განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.01.2020
საქმის ნომერი
330210016001216954
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისა და ცილისწამების თოაბაზე
თარიღი
31.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001216954

საქმე № 2ბ/5275-2017

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია

მოსამართლეები - მერაბ ლომიძე, გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - ელ---- კი-–---

წარმომადგენელი - არჩილ ჩუბინიძე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე-- ბ----–--

წარმომადგენელი - გიგა კვერენჩხი-–---

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ე-- ბ----–--ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ელ---- კი-–---ს დაევალა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გამოშვებაში "კურიერი 3 საათზე", თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების (სამოქალაქო საქმეზე №2/650-16) შესახებ ცნობის გამოქვეყნება შემდეგი სახით: "სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ელ---- კი-–---მ, 2015 წლის 10 და 14 დეკემბერს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გამოშვებაში - "კურიერი 3 საათზე", ინტერვიუების მიცემისას, გაავრცელა ე-- ბ----–--ს მიმართ შემდეგი ინფორმაცია: "ე-- ბ----–-- პოლიტპატიმრების სიებში გარკვეული ადამიანებისგან გარკვეულ გასამრჯელოს იღებდა..."; "...კომიტეტმა განიხილა ეს საქმე - ბო------–---–-ს განცხადება და მიმართვა, დადებითი შეფასება მისცა მას და კოკაინის სკანდალზე გასამართლებული ხუთივე პირი და ნ-------- ბო------–---–- ჩასვეს პოლიტპატიმრების სიაში. (მაშინდელი მინისტრის მოადგილის... და მინისტრის... უშუალო ჩარევით ყველა მათგანი ამოღებულ იქნა ამ სიიდან). დაიწყო უკვე ბ----–-- (-მ----- კ-------ის) ტანდემმა და მე მაქვს ინფორმაცია, რომ ა-–---- ე-–---–---–ი სწორს ამბობს: ნ-------- ბ--------–---–ს გადახდილი აქვს 2-- 000 დოლარი ბედ და დანარჩენი თანხა უნდა გადაეხადა მას შემდეგ, რაც ეს პრობლემა მოგვარდებოდა და აღნიშნული პირები საპყრობილეს დატოვებდნენ. ისინი უკვე მიხვდნენ, რომ პოლიტპატიმრების სიით გათავისუფლება არ გამოდის და დაიწყეს შეწყალებისკენ სვლა...". სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული განცხადებები არ შეესაბამება სინამდვილეს და არის ცილისმწამებლური." ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების წესი, კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. პუნქტში მითითებული ცნობის გამოქვეყნება უნდა მოხდეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში. მოპასუხე ელ---- კი-–---ს, ე-- ბ----–--ს სასარგებლოდ დაეკისრა, მორალური ზიანის ანაზღაურება 1500 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ე-- ბ----–--ს, სარჩელის დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

გასაჩივრებული გადაწყვეტილება უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას არ შეიცავს.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. ე-- ბ----–-- 2012 წლის 21 ოქტომბერს არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ და 2015 წელსაც (სადავო განმცხადებების გავრცელების დროს) იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას (იხ. საქართველოს პარლამენტის 21.10.2012 წლის დადგენილება, ს.ფ. 67; მოსარჩელე მხარის ახსნა - განმარტება; 16.02.2017 წლის სხდომის ოქმი, ს.ფ. 121-130, აუდიოჩანაწერი, დისკი, ს.ფ. 136).

 

2.2. მოპასუხე ელ---- კი-–--- არის შპს „მედიაჰოლდინგი ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი (იხ. ვიდეოჩანაწერი, დისკი, ს.ფ. 20).

 

2.3. ელ---- კი-–---მ 2015 წლის 10 დეკემბერს, შპს „ტელეკომპანია რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში განაცხადა: „...დიახ, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდები, ეჭვები იმის თაობაზე, რომ შეწყალების კომისიაში მაღალჩინოსნები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები და ცდილობდნენ პატიმრების შეწყალებას, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების სიების შედგენისას, ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ მიდიოდა ვაჭრობა. მაგალითად, ე-- ბ----–-- პოლიტპატიმრების სიებში გარკვეული ადამიანებისგან გარკვეულ გასამრჯელოს იღებდა. ამიტომ მე კონკრეტულად შემიძლია ვთქვა, რომ ე-- ბ----–-- არ არის ერთადერთი ადამიანი, აქვე, ასევე არის მ----- კ-------ე, პარლამენტის ვიცე - სპიკერი და ჩემდა გასაოცრად, ეს ადამიანები იყვნენ უფლებადამცველები წარსულში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დღეს უკვე პატიმრების შეწყალების ხარჯზე აკეთებდნენ ფულს“ (იხ. 16.02.2017 წლის სხდომის ოქმი, ს.ფ. 121-130, აუდიოჩანაწერი, დისკი, ს.ფ. 136; ელ---- კილაძის ინტერვიუ, ვიდეოჩანაწერი, დისკი, ფაილი 001, ს.ფ. 20).

 

2.4. ელ---- კი-–---მ 2015 წლის 14 დეკემბერს, შპს „ტელეკომპანია რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში განაცხადა: „ყველა მოქმედ პირს, ამ დანაშაულის, ჰქონდა მისჯილი 30 წელი, 24 წელი და 16 წელი. 5 პირია სულ დაკავებული. კომიტეტმა განიხილა ეს საქმე - ბო------–---–-ს განცხადება და მიმართვა, დადებითი შეფასება მისცა მას და კოკაინის სკანდალზე გასამართლებულ ხუთივე პირს და ნ-------- ბო------–---–- ჩასვეს პოლიტპატიმრების სიაში. მაშინდელი მინისტრის მოადგილის გელა ხვედელიძის და მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩარევით ყველა მათგანი ამოღებულ იქნა ამ სიიდან. დაიწყო უკვე ბ----–-- - მ----- კ-------ის ტანდემმა და მე მაქვს ინფორმაცია, რომ ა-–---- ე-–---–---–ი სწორს ამბობს: ნ-------- ბ--------–---–ს გადახდილი აქვს 2-- 000 დოლარი ბედ და დანარჩენი თანხა უნდა გადაეხადა მას შემდეგ, როცა ეს პრობლემა მოგვარდებოდა და აღნიშნული პირები საპყრობილეს დატოვებდნენ. მათ უკვე მიხვდნენ, რომ პოლიტპატიმრების სიით გათავისუფლება არ გამოდის და დაიწყეს შეწყალების კომისიისკენ სვლა” (იხ. 16.02.2017 წლის სხდომის ოქმი, ს.ფ. 121-130, აუდიოჩანაწერი, დისკი, ს.ფ. 136; ელ---- კილაძის ინტერვიუ, ვიდეოჩანაწერი, დისკი, ფაილი 001, ს.ფ. 20).

 

2.5. 2015 წლის 22 დეკემბერს, შპს „ტელეიმედთან“ საუბრისას, სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში და 2015 წლის 22 დეკემბერს, გადაცემა „არჩევანში“ მიწვეულმა ელ---- კი-–---მ განაცხადა, რომ ნარკორეალიზატორების მფარველ ე-- ბ----–--ს პატივი და ღირსება არ გააჩნია (იხ. DVD დისკი: შპს „ტელეიმედის“ 22.12.2015 წლის ჩანაწერი (ფაილი 004); გადაცემა „არჩევანის“ 22.12.2015 წლის ჩანაწერი (ფაილი 005); სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტი (ფაილი 007); ს.ფ. 20).

 

2.6. შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი-ს“ გადაცემა „20:30“-ისთვის ინტერვიუს მიცემისას ელ---- კი-–---მ, ზემოაღნიშნულ საკითხებზე კომენტირებისას, განაცხადა, რომ ე-- ბ----–--ს ჰქონდა არაჯანსაღი მატერიალური ინტერესი (იხ. გადაცემა „20:30“ის სიუჟეტი, ვიდეოჩანაწერი, DVD დისკი, ფაილი 006, ს.ფ. 20).

 

2.7. შპს „იბერია TV“-ს ეთერში, გადაცემა „პრიორიტეტში“ მიწვეულმა ნ-------- ბ--------–---–მა არ დაადასტურა მის მიერ ე-- ბ----–--სთვის ფულის მიცემის ფაქტი (იხ. ვიდეო-ჩანაწერი, DVD დისკი, (ფაილი 008), ს.ფ. 20).

 

2.8. 2016 წლის 18 მარტს, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N074081215802 საქმეზე, შეწყალების კომისიის თავმჯდომარის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენის ფაქტზე (იხ. 18.03.2017 წლის დადგენილება, 90-95).

 

2.9. 2016 წლის 9 მარტს, სისხლის სამართლის N074081215802 საქმიდან, ცალკე წარმოებად გამოიყო N074090316801 საქმე, ნარკოდანაშაულისათვის მსჯავრდებული პირების შეწყალების საკითხის დადებითად გადაწყვეტის მიზნით, ცალკეულ მოხელეთა მიერ ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე (იხ. 18.03.2017 წლის დადგენილება, 90-95).

