განაჩენი

სისხლის სამართლის 31.01.2020
საქმის ნომერი
080100119002949026
ინსტანცია
თარიღი
31.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100119002949026

საქმე №1/ბ-864-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 იანვარი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის – გივი კაპანაძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ პ------ ო-----ს

მსჯავრდებულის _ ჯ------ ა--------ს

ადვოკატის _ ი-–-- ჯ----–--ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ჯ------ ა--------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-–-- ჯ----–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №041060319003) ჯ------ ა--------ს მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 0--------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №2----------), არასრული საშუალო განათლების მქონის, განქორწინებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების მარტვილის რაიონის სოფელ ტ--–---ში, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 139-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით:

 

ჯ------ ა-------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლის პირველი ნაწილით, 1571 მუხლის მეორე ნაწილით და 139-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

_ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის მეორე ნაწილით -თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ჯ------ ა--------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჯ------ ა--------ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან _ 2019 წლის 06 მარტიდან.

 

იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:

 

· ჯ------ ა--------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული „სამსუნგ გალაქსი J-1“ მოდელის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

· ჯ------ ა--------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა, რომელიც ინახება შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

· ხ------- ე-------------აგან ამოღებული „სონის” ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

· ჯ------ ა--------სგან გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი CD-R ფორმატის დისკი, ჯ------ ა--------ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი CD-R ფორმატის დისკი, ა---------– ე-------------აგან გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი CD-R ფორმატის დისკი და ე----- წ---–------საგან გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი CD-R ფორმატის დისკი, რომლებიც თან ერთვის საქმეს, უნდა დარჩეს საქმეში და შენახული იქნეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ------ ა--------მ ჩაიდინა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება და გავრცელება ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის მეშვეობით და პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება, ჩადენილი სახელის გამტეხი ინფორმაციის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის უფლება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის თებერვალში, სოციალური ქსელ „ო------–-------ში“ ჯ------ ა--------მ გაიცნო ხ------- ე------------. სოციალურ ქსელ „ფ-------ში“ „u---------------------”-ს მონაცემებით რეგისტრირებულმა ჯ------ ა--------მ, „x----------------”-ს მონაცემებით რეგისტრირებული ხ------- ე------------, ამ უკანასკნელის წელს ზემოთ შიშველი ფოტოსურათის საჯარო სივრცეში გავრცელების მუქარით აიძულა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი _ მთლიანად გაშიშვლებული ფოტოსურათები სოციალური ქსელის, „ფ-------ის“ მეშვეობით მისთვის გადაეგზავნა. ჯ------ ა--------მ, უკანონოდ მოპოვებული ხ------- ე------------- პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათები სოციალური ქსელის _ „ფ-------ის“ მეშვეობით, 2019 წლის 27 თებერვალს ე-----ი წ---–------სათვის და 2019 წლის 28 თებერვალს ა---------– ე-------------ათვის გადაგზავნით უკანონოდ გაავრცელა.

 

2019 წლის თებერვალში სოციალური ქსელ „ო------–-------ში“ ჯ------ ა--------მ გაიცნო ხ------- ე------------. სოციალურ ქსელ „ფ-------ში“ „u---------------------” მონაცემებით რეგისტრირებულმა ჯ------ ა--------მ, „x----------------” მონაცემებით რეგისტრირებული ხ------- ე------------, ამ უკანასკნელის წელს ზემოთ შიშველი ფოტოსურათის საჯარო სივრცეში გავრცელების მუქარით აიძულა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი _ მთლიანად გაშიშვლებული ფოტოსურათები სოციალური ქსელის, „ფ-------ის“ მეშვეობით მისთვის გადაეგზავნა. ჯ------ ა-------- ხ------- ე-----------ს 2019 წლის 6 მარტს, ქ.ქუთაისში შეხვედრას და მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათების გახმაურებით დაემუქრა.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჯ------ ა--------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-–-- ჯ----–--ემ, რომელმაც ითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, იმ საფუძვლით, რომ ჯ------ ა-------- დაკავების მომენტიდან თავს მთლიანად ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, თანამშრომლობს გამოძიებასთან, წარსულში არ არის ნასამართლევი, კმაყოფაზე ჰყავს მოხუცი დედა.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა ჯ------ ა--------მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-–-- ჯ----–--ემ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა პ------ ო----მა ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, მათ შორის: თავად ბრალდებულ ჯ------ ა--------ს გამოკითხვის ოქმით, ასევე დაზარალებულ ხ------- ე-------------ა და მოწმეების - ა---------– ე------------- და ე----- წ---–------ს გამოკითხვის ოქმებით, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით და სოციალური ქსელიდან ამოღებული ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ჯ------ ა--------მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

მსჯავრდებულ ჯ------ ა--------ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ი-–-- ჯ----–--ე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ჯ------ ა--------სთვის სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას, რასაც სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, გაითვალისწინა რა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები _ მის მიერ დანაშაულის აღიარება და მონანიება, აგრეთვე, ის, რომ ჯ------ ა-------- წარსულში არ არის ნასამართლევი, მას განუსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმთან მიახლოებული სასჯელის ზომა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას გამოიყენა სასჯელთა შთანთქმის წესი და საბოლოოდ დაუნიშნა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. შესაბამისად, არ არსებობს მსჯავრდებულ ჯ------ ა--------სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძველი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა მიზანშეუწონელია, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით.

 

ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი ჯ------ ა--------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ადვოკატ ი-–-- ჯ----–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ ჯ------ ა--------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-–-- ჯ----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი ჯ------ ა--------ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ჯ------ ა-------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლის პირველი ნაწილით, 1571 მუხლის მეორე ნაწილითა და 139-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ------ ა--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

5.მსჯავრდებულ ჯ------ ა--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2019 წლის 06 მარტიდან.

 

6.ჯ------ ა--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.

 

7.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

· ჯ------ ა--------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული „სამსუნგ გალაქსი J-1“ მოდელის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

· ჯ------ ა--------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა, რომელიც ინახება შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.

 

· ხ------- ე-------------აგან ამოღებული „სონის” ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

· ჯ------ ა--------სგან გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი CD-R ფორმატის დისკი, ჯ------ ა--------ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი CD-R ფორმატის დისკი, ა---------– ე-------------აგან გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი CD-R ფორმატის დისკი და ე----- წ---–------საგან გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი CD-R ფორმატის დისკი, რომლებიც თან ერთვის საქმეს, დარჩეს საქმეში და შენახული იქნეს მისი შენახვის ვადით.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/