განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-518-2019 წელი
№010100118002720783
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
16 იანვარი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი
მოსამართლეები: ვერა დოლიძე
მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – გ--–- თ----ის,ადვოკატების – ტ------– კ------ის, ლ---- მ------–---–ის,მსჯავრდებულის – თ---------- ქ--–----ს მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა თ---------- ქ--–----ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
თ---------- ქ--–----, დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. ბ------–------–-----------------------ში, მსჯავრდებულია ბათუ-მის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვა-ლისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით და შეფარდებული აქვს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმ-წიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლე-ბა.
aRwerilobiTi nawili:
თ---------- ქ--–----ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ავტომობილის მოძრა-ობის უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუა-ლებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯამრთელობის მძიმე დაზიანება.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 26 ივნისს დაახლოებით 18:00 საათზე ქ. ბ------–--------------------------------ის მიმდებარედ მოძრავი „nisan fuga“-ს მარკის ავტომანქანა, სახ. №---------, რომელსაც მართავდა თ---------- ქ--–----, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, დაარღვია :საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტის მოთხოვნები, რის გამოც შეეჯახა ქვეითად მოსიარულეს ჰ---- პ--–--------ს, რომელმაც მიიღო ჯამრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასა-ჩივრა მსჯავრდებულ თ---------- ქ--–----ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ქ------- ა------მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს თ---------- ქ--–----ს მიმართ გამამარ-თლებელი განაჩენის გამოტანას. მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი მოტივირებით:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება უნდა ეფუძნებოდეს ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას. საქმეში წარმოდგენილი ექს-პერტიზის დასკვნაში ექსპერტი თ. ქ--–----ს იმიტომ კი არ ამტყუნებს, რომ მან შეუხვია იმ ქუჩისკენ, სადაც აკრძალული იყო მოძრაობა. ექსპერტი მიუთითებს, რომ თ. ქ--–----მ დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები. აღნიშნული კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გზა-ზე მოძრაობისას მძღოლმა არ უნდა განახორციელოს ქვეითისათვის საფრთხის შემქმნელი მოქმედება, ხოლო მე-3 ნეწილის შესაბამისად ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი მოთხოვნათა დაცვით, გზის სავალ ნაწილზე შესაბამისი საგზაო ნიშნით, ან შუქნიშნით აღნიშნული ქვეითთა გადასასვლელის არარსე-ბობისას, მძღოლი, რომელიც სხვა გზაზე შესასვლელად მოხვევას ასრულებს ვალდებუ-ლია გზა დაუთმოს ამ გზის სავალ ნაწილზე შესულ ქვეითებს.
ექსპერტიზის დასკვნაში არსადაა მითითებული, რომ თ---------- ქ--–---- იმის გამო უნდა იქნეს ცნობილი დამრღვევად, რომ ის შევიდა კონკრეტულ ქუჩაზე. ამიტომ იმისთვის, რათა შეფასდეს თ. ქ--–----ს ბრალეულობა, უნდა შეფასდეს თუ როგორ მოქმედებდა და-ზარალებული.
დაზარალებულის მოქმედების შესაფასებლად საინტერესოა მოწმე ზ----- ჭ--------სა და თ---------- ქ--–----ს ჩვენებები. ისინი მიუთითებენ, რომ დაზარალებული ავიდა ტრო-ტუარზე და უცბად შემობრუნდა უკან. ექსპერტმა კი თავის ჩვენებაში მიუთითა, რომ თუ დადასტურდებოდა, რომ მგზავრი ავიდა ბორდიურზე, შემობრუნდა და დაიწყო უკან დაბრუნება, გვექნებოდა სხვა საგზაო სიტუაცია.
საინტერესოა კიდევ ერთი გარემოება: ექსპერტი თავის ჩვენებაში მიუთითებს, რომ ის დაეყრდნო ვიდეო კამერის დათვალიერების ოქმსა და ვიდეო კამერის ჩანაწერს, ვიდეო კა-მერის ჩანაწერი კი დაუშვებელ მტკიცებულებადაა ცუნობილი, ვიდეოკამერის დათვალიე-რების ოქმი კი არის ირიბი მტკიცებულება (წყაროს გარეშე). ამდენად, ექსპერტი დაეყრ-დნო დაუშვებელ მტკიცებულებას და ექსპერტიზა არ ჩატარებულა სრულად საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე. დასკვნაში მითითებულია მხოლოდ ორ მტკიცებულებაზე: ვიდეოკამერის ჩანაწერზე და ვიდეოკამერის დათვალიერების ოქმზე.
საყურადღებოა, რომ გამომძიებლის ჩვენებით დადგინდა, რომ გამომძიებელმა დაათვა-ლიერა არა ვიდეო კამერის მოწყობილობა, არამედ სიდი დისკი. დათვალიერების ოქმში კი მითითებულია, რომ დათვალიერდა ვიდეო კამერის მოწყობილობა. ამასთან სიდი დისკი ცნობილია დაუშვებელ მტკიცებულებად. სასამართლოში არ დაკითხულა პირი, ვინც გა-მომძიებელს გადასცა სიდი დისკი დასათვალიერებლად. გაუგებარია რა ჩანაწერი იყო დატანილი დისკზე, შესაბამისად დათვალიერების ოქმის მტკიცებულებად გაზიარებაც შეუძლებელია.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ თ---------- ქ--–----ს და მისი ინტერესების დამცველ ადვო-კატებს ტ------– კ------ეს და ლ---- მ------–---–ს, რომლებიც ითხოვენ თ---------- ქ--–-----ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
– პროკურორ გ--–- თ----ეს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, და-საბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოე-ბათა გამო:
დაზარალებულ ჰ---- პ--–-------ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 26 ივნისს დაახლოე-ბით 18:10 საათზე მოძრაობდა ქ.ბ------–--------------------ს ქუჩის ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე ზღვის მხრიდან ჭ-------ის ქუჩის მიმართულებით. როდესაც მიუახ-ლოვდა ზ--------------------ს ქუჩისა და ხ---–--- ქუჩის კვეთას, გადაწყვიტა გადასულიყო ხ---–--- ქუჩის მეორე მხარეს ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე გავლით სასტუმრო ვ---–-ის მხრიდან. მან იცოდა, რომ ხ---–--- ქუჩა არის ცალმხრივი ზღვის მხრიდან რ----------–ის ქუჩის მიმართულებით. ამიტომ გაიხედა მარცხნივ და დარწმუნდა, რომ სატ-რანსპორტო საშუალება არ მოძრაობდა. ასევე იცის რომ ზ--------------------ს ქუჩა არის ცალმხრივი და ამასთანავე ნახა საგზაო ნიშანი, რომელიც კრძალავს ზ--------------------ს ქუჩიდან ხ---–--- ქუჩაზე შეხვევას. ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე დგომისას შე-ნიშნა გ-------------ს ქუჩაზე მისგან დაახლოებით 10 მეტრში მოძრავი შავი ავტომობილი. დარწმუნდა რა მოძრაობის უსაფრთხოებაში, ნელი ნაბიჯით დაიწყო ხ---–--- ქუჩის გადა-კვეთა ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე. როდესაც გადაკვეთა ქუჩის ნახევარზე მე-ტი მისგან დაახლოებით მეტრ-ნახევარში შეამჩნია, რომ ხსენებულმა შავმა ავტომობილმა მოულოდნელად დაიწყო მოხვევა მისი მიმართულებით. ჰ---- პ--–-------მ ვერ შესძლო ვერც წინ წასვლა და ვერც უკან და ავტომანქანა დაეჯახა მარჯვეა წინა საბურავით მარ-ჯვენა ფეხზე. დაჯახების შედეგად წაიქცა ტროტუარზე და მიიღო სხეულის დაზიანება. ვიდრე პოლიცია და სასწრაფო დახმარება არ მოვიდა გონზე იყო. ავტომობილის მძღოლი თ---------- ქ--–----ც ადგილზე იმყოფებოდა. დაზარალებულმა მოითხოვა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ და-თვალიერება მიმდინარეობდა 2018 წლის 26 ივნისს 18:45 საათიდან 19:20 საათამდე, (დღი-სით), ბუნებრივი განათების პირობებში, მშრალ ამინდში. დათვალიერებაში მონაწილე-ობას იღებდნენ პ/ინსპექტორები ლ---- გ-------–--ე და გ-- ა-------, მძღოლი თ---------- ქ--–----. შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოახდინა გამომძიებელმა ი---- შ------–-–----–მა. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ბ------–---------------------ს და ხ---–--- ქუჩე-ბის კვეთაში. ხ---–--------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტო-რიაზე. „ნისან ფუგას“ მარკის ავტომანქანა სახ. ნომრით „H--------“ მოძრაობდა ჭ--------ის ქუჩიდან ზ--------------------ს ქუჩაზე, რომელიც არის ცალმხრივი მიმართულების. ზ---------------------------------თან განთავსებულია საგზაო მოძრაობის ნიშანი „მოხვე-ვა მარჯვნივ აკრძალულია“ (ს. ფ, 4, 7) და ქვეითთა გადასასვლელზე ხ---–--- ქუჩის კვეთა-ში განთავსებულია საგზაო ნიშანი „შესვლა აკრძალულია“ (ს. ფ. 4, 8-9), ასევე ხ---–--- ქუჩა გ------–---–ის ქუჩიდან ზ--------------------ს ქუჩის მიმართულებით არის ცალმხრივი მოძრაობის. ზ--------------------ს და ხ---–--- ქუჩების კვეთაში განთავსებულია საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“. ავტომანქანა „ნისან ფუგა“, სახ. ნომრით „H--------“ გ-------------ს ქუჩიდან მოძრაობდა ხ---–--- ქუჩაზე, რა დროსაც შეეჯახა ქვეითად მოსიარულეს, ოქმი ხელმოწერილია მონაწილე პირების მიერ.
საქმეში არსებული, სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის №--------- დასკვნით დად-გენილია, რომ შექმნილ საგაზაო სიტუაციაში, საქმეში არსებულ მასალბიდან გამომდინა-რე, ავტომობილ „Nissan Fuga“-ს, სახ. №--------ის მძღოლის თ---------- ქ--–----ს მოქმე-დება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ( ქვეითზე დაჯახება).
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი მუხლი 25 ქვეითებთან მიმართებით მძღოლის ქცევის წესები და მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვისას გასა-თვალისწინებელი ზოგიერთი გარემოება:
1. გზაზე მოძრაობისას მძღოლმა არ უნდა განახორციელოს ქვეითთათვის საფრთხის შემ-ქმნელი მოქმედება.
3.ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის 11-ე პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, გზის სავალ ნაწილზე შესაბამისი საგზაო მონიშვნით, საგზაო ნიშ-ნით, ან შუქნიშნით აღნიშნული ქვეითთა გადასასვლელის არარსებობისას მძღოლი, რომე-ლიც სხვა გზაზე შესასვლელად მოხვევას ასრულებს ვალდებულია გზა დაუთმოს ამ გზის სავალ ნაწილზე შესულ ქვეითებს.
ექსპერტმა ზ------- თ-------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით და-კითხვისას სრულად დაადასტურა ავტო-ტექნიკური ექსპერტიზის მიმდინარეობა და შე-დეგები და განსმარტა, რომ აღწერა მოვახდინა ვიდეო ჩანაწერის პროგრამული დემონს-ტრირებით ანუ ჩართო ჩანაწერი და იმის შესაბამისად გადმოსცა. დასკვნა იმის შესახებ, რომ ნისან ფუგას ავტომანქანამ ქვეითს არ დაუთმო და განახორციელა ქვეითისთვის საფრთხის შემცველი მოქმედება გამოიტანა საქმეში არსებული მასალებიდან, დათვალიერების ოქმით და დაზარალებულის ჩვენებით. მძღოლს კანონი ავალდებულებს, რომ სანამ ქვეითად მოსიარულე მთლიანად არ გავა მოძრაობის ზოლიდან, მძღოლს არ აქვს უფლება გადაკვეთოს. კონკრეტულ შემთხვევაში ავტომობილის მძღოლს არ ჰქონდა უფლება გაე-გრძელებინა მოძრაობა. მან რაც იყო რეალურად დადგენილი ის ასახა დასკვნაში საქმეში არსებული ვიდეო კამერის ჩანაწერის, დაზარალებულის ჩვენების და ვიდეოკამერის ჩანა-წერის დათვალიერების ოქმის შესაბამისად. თუ წარმოდგენილი მასალები არ იძლევა იმის საშუალებას გასცეს დასკვნა, მაშინ გამოძიებისგან მოითხოვენ დამატებით მასალებს, ასევე უპირატესობას ანიჭებენ შემთხვევის ადგილას დატოვებულ კვლებს. ზოგადად აღწერა არის ვიდეო კამერის ჩანაწერიდან და დათვალიერების ოქმიდან. გამოძიებით დადგენილია, რომ ავტომობილი ახდენდა გ-------------ს ქუჩის მხრიდან ხ---–--- ქუჩის მიმართულებით შემობრუნებას იქ, სადაც დგას საგზაო ნიშანი „შესვლა აკრძალულია“, სადაც მოხდა დაჯა-ხება. საქმეში არსებულ მასალებში დგინდება, რომ მძღოლისთვის ხილვადობა არ იყო შეზ-ღუდული.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მსჯავრდებულმა თ---------- ქ--–----მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მოძრაობისას შეარჩია სწორი დისტანცია, ქვეითმა გადაკვეთა გზა გადავიდა ბორდიულზე, მაგრამ მოულოდნელად მოტრიალდა, რის გამოც ვეღარ შეძლო შეჯახების თავიდან აცილება. ქვეითის მოძრაობა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მიუხედავად მძღოლის მიერ დისტანციის სწორად შერჩევისა ვერ მოხდა ავარიის თავიდან აცილება.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმემ ზ----- ჭ--------მ ჩვენების მიცემისას გან-მარტა, რომ მუშაობდა მაღაზიაში, გარეთ ალაგებდა, გაიხედა და დაინახა, რომ ქალბატონი გამოვიდა ტროტურაზე, უცებ მიტრიალდა და პირდაპირ მიანქანას შეუვარდა ბორბ-ლებში. მანქანა ძალიან ნელა მოდიოდა. ხალხი მოგროვდა. ის დასახლება მჭიდრო და-სახლებაა. ბორდიური იქვე გზასთანაა. ქალბატონი რაღაც პერიოდი გზიდან მოშორებული იყო. უკან ძალიან სწრაფად მობრუნდა. მძღოლი გადმოვიდა მანქანიდან, გამოიძახა სას-წრაფო. იმწუთასვე უპატრონა ამ ქალბატონს. დაჯახების ადგილიდან მის სამუშაომდე 1 მეტრიც არაა. ის ქალბატონი როცა გადმოვიდა და რომ მოტრიალდა მაშინ დაინახა, მის თვალწინ მოხდა ყველაფერი. არ იცის ის ქალბატონი ვინ იყო. არ ახსოვს ეს ინფორმაცია ვის მიაწოდა. თუ კითხავდნენ იტყოდა ფაქტის შესახებ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმის, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამ-მართველოს პატრულ-ინსპექტორის გ-- ა-------ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 26 ივნისს მეწყვილესთან ლ---- გ-------–--ესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვა-ლეობას, როდესაც მიიღო გამოძახება ქ.ბ------–----------------ს ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგ-ზაო შემთხვევასთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა, რომ ავტომანქანა დაეჯახა ქვეითად მოსიარულეს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს. იქვე იყო შემთხვე-ვის მონაწილე ავტომანქანა გაჩერებული და ავტომანქანის მძღოლი თ---------- ქ--–----ც ადგილზე იმყოფებოდა. გ-- ა-------მ დაზარალებულის დასახმარებლად გამოიძახა სას-წრაფო სამედიცინო დახმარება და ასევე გამომძიებელი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ლ---- გ-------–--ემ ჩვენების მიცემისას დაადასტურა თავისი მეწყვილის გ-- ა--------ს ჩვენება.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმის, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამ-მართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლ ი---- შ------–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ თ---------- ქ--–----ს მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამო-ძიება მან აწარმოა. საქმეში არსებული ოქმები სრულად ასახავს საგამოძიებო მოქმედებე-ბის მიმდინარეობას, შინაარსსა და შედეგებს. დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერები ეკუთვნის სწორედ იმ პირებს ვისი გვარიც არის აღნიშნული ოქმებში.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, H-------- სახელმწიფო ნომრის ავტომობილის შესახებ დოკუმენტით ირკვევა, რომ ავტომანქანა „ნისან ფუგა“ ეკუთვნის თ---------- ქ--–----ს, რომლის პირადი ნომერია 6----------.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას თ. ქ--–----ს უდანაშაულოდ ცნობისა დ გამართლების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
დაცვის მხარე აპელირებს, რომ სატრანსპორტო ექსპერტიზის №---------- დასკვნაში არ-სად არაა მითითებული, რომ თ---------- ქ--–---- დამრღვევად უნდა იქნეს ცნობილი იმის გამო, ის შევიდა კონკრეტულ ქუჩაზე. დასკვნაში მითიტებულია, რომ მძღოლ თ---------- ქ--–----ს მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების მოთხოვნებს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლს, რომლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად გზაზე მოძრაობისას მძღოლმა არ უნდა განახორციელოს ქვეითთავის საფრთხის შემქმნელი მოქმედება, ხოლო იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, გზის სავალ ნაწილზე შესაბამისი საგ-ზაო მონიშვნით, საგზაო ნიშნით ან შუქნიშნით აღნიშნულ ქვეითთა გადასასვლელის არ-არსებობისას მძღოლი, რომელიც სხვა გზაზე შესასვლელად მოხვევას ასრულებს, ვალდე-ბულია გზა დაუთმოს ამ გზის სავალ ნაწილზე შესულ ქვეითებს.
ამდენად, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის აღნიშნულ პუნქტებში კატე-გორიულადაა მითითებული, რომ მაშინაც კი, თუკი გზის სავალ ნაწილზე არ არსებობს საგზაო ნიშანი, შუქნიშანი, ქვეითთა გადასასვლელი, მძღოლი სხვა გზაზე შესასვლელად მოხვევის შესრულებისას, ვალდებულია გზა დაუთმოს გზის სავალ ნაწილზე შესულ ქვე-ითს.
კონკრეტულ შემთხვევაში კი, როგორც შემთხვევის ადგილის დავალიერების ოქმით დას-ტურდება, ავტომანქანა ნისან ფუგა, რომელსაც მართავდა თ. ქ--–----, მოძრაობდა გ--------------ს ქუჩიდან ხ---–--- ქუჩაზე. ზ-------------------------თან განთავსებულია საგზაო ნიშანი „მოხვევა მარჯვნივ აკრძალულია“. ქვეითთა გადასასვლელზე ხ---–--- ქუჩის კვეთაში განთავსებულია საგზაო ნიშანი ,,შესვლა აკრძალულია“. ამასთან ხ---–--- ქუჩა გ------–---–ის ქუჩიდან ზ--------------------ს ქუჩის მიმართულებით არის ცალმხრივი მიმართულების.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს განაჩენის დასკვნას იმის თაობაზე, რომ თ---------- ქ--–----მ დაარღვია შემთხვევის ადგილზე განთავსებული საგზაო მოძრაობის ყველა ნიშანი და ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული საგზაო მოძრაობის წესების შესახებ კანონის მოთხოვნები.
დაცვის მხარე თავის სააპელაციო საჩივარში აპელირებს, რომ ავტოავარია გამოიწვია თა-ვად დაზარალებულ ჰ---- პ--–-------ს ქმედებამ. კერძოდ იმან, რომ იგი ავიდა ბორდიურ-ზე, შემობრუნდა უკან და დაიწყო უკან დაბრუნება, რომ აღნიშნული დასტურდება თ. ქ---–----სა და მოწმე ჭ--------ს ჩვენებებით. ექსპერტიზის დასკვნა კი დაეყრდნო დაზარა-ლებულ ჰ. პ--–-------ს ჩვენებას და ვიდეოკამერის დათვალიერების ოქმს, რომელიც დაუშვებლად იქნა ცნობილი.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს იმ გარემოებას, რომ ექსპერტიზის დასკვნის შედგენისას ექსპერტი დაეყრდნო მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას და ვიდეოსათვალთვალო კამე-რის ჩანაწერის ოქმს, რადგან ექსპერტი დასკვნაში უთითებს, და აღნიშნული სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროსაც დაადასტურა, რომ დაეყრდნო საქმის მასალებს და შემთხ-ვევის ადგილის მიმდებარედ არსებულ ვიდეოჩანაწერს, რომლის პროგრამული დემონს-ტრირება მოხდა ექსპერტიზის მიმდინარეობის პროცესში, შემთხვევის ადგილის მიმდება-რედ არსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერის დათვალიერების ოქმს.
რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ თ---------- ქ--–----ს ბრალეულობის მადას-ტურებლად მნიშვნელოვანია დაზარალებულის მოქმედების შეფასება, რომელიც მოუ-ლოდნელად შემობრუნდა და დაიწყო უკან სვლა, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ შემთხვე-ვის ადგილის დათვალიერების ოქმით და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ავტო-მანქანას კ.გ-------------ს ქუჩიდან მარჯვნივ ხ---–--- ქუჩაზე შესვლა ეკრძალება, და რომ თ.ქ--–----მ აღნიშნული მოთხოვნა უგულებელყო, რითაც დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნა და საფრთხე შეუქმნა ქვეითად მოსიარულე ჰ---- პ--–-------ს, რომელიც მოძრაობდა საგზაო მოძრაობის წესების შესაბამისად დარ-წმუნებული იმაში, რომ არანაირი საფრთხე არ ელოდა გ-------------ს ქუჩაზე მოძრავი თ.ქ--–----ს ავტომანქანისაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოტივაციას თ---------- ქ--–----ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენაში და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტან-ციის სასამართლოს მსჯავრდებულ თ---------- ქ--–----ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით, ხოლო სასჯელი დანიშნული აქვს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, რის გამოც არ არსებორბს გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულის სასიკეთოდ რაიმე ცვლილების შეტანის საფუძველი.
ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაჩენი თ---------- ქ--–-----ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყო-ფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
თ---------- ქ--–----ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
თ---------- ქ--–---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე 06 (ექვსი) თვით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
თ---------- ქ--–----ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებუ-ლი „NISAN FUGA“-ს მარკის ავტომანქანა, სახ. №---------, დაუბრუნდეს მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელა-ციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
თავმჯდომარე: marine imerliSvili
მოსამართლეები: vera doliZe
marina siraZe