განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050100119002840999
საქმე №1/ბ-682-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 იანვარი, 2020 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე - მარინა სირაძე
მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი
ვერა დოლიძე
სხდომის მდივანი - გივი კაპანაძე
პროკურორის - ნ--- მ-------ის
ადვოკატის - ნ----- ჩ-------ის
მსჯავრდებულის - ი-----–- მ------–-–---–ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის ი-----–- მ------–-–---–ის მიმართ, დაბადებული: 1--------- წ.პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ოზურგეთი, სოფელი ს--–-----ი;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ი-----–- მ------–-–---–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 27 დეკემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ. ოზურგეთში, ჩ-----------ის ქუჩა N2-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში დ----- ნ---------ეს, ი-----–- მ------–-–---–მა განზრახ მოკვლის მიზნით, საოჯახო ტიპის დანით მარჯვნივ პარავერტებრალურ ხაზზე მე-10 და მე-11 ნეკნების დონეზე, მარცხენა ბეჭის არეში და მარცხენა მხარის სარტყლის წინა ზედაპირზე მიაყენა მრავლობითი ჭრილობები, მათ შორის გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა პლევრის დაზიანებით, რის შემდეგაც ჩათვალა რა თავისი განზრახვა სისრულეში მოყვანილი, დატოვა შემთხვევის ადგილი, ხოლო დ----- ნ---------ის სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი გახდა მისთვის დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 აგვისტოს განაჩენით ი-----–- მ------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და სასჯელის სახით განესაზღვრა 07 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 28 დეკემბრიდან.
2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - მსჯავრდებული ი-----–- მ------–-–---–ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ----- ჩ-------ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ი-----–- მ------–-–---–ის ქმედება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე (ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით) და დაენიშნოს ამ მუხლით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით სასამართლოს სრულად არ შეუსწავლია მთელი რიგი გარემოებები, ვერცერთი მოწმის ჩვენებით და ვერც წერილობითი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ ი-----–- მ------–-–---–ს წარმოეშვა დაზარალებულის მოკვლის განზრახვა.
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნ--- მ-------ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს უცვლელი დარჩეს გასაჩივრებული განაჩენი ი-----–- მეგრლიშვილის მიმართ.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მსჯავრდებულ ი-----–- მ------–-–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ნ----- ჩ-------ს, რომლებიც დაეთანხმნენ მათ მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--- მ-------ეს, რომელიც დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნა წ ი ლ ი:
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ი-----–- მ------–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ, სასამართლოში გამოკვლეულ და უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებებს, კერძოდ:
მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ დ----- ნ---------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ი-----–- მ------–-–---–ი არის მისი ცოლის, ი----- მ------–-–---–ის ძმა. დაქორწინების შემდეგ ი----- მ------–-–---–თან იდეალური ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა. მასთან სახლში სასაუბროდ მივიდა ი----- მ------–-–---–ი, თავის ოჯახის წევრებთან ერთად. თუმცა მათ არ მისცეს ერთმანეთთან საუბრის საშუალება, განსაკუთრებით აქტიურობდა ი----- მ------–-–---–ის დედა, რის გამოც დაიძაბა ვითარება. თავად ხელში დანა არ აუღია და არც არავის დამუქრებია. ი-----–- მ------–-–---–მა კი აიღო დანა და დაარტყა არაერთხელ. დ----- ნ---------ემ აღნიშნა, რომ ი-----–- მ------–-–---–ის პროვიცირებაში დიდი როლი ითამაშა დედამ, რამაც განაპირობა მისი ასეთი ქცევა.
მოწმის სახით დაკითხულ ი----- მ------–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 27 დეკემბერს, თავის ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა დეიდასთან სახლში. დ----- ნ---------ე რეკავდა ტელეფონზე, თუმცა არ პასუხობდა, რადგან დ-----თან განქორწინება სურდა. დ----- ნ---------ეს თხოვნის საფუძველზე წავიდნენ დ-----თან სახლში. როდესაც შევიდა სახლში, დ----- ნ---------ეს უთხრა, რომ განქორწინება სურდა. დ-----ი წინააღმდეგი იყო განქორწინების და თქვა, რომ თუ წავიდოდა ცუდად დამთავრდებოდა მათი ურთიერთობა. როდესაც დააპირა წასვლა, დ-----მა ხელში აიღო შავი საგანი, რომელიც ხელჯოხს გავს, თუმცა გახსნის შემდეგ მასში არის დანა. აღნიშნული საგნის დანახვაზე იკივლა, გაიქცა ოთახიდან, გავიდა გარეთ და ჩაჯდა მანქანაში. სახლიდან ასევე გამოვიდა ი-----–- მ------–-–---–ი და შემდეგ დ----- ნ---------ე, რომელიც მივარდა მანქანასთან და თხოვდა დარჩენას.
მოწმის სახით დაკითხვის დროს ლ--–- დ--------------ემ განმარტა, რომ არის ი-----–- მ------–-–---–ის დედა. 2018 წლის 26 დეკემბერს ჩამოვიდა თურქეთის რესპუბლიკიდან და მეორე დღეს მივიდა თავის დასთან რ---- ნ------ესთან, სადაც ასევე იყვნენ ი----- მ------–-–---–ი, ი-----–- მ------–-–---–ი, გ---- დ--------------ე, რ---- ნ------ე და გ-------– ნ------ე. დ----- ნ---------ემ არაერთხელ დარეკა ტელეფონზე. დ-----ს ტელეფონზე ესაუბრა გ---- დ--------------ე, რომელსაც დ-----თმა თხოვა, რომ მისულიყვნენ სასაუბროდ. დ----- ნ---------ესთან წავიდნენ გ-------– ნ------ის ავტომანქანით. შევიდნენ სახლში, სადაც დახვდათ დ----- ნ---------ე, რომელიც ამბობდა, რომ სურდა ი-----სთან ცხოვრება, თუმცა ი-----ს შვილები, რომელიც მას პირველი ქორწინებიდან ჰყავდა, უნდოდა რომ მასთან სახლში არ ყოფილიყვნენ. საუბრის დროს დააპირეს წასვლა და გ---- დ--------------ე გავიდა გარეთ. უეცრად ი-----მ იკივლა, დაინახა შავი საგანი, რომელიც იარაღი ეგონა და ი-----სთან ერთად გავიდა გარეთ. ოთახში დარჩნენ დ----- ნ---------ე, ი-----–- მ------–-–---–ი და რ---- ნ------ე.
მოწმის სახით დაკითხულ რ---- ნ------ის ჩვენებით ირკვევა, რომ არის ი-----–- მ------–-–---–ის დეიდა. 2018 წლის 27 დეკემბერს მასთან სახლში იმყოფებოდნენ მეუღლე - გ-------– ნ------ე, და - ლ--–- დ--------------ე, ძმა - გ---- დ--------------ე, დისშვილი - ი----- მ------–-–---–ი. დ----- ნ---------ემ დარეკა არაერთხელ. გ---- დ--------------ე ესაუბრა დ-----ს, რომელმაც მათი ნახვა ისურვა. დასახელებულ პირებთან ერთად წავიდა დ----- ნ---------ესთან. შევიდნენ დ----- ნ---------ის სახლში, სადაც დ-----ი დახვდათ მარტო, იჯდა დივანზე და უყურებდა ტელევიზორს. ი-----მ და დ-----მა დაიწყეს საუბარი. დ-----ი არ აძლევდა ი-----ს უფლებას, რომ პირველი ქორწინების დროს შეძენილი შვილები მიეყვანა სახლში. რადგან ვერ შეთანხმდნენ, ი-----მ უთხრა, რომ აიყვანდა ადვოკატს და სასამართლოს მიმართავდა. დ-----მა უთხრა ი-----ს, რომ თუ არ დარჩებოდა მასთან, კარგი ამბავი არ მოხდებოდა. ი-----მ დაასრულა საუბარი და უთხრა, რომ რაც უნდოდა ის ექნა, რადგან არ დარჩებოდა მასთან. საუბრის დასრულების გამო ოთახიდან გავიდა გ---- დ--------------ე. დაინახა, რომ დ-----ი რაღაც საგანს იღებდა დივნიდან, რა დროსაც ოთახიდან გავიდნენ ი----- მ------–-–---–ი და ლ--–- დ--------------ე. ოთახში მასთან ერთად დარჩნენ მხოლოდ ი-----–- მ------–-–---–ი და დ----- ნ---------ე. ი-----–-მ აიღო ოთახში არსებული მაგიდიდან დანა, მივიდა დ-----თან და დაარტყა დანა. დ-----ის ხელში დანა გახსნილი არ დაუნახავს. ი-----–-ს მხრიდან დ-----ისათვის დანის დარტყმის დროს ი----- მ------–-–---–ი ოთახში არ იმყოფებოდა. ი-----–-ს წაართვა დანა, ასევე დ-----ს გამოართვა მის ხელთ არსებული საგანი და ორთავე შეინახა. დანის დარტყმის შემდეგ პირველი ოთახიდან გავიდა ი-----–- მ------–-–---–ი, ხოლო შემდეგ კი დ----- ნ---------ე, რომელიც მივიდა მანქანასთან, სადაც ი----- იმყოფებოდა და ითხოვდა ი-----ს დარჩენას.
მოწმის სახით დაკითხულ გ---- დ--------------ის განმარტებით ირკვევა, რომ ი-----–- მ------–-–---–ი არის მისი დისშვილი. დაზარალებული დ----- ნ---------ე კი მისი დისშვილის - ი----- მ------–-–---–ის მეუღლე. 2018 წლის 27 დეკემბერს მივიდა სტუმრად თავის დასთან რ---- ნ------ესთან, სადაც იმყოფებოდნენ რ---- ნ------ე, ლ--–- დ--------------ე, ი----- მ------–-–---–ი, ი-----–- მ------–-–---–ი და გ-------– ნ------ე. ი-----ს ტელეფონი ხშირად რეკავდა, თუმცა ი----- არ პასუხობდა. როდესაც შეიტყო, რომ დ----- ნ---------ე რეკავდა დაელაპარაკა მას, რომელმაც უთხრა, რომ სურდა მათთან შეხვედრა. დასახელებულ პირებთან ერთად წავიდა დ----- ნ---------ეს სახლში. როდესაც მივიდნენ, გ-------– ნ------ე დარჩა ავტომანქანაში. თავად კი აღნიშნულ პირებთან ერთად შევიდა სახლში. დ-----მა და ი-----მ დაიწყეს საუბარი. ი-----ს კითხა თუ რა გადაწყვიტა. ი-----მ კი უთხრა რომ სურდა განქორწინება დ-----თან. დაეთანხმა ი-----ს არჩევას და გადაწყვიტა წასულიყვნენ. დ----- ნ---------ე მას ან ი-----–- მ------–-–---–ის არ დამუქრებია. პირველი ოთახიდან გამოვიდა თავად. შემდეგ კი ი----- მ------–-–---–ი და ლ--–- დ--------------ე. ოთახში დარჩნენ ი-----–- მ------–-–---–ი, რ---- ნ------ე და დ-----ი. გაიგონა ხმა და დაბრუნდა ოთახში, სადაც დაინახა, რომ ი-----–-ს და დ-----ს შორის იდგა რ---- ნ------ე. ი-----–- იყო აფექტურ მდგომარეობაში. რადგან სრულ ჭკუაზე არ იყო. როდესაც დაბრუნდა ოთახში მას შემდეგ დანის დარტყმას არ ქონდა ადგილი. ასევე არ დაუნახავს დანა ი-----–-ს ან დ-----ის ხელში. დაბრუნდა რა იმავე ოთახში, ი-----–- გამოწია ხელით, რომელიც შემდეგ გარეთ გაიყვანა დედამ და ი-----–- და ი----- ჩასვა მანქანაში. მისი ჩვენებით, ესაუბრებოდა დ-----ს, როდესაც დ-----ი გაიქცა მანქანისკენ და ეუბნებოდა ი-----ს, რომ არ წასულიყო.
მოწმის სახით დაკითხვის დროს გ-------– ნ------ემ განმარტა, რომ ი-----–- მ------–-–---–ი არის მისი მეუღლის დისშვილი. 2018 წლის 27 დეკემბერს, მასთან სახლში იმყოფებოდნენ მეუღლე რ---- ნ------ე, მეუღლის და - ლ--–- დ--------------ე, მეუღლის ძმა - გ---- დ--------------ე, მეუღლის დისშვილები - ი----- მ------–-–---–ი და ი-----–- მ------–-–---–ი. უთხრეს, რომ ი----- უნდა წაეყვანა სახლში. დასახელებული პირები ჩასხდნენ ავტომანქანაში და მიიყვანა დ----- ნ---------ის სახლთან. თავად მანქანიდან არ გადასულა. მანქანაში მსხდომი პირები შევიდნენ სახლში. დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ ი----- მივიდა მასთან და ჩაჯდა მანქანაში. შემდგომ მივიდა ი-----–- მ------–-–---–ი რომელიც ასევე დაჯდა მანქანაში. მათთან ასევე მივიდა დ----- ნ---------ე, რომელიც მიმართავდა ი-----ს, რომ ჩასულიყო მანქანიდან. ი-----მ უთხრა რომ გარიდებოდა დ-----ის სახლს და დაძრა ავტომანქანა, წავიდა და რამდენიმე მეტრის მოშორებით გააჩერა.
მოწმის სახით დაკითხვის დროს ტ---- მ---–--ემ განმარტა, რომ არის ქირურგი. შემთხვევის დღეს იყო მორიგე. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში მიიყვანა დ----- ნ---------ე. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის დროს ნახა, რომ დ----- ნ---------ეს გულმკერდის არეში ჰქონდა ოთხი ჭრილობა. ორი ერთ მხარეს და ორი მეორე მხარეს. ოთხივე ჭრილობა იყო გულმკერდის არეში. ოთხივე ჭრილობა იყო ნაკვეთი და ჩანდა კანქვეშა ცხიმი. არც ერთი მათგანი არ იყო ნაკაწრი. ტ---- მ---–--ემ აღნიშნა, რომ სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გარეშე, ასეთი სახის დაზიანებები გამოიწვევდა სიკვდილს.
სასამართლო სხდომაზე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა გ--–- ხ-----------ემ, მ-----– დ------მ, გ------ ს--–------ემ, ნ-–- ც---------ემ, გ---- უ----–--ემ და ექსპერტმა თ------ ს--------–--ემ დაადასტურეს, რომ ი-----–- მ------–-–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
მსჯავრდებულმა ი-----–- მ------–-–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
საქმეში წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ოზურგეთში, ჩ-----------ის ქ. N2-ში მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ სახლში, რომლის პირველი სართულის მისაღებ ოთახში პირდაპირ განთავსებულია ტახტი, სადაც უწესრიგოდ ალაგია ლეიბი, ბალიშები და გადასაფარებელი, აქვე ტახტზე მოთავსებულია მოლურჯო-მონაცრისფრო ფერის ტილო, რომელზეც აღინიშნება მოწითალო-მოყავისფრო სისხლის მაგვარი ლაქები, ოთახში სულ განლაგებულია ორი სავარძელი და ორი ტახტი...იატაკზე დაყრილია ქაღალდის ნაკუწები, პილიეთილენის პაკეტი, რომელიც გახსნილ მდგომარეობაშია და მისგან სავარაუდოდ ამოღებულია ერთჯერადი დანიშნულების შპრიცი, აქვეა მარლის ნაჭერი, რომელზეც აღინიშნება მოწითალო-მოყავისფრო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ექპერტის მიერ ამოღებულ იქნა მოლურჯო-მონაცრისფრო ფერის ტილო, რომელზეც აღინიშნება მოწითალო-მოყავისფრო სისხლის მაგვარი ლაქები, ასევე ამოღებულ იქნა ქაღალდის ნაჭრები, პილიეთილენის გახსნილი პაკეტი და მარლა, რომელზეც აღინიშნება მოწითალო-მოყავსფრო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები, რაც დალუქულ იქნა.
საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 28 დეკემბრის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ რ---- ნ------ეს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით წარმოადგინოს ამოსაღები ობიექტი, კერძოდ, ორი ცალი დანა, ამოღება ჩატარდა ნაბაყოფლობით და ამოღების წესით ამოღებულ იქნა: 1. სამზარეულოს დანიშნულების დანა ვერცხლისფერი პირითა და მოშავო ფერის ტარით. აღნიშნული დანა ნებაყოფლობით წარმოადგინა რ---- ნ------ემ და განმარტა, რომ აღნიშნული დანით ი-----–- მ------–-–---–მა მიაყენა დაზიანება დ----- ნ---------ეს 2018 წლის 27 დეკემბერს, დ----- ნ---------ის საცხოვრებელ სახლში. 2. მოშავო ფერის მოგრძო ვიწრო მილი, რომელშიც მოთავსებულია დანა ვერცხლისფერი მოგრძო ვიწრო პირით, დანის პირზე იკითხება BATON SWORD. დანას გააჩნია რკინის ტარი, რომლის შუა ნაწილი არის შავი ფერის, ხოლო ტარის საწყისი ნაწილი და დაბოლოება არის ვერცხლისფერი. აღნიშნული დანა ნებაყოფლობით წარმოადგინა რ---- ნ------ემ და განმარტა, რომ აღნიშნული დანა 2018 წლის 27 დეკემბერს პირადად წაართვა დ----- ნ---------ეს ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში, ი-----–- მ------–-–---–თან კონფლიქტის დროს.
მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით, სამედიცინო საბუთების მონაცემებით დ----- ნ---------ე მოთავსებული იქნა საავადმყოფოში 27.12.18წ. დაესვა დიაგნოზი: ნაკვეთი ჭრილობები გულმკერდის არეში; მარჯვენამხრივი ჰემოპნევმოთორაქსი. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნებიან მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით, სამედიცინო საბუთების მონაცემებით დ----- ნ---------ე მოთავსებული იქნა საავადმყოფოში 27.12.18წ. დაესვა დიაგნოზი: ნაკვეთი ჭრილობები გულმკერდის არეში; მარჯვენამხრივი ჰემოპნევმოთორაქსი. აღენიშნებოდა სამი ნაკვეთი ჭრილობა თითოეული ზომით 1X1სმ: 1) მარცხენა ბეჭის არეში; 2) მარცხენა მხრის სარტყლის წინა ზედაპირზე; 3) მარჯვნივ პარავერტებრულ ხაზზე მე-10-11 ნეკნების დონეზე. აღნიშნული ჭრილობები მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხოლო 4) ნაკვეთი ჭრილობა, არსებული მარჯვნივ პარავერტებრულ ხაზზე მე-10-11 ნეკნების დონეზე, ზომით 3X1 სმ. მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ- მჭრელი საგნის (საგნების) მოქმედებით და მათი ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნით, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:
- პაკეტში, წარწერით: "...შავტარიანი დანა ვერცხლისფერი პირით...", მოთავსებული დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის დ----- ნ---------ეს (ობ. N9; პაკეტი, წარწერით: "...დ----- ნ---------ისგან აღებული სისხლის ნიმუში..."). ამავე დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ. N 2) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის დ----- ნ---------ეს (ობ. N19), ხოლო მინორული წილი - ი-----–- მ------–-–---–ს (ობ. N18; პაკეტი წარწერით: "ნერწყვის ნიმუში ...ი-----–- მ------–-–---–ის პირის ღრუდან.").
- პაკეტში, წარწერით: "...მოშავო ფერის რკინის მილი რომელშიც მოთავსებულია ვერცხლისფერ პირიანი მოგრძო დანა...", მოთავსებული დანის პირზე არსებული მონარინჯისფრო დანაშრევები (ობ. N3) სისხლი არ აღმოჩნდა. დანის პირზე (ობ.N3) და ქარქაშზე (ობ. N5), გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. ამავე დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ. N4) გენეტიკური პროფილი შერეულია და იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.
სააპელაციო პალატაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ტრასოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით, რომელიც დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია, დასტურდება, რომ დ----- ნ---------ის წარმოდგენილი ტანსაცმლიდან (სვიტერი, როლინგი, ბრეტელიანი მაისური, სპორტული შარვალი) სვიტერზე, როლინგზე, ბრეტელიან მაისურზე არსებული ჭრით გამოწვეული დაზიანებების განვითარების შესაძლებლობა არ გამოირიცხება წარმოდგენილი შავი ფერის პლასტიკატისმაგვარი მასალის სახელურიანი დანით.... გამოსაკვლევად წარმოდგენილი ცალმხრივლესილი დანები წარმოადგენენ ცივ იარაღს.
სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ ი. მ------–-–---–მა ჩაიდინა განზრახი ქმედება, რომელიც მიმართული იყო დ----- ნ---------ის სიცოცხლის მოსპობისაკენ, თუმცა მსჯავრდებულისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო შედეგი, დ. ნ---------ის გარდაცვალება, სამედიცინო მკურნალობის შედეგად იქნა თავიდან აცილებული. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ემყარება საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, ექსპერტიზის დასკვნებს და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.
მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ი. მ------–-–---–მა დანის რამდენჯერმე დარტყმით დ. ნ---------ეს მიაყენა მრავლობითი ჭრილობები გულ-მკერდის არეში.
გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებული მ------–-–---–ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, რომ მ------–-–---–მა აღნიშნული ქმედება ჩაიდინა იმისთვის, რომ ოჯახი დაეცვა და რაიმე ფორმით შეეჩერებინა დ----- ნ---------ე. აღნიშნულ მოსაზრებას პალატა არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
აუცილებელი მოგერიების უფლება გააჩნია ყველა ადამიანს, მიუხედავად მისი პროფესიის, სპეციალური მომზადების თუ სამსახურეობრივი მდგომარეობისა. ეს უფლება მას გააჩნია იმისდა მიუხედავად, შეუძლია თუ არა სხვაგვარად აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას. სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილია, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი არსებობს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობა მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან, დგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და ისიც მიჩნეულია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად. იმისთვის, რომ ზუსტად იქნეს განსაზღვრული გადაცილდა თუ არა პირის მოქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებს, პირველ რიგში უნდა დადგინდეს, იმყოფებოდა თუ არა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ხოლო შემდეგ განისაზღვრის დაცვის მართლზომიერების ფარგლები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება იმ შემთხვევაში, როდესაც მისი ან სხვა პირის მიმართ ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება კი უკიდურესობით გამოწვეული მოქმედებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისათვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, რომ ხელყოფა არის მართლსაწინააღმდეგო, რაც იმავდროულად საფრთხეს უნდა უქმნიდეს სამართლით დაცულ სიკეთეს, ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი და თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას. მოცემულ შემთხვევაში მ------–-–---–ი არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რაც გამოიწვევდა ამ უკანასკნელის მხრიდან იმ საშუალების გამოყენების საფუძველს, რომლითაც დ. ნ---------ეს მიაყენა მრავლობითი ჭრილობები და მათ შორის გულმკერდის არეში.
პალატა, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას მიაპყრობს ი-----–- მ------–-–---–ის ოჯახის წევრების ჩვენებებს, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ი----- მ------–-–---–ი თავის ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა დ----- ნ---------ესთან სახლში.
საქმეზე დაკითხულ არც ერთ მოწმეს (გ---- დ--------------ე, ლ--–- დ--------------ე, რ---- ნ------ე, ი----- მ------–-–---–ი) ჩვენების მიცემის დროს არ უთქვამს, რომ დ----- ნ---------ე სიცოცხლის მოსპობით ან ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ი----- მ------–-–---–ს. მოწმე გ---- დ--------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ მას შემდეგ, რაც ი-----მ უარი განაცხადა შერიგებაზე და დ-----თან დარჩენაზე, ის გავიდა ოთახიდან, სახლიდან გამოსვლის შემდეგ გ----ს ასევე გამოყვნენ ი----- მ------–-–---–ი და ლ--–- დ--------------ე და ამის შემდგომ მოესმა ხმა ოთახიდან. ი----- მ------–-–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ დაინახა დ----- ნ---------ის ხელში შავი საგანი, რომელიც ხელჯოხს ჰგავს, თუმცა გახსნის შემდგომ მასში არის დანა. აღნიშნული საგნის დანახვაზე იკივლა და გაიქცა ოთახიდან. მისი ჩვენებით ასევე დასტუდება, რომ ნ---------ეს ხელჯოხი ეკავა ხელში გაუხსნელ მდგომარეობაში.
მოწმე ლ--–- დ--------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ ი-----ს კივილის შემდეგ, დაინახა შავი საგანი, რომელიც იარაღი ეგონა და ი-----სთან ერთად გავიდა გარეთ. დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებით დადგენილია, რომ დ----- ნ---------ე თხოვდა ი----- მ------–-–---–ს შერიგებას და მასთან სახლში დარჩენას, ხოლო წასვლის შემთხვევაში კი თქვა, რომ მათი ურთიერთობა ცუდად დამთავრდებოდა. ი----- მ------–-–---–ისა და ლ--–- დ--------------ის სახლიდან გასვლის შემდეგ, ოთახში რჩებიან: დ----- ნ---------ე, რომელსაც ხელში უჭირავს შავი საგანი, ი-----–- მ------–-–---–ი და რ---- ნ------ე. დადგენილია, რომ ამ მომენტიდან დ----- ნ---------ესთან ახლოს აღარ იმყოფება ი----- მ------–-–---–ი. მოწმე რ---- ნ------ის ჩვენებით დასტურდება, რომ ი-----–- მ------–-–---–მა ოთახში არსებული მაგიდიდან აიღო დანა, მივიდა დ-----თან და დაარტყა დანა. დ-----ის ხელში დანა გახსნილი არ დაუნახავს. ი-----–-ს მხრიდან დ-----ისთვის დანის დარტყმიოს დროს ი----- მ------–-–---–ი ოთახში არ იმყოფებოდა. ი-----–-ს წაართვა დანა, ასევე დ-----ს გამოართვა მის ხელთ არსებული საგანი და ორთავე შეინახა. ასევე დადგენილია, რომ დაჭრის შემდეგ, დ----- ნ---------ე სახლიდან გადის და მიდის ავტომანქანასთან, სადაც იმყოფება როგორც ი-----–- მ------–-–---–ი, ასევე ი----- მ------–-–---–ი, კვლავ ითხოვს ი----- მ------–-–---–ის დარჩენას და არ ემუქრება მას სიცოცხლის მოსპობით ან ჯანმრთელობის დაზიანებით. ამდენად, დ----- ნ---------ის ქცევა, რომელიც ი----- მ------–-–---–ის ოჯახის წევრებმა აღწერეს, არ იძლევა იმ დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ ი----- მ------–-–---–ის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ემუქრებოდა საფრთხე და რომ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მოქმედებდა ი-----–- მ------–-–---–ი, როდესაც დ----- ნ---------ეს ოთხჯერ დაარტყა დანა, მათ შორის გულ-მკერდის არეში.
შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნულ ვითარებაში ი-----–- მ------–-–---–ის ქმედება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებად, რადგანაც აუცილებელ მოგერიების მთავარი ნიშნები - თავდასხმა და თავდაცვის მიზანი მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს. სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ი----- მ------–-–---–ი ოთახში აღარ იმყოფებოდა, როცა ი-----–- მ------–-–---–მა დაარტყა რამდენჯერმე დანა დ----- ნ---------ეს. ასევე, საყურადღებოა დ----- ნ---------ის სხეულზე მიყენებული დაზიანებები, დაზიანების მიყენების დრო და ვითარება, მათი სიმრავლე და ადგილმდებარეობაც, რაც გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ი-----–- მ------–-–---–ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, რის გამოც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს. გასაჩივრებული განაჩენი ი-----–- მ------–-–---–ის მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ი-----–- მ------–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ----- ჩ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ი-----–- მ------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
მსჯავარდებულ ი-----–- მ------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 28 დეკემბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ტილო, ქაღალდის ნაჭრები, პოლიეთილენის გახსნილი პაკეტი, მარლა, დ----- ნ---------ისაგან აღებული სისხლის ნიმუში, რ---- ნ------ისაგან ამოღებული ორი ცალი დანა, ი-----–- მ------–-–---–ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომლებიც გადაგზავნილია საექსპერტო კვლევის მიზნით, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- ნინო ვაშალომიძისაგან ამოღებული დ----- ნ---------ის ტანსაცმელი ("ნაიკის" ფირმის სპორტული ზედა, გრძელსახელოიანი სვიტრი, მაისური და სპორტული შარვალი), დაუბრუნდეს დაზარალებულ დ----- ნ---------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- ი----- მ------–-–---–ისაგან ამოღებული "სამსუნგ გალაქსი ჯ7 ნეოს" ფირმის მობილური ტელეფონი მასში მოთავსებული სიმბარათით, დაუბრუნდეს ი----- მ------–-–---–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- ი-----–- მ------–-–---–ისაგან ამოღებული ტანსაცმელი (ნაჭრის ქურთუკი, ჯინსის შარვალი), დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ი-----–- მ------–-–---–ის ოჯახის სრულწლოვან წევრს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მარინა სირაძე
მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი
ვერა დოლიძე