განაჩენი

სისხლის სამართლის 29.01.2020
საქმის ნომერი
330100118002482993
ინსტანცია
თარიღი
29.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002482993

საქმე N 1ბ/297-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29.01.2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: ხვიჩა კიკილაშვილი

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ვახტანგ მრელაშვილი

 

სხდომის მდივანი - მერი ლაბარტყავა, გ------- სვანიძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე: თ----- კ-------–--ე

 

დაცვის მხარე: მ--–---- ვ--–------–---–ი

 

მსჯავრდებული: ნ------- გ-------ს ძე მ-----–---–ი ( დაბადებული: 1----–-–-----------------ს, პირადი ნომერი: 0----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ---------–--------------ა, გ----------ის ქუჩა №-----------) მიმართ.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლი (პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის განაჩენით:

 

ნ------- მ-----–---–ი (პ№0----------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09(ცხრა) წლის ვადით.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ნ------- მ-----–---–ს დაეწყო ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან - 2018 წლის 25 აპრილის 06:11 საათიდან.

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ------- მ-----–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ---- ფ------–---–მა, რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულ ნ------- მ-----–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ნ------- მ-----–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--–---- ვ--–------–---–მა დააზუსუტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვეს პირველი ინსტანციის განაჩენის შეცვლა, კვალიფიკაციის ნაწილში, კერძოდ მსჯავრდებულ ნ------- მ-----–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

აპელანტის პოზიციით ნ------- მ-----–---–ს არ ჰქონდა დაზარალებული პ----- ხ------–---–ის მკვლელობის განზრახვა, შესაბამისად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ნ------- მ-----–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ნ------- მ-----–---–ის მიერ განხორციელდა მხოლოდ ერთი დანის დარტყმა, რის შემდეგაც იგი ტრიალდება და უკან და მიდის, მას არ სურს პ----- ხ------–---–ის მოკვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კვლავ დაარტყავდა დანას, იმ სიტუაციაში როდესაც ამის ხელისშემშლელი გარემოება არ არსებობდა. აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას ნ------- მ-----–---–ის მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენის თაობაზე, ვინაიდან არ დასტურდება მკვლელობის განზრახვის არსებობა და ვარაუდის საფუძველზე პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა არაკანონიერია. აპელანტი ითხოვს მსჯავრდებულ ნ------- მ-----–---–ის მიერ განხორციელებული ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ნ------- მ-----–---–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა.

 

ნ------- მ-----–---–ი და დაზარალებული პ----- ხ------–---–ი არიან ნათესავები, ნ------- მ-----–---–ი იმავდროულად არის მ---- მ-----–---–ის ბიძა, ხოლო პ----- ხ------–---–ი მ---- მ-----–---–ის მეუღლე. პ----- ხ------–---–ი და მ---- მ-----–---–ი მათ შორის არსებული დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე, ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე. პ----- ხ------–---–სა და მ---- მ-----–---–ს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ ინფორმირებული იყო ნ------- მ-----–---–ი, რის გამოც არაერთხელ უსაუბრია პ----- ხ------–---–თან. 2018 წლის 24 აპრილს დაახლოებით 1900 საათისათვის ნ------- მ-----–---–ი და პ----- ხ------–---–ი ერთმანეთს შეხვდნენ თბილისში, ვ---------–--------------ის, წ-------–-- ქ. N31-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც პ----- ხ------–---–ი და ნ------- მ-----–---–ი შელაპარაკდნენ, ნ------- მ-----–---–მა განიზრახა პ----- ხ------–---–ის მოკვლა, ამოიღო დანა და ზურგის მხრიდან დაზარალებული პ----- ხ------–---–ს გულმკერდის ღრუში ჩაარტყა, რითაც ამ უკანასკნელმა მიიღო შემავალი ჭრილობა.

 

სამართლომ დაადგინა:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის განაჩენი და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; საპელაციო პალატის მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად; შესაბამისად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის განაჩენში ნ------- მ-----–---–ის მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება. ნ------- მ-----–---–ის მიერ განხორციელებული დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე პ----- ხ------–---–ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მ---- მ-----–---–ი არის მისი მეუღლე, ხოლო ნ------- მ-----–---–ი მ---- მ-----–---–ის ბიძა. 2018 წლის 9 აპრილს მეუღლესთან ქონდა კონფლიქტი, რის შედეგადაც წავიდა სახლიდან და ცხოვრობდა ძმასთან. მეუღლესთან არსებული კონფლიქტის შესახებ ცნობილი იყო ნ------- მ-----–---–ისათვის, მეუღლის ნათესავებმა - ნ------- მ-----–---–მა და გ------- წიკლაურმა ოჯახში მომხდარი კონფლიქტის გამო ცემეს. 24 აპრილს, დღის მეორე ნახევარში დაახლოებით 1500-1600 საათზე, სახლიდან გამოსულს შავი ფერის ავტომანქანა ,,ჰონდა ფიტით“ დახვდა 2 პიროვნება, რომლებმაც უთხრეს ჩამჯდარიყო ავტომანქანაში და ჩაჯდა, რადგან ეგონა პოლიციელები, გავიდნენ კორპუსის უკან, სადაც დაინახა მოსე და რ--------- ბ---–---–ი, წინა დღეს მოსესთან მომხდარი შელაპარაკების გამო სცადა ავტომანქანიდან გადასვლა, მაგრამ უკან ჩასვეს და წაიყვანეს მისთვის უცნობ ადგილას. ავტომანქანაში წინ ისხდნენ ორნი, უკან კი სამნი, შუაში თავად იჯდა, გაჩერებული იყვნენ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, რა დროსაც ურტყამდნენ მუშტებს. თავის მხრივ სთხოვდა, არ ეცემათ და ხელებს იფარებდა. აღნიშნულის შემდეგ აიყვანეს ვ---------–--------------აში და გაჩერდნენ მე-3 და მე-4 ქუჩის შუაში, დაურეკეს ნ------- მ-----–---–ს და უთხრეს, თითქოსდა მან აგინა ნ------- მ-----–---–ს, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რადგან მან მართალია შეიგინა, მაგრამ არა ნ------- მ-----–---–ის მისამართით. მათთან მივიდა ნ------- მ-----–---–ი. მანქანაში ჩაჯდომისას ნ------- მ-----–---–ს ქონდა დანა, თუმცა ბიჭებმა ჩაადებინეს ჯიბეში. მე-2 ქუჩიდან ავიდნენ მე-3 ქუჩაზე და გაჩერდნენ წ-------–-- ქუჩის თავში, გადმოვიდნენ ავტომანქანიდან, რა დროსაც კვლავ დაუნახა ნ------- მ-----–---–ს დანა, რის გამოც გაიქცა, მაგრამ რობინზონმა და მოსემ დაახლოებით 30 მეტრში დაიჭირეს, თუმცა გაექცა, რა დროსაც ნ------- მ-----–---–მა ზურგში დაარტყა დანა. როცა შეტრიალდა, დაინახა, რომ ნ------- მ-----–---–ს ხელში ეჭირა პატარა, მოყავისფრო ფერის დანა და მიდიოდა. დანის ქნევა არ ახსოვს. დარტყმის შემდეგ ფეხზე იდგა, თუმცა მალევე წაიქცა, გონება არ დაუკარგავს, მაგრამ ვეღარ სუნთქავდა. ნ-------ს შეეძლო კიდევ ჩაერტყა დანა, ხელს არაფერი უშლიდა, თუმცა აღარ დაარტყა, ისე წავიდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ---- თ------ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მ---- და ნ------- მ-----–---–ებს და პ----- ხ------–---–ს იცნობს. 23-ში მასთან მივიდა პ----- ხ------–---–ის ცოლის მ---- მ-----–---–ის ძმა - ალეკო მ-----–---–ი და თხოვა, დალაპარაკებოდა პ----- ხ------–---–ს. ასევე მ----სგან გაიგო, რომ ნ------- მ-----–---–მა და პ----- ხ------–---–მა იჩხუბეს მ----ს და პ-----ს ოჯახური კონფლიქტის გამო. 23 ივლისს, 1700-1730 საათზე, რ--------- ბ---–---–თან ერთად შეხვდა პ----- ხ------–---–ს. მოწმისთვის ცნობილი იყო, რომ ნ------- მ-----–---–სა და პ----- ხ------–---–ს შორის მოხდა ჩხუბი, შესაბამისად ისაუბრეს, რომ კონფლიქტი აღარ უნდა ყოფილიყო და უნდა შერიგებულიყვნენ. მას სურდა, პ----- ხ------–---–ი აეყვანა ნ------- და მ---- მ-----–---–ებთან და შეერიგებინა, თუმცა ნ------- მ-----–---–ის დანახვაზე პ----- გადახტა ავტომანქანიდან და გაიქცა, სავარაუდოდ შეეშინდა ნ------- მ-----–---–ის, ეს უკანასკნელი გაეკიდა, თავის მხრივ მოწმე და რ---------ი დაედევნენ, რათა შეეკავებინათ ნ-------ი, თუმცა ნ-------მა პ----- ხ------–---–ს ზურგში ჩაარტყა დანა და გაიქცა. პ----- დაჭრილი იყო და ძირს ეგდო. მოწმემ საავადმყოფოში მიიყვანა პ----- ხ------–---–ი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე რ--------- ბ---–---–ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, არის ნ------- მ-----–---–ის მეჯვარე, პ----- ხ------–---–ს და მ---- მ-----–---–ს იცნობს. მომხდარ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე პ-----სა და მ----ს ოჯახში ქონდათ კონფლიქტი, რასაც მოყვა კონფლიქტი მეუღლის ნათესავებთან, მათ შორის წინა დღეს ნ-------თან. ზ---- თ------ს თავის კორპუსთან უნდა ენახა პ----- ხ------–---–ი, რადგან წინა დღეებში პ-----მ ტელეფონით საუბრისას ზ----საც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა ზ----ს პ-----სთან ცუდი ურთიერთობა არასოდეს ჰქონია. ზ---- და მოწმე ჩასხდნენ ტაქსში და მივიდნენ პ-----ს კორპუსთან - ვარკეთილის მე-10 კვარტალში, მათი მითითებით პ----- ჩაჯდა ავტომანქანაში. მშვიდად საუბრობენ, შელაპარაკების გარეშე, საუბარი შეეხებოდა მის ოჯახურ კონფლიქტს და წინა დღეებში ზ----სთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების საკითხს. ზ---- და რ---------ი პ-----ს ოჯახში მიყვანას და მ----სთან შერიგებას აპირებდნენ. საუბრის შემდეგ წავიდნენ წ-------–-- ქუჩაზე, დაინახეს ნ-------ი, გადმოვიდნენ ავტომანქანიდან. პ-----მ, როგორც კი გადმოვიდა და დაინახა ნ------- მ-----–---–ი, გაიქცა. ნ-------ი გაეკიდა, თავის მხრივ თავადაც დაედევნენ და როდესაც ზ---- და მოწმე მივიდნენ, პ----- ხ------–---–თან უკვე ძირს ეგდო, თუმცა გათიშული არ იყო და კონტაქტური იყო - საუბრობდა. მოწმემ ნ-------ს, რომელიც ჯერ კიდევ იქ იყო, ხელი კრა და უთხრა - ,,რას აკეთებ“, რის შემდეგაც ნ-------ი გატრიალდა და წავიდა. მან პ-----ს ბეჭები აუწია და დაინახა, რომ ქონდა ჭრილობა. იქვე დაინახა უბნელი ლაშა, დაუძახა და მისი ავტომანქანით ლაშამ, რ---------მა და ზ----მ პ----- ხ------–---–ი წაიყვანეს საავადმყოფოში. მოწმემ განმარტა, რომ პ-----ს დანას ნ-------ი დაარტყამდა, რადგან ნ-------ი მისდევდა პ-----ს და მის გარდა იქ არავინ იყო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-–--------------ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2018 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 1930 საათზე ავტომანქანიდან დაინახა, რომ მოქალაქე იწვა ძირს და უბნელი ბიჭები რ---------ი და ზ---- ითხოვდნენ შველას. სწრაფად ჩასვეს ავტომანქანაში დაჭრილი და წაიყვანეს საავადმყოფოში. რ---------ი და ზ---- წაყვნენ საავადმყოფოში. დაჭრილის საავადმყოფოში შეყვანის შემდეგ წამოვიდა, მაქსიმუმ 3 წუთი გაჩერდა. პ----- ხ------–---–ი პირველად ნახა, ის გონებაზე იყო, რამდენჯერმე ცუდად გახდა, თუმცა არაფერს ამბობდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-----– ჯ-----–---–ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2018 წლის 24 აპრილს 1930 საათზე კლინიკაში შეიყვანეს დაჭრილი პ----- ხ------–---–ი, პაციენტს აღენიშნებოდა მარცხენა გულ-მკერდის მიდამოში უკანა ზედაპირზე გულ-მკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა, ქონდა სისხლდენა. ადგილობრივი ანესთეზიით ჩაუტარდა მარცხენა გულ-მკერდის ღრუს მანიპულაცია, ოპერაციული ჩარევა არ დასჭირვებია, შესაბამისად პაციენტი 30 აპრილს გაეწერა კლინიკიდან. პ----- ხ------–---–ი იყო გონებაზე და კონტაქტური. დაჭრილის ტანისამოსი ამოიღო გამომძიებელმა. მოწმემ განმარტა, რომ გულ-მკერდის ღრუში შემავალი ყველა ჭრილობა სახიფათოა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი----- გ-------–---–ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად 2018 წლის 24 აპრილს გამოძიება დაიწყო პ----- ხ------–---–ის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე. გამოკითხა პ----- ხ------–---–ი, ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დანიშნა ექსპერტიზა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, ექსპერტების დახმარებით ასფალტიდან აიღო პატარა ფრაგმენტი და კენჭები, მოწითალო ფერის ლაქებით, ასევე ამოღებული იქნა გასაშლელი დანა, რაც დაილუქა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ--------- ჯ----ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად 2018 წლის 24 აპრილს შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება პ----- ხ------–---–ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე. ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები - გამოიკითხნენ მოწმეები, აიღეს სისხლის ნიმუში, ამოიღეს ნ------- მ-----–---–ის ტანსაცმელი, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი და სხვა. საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდნენ: ლ---- ა-----–---–ი, ეკატერინე გოგალაძე. ბრალდებული ბრალის გამოცხადებით გამოცხადდა და აღიარა ჩადენილი დანაშაული.

 

პირველი სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---- ა-----–---–მა განმარტა, რომ მოცემულ ს/ს საქმეზე მან ჩაატარა სუნის ნიმუშის და ნერწყვის ნიმუშის აღება, ასევე შეადგინა ბრალდებულის დაკავების ოქმი.

 

პირველი სასამართლო სხდომაზე მოწმე თ----- შ--–----–---–მა დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 19 დეკემბერს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: პ----- ხ------–---–ის ტანსაცმლიდან (ჟაკეტი, მაისური, სპორტული შარვალი, ერთი წყვილი წინდა, ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი - ,,ბოტასი“), საერთო ექსპულატაცი----- ცვეთის ფონზე, მხოლოდ ჟაკეტზე და მაისურზე, ზურგის მიდამოში, არსებული დაზიანება მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი, ცალმხრივლესილი პირის მქონე ზემოქმედების შედეგად, რომლის კონსტრუქციული მონაცემები გარკვეულად შეესაბამება გამოსაკვლევი დანის პირის მონაცემებს, რაც თავის მხრივ არ გამორიცხავს წარმოდგენილი დანის პირით, მათი განვითარების შესაძლებლობას. ნ------- მ-----–---–ის ტანსაცმელზე ჟილეტზე, შიგნიდან სარჩულის გვერდით ვერტიკალურ ნაკერებზე და სპორტული სტილის ქურთუკზე მარცხენა იღლიის მიდამოში არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია რღვევით და ხევით. დაზიანებათა ადგილმდებარეობა და მორფოლოგი----- ნიშან- თვისებები არ გამორიცხავს მათი ექსპლუატაციით განვითარების შესაძლებლობას. გამოსაკვლევი დანა (FCD 873172) წარმოადგენს ფიქსატორიან დასაკეც დანას და მიეკუთნება მჩხვლეტავი-მჭრელ, ცალმხრივ ლესილი პირის მქონე ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ს------------–--ნიამ დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 6 სექტემბერს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: შპს ,,თბილისის ზღვის ჰოსპიტალის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N003348/18-ის ჩანაწერების მიხედვით, პ----- ხ------–---–ი აღნიშნულ კლინიკაში მკურნალობას გადიოდა 24.04.18 წლიდან 30.04.18 წლამდე. სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით, პ----- ხ------–---–ს აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ, IV ნეკნთაშუა სივრცეში, ხერხემლის გვერდით (პარავეტრებრალურ) ხაზზე, მიმართულებით - უკნიდან წინ, ზემოდან ქვემოთ, შიგნიდან გარეთ, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში, მარცხენამხრივი ჰემოპნევმოთორაქსის განვითარებით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (შესაძლებელია დანის) მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებული ტრავმის მიღების - 2018 წლის 24 აპრილის თარიღს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ--- ნ------–---–მა დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 15 ოქტომბერს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: სეროლოგი-----, გენეტიკური კვლევის შედეგად და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: ,,1 ცალი დასაკეცი დანა, ამოღებული არხის მიმდებარედ ნიადაგიდან“ მოთავსებულ დანის პირზე არსებული მოწითალო- მოყავისფრო ლაქები (ობ. N1), წარმოადგენს ადამიანის სისხლს, ობ. N1-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის პ----- ხ------–---–ს (ობ. N14; პაკეტი წარწერით: ,,ხ------–---–ი პ-----ს სისხლის ნიმუში“). იმავე დანის ტარზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი (ობ. N2) ეკუთვნის ნ------- მ-----–---–ს (ობ. N13; პაკეტი წარწერით: ,,ნერწყვის ნიმუში ნ-------ი გ-------ს ძე მ-----–---–ის (დაბ. 01.09.1983) პირის ღრუდან“). პაკეტში წარწერით: ,,ასფალტის და ნიადაგის ამონატეხი მოწითალო ფერის ლაქებით“, მოთავსებულ ქვაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. N3) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N3-ოს გენეტიკური პროფილი ეკუთვნის პ----- ხ------–---–ს (ობ. N14). პაკეტში წარწერით: ,,ნ-------ი მ-----–---–ის ტანსაცმელი“ მოთავსებულ ჟილეტზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ. N4,5) წარმოადგენს ადამინის სისხლს. ობ. N4,5- ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის პ----- ხ------–---–ს (ობ. N14). იმავე პაკეტში მოთავსებული ჟაკეტზე არსებული ბიომასალები (ობ. N6) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ------- მ-----–---–ს (ობ. N13). პაკეტში წარწერით: ,,პ----- ხ------–---–ის ტანსაცმელი“ მოთავსებული შარვალზე (ობ. N9 და ობ. N10) და სპორტულ ფეხსაცმელზე (ობ. N11,12) არსებული მოყავისფრო და მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N7-12-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის პ----- ხ------–---–ს (ობ. N14). პაკეტში მოთავსებულ წინდებზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღინიშნება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-------------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 25 აპრილს ისანი-სამგორის განყოფილებიდან შევიდა შეტყობინება მოწმე ნ------- მ-----–---–თან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებასთან დაკავშირებით, საქმე ეხებოდა მკვლელობის მცდელობის ფაქტს. ვ---------–--------------ის დასახლებაში, წ-------–-- ქუჩა N31 მიმდებარე ტერიტორიაზე ნ-------მა მიუთითა იმ ადგილზე, სადაც ცივი იარაღით მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება პ----- ხ------–---–ს, რის შემდეგაც მიუთითა ადგილზე - წყლის არხზე, სადაც გადააგდო ცივი იარაღი. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას გადაღებული იქნა ფოტოსურათები ,,ნიკონის“ ფირმის ციფრული ფოტოაპარატით. საგამოძიებო მოქმედების ოქმს ხელი მოაწერა მოწმემ და მისმა მეწყვილე მამუკა ქერაშვილმა. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დანა ვერ ამოიღეს, რადგან საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ღამე 0230-0400 საათების შუალედში და ბნელოდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ------------------–---–მა განმარტა, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მეწყვილე შალვა გიგაურთან ერთად მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. ასფალტზე იყო წითელი ფერის ლაქები, რაც მათ მიერ იქნა ამოღებული და დაილუქა შესაბამის პაკეტში. შედგა ოქმი, რომელსაც გაეცნენ და შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა მოაწერეს ხელი. ასევე მონაწილეობა მიიღო ადგილმდებარეობის დათვალიერებაში, რომელიც ჩატარდა შემთხვევის ადგილიდან მოშორებით და აღმოჩენილი იქნა დანა. დანა სისხლიანი იყო თუ არა არ ახსოვს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ----- გ---–---მა განმარტა, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით 25 აპრილს დაახლოებით 0600 საათზე მეწყვილე გვანცა გუჯაბიძესთან ერთად ნ------- მ-----–---–ისგან სპეციალურ ბიოლოგიურ ჩხირზე აიღო ნერწყვის ნიმუში საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ნ------- მ-----–---–მა განაცხადა, რომ ქუჩაში მიმავალს შემთხვევით შეხვდა პ----- ხ------–---–ი, რომელმაც შეაგინა, მან ყურადღება არ მიაქცია, თუმცა პ-----მ კვლავ შეაგინა, რის შემდეგაც შეტრიალდა და კითხა რა უნდოდა, ასევე უთხრა აღარ შეეგინებინა. პ----- ხ------–---–ი ნასვამი იყო, მის ნათქვამზე აღარ შეეგინებინა, გაარტყა ხელი, დუტის ქურთუკზე ხელი წაავლო და აჯანჯღარებდა, თავის მხრივ მას არ დაურტყამს, თუმცა შეშინების მიზნით ამოიღო დანა და გახსნა, იფიქრა პ-----ს შეეშინდებოდა და წავიდოდა. მათთან ერთად არავინ იყო, არ იცის. პ-----მ დაინახა თუ არა დანა. ძიძგილაობაში როგორ და რანაირად მოხვდა დანა პ-----ს, არ იცის. მას ხელს არავინ უშლიდა, შეეძლო მოეკლა, მაგრამ დანა აღარ დაარტყა. მომხდარის შემდეგ დანა 3-4 კილომეტრში გადააგდო. რაც შეეხება 11 აპრილს, ბრალდებულმა განმარტა, რომ მას პ----- არ უცემია, მხოლოდ სილა გაარტყა, რადგან პ-----მ მის ძმისშვილს სიგარეტი დააწვა შუბლზე, ასევე ხელები გადაიჭრა და ბავშვს წაუსვა შუბლზე.

 

პირველი ინსტაციის სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ:

 

2018 წლის 24 აპრილის შეტყობინების თანახმად პ----- ხ------–---–მა მიმართა ,,თბილისის ზღვის ჰოსპიტალს“, მისივე განცხადებით ვარკეთილის მეურნეობაში, მე-3 ქუჩაზე ნაცნობმა ზურგის არეში დანით მიაყენა ღია ჭრილობა.

 

2018 წლის 25 აპრილის ნ------- მ-----–---–ის განცხადების თანახმად, გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, რადგან 2018 წლის 24 აპრილს ვ---------–--------------აში პ----- ხ------–---–ს ზურგის მიდამოში დანით მიაყენა ჭრილობა.

 

2018 წლის 25 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ნ------- მ-----–---–მა გამოძიებას ვ---------–--------------აში წ-------–-- ქუჩაზე N31 კერძო საცხოვრებელი სახლის ღობის მიმდებარედ მიუთითა ადგილზე, სადაც 2018 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 1700 საათზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ზურგის არეში დანით მიაყენა დაზიანება პ----- ხ------–---–ს, რის შემდეგაც წავიდა არხის მიმართულებით. დაახლოებით 100 მეტრში ქუჩის ბოლოში, სარწყავ არხთან განმარტა, რომ დანა, რომელიც ჩაარტყა პ----- ხ------–---–ს, მოისროლა არხის ტერიტორიაზე.

 

2018 წლის 25 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, ვარკეთილის მეურნეობა, ა-- წ-------–-- ქუჩაზე, კერძოდ N31-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. N31 სახლის წინ ასფალტის ზედაპირზე ქუჩის შუა ნაწილში არის მოწითალო ფერის ლაქები. ამოღებული იქნა ასფალტის ნაჭერი და კენჭები, მოწითალო ფერის ლაქებით.

 

2018 წლის 24 აპრილის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, დასათვალიერებელი ადგილი მდებარეობს თბილისში, ვ---------–--------------ა, რ---ს ქუჩაზე, აღნიშნულ ქუჩასა და ა-- წ-------–-- ქუჩის კვეთაზე. რ---ს ქუჩის მარცხენა მხარეს განლაგებულია სარწყავი არხი, ხოლო მარჯვენა მხარეს მიწის ნაკვეთები. ქუჩების კვეთასთან არხის ნაპირთან, დაახლოებით 30-40 სმ-ში მიწის ნიადაგზე გდია მოყავისფრო ტარის მქონე გასაშლელი დანა, მოწითალო ფერის ლაქებით.

 

2018 წლის 26 აპრილის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად დაზარალებულად იქნა ცნობილი პ----- ხ------–---–ი, რომელსაც მიადგა ფიზიკური სახის ზიანი.

 

2018 წლის 19 დეკემბრის სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ბალისტიკური, ტრასოლოგი----- და დაქტილოსკოპი----- ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნის თანახმად:

 

ლუქებზე და ფუთებზე არსებული წარწერის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: პ----- ხ------–---–ის ტანსაცმლიდან (ჟაკეტი, მაისური, სპორტული შარვალი, ერთი წყვილი წინდა, ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი - ,,ბოტასი“), საერთო ექსპლოატაცი----- ცვეთის ფონზე, მხოლოდ ჟაკეტზე და მაისურზე, ზურგის მიდამოში, არსებული დაზიანება მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი, ცალმხირვლესილი პირის მქონე ზემოქმედების შედეგად, რომლის კონსტრუქციული მონაცემები გარკვეულად შეესაბამება გამოსაკვლევი დანის პირის მონაცემებს, რაც თავის მხრივ არ გამორიცხავს წარმოდგენილი დანის პირით, მათი განვითარების შესაძლებლობას. საკითხის კატეგორიული განსაზღვრა შეუძლებელია, დაზიანებებში დამაზიანებელი ობიექტის კერძო (ინდივიდუალური) ნიშანთა არ არსებობის გამო.

 

ნ------- მ-----–---–ის ტანსაცმელზე ჟილეტზე, შიგნიდან სარჩულის გვერდით ვერტიკალურ ნაკერებზე და სპორტული სტილის ქურთუკზე მარცხენა იღლიის მიდამოში არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია რღვევით და ხევით. დაზიანებათა ადგილმდებარეობა და მორფოლოგი----- ნიშან- თვისებები არ გამორიცხავს მათი ექსპლუატაციით განვითარების შესაძლებლობას.

 

გამოსაკვლევი დანა (FCD 873172) წარმოადგენს ფიქსატორიან დასაკეც დანას და მიეკუთნება მჩხვლეტავი-მჭრელ, ცალმხრივ ლესილი პირის მქონე ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

2018 წლის 6 სექტემბრის სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ცოცხალ პირთა და გვამების გამოკვლევათა სამმართველოს დასკვნის თანახმად: წარმოდგენილი შპს ,,თბილისის ზღვის ჰოსპიტალის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N003348/18-ის ჩანაწერების მიხედვით, პ----- ხ------–---–ი აღნიშნულ კლინიკაში მკურნალობას გადიოდა 24.04.18 წლიდან 30.04.18 წლამდე. სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით, პ----- ხ------–---–ს აღენიშნებოდა ნაკვეთ- ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ, IV ნეკნთაშუა სივრცეში, ხერხემლის გვერდით (პარავეტრებრალურ) ხაზზე, მიმართულებით - უკნიდან წინ, ზემოდან ქვემოთ, შიგნიდან გარეთ, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში, მარცხენამხრივი ჰემოპნევმოთორაქსის განვითარებით.

 

დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (შესაძლებელია დანის) მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებული ტრავმის მიღების - 2108 წლის 24 აპრილის თარიღს.

 

2018 წლის 15 ოქტომბრის სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგი----- ექსპერტიზის დეპარტამენტის დასკვნის თანახმად:

 

სეროლოგი-----, გენეტიკური კვლევის შედეგად და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: ,,1 ცალი დასაკეცი დანა, ამოღებული არხის მიმდებარედ ნიადაგიდან“ მოთავსებულ დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N1), წარმოადგენს ადამიანის სისხლს, ობ. N1-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის პ----- ხ------–---–ს (ობ. N14; პაკეტი წარწერით:

 

,,ხ------–---–ი პ-----ს სისხლის ნიმუში“). იმავე დანის ტარზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი (ობ. N2) ეკუთვნის ნ------- მ-----–---–ს (ობ. N13; პაკეტი წარწერით: ,,ნერწყვის ნიმუში ნ-------ი გ-------ს ძე მ-----–---–ის (დაბ. 01.09.1983) პირის ღრუდან“).

 

პაკეტში წარწერით: ,,ასფალტის და ნიადაგის ამონატეხი მოწითალო ფერის ლაქებით“, მოთავსებულ ქვაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. N3) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N3-ოს გენეტიკური პროფილი ეკუთვნის პ----- ხ------–---–ს (ობ. N14).

 

პაკეტში წარწერით: ,,ნ-------ი მ-----–---–ის ტანსაცმელი“ მოთავსებულ ჯილეტზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ. N4,5) წარმოადგენს ადამინის სისხლს. ობ. N4,5- ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის პ----- ხ------–---–ს (ობ. N14).

 

იმავე პაკეტში მოთავსებული ჟაკეტზე არსებული ბიომასალები (ობ. N6) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ------- მ-----–---–ს (ობ. N13).

 

პაკეტში წარწერით: ,,პ----- ხ------–---–ის ტანსაცმელი“ მოთავსებული შარვალზე (ობ. N9 და ობ. N10) და სპორტულ ფეხსაცმელზე (ობ. N11,12) არსებული მოყავისფრო და მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N7-12-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის პ----- ხ------–---–ს (ობ. N14). პაკეტში მოთავსებულ წინდებზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღინიშნება.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით არ დასტურდება ნ------- მ-----–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებისას პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის არგუმენტაციას, იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ნ------- მ-----–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

 

მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგი-----, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუცი----- დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუცი----- სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ, ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელ----ტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

ევროპულმა კომისიამ საქმეში Denmark, Norway, Sweden and the Netherlands v Greece (The Greek case), ”გონივრულ ეჭვს მიღმა” სტანდარტი განმარტა, როგორც ”არა ისეთი ეჭვი, რომელიც მხოლოდ დაფუძნებულია თეორიულ შესაძლებლობაზე ან წარმოშობილია რათა თავიდან იქნეს აცილებული არასასურველი დასკვნები, არამედ ეჭვი, რომლის მიზეზები გამომდინარეობს წარდგენილი ფაქტებიდან”. აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. იგივე შინაარსს შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელთა თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. აღნიშნული განზრახ, ძალადობრივ დანაშაულს წარმოადგენს, რომლისგანაც სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში, მძიმე შედეგში ან შედეგის საფრთხეში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რომლის გარეშეც ქმედების სსკ-ის 117-ე მუხლით დაკვალიფიცირება გამოირიცხება.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ორი სამართლებრივი მოცემულობის გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის ელემენტი, რომლის (ანუ განზრახვის) მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. (იხ. 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენი საქმეზე N227აპ-16).

 

უზენაესმა სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ემუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ, იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. ამასთან, დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მძიმე შედეგის ან კონკრეტული საფრთხის დადგომა, რომელიც მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამნაშავის ქმედებასთან. სუბიექტური მხრივ, ეს დანაშაული განზრახია. მისი ჩადენა შეიძლება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლს მკვლელობის მცდელობისაგან განზრახვის მიმართულება განასხვავებს, რომლის დასადგენად მნიშვნელოვანია ზოგადად დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულების სწორი შეფასება, დაზიანების მიყენების მომენტში თითოეულის ქმედება და შემდგომი ქცევა, ასევე, თვით საქმეში მონაწილე პირების ჩვენებები, მიყენებული დაზიანების ხასიათი და არაერთგზისობა (ვრცლად იხილეთ 2015 წლის 2 დეკემბრის განაჩენი საქმეზე №322აპ-15). ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება (ვრცლად იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე N42აპ-13, 12.02.2014).

 

დანაშაულებრივი ქმედების სწორად დაკვალიფიცირებისათვის სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ასევე დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები და დამნაშავის ქცევა მოქმედების ჩადენის შემდეგ. სწორედ ყველა ამ გარემოებათა შეფასების შედეგად უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ - ჩადენილი უმართლობა გამოწვეული იყო თუ არა პირის მოკვლის სურვილით.

 

სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ჯერ ფაქტის არსებობა და შემდეგ - ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ მსჯავრდებულ ნ------- მ-----–---–ს არ ჰქონია დაზარალებულის მოკვლის განზრახვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ხელს არაფერი უშლიდა და მოკვლის განზრახვას ბოლომდე მიიყვანდა კიდევაც. ფაქტობრივ გარემოებათა შეფასება ნათლად ადასტურებს იმას, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულმა მის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიიღო დაზიანება, რომელიც შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების მქონე პირის/ექსპერტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად: პ----- ხ------–---–ს აღენიშნებოდა ნაკვეთ- ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ, IV ნეკნთაშუა სივრცეში, ხერხემლის გვერდით (პარავეტრებრალურ) ხაზზე, მიმართულებით - უკნიდან წინ, ზემოდან ქვემოთ, შიგნიდან გარეთ, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში, მარცხენამხრივი ჰემოპნევმოთორაქსის განვითარებით. დაზიანება მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, რა დროსაც ცალსახად დადგენილ იქნა მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის, ხოლო აღნიშნული ქმედების განმახორციელებელი პირის/სუბიექტის დადგენის კუთხით ნათლად და უტყუარად გამოიკვეთა, რომ პიროვნება რომელმაც დაზარალებულს მიაყენა გულმკერდის უკანა ზედაპირზე დაზიანება - არის მსჯავრდებული ნ------- მ-----–---–ი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დგინდება, რომ ნ------- მ-----–---–ს ჰქონდა საკმაო დრო და საშუალება, რომ კიდევ მიეყენებინა ჭრილობა პ----- ხ------–---–ისათვის მისი მოკვლის განზრახვის არსებობის შემთხვევაში. დაზარალებულმაც ცალსახდ დაადასტურა, რომ მისთვის ზურგის არეში ჭრილობის მიყენების შემდეგ ნ-------ს (მ-----–---–ს) შეეძლო კიდევ ჩაერტყა დანა, ხელს არაფერი უშლიდა, თუმცა აღარ დაარტყა, ისე წავიდა. ნ------- მ-----–---–ის მიერ მკვლელობის განზრახვის არსებობის შემთხვევაში აღნიშნულს სჭირდებოდა მცირე დრო და თავისუფლად მოასწრებდა კიდევ რამდენჯერმე დარტყმას, მაგრამ აღარ დაურტყამს. მსჯავრდებულის ქცევის დაზარალებულის აღქმის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ უტყუარად ვერ დადასტურდა ის გარემოება, რომ ნ------- მ-----–---–ის ცდილობდა დაზარალებულის მოკვლას.

 

განზრახვის მიმართულების დასადგენად უპირველესად დასადგენია ზოგადად დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება, ასევე მათი ურთიერთდამოკიდებულება დაზიანების მიყენები მომენტში, დამნაშავის ქმედება, ასევე მისი ქცევა ქმედების ჩადენის შემდეგ. ასევე დამნაშავისა და მსხვერპლის, ასევე მოწმეთა ჩვენებები და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი. საქმის მასალებით ნ------- მ-----–---–ი და დაზარალებული პ----- ხ------–---–ი არიან ნათესავები, ნ------- მ-----–---–ი იმავდროულად არის მ---- მ-----–---–ის ბიძა, ხოლო პ----- ხ------–---–ი მ---- მ-----–---–ის მეუღლე. პ----- ხ------–---–ი და მ---- მ-----–---–ი მათ შორის არსებული დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე, ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე. პ----- ხ------–---–სა და მ---- მ-----–---–ს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ ინფორმირებული იყო ნ------- მ-----–---–ი, რის გამოც არაერთხელ უსაუბრია პ----- ხ------–---–თან. 2018 წლის 24 აპრილს დაახლოებით 1900 საათისათვის ნ------- მ-----–---–ი და პ----- ხ------–---–ი ერთმანეთს შეხვდნენ თბილისში, ვ---------–--------------ის, ტერიტორიაზე, რა დროსაც ნ------- მ-----–---–მა ზურგის მხრიდან დანის დარტყმით პ----- ხ------–---–ს მიაყენა ჭრილობა, დადგენილია ისიც, რომ დანის დარტყმის შემდეგ ნ------- მ-----–---–ი არავის შეუკავებია და პ----- ხ------–---–ის მოკვლის განზრახვის არსებობის შემთხვევაში მას ჰქონდა სრული შესაძლებლობა, სისრულეში მოეყვანა განზრახვა.

 

პალატა არ უარყოფს ჭრილობის ლოკალიზაციის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ჭრილობის მიმართულება, სიღრმე, მდებარეობა მნიშვნელოვანია განზრახვის დასადგენად, თუმცა, მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებების შეფასების საფუძველზე, ნ------- მ-----–---–ის ქმედება უნდა იქნეს დაკვალიფიცირებული დამდგარი შედეგის - ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიხედვით. ვინაიდან პირისათვის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების მიყენების შემთხვევაში უნდა გაირკვეს, ჰქონდა თუ არა ბრალდებულს მისი მოკვლის ან/და მისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების განზრახვა, რაც უნდა დადგინდეს არა მხოლოდ მიყენებული ჭრილობების ლოკალიზაციისა და სიმძიმის მიხედვით, არამედ - ჩადენილი დანაშაულის ყველა ფაქტობრივი გარემოების ერთობლივი ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კერძოდ: უნდა შეფასდეს ჭრილობების რაოდენობა და ხასიათი, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის გარემოებები და ქმედების შეწყვეტის მიზეზები, ბრალდებულისა და დაზარალებულის ურთიერთდამოკიდებულება, მათი ქმედებები დანაშაულის ჩადენამდე და მის შემდეგ. პალატამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მსჯავრდებულს დაზარალებულების განზრახ მოკვლის რაიმე საბაბი არ გააჩნდა. ამასთან დაზარალებულისთვის მიყენებული ჭრილობათა რაოდენობის და ხარისხის გათვალისწინებით, ასევე იმ ფაქტის, რომ ნ------- მ-----–---–ს ჰქონდა რეალური შესაძლებლობა - სისრულეში მოეყვანა მკვლელობის განზრახვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცალსახად მიუთითებს მხოლოდ ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვაზე და საქმის მასალებით უტყუარად ვერ დგინდება მკვლელობის განზრახვის არსებობა. შესაბამისად პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალდების პოზიციას და განმარტავს, რომ მხოლოდ დანის ერთხელ დარტყმის ფაქტი, ასევე დაზიანების ლოკალიზაცია - გულმკერდის უკანა ზედაპირზე გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით შეფასდა როგორც სიცოცხლისთვის სახიფათოთ, უპირობოდ ვერ გახდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით მსჯავრდების საფუძველი.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატამ მიიჩნია, რომ ნ------- მ-----–---–მა ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის განაჩენში და ნ------- მ-----–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის განაჩენში და ნ------- მ-----–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ნ------- მ-----–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად მის მიერ განხორციელებული ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის განაჩენი ნ------- მ-----–---–ის მიმართ, უნდა შეიცვალოს.

 

სასაჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი. სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს მსჯავრდებულ ნ------- მ-----–---–ის პიროვნებას, მის ასაკს, დანაშაულის ჩადენის შემდგომ მის ქცევას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ნ------- მ-----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის პიროვნების და ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე, ნ------- მ-----–---–ის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებული უნდა იქნას თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას. პალატა მიიჩნევს, რომ განსაზღვრული სასჯელი ნ------- მ-----–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მან გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ნ------- მ-----–---–ის ტანსაცმელი, პ----- ხ------–---–ის ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს. ნ------- მ-----–---–ის სისხლის ნიმუში, ნ------- მ-----–---–ის სუნის ნიმუში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ასფალტისა და ნიადაგის ამონატეხი, მოწითალო ფერის ლაქებით, ნ------- მ-----–---–ის ნერწყვის ნიმუში, ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი გასაშლელი დანა, პ----- ხ------–---–ის სისხლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, ადგილმდებარეობის დათვალიერებისას და საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოსურათები 03 ცალ კომპიუტერულ დისკზე, შპს ,,თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 01 ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებული ნ------- მ-----–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ--–---- ვ--–------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის განაჩენში ნ------- მ-----–---–ის მიმართ შევიდეს ცვლილება.

 

ნ------- მ-----–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ნ------- მ-----–---–ი (პ№0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ნ------- მ-----–---–ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან - 2018 წლის 25 აპრილის 06:11 საათიდან.

 

ნ------- მ-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ნ------- მ-----–---–ის ტანსაცმელი, პ----- ხ------–---–ის ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს. ნ------- მ-----–---–ის სისხლის ნიმუში, ნ------- მ-----–---–ის სუნის ნიმუში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ასფალტისა და ნიადაგის ამონატეხი, მოწითალო ფერის ლაქებით, ნ------- მ-----–---–ის ნერწყვის ნიმუში, ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი გასაშლელი დანა, პ----- ხ------–---–ის სისხლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, ადგილმდებარეობის დათვალიერებისას და საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოსურათები 03 ცალ კომპიუტერულ დისკზე, შპს ,,თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 01 ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ხვიჩა კიკილაშვილი

 

გოჩა ჯეირანაშვილი

 

ვახტანგ მრელაშვილი