განაჩენი

სისხლის სამართლის 05.02.2020
საქმის ნომერი
200100119003112515
ინსტანცია
თარიღი
05.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100119003112515

საქმე №1ბ/03-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 იანვარი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

გიორგი ჩუბინიძის მდივნობით,პროკურორ - დ----------–-----ის,ადვოკატ - დ---------------ის,მსჯავრდებულ - ნ------------------–ის მონაწილეობით,თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----------–-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ნ------------------–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ა------------------------–----------–ი, ფაქტობრივად მცხოვრები: ა------------------------–-----------–---ში; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექისის 111-187-ე და 236-ე მუხლების პირველი ნაწილებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 ნოემბრის განაჩენით:

ნ------------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლითა და 06(ექვსი) თვით.

 

ნ------------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლით.

 

ნ------------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლით.

 

ნ------------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლითა და 06(ექვსი) თვით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულით დანიშნული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ნ------------------–ს დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლითა და 06(ექვსი) თვით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა, თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვით და საბოლოოდ, ნ------------------–ს განაჩენთა ერთობლიობით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ნ------------------–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

მანვე ჩაიდინა სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

 

მანვე ჩაიდინა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისათვის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

1.ძალადობის ეპიზოდი:

 

2019 წლის 23 ივნისს, ახმეტის რაიონის ს------–----------–---–ი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნ------------------–მა ძალადობის გამოყენებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დას - სოფია ნეკერაულს, კერძოდ, თავისა და სახის არეში ურტყამდა მუშტებს და თმებით ათრევდა იარტაკზე. განხორციელებული ძალადობის შედეგად სოფია ნეკერაულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.მუქარის ეპიზოდი:

 

2019 წლის 23 ივნისს, ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლის ეზოში, ნ------------------–ი თოფის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დას - სოფია ნეკერაულს და დედას - ლეილა მოზაიძეს, რის შედეგად მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3.სხვისი ნივთის განადგურენბის ეპიზოდი:

 

2019 წლის 23 ივნისს, ახმეტის რაიონის ს------–----------–---–ი, საკუთარი საცხოვრებელი სახლის აივანზე, ნ------------------–მა ძირს დააგდო და გაანადგურა დედის - ლეილა მოზაიძის კუთვნილი „ჰუავეის“ მოდელის მობილური ტელეფონი, რითაც 180 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია.

 

4.საბრძოლომასალის შეძენა-შენახვის ეპიზოდი:

 

ნ------------------–მა დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისათვის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მდებარე ახმეტის რაიონის ს------–----------–---–ი. 2019 წლის 23 ივნისს, შსს ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ნოდარი ნეკერაულის საცხოვრებელი სახლის ფანჯრის რაფიდან ამოღებულ იქნა ორი ცალი ვაზნა. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ორი ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული 5,6 მმ კალიბრის რგოლური აალების ვაზნები, განკუთვნილი ამავე კალიბრის პისტოლეტების, რევოლვერების, შაშხანების, კარაბინებისა და კომბინირებული თოფების დიდი ჯგუფისათვის. ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ----------–-----მა და ითხოვა მასში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით. პროკურორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული, ჩადენილი დანაშაულის სახე და დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი; ასევე ის ფაქტი, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ნ------------------–ი იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პირობებში და განაჩენთა ერთობლიობით შეუფარდა უსამართლოდ მსუბუქი სასჯელი.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა დ----------–-----მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

მსჯავრდებულმა ნ------------------–მა და მისმა ადვოკატმა დ---------------ემ მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----------–-----ის საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ რიგში პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. ნ------------------–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის და მოწმეების გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით; სისხლის და ნერწყვის ნიმუშების აღების ოქმებით; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით; სასაქონლო, ბალისტიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით; ნივთიერი მტკიცებულებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც მხარეებმა მიიჩნიეს უდავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

შესაბამისად, ნ------------------–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი იმ ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენისათვის, რისთვისაც მას წარედგინა ბრალი და სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ, აუცილებელია კონკრეტული ქმედებისათვის სანქციის განსაზღვრა. სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა, ვინაიდან პირის მიერ სისხლის სამართლის კანონის დარღვევა, სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულზე. მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება ისეთი სასჯელი, რომელიც თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.

 

ნ------------------–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას, პალატა იზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას, სასჯელის სახის გამკაცრებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ამ კუთხით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრის დროს პალატა ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმადაც, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. გარდა აღნიშნულისა, სასჯელის განსაზღვრის დროს დაცული უნდა იქნეს სისხლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

 

მსჯავრდებულ ნ------------------–თან მიმართებაში, ერთის მხრივ პალატა მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის აღიარებას და ბრლდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების უდავოდ ცნობას, რითიც მსჯავრდებულმა ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფ მართლმსაჯულების განხორციელებას, თუმცა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად კი, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ნოდარი ნეკერაული თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით და 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთან ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ნ------------------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 05 (ხუთი) წელი. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით, დაეკისრა ჯარიმა 4000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით.

 

ასევე პალატა მხედველობაში იღებს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებუკლი სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურბრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსის გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართოს მიერ ნ------------------–ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალთან მიმართებაში დაცული არ იქნა სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა და მას განესაზღვრა სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი, სხვა ალტერნატიულ სასჯელებთან ერთად სანქციის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით, ამასთან, სახეზეა დანაშაულის რეციდივი, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მას სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო დანარჩენ ეპიზოდებში განსაზღვრული სასჯელები დარჩეს უცვლელად. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით იქნება კანონიერი, სამართლიანი და ადეკვატური, ასევე გახდება გარანტი იმისა, რომ სრულად იქნეს მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები, როგორიცაა დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თელავის რაიონულისასამართლოს 2019 წლის 07 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

ცვლილება შევიდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 ნოემბრის განაჩენში;

 

ნ------------------–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლისა და 06(ექვსი) თვის ვადით;

 

ნ------------------–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით;

 

ნ------------------–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით;

 

ნ------------------–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლისა და 06(ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ნ------------------–ს დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა, თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვით და საბოლოოდ, ნ------------------–ს განაჩენთა ერთობლიობით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ნ------------------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნ------------------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 23 ივნისიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები

ერთი ცალი ვაზნა, რაც ინახება შსს ახმეტის რაიონულ სამმართველოში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

 

„ჰუავეის“ ფიურმის მობილური ტელეფონი, რაც ინახება დაზარალებულ ლეილა მოზაიძესთან, ავტომანქანა „მიცუბიში იო“, სახ. ნომრით DU-829-UD, რაც ინახება ალექსანდრე ნეკერაულთან, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

 

ფაიფურის ჭურჭლის ნატეხი, რაც ინახება შსს ახმეტის რაიონულ სამმართველოში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

თოფის ტიბჟირი, რაც ინახება შსს ახმეტის რაიონულ სამმართველოში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღეის შემდეგ განადგურდეს.

 

ნ------------------–ის სისხლის ნიმუში და ნ------------------–ის ნერწყვის ნიმუში, რაც ინახება შსს ახმეტის რაიონულ სამმართველოში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე