განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-12-2020 წელი
№110100118002637620
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
5 თებერვალი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ზ------ ვ-------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ზ------ ვ-------ე, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ზ------------------------------–--------ში, მსჯავრდებულია ზესტაფონის რაიონული სა-სამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებუ-ლი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და შეფარდებული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმო-ცი) საათის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ზ------ ვ-------ეს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო:
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამარ-თლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენი-ლი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2018 წლის მაი-სის თვის ეპიზოდი)
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისა და სისტემა-ტური შეურაცხყოფისათვის, შანტაჟისა და დამცირებისათვის, რამაც გამოიწვია ფიზი-კური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 6 აგ-ვისტოს ეპიზოდი).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2014 წლიდან თ----- დ---–- ქორწინებაში იმყოფება ნ------- ვ-------ესთან, ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზ------------------------------–--------ში, ნ------- ვ-------ის მშობლების სახლში. თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ შვილი ნ-- ვ-------ე (დაბ. 2--------- წელს). მათთან ერთად, ასევე, ცხოვრობდა ნ------- ვ-------ის მამა ზ------ ვ-------ე. 2018 წლის მაისში (ზუსტი დრო დაუდგენელია), სავენახე ნაკვეთში მუშაობასთან დაკავში-რებით, თ----- დ---–ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა მეუღლის - ნ------- ვ-------ის ბებიასთან მ-----–- ნ------ესთან, რასაც შეესწრო თ----- დ---–-ს მეუღლის ნ------- ვ--------ის მამა ზ------ ვ-------ე. მომხდარით განაწყენებულმა ზ------ ვ-------ემ, სიტყვიე-რი შეურაცხყოფა მიაყენა თ----- დ---–ს, ამავდროულად შეეცადა, მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, რისი საშუალებაც არ მისცა ოჯახის წევრებმა, რის შემდეგაც ზ------ ვ-------ემ ოთახში დადებული კოღოების საწინააღმდეგო აპარატი ესროლა თ------ დ---–ს, რაც ამ უკანასკნელს მოხვდა შუბლის არეში. აღნიშნულს შეესწრო თ----- დ---–-ს არასრულწლოვანი შვილი ნ-- ვ-------ე. ზ------ ვ-------ის მხრიდან განხორ-ციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად თ----- დ---–მა განიცადა ძლიერი ფი-ზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.
2014 წლიდან თ----- დ---–- ქორწინებაში იმყოფება ნ------- ვ-------ესთან, ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზ------------------------------–--------ში, ნ------- ვ-------ის მშობლების სახლში. თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ შვილი ნ-- ვ-------ე (დაბ. 2--------- წელს). მათთან ერთად, ასევე, ცხოვრობდა ნ------- ვ-------ის მამა ზ------ ვ-------ე. 2018 წლის 6 აგვისტოს, შუადღის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ბავშვის დაძინე-ბასთან დაკავშირებით თ----- დ---–ს სიტყვიერი შეკამათება მოუვიდა მეუღლის ნ------- ვ-------ის მამასთან ზ------ ვ-------ესთან, აღნიშნულზე განაწყენებულმა ზ------ ვ--------ემ, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თ----- დ---–ს, რის შემდეგადაც ძლიერად მოქაჩა თმებში. განაგრძობდა რა ძალადობას, ზ------ ვ-------ემ ერთხელ ძლიერად ჩაარ-ტყა ხელი ზურგის არეში თ----- დ---–ს, რის შედეგადაც თ----- დ---–მა მიიღო სხეუ-ლის დაზიანება. ზ------ ვ-------ის მხრიდან განხორციელებული თითოეული ძალა-დობრივი ქმედების შედეგად თ----- დ---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენით ზ------ ვ--------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნა-წილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა კ---- ს-----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს ზ------ ვ-------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ხშირია დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის კონფლიქ-ტური დამოკიდებულება. ზ------ ვ-------ის მიმართ მკაცრი სასჯელის გამოუყენებლობა შესაძლოა მისთვის წამახალისებელი აღმოჩნდეს შემდგომი განზრახი დანაშაულების ჩასადენად, მის მიმართ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვ-ნებას, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და გარემოებებს, ასევე ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ზ------ ვ-------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე----- ტ--–----ემ, რომელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლე-ლი.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ზ------ ვ-------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით (2 ეპიზოდი).
რაც შეეხება მსჯავრდებულ ზ------ ვ-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზო-გადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწი-ნააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორცი-ელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხ-ლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაუ-ლის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, აგრეთვე ის გარემოება, რომ ზ------ ვ-------ე აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, ნასამართლო-ბის არ მქონეა, ხასიათდება დადებითად, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში, აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ზ------ ვ-------ის მიერ ჩადე-ნილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედე-გის გათვალისწინებით სასჯელად დაუნიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით, რომელიც შეუმცირა პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალის-წინებით და განუსაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ ზ------ ვ-------ის მიმართ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენი ზ------ ვ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ზ------ ვ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ზ------ ვ-------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ზ------ ვ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის მაისის თვის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – საზოგადოები-სათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 6 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – საზოგადოები-სათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და ზ------ ვ--------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზო-გადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზ------ ვ-------ეს 2018 წლის 7 აგვისტოდან, 2018 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით პატიმ-რობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.
გაუქმდეს ზ------ ვ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და მოეხსნას ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს №---------- განჩინებით ზესტაფონის რაიონის სოფელ კვალითში (ს/კ 3------------) მდებარე, რ----- ხ--------ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყა-დაღა.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili