლავში მარცხენა მხრიდან და მიყავს თ----- ბ----–---–- ჩ------ ქუჩის მხარეს, რომელსაც რამდენიმე მეტრში მიყვება სავარაუდო მოწმე ი-----–----–----- და მისი მეუღლე მოწმე - ი--------------–---–-- 23:44 საათზე თ----- ბ----–---–- და ი--------------–---–- გამოდიან ჩ------ ქუჩის მხრიდან და მიდიან თ-----------–---–-- სახლის ეზოს მხარეს. 23:45 საათზე ჩანაწერში გამოჩნდება ოთხი მამაკაცი, ასევე ჩანაწერში ჩანს, რომ ზ-------------–---–- საქამრეში უკანა მხარეს იდებს რაღაც საგანს, სავარაუდოდ ცეცხლსასროლ იარაღს, შემდეგ ზ-------------–---–- მიდის თ-----------–---–-- სახლის ეზოს მიმართულებით, მას უკან მიყვებიან ი-----–----–----- და ი--------------–---–-- ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ექსპერტ-კრიმინალისტმა რ---------------–---–----------–-----------------------

სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, შპს „--–------------ლადაშვილის სახელობის კლინიკას“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N--------დან, მოქ. თ-----------–---–-, 2018 წლის 23 სექტემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიუმართავს აღნიშნული კლინიკისათვის 24.09.2018 წ., სადაც დაესვა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. აღნიშნული ექსპერტიზის წინაშე გამომძიებლის მიერ დასმული იყო შეკითხვა, თ-----------–---–-- სხეულზე არსებული დაზიანებები რით იქნა მიყენებული და აღნიშნული დაზიანებები ხანდაზმულობით შეესაბამებიან თუ არა დადგენილებაში მითითებულ თარიღს, რაზეც ექსპერტიზის დასკვნით პასუხი ვერ იქნა გაცემული. კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ ხილული დაზიანების ნიშნები არ ვლინდება. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციიის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ე-------–--–---–---

აღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასებისას პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის არგუმენტაციას, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, ზ-------------–---–-- მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას.

პალატა განმარტავს, რომ პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებებს. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.

განსახილველ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა მხოლოდ ერთი უტყუარი გარემოება, რომ 2018 წლის 24 სექტემბერს გამოკვლევის შედეგად თ-----------–---–- დაესვა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. თუმცა არც წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე და არც მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებებით არ დგინდება, რომ აღნიშნული დაზიანება გამოწვეულია ზ-------------–---–-- მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად. სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მოწმეები: ქ--------------------------------–---–---------–----–-------------------------–---–- ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტს პირადად არ შესწრებიან და ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ მათი სიტყვიერი შელაპარაკების თაობაზე. ხოლო დაზარალებულის საავადმყოფოში მოთავსების მიზეზად მოწმეები ასახელებენ სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის ნერვიულობას, კარზე დაჯახებას და თაბრუსხვევას.

ზ-------------–---–-- მიერ თ-----------–---–-- მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს არ შესწრებიან არც მოწმეები მ--–------------------------–--–---------------------------------–------------- ისინი გადმოსცემენ ინფომაციას, რაც მიიღეს თავად თ----- ბ----–---–---- გასაუბრების შედეგად. შესაბამისად, მათ მიერ მიცემული ირიბი ჩვენებები, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ამ უკანასკნელმა კი თავად უარი განაცხადა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე, ძირითად საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის აპელირებას ვერც წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერების ზ-------------–---–-- ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიჩნევასთან დაკავშირებით, ვინაიდან შემთხვევის დღეს დაზარალებულისა და ბრალდებულის შეხვედრის და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტი, რაც ასახულია ჩანაწერებზე, მოწმეთა ჩვენებებითაც იქნა დადასტურებული. უშუალოდ ფიზიკური შეხების თავლსაზრისით კი წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი ინფორმაციულია მხოლოდ იმ ნაწილში, როდესაც ზ-------------–---–- თ-----------–---–-- თავი აქვს დაჭერილი მკლავში მარცხენა მხრიდან და იგი მიჰყვას ჩ------ ქუჩის მხარეს. აღნიშნული გარემოება რა თქმა უნდა, არ მიუთითებს თ-----------–---–-- მიმართ ძალადობის განხორცილებას, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ქალატვინის დახურული ტრამვა, თავის ტვინის შერყევა.

ფიზიკური ტკივილის განცდასთან დაკავშირებით ბრადლების მხარე აპელირებს მხოლოდ დაზარალებულის მიმართ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ზემოაღნიშნულ შედეგზე, თუმცა გარდა იმისა, რომ ფიზიკური ტკივილის შეგრძნება შეფასებითი ცნებაა და მთლიანად დამოკიდებულია დაზარალებულის მიერ ტკივილის აღქმაზე, რის შესახებაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს არ აქვს ინფორმაცია, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ დაზარალებულისათვის ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ტრამვის ზ-------------–---–-- მიერ მიყენების ფაქტი არ არის დადასტურებული მტკიცების შესაბამისი სტანდარტით.

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც პასუხს გასცემდნენ კითხვას - განახორციელა თუ არა ზ-------------–---–-- ყოფილი მეუღლის - თ-----------–---–-- მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ბრალდების ამ ეპიზოდში, ზ---- ო------–---–-- ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

 

2. აპელანტის - დაცვის მხარის მტკიცებით, განაჩენი, საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ნაწილში არის დაუსაბუთებელი, უკანონო და მიღებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, იგნორირებულია საქართველოს საერთო სასამართლოების დამკვიდრებული პრაქტიკა მსგავს სისხლის სამართლის საქმეებზე. სასამართლო განხილვისას არ იქნა წარმოდგენილი ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი, რომელიც ზ-------------–---–-- ბრალეულობას დაადასტურებდა; არ არის მოპოვებული მტკიცებულებათა საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობა, თუ ვის შეიძლება დაეზიანებინა ავტომობილი; რამდენია დაზიანებით მიყენებული ზიანის ოდენობა და არის თუ არა აღნიშნული ავტომობილი მხოლოდ თ-----------–---–-- საკუთრება. აღნიშნული არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დაუდასტურებლობის პირობებში არავითარი კანონიერი საფუძველი ზ-------------–---–-- წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისათვის არ არსებობს.

მოცემულ შემთხვევაში პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში განვითარებულ არგუმენტაციას, რის საფუძველზეც აპელანტი ადგენს, რომ სახეზე არ გვაქვს საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ქ------------------, ი-----–----–--------------------------–---–-- დაადასტურეს, რომ ზ-------------–---–-- მიერ თ----- ბ----–---–-ს სარგებლობაში არსებული ავტომანქანის დაზიანების ფაქტს არ შესწრებიან. ქ------------------ განმარტებით ხსენებული ავტომანქანა თ-----ს სახელზე იყო დარეგისტრირებული, თუმცა ზ----ც იყენებდა მას. ი-----–----–-----მ კი დაადასტურა, რომ ავტომანქანა „მერსედესი“ ერთი წელია, რაც ზ----- აჩუქა თ-----ს და მის შეკეთებას ახორციელებდა ზ-------------–---–-.

პატრულ-ინსპექტორების - მ--–----------------------------–--–----- ჩვენებებით ირკვევა, რომ როგორც მათთან საუბარში დაზარალებულმა განაცხადა, კუთვნილი ავტომანქანა დაუზიანა ყოფილმა მეუღლემ. ასევე, შეტყობინები რეგისტრაციის #------- და #2------ ბარათების თანახმად, თ-----------–---–- ყოფილმა მეუღლემ ზ-------------–---–-- დაუზიანა კუთვნილი ავტომანქანა, მას ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღიც, რომლის დემონსტრირებასაც ახდენდა ქუჩაში. ზ---- ო------–---–-- მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის ფაქტი გამყარებულია ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, რომლის თანახმადაც, შემთხვევის დღეს 23:45 საათზე ჩანაწერში გამოჩნდება ოთხი მამაკაცი, ასევე ჩანაწერში ჩანს, რომ ზ-------------–---–- საქამრეში უკანა მხარეს იდებს რაღაც საგანს, სავარაუდოდ ცეცხლსასროლ იარაღს, შემდეგ ზ-------------–---–- მიდის თ-----------–---–-- სახლის ეზოს მიმართულებით.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #--------------- წერილის თანახმად, სპეციალური პენიტენციალური სამსახურის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის ზ-------------–---–-- პირად საკუთრებაში რეგისტრირებულ ცეცხლსასროლ იარაღს „-------------------------------- მინისტრის ნებართვით 2016 წლის 17 ოქტომბრიდან მინიჭებული აქვს ტაბელური იარაღის სტატუსი შენახვისა და ტარების უფლებით.

ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ. თ---–--–-- მ--------–---–-- ქუჩა N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე დათვალიერებული იქნა თ-----------–---–-- კუთვნილი „-------------ის ფირმის ავტომანქანა, სახ. ნომრით T--------- მანქანა არის შავი ფერის, რომელსაც უკანა მხარეს დაზიანებული აქვს კარი, რომელსაც ეტყობა ფეხსაცმლის კვალი. ასევე ავტომანქანას დაზიანებული აქვს წინა საქარე მინა. დათვალიერების ოქმს თან ერთვის ფოტოცხრილი.

ავტომანქანის დამატებით დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ.თ---–--–-- კ.მ--------–---–-- N--ს მ/ტერიტორიაზე დათვალიერებული იქნა თ-----------–---–-- კუთვნილი „-------------ის ფირმის ავტომანქანა, სახ. ნომრით T--------- ავტომანქანა არის შავი ფერის, რომელსაც მარჯვენა უკანა კარის ზედა მხარეს აღენიშნება დაზიანება, კერძოდ, არის ჩაღუნული. ასევე ავტომანქანას დაზიანებული აქვს წინა საქარე მინა, კერძოდ ბზარები აღენიშნება მარჯვენა მხარეს.

სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-------- დასკვნის თანახმად, ავტომობილის უკანა მარჯვენა კარზე არსებული ოვალურტალღობრივი დაზიანება თავისი ფორმით და განვითარების ხასიათით დამახასიათებელია მასზე რაიმე რბილი საფარის მქონე სხეულთან (როგორიც შეიძლება იყოს ადამიანის სხეულიც) ურთიერთქმედებისათვის, ხოლო წინა საქარე მინაზე არსებული დაზიანებები თავიანთი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელნი არიან მათი რაიმე მკვრივ საგანთან ურთიერთქმედებისათვის. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა დ----------–-------

ქიმიური ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, ავტომანქანა „----------------------------------------ის წინა საქარე მინის მარჯვენა გარე ზედაპირზე აღმოჩენილი 1 ც. შავი ფერის პოლიმერული მასალის ნაწილაკი, „----------ის მოდელის პისტოლეტის კონდახის შავი ფერის პოლიმერული მასალის გარსი და 3 ც. მჭიდის შავი ფერის პოლიმერული მასალის გარსი ხასიათდება ერთნაირი ქიმიური შემადგენლობით და წარმოადგენს პოლიამიდურ ფუძეზე დამზადებულ პოლიმერს. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა თ-----------

სასაქონლო ექსპერტიზის N---- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა/მანქანის „M-------------------- სახ.ნომრით „---------- წინა საქარე მინის და უკანა მარჯვენა კარის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს 360 (სამას სამოცი) ლარს. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა რ-------------------–---–---

სასაქონლო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 2008 წელს დამზადებულ, მაღალი გამავლობის ავტომობილ „----------------“-ზე სახელმწიფო ნომრით T--------- საიდენტიფიკაციო ნომრით 4----------------- მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით შეადგენს 350 (სამასორმოცდაათი) ლარს. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ა-----–------–---–---

დაცვის მხარე არასწორი ინტერპრეტაცით წარმოადგენს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს და ცდილობს დაასაბუთოს, რომ ავტომობილის დათვალიერებისას ამოღებული მიკრონაწილაკები და ზ-------------–---–-- კუთვნილი პისტოლეტის მჭიდი არის ერთი და იგივე ქიმიური შემადგენლობის, თუმცა არ დგინდება არის თუ არა კონკრეტულად ხსენებული მჭიდის შემადგენელი ნაწილი, რასაც სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება.

ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი გარემოება, რომ დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანის წინა საქარე მინის მარჯვენა გარე ზედაპირზე აღმოჩენილი იქნა პოლიმერული მასალის ნაწილაკი, რომელიც არის „----------ის მოდელის პისტოლეტის კონდახის შავი ფერის პოლიმერული მასალის გარსის და 3 ც. მჭიდის შავი ფერის პოლიმერული მასალის გარსის ქიმიური შემადგენლობის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წერილი, ზ-------------–---–-- სამუშაო კაბინეტში ჩატარებული ამოღების ოქმი და ამოღებული „----------ის მოდელის პისტოლეტი სამი ცალი მჭიდით, ასევე შემთხვევის დღეს დაზარალებულის საცხოვრებელ სახლთან მყოფი ზ-------------–---–-- ქმედებების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, დაზარალებულ თ-----------–---–-- კუთვნილი „-------------ის ფირმის ავტომანქანის დათვალიერების ოქმები და სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ასახავს ავტომანქანაზე არსებული დაზიანებების ხასიათს და მათი განვითარების ხერხებს, ქმნიან ერთიან ლოგიკურ ჯაჭვს რომ 2018 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათიდან 22:00 საათამდე დროის მონაკვეთში ქ. თ---–--–--------------–---–---------ის მიმდებარედ ზ-------------–---–-- დააზიანა თ-----------–---–-- კუთვნილი ავტომანქანის საქარე მინა და უკანა მარჯვენა კარი.

პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ქმედების საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის არსებითი მნიშვნელობა არ ენიჭება საკითხს, თუ ვის მიერაა შეძენილი ავტომობილი და მსჯავრდებულ იყენებდა თუ არა მას. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ავტომანქანა იმყოფებოდა თ-----------–---–-- როგორც საკუთრებაში, ასევე ფაქტობრივ მფლობელობაში, იგი მეუღლისაგან გადაეცა საჩუქრად, რის საფუძველზეც გადავიდა მის საკუთრებაში და თვითონ ეწეოდა მის ექსპლუატაციას. ის გარემოება, რომ ზ-------------–---–- შეეძლო ესარგებლა სხვისი - თ-----------–---–-- კუთვნილი ავტომანქანით ან სურვილის შემთხვევაში შეეკეთებინა იგი, მის მიმართ არ წარმოშობს ხსენებულ ავტომანქანაზე საკუთრების და შესაბამისად მისი საკუთარი სურვილისამებრ განკარგვის უფლებას.

რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ არ არის დადგენილი რა ღირებულების ზიანი აქვს მიყენებული დაზარალებულის კუთვნილ ავტომანქანას, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ადვოკატი აპელირებას ახდენს მხოლოდ ავტომანქანის საქარე მინის ღირებულებაზე, თუმცა დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის სრული ოდენობა (ავტომანქანის საქარე მინის და კარის მდგომარეობის გათვალისწინებით) დადგენილია სასაქონლო ექსპერტიზის N---- და N--------- დასკვნებით, რომელთა მიერ განსაზღვრული თანხები ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობას - 150 ლარს.

ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით სახეზეა საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური შემადგენლობის ყველა ნიშანი და საქმის არსებითი გახილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარობის და საკმარისობის მაღალი სტანდარტით ქმნიან აღნიშნული კვალიფიკაციით ზ-------------–---–-- მსჯავრდების საფუძველს.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ზ-------------–---–-- მიმართ სასჯელის განსაზღვრას, პალატა მოცემულ შემთხვევაში მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, შედეგად დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს, ზ-------------–---–-- პიროვნებას, მის წარსულს, იმ გარემოებას, რომ არის ორი შვილის მამა, რომელთა აღზრდაშიც აქტიურ მონაწილეობას იღებს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე კი სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მას განუსაზღვრა სამართლიანი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების პროპორციული სასჯელი. მის მიმართ საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას, როგორიცაა დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, ასევე შეძლებს დააფიქროს მსჯავრდებული სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, გასაკიცხაობის ხარისხი და გახდება მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის გარანტი.

ამდენად, ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

3.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

4. ზ---- ო------–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დანაშაულის ჩადენისათვის და გამართლდეს.

ზ---- ო------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით 2018 წლის 27 სექტემბრიდან - 29 სექტემბრის ჩათვლით, ზ-------------–---–- დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 800 (ოთხი ათას რვაასი) ლარის ოდენობით.

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ზ-------------–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.

6. ნივთმტკიცება:

- პისტოლეტი, იარაღის მოწმობასთან ერთად დალუქული სახით და სამი ცალი მჭიდი 45 ვაზნით დალუქული სახით, გადაეცეს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.

- წინა საქარე მინიდან ამოღებული ანაწმენდები დალუქული ერთ სპეც.პაკეტში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

- ა/მანქანის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, დამატებითი დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ ელექტრონულ დისკზე, 112-დან გადმოგზავნილი ხმის აუდიო ჩანაწერი ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, შპს „პი სი შოპ.ჯიში“ დათვალიერებული ვიდეოჩანაწერი, ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომლებიც ერთვის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი