განაჩენი

სისხლის სამართლის 30.01.2020
საქმის ნომერი
110100119002931532
ინსტანცია
თარიღი
30.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110100119002931532

საქმე №1/ბ-842-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 იანვარი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

ვერა დოლიძე (თავმჯდომარე)

მარინე იმერლიშვილი, მარინა სირაძე

 

სხდომის მდივნის _ გ--- კ------ის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ კ---- ს-----ის

ადვოკატის _ გ---- კ--–-------ს

მონაწილეობით,გამართლებულის _ მ----- შ----ის მონაწილეობის გარეშე,ღია სასამართლო სხდომაზე, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ----- შ----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქის (პირად №1----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ზესტაფონის რაიონის სოფელ ი-–--ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ----- შ----ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ ი-–--ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა მ----- შ----ემ, განაწყენების ნიადაგზე, საკუთარ არასრულწლოვან შვილს _ დ------ი შ----ეს (დაბ: 1--------- წ.) ერთხელ გაარტყა ხელი მარცხენა ლოყაში, რასაც ესწრებოდნენ დ------ შ----ის არასრულწლოვანი დედმამიშვილები _ მ----- შ----ე (დაბ:1--------- წ.) და ბ-–-- შ----ე (დაბ: 2--------- წ.). მ----- შ----ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად დ------ შ----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ზემოაღნიშნული ქმედების გამო მ----- შ----ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა ” და „ბ” ქვეპუნქტებით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 ნოემბრის განაჩენით:

 

მ----- შ----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

მ----- შ----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის №12/2-2019 განჩინებით მ----- შ----ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ზესტაფონის რაიონის სოფელი ი-–--ი, ს/კ 3-----------) დადებული ყადაღა.

 

გამართლებულ მ----- შ----ეს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.

 

იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:

 

· მ----- შ----ისგან ამოღებული მონაცრისფრო სპორტული შარვალი, მოლურჯო-მოიისფრო ზოლებიანი სვიტერი და შავი ფერის რეზინის დაბალყელიანი ფეხსაცმელი, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში _ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მ----- შ----ეს.

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს _ შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---- ს-----ემ, რომელმაც ითხოვა მ----- შ----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებზე მითითებით:

 

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მ----- შ----ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, კერძოდ: მ----- შ----ის მეუღლემ, მ------ ბ-----–--ემ 2019 წლის 27 თებერვალს, 112-ის ოპერატორთან გააკეთა შეტყობინება, რომ მ----- შ----ე სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა შვილს. მოწმის სახით დაკითხულმა ზესტაფონის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლებმა კ---- მ----–--ემ და პ---–- ლ---------–---–მა განმარტეს, რომ მათ მიერ მოხდა მ----- შ----ის დაკავება, რასაც საფუძვლად დაედო მისი მეუღლის _ მ------ ბ-----–--ის მითითება მ----- შ----ის მხრიდან შვილის, დ------ შ----ის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ. მოწმე ნ---- შ----ის ჩვენებიდან (უდავო მტკიცებულება) ირკვევა, რომ მისთვის მ------ ბ-----–--ისგან გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ მისი ძმა დაკავებული იყო არასრუწლოვანი შვილის, დ------ შ----ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. იგივე გარემოებებია დადგენილი მოწმე კ------- ხ-----------ის გამოკითხვის ოქმით. გამოძიების პროცესში მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც მ------ ბ-----–--ემ დეტალურად მიუთითა მომხდარის შესახებ და აჩვენა ის ადგილი, სადაც მ----- შ----ემ არასრუწლოვანი შვილის მიმართ განახორციელა ძალადობა. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოს წარედგინა მ----- შ----ის ბრალეულობის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებები, რომელთა სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---- ს-----ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულ მ----- შ----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ---- კ--–-------მ ითხოვა პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს მ----- შ----ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება მ----- შ----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:

 

დანაშაულის შესახებ №4----- შეტყობინებიდან ირკვევა, რომ 2019 წლის 25 თებერვალს, „112“-ში შევიდა მოქ. მ------ ბ-----–--ის შეტყობინება, მისი მეუღლის მხრიდან შვილების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.

 

მოწმის სახით დაკითხული შსს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების _ კ---- მ----–--ის და პ---–- ლ---------–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2019 წლის 25 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მიღებული იქნა შეტყობინება ზესტაფონის რაიონის სოფელ ი-–--ში ოჯახური ძალადობის თაობაზე. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც მათ დახვდათ მ----- შ----ე, მ------ ბ-----–--ე და მათი მცირეწლოვანი შვილები. მ------ ბ-----–--ის განმარტებით, მ----- შ----ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის შვილს _ დ------ შ----ეს, ხოლო მეორე შვილს _ მ----- შ----ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც მ----- შ----ე ადგილზე იქნა დაკავებული მათ მიერ.

 

მოწმე კ------- ხ-----------ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ მ----- შ----ე არის მისი მამიდაშვილი. იგი ხშირად იღებს ალკოჰოლურ სასმელებს, სიმთვრალის დროს ხდება აგრესიული და კონფლიქტური ურთიერთობა აქვს ოჯახის წევრებთან. 2019 წლის 25 თებერვალს მისთვის ცნობილი გახდა, რომ მ----- შ----ე დაუკავებიათ ზესტაფონის პოლიციის თანამშრომლებს ოჯახში განხორციელებული ძალადობისათვის. როგორც მისი მეუღლისგან _ მ------ ბ-----–--ისაგან გაიგო, მ----- შ----ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია უფროსი შვილისთვის _ მ----- შ----ისთვის, ხოლო მეორე შვილისთვის _ დ------ შ----ისთვის მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელი დაურტყამს სახეში. აღნიშნული ფაქტი მას არ უნახავს და არც კონფლიქტის ხმა გაუგონია, რადგან იმ დროს სახლში არ იმყოფებოდა.

 

მოწმე ნ---- შ----ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ მ----- შ----ე არის მისი ძმა. 2019 წლის 27 თებერვალს მისთვის ცნობილი გახდა მისი ძმის დაკავების შესახებ, რის გამოც დაურეკა თავის რძალს - მ------ ბ-----–--ეს და ჰკითხა თუ რატომ დააკავეს მ-----ი. მ------მა უთხრა, რომ მან ხელი დაარტყა დ------ის სახის არეში და მ-----ს უყვირა, რის გამოც დარეკა „112“-ში.

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა 6 წლის დაზარალებულმა დ------ შ----ემ მისთვის დასმულ არცერთ შეკითხვას არ გასცა პასუხი. მოწმეებმა მ------ ბ-----–--ემ და მ----- შ----ემ ისარგებლეს მოწმისათვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით _ არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის _ მ----- შ----ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

თავად ბრალდებულმა მ----- შ----ემ გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა ჩვენება სასამართლოს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, 2019 წლის 01 მარტს ჩატარებული პირადი შემოწმებისას, დ------ შ----ეს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად არ მიიჩნევს მ----- შ----ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნტებით წარდგენილ ბრალდებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს” და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ /El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia/13.12.2012).

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ მ----- შ----ემ სახის არეში გარტყა ხელი თავის არასრუწლოვან შვილს _ დ------ შ----ეს.

 

მ----- შ----ისათვის წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეფუძნებოდა არასრუწლოვანი დაზარალებულ დ------ შ----ისა და მოწმეების _ მ------ ბ-----–--ის და მ----- შ----ის გამოკითხვის ოქმებს, რომლებიც დ------ შ----ის მიმართ ძალადობაში ამხელდნენ მ----- შ----ეს, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას როგორც დ------ შ----ემ, ასევე მოწმეებმა მ------ ბ-----–--ემ და მ----- შ----ემ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს მათ მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ეყრდნობოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს.

 

რაც შეეხება მოწმეების _ ნ---- შ----ის, კ------- ხ-----------ის, კ---- მ----–--ისა და პ---–- ლ---------–---–ის ჩვენებებს, ისინი ირიბი ხასიათისაა, ვინაიდან, აღნიშნული მოწმეები არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და გადმოსცემენ მათთვის მ------ ბ-----–--ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ამდენად, მათი ჩვენები არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

 

სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მ----- შ----ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება მ----- შ----ის მსჯავრდების საფუძველი, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ამდენად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ მ----- შ----ის მიმართ 2019 წლის 07 ნოემბერს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 ნოემბრის განაჩენი მ----- შ----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.მ----- შ----ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

4.ცნობად იქნას მიღებული, რომ მ----- შ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის №12/2-2019 განჩინებით მ----- შ----ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ზესტაფონის რაიონის სოფელი ი-–--ი, ს/კ №3-----------) დადებული ყადაღა.

 

5.გამართლებულ მ----- შ----ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

6.ნივთიერი მტკიცებულებები საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: მ----- შ----ისგან ამოღებული მონაცრისფრო სპორტული შარვალი, მოლურჯო-მოიისფრო ზოლებიანი სვიტერი და შავი ფერის რეზინის დაბალყელიანი ფეხსაცმელი, რომლებიც ინახება შსს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში _ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მ----- შ----ეს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი დისკი, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს _ შენახული იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოცხადებისთანავე.

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/

 

მოსამართლეები: /მ.იმერლიშვილი/

 

/მ.სირაძე/