განაჩენი

სისხლის სამართლის 31.01.2020
საქმის ნომერი
060100119003241625
ინსტანცია
თარიღი
31.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-859-2019 წელი

№060100119003241625

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

17 იანვარი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ-----– გ---–-----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

მ-----– გ---–-----ი, დაბადებული 1----–-–---------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, მცხოვრები ხ-----------------------–-----ში, მსჯავრდებულია სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 265-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვა-დით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველ-ზე ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვა-დით.

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალე-ბის მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯე-ტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პა-სიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფ-ლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს საექიმო და ფარმაცევტული სა-ქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმო-მადგენლობის უფლება.

aRwerilobiTi nawili:

მ-----– გ---–-----ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისა და სისტემატუ-რი შეურაცხყოფისათვის, შანტაჟისა და დამცირებისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

– ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისათვის.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 14 სექტემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მ-----–ი გ---–-----მა ხ-----------------------–-----ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახ-ლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე ი------–- ა-–-----ეზე. კერძოდ მ-----– გ---–-----მა მეუღლეს ხელი ერთხე დაარტყა ტუჩის არე-ში, ძლიერად მოქაჩა თმებში, ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა კისრის არეში და ასევე უკბინა მარჯვენა ხელის მაჯის არეში, რის შედეგადაც ი------–- ა-–-----ემ განიცადა ფი-ზიკური ტკივილი.

მ-----–ი გ---–-----მა ხ-----------------------–-----ში მდებარე კუთვნილ საცხოვრებელ სახლში უკანონოდ დათესა და მოიყვანა ნარკოტიკული საშუალება ორი ძირი მცენარე კანაფი, წონით 12.05 გრამი, რაც 2019 წლის 14 სექტემბერს ამოღებული იქნა შსს ხონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მ------ მ--–--ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს მ-----– გ---–-----ის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მ-----– გ---–-----მა ფიზიკურად იძალადა მის მე-უღლეზე მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა. ის მეუღლის მიმართ ხშირად არის აგრესიუ-ლი, რაც მომეტებული საფრთხის შემცველია და ქმნის იმის საშიშროებას, რომ ის კიდევ ჩაიდენს ახალ დანაშაულს.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ მ-----– გ---–-----ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იუ-რიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 265-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ მ-----– გ---–-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირვე-ლი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსა-წინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორცი-ელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხ-ლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაუ-ლის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, აგრეთვე ის გარემოება, რომ მ-----– გ---–-----მა აღიარა და მოინანია ჩადენილ დანაშაული და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით სასჯელად დაუნიშნა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვა-დით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველ-ზე ჩაუთვალა პირობით 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ მ-----– გ---–-----ის მი-მართ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრე-ბული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენი მ-----– გ---–-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

მ-----– გ---–-----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სამტრედიის რაიონუ-ლი სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

მ-----– გ---–-----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათ-ვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულისათვის – ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწი-ფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამი-სად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ-----– გ---–-----ს სასჯელის სახედ ზომად განესაზ-ღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მარ-თვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესე-ბულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური სა-არჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხო-ლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლე-ბა, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფ-ლება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად მ-----– გ---–-----ზე ზედამხედველობა და კონტროლი დაევალოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, დაე-ვალოს მ-----– გ---–-----ს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდ-მივი ბინადრობის ადგილი.

მ-----– გ---–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

მ-----–ი გ---–-----ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის დრო 2019 წლის 14 სექტემბრიდან 2019 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით.

ნივთიერი მტკიცებულება – 2 ძირი ნარკოტიკულ საშუალება კანაფის შემცველი მცენარე წონით 11,8 გრამი, რომელიც ინახება შს ხონის რაიონულ სამმართველოში, გადაეგ-ზავნოს შს სამინისტროს მთავარ კრიმინალურ დეპარტამენტს მისი შემდგომი განადგუ-რების მიზნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili