განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 190100118002540525
საქმე №1ბ/460-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 იანვარი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი
მოსამართლეები: ბესიკ ბუგიანიშვილი
მანუჩარ კაპანაძე
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორების: თ----------------------------------------
ადვოკატის: თ---------------------–----
მსჯავრდებულის: ნ-----–---------–--–---–--
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ნ-----–---------–--–---–-- ინტერესების დამცველი ადვოკატის თ---------------------–---- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ-----–---------–--–---–-- მიმართ - დაბადებული 1----–-–------------------ საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 3----------- ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ს-----------------–----–----------------–--------–-------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენით, ნ-----–---------–--–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8(რვა)წლის ვადით.
მსჯავრდებულ ნ-----–---------–--–---–-- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 3 აპრილიდან.
ნ-----–---------–--–---–- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 30 მარტს დაახლოებით 22:00 საათზე, გ----------------------------–-----–------–-------- აგარაკზე, ნ-----–---------–--–---–- და გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირი, ჯგუფურად თავს დაესხნენ გ--------------------------------------------–---–- საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში და ქარქაშიანი დანის დემონსტრირებით, მოითხოვეს ფულადი თანხა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ-----–---------–--–---–-- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ---------------------–----- რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. დაზარალებულმა გ-------------------- სასამართლო სხდომაზე კატეგორიულად უარყო მის მიერ ნ-----–---------–--–---–-- მხილება დანაშაულში და მხოლოდ ის თქვა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი მიამსგავსა ნ---------–--–---–-- მისი წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებისას კი, გ-------------------- უარყო 3 აპრილისა და 28 ივნისის გამოკითხვის ოქმებში აღწერილი ინფორმაცია და მისი ხელმოწერაც ვერ შეიცნო აღნიშნულ ოქმებზე. რაც შეეხება თ----------------–---–-- იმ პირობებში, როდესაც თ----------------–---–-- თხოვნით მიმართა სასამართლოს - სანამ ცოცხალი იყო დაეკითხათ, ვინაიდან სიმართლე უნდოდა ეთქვა, თუმცა მისი დაკითხვა არ მოხდა. შესაბამისად, იბადება, საფუძვლიანი ეჭვი თ----------------–---–-- მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებების ლეგიტიმურობაზე. სასამართლომ გამამტყუნებელ განაჩენს ასევე საფუძვლად დაუდო ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაცვის მხარეს გადაეცა საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულება სასამართლოს უნდა ეცნო დაუშვებლად. რაც შეეხება ნივთიერ მტკიცებულებებს, ნ-----–---------–--–---–-- განაცხადა, რომ სასამართლო სხდომაზე წარდგენილი ტანსაცმელი გავდა მის ტანსაცმელს, თუმცა მისი არ იყო. თუ რა მდგომარეობაში იქნა ნ-----–---------–--–---–--გან ტანსაცმელი ამოღებული, შესაბამის ოქმში დეტალურად არ არის აღწერილი, მასში მხოლოდ ზოგადი მონაცემებია, რომელიც საშუალებას არ გვაძლევს გადავამოწმოთ ნ-----–---------–--–---–-- მიერ გაცხადებული ინფორმაცია.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა არაერთი მტკიცებულება - მოწმეთა ჩვენებები, რომელთა საფუძველზე გამორიცხულია ნ-----–---------–--–---–-- ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობა, ვინაიდან მ-------–---–-------------- ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა დაახლოებით 22:00 საათზე, რა დროსაც, მოწმეთა განმარტებით, მსჯავრდებული სტუმრებს მასპინძლობდა საკუთარ სახლში.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა გ-------------------- განაცხადა, რომ ბრალდებული ნ-----–---------–--–---–- არის მისი მეუღლის - თ----------------–---–-- ძმის სიძე. თვითონ და მისი მეუღლე ცხოვრობენ მ------------ ტერიტორიაზე სოფელ ს----------- ახლოს, ე.წ. „მ------------ დაჩებზე“. 2017 წლის 30 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მდებარე მისაღებ ოთახში იმყოფებოდნენ დაზარალებული და მისი მეუღლე. ეს უკანასკნელი ჭურჭელს რეცხავდა, თავად იწვა და ტელევიზორს უყურებდა. ამ დროს ოთახში შევიდა ერთი მსუქანი მამაკაცი, რომელსაც უკან მიჰყვა მეორე გამხდარი პიროვნება. ორივე მათგანს შავი ნიღბები ეკეთათ და სახეზე არ დაუნახავს ისინი, ზუსტად მათი ჩაცმულობა არ ახსოვს, მაგრამ ჭრელი ტანსაცმელი ნამდვილად არ შეუნიშნავს. მსუქანი პიროვნება მის საწოლზე ჩამოჯდა და უთხრა: „გ---- ძია არაფერს დაგიშავებთ, ფული მოგვეცი და წავალთო“. გ-------------------- თავდაპირველად ეგონა, რომ მისი ახლობლები იყვნენ და ეხუმრებოდნენ, ამიტომ ხელით სცადა ნიღბის მოხსნა, მაგრამ აღნიშნულმა პიროვნებამ სახე აარიდა. შემდეგ კვლავ სცადა ნიღბის მოხსნა და მოხსნა კიდეც, მაგრამ იგი სწრაფად შეტრიალდა და გადასაფარებელი შემოიხვია სახეზე. ამდენად, დაზარალებულმა მისი სახის დანახვა ვერ მოასწრო. მეორე გამხდარ პიროვნებას დაახლოებით 25სმ-იანი დანა ჰქონდა თავისი ბუდით, რომლის დემონსტრირებასაც მისი მეუღლის წინაშე ახდენდა. თავის მხრივ თ----------------–---–- მაგიდის დანა ეჭირა ხელში, რომელსაც აღნიშნულ პიროვნებას უქნევდა, მეორე ხელით კი დარეკა პოლიციაში და ტელეფონში ისმოდა რაც ხდებოდა მათ ბინაში. დაზარალებულმა სცადა დასხლტომოდა თავდამსხმელებს და გაქცეულიყო, მაგრამ კართან დაიჭირა მსუქანმა პიროვნებამ და გამხდარის დახმარებით ოთახში დააბრუნა. ამ დროს გამხდარი წაიქცა და დანა დაუვარდა, რომელიც მსუქანმა აიღო. გ-------------------- ისევ იხელთა დრო და პატარა ოთახში შევარდა, გააღო ფანჯარა, გატეხა ბადე და გადავიდა გარეთ. ამის შემდეგ მისმა მეუღლემ გაიგო, როგორ უთხრა გამხდარმა მსუქანს, რომ იარაღს გამოიტანს და გვესვრისო, რის გამოც თავდამსხმელები ჩავიდნენ პირველ სართულზე, გაიქცნენ მეზობლის ნაკვეთის მიმართულებით, მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. დაზარალებულის განმარტებით, მას თავის უკანა არეში აღენიშნებოდა დაზიანება, მაგრამ არ ახსოვს, რა ვითარებაში მიაყენეს, მეუღლის თქმით, საწვნე ჩაარტყეს თავში; აღნიშნულ დანაშაულს უცხო პირი არ ჩაიდენდა, მაგრამ კონკრეტულად ვინმეს დასახელება არ შეუძლია. სიტყვებით - „გ---- ძია“, მას მხოლოდ ნ-----–---------–--–---–- და რ---------------–---–- მიმართავდნენ, მაგრამ დარწმუნებული არ არის, რომ დანაშაული მათ ჩაიდინეს. მსუქანი კაცი აგებულებით ჰგავდა ნ-----–---------–--–---–-. დანაშაულის მოხდენამდე რ------- იცოდა, რომ მას 1200 ლარი ჰქონდა. ბრალდებული ნ-----–---------–--–---–- კი ბოლოს დაახლოებით 2 წლის წინათ ნახა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოქვეყნებული დაზარალებულ თ----------------–---–-- ჩვენებების თანახმად, იგი მეუღლესთან - გ--------------------თან ერთად ცხოვრობს გ---------- რაიონში, ა---–------–-------- აგარაკზე. 2018 წლის 30 მარტს ის და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ სახლში. გ------- იწვა, თვითონ კი მაგიდასთან იდგა, რა დროსაც სახლში ორი უცნობი მამაკაცი შევიდა. პირველი მათგანი იყო შედარებით მსუქანი და მას სახეზე ეკეთა მუქი ფერის ნიღაბი. მის უკან მოდიოდა გამხდარი პიროვნება, რომელსაც თავდაპირველად ნიღაბი არ ეკეთა, თავზე ჰქონდა ქუდივით ჩამოცმული და სახლში შემოსვლის შემდეგ ჩამოიწია ნიღაბი სახეზე. შედარებით მსუქანი პიროვნება შესვლისთანავე მივიდა გ-------სთან და ჩამოუჯდა საწოლზე, ხოლო გამხდარი მოწმისაკენ წავიდა. მას ხელში ეჭირა მუქი ფერის ქარქაშიანი დანა. პიროვნებამ, რომელიც გ-------ს ჩამოუჯდა საწოლზე დაიწყო ჩვეულებრივ საუბარი - „გ---- ძია ფული მოგვეცი და ყველაფერი კარგად იქნებაო“. გ-------ს მხოლოდ ახლობლები ეძახიან გ----ას, ამიტომ ეგონა ვინმე ეხუმრებოდა, უთხრა „მორჩი მაიმუნობასო“ და ნიღაბი ჩამოქაჩა, მაგრამ უეცრად მსუქანმა პიროვნებამ ნიღაბი გაისწორა და გაიმეორა „გ---- ძია ფული მოგვეციო“. გ-------მ კვლავ ჩამოქაჩა ნიღაბი, რა დროსაც მან დაინახა აღნიშნული პიროვნების სახე საკმაოდ კარგად. ამ დროს მიხვდა, რომ ხუმრობა არ იყო და ყვირილი დაიწყო „რა ფული გინდათო“, მობილური ტელეფონი აიღო ხელში და სწრაფად აკრიფა 112. ეს დაინახა მის წინ მაგიდის ბოლოში მყოფმა გამხდარმა პიროვნებამ და წავიდა მისკენ, თან მის ხელთ არსებულ ქარქაშიან დანას უქნევდა. თავადაც დანა ეჭირა ხელში, უქნევდა და ანიშნებდა, რომ არ მიკარებოდნენ. ამ დროს მსუქანი პიროვნება ადგა საწოლიდან, მასთან ერთად ადგა გ-------ც. მათი საუბარი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, გამხდარი პიროვნებაც მიეხმარა შედარებით მსუქანს, რა დროსაც მას დანა დაუვარდა ხელიდან. მსუქანმა კი ჯერ მაგიდაზე არსებული „ჩამჩა“ აიღო და თ-------- მოუღერა, შემდეგ იატაკზე დავარდნილ დანას მოკიდა ხელი და მისი მეუღლისკენ წავიდა. დაზარალებულის განმარტებით, თ-------- შეეშინდა და დაიყვირა, რომ არ დაერტყათ დანა. შემდეგ დაინახა, რომ მის მეუღლეს თავიდან სდიოდა სისხლი. სისხლი რომ წამოუვიდა, გ-------მ სცადა გვერდითა ოთახში გასვლა, მაგრამ თავდამსხმელებმა უკან შეიყვანეს. ამის დანახვაზე მათკენ წავიდა თან ხელში დანა ეჭირა და აქეთ-იქით იქნევდა შესაშინებლად. თავდამსხმელებმა ყურადღება მისკენ გადაიტანეს, ხოლო გ------- სწრაფად გავიდა მეორე ოთახში. შემდეგ გამხდარმა პიროვნებამ დაიძახა „წავედითო“ და ორივე მათგანი იმავე კარიდან გავიდა, რომლითაც შევიდნენ. ცოტახანში მისი მეუღლე ეზოს მხრიდან დაბრუნდა სახლში.
მომდევნო გამოკითხვის ოქმში დაზარალებულმა თ----------------–---–-- დაადასტურა, რომ მსუქანი პიროვნება, რომელსაც მისმა მეუღლემ ნიღაბი ჩამოგლიჯა, იყო ნ-----–---------–--–---–-, მისი ძმის შვილის მეუღლე. როდესაც მან აიღო ძირს დავარდნილი ქარქაშიანი დანა და უნდოდა გ-------სთვის ჩაერტყა თავში, თავად ცდილობდა 112-ზე დარეკვას და თან ნ-----–---------–--–---–- უყვიროდა „ნ--- დანა არ ჩაარტყა გ-------სო“. ეს უკანასკნელი მათთან სახლში იყო დაახლოებით 2 წლის წინ. ნ-----–---------–--–---–-- ცოლის ძმამ იცოდა, რომ ჰქონდათ გარკვეული თანხა და აპირებდა სამზარეულოს ავეჯის ყიდვას. ფიქრობს, რომ სწორედ ამიტომ მივიდნენ მასთან და ითხოვდნენ თანხას. პირველ გამოკითხვაზე არ დაასახელა ნ-----–---------–--–---–-, რომელიც ნამდვილად იყო თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი, ვიანიდან იყო შეშინებულ და სტრესულ სიტუაციაში, ასევე უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ ნ-----–---------–--–---–-- ვინაობაში არ ცდებოდა და ტყუილად არ დაედანაშაულებინა. მოგვიანებით, როდესაც მან და მისმა მეუღლემ ერთმანეთში ისაუბრეს და დეტალები გაიხსენეს, დარწმუნდა, რომ შედარებით მსუქანი თავდამსხმელი იყო ნ-----–---------–--–---–-, რომელიც ამოიცნო სახით, აღნაგობით, სიარულის მანერით და ლაპარაკით, რაც ასევე გაიხსენა მისმა მეუღლემაც. ნ-----–---------–--–---–- ეცვა მუქი ფერის მონაცრისფრო ჯინსის შარვალი, მუქი ფერის ქურთუკი და ნაქსოვი მუქი ფერის ჯემპრი.
დაზარალებული თ----------------–---–- კიდევ ერთხელ გამოიკითხა გამოძიების ეტაპზე, რა დროსაც მან კვლავ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი დავდამსხმელი ნამდვილად იყო ნ-----–---------–--–---–-. მას დაუძახა კიდეც და მისი ხმა დაფიქსირდა 112-ის ზარის დროს. ნ-----–---------–--–---–-- სახე მან კარგად დაინახა ყაჩაღობის დროს და დარწმუნებულია მის ვინაობაში.
პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს და შეაფასებს დაზარალებულების გ------- მ----------- და თ----------------–---–-- ჩვენებებს, რომლებიც როგორც დაცვის მხარე აცხადებს, გამორიცხავენ მსჯავრებულ ნ-----–---------–--–---–-- მიერ მათ მიმართ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტს.
პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის ამგვარ შეფასებას და განმარტავს, რომ დაზარალებულებმა საკმაოდ დამაჯერებლად და თანმიმდევრულად გადმოსცეს 2018 წლის 30 მარტს, საღამოს საათებში, მათ სახლში განვითარებული მოვლენები. მათი ჩვენებები ბინაში შესული თავდამსხმელების გარეგნობის, ტანსაცმლის, საუბრის, ფულადი თანხის მოთხოვნის და ასევე თავდამსხმელებსა და მათ შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დეტალებთან დაკავშირებით არის ურთიერთშესაბამისი. დაზარალებულების ჩვენებას ყურადღება უნდა მიექცეს იმ თვალსაზრისითაც, რომ მათი განმარტებით, ნ-----–---------–--–---–-- ცოლის ძმამ - რ--------------–---–-- იცოდა, მათ მიერ სახლში გარკვეული რაოდენობის თანხის შენახვის შესახებ. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული გარემოება არ უარყვეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მსჯავრდებულმა ნ-----–---------–--–---–-- და მისი მეუღლის ნათესავებმა - რ-----------------------------–---–-----
გ------- მ---------- ასევე აპელირებს, რომ მის ბინაშე განხორციელებულ ყაჩაღობაში მონაწილე შედარებით მსუქანი პირი იყო ნ-----–---------–--–---–-- აღნაგობის, გარდა ამისა, მხოლოდ ეს უკანასკნელი და მისი მეუღლის ძმა - რ--------------–---–- მიმართავდნენ სიტყვებით - „გ---- ძია“, თუმცა დარწმუნებული არ არის, რომ დანაშაული ნ-----–---------–--–---–-- ჩაიდინა. პალატის შეფასებით, გ------- მ----------- მიერ სასამართლო სხდომაზე მიცმეული ჩვენების, ასევე მისი და დაზარალებულ თ----------------–---–- მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებების საერთო ანალიზიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხვის მომენტში დაზარალებული გ------- მ---------- აღარ იყო დაინტერესებული საქმის შედეგით და მის მიზანს არ წარმოადგენდა დასჯილიყო ოჯახის ნათესავი ნ-----–---------–--–---–-. სწორედ ამიტომ მან თავი აარიდა კონკრეტულად მიეთითებინა, რომ სასამართლო სხდომაზე წარდგენილი ბრალდებული ნ-----–---------–--–---–- იყო მის მიმართ განხორციელებულ ყაჩაღობაში მონაწილე პირი.
რაც შეეხება დაზარალებულ თ----------------–---–-- მან გამოძიების ეტაპზე მეორე და მესამე ჯერზე გამოკითხვისას ნათლად დაადასტურა, რომ თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი იყო მისი ძმისშვილის მეუღლე - ნ-----–---------–--–---–-, მისი სახე ნათლად დააფიქსირა მას შემდეგ, რაც გ-------------------- ნიღაბი ჩამოუწია და არ ცდება მის ვინაობაში. დაზარალებულმა ასევე დეტალურად განმარტა ის გარემოება, თუ რატომ არ მოახსენა გამოძიებას პირველივე დაკითხვისას, რომ დაინახა მსჯავრდებულ ნ-----–---------–--–---–-- სახე. მისი განმარტებით, თავდაპირველად იყო შეშინებული, სტრესულ სიტუაციაში, ასევე არ უნდოდა ტყუილად დაედანაშაულებინა ვინმე, თუმცა მისი სახე შემთხვევის მომენტშივე იცნო და სახელითაც მიმართა, ხოლო მოგვიანებით, როდესაც მან და მისმა მეუღლემ ერთმანეთში ისაუბრეს და დეტალები გაიხსენეს, კიდევ უფრო დარწმუნდა რომ , შედარებით მსუქანი თავდამსხმელი იყო ნ-----–---------–--–---–-.
პალატა აღნიშნავს, რომ ყაჩაღური თავდასხმის განხორციელების შემდეგ დაზარალებულის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი არის სრულიად ლოგიკური და დამაჯერებლად მიაჩნია მისი ჩვენება, რომ იმ ფონზე პირველივე გამოკითხვისას სრულყოფილი ინფორმაცია ვერ მიაწოდა გამოძიებას.
სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულ ნ-----–---------–--–---–-- განმარტებას, რომ ესმოდა როგორ მოახდინეს თ----------------–---–--- ზეწოლა სამართალდამცავებმა და როგორ აიძულებდნენ ეთქვა, რომ ის და მისი მეუღლე დააყაჩაღათ ნ-----–---------–--–---–--. მოცემულ შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, რომ თ----------------–---–-- ნ-----–---------–--–---–---, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე მიუთითა არა მხოლოდ 2018 წლის 3 აპრილის გამოკითხვის ოქმში, არამედ ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები აღნიშნა 2018 წლის 28 ივნისს გამოკითხვის დროსაც და კვლავ კატეგორიულად დაადასტურა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი იყო ნ-----–---------–--–---–-. ამასთან, აღნიშნულ ჩვენებებს შორის არსებული დროის საკმაოდ ვრცელი პერიოდი და ის გარემოება, რომ თ------------–--–---–-- მიმართ სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის ფაქტი არ დასტურდება საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, დამაჯერებლობას უკარგავს მსჯავრდებულის განმარტებებს. მიუხედავად იმისა, რომ თ----------------–---–- გარდაცვალებამდე არაერთხელ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და ითხოვდა დაეკითხათ, მას არც სასამართლოსათვის და არც შესაბამისი ორგანოებისათვის არ მიუმართავს გამოძიების ეტაპზე მისთვის ჩვენების იძულებით მიცემის და მისი, როგორც მოწმის უფლებების დარღვევის თაობაზე.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხოლოდ მოწმის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ იქნა წაკითხული საქმის არსებითი განხილვისას, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს, თუმცა თ----------------–---–-- მიერ მოწოდებულ ინფორმაციას პალატა აფასებს, როგორც გ------- მ----------- ჩვენებასთან, ასევე საქმეზე წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან შესაბამისობის და საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში ქმნიან აშკარა სურათს 2018 წლის 30 მარტს საღამოს საათებში დაზარალებულების ოჯახზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში ნ-----–---------–--–---–-- მონაწილეობის შესახებ. კერძოდ:
2018 წლის 31 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს გ---------- რაიონის სოფელ მ----------–-- ა---–------–-------- აგარაკებზე და წარმოადგენს გ------- მ----------- საცხოვრებელ სახლს. საცხოვრებელი სახლის ეზოში შესვლა ხდება ერთფრთიანი რკინის კარის გავლით, კარის შესასვლელში განთავსებულია ავტოფარეხი, რომლის გავლით გადიან საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის აივანზე. საცხოვრებელი სახლი არის კაპიტალური, სამსართულიანი, სახლის პირველ სართულზე განთავსებულია სარდაფი, მეორე სართულზე საცხოვრებელ სახლში ორფრთიანი რკინის კარის გავლით შედიან მისაღებ ოთახში. იქ არსებულ ხის სკაზე გადაკიდებულია ერთი ცალი თეთრი ფერის მამაკაცის მაისური დაზიანებულ მდგომარეობაში მოწითალო ფერის ლაქებით. მისაღები ოთახის იატაკი მოსვრილია მუქი და წითელი ფერის ლაქებით. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მისაღები ოთახის იატაკიდან აღებული იქნა სუნის ნიმუშები, მოწითალო ფერის ლაქები, რკინის ჩამჩა (მეორე სართულის აივნიდან შესასვლელ კართან), სახლში შესასვლელი კარის გარე და შიდა ზედაპირიდან - ანაწმენდები, ორი ცალი თითის კვალი მაგიდაზე არსებული მოყვითალო ცერის ჭიქიდან, ერთი თითის კვალი საწოლის ხის თავიდან, მაგიდიდან წებოვანი ლენტი ელ.საფენით, ერთი ცალი თეთრი ფერის მაისური მოწითალო ფერის ლაქებით დაზიანებული, საწოლიდან ერთი ცალი გადასაფარებელი და საბნის პირი მუქი ფერის ლაქებით. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონით დადგენილი წესით.
2018 წლის 09 ივლისს ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პლედზე და საბნის პირზე არსებულ არათანაბრად შეღებილ მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოების და ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ნ-----–---------–--–---–-- ჯინსის შარვლის ნართის შემადგენელ შესაბამის ბამბის ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვაროვნული კუთვნილება. არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები შედიან ჯინსის ქსოვილების შემადგენლობაში და არიან ფართოდ გავრცელებული, რის გამოც აღნიშნულ ბოჭკოებს გააჩნიათ ნაკლები საიდენტიფიკაციო მნიშვნელობა.
2018 წლის 3 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვის მონაცემებით (31.03.2018) გ-------------------- აღენიშნება სისხლჩაქცევა და ნახეთქი ჭრილობა მარჯვნივ თხემ-საფეთქლის მიდამოში, ნაჭდევები მარჯვენა მუხლის სახსრის არეში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა გ------- ო------–---–---
2018 წლის 28 მაისის N--------- ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის N------------ საქმეზე, გ---------- რაიონის ა---–------–-------- აგარაკზე, მცხოვრებ მოქალაქე გ------- მ----------ზე და მის მეუღლეზე თ----------------–---–--- განხორციელებული ყაჩაღობის თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ნ-----–---------–--–---–--გან აღებული სუნის კვალის ნიმუშის, ხოლო არაიდენტურია რ--------------–---–-საგან, კ--------------–---–------ და გ------- ნ----–---–------ აღებული სუნის კვალის ნიმუშების. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ბ-------------------
2018 წლის 20 ივნისის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, პაკეტში, წარწერით: „...მოწითალო ფერის ლაქა ამოღებული 2ც ბიოლოგიურ ჩხირზე სურ N1..“, მოთავსებული ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N8-9) წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის გ-------------------- (ობ. N26; პაკეტი, წარწერით: „...გ------- მ----------- ნერწყვის ნიმუში 1 ც ბიოლოგიურ ჩხირზე...“); პაკეტში, წარწერით „...1 ც თეთრი ფერის მაისური...“, მოთავსებულ მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N10, 11) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N10,11-ის და ამავე მაისურზე არსებული ბიომასალის (ობ. N12) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ--------------------.(ობ. N26); პაკეტში, წარწერით „...საწოლის საბნის პირი...“, მოთავსებულ საბნის შალითაზე არსებული ბიომასალის (ობ. N13,14) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ-------------------- (ობ. N26). ამავე შალითაზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ. N15) სისხლს არ წარმოადგენს; პაკეტში, წარწერით „ნ-----–---------–--–---–-- ტანსაცმელი“ მოთავსებულ ჟაკეტზე და შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N17,18, 21-23) წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის გ-------------------- (ობ. N26). ამავე პაკეტში მოთავსებულ მაისურზე არსებული ბიომასალა (ობ. N19) ეკუთვნის ნ-----–---------–--–---–- (ობ. N27). დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ი---------------
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ასახული, დაზარალებულ გ------- მ----------- სხეულზე განვითარებული დაზიანებები, რომლებიც ხანდაზმულობით ემთხვევა ქმედების ჩადენის თარიღს განამტკიცებს დაზარალებულების ჩვენებას თავდამსხმელთა მიერ გ------- მ----------- მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების შესახებ. რაც შეეხება ოდოროლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს, ის გარემოებები, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალი აღმოჩნდა ნ-----–---------–--–---–-- სუნის კვლის იდენტური, ხოლო მის ჟაკეტსა და შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო სისხლის ლაქები ეკუთვნის გ--------------------, უტყუარად არასტურებს ნ-----–---------–--–---–- ყოფნის ფაქტს დაზარალებულების კუთვნილ ბინაში და უშუალოდ გ--------------------თან მის შემხებლობას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც როგორც დაზარალებულები, ასევე მსჯავრდებული ნ-----–---------–--–---–- და მისი მეუღლის ნათესავები ადასტურებენ, რომ გ------- მ----------- და თ----------------–---–-- სახლში ნ-----–---------–--–---–- ბოლოს დაახლოებით 2-3 წლის წინ იმყოფებოდა. ამ უკანასკნელისაგან რ--------------–---–-ს მიერ ტანსაცმლის თხოვების ფაქტი კი, რასაც მსჯავრდებული თითქოსდა უკავშირებს დაზარალებულების ბინაში მისი სუნის კვლის გადატანას, გამორიცხეს თავად რ--------------–---–-- და მამამისმა - დ-----------------–---–---
აპელანტის მტკიცებით, ბიოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნა გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ უნდა დაედოს, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ იგი ბრალდების მხარეს უკვე მოპოვებული ჰქონდა 2018 წლის 22 ივნისს, ამავე წლის 1 ივლისს მხარეთა შორის მტკიცებულებების გაცვლისას, დაცვის მხარეს არ გადაცემია, რითაც დაირღვა საქართველოს სსკ-ის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა და დაუშვებელ მტკიცებულებას წარმოადგენს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ლ----------------–-- სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს იურიდიული სამმართველოს უფროსის 2018 წლის 14 და 18 სექტემბრის წერილების თანახმად, ბიოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნა მომზადდა 2018 წლის 20 ივნისს და დადგენილი პროცედურების დაცვით 2018 წლის 22 ივნისს გადაეცა დამკვეთის წარმომადგენელს - გ---------- რაიონული სამმართველოს ვ-------- პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს დ---------–------- ის გარემოება, რომ დ---------–----- არ არის განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მწარმოებელი - ვ-------- პოლიციის განყოფილების თანამშრომელი და იგი მუშაობს უშუალოდ გ---------- რაიონულ სამმართველოში, დადასტურებულია შსს ქ-------------–-- პოლიციის დეპარტამენტის, გ---------- რაიონული სამმართველოს უფროსის და შსს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის 2018 წლის 21 და 24 სექტემბრის მომართვის წერილებით. ასევე, თავად დ---------–-----მ და გამომძიებელმა გ------- ჭ--–--–-–---–-- დაადასტურეს, რომ დასკვნა ნამდვილად ჩაიბარა დ---------–-----მ 2018 წლის 22 ივნისს, თუმცა პირადი მიზეზებიდან გამომდინარე იგი ნ-----–---------–--–---–-- სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მწარმოებელი ორგანოს და პირისათვის გადაცემული არ ჰქონდა ამავე წლის 1 ივლისის მდგომარეობით.
გარდა აღნიშნულისა, 2018 წლის 20 ივლისის წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოადგენილი ოფიციალური დოკუმენტებით დასტურდება, რომ გამოძიების მწარმოებელ ორგანოში - ვ-------- პოლიციის განყოფილებაში - ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა შესულია 2018 წლის 4 ივლისს, ხოლო ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა 2018 წლის 2 ივლისს. შესაბამისად, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნები 1 ივლისს დაცვის მხარეს ვერ გადაეცემოდა. ამასთან, ორივე ექსპეტიზის დასკვნა თავის შინაარსიდან გამომდინარე ბრალდების მხარის სასარგებლო მტკიცებულებას წარმოადგენს და მათი დაცვის მხარისათვის „დამალვა“ ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია.
ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეული იქნა საქართველოს სსკ-ის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა.
პალატის აზრით, ასევე დამაჯერებლობას მოკლებულია მსჯავრდებულის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ ტანსაცმელი, რომელზეც აღმოჩნდა დაზარალებულ გ------- მ----------- სისხლის კვალი, მას არ ეკუთვნოდა. გარდა იმისა, რომ აღნიშნული ტანსაცმლის აღწერილობა შესაბამისობაშია დაზარალებულების მიერ შედარებით მსუქანი თავდამსხმელის (ნ-----–---------–--–---–--) ტანსაცმლის აღწერილობასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საკვლევი ობიექტების მოპოვება, კერძოდ, დაზარალებულისაგან შესაბამისი ნიმუშების აღება, ასევე ნ-----–---------–--–---–--აგან ტანსაცმლის ამოღება განხორციელდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა არსებით დარღვევას, რაც მის დაუშვებლად ცნობას განაპირობებდა. ამოღებული ნივთები და შესადარებელი ნიმუშები დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. სასამართლოს სხომაზე ასევე დაიკითხნენ ექსპერტი და გამომძიებლები, რომლებმაც ისაუბრეს სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მათ მიერ განხორციელებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონიერებაზე.
პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს მათ ობიექტურობაში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან. ამდენად, ხსენებული, უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთანალიზიდან გამომდინარე, საფუძვლიანად ვერ იქნება მიჩნეული დაცვის მხარის ვერიას, რომლის თანახმადაც, მოხდა მტკიცებულების ფალსიფიკაცია და ნ-----–---------–--–---–-- კუთვნილი ტანსაცმლის შეცვლა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ო---------------------------------–---–-----------------------–---–---------------------–---–------------------–---–-------------------–---–-------–--------–---–----------–-------–-–---–-- და ნ-----–---------–--–---–-- განაცხადეს, რომ შემთხვევის დღეს იყო ამ უკანასკნელის გარდაცვლილი ძმის რ-----------–-–---–-- დაბადების დღე, რასთან დაკავშირებითაც ნ-----–---------–--–---–-- ოჯახში სუფრა იყო გაშლილი. მოწმეთა უმრავლესობა განმარტავს, რომ იმ საღამოს გვინობამდე, ზოგიერთი მათგანი 23:00 საათამდე იმყოფებოდა ნ-----–---------–--–---–-- ოჯახში და ნ-----–----- მთელი საღამო იყო სახლში, სუფრის წევრები არ დაუტოვებია.
მოწმე დ-----------------–---–-- დამატებით განაცხადა, რომ მომხდარმა ფაქტმა გარკვეული განხეთქილება წარმოშვა მასსა და მის დას - დაზარალებულ თ----------------–---–- შორის. თავიდან მას არ მისცეს შესაძლებლობა კონტაქტი ჰქონოდა თავის დასთან, არც თ--- მიუშვეს მასთან ახლოს, როდესაც ოპერაცია გაიკეთა. ის რომ თავიდანვე ჩარეულიყო ამ საქმეში, სხვაგვარად იქნებოდა ყველაფერი. ასევე, დ-----------------–---–--, რ--------------–---–-- და ნ-----–---------–--–---–-- დაადასტურეს, რომ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე რ------ თ---სთან იყო მისული ფულის - 600 ლარის სასესხებლად, რაც არ ასესხეს. თუმცა მან უარი უთხრა. რ--------------–---–-ს განმარტებით, ნ-----–------ არ იცოდა იმის შესახებ, რომ მან ფული სთხოვა, თუმცა ნ-----–---------–--–---–-- დაადასტურა, რომ როგორც რ------- უთხრა მას, ფულის სასესხებლად იყო მისული მამიდამისთან და ბრაზობდა, „მასხარად ამიგდეს და არ მომცეს ფულიო“. ნ-----–---------–--–---–- თ----------------–---–-- სახლში ნამყოფია დაახლოებით 2-3 წლის წინ. დ-----------------–---–-- და რ--------------–---–-- დაადასტურეს, რომ რ------ ნ-----–-----ს ტანსაცმელი არ უთხოვია. ნ-----–---------–--–---–-- კი განაცხადა, რომ 30 მარტს შეამჩნია როგორ მოიტანა მისი ჟაკეტი რ--------------–---–-- გვიან საღამოს და იქვე საკიდზე დაკიდა.
პალატა სრულიად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების შეფასების ნაწილში და განმარტავს, რომ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ემსახურება მხოლოდ ნ-----–---------–--–---–--ათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობას.
პალატა მოწმეთა ჩვენებებს უპირობოდ არ უკარგავს სანდოობას მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი არიან ბრალდებულის ოჯახის წევრები და ახლობლები, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ არის გამყარებული საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული სხვა ნეიტრაულ მოწმეთა ჩვენებებით ან წერილობითი მტკიცებულებებით. მათ ინტერესს წარმოადგენს დაარწმუნოს სასამართლო, რომ შემთხვევის საღამოს ნ-----–---------–--–---–- იმყოფებოდა საკუთარ სახლში, საკმაოდ მოშორებით იმ სოფლიდან, სადაც ცხოვრობენ დაზარალებულები და შეუძლებელი იყო მას იმ ღამით, დაახლოებით 22:00 საათზე გ--------------------ა და თ----------------–---–--- განეხორციელებინდა ყაჩაღური თავდასხმა, თუმცა მხოლოდ, ამ პირთა ჩვენებები, მათი სტატუსიდან გამომდინარე, ვერ გადაწონის საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იმ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობას, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ შემთხვევის დღეს ნ-----–---------–--–---–-- დაზარალებულების ბინაში დაუდგენელ პირთან ერთად ყოფნის და მათთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ფულადი თანხის მოთხოვნის ფაქტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ უზრუნველყოფილი იქნა იმ პირდაპირი ხასიათის საკმარისი და სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობის წარმოდგენა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ნ-----–---------–--–---–-- ჩაიდინა ყაჩაღობა - საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ნ-----–---------–--–---–-- ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. ნ-----–----------–--–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8(რვა)წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. ნ-----–---------–--–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 3 აპრილიდან.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ნ-----–---------–--–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.
6. ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოსურათები 02 ცალ კომპიუტერულ დისკზე, შპს „მაგთიკომიდან“ და შპს „ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია 02 ცალ კომპიუტერულ დისკზე, შპს „მაგთიკომიდან“ და შპს „ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია 02 ცალ კომპიუტერულ დისკზე, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 07 ცალ დისკზე, შპს „მაგთიკომიდან“ და შპს „ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია 02 ცალ კომპიუტერულ დისკზე, შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 1 ცალი რკინის ჩამჩა, თეთრი ფერის მაისური, გადასაფარებელი, საბნის პირი; ასევე, ნ-----–---------–--–---–-- პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, ნ-----–---------–--–---–--გან ამოღებული კუთვნილი ტანსაცმელი (ჯინსის შარვალი, რუხი ფერის სვიტერი, შავი ფერის ზედატანი, მოკლესახელოებიანი მაისური) და ფეხსაცმელი, HAWEI-ის ფირმის მობილური ტელეფონი, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს კანონით დადგენილი წესით.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები 2 ც. ჩხირზე, 4 ცალ ჩხირზე ბიოლოგიური ანაწმენდები კარის შიდა და გარე ზედაპირიდან; ანაწმენდები 2 ცალ ჩხირზე შესასვლელი კარის ჩარჩოდან, 4 ცალი თითის კვალი, წებოვანი ლენტი; ასევე, 4 ცალ ბილოგიურ ჩხირზე ანაწმენდი, გ------- მ----------- ხელის კვლები, გ------- მ----------- ნერწყვის ნიმუში, ნ-----–---------–--–---–-- ნერწყვის ნიმუში, გ------- ნ----–---–-- ხელის კვალი, თ----------------–---–-- ხელის კვალი, გ------- ნ----–---–-- ნერწყვის ნიმუში, წებოვანი ლენტი ელსადენით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები 3 ცალი, გ------- მ----------- სისხლის ნიმუში, 2 ცალი ანაწმენდი განთავსებული ბიოლოგიურ ჩხირზე, მოწითალო ფერის 2 ცალი ლაქა, რ--------------–---–-ს ნერწყვის ნიმუში, რ--------------–---–-ს სუნის ნიმუში, გ------- ნ----–---–-- სუნის ნიმუში, კ--------------–---–-- სუნის ნიმუში, ნ-----–---------–--–---–-- სუნის ნიმუში, კ--------------–---–-- ნერწყვის ნიმუში, კ--------–---–-- ხელის ნიმუში, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 3 ცალი სუნის ნიმუში, თ----------------–---–-- ნერწყვის ნიმუში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი
მოსამართლეები: ბ. ბუგიანიშვილი
მ. კაპანაძე