განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002531913
საქმე #1ბ/2049-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: თ----------–-----–---–ის
ადვოკატის: მ--–--------–------–---–ის
მსჯავრდებულის: ბ--------–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თ----------–-----–---–ისა და მსჯავრდებულ ბ--------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--–--------–------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ბ--------–---–ის, დაბადებულის 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), განქორწინებულის, ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი გა--თლებით, რეგისტრირებულის: ქ-------–--–-----------------–---------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–---------------–----------–-------------------------------ში, მიმართ, და--შაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ--------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 24 მაისს, საღამოს საათებში, ქ. თ---–--–-----------------------ში მდებარე ბ--------ში, ბ--------–---–მა მეუღლეს, ლ---–-----------–-–---–ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის, თავისა და ხელების არეში, თმაში ჩაავლო ხელი და ძლიერად მოქაჩა. მოგვიანებით, ბ--------–---–მა ლ---–-----------–-–---–ს კვლავ თმა მოქაჩა ძლიერად. ბ--------–---–ის აღნიშნულმა ქმედებებმა ლ---–-----------–-–---–ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 ნოემბრის გა--ჩენით:
ბ--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული და--შაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, ბ--------–---–ს პატიმრობაში ყოფნის ვადის (2018 წლის 25 მაისიდან 2018 წლის 27 მაისის ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 105 (ას ხუთი) საათის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 ნოემბრის გა--ჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ----------–-----–---–მა, აგრეთვე, მსჯავრდებულმა ბ--------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ--–--------–------–---–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელმა თ----------–-----–---–მა მოითხოვა გასაჩივრებულ გა--ჩენში ცვლილების შეტა-- იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ ბ--------–---–ს ჩადენილი და--შაულისათვის განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
მსჯავრდებულმა ბ--------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ--–--------–------–---–მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს ბ--------–---–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი გა--ჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი გა--ჩენის დადგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თ----------–-----–---–ისა და მსჯავრდებულ ბ--------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--–--------–------–---–ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გა--ჩენი მსჯავრდებულ ბ--------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული გა--ჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ა--ლიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. გა--ჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი გა--ჩენის გამოსატა--დ. მსჯავრდებულ ბ--------–---–ის და--შაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდა--შაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტა--ა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).
საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ ლ---–-----------–-–---–ის ჩვენებით, მოწმეების - ა------------–-–---–ის, მ-------------–---–ის, ნ-------------–---–ის, ა-----------ის ჩვენებებით, ექსპერტ გ---–--------------–---–ის ჩვენებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით - სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბ--------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბ--------–---–ს და--შაული არ ჩაუდენია და მის მიერ და--შაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ლ---–-----------–-–---–მა განმარტა, რომ ბ--------–---–თან ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფება 2016 წლის 10 ნოემბრიდან. ისინი ერთად ცხოვრობდნენ ქ. თ---–--–-----------------------ში მდებარე ბ--------ში. მა--მდე ორი წელი იცნობდნენ ერთმანეთს. თა--ცხოვრების განმავლობაში მათ შორის იყო როგორც კონფლიქტური, ასევე კარგი პერიოდიც. 2018 წლის 24 მაისს მას (დაზარალებულს) და ბ--------–---–ს ერთმანეთთან კამათი მოუვიდათ ბ--------–---–ის დედის გ--------------–---–ის დაკარგულ სათვალესთან დაკავშირებით. აღნიშნული სათვალე 20 მაისს რესტორან ,,--------ში“ სტუმრების წასვლის შემდეგ მან (ლ---–-----------–-–---–მა) იპოვა და შესა--ხად გადასცა თავის მეჯვარე ა-----------ს. შემდეგ ბ--------–---–მა და გ--------------–---–მა მას (დაზარალებულს) და ა-----------ს სათვალის ქურდობა დააბრალეს, რამაც გამოიწვია კონფლიქტი და სიტუაციის დაძაბვა. მან (ლ---–-----------–-–---–მა) გ--------------–---–ს საუბრისას ტელეფონი გაუთიშა, რომელიც ქურდობას აბრალებდა. ბ--------–---–ი ამის გამო გაბრაზდა. როდესაც ბ--- მანქანიდან გადმოვიდა, მან (ლ---–-----------–-–---–მა) აივნიდან დაინახა, რომ ბ---ს გაბრაზებული სახე ჰქონდა და შეეშინდა, ბ--------–---–ს ბინის კარი გაუღო, შემდეგ დაჯდა აივანთან და ბალიში აიღო თავის დასაცავად. ბ--------–---–ი სახლში გაბრაზებული შევიდა და უთხრა, რატომ გაუთიშა დედამისს ტელეფონი, იმავდროულად, ბ---მ ფეხი დაარტყა სახის მარჯვენა მხარეს. დარტყმული იმდენად ეტკინა, რომ ხმაც ვერ ამოიღო. შემდეგ ბ--- თმაში წვდა და ძლიერად მოქაჩა, ასევე ხელებში მოუჭირა ხელები ძლიერად. იგი (დაზარალებული) იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ ყველა დარტყმა არც ახსოვს დეტალურად. მან (დაზარალებულმა) უთხრა ბ---ს, რომ ამის გამო ბოდიშს მოახდევინებდა, რაზეც ბ--- ბრაზდებოდა. მათი მცირეწლოვანი შვილი ხელში ეჭირა, როდესაც ბ---მ ხელი ძლიერად დაარტყა თავის არეში. შემდეგ იგი (დაზარალებული) დეიდასთან ცდილობდა დარეკვას, რა დროსაც ბ--------–---–მა ხელში ჩაარტყა და ტელეფონი ხელიდან გააგდებინა, თან უყვიროდა და აგინებდა, რომ არც ერთი მისი ნათესავი არ მიეყვა-- მასთან. ბ--------–---–მა ასევე დედამისს დაურეკა, რომ სწრაფად მისულიყო მასთან, რათა ცოლი არ შემოკვდომოდა ხელში. მას (დაზარალებულს) და ბ---ს შორის კვლავ სიტყვიერი კამათი მიმდინარეობდა, როდესაც მათთან მივიდნენ ბ---ს დედა - გ--------------–---–ი, ძმა - ნ--------–---–ი და დეიდის მეუღლე - გ---------------, თუმცა მათგან თა--დგომა და სოლიდარობა არ უგრძვნია, პირიქით, გამოირჩეოდნენ აგრესიულობით. მიუხედავად იმისა, რომ ნაცემი იყო და ნახევარი თმა ხელში ეჭირა, მან (ლ---–-----------–-–---–მა) ა-----------საც დაურეკა და სთხოვა მისულიყო, თუმცა ა-- ვერ მივიდა დაძაბული სიტუაციის გამო. ბ--------–---–მა ა--საც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ცოტა ხანში დედამისი და მისი დაც მივიდნენ, რომლებთა--ც ასევე ჰქონდათ აგრესიული საუბრები ბ--------–---–სა და მის ნათესავებს. შემდეგ ბ--------–---–მა და დედამისმა ბავშვის წაყვა-- გადაწყვიტეს, რის გამოც მას (ლ---–-----------–-–---–ს) საშინელი რეაქცია ჰქონდა და ბავშვი ჩაიხუტა. ბავშვის გამორთმევას ცდილობდა ბ---, რა დროსაც თმები ძლიერად მოქაჩა მას. ამ ფაქტს მისი და და დედაც შეესწრნენ. დედამისმა ბ---ს უთხრა - ჩემი თანდასწრებით რომ ამდენს ბედავ, წარმომიდგენია, როცა აქ არ ვიყავი, რას იზამდიო. შემდეგ მათ გამოიძახეს პოლიცია, რომელიც მივიდა ადგილზე და წაიყვანეს განყოფილებაში დაკითხვაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა, დაზარალებულის დედამ, მ-------------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით საღამოს 10:00 საათზე, იმყოფებოდა სახლში დასთან - ნ-------------–---–თან და შვილთან - ა------------–-–---–თან ერთად, რა დროსაც ნა------------–-–---–ის ტელეფონზე დარეკა ლ---–-----------–-–---–მა და აღელვებული ხმით სთხოვა, რომ სწრაფად მისულიყვნენ მასთან. ტელეფონში ისმოდა ბ--------–---–ის ყვირილისა და გინების ხმა, რომელიც იძახდა - ,,აქ არ დავინახო ეგენიო“. ის (მოწმე) და ა------------–-–---–ი ტაქსით მალევე მივიდნენ ლ---–-ს სახლში, საირმის ქუჩაზე, სადაც ასევე დახვდნენ ბ--------–---–ის დედა, ძმა და დეიდის მეუღლე. კონფლიქტი გ--------------–---–ის სათვალის გამო იყო წარმოქმნილი, რომლის ქურდობასაც აბრალებდნენ ლ---–-ს მეჯვარეს ა-----------ს. ადგილზე მისულებს მისი შვილი - ლ---–-----------–-–---–ი ატირებული და ნაცემი დახვდათ, რომელსაც სახეზე და ხელებზე დარტყმის კვალი წითლად ეტყობოდა. ლ---–-----------–-–---–მა მათ უთხრა, რომ ბ--------–---–მა სცემა. სიტუაცია დაძაბული იყო და ბ--------–---–ი არაადეკვატურად იქცეოდა. ბ---მ მათი თანდასწრებითაც გაიწია ლ---–-----------–-–---–ისკენ, რომელსაც მისაღებ ოთახში თმები მოქაჩა ძლიერად, ხოლო ლ---–-მ იკივლა. ყველანი აკავებდნენ ბ--------–---–ს. ამის შემდეგ ა------------–-–---–მა პოლიცია გამოიძახა, რომელიც დაახლოებით 10 წუთში მივიდა ადგილზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა, დაზარალებულის დეიდამ, ნ-------------–---–მა აჩვენა, რომ 2018 წლის 24 მაისს, ბ--------–---–სა და ლ---–-----------–-–---–ს ერთმანეთთან მწვავე კამათი მოუვიდათ ბ--------–---–ის დედის - გ--------------–---–ის სათვალის გამო, რომლის მოპარვასაც ლ---–-----------–-–---–ის მეგობარ ა-----------ს აბრალებდნენ. იმ დღეს, საღამოს საათებში, იგი (მოწმე) სახლში იმყოფებოდა თავის დასთან - მ-------------–---–თან და დისშვილთან - ა------------–-–---–თან ერთად, რა დროსაც დაურეკა ლ---–-----------–-–---–მა და აღელვებული ხმით სთხოვა, სასწრაფოდ მისულიყვნენ მასთან. ამავე დროს ტელეფონში ისმოდა ბ--------–---–ის ყვირილისა და გინების ხმა, რომელიც იძახდა, - ,,არც ერთი დაგინახოთ აქ მოსულიო“. მ-------------–---–ი და ა------------–-–---–ი სასწრაფოდ წავიდნენ საირმის ქუჩაზე ტაქსით, საიდა--ც ღამის საათებში დაბრუნდნენ. მათგან გაიგო, რომ ბ--------–---–მა ლ---–-----------–-–---–ი სცემა და მათი თანდასწრებით თმები მოქაჩა, რის გამოც გამოიძახეს პოლიცია. ლ---–-----------–-–---–ი პოლიციიდან, დაკითხვიდან დაბრუნდა დილის ექვს საათზე. ლ---–- მძიმე მდგომარეობაში იყო და არაფრის მოყოლის თავი არ ჰქონდა. სახეზე და ხელთან ჰქონდა სისხლჩაქცევები და ეტყობოდა ფიზიკური ძალადობის კვალი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა, დაზარალებულის დამ, ა------------–-–---–მა აჩვენა, რომ არაერთხელ შესწრებია ლ---–-----------–-–---–სა და ბ--------–---–ს შორის კონფლიქტურ ურთიერთობას. ასევე, მისი (მოწმის) თანდასწრებით ბ--------–---–ს უმნიშვნელო მიზეზის გამო სახეში გაურტყამს ხელი ლ---–-----------–-–---–ისთვის. 2018 წლის 24 მაისს, საღამოს საათებში, იმყოფებოდა სახლში დედასთან - მ-------------–---–თან და დეიდასთან - ნ-------------–---–თან ერთად. ამ დროს ლ---–-----------–-–---–მა დარეკა ნ-------------–---–ის ტელეფონზე, რომელმაც ხმამაღალ რეჟიმზე ჩართო ტელეფონი და ლ---–-ს ხმა ყველას ესმოდათ. ლ---–-ს ნამტირალევი ხმა ჰქონდა და მათ სთხოვდა - სასწრაფოდ მისულიყვნენ მასთან სახლში. ტელეფონში ასევე ისმოდა ბ--------–---–ის ყვირილისა და გინების ხმა, რომელიც იძახდა, რომ არც ერთი არ მისულიყო მათთან. ისინი სასწრაფოდ მივიდნენ საირმის ქუჩაზე, ლ---–-----------–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვდათ მოკუნტული და თმაგაწეწილი ლ---–-----------–-–---–ი, რომელსაც აშკარად ეტყობოდა, რომ ნაცემი იყო. სახლში ასევე იყვნენ ბ--------–---–ის დედა გ--------------–---–ი, რომელსაც ლ---–-ს და ბ---ს მცირეწლოვანი შვილი ეჭირა ხელში, ბ--------–---–ი, მისი ძმა ნიკა და ბ---ს დეიდის მეუღლე გ----------, რომელიც ბ---ს აშველებდა. ლ---–-----------–-–---–ს ლოყაზე და ხელებზე დაზიანებები ეტყობოდა. ბ--------–---–მა მათაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემდეგ იკამათეს ბ---ს მიერ ბავშვის წაყვა--ზე. ლ---–-----------–-–---–მა ბ---ს უთხრა, რომ ბავშვს არსად არ გაატანდა, რის გამოც ბ--- აგრესიული გახდა, მივარდა ლ---–-----------–-–---–ს და თმები ძლიერად მოქაჩა. ყველანი ცდილობდნენ ბ---ს გაშველებას. შემდეგ მან (მოწმემ) დარეკა 112-ში და გამოიძახა პოლიცია, რომელიც მალევე მივიდა ადგილზე.
სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა, დაზარალებულის მეგობარმა და მეჯვარემ, ა-----------მა გა--ცხადა, რომ 2019 წლის 20 მაისს, ლ---–-----------–-–---–მა და ბ--------–---–მა დაიწერეს ჯვარი და მონათლეს შვილი, რაც იმავე საღამოს აღნიშნეს რესტორან ,,--------ში“. ქეიფის შემდეგ, სახლში წასვლამდე, ლ---–-----------–-–---–მა ერთ-ერთ მაგიდაზე იპოვა სათვალე, რომელიც შესა--ხად მისცა მას (მოწმეს), რადგან, სავარაუდოდ, მათ რომელიმე ახლობელს დარჩებოდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ სათვალე ბ--------–---–ის დედას - გ--------------–---–ს ეკუთვნოდა. შეთანხმდნენ, რომ ბ--------–---–ი მას (ა-----------ს) სამსახურში გაუვლიდა და გამოართმევდა დედამისის სათვალეს, თუმცა შემდეგ ბ---ს სიცხე ჰქონდა და ვერ მიაკითხა. მან (მოწმემ) ლ---–-----------–-–---–ისგან შეიტყო, რომ, თურმე, გ--------------–---–ი მას სათვალის ქურდობას აბრალებდა, რის გამოც მეუღლეებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი. 2019 წლის 24 მაისს, ლ---–-----------–-–---–მა მას (ა-----------ს) მიაკითხა და გამოართვა სათვალე. იმავე დღეს, ღამის საათებში, ტირილით დაურეკა ლ---–-----------–-–---–მა და სთხოვა მასთან მისულიყო, რადგან ქურდობას აბრალებდნენ და ამის გამო ბ--------–---–ი მას (ლ---–-ს) სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. მას (მოწმეს) ტელეფონში ესმოდა ხმაური და ჩხუბის ხმა. ბ--------–---–ი იგინებოდა და მასაც (მოწმესაც) მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ვინაიდან გვიანი იყო, იგი დედამისმა არ გაუშვა მათთან. მოგვიანებით, ლ---–-----------–-–---–მა მას (ა-----------ს) დაურეკა და უთხრა, რომ პოლიცია გამოიძახა, ასევე ლ---–-სგან გაიგო, რომ იმ საღამოს ბ--------–---–მა იგი სცემა. ასევე ლ---–-----------–-–---–ისგან იცის, რომ ბ--------–---–ისგან ადრეც ჰქონია ადგილი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 25.05.2018წ, მოქ. ლ---–-----------–-–---–ის პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების და ნაჭდევის სახით (ზუსტი ლოკალიზაცია იხ. აღწერილობით ნაწილში). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
შემოწმების მომენტში ლ---–-----------–-–---–ი უჩივის თავის და ზურგის ტკივილს. მარცხენა მხრის სახსრის უკა-- ზედაპირზე აღენიშნება განივად მდებარე მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 2X0,5 სმ. ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთები აღინიშნება: კისრის უკა-- ზედაპირზე ზემო მესამედში ზომით 1X0,5 სმ; მარცხენა დვრილისებრი მორჩის საპროექციოდ ზომით 0,7X0,5 სმ. ყვრიმალის მიდამოში მარჯვნივ აღინიშნება კანის დონეზე მდებარე მოწითალო ფერის ნაზი ფუფხით დაფარული უსწორო ფორმის ნაჭდევი ზომით 0,8X0,2 სმ. იმ მოტივით, რომ სხვა მიდამოებში დაზიანებები არ აქვს, ტანსაცმლის გახდაზე უარი გა--ცხადა (ს.ფ. 32-33). აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარების ფაქტი და გაცემული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა გ---–--------------–---–მა.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული და--შაულისაგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. და--შაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ და--შაულში მითითებული „ძალადობა“ გაგებულ უნდა იქნას, როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს ზედაპირზე არა--ირი კვალი არ დაეტყოს. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ ტკივილის შეგრძნება სუბიექტური განცდაა და დაზარალებული პირველ რიგში წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია გა--ცხადოს, განხორციელებულმა ძალადობამ (ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ) მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი.
პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ლ---–-----------–-–---–ის ჩვენება, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ ბ--------–---–ის მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად განიცადა ტკივილი - სრულ თანხვედრაშია მოწმეთა (ა------------–-–---–ის, მ-------------–---–ის, ნ-------------–---–ის, ა-----------ის, გ---–--------------–---–ის) ჩვენებებთან და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან. სააპელაციო პალატის შეფასებით, დაზარალებულის ზემოაღნიშნული ჩვენება აკმაყოფილებს უტყუარობისა და დამაჯერებლობის მაღალ სტანდარტს. სააპელაციო პალატა ბ--------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ბ--------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით და--შაულებრივი ქმედების ჩადენას.
რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რომ ბრალდების მხარის მოწმეები ცრუობენ ლ---–-----------–-–---–ისთვის მიყენებულ დაზიანებებთან დაკავშირებით, როდესაც უთითებენ, თითქოსდა, სახლში მისულებმა დაინახეს ლ---–-----------–-–---–ის სახეზე და ხელებზე დაზიანებები, რაც ეწინააღმდეგება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, აღნიშნულ მოსაზრებას სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია ლ---–-----------–-–---–ის ყვრიმალის მიდამოში დაზიანების შესახებ, იმავდროულად, მითითებულია, რომ დაზარალებულმა უარი გა--ცხადა ტანსაცმლის გახდაზე იმ მოტივით, რომ სხვა მიდამოში დაზიანებები არ აქვს.
სააპელაციო საჩივარში მსჯავრდებული და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი მიუთითებენ, რომ გა--ჩენის დასაბუთებისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხოლოდ ბრალდების მხარის მოწმეებით და ყურადღებას არ ამახვილებს დაცვის მხარის მოწმეებზე, კერძოდ, გ----------ს, გ--------------–---–ისა და ნ-----–---------–---–ის ჩვენებებზე, რომლებმაც კატეგორიულად გამორიცხეს ბ--------–---–ის მხრიდან და--შაულის ჩადენა. დაცვის მხარის აღნიშნულ პრეტენზიას სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება. სააპელაციო პალატა, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ ზემოხსენებულ მოწმეთა ჩვენებები პირველი ინსტანციის სასამართლოს გა--ჩენში დეტალურადაა მიმოხილული. პირველი ინსტანციის სასამართლოს გა--ჩენის მსგავსად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოწმეების - გ----------ს, გ--------------–---–ისა და ნ-----–---------–---–ის ჩვენებებს ბ--------–---–ის უდა--შაულობის შესახებ. ჯერ ერთი, პალატა ყურადღებას გაამახვილებს ზემოხსენებულ მოწმეთა (მათ შორის დაცვის მხარის მოწმეების) ჩვენებებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გ--------------–---–ი, ნ-----–---------–---–ი და გ---------- ბ--------–---–ისა და ლ---–-----------–-–---–ის საცხოვრებელ ბინაში მივიდნენ მოგვიანებით, ანუ მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულ ბ--------–---–ს მეუღლის, ლ---–-----------–-–---–ის მიმართ ძალადობრივი ქმედებები (დარტყმა სახის არეში, თმების მოქაჩვა, ხელებში ხელების ძლიერად მოჭერა) ძირითადად უკვე განხორციელებული ჰქონდა. ამას გარდა, პალატის აზრით, უტყუარობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით, ბრალდების მხარის მოწმეებს მეტი პრიორიტეტი უნდა მიენიჭოთ, ვინაიდან მოწმეები – ა------------–-–---–ი, მ-------------–---–ი, ნ-------------–---–ი, ა-----------ი არიან ის პირები, რომლებმაც კონფლიქტის დროს მობილურ ტელეფონზე უშუალოდ მოისმინეს ბ--------–---–ის გინების, ჩხუბის ხმა, რომელმაც მათაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო ა------------–-–---–მა და მ-------------–---–მა შემთხვევიდან მოკლე ხანში ნახეს ნაცემი, აღელვებული და ნამტირალევი ლ---–-----------–-–---–ი, რომელსაც მათი თანდასწრებითაც ბ--------–---–მა მოქაჩა თმებზე. ამასთან, ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებები შესაბამისობაშია დაზარალებულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლითაც დადგენილი და დადასტურებულია ლ---–-----------–-–---–ზე დაზიანებები სისხლნაჟღენთების და ნაჭდევის სახით. ამდენად, ბრალდების მხარის მოწმეების მიერ გადმოცემული ინფორმაცია გასაზიარებლობისა და სარწმუნოობის მაღალი ხარისხით ხასიათდება.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარში პროკურორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გა--ჩენით ბ--------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, უსამართლო და შეუსაბამო მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან, იგი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი და--შაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. გარდა ამისა, სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბ--------–---–მა გა--ხორციელა ფიზიკური ძალადობა მეუღლის მიმართ. სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელანტმა ასევე გა--ცხადა, რომ მხედველობაში მისაღებია და--შაულებრივი ქმედების შემდგომ მსჯავრდებულის დამოკიდებულება დაზარალებულთან, კერძოდ, ის გარემოება, რომ ისინი არ შერიგებულან და ბ--------–---–ი და--შაულის ჩადენას არ აღიარებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ ბ--------–---–ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს გა--ჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტი აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ფიზიკური ძალადობა მეუღლის მიმართ – ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო პალატის მიერ. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს ბ--------–---–ის მიერ ჩადენილი, საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური მხარის ნიშნებს, ურომლისოდაც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული და--შაული სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი და--შაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მიხედვით, ბრალდებულს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოიყენოს დუმილის უფლება, მას აქვს კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავის შეკავების უფლება, უფლება, არ დაიბრალოს და--შაული, ასევე ბრალდებული უფლებამოსილია არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციებით ნათლად ჩანს, კანონმდებელმა ბრალდებულს მიანიჭა უფლება, არ ითა--მშრომლოს გამოძიებასთან, არ დაიბრალოს და--შაული და ამ უფლების გამოყენება ბრალდებულის მხრიდან არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის აპელირებას, რომ მსჯავრდებული არ არის შერიგებული დაზარალებულთან, აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა აცხადებს, რომ დაუშვებელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთი გარემოება, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას სისხლის სამართლის კანონი მას არ ავალდებულებს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის რაიმე ახალი კონფლიქტის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ ბ--------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული და--შაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული და--შაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თა--ზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ და--შაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი და--შაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სასჯელების შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ ჩადენილი და--შაულისთვის დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლაციაში, რაც სრულად შეესაბამება, ზოგადად, სასჯელის მიზნების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გა--ჩენს ბ--------–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სახის სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ. პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი და--შაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის და--შაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ბ--------–---–ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის და--შაული, მსჯავრდებული არის მცირეწლოვანი შვილის მამა, რომლის აღზრდაშიც იღებს მონაწილეობას, დასაქმებულია და ოჯახის მარჩენალია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ბ--------–---–ისთვის დანიშნულ სასჯელს სამართლია--დ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილ და--შაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი და--შაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 ნოემბრის გა--ჩენი მსჯავრდებულ ბ--------–---–ის მიმართ, არის დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თ----------–-----–---–ისა და მსჯავრდებულ ბ--------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--–--------–------–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გა--ჩენი ბ--------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თ----------–-----–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
მსჯავრდებულ ბ--------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--–--------–------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 ნოემბრის გა--ჩენი ბ--------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ბ--------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული და--შაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, ბ--------–---–ს პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2018 წლის 25 მაისიდან 2018 წლის 27 მაისის ჩათვლით - გათვალისწინებით, შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 105 (ას ხუთი) საათის ვადით;
ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ბ--------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს, გა--ჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;
მსჯავრდებულ ბ--------–---–ს, საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულ ბ--------–---–ის მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ნივთიერი მტკიცებულება:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
ბ--------–---–ის პირადობის მოწმობა (ID ბარათი), დაუბრუნდეს ბ--------–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
გა--ჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთა--ვე და ექვემდებარება აღსრულებას;
გა--ჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. კახეთელიძე