განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210119002875305
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/9648-19 30 იანვარი, 2020 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ირაკლი ბონდარენკო
თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
სხდომის მდივანი - ნანა ველიჯანაშვილი
აპელანტი - თ----- ბ------–----
წარმომადგენელი - ბ------ რ---–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ბ-----–------------
წარმომადგენელი - მ--- ქ----------
მესამე პირი - ნ------- ბ--------
დავის საგანი - კომპენსაციის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით თ----- ბ------–----ს სარჩელი ბმა ბ-----–-------------ის მიმართ კომპენსაციის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა 2019 წლის 11 მარტის განჩინებით სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც ბინათმესაკუთრეთა ამახანაგობა ბ-----–-------------ს აეკრძალა საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ-------–-----------–----------------------–---------------------- (ს/კ 0---------------) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. დადგენილია, რომ უძრავი ნივთის, მდებარე - ქ-------–-----------–------------------–--------------------- (ს/კ 0---------------) მესაკუთრეა მოსარჩელე მხარე. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს ქ.თბილისის საკრებულოს მიერ 0--------- წელს გაცემული საკუთრების მოწმობა და 1--------- წელს დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა. 2.2. საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, უძრავ ნივთზე მდებარე: ბ-----–-------------------- (ს/კ 0---------------), ნაკვეთის საკუთრების ტიპი თანასაკუთრება, დანიშნულება არასასოფლო სამეურნეო, საზუსტებული ფართი 734 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი 19, შენობა ნაგებობის ჩამონათვალი N1-დან 8-მდე რეგისტრირებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრება და საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები. აღნიშნულ უძრავ ნივთზე მდებარე ავტოფარეხი N8, როგორც ცალკე უფლების ობიექტი რეგისტრირებულია არ არის. ამასთან ელექტრონული საკადასტრო რუკის მიხედვით აღნიშნული შენობა ზედდებაშია უძრავ ნივთზე ს/კ0---------------. 2.3 ქ. თბილისის საბურთალოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1----–-–------------------ N--------- გადაწყვეტილებით მიღებული იქნა ტექნიკური კომისიის წინადადება /ოქმი N--/ და ბ-----–------------------–- მცხოვრებ ნ.ვ. ბ--------ს ნება დაერთო საერთო სარგებლობის ეზოში მოწყობილი ლითონის დროებითი ავტოსადგომი შეცვალოს კაპიტალური ავტოსადგომით. ამავე გადაწყვეტილებით მოქალაქეს დაევალა მშენებლობის პროექტი დაუკვეთოს კეთილმოწყობის სამმართველოს საპროექტო კანტორას და შეათანხმოს იგი რაიონის მთავარ არქიტექტორთან. 2.4 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2----–-–-------------- N------ დადგენილებით ნ------- ბ-------- დაჯარიმდა 8000 (რვაათასი) ლარით ქ. თბილისში, ბ-----–----------------- N----------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ კაპიტალური ავტოფარეხის მშენებლობისათვის, რომელიც ნაწილობრივ გადასულია N----------------- N---------------- და N---------------- საკადასტრო ერთეულებზე. ამავე დადგენილებით სამართალდამრღვევს დაევალა უნებართვოდ აშენებული ობიექტის დემონტაჟი აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით მითითებული დადგენილება ბათილად იქნა ცნობილი. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საჩივრის ავტორს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე მშენებლობის ნებართვა არ ესაჭიროებოდა, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს დასტური (თანხმობა) გააჩნია ქ. თბილისის საბურთალოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1----–-–------------------ N--------- გადაწყვეტილებით და არ არსებობს მისი დაჯარიმების ან ობიექტის დემონტაჟის საფუძველი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2----–-–-------------- N------ დადგენილების გამოცემის ფაქტობრივ საფუძველად მითითებულია ის გარემოებაც, რომ 1989 წელს აშენებული ავტოფარეხი ნაწილობრივ გადასულია N----------------- N---------------- და N---------------- საკადასტრო ერთეულებზე. აღნიშნული დავა მიმდინარეობდა ზემოთმითითებულ სუბიექტებსა და ნ------- ბ--------ს შორის, რომელიც მოცემულ დავაში მხოლოდ მესამე პირად იქნა ჩართული დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე. 2.5. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი N-------- შეფასების დასკვნის თანახმად, მოსარჩელის მიწის ნაკვეთიდან 18 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2018 წლის 18 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს ყოველთვიურად 215 000 ლარს, ხოლო წლიური 25 800 ლარს. 2.6. მხარეთა ახსნა-განმარტებით და საქმეში წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით დგინდება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში თავდაპირველად იმყოფებოდა 489 კვ.მ ფართი, საიდანაც ცალკე უფლების ობიექტად აღირიცხა 20 კვ.მ, რომელზედაც განთავსებულია ავტოფარეხი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. 2.8. სამოქალაქო კოდექსის 179-ე მუხლით (თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრემ ეს უნდა ითმინოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ წინასწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა. საზღვრის დამრღვევი მეზობელი ვალდებულია, გადაიხადოს ფულადი კომპენსაცია, რომელიც ყოველწლიურად წინასწარ უნდა იქნეს გადახდილი. 2.9. ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის მართლზომიერებასთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები, მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, რომელმაც წინასწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა საზღვრის დარღვევის თაობაზე, ხოლო მოპასუხე უნდა იყოს საზღვრის დამრღვევი მეზობელი, რომელიც მშენებლობის დროს გადასცდა მეზობელი მიწის ნაკვეთის საზღვრებს. 2.10. ავტოფარეხის, რომელიც ნაწილობრივ იმყოფება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, მართლზომიერ მფლობელს წარმოადგენს ამავე ამხანაგობის წევრი, რომელსაც ქ. თბილისის საბურთალოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1----–-–------------------ N--------- გადაწყვეტილებით ნება დაერთო საერთო სარგებლობის ეზოში მოწყობილი ლითონის დროებითი ავტოსადგომი შეეცვალა კაპიტალური ავტოსადგომით. ამავე გადაწყვეტილებით მოქალაქეს დაევალა მშენებლობის პროექტის დაკვეთა რაიონის მთავარ არქიტექტორთან. ამ დროისათვის მოსარჩელე არ წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, ვინაიდან უძრავი ნივთის მდებარე: ქ. თბილისი, ბ-----–------------------–-- 20 კვ.მ ფართის (ს/კ0---------------) მესაკუთრედ აღირიცხა ქ.თბილისის საკრებულოს მიერ 0--------- წელს გაცემული საკუთრების მოწმობის და 1--------- წელს დამოწმებული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. აღნიშნულით დასტურდება ის გარემოება, რომ იმ დროისათვის, როდესაც უძრავი ნივთის-ავტოფარეხის მფლობელმა მოიპოვა ნივთზე მართლზომიერი მფლობელის უფლება მოსარჩელე არ წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი არ შეიცავს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განმსაზღვრელ სავალდებულო ფაქტობრივ წინაპირობებს, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა თ----- ბ------–-----: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. მოსარჩელის წარმომადგენელმა საქალაქო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დამატებით წარადგინა ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ: მოსარჩელის მამის საკუთრებაში 1940 წლიდან ირიცხებოდა ბ-----–-----------------–- მდებარე 489 კვ.მ. ფართი, რომელიც 1--------- წელს დამოწმებული სამკვიდრო მოწმობით მიიღო აპელანტმა. აღნიშნულ გარემოებაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს საერთოდ არ გაუმახვილებია ყურადღება. 3.2. სასამართლომ არასწორად არ დაადგინა, რომ მაშინ, როდესაც ნ------- ბ--------ს ქ. თბილისის საბურთალოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1----–-–------------------ 2-------- გადაწყვეტილებით ნება დაერთო საერთო სარგებლობის ეზოში მოწყობილი ლითონის დროებითი ავტოსადგომი შეეცვალა კაპიტალური ავტოსადგომით, ამ დროისთვის მოსარჩელის მამა წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს. 3.3. სასამართლომ არასწორად არ დაადგინა, რომ ნ------- ბ--------მ მშენებლობა განახორციელა არა საერთო სარგებლობის ეზოში, არამედ მოსარჩელის მამკვიდრებლის ნაკვეთში, ბ-----–---------- ნომერში. 3.4. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ნ------- ბ-------- არის მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ავტოფარეხის მართლზომიერი მფლობელი. სამართლებრივი საფუძვლები 3.5. პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა, თუმცა არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 179-ე მუხლი. მესაკუთრის შეცვლამ არ შეიძლება გამოიწვიოს სამართლებრივი ურთიერთობის მოსპობა, რადგან, ამ შემთხვევაში, ახალ მესაკუთრეზე გადადის ყველა ის უფლება-ვალდებულებები, რაც საკუთრების ობიექტიდან გამომდინარეობს. აპელანტს აქვს ყველა ის უფლება-მოვალეობა, რაც მომდინარეობს უძრავი ქონებიდან, მათ შორის, თმენის ვალდებულების სანაცვლოდ კომპენსაციის მოთხოვნის უფლებაც.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ თ----- ბ------–---- (აპელანტი) ეკუთვნის N--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, თ---–--–---------–---------------ში მდებარე 20 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთი. 4.2. აღნიშნული ნაკვეთის მომიჯნავედ N---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება ეკუთვნის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას „------–------------- (მოპასუხე, ამხანაგობა). 4.4. აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის ნაკვეთების საზღვარზე ნ------- ბ--------ს (მესამე პირი) აგებული აქვს ავტოფარეხი. 4.5. აღნიშნული ავტოფარეხი მესამე პირმა 1989 წელს ააშენა. 4.6. მესამე პირი მოპასუხე ამხანაგობაში ბინათმესაკუთრე არ არის. 4.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 28 დეკემბრის ცნობისა და მასზე თანდართული ნახაზის თანახმად, მესამე პირის მიერ აგებული ავტოფარეხის ნაწილი, 19.37 კვ.მ. ფართი განთასებულია აპელანტის კუთვნილ ნაკვეთზე. 4.8. აპელანტი თმენის ვალდებულებისათვის კომპენსაციას მოპასუხისაგან ითხოვს. სამართლებრივი დასაბუთება 4.9. პალატას მიაჩნია, რომ იმის მიხედვით, არის თუ არა საკუთრების ხელმყოფი მომიჯნავედ არსებული უძრავი ქონების მესაკუთრე, აპელანტის მოთხოვნა შეიძლება გამომდინარეობდეს ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, ან - 982-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან. 4.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრემ ეს უნდა ითმინოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ წინასწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა. 4.10.1. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, კი საზღვრის დამრღვევი მეზობელი ვალდებულია გადაიხადოს ფულადი კომპენსაცია, რომელიც ყოველწლიურად წინასწარ უნდა იქნეს გადახდილი. 4.10.2. პალატის აზრით, ამ ნორმის საფუძველზე ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია: 1) მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდეს მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს და 2) მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოეშვას თმენის ვალდებულება. 4.10.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის კანონიერ ძალში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია და ამას არც აპელანტი უარყოფს, რომ მესამე პირმა ავტოფარეხი 1989 წელს ააშენა. 4.10.4. საქართველოს კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ მიღებულია 2007 წლის 11 ივლისს, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ცნება საქართველოს სამოქალაქო სამართალში 1997 წლის 25 ნოემბრიდან, ე.ი. სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან შემოვიდა. 4.10.5. ამის შესაბამისად, ცხადია, 1989 წელს ამხანაგობა ავტოფარეხს ვერც ააშენებდა. 4.11. პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ ნაგებობის აშენება უძრავ ნივთზე საკუთრებას არ წარმოშობს. 4.11.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შენობა-ნაგებობები მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილია და ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მასზე იმ პირის საკუთრების უფლება ვრცელდება, ვინც ძირითადი ნივთის, ე.ი. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა. 4.11.2. ამრიგად, მესაკუთრე თმენის ვალდებულებით ნივთზე საკუთრებას არ კარგავს. 4.11.3. მას კომპენსაციის მოთხოვნის უფლება წარმოეშობა სხვა პირის მიერ მისი ნივთის ფლობის ანდა ნივთით სარგებლობის და არა საკუთრების დაკარგვის გამო. 4.11.4. როგორც ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „სამეზობლო სამართლის ნორმებით დაბალანსებულია მესაკუთრეთა ინტერესები, რაც გამოიხატება იმაში, რომ როდესაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს, განზრახვის გარეშე გადასცდება მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს, მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ნაგებობის ეკონომიკური ერთიანობის შენარჩუნების საჯარო ინტერესისა და ქონებრივი ღირებულების განადგურების თავიდან აცილების მიზნით, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს თმენის ვალდებულება აკისრია“ - (სუსგ.18 იანვარი, 2019 წელი, საქმე №ას-738-706-2016, პ. 20). 4.11.5. ამის შესაბამისად, თმენის ვალდებულების მიზანი ნაგებობის ეკონომიკური ერთიანობის შენარჩუნება და ქონებრივი ღირებულების განადგურების თავიდან აცილებაა. 4.11.6. ეს კი ნიშნავს, რომ მესაკუთრის მოთხოვნა შეიძლება მიმართული იქნას იმისკენ, ვის ობიექტურ ინტერესშიც ამ მიზნების რეალიზაცია შედის. 4.11.7. ე.ი. მესაკუთრემ კომპენსაცია შეიძლება მოსთხოვოს იმას, ვინც, ამათუიმ ფორმით, მის საკუთრებას ფლობს ანდა საკუთრებით სარგებლობს. 4.11.8. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნტის თანახმად, ბინთმესაკუთრეთა ამხანაგობა იურიდიული პირი არ არის და იგი ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებაა. 4.11.9. არც საქმის მასალებით დგინდება და არც მოსარჩელეს მიუთითებია, რომ ამხანაგობის წევრები მის საკუთრებას რაიმე ფორმით ფლობენ ანდა საკუთრებით სარგებლობენ. 4.11.10. მეტიც, მესამე პირი, რომელმაც სადავო ავტოფარეხი ააშენა, მოპასუხე ამხანაგობაში, ამჟამად, ბინათმესაკუთრეც კი არ არის. 4.11.11. მხოლოდ ის, რომ მესამე პირის მიერ აგებული ავტოფარეხის ნაწილი მოპასუხის კუთვნილ ნაკვეთზეა განთავსებული, მოპასუხის მიმართ აპელანტს მოთხოვნის უფლებას არ ანიჭებს. 4.12. პალატის აზრით, აპელანტს მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლება არ წარმოშობია მხოლოდ იმის გამო, რომ საჯარო რეესტრში ავტოფარეხი N8 ამხანაგობის საკუთრებადაა რეგისტრირებული. 4.12.1. აპელანტს არ მიუთითებია და არც საქმის მასალებით დასტურდება, თუ რის საფუძველზე წარმოეშვა ამხანაგობას უფლება ავტოფარეხზე, თუმცა უდავოა, რომ მას აპელანტისათვის ამ უფლებიდან გამომდინარე მოთხოვნები არ წაუყენებია. 4.12.2. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 179-ე მუხლის თანახმად, თმენის ვალდებულება ნაკვეთის მესაკუთრეს და არა საზღვრის დამრღვევ მეზობელს აქვს. 4.12.3. ეს ნიშნავს, რომ თუ მესაკუთრე მეზობელს წარუდგენს პრეტენზიას საზღვრის დარღვევის გამო, საზღვრის დამრღვევს შეუძლია, მოახდინოს ნაგებობის დემონტაჟი და ამით თავიდან კომპენსაციის გადახდა აიცილოს. 4.12.4. ამის შესაბამისად, კომპენსაცია უნდა გადაიხადოს იმან, ვისაც ნაგებობის არსებობის ინტერესი აქვს. 4.13. როგორც აღინიშნა, მოპასუხე სადავო ნაგებობას არ ფლობს, ნაგებობით არ სარგებლობს და აპელანტისაგან ნაგებობის შენარჩუნებას არ ითხოვს, ე.ი. მას ნაგებობის არსებობის ინტერესი არა აქვს. 4.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე... სარგებლობის... საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი. 4.14.1. ამ ნორმის მიხედვითაც, აპელანტმა მოთხოვნა უნდა წაუყენოს, უშუალოდ, იმას, ვინც მის საკუთრებას ხელყოფს. 4.15. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო ავტოფარეხით არა ამხანაგობა, არამედ მესამე პირი სარგებლობდა და სარგებლობს. 4.15.1. ეს კი ნიშნავს, რომ მოპასუხეს აპელანტის უფლებები არ დაურღვევია და იგი აპელანტის საკუთრების ხელყოფისათვის პასუხს არ აგებს. 4.15.2. ამრიგად, ამხანაგობა აპელანტის სარჩელზე სათანადო მოპასუხე არ არის. 4.16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. 4.16.1. ამ ნორმის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ აპელანტს არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლა შესთავაზა. 4.16.2. ამ შეთავაზებას აპელანტი არ დაეთანხმა. 4.17. ამის გამო, აპელანტის მოთხოვნა ამხანაგობის მიმართ უსაფუძვლო იყო და საქალაქო სასამართლომ, არსებითად, სწორად არ დააკმაყოფილა იგი. 4.17.1. ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. თ----- ბ------–----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, ასევე იმ პირებისათვის, ვინც არ ესწრება განჩინების გამოცხადებას ან განჩინების გამოცხადების თარიღი უცნობია, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
5. ამ პირებმა განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
6. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ განჩინების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ირაკლი ბონდარენკო
თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი