განაჩენი

სისხლის სამართლის 20.12.2018
საქმის ნომერი
010141318700060644
ინსტანცია
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010141318700060644

საქმე № 1ბ/590-17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

03 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

ვეფხია ლომიძე

 

სხდომის მდივნები: ეკატერინე უკლება, ლელა ბახტაძე, სოფიო კაპანაძე და გიორგი ჩუბინიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ვ--------–--–------–-–---–ი.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: თ-------------------–--ე, დაბადების თარიღი: 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: თ---–-----–----------------------–-------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: რ------------------–----------------------------------------------------

 

ადვოკატები: მ---------------- გ----------–---–--

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.

 

სასჯელი:

თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა თ-------------------–---- და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ--------------–---მ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით აპელანტებმა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში თ-------------------–--ის უდანაშაულოდ ცნობა და დანიშნული სასჯელის შემცირება, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ბრალდების მხარის მიერ წარგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს თ-------------------–--ის მიერ ნარკოტიკული საშუალების ნ-----–-----------–---–ზე და ზ------------–--ეზე გასაღების ფაქტს. აპელანტთა განმარტებით, თ-------------------–---- წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ზ------------–--ის მიერ ჩაბარებული ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონი“ იყო მისი, რომელიც შეიძინა მკურნალობის მიზნით, თუმცა მას აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ზ------------–--ისთვის და ნ-----–-----------–---–ისთვის არ გადაუცია. მისივე განმარტებით, პოლიციის თანამშრომლები ცრუობენ, როდესაც განმარტავენ, რომ მისი პირადი ჩხრეკისას წინდიდან ამოღებული იქნა ორი გრამი მეთადონი. აპელანტთა განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეება, მხარეების მიერ დასმულ შეკითხვებს ვერ გასცეს ამომწურავი პასუხი, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ თ-------------------–--ის პირადი ჩხრეკა აღნიშნულ პირებს არ ჩაუტარებიათ. ნ-----–-----------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მას თ-------------------–--ესთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა თანხის გამო, რაც შემთხვევის დღეს ზ------------–--ის სახლში ყოფნისას გადაიზარდა კონფლიქტში. მას შემდეგ, რაც მათ ზ------------–--ემ მოუწოდა სიმშვიდისკენ, თ-------------------–---- მისცა თეთრი ფერის პაკეტი და უთხრა გაეხსნა წყალში და დაელია ნერვების დასამშვიდებლად. მან აიღო აღნიშნული პაკეტი და გავიდა სახლიდან, რა დროსაც დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. კონფლიქტის ფაქტი დაადასტურა მოწმე ზ------------–--ემაც, თუმცა მას არ უთქვამს, რომ თ-------------------–---- ნ-----–-----------–---–ს გადასცა პაკეტი. გარდა ამისა ზ------------–--ემ განმარტა, რომ თ-------------------–--ეს მისთვის არ მიუცია ნარკოტიკული საშუალება, მან თავად აიღო თ-------------------–--ის კუთვნილი ნარკოტიკული საშუალება მეთადონი, რომლის ნაწილი შეინახა სადარბაზოში, ნაწილი მოიხმარა და ცოტა დაიტოვა ჯიბეში, რის შესახებაც თ---------- უ------–--ემ არ იცოდა. აპელანტთა განმარტებით, პოლიციის თანამშრომლები არ არიან გასაღების თვითმხილველები, შესაბამისად მათი ჩვენებები ამ ნაწილში არ წარმოადგენენ პირდაპირ მტკიცებულებებს. გარდა ამისა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ექსპერტის N---------------- დასკვნაში აღწერილია ცისფერ ქაღალდში მოთავსებული თეთრი ფერის ნივთიერება, თუმცა ცისფერი ქაღალდი ნ-----–-----------–---–ის დაკავების ოქმში და ექსპერტიზის N---------------- დასკვნაში ნახსენები არ არის, აღნიშნული კი ბადებს ეჭვს. დაცვის მხარის განმარტებით, არ შეიძლება მხოლოდ ნ-----–-----------–---–ის ცრუ ჩვენების საფუძველზე დაედოს მსჯავრი თ-------------------–--ეს ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში. ამასთან, აპელანტებმა განმარტეს, რომ თ-------------------–--ეს აქვს არადამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის მდგომარეობა, იგი გადიოდა ინტენსიური მკურნალობის კურსს ნარკოლოგიურ სამკურნალო დაწესებულებაში, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე, ოთხი არასრულწლოვანი შვილი და ხანდაზმული დედა, მან აღიარა და მოინანია ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტებმა მოითხოვეს თ-------------------–--ის ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში უდანაშაულოდ ცნობა და მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირება.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

თ-------------------–---- უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება 26,9903 გრამი მეთადონის (მარილი) შემცველი თეთრი ფერის ნივთიერება ფხვნილისა და კრისტალების სახით, საიდანაც 1 ცალ პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - 2,2616 გრამი მეთადონის (მარილი) შემცველი ნივთიერება უკანონოდ შეინახა მარჯვენა ფეხზე მოსილ წინდაში, ხოლო 2016 წლის 08 ივლისს, თ---–--–-------------–--------------------–------------------------------------------–-- 12 ცალ პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - 24,2433 გრამი მეთადონის (მარილი) შემცველი თეთრი ფერის ნივთიერება ფხვნილისა და კრისტალების სახით უკანონოდ გაასაღა ზ------------–--ეზე, 1 ცალ პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება - 0,4854 გრამი მეთადონის (მარილი) შემცველი თეთრი ფერის ნივთიერება ფხვნილისა და კრისტალების სახით კი უკანონოდ გაასაღა ნ-----–-----------–---–ზე.

 

2016 წლის 08 ივლისს, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თ---–--–-------------–--------------------–-----------------------------------------–-- ჩატარებული თ-------------------–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად მისგან ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება 2,2616 გრამი მეთადონის (მარილი) შემცვლელი ნივთიერება. ხოლო თ-------------------–--ის მიერ ზ------------–--ეზე და ნ-----–-----------–---–ზე უკანონოდ გასაღებული ნარკოტიკული საშუალებები ამოღებული იქნა ზ------------–--ისგან და ნ-----–-----------–---–ისგან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის განაჩენით თ-------------------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

თ-------------------–--ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვა საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 20 (ოცი) წლის ვადით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ბრალდებულმა თ-------------------–---- წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში თავი დამნაშავედ ცნო, ხოლო ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მან ნარკოტიკული საშუალება მეთადონი შეიძინა ნაცნობის - რ-–----- დახმარებით, რომელმაც უთხრა, რომ თბილისში, ყოფილი კოლმეურნეობის მოედანზე მოქმედებდა ,,მეთადონის პროგრამა“, სადაც შესაძლებელი იყო მეთადონის შეძენა. რის შემდეგაც მან მკურნალობის მიზნით 900 აშშ დოლარად შეიძინა მეთადონი. მანვე განმარტა, რომ მას ზ------------–--ისთვის და ნ-----–-----------–---–ისთვის ნარკოტიკული საშუალებები არ გადაუცია. მას ნ-----–-----------–---–თან, საქმიანი ურთიერთობიდან გამომდინარე, ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა, რაც უკავშირდებოდა ანტიკვარული ნივთების რეალიზაციას. დაკავების წინა დღეს მან და ნ-----–-----------–---–მა მოილაპარაკეს, რომ იგი ნ-----–-----------–---–ს 6 თვის მანძილზე ყოველთვიურად მისცემდა 1000 ლარს. დაკავების დღეს, ის და ნ-----–-----------–---–ი შეხვდნენ ზ------------–--ის ბინაში, რა დროსაც ეს უკანასკნელი, მათ შორის არსებული მოლაპარაკების მიუხედევად, მაინც ეჩხუბა. ხოლო მისი წასვლიდან 5-6 წუთში სახლში შევიდნენ პოლიციის თანამრომლები და დააკავეს იგი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

მოწმე ს---------–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს ს----------–----–-----------------–--------–---------------–----------–-–-------------------–- დეტექტივ-გამომძიებლად. 2016 წლის 8 ივლისს იმყოფებოდა განყოფილებაში, რა დროსაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი ნ-----–-----------–---–ი უნდა ყოფილიყო თ---–--–--------–--–----------- და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული ნივთიერება. მან იმავე დღეს, მიიღო მეორე ინფორმაცია, რომ ზ------------–--ე და თ-------------------–--ე იყვნენ ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები, რომლებიც იმ დროისთვის უნდა ყოფილიყვნენ ვარკეთილის მასივში მდებარე ზ------------–--ის საცხოვრებელ ბინაში. ამავე ინფორმაციით აღნიშნულ პირებს პირადად და საცხოვრებელ ბინაში უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალებები. მან ორივე ინფორმაციის შესახებ, ცალ-ცალკე პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც იგი გამოიკითხა მოწმის სახით.

 

მოწმე ზ-------------–-–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი დეტექტივ-გამომძიებლად მუშაობს ს----------–----–-----------------–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–------------------------–--–-- 2016 წლის 8 ივლისს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც ხელმძღვანელების მიერ დაევალა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყება. მან დაარეგისტრირა მიღებული ინფორმაცია და მოწმის სახით გამოკითხა პატაკის ავტორი - ს---------–--ე.

 

ს----------–----–-----------------–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–--ს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, მოწმე გ------------–-–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2016 წლის 8 ივლისს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მისი თანამშრომლის - ს---------–--ის მიერ მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნ-----–-----------–---–ი იმყოფებოდა ვ---------––--------–--–------------ ინფორმაციის თანახმად, ქალბატონი უნდა ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალების ზემოქედების ქვეშ და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. ს---------–--ემ აღნიშნულის შესახებ პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, რის საფუძველზეც მას დაევალა საქმეზე გამოძიების დაწყება. ამის შემდეგ მან მოწმის სახით გამოკითხა პატაკის ავტორი - ს---------–--ე, რომელმაც დაადასტურა პატაკში მითითებული ინფორმაცია.

 

მოწმე ო------------–-ს ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს ს----------–----–-----------------–--------–---------------–----------–-–-------------------–- დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. 2016 წლის 8 ივლისს, განყოფილებაში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ზ------------–--ე და თ-------------------–--ე იყვნენ ნარკოტიკული საშულების აქტიური მომხმარებლები და ეწეოდნენ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას. ამავე ინფორმაციით, აღნიშნული პირები იმყოფებოდნენ თ---–--–-------------–------------–------------------------------------------–- მდებარე ზ------------–--ის საცხოვრებელ ბინაში. იგი თანამშრომლებთან ერთად გავიდა ინფორმაციაში მითითებულ მისამართზე, სადაც დახვდნენ ზ------------–--ე და თ---------- უ------–--ე. მან თ-------------------–--ეს გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა გ--------–-–---–მა და ო------–-------–---–მა ჩაატარეს თ-------------------–--ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა. თ-------------------–--ის მარჯვენა ფეხზე მოსილი წინდიდან ო------–-------–---–ის მიერ ამოღებული იქნა ჩამკეტიან პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული ფხვნილისებრი ნივთიერება, რაც ადგილზე დაილუქა სათანადო წესით, რის შემდეგაც მოხდა თ-------------------–--ის დაკავება. მოწმის განმარტებით, თ-------------------–--ეს შენიშვნა ან განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა ოქმებზე ხელმოწერაზე განაცხადა უარი. აღნიშნულის შემდეგ ჩატარდა თ---–--–---–--------------------–- მდებარე თ-------------------–--ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, საიდანაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ.

 

მოწმე გ--------–-–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუ–-----------------–----–-------------------------------–--------–---------------–----------–-–----------------------------------------------------------–---------------------------–---- უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. 2016 წლის 8 ივლისს, განყოფილებაში მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, თ---–--–-------------–------------–-----------------–- იმყოფებოდნენ თ-------------------–--ე და ზ------------–--ე, რომლებსაც პირადად და საცხოვრებელ ბინაში უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალებები. იგი მითითებულ მისამართზე მივიდა ო------–-------–---–თან, რ----------–------სთან და კიდევ რამდენიმე თანამშრომელთან ერთად. ადგილზე დახვდნენ თ-------------------–--ე, ზ------------–--ე და მისი ოჯახის წევრები. მათ განუმარტეს, რომ იყვნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, წარუდგინეს საბუთები და უთხრეს, რის საფუძველზე იყვნენ მისულები. ამის შემდეგ ჩატარდა თ-------------------–--ის და ზ------------–--ის პირადი ჩხრეკა. მან და ო------–-------–---–მა გაჩხრიკეს თ-------------------–--ე, რომლის მარჯვენა ფეხის წინდიდან ო------–-------–---–ის მიერ ამოღებული იქნა ცელოფანში მოთავსებული ფხვნილისებრი მასა, რაც ადგილზე დაილუქა სათანადო წესით. თ-------------------–---- ლუქზე და პირადი ჩხრეკის ოქმზე ხელმოწერაზე განაცხადა უარი, ამასთან, განმარტავდა, რომ ამოღებული ნივთიერება არ იყო მისი და ხელს არაფერზე მოაწერდა. მათ თ-------------------–--ე დააკავეს, შემდეგ კი ჩაატარეს თ---–--–---–------------------ მდებარე მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწიინააღმდეგო არ ამოუღიათ.

 

ს----------–----–----------------------------------------–----------–-–--------------------- დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, მოწმე ო------–-------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2016 წლის 8 ივლისს, სამმართველოში შესული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, თ---–--–-------------–------------–------------------------------------------–- მცხოვრები ზ------------–--ე უნდა ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალების მომხარებელი, რომელთან ერთადაც აღნიშნულ ბინაში უნდა ყოფილიყო თ-------------------–--ე. ამავე ინფორმაციით მათ პირადად და ბინაში უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალებები. იგი თანამშრომლებთან ერთად მივიდა მითითებულ მისამართზე, რის შემდეგაც მან გ--------–-–---–თან ერთად ჩაატარა თ-------------------–--ეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამ უკანასკნელის წინდიდან მის მიერ ამოღებული იქნა თეთრი ფერის გამჭვირვალე ცელოფანში მოთავსებული თეთრი ფერის ფხვნილი, რაც დალუქეს ადგილზე. პირადი ჩხრეკის დასრულებისთანავე მათ დააკავეს თ-------------------–--ე. ამის შემდეგ მან და გ--------–-–---–მა გაჩხრიკეს შ------------------- მდებარე თ-------------------–--ის საცხოვრებელი ბინა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ.

 

მოწმე რ----------–------ს ჩვენებით ირკვევა რომ იგი მუშაობს ს----------–----–----------------------------------------–----------–-–-------------------–- დეტექტივ გამომძიებლად. 2016 წლის 8 ივლისს, სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, თ---–--–-------------–------------–------------------------------------------–- მცხოვრები ზ------------–--ე იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი და ეწეოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვას. აღნიშნული ინფორმაციით, ზ------------–--ე და თ-------------------–--ე იმყოფებოდნენ მითითებულ ადგილზე და როგორც პირადად ასევე საცხოვრებელ სახლში ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალებას. იგი თანამშრომლებთან ერთად მივიდა მითითებულ მისამართზე, სადაც მათ დახვდათ ზ------------–--ე და თ-------------------–--ე. მათ აღნიშნულ პირებს უთხრეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და განუმარტეს ჩხრეკის ჩატარების საფუძველი, რის შემდეგაც მან და მ----------------–-–---–მა გაჩხრიკეს ზ------------–--ე, რომლის ტანთმოსილი ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ჩამკეტიანი გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტი თეთრი ფერის ფხვიერი მასით. მათ ზ------------–--ემ განუმარტა, რომ ამოღებული ნივთიერება, რომელსაც ინახავდა პირადი მოხმარებისთვის იყო მეთადონი. ამის შემდეგ ზ------------–--ეს განუმარტეს უფლებები და დააკავეს. პირადი ჩხრეკის დასრულების და დაკავების შემდეგ, მან და მ----------------–-–---–მა გაჩხრიკეს ზ------------–--ის საცხოვრებელი ბინა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. ბინის ჩხრეკის დასრულების შემდეგ ზ------------–--ემ ოქმში შეიტანა შენიშვნა, რომ მეორე და მესამე სართულს შორის მდებარე ელსადენების საიზოლაციო ნაწილში ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც მას შესანახად დაუტოვა თ-------------------–----. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, ზ------------–--ის მიერ მითითებული ადგილიდან ამოღებული იქნა თეთრი ფერის ქაღალდში გახვეული, ქაღალდის პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო 11 (თერთმეტი) ცალი ჩამკეტიანი პოლიეთილენის პაკეტი მოთეთრო ფერის ფხვიერი მასით და ხუთი ცალი ცარიელი პაკეტი, რაც დაილუქა ადგილზე.

 

ს----------–----–----------------------------------------–----------–-–--------------------- დეტექტივ-გამომძიებელის, მოწმე მ----------------–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2016 წლის 8 ივლისს მის დანაყოფში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად ზ------------–--ე და თ-------------------–--ე იყვნენ ნარკოტიკული საშუალების მომხარებლები, რომლებიც იმყოფებოდნენ ვ---------–------------–------------------------------------------–- მდებარე ზ------------–--ის საცხოვრებელ ბინაში და თან უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალება. ინფორმაციის საფუძველზე ის და მისი თანამშრომლები მივიდნენ ზემოაღნიშნულ მისამართზე. ადგილზე ჩატარებული ზ------------–--ის პირადი ჩხრეკისას, ამოღებული იქნა პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული მოთეთრი ფერის ნივთიერება, რის გამოც დააკავეს ზ------------–--ე, შემდეგ კი, ჩაატარეს მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. ბინის ჩხრეკის დასრულების შემდეგ, ზ------------–--ემ განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალებები მოთავსებული ჰქონდა სადარბაზოს მეორე და მესამე სართულებს შორის არსებული სადენების შესაფუთ კონსტრუქციაში. ამის შემდეგ გამომძიებელმა გამოიძახა ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებმაც ზ------------–--ის მიერ მითითებული ადგილიდან ამოიღეს თეთრი ფერის ქაღალდში გახვეული 11 პაკეტი მასში მოთავსებული ნივთიერებებით.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ვ----–--------–--ემ.

 

მოწმე ვ--–--------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2016 წლის 8 ივლისს, სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ნ-----–-----------–---–ი იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი და მას პირადად უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. მათ ნ-----–-- გ-------–---–- შეაჩერეს თ---–--–---------–--–-------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩაატარეს მისი პირადი ჩხრეკა, კერძოდ, ქალბატონის პირად ჩხრეკას ატარებდა გამომძიებელი ქ--------–--–------ე, რომელმაც ჩხრეკისას ნ-----–-----------–---–ის ხელთ არსებული ჩანთიდან ამოღო ჩამკეტიანი პოლიეთილენის პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო ცელოფანის პატარა ნაჭერში გახვეული ოქროსფერი ფოლგის ქაღალდი მასში მოთავსებული კრისტალური ნივთიერებით, რაც დალუქეს ადგილზე. მათ ნ-----–-----------–---–მა განუმარტა, რომ აღნიშნული ჰქონდა პირადი მოხმარებისთვის.

 

მოწმე ქ--------–--–------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2016 წლის 8 ივლისს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც სამმართველოში მიღებულ იქნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თ---–--–--------–--–----------- იმყოფებოდა ნ-----–-----------–---–ი, რომელიც უნდა ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. იგი თანამშრომლებთან ერთად გავიდა მითითებულ მისამართზე, რა დროსაც მათ ხ----–--–-------------- მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს ნ-----–-----------–---–ი, რომელსაც გამომძიებელმა განუმარტა, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ. აღნიშნულის შემდეგ მან გაჩხრიკა ნ-----–-----------–---–ი, რომლის ხელთ არსებულ ჩანთაში ნანახი და ამოღებული იქნა პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო პოლიეთილენის მცირე ზომის ნაჭერში გახვეული ფოლგის ქაღალდი მასში მოთავსებული ფხვნილისებრი ნივთიერებით, რის შემდეგაც მათ დააკავეს ნ-----–-----------–---–ი.

 

ბრალდებულ ნ-----–-----------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ მას თ-------------------–--ესთან ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა, რომელსაც 2016 წლის 8 ივლისს შეხვდა ზ------------–--ის საცხოვრებელ ბინაში, სადაც მათ ისაუბრეს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ნახატების გაყიდვის შესახებ. გარკვეული ხნის შემდეგ მას თ-------------------–---- ოთახში შეუტანა და გადასცა პატარა ზომის თეთრი ფერის პაკეტი, რომელიც მან მოათავსა ჩანთაში და დატოვა ზ------------–--ის საცხოვრებელი ბინა. დაახლოებით 150 მეტრის გავლის შემდეგ, იგი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც განუმარტეს, რომ როგორც მათთვის იყო ცნობილი მას თან უნდა ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. მას პოლიციის თანამშრომლებმა ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ჩანთიდან ამოიღეს თეთრი ფერის პაკეტი, რომელიც მას გადასცა თ-------------------–----.

 

ბრალდებულ ზ------------–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2016 წლის 08 ივლისს მასთან სახლში მივიდა თ-------------------–--ე, რომელიც უნდა შეხვედროდა ნ-----–-----------–---–ს. თ-------------------–---- მასთან შესანახად მიიტანა ნარკოტიკული საშუალება მეთადონი, რომელიც მოთავსებული იყო ჩანთაში, შემდეგ კი ამოიღო და დადო ლოგინზე. თ-------------------–---- ნარკოტიკული საშუალება მას მიუტანა დროებით შესანახად, რადგან შემდეგ ოჯახთან ერთად აპირებდა დასასვენებლად წასვლას და სავარაუდოდ იქ აპირებდა მის მოხმარებას, რადგან იგი ჩართული იყო პროგრამაში. ბრალდებულის განმარტებით, ვინაიდან სახლში ჰყავდა ბავშვები, არ სურდა მათ ენახათ ნარკოტიკი, ამიტომ თ-------------------–--ის მიერ მიტანილი ნარკოტიკული საშუალება გაიტანა სადარბაზოში და შეინახა ელექტრო სადენებში, რის შესახებაც შემდეგ უთხრა თ-------------------–--ეს. ნარკოტიკის ნაწილი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე სათავსოში ინექციის სახით მოიხმარა პირადად, ნაწილი კი ჩაიდო ჯიბეში. შემდეგ მასთან სახლში მივიდა ნ-----–-----------–---–ი. თ-------------------–--ე და ნ-----–-----------–---–ი შევიდნენ ცალკე ოთახში, საიდანაც გაიგო კამათის ხმა, რომელიც გაგრძელდა 2-3 წუთის განმავლობაში.

 

პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2016 წლის 8 ივლისს, 21:16-21:36 საათზე, ჩატარდა ნ-----–-----------–---–ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ჩანთიდან ამოღებული იქნა მცირე ზომის ჩამკეტიანი პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებულია ცელოფნის პატარა ნაჭერში გახვეული ოქროსფერი ფოლგის ქაღალდი, რომელშიც მოთავსებულია თეთრი ფერის კრისტალისებური ნივთიერება. ასევე ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი სიმბარათებთან ერთად და ნ-----–-----------–---–ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა.

 

პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2016 წლის 8 ივლისს, 21:37-21:52 საათზე, ჩატარდა ზ------------–--ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ტანთმოსილი ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ჩამკეტიანი გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტი, რომელშიც მოთავსებულია თეთრი ფერის ფხვიერი მასა.

 

პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2016 წლის 8 ივლისს, 21:37-21:54 საათზე, ჩატარდა თ-------------------–--ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი მარჯვენა ფეხის წინდიდან ამოღებული იქნა ჩამკეტიანი გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტი, რომელშიც მოთავსებულია თეთრი ფერის ფხვიერი მასა.

 

ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2016 წლის 8 ივლისს 22:57-23:20 საათზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - ამოღება, რა დროსაც თ---–--–-------------–------------–-----------------------------------------–- სადარბაზოს მე-2 და მე-3 სართულებს შორის არსებული ელ.სადენების საიზოლაციო დამცავი კონსტრუქციიდან ამოღებული იქნა ზ------------–--ის მიერ შენახული თეთრი ფერის ქაღალდში შეხვეული წარწერებიანი ქაღალდის პაკეტი, ლურჯი ფერის ნახატებით და წარწერებით, რომელშიც მოთავსებულია 11 (თერთმეტი) ცალი ჩამკეტიანი პოლიეთილენის პაკეტი მოთეთრო ფერის ფხვიერი მასით და 5 (ხუთი) ცალი ჩამკეტიანი პოლიეთილენის პაკეტი ცარიელ მდგომარეობაში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 9 ივლისის ექსპერტის N----------------- დასკვნით დასტურდება, რომ:

▪ 2016 წლის 8 ივლისს ზ------------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული გამჭვირვალე, უფერო, პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული თეთრი ნივთიერება ფხვნილისა და კრისტალების სახით, წონით 4,3534 გრამი, (ობ. N1) წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებული მეთადონისა და ბენადრილის (დიმედროლის) შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (მარილი) წონაა - 2,2965 გრამი.

▪ კორპუსის სადარბაზოში მეორე და მესამე სართულებს შორის ზ------------–--ისგან ამოღებული, 11 (თერთმეტი) ცალ გამჭვირვალე, უფერო, პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში 11 (თერთმეტი) ცალად დაფასოებული თეთრი ნივთიერება ფხვნილისა და კრისტალების სახით, საერთო წონით 43,4357 გრამი (ობ.N3-13) წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებული მეთადონისა და ბენადრილის (დიმედროლის) შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (მარილი) წონაა - 21,9468 გრამი.

▪ 2016 წლის 8 ივლისს თ-------------------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული, გამჭვირვალე, უფერო, პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული თეთრი ნივთიერება ფხვნილისა და კრისტალების სახით, წონით 4,5133 გრამი, (ობ. N2) წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებული მეთადონისა და ბენადრილის (დიმედროლის) შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (მარილი) წონაა - 2,2616 გრამი. გამოსაკვლევად წარმოდგენილი ნივთიერებები ერთნაირია ორგანოლეპტიკური ნიშნებით და ქიმიური შემადგენლობით.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 9 ივლისის ექსპერტის N---------------- დასკვნით ირკვევა, რომ 2016 წლის 8 ივლისს, ნ-----–-----------–---–ის პირადი ჩხრეკისას მისი მარჯვენა ხელში არსებული ჩანთიდან ამოღებული, უფერო, გამჭირვალე ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული, უფერო, გამჭირვალე პოლიეთილენის მცირე ზომის პაკეტში გახვეული, ოქროსფერ ფოლგის ქაღალდში დაფასოებული თეთრი ფერის ნივთიერება ფხვნილისა და კრისტალების სახით, წონით 1,33114 გრამი, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებული მეთადონისა და ბენადრილის (დიმედროლის) შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (მარილი) წონაა 0,4854 გრამი.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 15 ივლისის ექსპერტის N---------------- დასკვნით დასტურდება, რომ თ-------------------–--ის, ზ------------–--ის და ნ-----–-----------–---–ის პირადი ჩხრეკისას, ასევე სადარბაზოდან ამოღებული ნივთიერებები ერთნაირი ქიმიური შემადგენლობისაა.

 

აღნიშნული დასკვნების სისწორე და შინაარსი დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა გ-------–------–----ემ და თ-----------–---მ.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ თ-------------------–--ის მიერ დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში გამართლების თაობაზე. პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით და ემსახურება თ-------------------–--ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.

 

პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. ამ დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და გასაღებაში.

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ და შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, კერძოდ, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და ა.შ. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისთვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,წ‘‘ პუნქტის თანახმად, გასაღება ნიშნავს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემას ანაზღაურების სანაცვლოდ ან უფასოდ, მიუხედავად გადაცემის მიზნისა.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ს---------–--ემ დაადასტურა, რომ მის მიერ მიღებული ინფორმაციებით ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი ნ-----–-----------–---–ი უნდა ყოფილიყო თ---–--–--------–--–----------- და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული ნივთიერება. ასევე ზ------------–--ე და თ-------------------–--ე იყვნენ ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები, რომლებიც იმ დროისთვის უნდა ყოფილიყვნენ ვარკეთილის მასივში მდებარე ზ------------–--ის საცხოვრებელ ბინაში და როგორც პირადად, ასევე საცხოვრებელ ბინაში უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალებები, რის შესახებაც პატაკებით აცნობა ხელმძღვანელობას. ინფორმაციებში მითითებულ ადგილებზე გასვლის, ნ-----–-----------–---–ის, ზ------------–--ის და თ-------------------–--ის დაკავების და პირადი ჩხრეკის ფაქტები დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ო----- ჩ-----–მა, გ--------–-–---–მა, ო----- შ-------–---–--, რ----------–------მ, მ----------------–-–---–მა, ვ--–--------------–---–მა, ქ--------–--–------ემ და სხვა პირებმა, რომლებმაც დეტალურად აღწერეს ადგილზე განვითარებული მოვლენები. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ნ-----–-- გ-------–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მცირე ზომის ჩამკეტიანი პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებულია ცელოფნის პატარა ნაჭერში გახვეული ოქროსფერი ფოლგის ქაღალდი, რომელშიც მოთავსებული იყო თეთრი ფერის კრისტალისებური ნივთიერება. ჩატარებული საქსპერტო კვლევით დადგენილია, რომ ნ-----–-----------–---–ის პირადი ჩხრეკისას მისი მარჯვენა ხელში არსებული ჩანთიდან ამოღებული, უფერო, გამჭირვალე ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული, უფერო, გამჭირვალე პოლიეთილენის მცირე ზომის პაკეტში გახვეული, ოქროსფერ ფოლგის ქაღალდში დაფასოებული თეთრი ფერის ნივთიერება ფხვნილისა და კრისტალების სახით, წონით 1,33114 გრამი, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებული მეთადონისა და ბენადრილის (დიმედროლის) შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (მარილი), წონაა 0,4854 გრამი. ზ------------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ჩამკეტიანი გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტი, რომელშიც მოთავსებულია თეთრი ფერის ფხვიერი მასა. ექსპერტიზის დასკვნით ზ------------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული გამჭვირვალე, უფერო, პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული თეთრი ნივთიერება ფხვნილისა და კრისტალების სახით, წონით 4,3534 გრამი, (ობ. N1) წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებული მეთადონისა და ბენადრილის (დიმედროლის) შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (მარილი), წონაა - 2,2965 გრამი. თ-------------------–--ის პირადი ჩხრეკისას კი ამოღებული იქნა ჩამკეტიანი გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტი, რომელშიც მოთავსებულია თეთრი ფერის ფხვიერი მასა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თ-------------------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული, გამჭვირვალე, უფერო, პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული თეთრი ნივთიერება ფხვნილისა და კრისტალების სახით, წონით 4,5133 გრამი, (ობ. N2) წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებული მეთადონისა და ბენადრილის (დიმედროლის) შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (მარილი), წონაა - 2,2616 გრამი. გამოსაკვლევად წარმოდგენილი ნივთიერებები ერთნაირია ორგანოლეპტიკური ნიშნებით და ქიმიური შემადგენლობით.

 

ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ ზ------------–--ის მითითებით, ელ.სადენების საიზოლაციო დამცავი კონსტრუქციიდან ამოღებული იქნა თეთრი ფერის ქაღალდში შეხვეული წარწერებიანი ქაღალდის პაკეტი, ლურჯი ფერის ნახატებით და წარწერებით, რომელშიც მოთავსებული იყო 11 (თერთმეტი) ცალი ჩამკეტიანი პოლიეთილენის პაკეტი მოთეთრო ფერის ფხვიერი მასით და 5 (ხუთი) ცალი ჩამკეტიანი პოლიეთილენის პაკეტი ცარიელ მდგომარეობაში. ექსპერტიზის დასკვნით კი, კორპუსის სადარბაზოში მეორე და მესამე სართულებს შორის ზ------------–--ისგან ამოღებული, 11 (თერთმეტი) ცალ გამჭვირვალე, უფერო, პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში 11 (თერთმეტი) ცალად დაფასოებული თეთრი ნივთიერება ფხვნილისა და კრისტალების სახით, საერთო წონით 43,4357 გრამი, (ობ.N3-13) წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებული მეთადონისა და ბენადრილის (დიმედროლის) შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (მარილი), წონაა - 21,9468 გრამი.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ პოლიციის თანამშრომლები ცრუობენ, როცა ამბობენ, რომ მათ თ-------------------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ორი გრამი მეთადონი. აღნიშნული წინააღმდეგობაშია პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან. მოწმეებმა დეტალურად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერეს ადგილზე განვითარებული მოვლენები, მათ შორის თ-------------------–--ის პირადი ჩხრეკისას მისი წინდიდან ნარკოტიკული საშუალების ამოღებასთან დაკავშირებით. პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს მოწმე პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებში, ასევე დაკავების და ჩხრეკის ოქმების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან. დაცვის მხარეს კი არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც პალატას გაუჩენდა მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ არავითარი ეჭვის შეტანის საფუძველი მათი ჩვენებების სანდოობაში არ გააჩნია, ვინაიდან პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. არანაირი წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს. ამასთან, მათი ჩვენებები გამყარებულია გ. ვ-ს პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა გ. ვ-ს პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“ (იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11).

 

მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია და ვერ გახდება პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

 

ამასთან, პალატა თვლის, რომ გაზიარებული არ უნდა იქნეს დაცვის მხარის პოზიცია თ-------------------–--ის მიერ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებაში მისი უდანაშაულობის შესახებ. აპელანტთა განმარტებით, მხოლოდ ნ-----–-----------–---–ის ცრუ ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

 

პალატა ასევე განმარტავს, რომ თანაბრალდებულების მიერ მიცემული ჩვენებები (თუ ისინი ასეთ ჩვენებებს მისცემენ) უფრო სიღრმისეულად უნდა იქნეს შესწავლილი და შეფასებული, რადგანაც ის მდგომარეობა, რომელშიც თანამზრახველები (თანაბრალდებულები) აღმოჩნდებიან ჩვენების მიცემისას, განსხვავდება ჩვეულებრივი მოწმეების მდგომარეობისგან (Romanov v. Russia, § 102). ისინი არ იძლევიან ჩვენებას ფიცის ქვეშ (Melnikov v. Russia). ამ გარემოებამ სავარაუდოდ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა მოწმის ჩვენების ძალაზე (იხ. Pichugin v. Russia, §199).

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ მოწმის ჩვენების სანდოობა შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს მოწმის არაგულწრფელობის, მიკერძოების, მის მიერ შეუსაბამო განცხადებების გაკეთების, მოწმის მიერ ფაქტის აღქმის, დამახსოვრების ან/და გადმოცემის უნარის ნაკლებობის დემონსტრირების, აგრეთვე სხვა ფაქტებთან წინააღმდეგობის გამო. მოცემულ შემთხვევაში არცერთი ზემოაღნიშნული გარემოება ნ-----–-----------–---–ის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას არ დაფიქსირებულა, მან ამომწურავი, სრულყოფილი და თანმიმდევრული პასუხი გასცა ყველა შეკითხვას და განმარტა, რომ ზ------------–--ის სახლში ყოფნისას, თ-------------------–---- გადასცა მცირე ზომის თეთრი ფერის პაკეტი, რომელიც მოგვიანებით მისგან ამოიღეს პოლიციის თანამშრომლებმა. მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია კი სრულ შესაბამისობაშია სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხულ ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებთან. მხოლოდ ის გარემოება, რომ ნ-----–-----------–---–ი არის ბრალდებული არ წარმოადგენს მოწმის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველს. ამასთან, მისი ჩვენება არ არის ერთადერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა თ-------------------–--ის ბრალეულობას. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ჩატარებული საექპერტო კვლევებით დასტურდება, რომ საქმეზე არსებული ნარკოტიკული საშუალებები კუსტარული წარმოშობისაა, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 15 ივლისის ექსპერტის N---------------- დასკვნით დადგენილა, რომ, რომ თ-------------------–--ის, ზ------------–--ის და ნ-----–-----------–---–ის პირადი ჩხრეკისას, ასევე სადარბაზოდან ამოღებული ნივთიერებები ერთნაირი ქიმიური შემადგენლობისაა.

 

პალატა თვლის, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა, ნ-----–-----------–---–ის მხრიდან თ-------------------–--ის მიმართ მამხილებელი ჩვენების მისაცემად დაინტერესების არსებობა, რაც საფუძვლად დაედებოდა მისი ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმას. თავად მსჯავრდებულ თ-------------------–--ის პოზიციით, მას ნ-----–-----------–---–თან, ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა, რაც უკავშირდებოდა ანტიკვარული ნივთების რეალიზაციას. დაკავების წინა დღეს მან და ნ-----–-----------–---–მა მოილაპარაკეს, რომ იგი ნ-----–-----------–---–ს 6 თვის მანძილზე ყოველთვიურად მისცემდა 1000 ლარს. ამდენად, იმ პირობებში, როცა მათ შორის მიღწეულია გარკვეული კონსესუსი, ნ-----–-- გ-------–---–-ს მხრიდან თ-------------------–--ისთვის ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის დაბრალებას არ აქვს ლოგიკური საფუძველი, ვინაიდან თ-------------------–--ის დაკავების შემთხვევაში, მათ შორის არსებული ზეპირი მოლაპარაკებების გათვალისწინებით, ნ-----–-----------–---–ი დაკარგავდა თანხის დაბრუნების შანსს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მითითება, რომ ზ------------–--ეს არ დაუნახავს თ-------------------–--ის მიერ ნ-----–-----------–---–ისთვის აღნიშნული პაკეტის გადაცემა, ავტომატურად არ გამორიცხავს თ-------------------–--ის ბრალეულობას, ვინაიდან იგი სრულად არ შესწრებია თ-------------------–--ის და ნ-----–-----------–---–ის ურთიერთობას, ამ უკანასკნელის მის სახლში მისვლის შემდეგ, მით უფრო იმ პირობებში როცა სადაო არაა ის ფაქტი, რომ ხსენებული პირები გარკვეული დროის განმავლობაში განცალკევებით იმყოფებოდნენ ოთახში.

 

გარდა ამისა, პალატა ყურადღებას ამახვილებს ზ------------–--ის ჩვენებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ მის სახლში ნარკოტიკული საშუალება შესანახად მიიტანა თ-------------------–---- და დადო საწოლზე. ვინაიდან ზ------------–--ეს არ სურდა რომ აღნიშნული ენახათ ბავშვებს, მან თ-------------------–--ის მიერ მიტანილი ნარკოტიკული საშუალება შეინახა სადარბაზოში, რის შესახებაც მოგვიანებით უთხრა თ-------------------–--ეს, რასაც არც ეს უკანასკნელი უარყოფს. აღნიშნული კი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ თ-------------------–---- ნამდვილად გაასაღა ზ------------–--ეზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ვინაიდან გასაღება ნიშნავს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემას, მათ შორის უფასოდ, ხოლო გადაცემის მიზანს კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს. აღსანიშნავია, რომ ზ------------–--ეს ნარკოტიკული საშუალება აღმოჩნდა პირადი ჩხრეკისასაც, რომლის ქიმიური შემადგენლობა იდენტურია თ-------------------–--ის და ნ-----–-----------–---–ის პირადი ჩხრეკისას, ასევე სადარბაზოდან ამოღებული ნივთიერებების ქიმიური შემადგენლობის.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ მითითებულ გარემოებას ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ ვარდისფერ ფურცელთან დაკავშირებით, აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს ტექნიკურ შეცდომას, ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ ექსპერტიზის ჩამტარებელი და დასკვნის გამცემი პირები და დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა მათგან მიეღო ამომწურავი და სრულყოფილი პასუხი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და გამოეკვეთა აღნიშნული დასკვნის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძვლები.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (მაგალითისთვის იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ. 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).

 

პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი სასამართლოებს ავალდებულებს დაასაბუთონ გადაწყვეტილებები, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება იმდაგვარად იქნეს გაგებული, რომ იგი ითხოვს დეტალურ პასუხს ყველა არგუმენტზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე: KRASULYA v. RUSSIA, N12365/03 , პარ. 50). მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა თვლის, რომ იმსჯელა დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე.

 

სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, თ-------------------–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

თ-------------------–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ოჯახური მდგომარეობა (კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე, ოთხი არასრულწლოვანი შვილი და ხანდაზმული დედა) მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი (მის მიერ გასაღებული იქნა დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება), წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით. პალატა თვლის, რომ თ-------------------–--ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, რისი გათვალისწინებითაც მისი შემსუბუქება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ მსჯავრდებულ თ-------------------–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ--------------–---ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში ასევე სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლება არა აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან მიიღოს მსჯავრდებულისთვის არასასიკეთო სხვა გადაწყვეტილება, თუ საქმე განიხილება მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის საჩივრის საფუძველზე და ბრალდების მხარეს საჩივარი არ შეუტანია. მოცემულ შემთხვევაში, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, თ-------------------–--ეს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით. ამ კვალიფიკაციით მსჯავრდება მოითხოვა, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ სხდომაზე, დასკვნით სიტყვაში სახელმწიფო ბრალმდებელმა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით კი, თ-------------------–--ის ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ვინაიდან, სააპელაციო საჩივარი შემოტანილია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას მიიღოს მსჯავრდებულის საუარესო გადაწყვეტილება, შესაბამისად არ მსჯელობს აღნიშნულ საკითხზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ თ-------------------–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ--------------–---ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის განაჩენი თ-------------------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

თ-------------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ თ-------------------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

თ-------------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2016 წლის 08 ივლისიდან.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, თ-------------------–--ეს, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 20 (ოცი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

თ-------------------–--ეს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ნარკოტიკული საშუალებები - განადგურდეს.

 

ნ-----–-----------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, საფულე, ფულადი თანხა 1555 ლარი და 750 აშშ დოლარი, ორი სიმბარათი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

თ-------------------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ერთი ცალი CD დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

ვეფხია ლომიძე