 

2.10. ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოწმის სახით დაკითხულმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის წევრმა - ალექსანდრე ე-–---–---–მა განმარტა, რომ 2014 წლის დასაწყისში, მობილურ ტელეფონზე უკავშირდებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მ----- კ-------ე და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ე-- ბ----–--, რომლებიც კატეგორიულად მოითხოვდნენ განსაკუთრებული გარემოებებით ე.წ. „კოკაინის“ საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალების საქმის განხილვას. მოწმემ განაცხადა, რომ მათი შეწყალების საქმეების განხილვა არ მომხდარა, რადგან მსჯავრდებულები არ აკმაყოფილებდნენ შეწყალების საკითხის განხილვისთვის დადგენის კრიტერიუმებს. ასევე, ა-–---- ე-–---–---–მა განაცხადა, რომ 2014 წლის გაზაფხულზე, მასთან მივიდა თანამდებობის პირი, რომელმაც უთხრა, რომ მ----- კ-------ეს და ე-- ბ----–--ს წინასწარ აღებული ჰქონდათ 2-- 000 აშშ დოლარი, ე.წ. „კოკაინის“ საქმეში მსჯავრდებული პირების საკითხის განხილვაში და მისი დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ჯამში უნდა მიეღოთ მილიონნახევარი აშშ დოლარი. გამოძიების ფარგლებში, ა-–---- ე-–---–---–ის სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონზე დაინიშნა სხვადასხვა სახის ექსპერტიზა, თუმცა გამოსაკვლევი მობილური ტელეფონის მოდელისთვის განკუთვნილი სათანადო პროგრამულ - ტექნიკური საშუალებების არარსებობის გამო, ვერ მოხერხდა მობილური ტელეფონის მეხსიერებიდან წაშლილი ინფორმაციის აღდგენა. ასევე, მოწმის მიერ დასახელდა პირები, რომლებსაც მისი განმარტებით, მან მიაწოდა ინფორმაცია კორუფციული გარიგების შესახებ, თუმცა, გამოძიების მიერ მოწმის სახით დაკითხულმა დასახელებულმა პირებმა აღნიშნული ინფორმაციის მიღების ფაქტი კატეგორიულად უარყვეს. მოხმობილ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა ე.წ. „კოკაინის საქმეზე“ მსჯავრდებული პირებსა და ე-- ბ----–--ს (ასევე, მ----- კ-------ის) შორის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით კორუფციული გარიგების ფაქტი და დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის გამო შეწყდა გამოძიება (იხ. 18.03.2017 წლის დადგენილება, 90-95).

 

2.11. მოსარჩელე ე-- ბ----–-- არის ”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის ”ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო პირი - "საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი, სახელდობრ, საქართველოს პარლამენტის წევრი.

 

2.12. ელ---- კილაძის მიერ, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით გავრცელებული სადავო განცხადებები - "ე-- ბ----–-- პოლიტპატიმრების სიებში გარკვეული ადამიანებისგან გარკვეულ გასამრჯელოს იღებდა..."; "...კომიტეტმა განიხილა ეს საქმე - ბო------–---–-ს განცხადება და მიმართვა, დადებითი შეფასება მისცა მას და კოკაინის სკანდალზე გასამართლებული ხუთივე პირი და ნ-------- ბო------–---–- ჩასვეს პოლიტპატიმრების სიაში. (მაშინდელი მინისტრის მოადგილის... და მინისტრის... უშუალო ჩარევით ყველა მათგანი ამოღებულ იქნა ამ სიიდან.) დაიწყო უკვე ბ----–-- (მ----- კ-------ის) ტანდემმა და მე მაქვს ინფორმაცია, რომ ა-–---- ე-–---–---–ი სწორს ამბობს: ნ-------- ბ--------–---–ს გადახდილი აქვს 2-- 000 დოლარი ბედ და დანარჩენი თანხა უნდა გადაეხადა მას შემდეგ, რაც ეს პრობლემა მოგვარდებოდა და აღნიშნული პირები საპყრობილეს დატოვებდნენ. ისინი უკვე მიხვდნენ, რომ პოლიტპატიმრების სიით გათავისუფლება არ გამოდის და დაიწყეს შეწყალებისკენ სვლა..." წარმოადგენს ელ---- კილაძის მიერ გავრცელებულ მტკიცებად ფაქტს და არა - ელ---- კილაძის აზრს, შეხედულებას ე-- ბ----–--ს შესახებ. ამასთან, ამ სადავო განცხადებებს, თავად ელ---- კი-–--- არ მოიხსენიებს თავის შეხედულებად, აზრად. მოპასუხე, როგორც ინტერვიუს დროს, ისე სასამართლოსთვის ახსნა - განმარტების მიცემისას, ხშირად მიუთითებდა სიტყვებს: "მე მაქვს ინფორმაცია..., ჩემი ინფორმაციით...," რითაც ერთხელ კიდევ ადასტურებდა მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ფაქტების შესახებ განცხადებების გავრცელებას, რომელიც გავრცელებამდე რაიმე გზით არ გადაუმოწმებია (იხ. ინტერვიუების ვიდეოჩანაწერი; მხარეთა ახსნა - განმარტება; სასამართლოს 20.03.2017 წლის სხდომის ოქმი, ს.ფ. 139-146; აუდიოჩანაწერი, დისკი, ს.ფ. 156);

 

2.13. სადავო განცხადებებში მითითებული გამონათქვამების, წინადადებების ნაწილი წარმოადგენს ელ---- კილაძის აზრს, შეფასებით მსჯელობას, კერძოდ, ასეთს წარმოადგენს ინტერვიუებიდან შემდეგი ამონარიდები: "ჩემდა გასაოცრად ეს ადამიანები იყვნენ უფლებადამცველები წარსულში, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ დღეს უკვე პატიმრების შეწყალებით აკეთებდნენ ფულს..."; "იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ნარკორეალიზატორების მფარველები, მათ შორის - კ-------ე და ბ----–--, პატივი და ღირსება არ აქვთ..." (იხ. ინტერვიუების ვიდეოჩანაწერი; მხარეთა ახსნა - განმარტება; სასამართლოს 20.03.2017 წლის სხდომის ოქმი, ს.ფ. 139-146; აუდიოჩანაწერი, დისკი, ს.ფ. 156);

 

2.14. ვინაიდან, მოსარჩელემ დაამტკიცა გავრცელებული განცხადებების მცდარობა, აღნიშნული განცხადებები წარმოადგენს ე-- ბ----–--ს მიმართ გავრცელებულ ცილისმწამებლურ, მისთვის ზიანის მიმყენებელ განცხადებებს.

 

2.15. ელ---- კი-–---მ, ცილისმწამებლური, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების გავრცელებით, მოსარჩელე ე-- ბ----–--ს მიაყენა მორალური ზიანი, რისი ანაზღაურებაც მას უნდა დაეკისროს (სასამართლოს მიერ განსაზღვრული გონივრული ოდენობით).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.16. მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების მიზნით სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციისა და სამოქალაქო კოდექსის შესაბამის დანაწესებზე და განმარტა - სასამართლოს გზით პირის პატივისა და ღირსების შესაბამისი დაცვის განხორციელებისათვის საჭიროა სახეზე იყოს: 1. პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვა; 2. პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელება; 3. გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა; სასამართლოს მოსაზრებით განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია სამივე მითითებული გარემოების არსებობა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონი მტკიცების ტვირთს მთლიანად მოსარჩელე მხარეს აკისრებს.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, ისე ეროვნული კანონმდებლობით, აღიარებულია სიტყვისა და აზრის ნებისმიერი საშუალებით გამოხატვის თავისუფლება. განსახვავებით აზრის ქონის უფლებისაგან, რომლის შეზღუდვაც როგორც დაუშვებელი, ისე ობიექტურად შეუძლებელიც არის, მისი გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობის პირობებში. დაცულ უფლებაში ჩარევა გათვალისწინებულია „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონით, რომელიც ცილისწამების შემთხვევაში სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვას ადგენს.

 

სასამართლოს განმარტებით, მოცემული კატეგორიის დავების სწორად გადაწყვეტისათვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს, სადავო გამონათქვამები მიეკუთვნება ფაქტებსა თუ შეფასებით მსჯელობას (აზრს), რადგან აზრის გამოხატვა, მისი აბსოლუტური პრივილეგიით დაცულობის გათვალისწინებით, გამორიცხავს პირისათვის რაიმე სახის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.

 

სასამართლოს მითითებით, ”სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო; ის განცხადება, რომელიც არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება, მოხმობილი მუხლის ”ე” ქვეპუნქტის მიხედვით, არის ცილისწამება. სასამართლოს განმარტებით, ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია განმცხადებლის მიერ ისეთი ფაქტების მითითება, რომელიც რეალობასთან ახლოა, უფრო კონკრეტულია, ვიდრე ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დამტკიცება შესაძლებელია. სასამართლომ ზემოხსენებულ ნორმებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ გაავრცელა ცილისმწამებლური განცხადებები მოსარჩელის მიმართ. მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს მტკიცებად ფაქტებს. მის მიერ გავრცელებულდა ცნობები ე-- ბ----–--ს მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებების (ქრთამის აღების) შემცველი ფაქტების შესახებ. მოსარჩელემ შესაბამისი მტკიცებულებით შეძლო მოპასუხის მიერ გავრცელებული აღნიშნული ფაქტების სინამდვილესთან შეუსაბამობის (მცდარობის) უტყუარად დადასტურება, კერძოდ: მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 18.03.2016წ. დადგენილებით ირკვევა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ალექსანდრე ე-–---–---–ის საჯარო განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ნარკოდანაშაულისათვის მსჯავრდებული პირების შეწყალების საკითხის დადებითად გადაწყვეტის მიზნით, ცალკეულ მოხელეთა მიერ ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე. აღნიშნული დადგენილებით, #074090316801 სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიება შეწყდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. დადგენილების თანახმად, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არ დადასტურდა ე.წ. „კოკაინის საქმეზე“ მსჯავრდებულ პირებსა და ალექსანდრე ე-–---–---–ის მიერ დასახელებულ პოლიტიკოსებს შორის შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით კორუფციული გარიგების ფაქტი, ასევე არ დადასტურდა ე-- ბ----–--ს და სხვა პოლიტიკოსების მხრიდან ალექსანდრე ე-–---–---–თან სატელეფონო კავშირი და სხვაგვარი ზემოქმედების ფაქტები, „კოკაინის“ საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალების საკითხის დადებითად გადაწყვეტასთან დაკავშირებით.

 

სასამართლოს განმარტების შესაბამისად, ”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით, შეიძლება დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ის ეხება ცილისწამებას (,,ა’’ ქვეპუნქტი), პირისპირ შეურაცხყოფას (,,გ’’ ქვეპუნქტი) და სხვ. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. მოხმობილი კანონის პირველი მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულებების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს.

 

სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტზე (LINGENS v. AUSTRIA, 1986) მითითებით აღნიშნა, რომ „შეფასების მტკიცება შეუძლებელია, ფაქტები მტკიცებადია”. სასამართლომ “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად აღნიშნა, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისას ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ამ უფლებების (თავისუფლებების) შეზღუდვის საწინააღმდეგოდ (მე-2 პუნქტი). აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას, ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ (მე-5 პუნქტი). სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე მხარემ რელევანტური მტკიცებულებით და სასამართლოსათვის მიცემული ახსნა - განმარტებით დაადასტურა, რომ ელ---- კილაძის მიერ გავრცელებული განცხადებების ნაწილი ცილისმწამებლური ხასიათის არის. რაც შეეხება გამონათქვამებს _ ”ჩემდა გასაოცრად ეს ადამიანები იყვნენ უფლებადამცველები წარსულში, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ დღეს უკვე პატიმრების შეწყალების ხარჯზე აკეთებდნენ ფულს...”; იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ნარკორეალიზატორების მფარველები, მათ შორის კ-------ე და ბ----–--, პატივი და ღირსება არ აქვთ...", სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული წარმოადგენს ელ---- კილაძის აზრს, შეფასებას და მსჯელობას.

 

სასამართლომ მოსარჩელის სტატუსიდან გამომდინარე განმარტა, რომ ”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების” შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ი” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო პირია საქართველოს პარლამენტის წევრი. ამავე ნორმატიული აქტის მე-14 მუხლის თანახმად, საჯარო პირის მიმართ ”დასაშვები კრიტიკის” ფარგლები მეტად ფართოა. ამ ნორმის მიხედვით, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება. დადგენილია, რომ მოსარჩელე ე-- ბ----–-- არის საჯარო პირი, მისი მოქმედებების მიმართ არსებობს საზოგადოების მომეტებული ინტერესი. მოსარჩელემ დაუმტკიცა სასამართლოს, რომ გავრცელებული ცნობები წარმოადგენს ცილისწამებას, რითაც მას მიადგა ზიანი, შეილახა მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.

 

სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან, მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა მოსარჩელის მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას, საფუძვლიანია მეორე სასარჩელო მოთხოვნაც მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ამასთან სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით,გონივრულად მიიჩნია მორალური ზიანისთვის, მოპასუხისთვის დაკისრებული თანხის 1500 ლარით განსაზღვრა.

 

ზიანთან მიმართებით სასამართლომ მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტება, რომლის შესაბამისადაც „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ცილისწამება მცდარი ფაქტის შემცველი განცხადება, არის თუ არა ზიანის მიმყენებელი, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემობების ანალიზითა და ურთიერთშეჯერებით უნდა დადგინდეს. ამასთან, ზიანი, ასეთ შემთხვევაში, არაქონებრივი სახით - პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვით არის გამოვლენილი. არაქონებრივი ურთიერთობები, თავისთავად მოკლებულია ეკონომიკურ შინაარსს და მას არ გააჩნია ღირებულება, შესაბამისად, ამ ზიანის დამტკიცებისათვის კანონით დაცული უფლების დარღვევაც საკმარისია (იხ. 03.04.2012წ. განჩინება, საქმე N ას-1477-1489-2011წ.). სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ თავისთავად ცილისწამების გავრცელების ფაქტიც ადასტურებს პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებული არაქონებრივი სახის ზიანის მიყენებას. გარდა ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს შეეძლო გავლენა მოეხდინა მოსარჩელის, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ საზოგადოების ნდობაზე.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო პროცესში განმტკიცებულ შეჯიბრებითობის პრინციპზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელე ე-- ბ----–--მ დაასაბუთა ელ---- კილაძის მიერ გავრცელებული განცხადებების ნაწილის ცილისმწამებლური ხასიათი, მათ მიერ მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა, რამაც განაპირობა მისი სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. ელ---- კი-–---მ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სადავო გახადა სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება. კერძოდ, აპელანტის მითითებით, ე-- ბ----–--ს მიერ სასამართლოში წარდგენილი ვიდეო ფაილებით დგინდება, რომ აღნიშნული ჩანაწერები შესაძლოა ნამდვილად ასახავდეს შესაბამის ტელევიზიებსა და გადაცემებში გასული სიუჟეტების ნაწილს, თუმცა სპეციალური ცოდნა და ექსპერტის დასკვნაც კი არ სჭირდება იმდენად ნათლად სჩანს, რომ ხსენებული ვიდეო ფაილები არ არის უწყვეტ რეჟიმში და აშკარად შეინიშნება მისი მონტაჟის ფაქტი. ამდენად წარმოდგენილი ვიდეო მასალით შეუძლებელია იმაზე მსჯელობა, თუ რა კონტექსტში და რა შინარსით მოხდა ელ---- კილაძის მიერ განცხადების გავრცელება. აპელანტის მითითებით, იმისათვის, რომ პირის მიერ გაკეთებული განცხადება შეირაცხოს ცილისწამებად, აუცილებელია განცხადება შესწავლული იქნეს მთლიანობაში, მისი უწყვეტობისა და ყოველგვარი შესაძლო ინტერპრეტირების გამორიცხვის პირობებში. მოცემულ შემთხვევაში კი, აშკარაა, რომ გარდა იმ ფრაზებისა რაც ისმის და სარჩელშიცაა გადმოტანილი, ელ---- კი-–--- ინტერვიუში საუბრობს, რომლის შინაარსიც უცნობია. აპელანტის განმარტებით, როდესაც ადამიანი აკეთებს განცხადებას და აძლევს ინტერვიუს იგი თავიდან ბოლომდე, შინაარსის შეუცვლელად საუბრობს კონკრეტულ საკითხზე სადაც აფიქსირებს თავის პოზიციას და მისთვის არაა წინასწარ ცნობილი გაკეთებული განცხადების (ინტერვიუს) რა ნაწილი მოიჭრება და როგორ დამონტაჟდება. ვინაიდან ელ---- კილაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასა და გავრცელებული განცხადებას შორის აშკარაა სხვაობა ეთერში არ გასული მთელი რიგი წინადადებების გამო და ვერ ხდება ამ სხვაობის დადგენა და შესწავლა, ჩნდება ეჭვები, რის გამოც „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1; მე-2; მე-5; მე-6 პუნქტების და მე-14 მუხლის თანახმად ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.

 

აპელანტის მითითებით, მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ შესწავლილი იქნა ე.წ. „კოკაინის საქმეზე“ ცალკეულ მოხელეთა მიერ შესაძლო ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტი და დანაშაულის არ არსებობის გამო შეწყდა სისხლის სამართლის საქმე. აღნიშნულ გარემოებას მოსარჩელე, მისი შეხედულებით უტყუარ მტკიცებულებად იყენებს ელ---- კილაძის წინააღმდეგ, რომ თითქოს ამით დასტურდება მოპასუხის მიერ ცილისწამების გავრცელება.

 

აპელანტმა დაადასტურა, რომ ე-- ბ----–--ს მისამართით გამოთქმული განცხადებები ელ---- კილაძის მიერ, იყო ინფორმაციები (რომელთა უტყუარობაზეც არსად არ არის გაცხადებული) ეჭვები, ვარაუდები და შეფასებითი მსჯელობა. ყველასთვის, მათ შორის მთავარი პროკურატურისთვისაც ცნობილი იყო ელ---- კილაძის მიერ ტელევიზიით გაკეთებული განცხადებები და პროკურატურის დადგენილების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათ ყოველმხრივ და ობიექტურად შეისწავლეს ფაქტი, დაკითხეს მოწმეები და დანაშაული ვერ დაადგინეს. აპელანტის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმის ყოველმხრივი და ობიექტური შესწავლა გულისხმობს ყველა იმ მოწმის გამოკითხვას ვისაც აქვს ინფორმაცია ფაქტთან დაკავშირებით და ვისი საჯაროდ გაკეთებული განცხადებებიც შეესაბამება სისხლის სამართლის საქმეში მოწმის სახით დაკითხვის სტანდარტს და აუცილებლობას. განსახილველ შემთხვევაში კი პროკურატურამ ჩათვალა, რომ ელ---- კილაძის განცხადებები არ იყო კონკრეტულ საკითხებზე რაიმე სახის ფაქტის მტკიცება და გამცხადებები შეიცავდა ეჭვებს, ვარაუდებს და შეფასებით მსჯელობას, რის გამოც საქმის შეწყვეტის დადგენილებით სჩანს, რომ ელ---- კი-–--- ამ საქმეზე არ დაკითხულა მოწმის სახით. აღნიშნული გარემოებაც ადასტურებს, რომ მოპასუხის განცხადება არ გავრცელებულა ფაქტის მტკიცებითი ფორმით (ასეთის შემთხვევაში „სრულყოფილი და ობიექტური“ გამოძიების ფარგლებში ელ---- კი-–--- მისი საჯარო გამოსვლებიდან გამომდინარე აუცილებლად დაიკითხებოდა).

