განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003130402
საქმე №1/ბ-78-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ძველი თბილისი რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ------------------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–-----------–-----------------------------–---------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (სამი ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ორი ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით,კ------------------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 26 ივნისის პირველი ეპიზოდი) - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად;
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 26 ივნისის მეორე ეპიზოდი) - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად;
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 30 ივნისის ეპიზოდი) - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 26 ივნისის ეპიზოდი) - ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 30 ივნისის ეპიზოდი) - ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 26 ივნისის პირველი ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა - 9 თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ------------------------–---–ს სასჯელად განესაზღვრა 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.
კ------------------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი);
სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2019 წლის 26 ივნისის ეპიზოდი);
სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2019 წლის 30 ივნისის ეპიზოდი).
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 26 ივნისს, დღის საათებში, ქ-------–--–---------–-----–--------------------–----------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, კ------------------------–---–მა ხელი სთხოვა ი-------–------ეს, რაზეც ამ უკანასკნელმა განუცხადა უარი. აღნიშნულზე გაბრაზებულმა კ------------------------–---–მა ი-------–------ეს დაუწყო ჯაჯგური, რა დროსაც ეს უკანასკნელი ტკივილს განიცდიდა მარჯვენა ხელის არეში. იგი ი-------–------ეს ასევე კბენდა ცხვირის, ტუჩისა და ორივე ფეხის ბარძაყის არეში, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი აიყვანა ხელში, აივნიდან შეიყვანა ოთახში და დააგდო საწოლზე. აღნიშნული ქმედების შედეგად ი-------–------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 26 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათიდან 22:00 საათამდე დროის პერიოდში, კ------------------------–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქ-------–--–---------–-----–--------------------–----------–- მდებარე საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, ი-------–------ეს დაუწყო ყვირილი, დააგდო საწოლზე, ორივე ხელი მოუჭირა ყელზე, რის შემდეგაც გაუშვა ორივე ხელი ყელიდან, სკამიდან აიღო თავისი ქამარი და ყელზე ძლიერად მოუჭირა, რა დროსაც ი-------–------ე განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს. ამავე დროს, კ------------------------–---–ი ი-------–------ეს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ი-------–------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2019 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ--------–--–--------------------–---–-------------ში მდებარე ი-------–------ის საცხოვრებელ სახლში, კ------------------------–---–ი ი-------–------ეს სთხოვდა შერიგებას, რაზეც ი-------–------ემ განუცხადა უარი. აღნიშნულზე გაღიზიანებულმა კ------------------------–---–მა ი-------–------ეს მოქაჩა თმები და დააგდო ძირს, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამავდროულად კ------------------------–---–ი ი-------–------ეს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რა დროსაც ი-------–------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისი რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
ბრალდების მხარე სასჯელის დამძიმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ხასიათის დანაშაულები, რომელსაც არაერთჯერადი ხასიათი ჰქონდა. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი სრულად ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა კ------------------------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. კ------------------------–---–ის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ - ი-------–------ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - მ---------–---–------------------–---–ისა და ნ-----------ის გამოკითხვის ოქმებით, ფოტომასალით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 23 ივლისის ექსპერტის #--------- დასკვნით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულების მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ კ------------------------–---–მა თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაულები, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს სასჯელის დანიშვნის დროს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ კ------------------------–---–მა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან სრულად გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ძველი თბილისი რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი კ------------------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
კ------------------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 26 ივნისის პირველი ეპიზოდი) - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად;
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 26 ივნისის მეორე ეპიზოდი) - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად;
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 30 ივნისის ეპიზოდი) - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 26 ივნისის ეპიზოდი) - ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 30 ივნისის ეპიზოდი) - ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 26 ივნისის პირველი ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა - 9 თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ------------------------–---–ს სასჯელად განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 წელი.
კ-------------------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 9 ივლისიდან 2019 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ერთი დისკი, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი