განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100119002953533
საქმე №1ბ/1849-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 იანვარი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე: ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი - მერი ლაბარტყავა
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე: ზ-----–--------ია
დაცვის მხარე: ლ---- მ-------–---–ი
მსჯავრდებული: გ----– დ--------–ის ძე ი---------ის (დაბადებული - 1--- წლის 3 დეკემბერს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: მარნეული, შ------------–--------, ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეული, გ--------------) მიმართ.
თარჯიმანი: ა---------–--------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი).
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 აგვისტოს განაჩენით:
გ----– ი---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 24 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 2(ორი) წლის ვადით.
გ----– ი---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 8 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 2(ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელი მას დაენიშნა სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
გ----– ი---------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩათვალა პატიმრობაში გატარებული პერიოდი - 2019 წლის 8 აპრილიდან - 2019 წლის 8 მაისის ჩათვლით.
მხარეთა პოზიცია:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ----– ი---------მა, აპელანტი ითხოვს პირველი ინსტანციის განაჩენის გაუქმებას.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა გ----– ი---------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ---- მ-------–---–მა დააზუსუტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მითხოვეს პირველი ინსტანციის განაჩენის შეცვლა სასჯელის შემსუბუქებით. მსჯავრდებულმა გ----– ი---------მა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ამასთან აპელანტი მიუთითებს მის ოჯახურ მდგომარეობას, მსჯავრდებულ აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
სასამართლომ დაადგინა:
გ----– ი---------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
გ----– ი---------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს საერთო წონით - 0.00501 გრამს, რაც ამოღებული იქნა მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2019 წლის 24 მარტს 19:25 საათზე ქ.მარნეულში გ--------ის ქუჩა N- ბ 3-ში ჩატარებული გ----– ი---------ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების დროს. კერძოდ, 2 ცალ 1მლ-ანი ერთჯერადი მოხმარების ე.წ ,,ინსულინის“ ცარიელ შპრიცში ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით - 0.00004 გრამი. მინის ფლაკონში ინახავდა ნარკოტიკულ საშულება ჰეროინს წონით - 0.00497 გრამი.
გ----– ი---------მა ასევე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
გ----– ი---------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს საერთო წონით - 0.035978 გრამს, რაც ამოღებული იქნა მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2019 წლის 08 აპრილს 19:55 საათზე ქ.მარნეულში, გ--------ის ქუჩა N- ბ 3-ში ჩატარებული გ----– ი---------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს. კერძოდ, 1მლ-ანი ერთჯერადი მოხმარების ე.წ ,,ინსულინის“ ცარიელ შპრიცში ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით - 0.00139 გრამი. მინის ფლაკონში ინახავადა ნარკოტიკულ საშულება ჰეროინს წონით -0,03449 გრამი. მეორე მინის ფლაკონში ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით -0.000098 გრამი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ----– ი---------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 აგვისტოს განაჩენში გ----– ი---------ის მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება სასჯელის შემსუბუქებით.
პალატა, აანალიზებს რა სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და მხარეთა მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე უდაოდ ცნობილ მტკიცებულებებს, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს დასკვნა გ----– ი---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ გ----– ი---------ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ლაშა დარბაიძის პატაკი, ლაშა დარბაიძის გამოკითხვის ოქმი, 2019 წლის 8 აპრილის ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცება, 2019 წლის 24 მარტის დათვალიერების ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცება, 2019 წლის 8 აპრილის დაკავების ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის N-719/სქ-1775/ქრ და N-594/სქ-1692/ქრ დასკვნები, ნარკოლოგიური ექსპერტიზის N70124 და N702976 დასკვნები.
უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გაანალიზებით, პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ----– ი---------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. (2019 წლის 24 მარტის და 2019 წლის 8 აპრილის ეპიზოდი).
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. ( 2019 წლის 24 მარტის ეპიზოდი)
2019 წლის 24 მარტის დათვალიერების ოქმის თანახმად გ----– ი---------ის საცხოვრებელი ბინის დათვალიერებისას, რომელიც მდებარეობს მარნეულში, გ--------ის ქუჩა N-, ბინა N3-ში ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა შუშის ფლაკონი, 2 ცალი ინსულინის შპრიცი და 3 ცალი ქაღალდის მონახევი.
ქიმიური ექსპერტიზის N-594/სქ-1692/ქრ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: ქაღალდის პაკეტში (წარწერით: „2ც საინექციო ნემსის გახსნილი პაკეტები: ქაღალდის ფრაგმენტები“) მოთავსებული: 2 ცალი შპრიცის ცარიელი შალითის; ერთი - ზოლებიანი ქაღალდის; ერთი - ხაზებიანი ქაღალდის და ერთი - ხელსახოცის ქაღალდის ნაჭრების ზედაპირებზე არ აღინიშნება ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.
2 ცალ ქაღალდის პაკეტში (წარწერებით: „საინექციო ნემსი“) მოთავსებული - 2 ცალი 1 მლ-ანი ერთჯერადი მოხმარების ე.წ. „ინსულინი“-ს ცარიელი შპრიცის შიდა კედლებზე აღინიშნება ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი - 0,00004 გრამის ოდენობით.
ქაღალდის პაკეტში (წარწერით: „ერთი ც შუშის კოლბა (პუზიროკი) მუქი ფერის შიგთავსით“) მოთავსებული უფერო გამჭვირვალე მინის ცარიელ ფლაკონში (თავზე მორგებული დოლბანდის ხუფით და ქაღალდის ეტიკეტით: „ВАЛЕРИАНЫ ЭКСТРАКТ“) არსებული 2 ცალ ბამბის ტამპონზე და შიდა კედლებზე არსებული ყავისფერი ნივთიერების დანაშრევები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს - 0,00497 გრამის ოდენობით.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ობიექტებში ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო რაოდენობა შეადგენს - 0,00501 გრამს.
საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური ექსპერტიზის N702976 დასკვნის თანახმად, გ----– ი---------ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშულება - ოპიუმის ჯგუფის და ტეტრაჰიდროკანაბილონის მოხმარების ფაქტი.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. (2019 წლის 8 აპრილის ეპიზოდი)
უდაოდ ცნობილი 2019 წლის 8 აპრილის ჩხრეკის ოქმის თანახმად, გ----– ი---------ის საცხოვრებელის ჩრეკისას ამოღებული იქნა ერთი ცალი სამედიცინო გამოყენების შპრიცი და ორი ცალი შიშის ფლაკონი. ერთი ცალის შიგნით მოთავსებული მასით და მომწვანო ფერის სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასით.
ქიმიური ექსპერტიზის N-719/სქ-1775/ქრ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი: 1 მლ-ანი ერთჯერადი მოხმარე ე.წ ,,ინსულინის“ -ს შპრიცში მოთავსებულ 0.74 მლ ხსნარი(ობ.N-) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს საერთო წონით 0,00139 გრამს. მინის ფლაკონის ეტიკეტზე წარწერით ,,ВАЛЕРИАНЫ ЭКСТРАКТ...“ შიდა კედლებზე და ბამბის ტამპონზე (ობ.N2) აღინიშნება ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი წონით 0,03449.
მინის ფლაკონის ეტიკეტზე წარწერით ,,ВАЛЕРИАНЫ ЭКСТРАК...“ შიდა კედლებზე (ობN3) აღინიშნება ნარკოტიკული საშულება ჰეროინი წონით 0,000098 გრამი.
პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული მომწვანო მცენარეული მასა გამომშრალ მდგომარეობაში, წონით 2,25 გრამი (ობ N4) წარმოადგენს ნარკოტიკულ საშულება გამომშრალ მარიხუანას. ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული მომწვანო მცენარეული მასა გამომშრალ მდგომარეობაში, წონით 0.35 გრამი (ობ. N5) წარმოადგენს ნარკოტიკულ საშულება გამომშრალ მარიხუანას.
ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული მომწვანო მცენარეული მასა გმომშრალ მდგომარეობაში, წონით 1,47 გრამი (ობ. N6) წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას.
საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური ექსპერტიზის N70124 დასკვნის თანახმად, გ----– ი---------ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშულება - ოპიუმის ჯგუფის და ტეტრაჰიდროკანაბილონის მოხმარების ფაქტი.
პირველი ისნტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გ----– ი---------მა განცხადა რომ ორივე შემთხვევაში ამოღებული ნივთები ეკუთვნოდა მას. იგი თავად მოიხმარს ნარკოტიკს.
პალატა, აანალიზებს რა საქმეში არსებულ უდაო მტკიცებულებებს და მიიჩნევს, რომ ბრალდების მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით გ----– ი---------ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების, კერძოდ, კი მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ერთად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით დასტურდება ის გარემოება, რომ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს საერთო წონით - 0.00501 გრამს, რაც ამოღებული იქნა მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2019 წლის 24 მარტს 19:25 საათზე ქ.მარნეულში გ--------ის ქუჩა N- ბ 3-ში ჩატარებული გ----– ი---------ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების დროს. კერძოდ, 2 ცალ 1მლ-ანი ერთჯერადი მოხმარების ე.წ ,,ინსულინი“-ს ცარიელ შპრიცში ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით - 0.00004 გრამი. მინის ფლაკონში ინახავდა ნარკოტიკულ საშულება ჰეროინს წონით - 0.00497 გრამი.
გ----– ი---------მა ასევე უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს საერთო წონით - 0.035978 გრამს, რაც ამოღებული იქნა მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2019 წლის 08 აპრილს 19:55 საათზე ქ.მარნეულში, გ--------ის ქუჩა N- ბ 3-ში ჩატარებული გ----– ი---------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს. კერძოდ, 1მლ-ანი ერთჯერადი მოხმარების ე.წ ,,ინსულინი“-ს ცარიელ შპრიცში ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით - 0.00139 გრამი. მინის ფლაკონში ინახავადა ნარკოტიკულ საშულება ჰეროინს წონით -0,03449 გრამი. მეორე მინის ფლაკონში ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით -0.000098 გრამი.
პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს გ----– ი---------ს მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების შინაარსობრივი მხარე და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება. საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 08 აპრილის ქიმიური ექსპერტიზის N-594/სქ-1692/ქრ დასკვნის და 2019 წლის 9 აპრილის ქიმიური ექსპერტიზის N-719/სქ-1775/ქრ დასკვნის თანახმად, გ----– ი---------ისგან ამოღებული და ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ობიექტებში - აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე სხვა რაიმე ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვნის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად ნარკოტიკული საშუალებაა – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი” შეტანილია ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია I, №181 რეგისტრაციით. ამავე კანონის დანართის შენიშვნის შესაბამისად ”უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში”, 189-ე ნომრად რეგისტრირებულია -“ჰეროინი“.
”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი“ მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკული საშუალებათა რიცხვს და მისი შეძენა-შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.
დადგენილია, რომ გ----– ი---------ს არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალება , “ჰეროინის“ შეძენისა და შენახვის თაობაზე.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ----– ი---------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ----– ი---------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ----– ი---------ი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
გ----– ი---------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, რომ იგი ნასამართლევის განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი. სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვს წლამდე ვადით.
სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ითვალისწინებს როგორც ბრალდებულ გ----– ი---------ის აღიარებას, მტკიცებულებათა უდაოდ ცნობას, ასევე მის პიროვნებულ მახასიათებლებს, ოჯახის შემადგენლობას -ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ნარკოტიკული საშუალების ოდენობას და მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ გ----– ი---------ს შეუმსუბუქდეს სასჯელი 6 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 260-ე პირველი ნაწილით (2019 წლის 24 მარტის ეპიზოდი) სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი)თვის ვადით. ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე პირველი ნაწილით ( 2019 წლის 8 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი)თვის ვადით. საბოლოოდ გ----– ი---------ს სასჯელი დაენიშნებ შთანთქმის პრინცის გათვალისწინებით და განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა - - 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ამდენად, ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა იზიარებს აპელანტის არგუმენტებს სასჯელის შემცირებასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ----– ი---------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 აგვისტოს განაჩენში გ----– ი---------ის მიმართ, უნდა შეიცვალოს სასჯელის ნაწილში.
სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ე.წ. ,,ინსულინის“ შპრიცები, მინის ფლაკონები, ბამბის ტამპონები - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ----– ი---------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 აგვისტოს განაჩენში გ----– ი---------ის მიმართ, შევიდეს ცვლილება:
გ----– ი---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 24 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი)თვის ვადით.
გ----– ი---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 8 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი)თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელი მას დაენიშნოს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი)თვის ვადით.
გ----– ი---------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩათვალოს პატიმრობაში გატარებული პერიოდი - 2019 წლის 8 აპრილიდან - 2019 წლის 8 მაისის ჩათვლით.
საქართველოს კანონით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ მე-3 მუხლის თანახმად, გ----– ი---------ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალებების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; მასვე ამავე კანონის შესაბამისად 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
აღნიშნულის თაობაზე ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
გ----– ი---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. 2019 წლის 8 მაისს გირაოს სახით გადახდილი 4000 ლარი განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტანს ბახალი ი---------ს (პ/ნ 28001042570).
სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ე.წ. ,,ინსულინის“ შპრიცები, მინის ფლაკონები, ბამბის ტამპონები - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ხვიჩა კიკილაშვილი