განაჩენი

სისხლის სამართლის 10.02.2020
საქმის ნომერი
160100119003170492
ინსტანცია
თარიღი
10.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100119003170492

საქმე №1ბ/109-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 თებერვალი 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

მსჯავრდებულ ი-----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ე-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-----------------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: დ-------------------------–-------–--ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით ი-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით.

 

ი-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და საბოლოოდ ი-----------------ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1(ერთი) წლის ვადით.

ი-------------------ს შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები 2(ორი) წლის ვადით.

 

ი-----------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

აგრეთვე, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით 20:40 საათზე, ი-----------------ი დ-------------------------–------–--ში მდებარე თავისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმის გამო, რომ შენიშვნა მისცა ას-–---------------თან კამათისთვის, ჯერ ცულმოღერებული გაქანდა ლ---–--------–---ასკენ და უთხრა, რომ მოკლავდა, ხოლო შემდეგ კი თოფით მოკვლით დაემუქრა მას, რა დროსაც ლ---–--------–---ას ყველა შემთხვევაში გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2019 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით 20:40 საათზე, ი-----------------მა დ-------------------------–------–--ში მდებარე თავისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმის გამო, რომ შენიშვნა მისცა ას-–---------------თან კამათისთვის, ცულის ტარი ჩაარტყა ლ---–--------–---ას ცხვირის არეში, რითაც ლ---–--------–---ას მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ი-----------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე-------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბრის განაჩენის ცვლილების შეტანა, კერძოდ, პირობით იქნეს გამოყენებული, მსჯავრდებულ ი-----------------ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის დანიშნული სასჯელი, ერთი წლის გამოსაცდელი ვადით.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია, დაკავების შემდეგ ითანამშრომლა გამოძიებასთან და მთლიანად აღიარა ჩადენილი დანაშაული, რომლებიც მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ი-----------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. ი-----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი მისი აღიარების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებული ლ---–--------–---ას გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: ჩ------------------------–-------------------------------------–-–---–----------------------------------------------------------–-------------------–---------------------------–---------------------------------------------–---–------------------------------------- გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 18 აგვისტოს ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, 2019 წლის 18 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, 2019 წლის სამედიცინო დოკუმენტაციით ფორმა № IV-100/ა, 2019 წლის 18 აგვისტოს ჩხრეკის ოქმით, 2019 წლის 21 სექტემბრის ნივთის ამოცნობის ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებით (ცული), სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, დანიშნული სასჯელის პირობით გამოყენების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, აგრეთვე გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ ი-----------------ი დაზარალებულის მიმართ ახორციელებდა მუქარას და აყენებდა დაზიანებას, შენიშვნის მიცემის გამო, ქმედების განხორციელებისას იყენებდა ცულს და ქალის მიმართ ახორციელებდა ძალადობას მძიმე ფორმებით, აგრეთვე ის გარემოებები, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულთან, ჰყავს ოთხი შვილი და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ი-----------------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ამასთან, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო განსაზღვრული სასჯელის შეცვლის საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი ი-----------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ი-----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ე-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ი-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით.

 

ი-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და საბოლოოდ, ი-----------------ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1(ერთი) წლის ვადით.

 

ი-------------------ს შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები 2(ორი) წლის ვადით.

 

ი-----------------ს დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 18 აგვისტოდან.

 

ი-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

ცული - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი