განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002942282
საქმე №1ბ/1224-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ც-------–---–---ის
მსჯავრდებულ: ვ---------------–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ც-------–---–---ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------- მსჯავრდებულ ვ--------------–-----------------–---–ის დაბადებულის 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქის (პირადი #------------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ა-------–-------------------------–-------–ი, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ---------------–---–მა ჩაიდინა, -
სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნების თანდასწრებით, მათივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ (ორი ეპიზოდი);
ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მათ შორის, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრების მიმართ (ორი ეპიზოდი);
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის იანვრის თვის დასაწყისში, თბილისში, ვ---------–------------–---------------------------------------–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ---------------–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მომავალ მეუღლეს - ი--------–--ეს. კერძოდ, მის მიმართ იძალადა ყელზე ხელის მოჭერის ფორმით, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2019 წლის იანვრის თვის დასაწყისში, თბილისში, ვ---------–------------–---------------------------------------–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ---------------–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მომავალ მეუღლეს - ი--------–--ეს. ამავდროულად, მას ყელზე ხელის მოჭერითა და ჩანგლის დემონსტრირებით დაემუქრა, რომ მოკლავდა, რის შედეგადაც ი--------–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ვ---------------–---–ი 2019 წლის 21 იანვრიდან ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა ი--------–--ესთან და ამ უკანასკნელის არასრულწლოვან შვილებთან, გ------- და ვ-----------------–---–ებთან ერთად ცხოვრობდა თბილისში, ვ---------–--------------–---------------------------------------–ი. 2019 წლის 30 იანვარს, ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე მათ საერთო საცხოვრებელ სახლში, ვ---------------–---–მა 11 წლის ვ---------------–---–ისა და 12 წლის გ------- ბ------–---–ის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ი--------–--ეს, კერძოდ, რამოდენიმეჯერ დაარტყა მას მუშტი სახის არეში. დაახლოებით ერთ საათში მან კვლავ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ი--------–--ეს, კერძოდ, დაარტყა ხელი სახეში. ამავდროულად, ვ---------------–---–ის შეჩერების მიზნით, მასსა და ი--------–--ეს შორის ჩამდგარ გ------- ბ------–---–ს, ვ---------------–---–მა ყელში წაუჭირა ხელი, შეანჯღრია და კედელზე მიარტყმევინა თავი. განხორციელებულმა ძალადობრივმა ქმედებებმა ი--------–--ისა და გ------- ბ------–---–ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ვ---------------–---–ი 2019 წლის 21 იანვრიდან ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა ი--------–--ესთან და ამ უკანასკნელის არასრულწლოვან შვილებთან, გ------- და ვ-----------------–---–ებთან ერთად ცხოვრობდა თბილისში, ვ---------–--------------–---------------------------------------–ი. 2019 წლის 30 იანვარს, ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე მათ საერთო საცხოვრებელ სახლში, ვ---------------–---–მა 11 წლის ვ---------------–---–ისა და 12 წლის გ------- ბ------–---–ის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ი--------–--ეს. ამავდროულად, ვ-----------------–---–ი ი---------–--ესა და მის შვილებს დაემუქრა, რომ არ აცოცხლებდა, სისხლს დაღვრიდა და მათ გვამებს გაიტანდა სახლიდან. აღნიშნული ქმედებების შედეგად არასრულწლოვან ვ------- და გ------- ბ------–---–ებს და ი--------–--ეს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ვ---------------–---–ი 2019 წლის 21 იანვრიდან ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა ი--------–--ესთან და ამ უკანასკნელის არასრულწლოვან შვილებთან, გ------- და ვ-----------------–---–ებთან ერთად ცხოვრობდა თბილისში, ვ---------–--------------–---------------------------------------–ი. 2019 წლის 31 იანვარს, დილით, ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე მათ საერთო საცხოვრებელ სახლში, ვ---------------–---–მა 11 წლის ვ---------------–---–ისა და 12 წლის გ------- ბ------–---–ის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ი--------–--ეს. კერძოდ, რამოდენიმეჯერ დაარტყა მას მუშტი სახის არეში. ამავდროულად, ვ---------------–---–მა გ------- ბ------–---–ს მუშტი დაარტყა მხრის არეში და მოსთხოვა დისტანცია დაეცვა მისგან. განხორციელებულმა ძალადობრივმა ქმედებებმა ი--------–--ისა და გ------- ბ------–---–ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ვ---------------–---–ი 2019 წლის 21 იანვრიდან ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა ი--------–--ესთან და ამ უკანასკნელის არასრულწლოვან შვილებთან, გ------- და ვ-----------------–---–ებთან ერთად ცხოვრობდა თბილისში, ვ---------–-------------–---------------------------------------ში. 2019 წლის 31 იანვარს, დილით, ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე მათ საერთო საცხოვრებელ სახლში, ვ---------------–---–მა 11 წლის ვ---------------–---–ისა და 12 წლის გ------- ბ------–---–ის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ი--------–--ეს. ამავდროულად, ვ---------------–---–ი ი--------–--ესა და მის შვილებს დაემუქრა, რომ არ აცოცხლებდა და სისხლს დაღვრიდა. აღნიშნული ქმედებების შედეგად არასრულწლოვან ვ------- და გ------- ბ------–---–ებს და ი--------–--ეს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენით:
ვ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 30 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 03 (სამი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 03 (სამი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 30 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ---------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 03 (სამი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ვ---------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 31 იანვრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ც-------–---–---ემ; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ ვ---------------–---–ს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.
აპელანტი აღნიშნულ მოთხოვნას საფუძვლად უდებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ვ---------------–---–ისათვის დანიშნული სასჯელი შეუსაბამოდ მსუბუქია მის მიერ ჩადენილ ქმდებებეთან მიმართებით, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენი ვ---------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, - დაზარალებულ ი--------–--ის ჩვენებით, ასევე მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებით, პაციენტის სამედიცინო ბარათით და თავად ვ---------------–---–ის მიერ დანაშაულის აღიარებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ვ---------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილ დანაშაულთა მოტივი, მიზანი, ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედებების განხორციელების სახე, საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ვ---------------–---–მა თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაულ(ებ)ი, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს სასჯელის დანიშვნის დროს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ვ---------------–---–მა გარდა დაზარალებულ ი--------–--ის ჩვენებისა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მიერ გაკეთებულ განმარტებას იმის შესახებ, რომ მას სრულად აქვს გაცნობიერებული და გათავისებული, რომ ძალადობა არ შეიძლება, ასევე, იგი არ აპირებს დაზარალებულ ი--------–--ესთან თანაცხოვრებას. ასევე, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ დაზარალებულ ი--------–--ის განმარტებით მას ვ---------------–---–ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და სურს მისი მსუბუქად დასჯა.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული და არც სააპელაციო პალატის სხდომაზე გაჟღერებულა რაიმე ახალი გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლებოდა უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენი ვ---------------–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვისგამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენი ვ---------------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ც-------–---–---ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენი ვ---------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ვ---------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 30 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 03 (სამი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 03 (სამი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 30 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ---------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 03 (სამი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ვ---------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 31 იანვრიდან.
საქმეზე არსებული ნივთმტკიცება:
ვ---------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები, დალუქული ერთ პაკეტად, რაც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, მდებარე თბილისი, ნ------–---–-------------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი