განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003015319
საქმე №1ბ/1302-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
ლანა ჩერქეზიშვილის, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: მ-----–-------ს
მსჯავრდებულ: გ------------–----ის
ადვოკატ: ლ--–----–--–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის გლდანი - ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-----–-------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------- მსჯავრდებულ გ------------–----ის, დაბადებულის 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი #------------, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–---------------–-------------------------------–-- მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ექვსი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით გ------------–----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით
გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით გ------------–----ის ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის მარტიდან 2019 წლის 11 აპრილის ჩათვლით პერიოდში ქ.------–--–---------–----–--------------------------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ------------–----ი მის ყოფილ მეუღლეს ნ---------–----ს, მათი არასრულწლოვანი შვილების - თ------------------------–------------------------–----ების თანდასწრებით, სისტემატურად სცემდა, რითაც ნ---------–----ი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას. კონკრეტულად:
2018 წლის მარტის შუა რიცხვებში ზემოაღნიშნულ მისამართზე გ------------–----მა, შელაპარაკებისას, მეუღლეს - ნ---------–----ს, მათი არასრულწლოვანი შვილების - თ------------------------–------------------------–----ების თანდასწრებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფეხები მრავალჯერ ჩაარტყა ფეხებში, რითაც ნ---------–----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა.
2018 წლის 15 აპრილს ზემოაღნიშნულ მისამართზე გ------------–----მა, შელაპარაკებისას, მეუღლეს - ნ---------–----ს, მათი არასრულწლოვანი შვილების - თ------------------------–------------------------–----ების თანდასწრებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფეხები მრავალჯერ ჩაარტყა ფეხებში, მუშტები დაარტყა თავში და მოქაჩა თმებით, რითაც ნ---------–----მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა.
2019 წლის იანვარში, ზუსტი რიცხვი უცნობია, შუადღის საათებში, ზემოაღნიშნულ მისამართზე გ------------–----მა, შელაპარაკებისას, მეუღლეს - ნ---------–----ს, მათი არასრულწლოვანი შვილების - თ------------------------–------------------------–----ების თანდასწრებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფეხებში ჩაარტყა ფეხები, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა.
2019 წლის 13 მარტს, საღამოს საათებში, ზემოაღნიშნულ მისამართზე გ------------–----მა, შელაპარაკებისას, მეუღლეს - ნ---------–----ს, მათი არასრულწლოვანი შვილების - თ------------------------–------------------------–----ების თანდასწრებით, წიხლები მრავალჯერ დაარტყა ფეხებში და მოქაჩა თმებით, რითაც ნ---------–----მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა.
2019 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, ზემოაღნიშნულ მისამართზე გ------------–----მა, შელაპარაკებისას, მეუღლეს - ნ---------–----ს, მათი არასრულწლოვანი შვილების - თ------------------------–------------------------–----ების თანდასწრებით, ავტომობილის გასაღები ჩაარტყა თავში და მხარზე, მოქაჩა თმებით, სახეში გაარტყა ხელი და ფეხები მრავალჯერ დაარტყა ფეხებში, რითაც ნ---------–----მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა.
2018 წლის მარტიდან 2019 წლის 11 აპრილის ჩათვლით პერიოდში ქ.------–--–---------–----–--------------------------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ------------–----ი მის ყოფილ მეუღლეს ნ---------–----ს, მათი არასრულწლოვანი შვილების - თ------------------------–------------------------–----ების თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აფურთხებდა სახეში, ეძახდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, რომელსაც ჰყავდა საყვარლები, მუდმივად ამცირებდა პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობით, ეუბნებოდა, რომ წასულიყო სახლიდან. 2018 წლის მარტში, 15 აპრილს, 2019 წლის იანვარში, 13 მარტს და 11 აპრილს გ------------–----მა ფიზიკური შეურაცხყოფის და მუქარის პარალელურად სახეში აფურთხა ნ---------–----ს და ეძახდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს. გ------------–----ის ქმედებებით ნ---------–----ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
2019 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე და 2019 წლის 13 მარტს, საღამოს საათებში, ქ-------–--–---------–----–-------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ------------–----ი მის ყოფილ მეუღლეს ნ---------–----ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ დანას დაარტყამდა გულში და მოკლავდა. გ------------–----ის მუქარა ნ---------–----მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------------–----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
გ------------–----ის ქმედებები გამოიხატა შემმდეგში:
2018 წლის მარტის შუა რიცხვებში, ქ.------–--–---------–----–--------------------------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ------------–----მა, შელაპარაკებისას, მეუღლეს - ნ---------–----ს, მათი არასრულწლოვანი შვილების - თ------------------------–------------------------–----ების თანდასწრებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფეხები მრავალჯერ ჩაარტყა ფეხებში, რითაც ნ---------–----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა.
2018 წლის 15 აპრილს, ქ.------–--–---------–----–--------------------------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ------------–----მა, შელაპარაკებისას, მეუღლეს - ნ---------–----ს, მათი არასრულწლოვანი შვილების - თ------------------------–------------------------–----ების თანდასწრებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფეხები მრავალჯერ ჩაარტყა ფეხებში, მუშტები დაარტყა თავში და მოქაჩა თმებით, რითაც ნ---------–----მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა.
2019 წლის იანვარში, ზუსტი რიცხვი უცნობია, შუადღის საათებში, ქ.------–--–---------–----–--------------------------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ------------–----მა, შელაპარაკებისას, მეუღლეს - ნ---------–----ს, მათი არასრულწლოვანი შვილების - თ------------------------–------------------------–----ების თანდასწრებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფეხებში ჩაარტყა ფეხები, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა.
2019 წლის 13 მარტს, საღამოს საათებში, ქ.------–--–---------–----–--------------------------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ------------–----მა, შელაპარაკებისას, მეუღლეს - ნ---------–----ს, მათი არასრულწლოვანი შვილების - თ------------------------–------------------------–----ების თანდასწრებით, წიხლები მრავალჯერ დაარტყა ფეხებში და მოქაჩა თმებით, რითაც ნ---------–----მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა.
2019 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ.------–--–---------–----–--------------------------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ------------–----მა, შელაპარაკებისას, მეუღლეს - ნ---------–----ს, მათი არასრულწლოვანი შვილების - თ------------------------–------------------------–----ების თანდასწრებით, ავტომობილის გასაღები ჩაარტყა თავში და მხარზე, მოქაჩა თმებით, სახეში გაარტყა ხელი და ფეხები მრავალჯერ დაარტყა ფეხებში, რითაც ნ---------–----მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა.
2018 წლის მარტიდან 2019 წლის 11 აპრილის ჩათვლით პერიოდში ქ.------–--–---------–----–--------------------------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ------------–----ი მის ყოფილ მეუღლეს ნ---------–----ს, მათი არასრულწლოვანი შვილების - თ------------------------–------------------------–----ების თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აფურთხებდა სახეში, ეძახდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, რომელსაც ჰყავდა საყვარლები, მუდმივად ამცირებდა პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობით, ეუბნებოდა, რომ წასულიყო სახლიდან. 2018 წლის მარტში, 15 აპრილს, 2019 წლის იანვარში, 13 მარტს და 11 აპრილს გ------------–----მა ფიზიკური შეურაცხყოფის და მუქარის პარალელურად სახეში აფურთხა ნ---------–----ს და ეძახდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს. გ------------–----ის ქმედებებით ნ---------–----ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
2019 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე და 2019 წლის 13 მარტს, საღამოს საათებში, ქ-------–--–---------–----–-------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ------------–----ი მის ყოფილ მეუღლეს ნ---------–----ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ დანას დაარტყამდა გულში და მოკლავდა. გ------------–----ის მუქარა ნ---------–----მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის განაჩენით:
გ------------–----ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მეორე ნაწილის ”კ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე (2018 წლის მარტის თვის შუა რიცხვების ეპიზოდი, 2018 წლის 15 აპრილის ეპიზოდი, 2019 წლის იანვრის თვის ეპიზოდი, 2019 წლის 13 მარტის ეპიზოდი, 2019 წლის 11 აპრილის ეპიზოდი).
გ------------–----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის მარტის თვის შუა რიცხვების ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
გ------------–----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 15 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
გ------------–----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის იანვრის თვის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
გ------------–----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 13 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
გ------------–----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
გ------------–----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატიური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
გ------------–----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახამად სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე საბოლოოდ გ------------–----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.
მსჯავრდებულ გ------------–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა. გ------------–----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 13 აპრილიდან - 2019 წლის 5 ივლისის ჩათვლით;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი - ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ-----–-------მ; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, როგორც კვალიფიკაციის ისე სასჯელის ნაწილში, კერძოდ, აპელანტის მოთხოვნაა გ------------–----ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მეორე ნაწილის ”კ” ქვეპუნქტით და განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება რეალურ თავისუფლების აღკვეთასთან.
აპელანტი აღნიშნულ მოთხოვნას საფუძვლად უთითებს, - პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მეორე ნაწილის ”კ” ქვეპუნქტთან მიმართებით სწორად არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, აპელანტი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ------------–----ს დაენიშნა მის მიერ ჩადენილი ქმედებების არათანოზომიერი და მსუბუქი სასჯელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის განაჩენი გ------------–----ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელთა ნაწილი სასამართლო სხდომაზე იქნა გამოკვლეული, ხოლო ნაწილი კი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: მოწმეების - გ-----------------–------–---–ების, ასევე, დაზარალებულ ნ---------–----ის, მოწმეების თ----------–----ის და თ-----------–---–ის, მ----------–--–---–ის, გ--------------ის, ც-------------–---–-----------–--------------------------------–---–---------–--------------–---–---------------------–---–ის ჩვენებებით, საგამოძიებო მოქმედებების ოქმებით ექსპერტიზის დასკვნებით, თავად გ------------–----ის მიერ დანაშაულის აღიარებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ------------–----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ექვსი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
როგორც უკვე აღინიშნა აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას გ------------–----ის დანაშაულებრივი ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების შესახებ და მიიჩმნევს, რომ მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მეორე ნაწილის ”კ” ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ), როგორც ეს პირის ბრალდების შესახებ დადგიენილებით იყო გათვალისწინებული. ხსენებულ საკითხთან მიმართებით სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს საკმაოდ ვრცელ და არგუმენტირებულ მსჯელობას და აღნიშნავს რომ სისტემატურობა უკავშირდება ძალადობის განხორციელებას გარკვეული სისტემატურობით, ანუ ქმედება მეორდება გამუდმებით, განუწყვეტლივ,რაც ქმნის გარკვეულ სისტემას. ძალადობა ჯამში სამჯერ მაინც უნდა განხორციელედეს, რათა გამოიკვეთოს სისტემატურობის ელემენტი და ცხადი გახდეს, რომ ძალადობას გააჩნია არაერთგზისი რეციდივი, ანუ მისი გამეორების ალბათობა გარკვეულ „სისტემას“ (განპირობებულია რაიმე ნიშნით, გარემოებით ან ზოგადად, უმიზეზოდ ხდება) უკავშირდება და მუდმივად მოსალოდნელია. ამიტომ წარმოუდგენელია ძალადობა მივიჩნიოთ სისტემატურად, როდესაც ქმედებები დროის ინტერვალით იმდენად დაშორებულია ერთმანეთისგან, რომ მათ შორის აღნიშნული სისტემური ჯაჭვი ქრება, რაც შეფასებითი ცნებაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მას სასამართლო ადგენს. შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, სისტემატურობა სახეზეა მაშინ, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს შორის გასული დროის პერიოდი იმდენად მოკლეა, რომ პირველი ქმედებით მიყენებული ფიზიკური ტკივილი ან/და ფსიქიკური ტანჯვა ჯერაც არ გამქრალა და მას კვლავ განიცდის დაზარალებული, სწორედ ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ინდიკატორი სისტემატურობის შესაფასებლად. მოცემულ შემთხვევაში, გ------------–----ს ბრალად ედება ნ---------–----ის მიმართ ძალადობრივი ქმედებების ჩადენა (რასაც თავად მსჯავრდებულიც ადასტურებს), რომელთაგან ერთი განხორციელდა 2018 წლის მარტის შუა რიცხვებში, მეორე - 2018 წლის 15 აპრილს, მესამე - 2019 წლის იანვარში. შემდეგ 2019 წლის მარტში და აპრილში. გამოდის, რომ პირველი ძალადობრივი ქმედებიდან მეორე ქმედებამდე დაახლოებით ერთ თვე, ხოლო მეორედან მესამე ქმედებამდე ცხრა თვე იყო გასული, ასევე მომდევნო - მარტის ეპიზოდამდე სამი თვე იყო გასული. პალატის შეფასებით, ეს იმდენად ხანგრძლივი პერიოდება, რომ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების ხასიათისა და ხერხის გათვალისწინებით, წარმოუდგენელია განცდილი ფიზიკური ტკივილი ამ ხნის განმავლობაში იმ ინტენსივობით შენარჩუნებულიყო, რომ მას სისტემატური ძალადობისთვის დამახასიათებელი ელფერი შეეძინა. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გ------------–----ის მიერ განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს, - ხუთ დამოუკიდებელ ეპიზოდს.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მეორე მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულების მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედებების განხორციელების სახე, საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ გ------------–----მა თავი ცნო დამნაშავედ, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაულები, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს სასჯელის დანიშვნის დროს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ გ------------–----მა ორი მოწმის დაკითხვის შემდგომ სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. გარდა აღნიშნულისა, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ გ------------–----ის მიმართ დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია, პირიქით ისინი ერთად ცხოვრობენ და ერთადვე ზრდიან ოთხ შვილს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ გ------------–----ი თითქმის სამი თვის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული და არც სააპელაციო პალატის სხდომაზე გაჟღერებულა რაიმე ახალი გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლებოდა უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის განაჩენი გ------------–----ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის განაჩენი გ------------–----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის გლდანი - ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-----–-------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის განაჩენი გ------------–----ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
გ------------–----ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.126-ე მუხლის მეორე ნაწილის ”კ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე (2018 წლის მარტის თვის შუა რიცხვების ეპიზოდი, 2018 წლის 15 აპრილის ეპიზოდი, 2019 წლის იანვრის თვის ეპიზოდი, 2019 წლის 13 მარტის ეპიზოდი, 2019 წლის 11 აპრილის ეპიზოდი).
გ------------–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის მარტის თვის შუა რიცხვების ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
გ------------–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 15 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
გ------------–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის იანვრის თვის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
გ------------–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 13 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
გ------------–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
გ------------–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატიური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
გ------------–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახამად სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე საბოლოოდ გ------------–----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3(სამი) წელი.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ გ------------–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
გ------------–----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 13 აპრილიდან - 2019 წლის 5 ივლისის ჩათვლით;
მსჯავრდებულ გ------------–----ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულ გ------------–----ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ნ---------–----ის ვიზუალური დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი ერთი ცალი ელექტრონული დისკი, - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი