განაჩენი

სისხლის სამართლის 22.01.2020
საქმის ნომერი
340100118002649636
ინსტანცია
თარიღი
22.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340100118002649636

საქმე #1ბ/1016-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ო-------------–---–ის

ადვოკატის: ი--------------ის

მსჯავრდებულის: ს------–-------–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ს------–-------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ს------–-------–---–ის, დაბადებულის 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №4----------), დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის: ყ-----–--------------------–-–--–---ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ყ-----–--------------------–-------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს------–-------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ყ-----–--------------------–-------ში მცხოვრები ს------–--------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ლ--–-----–-–---–თან. 2018 წლის აპრილის თვიდან, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ს------–-------–---–ი ხდებოდა აგრესიული და არასრულწლოვანი შვილების - გ-------------–---–ისა და დ-----------–---–ის თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს, ლ--–-----–-–---–ს, რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ფიზიკურ ტკივილს და ფსიქიკურ ტანჯვას. კერძოდ, ს------–-------–---–მა 2018 წლის 25 აპრილს, შუადღის საათებში, ყ-----–--------------------–-------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილების - 1---------წ. დაბადებული დ-----------–---–ისა და 1---------წ. დაბადებული გ-------------–---–ის თანდასწრებით სცემა მეუღლეს - ლ--–-----–-–---–ს, რა დროსაც ლ--–-----–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, 2018 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 23 საათზე, ამავე საცხოვრებელ სახლში, ს------–-------–---–მა საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების დროს, არასრულწლოვანი შვილების - დ-----------–---–ის, გ-------------–---–ისა და 2---------წ. დაბადებული ლ-–-------–---–ის თანდასწრებით სცემა მეუღლეს - ლ--–-----–-–---–ს, რა დროსაც ლ--–-----–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, 2018 წლის 21 აგვისტოს, საღამოს საათებში, ამავე საცხოვრებელ სახლში, ს------–-------–---–მა საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების დროს, არასრულწლოვანი შვილების - დ-----------–---–ის, ლ-–-------–---–ისა და გ-------------–---–ის თანდასწრებით სცემა მეუღლეს - ლ--–-----–-–---–ს, რა დროსაც ლ--–-----–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის განაჩენით:

 

ს------–-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

ს------–-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 21 აგვისტოს 22:40 საათიდან.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს------–-------–---–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. ასევე, სააპელაციო პალატის სხდომაზე, მსჯავრდებულმა ს------–-------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი--------------ემ ალტერნატივის სახით მოითხოვეს კვალიფიკაციის შეცვლა, კერძოდ, აღნიშნული ქმედების (მხედველობაშია 2018 წლის 21 აგვისტოს ძალადობის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ს------–-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ს------–-------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ს------–-------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულებისა და მოწმეების - ლ--–-----–-–---–ის, გ-------------–---–ის, ლ-–-------–---–ის, დ-----------–---–ის, ლ--–----------–---–ის, ნ----------–---–ის, თ---------------ის, თ-------------–-–---–ის, თ------------–---–ისა და ი-–---–-------–---–ის ჩვენებების, ასევე, საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, გიორგი, დათო და ლ-–-------–---–ების დაბადების მოწმობის ასლების, შემაკავებელი ორდერის ასლების - სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ს------–-------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).

 

სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე გამოთქმულ, მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის მოსაზრებას, რომ ს------–-------–---–ს დანაშაული არ ჩაუდენია და საქმეში არ არსებობს მისი ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ დაყენებულ ალტერნატიულ მოთხოვნას კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ს------–-------–---–ის არასრულწლოვანი შვილების სასამართლოში დაკითხვისას მათზე ზემოქმედება მოახდინა დედის - ლ--–-----–-–---–ის დარბაზში ყოფნამ.

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულ ლ--–-----–-–---–ის პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის დროს მიცემულ ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ს------–-------–---–თან და ჰყავთ საერთო ექვსი შვილი, რომელთაგან სამი - დ-----------–---–ი, გ-------------–---–ი და ლ-–-------–---–ი არასრულწლოვანია. ს------–-------–---–ი მას (დაზარალებულს) წლების განმავლობაში აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას შვილების თანდასწრებით. 2018 წლის 25 აპრილს, 13 ივლისს და 21 აგვისტოს სცემა მეუღლემ, ს------–-------–---–მა მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით. ს------–-------–---–ი ცდილობდა ტელეფონის დამტვრევას, მაგრამ მან (ლ--–-----–-–---–მა) მის სრულწლოვან შვილთან ერთად შეძლო და წაართვეს ს------–-ს ტელეფონი, რის გამოც ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო ტელეფონის დამტვრევა. ს------–-ს ტელეფონის დამტვრევა სურდა, რათა პოლიციაში ვერ დაერეკათ. ს------–-------–---–ი, ძირითადად, სულ ნასვამ მდგომარეობაშია და ჩხუბობს, სცემს. იგი (ლ--–-----–-–---–ი) ნაცემი მივიდა ექიმ ლ--–----------–---–თანაც. ს------–-------–---–ი ხშირად ეჩხუბებოდა სექსუალური ურთიერთობის გამოც, რადგან სურდა მასთან (დაზარალებულთან) სექსუალური ურთიერთობა ჰქონოდა ყველგან და ყოველთვის, როცა მას მოესურვებოდა, უარი მასში აგრესიას იწვევდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას არასრულწლოვანმა დაზარალებულმა გ-------------–---–მა განმარტა, რომ ს------–-------–---–ისა და ლ--–-----–-–---–ის შვილია და ჰყავს 7 დედმამიშვილი. მამა - ს------–-------–---–ი ხშირად სვამს და ეჩხუბება დედას. 2018 წლის აპრილში, რიცხვი არ ახსოვს, მამა - ს------–-------–---–ი ნასვამი მივიდა სახლში. დედა სამუშაოდან იყო მოსული და ეძინა. მამამ დაუწყო დედას ჩხუბი, გინება და რამდენჯერმე მუშტი ჩაარტყა თავში. სახლში ამ დროს იყვნენ თვითონ (დაზარალებული) და მისი არასრულწლოვანი ძმა დ-----------–---–ი. მამამ აიღო ნაჯახი და ყვიროდა - ყველანი უნდა დაგხოცოთო, მაგრამ შვილები არ უცემია. მამას და დედას პოლიციამ შეუდგინა შემაკავებელი ოქმი და მამა სახლში არ მოდიოდა, ქუჩაში ხვდებოდა შვილებს. როცა შემაკავებელი ორდერის ვადა გაუვიდა, ს------–-------–---–ი მივიდა სახლში და დედას ეუბნებოდა - ვადა გამივიდა და რასაც მინდა ვიზამო. დედას აგინა და სახეში ხელი რამდენჯერმე გაარტყა. დედას მამისთვის ხელი არ გაურტყამს. მამას უნდოდა ტელეფონის დამტვრევა და დედა ხელზე დაეკიდა და არ მისცა ტელეფონის დამტვრევის საშუალება. 2018 წლის 21 აგვისტოს, ს------–-------–---–ი კვლავ მივიდა სახლში, მიიტანა ხინკალი და ლ--–-----–-–---–ს უთხრა - ბავშვებს მოუხარშეო. დედა ხმას არ სცემდა, მამამ დაუწყო გინება და სახეში გაარტყა, შემდეგ მამა ჩავიდა პირველ სართულზე და იქიდან იგინებოდა. ამის შემდეგ დედამ დარეკა პოლიციაში და როდესაც პოლიცია მივიდა, მან (გ-------------–---–მა) და სხვა შვილებმა ზეპირი განმარტება მისცეს, რომ მამამ დედა სცემა.

 

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ლ-–-------–---–მა აჩვენა, რომ ს------–-------–---–ისა და ლ--–-----–-–---–ის შვილია. იცის, რომ მამამ ჩაიდინა ძალადობა, რომ მამა დედას სცემდა. ერთხელ, ზაფხულის თვეში, დედა მოვიდა სამუშაოდან და დაიძინა. მამა მოვიდა მთვრალი და დედას ეჩხუბა. ხშირად სცემდა მამა დედას და აგინებდა, როცა მთვრალი იყო, მისთვისაც უცემია. მას (ლ-–-------–---–ს) ახსოვს, რომ ერთხელ მამამ დედას უთხრა - შემაკავებელი ორდერის ვადა გამივიდა და ეხლა უნდა გეჩხუბოო, დედობა უნდა ჩამოგართვაო, ტელეფონების დამტვრევას ცდილობდა, პოლიციაში რომ ვეღარ დარეკოთო. მამა, ს------–-------–---–ი ყოველთვის ჩხუბობს, თუ მთვრალია, ფხიზელი არ ჩხუბობს. მას (დაზარალებულს) სურს, რომ მამა მათთან იყოს, თუ აღარ იჩხუბებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში არასრულწლოვანმა დაზარალებულმა დ-----------–---–მა აჩვენა, რომ ს------–-------–---–ისა და ლ--–-----–-–---–ის შვილია. მამა სად არის, არ იცის. მამა დედას რომ სცემდა, ამიტომ დაკავებულია. მამა მთვრალი მოდიოდა და დედას ეჩხუბებოდა, სცემდა და აგინებდა. ს------–-------–---–მა ერთხელ ნაჯახი („ტაპორი") ამოიტანა და დედას - ლ--–-----–-–---–ს ემუქრებოდა. როდესაც დედას სცემდა, შვილები აწყნარებდნენ და სთხოვდნენ დაძინებას. მას (დ-----------–---–ს) დაუნახავს, როგორ სცემდა მამა ღამით დედას. მამა ამბობდა, ტელეფონები უნდა დავამტვრიო, რომ პოლიციაში ვერ დარეკოთო. მამას მისი (დაზარალებულის) ძმის, ს------ს და დედას ტელეფონების დამტვრევა უნდოდა, მაგრამ დედამ და ს------მ წაართვეს, რა დროსაც დედას მუშტი დაარტყა მამამ. მას (დაზარალებულს) შეეშინდა, მამას მისთვისაც დაურტყამს და უცემია, რადგან სიგარეტზე არ ეგზავნებოდა. ერთხელ მამამ დედას უთხრა - შემაკავებელი ორდერის ვადა გამივიდა და ეხლა უნდა გეჩხუბოო, დედობა უნდა ჩამოგართვაო. მამა ხშირად მოდიოდა ღამით მთვრალი, ეჩხუბებოდა დედას და სცემდა, დედა ტიროდა. მას (დ-----------–---–ს) ცოტა ენატრება მამა, სურს, რომ მამა მათთან იყოს, თუ აღარ იჩხუბებს.

 

სასამართლოში მოწმე ნ----------–---–მა განაცხადა, რომ ს------–-------–---–ისა და ლ--–-----–-–---–ის შვილია. იგი (მოწმე) გათხოვილია და ცხოვრობს ყვარლის რაიონის სოფელ წ-–------------ში. მის (ნ----------–---–ის) მშობლებს ჰქონდათ ცოტა არეული სიტუაცია, ხშირი იყო კონფლიქტი. რაც გათხოვდა, დედისგან და ძმებისგან იცის, რომ მამა სვამდა და დედას სცემდა და ეჩხუბებოდა. რამდენიმე წლის წინ, მაშინ 14 წლის იყო (მოწმე), დედა ტელეფონზე თამაშობდა, მამამ უთხრა ჩამომხედეო, არ ჩახედა და მამამ ჩაარტყა ხელი და დედას გული წაუვიდა. მამა ჩხუბობდა ნასვამი. ფხიზელი არ ჩხუბობდა, მაგრამ მამა თითქმის ყოველდღე სვამდა. შვილებზეც აგრესია ჰქონდა, მაგრამ მისთვის (ნ----------–---–ისთვის) არ დაურტყამს. სხვა შვილებს სცემდა თუ არა - არ იცის. ბოლო წლებში დედისგან და ძმებისგან იცის, რომ მამა ჩხუბობდა და დედას სცემდა, თვითონ არ შესწრებია მამის მიერ დედის ცემას.

 

პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ს------–-------–---–ის არასრულწლოვან შვილებზე, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ჩვენების მიცემისას ზეგავლენა მოახდინა იმ ფაქტმა, რომ მათი დედა, ლ--–-----–-–---–ი იმყოფებოდა სხდომის დარბაზში. პალატა აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანი დაზარალებულების - გ-------------–---–ის, ლ-–-------–---–ისა და დ-----------–---–ის, აგრეთვე, მოწმე ნ----------–---–ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებები არის ლოგიკური და თანმიმდევრული. მოწმეები გარკვევით გადმოსცემენ ს------–-------–---–ის მხრიდან მეუღლის - ლ--–-----–-–---–ის მიმართ განხორციელებული სისტემატური ძალადობის ფაქტებს. მათი ჩვენებები ერთმანეთთან თანხვედრაშია და პალატისათვის გაუგებარია, როგორ უნდა გადმოეცათ ს------–-------–---–ისა და ლ--–-----–-–---–ის შვილებს მომხდარი ძალადობის ფაქტები ასე თანმიმდევრულად და ერთმანეთთან ურთიერთშეთავსებით, მათზე რაიმე ფაქტს ან ვინმეს რომ მოეხდინა ზეგავლენა. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ს------–-------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ს------–-------–---–ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილი კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.

 

სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის ალტერნატიულ მოთხოვნას მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით. სასამართლო განმარტავს, რომ სისტემატურობა უკავშირდება ძალადობის განხორციელებას გარკვეული სისტემატურობით, ანუ ქმედება მეორდება გამუდმებით, განუწყვეტლივ, რაც ქმნის გარკვეულ სისტემას. ამ თვალსაზრისით, გამეორება, ე.ი. მომდევნო ქმედება, მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა მოხდეს, ანუ მინიმუმ ჯამში სამჯერ მაინც, რათა გამოიკვეთოს სისტემატურობის ელემენტი და ცხადი გახდეს, რომ ძალადობას გააჩნია არაერთგზისი რეციდივი, ანუ მისი გამეორების ალბათობა გარკვეულ „სისტემას“ (განპირობებულია რაიმე ნიშნით, გარემოებით ან ზოგადად, უმიზეზოდ ხდება) უკავშირდება და მუდმივად მოსალოდნელია. დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ ს------–-------–---–ი თითქმის ყოველდღე სვამდა და ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მეუღლეს, ლ--–-----–-–---–ს აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. მეუღლის მიმართ ს------–-------–---–ის ძალადობრივი ქმედებები იყო სისტემატური ხასიათის და ქმედებები დროის ინტერვალით ერთმანეთთან იმდენად მცირეა, რომ მათ შორის იქმნება სისტემური ჯაჭვი. შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, სისტემატურობა სახეზეა მაშინ, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს შორის გასული დროის პერიოდი იმდენად მოკლეა, რომ პირველი ქმედებით მიყენებული ფიზიკური ტკივილი ან/და ფსიქიკური ტანჯვა ჯერაც არ გამქრალა და მას კვლავ განიცდის დაზარალებული. სწორედ ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ინდიკატორი სისტემატურობის შესაფასებლად, რაც დაზარალებულ ლ--–-----–-–---–ის შემთხვევაში, მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. ს------–-------–---–ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული. სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ს------–-------–---–ისათვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ს------–-------–---–ისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ გურჯაანის რაიონულის 2019 წლის 16 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ ს------–-------–---–ის მიმართ, არის დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ს------–-------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ს------–-------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ს------–-------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის განაჩენი ს------–-------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ს------–-------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

ს------–-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 21 აგვისტოდან;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. კახეთელიძე