 

აპელანტის განმარტების შესაბამისად, იმის მიუხედავად, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის უწყვეტ რეჟიმში გადმოცემული და ამ მტკიცებულებათა დიდი ნაწილის გავრცელების დრო ვერ დგინდება, ტელევიზიით გასული სიუჟეტიც კი შეიცავს ისეთ ფრაზებს, რომელიც უტყუარად მოწმობს, რომ ელ---- კილაძის მიერ გავრცელებული განცხადება არის აზრი და არა ცრუ ფაქტის მტკიცებითი ფორმით განცხადება. გაუგებარია მოსარჩელე რა საფუძვლით აცხადებს, რომ მტკიცებითი ფორმაა წინადადება: „დიახ, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდები, ეჭვები იმის თაობაზე, რომ შეწყალების კომისიაში მაღალჩინოსნები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები“. აპელანტის მტკიცებით, აღნიშნული წინადადება პირდაპირ ამბობს „არსებობდა ვარაუდები და ეჭვები“. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ არ არსებობდა ვარაუდები და ეჭვები, რაც შეუძლებელია, რამეთუ ასეთის მტკიცება შეუძლებელია, რადგან ყველას აქვს საკუთარი აზრის ქონისა და გამოხატვის უფლება, მათ შორის ნებისმიერ საკითხზე ვარაუდისა და ეჭვების გამოხატვის. ელ---- კი-–--- აცხადებს: „მაქვს ინფორმაცია, რომ ა-–---- ე-–---–---–ი სწორს ამბობს“. ამდენად, აპელანტის მითითებით, გაურკვეველია რას დაობს მოსარჩელე, პირი აცხადებს, რომ აქვს ინფორმაცია და მოსარჩელე დაობს ცრუ ფაქტს ავრცელებსო. აპელანტის მითითებით, უნდა გაირკვეს არა ის, თუ რა ინფორმაცია აქვს განცხადების ავტორს, არამედ ის, აქვს თუ არა მას ინფორმაცია. ამის მტკიცება კი დაუშვებელია, რადგან ელ---- კი-–--- ამბობს, აქვს ინფორმაცია და მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს რომ მოპასუხეს არ აქვს ასეთი ინფორმაცია, რაც შეუძლებელია რადგან ინფორმაციის ქონა-არქონის ფაქტი არ ექვემდებარება მტკიცებას. მოსარჩელე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ ელ---- კი-–---მ ე-- ბ----–-- მოიხსენია „ნარკორეალიზატორების მფარველად“, რაც აპელანტის მითითებით არის ელ---- კილაძის პირადი აზრი და შეფასება კონკრეტული პირის მიმართ, მისი აზრით ე-- ბ----–-- შეიძლება იყოს „ნარკორეალიზატორების„ ქურდების, მკვლელების და სხვა სოციუმის მფარველი, ეს მისი აზრია და ამაზე დავა დაუშვებელია. შესაბამისად „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის 1 მუხლის „ბ“, მე-4 მუხლის პირველი ნაწილისა და მე-7 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად აზრი დაცულია აბსოლიტური პრივილეგიით, რის გამოც დაუშვებელია აზრის ქონისა და გამოხატვის შეზღუდვა.

 

აპელანტის განმარტებით, 2017 წლის 6 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე იხილებოდა მათი შუამდგომლობა, სარჩელში დასახელებული პირების ირაკლი ღარიბაშვილისა და გელა ხვედელიძის მოწმის სახით დაკითხვასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოსარჩელე ცილისწამებად მიიჩნევდა და სადავოდ ხდიდა ელ---- კილაძის მიერ გამოთქმულ შემდეგ ფრაზებს: „კომიტეტმა განიხილა ეს საქმე - ბო------–---–-ს განცხადება და მიმართვა, დადებითი შეფასება მისცა მას და კოკაინის სკანდალში გასამართლებულ ხუთივე პირს და ნ-------- ბო------–---–- ჩასვეს პოლიტპატიმრების სიაში. მაშინდელი მინისტრის მოადგილის გელა ხვედელიძის და მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩარევით ყველა მათგანი ამოღებული იქნა ამ სიიდან. დაიწყო უკვე ბ----–---კ-------ის ტანდემმა და მე მაქვს ინფორმაცია, რომ ა-–---- ე-–---–---–ი სწორს ამბობს“. აპელანტის მითითებით, შუამდგომლობით მოთხოვნილის იყო სწორედ გელა ხვედელიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის მოწმის სახით დაკითხვა ხსენებული გარემოებების დასადგენად, თუმცა სავარაუდოდ დასაკითხი პირები დაადასტურებდნენ ელ---- კილაძის განცხადებას, რის გამოც მოსარჩელემ აღნიშნული შუამდგომლობის განხილვისას შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და ხსენებული ფრაზები აღარ გახადა სადავოდ. 2017 წლის 6 იანვრის საოქმო განჩინებით ე-- ბ----–--ს სასარჩელო მოთხოვნა განისაზღვრა შემდეგნაირად: „ელ---- კი-–---ს დაეკისროს არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელი, მოსარჩელის სახელის გამტეხი, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების (კერძოდ ეს განცხადებებია: „ე-- ბ----–-- პოლიტპატიმრების სიებში გარკვეულ გასამრჯელოს იღებდა...“; ჩემდა გასაოცრად ეს ადამიანები იყვნენ უფლებადამცველები წარსულში, ამგრამ აღმოჩნდა, რომ დღეს უკვე პატიმრების შეწყალების ხარჯზე აკეთებდნენ ფულს...“; დაიწყო უკვე ბ----–---მ----- კ-------ის ტანდემმა და მე მაქვს ინფორმაცია, რომ ა-–---- ე-–---–---–ი სწორს ამბობს: ნუგხარ ბ--------–---–ს გადახდილი აქვს 2-- 000 დოლარი ბედ და დანარჩენი თანხა უნდა გადაეხადა მას შემდეგ, როცა ეს პრობლემა მოგვარდებოდა და აღნიშნული პირები საბყრობილეს დატოვებდნენ. მათ უკვე მიხვდნენ, რომ პოლიტპატიმრების სიით გათავისუფლება არ გამოდის და დაიწყეს შეწყალების კომისიისკენ სვლა...“

 

აპელანტის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მოთხოვნითა და სასამართლოს განჩინებით სასარჩელო მოთხოვნა საბოლოო ჯამში განისაზღვრა ხსენებული სახით, სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოაყალიბა შემდეგი სახით: „კომიტეტმა განიხილა ეს საქმე - ბო------–---–-ს განცხადება და მიმართვა, დადებითი შეფასება მისცა მას და კოკაინის სკანდალში გასამართლებულ ხუთივე პირს და ნ-------- ბო------–---–- ჩასვეს პოლიტპატიმრების სიაში. (მაშინდელი მინისტრის მოადგილის... და მინისტრის... უშუალო ჩარევით ყველა მათგანი ამოღებული იქნა ამ სიიდან) დაიწყო უკვე ბ----–-- (-მ----- კ-------ის) ტანდემმა და მე მაქვს ინფორმაცია, რომ ა-–---- ე-–---–---–ი სწორს ამბობს: ნუგხარ ბ--------–---–ს გადახდილი აქვს 2-- 000 დოლარი ბედ და დანარჩენი თანხა უნდა გადაეხადა მას შემდეგ, როცა ეს პრობლემა მოგვარდებოდა და აღნიშნული პირები საბყრობილეს დატოვებდნენ. მათ უკვე მიხვდნენ, რომ პოლიტპატიმრების სიით გათავისუფლება არ გამოდის და დაიწყეს შეწყალების კომისიისკენ სვლა...“ აღნიშნული აპელანტის მტკიცებით გაუმართლებელია, რამეთუ სწორედ ამ „მაშინდელი მინისტრის მოადგილის... და მინისტრის...“ დაკითხვას ითხოვდნენ სასამართლოში რის გამოც მოსარჩელემ საერთოდ უარი თქვა ამ წინადადებების უარყოფაზე, თუმცა შემდეგში სასამართლომ ამ ფრაზების უარყოფა მაინც დაავალა მოპასუხე მხარეს, კონკრეტული პირების მითითების გარეშე.

 

აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ საქმეში არსებულ მასალებს და ელ---- კილაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა. სასამართლომ განცხადებები არ შეისწავლა ერთიანობაში და წინადადებები განიხილა კონტექსტიდან ამოვარდნილად, აშკარა მიკერძოებულად, რათა ერთიანობაში გაკეთებულ განცხადებას არ მისცემოდა აზრის სტატუსი და ამოჭრილი ფრაზა წარმოეჩინა ცრუ ფაქტის მტკიცებითი ფორმით გავრცელებად. აპელანტმა ასევე სადავოდ გახადა სასამართლოს მხრიდან სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს გაცდენა და მოპასუხისათვის იმ ვალდებულების დაკისრება, რაც რეალურად სასარჩელო მოთხოვნის საგანს არ შეადგენდა.

 

აპელანტმა ფორმალური თვალსაზრისითაც გაუმართლებლად მიიჩნია აღნიშნული სახით გადაწყვეტილების მიღება, რამეთუ მოპასუხეს დაევალა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ის საინფორმაციო გამოშვებაში „კურიერი 3 საათზე“ სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ცნობების გამოქვეყნება. აპელანტის მითითები, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, მისი საეთერო დრო და იქ გაკეთებული განცხადებები დამოკიდებულია მხოლოდ ამავე კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაზე და კანონით განსაზღვრულ სხვა გარემოებებზე. შესაბამისად, ელ---- კილაძის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილებით დავალებული მოქმედების შესრულება არ არის დამოკიდებული მხოლოდ ელ---- კი-–---ზე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს კი სრული ლეგიტიმური უფლება აქვს არ დაუთმოს საეთერო დრო მას სასამართლო გადაწყვეტილების შესასრულებლად და არავითარი მექანიზმი არაა იმისა, რომ დამოუკიდებელ, კერძო ტელევიზიაზე ზემოქმედება განხორციელდეს და მან შეასრულოს სასამართლოს ისეთი გადაწყვეტილება სადაც მხარედ არ იყო ჩაბმული. ანუ თავისდაუნებურად, პირველი ინსტანციის სასამართლო, ელ---- კი-–---სა და ე-- ბ----–--ს შორის მიმდინარე დავაზე გადაწყვეტილების აღსრულებას ავალებს იურიდიულ პირს, რომელიც დავაში მოპასუხედ ან/და მესამე პირად არ მონაწილეობდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ ნაწილში მისი გაუქმების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

განსახილველ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების და სააპელაციო საჩივრის დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ექვემდებარება დაკმაყოფილებას, შემდეგი დასაბუთებით:

 

4.1. პირველ რიგში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების 2.1-2.11 პუნქტებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე, ამასთან არ იზიარებს ამავე გადაწყვეტილების 2.12-2.16 პუნქტებში განვითარებულ სამართლებრივ შეფასებას და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების განსხვავებული სამართლებრივი შეფასების საფუძვლით გაუმართლებლად მიიჩნევს სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დავის საგანია პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის უარყოფა. ამდენად, წინამდებარე გადაწყვეტილებით შესაფასებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები წარმოშობს თუ არა სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლითა და ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონით დაცულ სფეროში იმგვარი ჩარევას, რასაც სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვება. სახელდობრ, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანია მოპასუხის მიერ გავრცელებული განცხადება წარმოადგენს თუ არა ცილისწამებას, რასაც შედეგად მოსარჩელის დისკრედიტაცია და მისთვის მორალური ზიანის მიყენება მოჰყვა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას პალატა სწორედ აპელანტის პრეტენზიის ფარგლებში შეამოწმებს. სააპელაციო საჩივრის შესწავლით კი, ირკვევა, რომ აპელანტი არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასკვნებს გავრცელებული განცხადების „ცილისწამებად“ კვალიფიკაციის თაობაზე და მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სიტყვისა და მისი გამოხატვის შეზღუდვის წინაპირობები.

 

ხსენებული საკითხის სპეციალური სამართლებრივი მოწესრიგების გათვალისწინებით, იმის გადასაწყვეტად, მოპასუხის გამონათქვამი შეიცავს თუ არა ცილისმწამებლურ განცხადებას (სამოქალაქო კოდექსის 18.2 მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენის საფუძველი), უნდა გაირკვეს მოპასუხის მსჯელობა წარმოადგენს „აზრს“ თუ „არსებითად მცდარ ფაქტს“.

 

უპირველესად, აღსანიშნავია, რომ ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონით მოცემულია როგორც აზრის (შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს), ისე ცილისწამების (არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება) დეფინიცია, რომელთა ანალიზი ცხადყოფს, რომ ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა აუცილებელი პირობაა ცილისწამების განსაზღვრისათვის. მითითებული ნორმის მიხედვით, „აზრი“ ფართოდ უნდა განიმარტოს. იგი გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ერთმანეთისაგან განასხვავა რა ინფორმაცია (ფაქტები) და შეხედულებები (შეფასებითი მსჯელობა), ევროსასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცებულ იქნეს, მაშინ, როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას. ... ,,რაც შეეხება შეფასებით მსჯელობას, ამ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და იგი თავისთავად ხელყოფს შეხედულებების თავისუფლებას, რაც წარმოადგენს კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების ფუნდამენტურ ნაწილს’’ (Lingens v. Austria; Jerusalem v. Austria; Dichand and Others v. Austria).

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად: „სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის, როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს, შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში“ (იხ. სუსგ # ას-1278-1298-2011, 20.02.2012 წ.). „აზრისა“ და „ფაქტის“ ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო, მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (იხ. სუსგ, №ას-1477-1489-2011, 03.04.2012 წ.). ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (იხ. სუსგ, №ას-179-172-2012, 01.10.2014 წ.).

 

უნდა აღინიშნოს, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენადაა მიჩნეული, ხოლო მისი უზრუნველყოფა და დაცვა - დემოკრატიული პროცესების წარმატებით ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლო პირობად. ამ მოვლენას, ორმაგი ბუნება, ორმაგი დატვირთვა გააჩნია. იგი ერთდროულად მიზანიც არის და საშუალებაც. იგი არა მხოლოდ თავისთავადი სიკეთე და ღირებულებაა, არამედ იმავდროულად სხვა ღირებულებათა დაცვის საუკეთესო გზა.

 

,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი ადგენს, რომ კანონის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად. ამდენად, მითითებული დანაწესის შესაბამისად მნიშვნელოვანია სადავო საკითხთან მიმართებით მოხმობილი იქნეს ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რათა შესაძლებელი გახდეს ეროვნული თუ საერთაშორის კანონმდებლობით საკითხის რეგულირების მიზნების სწორი განმარტება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. მითითებული ნორმის მე-5 პუნქტი კი, შეიცავს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვის ლეგალურ საფუძვლებს, კერძოდ კონსტიტუციით გარანტირებული ღირებულების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. თავის მხრივ ,კონსტიტუციის აღნიშნული რეგულაციები და მასში მოცემული შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნების ჩამონათვალი, ნასულდგმულებია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის ფორმულირებით [ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად... ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად].

 

ამრიგად, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, ისე ეროვნული კანონმდებლობით, აღიარებულია სიტყვისა და აზრის ნებისმიერი საშუალებით გამოხატვის თავისუფლება. განსახვავებით აზრის ქონის უფლებისაგან, რომლის შეზღუდვაც როგორც დაუშვებელი, ისე ობიექტურად შეუძლებელიც არის, მისი გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობის პირობებში. დაცულ უფლებაში ჩარევა გათვალისწინებულია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც ცილისწამების შემთხვევაში სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვას ადგენს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მოსაზრების (შეფასებითი მსჯელობის) ფაქტებით დამტკიცება შეუძლებელია, ამიტომ არც ის შეიძლება, რომ ვინმეს ამ მოსაზრების სისწორის დამტკიცება დაევალოს. „შეფასებითი მსჯელობის სიმართლის დამტკიცება გადაუჭრელი ამოცანაა. ფაქტის არსი შეიძლება დემონსტრირებული იქნეს, მაგრამ შეფასებითი მსჯელობის სიმართლე არ შეიძლება მტკიცების საგანი იყოს. შეფასებითი მსჯელობის სიმართლის დამტკიცების მოთხოვნა წარმოადგენს იერიშის მიტანას აზრის თავისუფლებაზე“ (იხ. „ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ“, 08.08.1986). იმ დროს, როდესაც შესაძლებელია ფაქტების არსებობის დემონსტრირება, სუბიექტური შეფასების ჭეშმარიტების დამტკიცება შეუძლებელია. „სუბიექტური შეფასების ჭეშმარიტების დამტკიცების მოთხოვნა შეუსრულებელია და ეს მოთხოვნა არღვევს თვით აზრის თავისუფლებას. როდესაც გამონათქვამი სუბიექტურ შეფასებას უთანაბრდება, შეზღუდვის პროპორციულობა შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, არსებობს თუ არა საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი განსახილველი გამონათქვამისათვის, ვინაიდან სუბიექტური შეფასებაც კი, ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლით გამყარების გარეშე შეიძლება ზედმეტი იყოს“ (იხ. „დიჩანდი და სხვები ავსტრიის წინააღმდეგ“, 2--2წ., ასევე, სუსგ # ას-1052-1007-2014, 30.09.2015 წ.)

 

ამავდროულად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით „დასაშვები კრიტიკის ფარგლები ყველაზე ფართოა ხელისუფლებისა და მის წარმომადგენელთა მიმართ, აქ სასამართლო არ მოითხოვს, რომ ფაქტები აბსოლუტური სიზუსტით იყოს დამტკიცებული და საკმარისად მიიჩნევს, თუნდაც მცირედი ფაქტობრივი წინაპირობის არსებობას.“ საქმეში - CASTELS VS SPAIN - ევროპის სასამართლომ განმარტა, რომ მთავრობის მოქმედებათა გაკრიტიკების უფლება წარმოადგენს არჩეული წარმომადგენლის სიტყვის თავისუფლების განუყოფელ კომპონენტს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მუდმივად ხაზს უსვამს გამოხატვის თავისუფლების, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ძირითადი დასაყრდენის მნიშვნელობას. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მედიის ფუნქცია (ინფორმაციის მიმწოდებლის სასიცოცხლო როლი და საზოგადოებრივი ზედამხედველობის ინსტიტუტი) და მოვალეობა, გაავრცელოს საზოგადოებრივ ინტერესს მიკუთვნებული ინფორმაცია და იდეები ისე, რომ არ გასცდეს დაწესებულ საზღვრებს. აღნიშნულ მოვალეობას შეესაბამება საზოგადოების უფლება მიიღოს მსგავსი სახის ინფორმაცია. მიჩნეულია, რომ გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს ინდივიდის თვითრეალიზაციისათვის საჭირო ძირითად პირობას. ამასთანავე, ჟურნალისტებს გააჩნიათ „გაბუქების ან პროვოკაციის“ უფლებაც კი (პრაგერი და ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ /Prager and Oberschlik v. Austria/; საქმე N15974/90).

 

წინამდებარე შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს გადაწყვეტილების 2.1 და 2.2 პუნქტებით დადგენილ გარემოებებზე, რომ ე-- ბ----–--ს სადავო განცხადების გავრცელების დროს (2015 წელი) ე--ვა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა, ხოლო მოპასუხე და შესაბამისად განცხადების გამავრცელებელი ელ---- კი-–--- არის შპს „მედიაჰოლდინგი ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი. ამდენად, სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტები ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამოდინარე ექცევიან განსაკუთრებულ რეგულირებაში. ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების’’ შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ი” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო პირია საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო ამავე მუხლის ,,ღ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მედია განიხილება, როგორც მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალება, მათ შორის, ინტერნეტი, შესაბამისად ბეჭდური გამოცემის რედაქტორი ამავე კანონის მიზნების შესაბამისად განიხილება მედია საქმიანობის განმახორციელებლად. თავის მხრივ სპეციალური კანონის 3.2 მუხლი კი მედიას აღჭურვავს შესაძლებლობით საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, შესაბამისი წყაროს დასახელების ვალდებულების გარეშე.

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პირვილეგიით. ამავე კანონის პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აბსოლუტური პრივილეგია განმარტებულია, როგორც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო განთავისუფლება. აზრის გამოხატვა, მისი აბსოლუტური პრივილეგიით დაცულობის გათვალისწინებით, გამორიცხავს პირისათვის რაიმე სახის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას. აზრი, არის შეფასებითი კატეგორია და ნაკლებად ექვემდებარება მტკიცებას, შედარებით უფრო დაცულია. ამასთან, ევროპული სასამართლოს პრაქტიკის განვითარებასთან ერთად, არც ეს დაცვაა აბსოლუტური: ევროპის სასამართლო განმარტავს, რომ რაც უფრო უხეში და სერიოზული ბრალდების შემცველია აზრი, და ამავე დროს რაც უფრო დაუცველი პირის მიმართ არის ის გამოთქმული, მით მეტია ალბათობა ასეთი გამოხატვის შეზღუდვისა. მეორეს მხრივ, შედარებით ნაკლებად შეიძლება იყოს დაცული ფაქტების გავრცელება. თუმცა აბსოლუტური და ერთობლივი მიდგომა არც აქ არსებობს, ევროპის სასამართლო მოწოდებულია შეიწყნაროს გარკვეული - თუნდაც მცირე ფაქტობრივი მონაცემების შემცველი ინფორმაცია, განსაკუთრებით ისეთ პირობებში, როდესაც ღირებულებათა კონფლიქტში ერთვება ისეთი მნიშვნელოვანი აქტორები როგორებიცაა „საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხები“ და პრესის თავისუფლება. ასევე როდესაც გამოხატვა მიმართულია ნაკლებად დაცვადი (ანუ სახელმწიფოს დაცვის ნაკლები მოთხოვნილების მქონე) პირისადმი - ხელისუფლების ორგანოს, ძლიერი ეკონომიკური სუბიექტის, პოლიტიკოსის მიმართ.

 

თავის მხრივ, ცილისწამების საკანონმდებლო რეგულირებას შეიცავს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვითაც, ცილისწამება არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებაა. კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს კერძო და საჯარო პირის ცილისწამებას. კერძო პირის ცილისწამებისათვის პირს მხოლოდ მაშინ ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა, ხოლო საჯარო პირის ცილისწამებისათვის პირს მაშინ ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება. ამდენად, კანონი კერძო და საჯარო პირის ცილისწამებისათვის (ორივე შემთხვევაში) მტკიცების ტვირთს იმგვარად ანაწილებს, რომ მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ფაქტი მასზედ, რომ მის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია და რომ აღიშნული ინფორმაცია მოსარჩელისათვის ზიანის მომტანია. კანონი საჯარო პირისათვის, მისი საჯარო-სამართლებრივი სტატუსიდან გამომდინარე, დამატებით მოთხოვნას აწესებს, კერძოდ, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებად ასახელებს ასევე მის წინააღმდეგ მცდარი ინფორმაციის ბრალეულად (განზრახ ან აშკარა ან უხეში გაუფრთხილებლობით) გავრცელებას, ანუ საჯარო პირის შემთხვევაში, მოსარჩელემ დამატებით უნდა ამტკიცოს ასევე ფაქტი იმის შესახებ, რომ ინფორმაციის გამავრცელებელმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ ინფორმაცია, რომელსაც იგი ავრცელებდა, მცდარი იყო (სპეციალური კანონის მე-13-14 მუხლები). ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მტკიცების ტვირთი შეზღუდვის ინიციატორს ეკისრება. თუმცა, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ (სპეციალური კანონის 7.6 მუხლი).

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეაფასოს მხარეთა მიერ გავრცელებული თითოეული სადავო განცხადება, გამონათქვამების კონტექსტის გათვალისწინებით. ამასთან, რაც მთავარია, მათი შეფასებისა, ფაქტისა და თუ აზრის სტატუსის მინიჭებისათვის აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით დაწესებული აზრისა და ფაქტის გამიჯვნის მინიმალური სტანდარტი, რომელიც ადგენს, რომ აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.

 

,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს, რომელიც ვრცელდება ხსენებული კანონით გარანტირებული უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით მიმდინარე სამართლაწარმოებისას, კერძოდ ნორმის თანახმად, კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს (1-ლი პუნქტი). კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვისას ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ამ უფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ (მე-2 პუნქტი). საზოგადოებრივი ყურადღების ან ცნობისმოყვარეობის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს მოვლენისათვის საზოგადოებრივი ყურადღების სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ (მე-4 პუნქტი). დაუშვებელია, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საქმეზე მოპასუხის უარი – გაამხილოს პროფესიული საიდუმლოება ან მისი წყარო – გახდეს მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის ერთადერთი საფუძველი (მე-7 პუნქტი).

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით და მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური წესის შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას და ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონით გარანტირებული ღირებულებების საწინააღმდეგოდ ვერ შეზღუდავს მედია საქმიანობის განმახორციელებელი პირის უფლებას გამოხატოს მწვავე, კრიტიკული და ადრესატისათვის არასასიამოვნო პოზიცია, განცხადება თუ შეფასება საჯარო პირის მიმართ, საზოგადოებაში იმ პერიოდში აქტუალური საკითხის მიმართ. პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ ე. კილაძის განცხადება ექცევა ფაქტისა და შესაბამისად მისი დაუდასტურებლობის პირობებში ცილისწამების კატეგორიაში, რამეთუ გამონათქვამების ერთიან ჭრილში განხილვის შედეგად ცალსახაა რომ პირი მისი გამონათქვამების ყოველ ეტაპზე უთითებს, რომ აქვს ინფორმაცია, რაც განცხადებას ვერ დააკვალიფიცირებს ფაქტად, ზემოთ ხსენებული სპეციალური კანონის 7.5 მუხლის საფუძველზე, რამეთუ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ნებისმიერი განცხადება, რომელიც ცალსახად ვერ მიეკუთვნება აზრსა თუ ფაქტს უნდა დაკვალიფიცირდეს აზრად, რათა არ შეიზღუდოს დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ღირებულება - გამოხატვის თავისუფლება.

 

საკითხის თვალსაჩინოებისათვის მნიშვნელოვანია ერთიანობაში შეფასედეს ე. კილაძის განცხადებები, კერძოდ:

- 2015 წლის 10 დეკემბერს, შპს „ტელეკომპანია რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში მოპასუხემ განაცხადა: „...დიახ, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდები, ეჭვები იმის თაობაზე, რომ შეწყალების კომისიაში მაღალჩინოსნები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები და ცდილობდნენ პატიმრების შეწყალებას, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების სიების შედგენისას, ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ მიდიოდა ვაჭრობა...

- ელ---- კი-–---მ 2015 წლის 14 დეკემბერს, შპს „ტელეკომპანია რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში განაცხადა: „...დაიწყო უკვე ბ----–-- - მ----- კ-------ის ტანდემმა და მე მაქვს ინფორმაცია, რომ ა-–---- ე-–---–---–ი სწორს ამბობს: ნ-------- ბ--------–---–ს გადახდილი აქვს 2-- 000 დოლარი ბედ და დანარჩენი თანხა უნდა გადაეხადა მას შემდეგ, როცა ეს პრობლემა მოგვარდებოდა და აღნიშნული პირები საპყრობილეს დატოვებდნენ. მათ უკვე მიხვდნენ, რომ პოლიტპატიმრების სიით გათავისუფლება არ გამოდის და დაიწყეს შეწყალების კომისიისკენ სვლა”

- 2015 წლის 22 დეკემბერს, შპს „ტელეიმედთან“ საუბრისას, სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში და 2015 წლის 22 დეკემბერს, გადაცემა „არჩევანში“ მიწვეულმა ელ---- კი-–---მ განაცხადა, რომ - ნარკორეალიზატორების მფარველ ე-- ბ----–--ს პატივი და ღირსება არ გააჩნია.

- შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი-ს“ გადაცემა „20:30“-ისთვის ინტერვიუს მიცემისას ელ---- კი-–---მ, ზემოაღნიშნულ საკითხებზე კომენტირებისას, განაცხადა, რომ - ე-- ბ----–--ს ჰქონდა არაჯანსაღი მატერიალური ინტერესი.

 

საგულისხმოა, რომ 2015 წლის 15 დეკემბერს ინტერნეტ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ,,ე-–---–---–მა პროკურატურაში განმეორებით დაკითხვაზე მისვლამდე გაიმეორა თავისი ბრალდება, რომ 2-- 000 აშშ დოლარი გადაუხადეს ავანსად ქრთამის სახით პოლიტიკოსებს კონკრეტული პატიმრების შეწყალების ლობირებისათვის’’. მან ასევე განაცხადა, რომ გამომძიებლებს მობილური ტელეფონი მიუტანა, სადაც ამ პოლიტიკოსების ,,ისტერიული მესიჯები’’ ინახება.

 

ასევე, ელ---- კილაძის გამონათქვამების შეფასებისათვის საყურადღებოა საკითხთან მიმართებით მიმდინარე გამოძიება, კერძოდ საქმეში წარმოდგენილია 18.03.2016წ. დადგენილება, რომლითაც დგინდება, რომ ელ---- კილაძის მიერ საჯაროდ გავრცელებულ ფაქტებთან მიმართებით გარკვეულ ინფორმაციას ფლობდა არაერთი პირი, რაც გახდა მათი მოწმის სტატუსით დაკითხვის საფუძველი. ასევე საქმესთან დაკავშირებით ჩატარებულია საგამოძიებო მოქმედებები და თემასთან დაკავშირებით აქტიურად შუქდებოდა მედია საშუალებებითაც, შესაბამისად ვერ იქნება გაზიარებული მოწინააღმდეგე მხარის მტკიცება, რომ ელ---- კი-–--- მოქმედებდა განზრახ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მოტივით, რამეთუ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ცალსახაა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობდა გამოძიება, რომლის ფარგლებშიც დაკითხულია ინფორმაციის გამავრცელებელი არაერთი პირი, შესაბამისად სასამართლო საფუძვლიანად განიხილავს აპელანტის მტკიცებას, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეფუძნება წყაროს მიერ მიცემულ მონაცემებს, ხოლო თავად გაჟღერებული ინფორმაციის ფორმის კვალიფიკაციისათვის მისი აზრის სახით გავრცელებას მოწმობს ის გარემოებაც, რომ გამოძიება არ დაინტერესებულა ჟურნალისტის საჯარო განცხადებებით და იგი აღნიშნულ საკითხთან მიმართებით არ დაკითხულა მოწმის სტატუსით. ინფორმაციის გამავრცელებელი პირის სუბიექტური დამოკიდებულების შესაფასებლად კი განმსაზღვრელია აღნიშნული საკითხის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის არსებობა, რომელიც ინფორმაციის მნიშვნელობიდან და მისი მონაწილე სუბიექტებიდან გამომდინარე დამატებით მაპროვოცირებელია მედიაში დასაქმებული პირისათვის მოიძიოს და გაავრცელოს ინფორმაცია საჯარო ინტერესიდან გამომდინარე. თავად განცხადებათა შინაარსითაც დგინდება, რომ ინფორმაციის გამავრცელებელი უთითებს წყაროს და შესაბამისად აღნიშნული სპეციალური კანონის მიზნებიდან გამომდინარე სადავოობის პირობებში ვერ შეფასდება ფაქტად, არამედ განცხადებათა საერთო კონტექსტი, გაჟღერებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ სპეციალური კანონის მიზნებიდან გამომდინარე იგი ექცევა შეფასებისა და აზრის სფეროში, გამავრცელებლის სუბიექტურ დამოკიდებულებაში და შესაბამისად ვერ დაექვემდებარება შეპირისპირებული ინტერესის - პატივისა და ღირსების შელახვის საფუძვლით, შეზღუდვას, რამეთუ აზრისა და შეფასების სახით გამოთქმული პოზიციის მკვეთრად უარყოფითი და არასასურველი კონტექსტის მიუხედავად, ის არ შეიძლება დაექვემდებაროს უპირობო შეზღუდვას, მით უფრო იმ რეალობის მხედველობაში მიღებით, რომ ელ---- კი-–---ს აღნიშნული ინფორმაცია არ გაუვრცელებია ყოველგვარი საფუძვლის არსებობის გარეშე და მითითებულზე საუბრობდა არაერთი პირი, მათ შორის თავად შეწყალების კომისიის წევრი, რაც აძლევდა ინფორმაციის გამავრცელებელს მყარ საფუძველს ღიად ესაუბრა აღნიშნულ საკითხზე. უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ამავე პერიოდში კი-–--- საჯარო გამოსვლებში წყაროდ უთითებს, როგორც საკუთარ ინფორმაციას, ისე ე-–---–---–ის განცხადებას, რომელიც ამტკიცებდა, რომ არსებობდა გარკვეული მესიჯები აღნიშნულ 2-- 000 დოლართან დაკავშირებით. ამდენად, ქრთამის სახით კონკრეტული თანხის გადაცემის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას უნდა მიენიჭოს სწორედ აზრის კატეგორია. ამ შემთხვევაში, არ იკვეთება ჟურნალისტის არაკეთილსინდისიერება, განზრახ გაევრცელებინა არასწორი მონაცემის შემცველი ფაქტი სხვისი პატივისა და ღირსების შელახვის მიზნით, რაც ერთგვარად შეასუსტებდა ჟურნალისტის ,,იმუნიტეტს’’ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ე. კილაძისათვის შესაძლოა ცნობილი ყოფილიყო, რომ ა. ე-–---–---–ი ან მისთვის ინფორმაციის მიმწოდებელი შეგნებულად ცრუობდნენ, ასევე არ იკვეთება, რომ ინფორმაცია ჟურნალისტის მხრიდან გავრცელდა მინიმალური წინდახედულებისა და შესაძლებლობების ფარგლებში გადამოწმების გარეშე. ამავდროულად, პალატა ყურადღებას აქცევს, რომ ელ---- კი-–--- განცხადებათა ერთიან კონტექსტში უთითებს, თავის ეჭვებზე, ვარაუდებზე და მისთვის სხვა პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციებზე.

 

ამდენად, ხსენებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პალატის შეფასებით, ე. კილაძის გამონათქვამები ექცევა ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული ,,აზრის’’ ცნებაში და იგი წარმოადგენს იმ პერიოდისათვის გახმაურებულ საკითხზე გაკეთებულ შეფასებებს. თავად მოხმობილი წინადადებებიც მეტყველებს, რომ გამხმოვანებელი უთითებს ინფორმაციის მიმწოდებელ წყაროზე და არ საუბრობს საერთო კონტექსტში დადასტურებად ფაქტებზე, რაც ამავე კანონის მიზნებიდან გამომდინარე ვერ დაექვემდებარება შეზღუდვას მისი დაცულობის ხარისხიდან გამომდინარე.

 

პალატის ამგვარი მიდგომის დასაბუთების მიზნით დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, დაცულია არა მხოლოდ ისეთი გამოხატვა, ანუ ისეთი ინფორმაციებისა და იდეების გავრცელება, რომლებსაც კეთილგანწყობით ხვდებიან, არამედ ისეთიც, რომელიც ყველაზე შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი და შემაშფოთებელია, ვინაიდან, „ასეთია პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის მოთხოვნა, ურომლ----დაც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება“ (HANDYSIDE VS THE UNITED KINGDOM). ევროპის სასამართლო, საზოგადოდ შემწყნარებელია ისეთი იდეებისა და ინფორმაციის მიმართ, რომლებიც ზიანს აყენებენ იმ პირთა უფლებებს, რეპუტაციას ვისკენაც არის ისინი მიმართული. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ისეთ დროს, როდესაც ღირებულებათა კონფლიქტში აქტიურად არის ჩართული პრესა და ევროპის სასამართლოს მიერ შემუშავებული ცნება - „საზოგადოებრივი ინტერესების მქონე საკითხებზე საჯარო დისკუსია“. პალატა განმარტავს, რომ სწორედ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხების გაშუქებისას ჟურნალისტებისათვის კონვენციის მე-10 მუხლის საფუძველზე მინიჭებული დაცვა იმ წინაპირობას გულისხმობს, რომ ისინი მოქმედებენ კეთილსინდისიერად, რათა უზრუნველყონ ზუსტი და საიმედო ინფორმაციის გადაცემა.

 

ერთ-ერთ საქმეზე (Marian Maciejewski v Poland №34447/05, 13 იანვარი, 2015), სადაც ფაქტობრივი გარემოებები შეეხებოდა მართლმსაჯულების სისტემის თანამშრომლების წინააღმდეგ ჟურნალისტის კრიტიკულ სტატიას, სათაურით - „ქურდები მართლმსაჯულების სისტემაში“, სტატიის ავტორი აღნიშნავდა, რომ სახეზე იყო „მაფიის მსგავსი მოსამართლე-პროკურორების ასოციაცია“. ცილისწამებისთვის ჟურნალისტს შიდა კანონმდებლობით დაეკისრა ჯარიმა. ევროპული სასამართლოს მიერ დადგინდა პოლონეთის სახელმწიფოს მიერ გამოხატვის თავისუფლების დარღვევა, კერძოდ გადაწყვეტილებაში ხაზი გაესვა, რომ ევროპული სასამართლო მკაცრი ტესტით შეამოწმებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას იმ შემთხვევებში, როცა სანქცია ხელს უშლის მედიას, გააშუქოს დებატები, რომელზეც საჯარო ინტერესი არსებობს ევროპული სასამართლოს შეფასებით, მედია არის ერთ-ერთი შესაძლებლობა, იმისთვის, რათა საზოგადოების მხრიდან გადამოწმდეს თუ რამდენად კეთილსინდისერად ახორციელებენ მოსამართლეები კანონით დადგენილ მათ უმნიშვნელოვანეს უფლებამოსილებებს. მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზები არის საკითხი, რომელზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, შესაბამისად, ლეგიტიმურია, რომ ეს საკითხები ჟურნალისტებმა და სხვა პირებმა განიხილონ საჯარო დებატებში. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სტატიაში გადმოცემული ფრაზები ჩანდა მკაცრი და მწვავე, ამგვარი გაზვიადებული ან თუნდაც მაპროვოცირებელი განცხადებები საჯარო დებატებში დასაშვები და დაცული იყო კონვენციის მე-10 მუხლით.

 

განსახილველ შემთხვევაშიც, საკითხი შეეხებოდა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების მხრიდან შეწყალების კომისიაზე შესაძლო ზეგავლენას, გახმაურებულ ე.წ. ,,კოკაინის საქმესთან’’ დაკავშირებით ბრალდებული პირების სასარგებლოდ და შესაბამისად საკითხის მიმართ არსებობდა საზოგადოების მაღალი ინტერესი, საკითხის რეზონანსულობიდან გამომდინარე, არაერთი საჯარო დებატი მიეძღვნა მას, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი CD დისკითაც, (სპეციალური კანონის პირველი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი: საზოგადოებრივი ყურადღება – საზოგადოების ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა) იმ მოვლენისადმი, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან), შესაბამისად, მოპასუხის მიერ გავრცელებული თუნდაც მწვავე, კრიტიკული განცხადება უნდა ჩაითვალოს საზოგადოებრივ დებატში წვლილის შეტანად და სწორედ ამის შემდეგაა ღირებული იმის შეფასება, თავად განცხადება წარმოადგენს თუ არა ცილისწამებას. იმისათვის, რომ კონვენციის მე-8 მუხლი მოქმედებაში მოვიდეს, პირის რეპუტაციაზე თავდასხმა უნდა ატარებდეს სიმძიმის გარკვეულ ხარისხს და განხორციელებული უნდა იყოს პირის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაზე წინასწარ შექმნილი განწყობით გავლენის მოხდენის მიზნით (იხ. „Delfi AS v. Estonia“ [GC], no. 64569/09, § 137, ECHR 2015 და „Medžlis Islamske Zajednice Brčko and Others v. Bosnia and Herzegovina“ [დიდი პალატა], N 17224/11, § 76, 27 ივნისი 2017).

 

პრეცედენტული სამართალი ერთმანეთისაგან მიჯნავს განცხადებებს ფაქტებთან დაკავშირებით და შეფასებითი მსჯელობას („ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ“, 1986 წლის 8 ივლისი, § 46, სერია A, N10 და „ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ“, (N 1), 1991 წლის 23 მაისი, § 63, სერია A, N 204). როდესაც განცხადება უტოლდება შეფასებით მსჯელობას, ჩარევის თანაზომიერება შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, არსებობს თუ არა საკმარისი „ფაქტობრივი საფუძველი“ გასაჩივრებული განცხადებისათვის. თუ არ არსებობს, ასეთი შეფასებითი მსჯელობა შეიძლება დადგინდეს, როგორც გადაჭარბებული (იხ. „დე ჰაესი და გიჯსელსი ბელგიის წინააღმდეგ“ §47; „ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ“ (N2), 1997 წლის 1 ივლისი, §33, ანგარიშები 1997-IV; „რასილიერი საფრანგეთის წინააღმდეგ“, N71343/01, § 36, 11/04/2--6 და „ლინდონი, ოჩაკოვსკი-ლაურენსი და ჟული“, §55). ფაქტობრივი ბრალდებისა და შეფასებითი მსჯელობის გასამიჯნად აუცილებელია საქმის გარემოებებისა და გამონათქვამების ზოგადი კონტექსტის გათვალისწინება. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე, რომ განცხადებები საზოგადოებრივი ინტერესის საკითხების თაობაზე, შესაძლოა, წარმოადგენდეს შეფასებით მსჯელობას და არა ფაქტის დაფიქსირებას (იხ. სუსგ. ას-591-591-2018, 16.04.2019წ).

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო განცხადებების შინაარსისა და კონტექსტის გათვალისწინებით, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ ისინი განმცხადებლის აზრს (სპეციალური კანონის 7.5. მუხლი), მის შეფასებით მსჯელობას წარმოადგენენ, რადგანაც განცხადებათა მთლიანი კონტექსტი იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ მოპასუხე საჯაროდ გაცხადებული ინფორმაციებიდან გამომდინარე, აყალიბებს საკუთარ დამოკიდებულებას მოვლენის მიმართ. სპეციალური კანონის 7.5. მუხლის შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია უნდა შეფასდეს „აზრად“, რომელიც, ამავე კანონის 4.1. მუხლის შესაბამისად, დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც იწვევს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრულ და უპირობო გათავისუფლებას.

 

პალატა ამავდროულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ მხედველობაში იღებს მოწინააღმდეგე მხარის შეპირისპირებულ ინტერსს მისი პატივისა და ღირსების დაცვასთან მიმართებით, რამეთუ მსგავსი ტიპის ინფორმაციის გავრცელება, თუნდაც მოსაზრების სახით იწვევს მეორე მხარის ღირებული უფლების - პატივისა და ღირსების შელახვას, თუმცა საკანონმდებლო რეგულაციიდან და დადგენილი სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, იმ ვითარებაში, როდესაც ერთმანეთს უპირისპირდება საჯარო პირის მიმართ, მედია საშუალების მიერ გავრცელებული შეფასება - ,,ინფორმაციის მიმწოდებელ წყაროზე’’ მითითებით, საკითხი გამოხატვის უფლების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. დადგენილია, რომ ელ---- კი-–--- არ წარმოადგენდა ერთადერთ პირს ვინც აღნიშნულ თემაზე საჯაროდ საუბრობდა, არამედ საკითხი განიხილებოდა ღიად არაერთი პირის მიერ, რაც მის აქტუალურობას განაპირობებდა და შესაბამისად აღჭურვავდა მედიაში დასაქმებულ პირს ღიად ესაუბრა საზოგადოებისათვის აქტუალურ საკითხებზე. ამასთან, არსებული საკანონმდებლო რეგულაცია აძლევს შესაძლებლობას პირს, ვის წინააღმდეგაც გავრცელდა ინფორმაცია ამავე საშუალებებით უარყოს არსებული ფაქტი, მით უფრო საკითხი ეხება საჯარო პირს, რომელსაც მეტნაკლებად ხელეწიფება მასობრივი ინფორმაციის გავრცელების საშუალებით მის მიმართ წაყენებული ბრალდების უარყოფა.

 

რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურებას, აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან, რომლის უარყოფა ასევე განაპირობებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უარყოფას.

 

4.11. სააპელაციო საჩივრის იმ არგუმენტებზე, რომლებსაც საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა ჰქონდა, პალატამ ზემოთ უკვე იმსჯელა.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

სასამართლო არარელევანტურად განიხილავს აპელანტის შედავებას ,,რუსთავი 2’’-ის კონკრეტულ დავაში მხარედ არ მოწვევასთან მიმართებით და აღნიშნულ ნაწილში მსჯელობის განვრცობას გაუმართლებლად მიიჩნევს, რადგანაც დავა უფლება-მოვალეობების წარმომშობია უშუალოდ კონკრეტული პირებისათვის და სამომავლოდ აღსრულების საკითხის განსაზღვრა ვერ მიიჩნევა გამოხატვასთან დაკავშირებით მიმდინარე დავისათვის განმსაზღვრელად და შესაბამისად ამ მხრივ მსჯელობის განვრცობა დამდგარი შედეგიდან გამომდინარეც გაუმართლებელია.

 

შეჯამების სახით, უნდა განიმარტოს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. (სუსგ, საქმე Nას-589-589-2018, 06.07.2018წ.). კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონით გარანტირებული უფლების შეზღუდვის საფუძვლები, რის გამოც სარჩელი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარებში მითითებული გარემოებები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება სააპელაციო საჩივარში გაცხადებულ პრეტენზიას და გამართლებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებას

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების პირობებში, მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. აპელანტის - ელ---- კილაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. ე-- ბ----–--ს სარჩელის არ დაკმაყოფილდეს;

 

4. ე-- ბ----–--ს ელ---- კილაძის სასარგებლოდ დაეკისროს 150 ლარი, სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების სანაცვლოდ;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: გელა ქირია

 

მოსამართლეები: მერაბ ლომიძე

 

გოგიტა თოთოსაშვილი