განაჩენი

სისხლის სამართლის 29.01.2020
საქმის ნომერი
200100119003269634
ინსტანცია
თარიღი
29.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 200100119003269634-1ბ/91-20წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

30 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: ზვ--------------------------–---–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ დაბადებული 1----–-–-------------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. თ--–------–-------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ--–------–-------------------;

 

კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი (პირადად პირის უკანონო თვალთვალი და არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონისა და სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვან შეცვლას აიძულებას).

 

სასჯელი: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ----------------–---–-- და მოითხოვა მსჯავრდებულ ზ--------------–---–- დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

ზ--------------–---–- ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

ადევნება, ესე იგი პირადად პირის უკანონო თვალთვალი და არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონისა და სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვან შეცვლას აიძულებას.

 

სასამართლომ დაადგინა :

 

2017 წლის მაისიდან 2019 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში,ზვ-------------–---–ი პირადად ახორციელებდა უკანონო თვალთვალს, ასევე ტელეფონისა და პირადად შეხვედრის სახით სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას მ-------------–---------, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფსიქიკური ტანჯვა და აიძულა იგი მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი. კერძოდ, ზვ-------------–---–ი სისტემატურად ურეკავდა და უგზავნიდა მოკლეტექსტურ შეტყობინებებს მ-------------–------ მობილური ტელეფონის ნომერზე, მიუხედავად იმისა, რომ მ-------------–------ ამის წინააღმდეგი იყო. მ---------------–------ იძულებული გახდა შეეცვალა მობილური ტელეფონის ნომერი. ასევე ზ---------------–---–- სისტემატურად ცდილობდა მ-------------–--------- შეხვედრას, მასთან საუბარს და ფიზიკურ კონტაქტს, მ-------------–------ს უარის მიუხედავად გადაადგილდებოდა მასთან ერთად, აკითხავდა სახლთან, სამსახურში, ახორციელებდა თვალთვალს და კონტროლს, ცდილობდა მის შეჩერებას და ემუქრებოდა, რომ ყველგან ნახავდა, სადაც არ უნდა წასულიყო. გარდა ამისა, ზვ-------------–---–ი ცდილობდა მ-------------–------ გაკონტროლებას და მისი ცხოვრების წესის შეცვლას. მ-------------–------ აღნიშნულის გამო განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას და იძულებული გახდა შეეცვალა სამუშაო ადგილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ზვ-------------–---–ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა კერძოდ: მსჯავრდებულ ზვ-------------–---–ის აღიარებით ჩვენება, მოწმეების ლ-----------–---–-------–----------------------------------------------------–-----------------------–--–---–--------------------------–---–-----–-----------–---–-----–--------------, მ-------------–------ს გამოკითხვის ოქმი, ტელეფონის ამოღების ოქმი, ტელეფონის დათვალიერების ოქმი, დოკუმენტის ამოღების ოქმი, ჩხრეკის ოქმი, ამონაწერის დათვალიერების ოქმი, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, მ-------------–------ს ფსიქოლოგიური ექპერტიზის დასკვნა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ზვ-------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანაშაულია, ადევნება კერძოდ პირადად პირის უკანონო თვალთვალი და არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონისა და სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვან შეცვლას აიძულებს.

 

საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია პირის უფლება, დაცული იყოს სხვა პირთა მხრიდან არასასურველი კომუნიკაციისაგან. უფლება იცხოვროს მშვიდ გარემოში. ამსრულებელი, ნებისმიერი პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული, ბრალუნარიანი პირია. განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ალტერნატიულ ქმედებებში, რა დროსაც დგება ალტერნატიულ შედეგში, და სახეზე უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივ კავშირი. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა რამდენიმე ალტერნატიული ქმედება, საიდანაც თითოეული განხორციელებული უნდა იყოს სისტემატიურად, ანუ მინიმუმ სამჯერ დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ამდენად, სახეზეა ერთიანი დანაშაული ალტერნატიული ქმედებებით. ეს ქმედებებია დაზარალებულის უკანონო თვალთვალი, რომელიც შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულზე სისტემატიურ ადევნებაში თვალთვალის მიზნით, ე.ი. იმ მიზნით, რათა დამნაშავისათვის ცნობილი გახდეს მსხვერპლის თითოეული ნაბიჯი, ასევე მასთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით. ქმედება ჩადენილი უნდა იყოს სისტემატიურად, ხოლო კომუნიკაცია არასასურველად უნდა ჩაითვალოს მაშინ, როდესაც მისი შინაარსი საზოგადოდ უარყოფითი ემოციის აღმძვრელია.

 

ამასთან ზემოთ მითითებული შედეგები იწვევს რამდენიმე ალტერნატიულ შედეგს, საიდანაც ერთერთის დადგომა საკმარისია დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის. ამდენად სახეზეა ერთიანი დანაშაული როგორც ალტერნატიული ქმედებებით, ისე ალტერნატიული შედეგებით, კერძოდ იგი იწვევს შემდეგ შედეგებს: პირის ფსიქიკურ ტანჯვას, ამ/ და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს. ყველაფერი ეს კი თავის მხრივ პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან უქმნის მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას. შესაბამისად სახეზეა შედეგიანი დანაშაული, რომლის დასჯადობის საკითხი დაკავშირებულია ამ მუხლში მითითებული რომელიმე შედეგის დადგომასთან. სუბიექტურ მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით სახეზეა განზრახი დანაშაული;

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161)

 

პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულმა ზვ-------------–---–მა დანაშაულებრივი ქმედება მ-------------–------ს მიმართ განახორციელა, რაც დასტურდება მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, პალატამ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე დამტკიცებულად მიიჩნია, ის ფაქტი რომ 2017 წლის მაისიდან 2019 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში, ზვ-------------–---–ი პირადად ახორციელებდა უკანონო თვალთვალს, ასევე ტელეფონისა და პირადად შეხვედრის სახით სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას მ-------------–---------, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფსიქიკური ტანჯვა და აიძულა იგი მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი. კერძოდ, ზვ-------------–---–ი სისტემატურად ურეკავდა და უგზავნიდა მოკლეტექსტურ შეტყობინებებს მ-------------–------ მობილური ტელეფონის ნომერზე, მიუხედავად იმისა, რომ მ-------------–------ ამის წინააღმდეგი იყო. მ---------------–------ იძულებული გახდა შეეცვალა მობილური ტელეფონის ნომერი. ასევე ზ---------------–---–- სისტემატურად ცდილობდა მ-------------–--------- შეხვედრას, მასთან საუბარს და ფიზიკურ კონტაქტს, მ-------------–------ს უარის მიუხედავად გადაადგილდებოდა მასთან ერთად, აკითხავდა სახლთან, სამსახურში, ახორციელბდა თვალთვალს და კონტროლს, ცდილობდა მის შეჩერებას და ემუქრებოდა, რომ ყველგან ნახავდა, სადაც არ უნდა წასულიყო. გარდა ამისა, ზვ-------------–---–ი ცდილობდა მ-------------–------ გაკონტროლებას და მისი ცხოვრების წესის შეცვლას. მ-------------–------ აღნიშნულის გამო განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას და იძულებული გახდა შეეცვალა სამუშაო ადგილი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სრულად დადასტურდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებლებებით, ამასთან მოწმეთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, ურთიერთშეთანხმებული, მათი ერთობლიობაში შეფასება და ანალიზი უტყუარად პირდაპირ ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მ-------------–------ს მიმართ პირადად პირის უკანონო თვალთვალს და არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ტელეფონისა და სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდებოდა და იწვევდა პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვან შეცვლას აიძულებდა.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის: სახეზეა ადევნება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ზვ-------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი მხრიდან დანაშაულის ნებაყოფლობითი აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ზვ-------------–---–ის მიმართ სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში. ზ--------------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათი;

 

სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (დანაშაულის ნებაყოფლობითი აღიარება) და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში, ამასთან მიუთითებს, რომ დამნაშავის მხრიდან ქმედებების სისტემატიურობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელი პირობაა, შესაბამისად ბრალდების მხარის მითითება სისტემატიურობიდან გამომდინარე უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე უსაფუძვლო და არაადეკვატურია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენი, ზვ-------------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, მ-------------–------ს კუთვნილი „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, დალუქული, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ----------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

3.ზვ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათი.

 

4.ზვ-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო დაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდეს შემტან პირს.

 

5. ნივთიერი მტკიცებულება - მ-------------–------ს კუთვნილი „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, დალუქული, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი