განაჩენი

სისხლის სამართლის 28.01.2020
საქმის ნომერი
820100118002680167
ინსტანცია
თარიღი
28.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100118002680167

საქმე №1/ბ-483-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 იანვარი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

ვერა დოლიძე (თავმჯდომარე),მარინა სირაძე, მარინე იმერლიშვილი

 

სხდომის მდივნის _ გ--- კაპანაძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ რ----- შ----ის

მსჯავრდებულების _ რ---- მ------–-–---–ის, ვ--–------- ვ-–----ის

ადვოკატების _ გ--- შ-----–--ს, გ------- გ----–----ის, ო-–---- კ-------ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---- მ--------ს, მსჯავრდებულ რ---- მ------–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების _ გ--- შ-----–--ს და გ------- გ----–----ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

1.ვ--–------- ვ-–----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------------------–-, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ №6----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ---------–------–-------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით.

 

2.რ---- მ------–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------------------------–-, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ №4----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ჩ-------------------------------–------–---–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ--–------- ვ-–----ეს და რ---- მ------–-–---–ის ბრალი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 02:00 საათზე, ვ--–------- ვ-–----ე და რ---- მ------–-–---–ი, ჯგუფურად თავს დაესხნენ, ქ--------–---------------------------–--–ი №2---–- მდებარე სავალუტო ჯიხურს, რა დროსაც ოპერატორ ბ------ ბ------–ს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცეს დიდი ოდენობით ფულადი თანხა 17800 ლარის ოდენობით და „------------”-ის მოდელის მობილური ტელეფონი, ღირებული 850 ლარად.

 

ზემოაღნიშნულის გამო ვ--–------- ვ-–----ეს და რ---- მ------–-–---–ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის განაჩენით:

 

ვ--–------- ვ-–----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

 

ვ--–------- ვ-–----ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტზე.

 

ვ--–------- ვ-–----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ვ--–------- ვ-–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.

 

ვ--–------- ვ-–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2018 წლის 01 სექტემბრიდან.

 

რ---- მ------–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

 

რ---- მ------–-–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტზე.

 

რ---- მ------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ რ---- მ------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.

 

რ---- მ------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2018 წლის 02 სექტემბრიდან.

 

იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:

 

· ვ--–------ ვ-–----ის ნერწყვის და სუნის ნიმუშები, რ---- მ------–-–---–ის ნერწყვის და სუნის ნიმუშები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის კვალი, ანაწმენდები, რეზინის ხელთათმანები და სუნის ნიმუშები, რომლებიც ინახება შსს ხ--–---------------------–-------------–--ში _ უნდა განადგურდეს.

 

· გ--–- ა------–--ის კუთვნილი ავტომანქანა და მობილური ტელეფონი, ვ--–------ ვ-–----ის მობილური ტელეფონი და რ---- მ------–-–---–ის მობილური ტელეფონი უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეებს, ხოლო ფულადი თანხა უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულს.

 

· საქმეზე დართული 10 ცალი დისკი უნდა დაერთოს საქმეს, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ--–------- ვ-–----ემ და რ---- მ------–-–---–მა ჩაიდინეს ძარცვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 02:00 საათზე, რ---- მ------–-–---–მა და ვ--–------- ვ-–----ემ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ქ--------–---------------------------–--–ი №2---–- მდებარე სავალუტო ჯიხურიდან აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გაიტაცეს ფულადი თანხა.

 

3.სააპელაციო საჩივრების არსი:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების მხარემ _ ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა---- მ--------მ, ისე დაცვის მხარემ _ მსჯავრდებულმა რ---- მ------–-–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გ--- შ-----–--მ და გ------- გ----–----ემ.

 

3.1. აპელანტი _ ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა---- მ-------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს რ---- მ------–-–---–ის და ვ--–------- ვ-–----ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მათთვის სანქციის ფარგლებში უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, იმ საფუძვლით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომელთა უმრავლესობა გამოკვლეული იქნა საქმის არსებითი განხილვის დროს, უტყუარად დადასტურდა, რომ მსჯავრდებულებმა ვ--–------- ვ-–----ემ და რ---- მ------–-–---–მა ნამდვილად ჩაიდინეს ყაჩაღობა ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.

 

აპელანტის მითითებით, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მოწმე შ----- ხ-------ს ჩვენებიდან ირკვევა, რომ მას 3800 ლარი მიბარებული ჰქონდა სავალუტო ჯიხურის მეწილეებისათვის, სავალუტო ჯიხურში სარგებლობის მიზნით; ასევე უდავოდ მიჩნეული მოწმე ნ-----------ის ჩვენებიდან ირკვევა, რომ 2900 ლარი მას ანალოგიური მიზნით ჰქონდა მიბარებული სავალუტო ჯიხურის მეწილეებისათვის; მოწმე გ--–-------- კ-----–-–ის ჩვენების თანახმად, სავალუტო ჯიხურში მისი და რ---- ვ----ის საერთო თანხა შეადგენდა 8542 ლარს, ხოლო თავისი პირადი თანხა _ 2500 ლარს. შესაბამისად, დგინდება, რომ ყაჩაღური თავდასხმის შედეგად გატაცებული იქნა 17800 ლარის ოდენობით ფულადი თანხა.

 

სააპელაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ დაზარალებულ ბ------ ბ------–ს თავს დაესხა ორი პიროვნება (მსჯავრდებულები) შემდეგი სიტყვებით _ „ხმას ამოიღებ, გესვრი“. დაზარალებულის განმარტებით, რ---- მ------–-–---–ს მარჯვენა ხელი მოხრილ მდგომარეობაში ეჭირა მუცელთან ახლოს და ხელის მოძრაობით ქმნიდა იარაღის იმიტაციას. აღნიშნულის შემდეგ დაზარალებული შეიყვანეს საპირფარეშოში, რა დროსაც რ---- მ------–-–---–მა გაუმეორა, რომ ხმა არ ამოეღო და წყნარად ყოფილიყო, ვინაიდან, მათ უნდოდათ ფული. ბ------ ბ------–ის განმარტებით, ის იმდენად დამაჯერებლად და აგრესიულად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რომ დარწმუნებული იყო, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, დააზიანებდა ან მოკლავდა. ამდენად, სახეზეა იმწუთიერი თავდასხმა, უეცარი აგრესიული მოქმედება, აგრეთვე მსჯავრდებულ რ---- მ------–-–---–ის ხელის მოძრაობა, რითაც ქმნიდა იარაღის იმიტაციას, რაც მსხვერპლმა _ ბ------ ბ------–მა აღიქვა იარაღად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების მხრიდან ადგილი ჰქონდა ყაჩაღურ თავდასხმას ჯგუფურად, რა დროსაც მათ სავალუტო ჯიხურიდან გაიტაცეს დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

 

3.2. აპელანტები _ მსჯავრდებული რ---- მ------–-–---–ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები გ--- შ-----–-- და გ------- გ----–----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას რ---- მ------–-–---–ის მსჯავრდების ნაწილში და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

მოწმე ნ------- კ----–--ის ჩვენება და მისი მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობა, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ადასტურებენ მხოლოდ დანაშაულის ფაქტის არსებობას და არანაირი შემხებლობა არ აქვთ უშუალოდ რ---- მ------–-–---–თან. რაც შეეხება ვ--–------- ვ-–----ის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმსა და რ---- მ------–-–---–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებულ ფულად თანხას - 85 ლარს, მათ გარკვეული შემხებლობა აქვთ რ---- მ------–-–---–თან, თუმცა აღნიშნული საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. სარწმუნო არ არის 17800 გატაცების შემდეგ ვითომ ,,დამნაშავეს“ სახლში უპოვო 85 ლარი და დაუშვებელია აღნიშნული გამოიყენო მის საწინააღმდეგოდ, ვინაიდან, პირიქით, მოცემული ფაქტობრივი გარემოება მნიშვნელოვანი არგუმენტია რ---- მ------–-–---–ის უდანაშაულობის დასადასტურებლად. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს რაც შეეხება, იმ ვითარებაში, როცა ბრალდებულმა ვ--–------- ვ-–----ემ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლა დუმილის უფლებით, სასამართლოს არანაირი კანონიერი საფუძველი არ გააჩნდა მტკიცებულებად გამოეყენებინა ბრალდებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია. ამასთან, ხსენებული ოქმის მიხედვით, ვ--–------- ვ-–----ე თანამონაწილედ ასახელებს არა რ---- მ------–-–---–ს, არამედ ვინმე თ-----ს.

 

ამდენად, რ---- მ------–-–---–ის მიმართ გამოტანილი განაჩენი ეფუძნება ორად ორ პირდაპირ მტკიცებულებას: 1)შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ სუნის ნიმუშებს და მათ საფუძველზე ჩატარებული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, 2)დაზარალებულ ბ------ ბ------–ის ჩვენებას და მის მიერ რ---- მ------–-–---–ის ამოცნობის ოქმს, რომელთაგან ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა უნდა ამოირიცხოს რ---- მ------–-–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებებიდან, ვინაიდან, ამგვარი დასკვნა არ არის უტყუარი მტკიცებულება და ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, ამასთან, საეჭვოა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სუნის ნიმუშების ამოღების ფაქტი და ექსპერტიზაზე წარდგენილი ნიმუშების ავთენტურობა. რაც შეეხება ბ------ ბ------–ის ჩვენებას და მის მიერ რ---- მ------–-–---–ის ამოცნობის ოქმს, დაუშვებელია მხოლოდ ისინი დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, რადგან არ არსებობს სხვა, თუნდაც ერთი სარწმუნო და პირდაპირი ინფორმაცია ან ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზეც დადასტურდებოდა რ---- მ------–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე, საქმის განხილვაში მონაწილე პროკურორმა რ----- შ----ემ მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება; მსჯავრდებულმა ვ--–------- ვ-–----ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ო-–---- კ-------ემ ითხოვეს პროკურორის სააპელაციო საჩვრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ვ--–------- ვ-–----ის ნაწილში განაჩენის უცვლელად დატოვება; მსჯავრდებულმა რ---- მ------–-–---–მა, ასევე მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გ--- შ-----–--მ და გ------- გ----–----ემ მხარი დაუჭირეს მათ მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს რ---- მ------–-–---–ის გამართლება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ---- მ------–-–---–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების, გ--- შ-----–--ს და გ------- გ----–----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---- მ--------ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაცო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას იმ ნაწილში, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ის ფაქტი, რომ რ---- მ------–-–---–ი და ვ--–------- ვ-–----ე, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ქ--------–---------------------------–--–ი №2---–- მდებარე სავალუტო ჯიხურიდან სხვის ფულად თანხას, თუმცა არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობასა და არგუმენტებს მათი ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტიდან ამავე კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების შესახებ, კერძოდ:

 

დაზარალებულ ბ------ ბ------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს ქ--------–---------------------------–--–ის №2---–- მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში. 2018 წლის 25 აგვისტოს, დილის საათებში, მორიგეობა გადაიბარა ვ----– კ------ისგან, რა დროსაც დაითვალა თანხა და ნახა, რომ ის შეადგენდა დაახლოებით 17800 ლარს. იყო სხვადასხვა კუპიურები _ აზერბაიჯანული ფული, თურქული ლირა, ევრო და სხვა ფულიც. ვ----– კ------ის წასვლის შემდეგ თვითონ შეუდგა მუშაობას. მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ გავიდა მარკეტში საკვების შესაძენად და როცა სავალუტო ჯიხურში დაბრუნდა, იგივე თანხა დახვდა. 26 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 02 საათზე გავიდა გარეთ, კარები გასაღებით დაკეტა და შევიდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის უკან მდებარე საპირფარეშოში, სადაც 2-3 წუთი შეყოვნდა. საპირფარეშოდან გამოსვლისას წინ გადაუდგა ორი ადამიანი, რომელთაგან პირველი იყო სასამართლოს სხდომის დარბაზში ხელმარცხნივ მჯდომი ბრალდებული (რ---- მ------–-–---–ი). მან მუქარის ტონით უთხრა, რომ ხმა არ ამოეღო, წყნარად ყოფილიყო და საპირფარეშოში შესულიყო, თორემ ესროდა და მოკლავდა. ამ დროს ხელიც ისეთნაირად ჰქონდა გვერდზე მიდებული, რომ ნამდვილად აღიქვა მისი ნათქვამი, შეშინებული დაემორჩილა და შევიდა საპირფარეშოში. აღნიშნულ პიროვნებას თან ახლდა მეორე ბრალდებული, რომელიც დაახლოებით ნახევარი მეტრის დაშორებით იდგა. როდესაც საპირფარეშოში შევიდა, ამ მომენტში მობილურმა ტელეფონმა დაურეკა, მაგრამ პირველმა მამაკაცმა უთხრა არ ეპასუხა და ტელეფონი მისთვის გადაეცა, თორემ ესროდა. მას შეეშინდა და გადასცა თავისი ტელეფონი, რადგან ეს პიროვნება ისე ამოძრავებდა ხელს, იფიქრა, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ნამდვილად რაღაცას დაუშავებდნენ, სიცოცხლეს მოუსპობდნენ. ამის შემდეგ ხსენებულმა პიროვნებამ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის გასაღებიც მოსთხოვა, რაც ასევე გადასცა, ხოლო მან ეს გასაღები თავის თანმხლებ მეორე პირს მისცა, რომელიც სავალუტო ჯიხურისკენ წავიდა, ხოლო თვითონ მასთან დარჩა და დაუწყო გამოკითხვა, თუ ვინ იყო სავალუტო პუნქტის უფროსი და ფულს სად ინახავდნენ. ამ დროს მივიდა ის მეორე მამაკაცი, რომელსაც კარი ვერ გაუღია და ჰკითხა როგორ იღებოდა. მან აუხსნა თუ როგორ უნდა გაეღო კარი, რის შემდეგაც ის მიბრუნდა და შევიდა სავალუტო პუნქტში. აღნიშნული მამაკაცი დაახლოებით 2-3 წუთში გამოვიდა უკან და დაინახა, რომ მას პოლიეთილენის პარკი ჰქონდა იღლიის ქვეშ ამოდებული. ამ დროს მასთან მყოფმა მამაკაცმა კიდევ უთხრა, რომ ხმა არ ამოეღო, თორემ ესროდა, თან გააფრთხილა, რომ 50-მდე დაეთვალა და მერე გამოსულიყო საპირფარეშოდან, რის შემდეგაც კარები მიუხურეს და წავიდნენ. მან 4-5-ჯერ დაითვალა და გამოვიდა საპირფარეშოდან, რა დროსაც გაიგონა მ----- ქუჩის მიმართულებით მათი გაქცევის ხმა. ვინაიდან, მისი მობილური ტელეფონი და სავალუტო ჯიხურის გასაღები წაღებული იყო, გადავიდა იქვე მდებარე ვულკანიზაციის პუნქტში, იქ მომუშავე დარაჯს, სახელად შ--–--ს მოუყვა მომხდარის შესახებ და ტელეფონი თხოვა. პირველ რიგში დაურეკა გ--–-------- კ-----–-–ს, რომელსაც აცნობა ეს ამბავი. მერე შ--–--ს ჩაქუჩი გამოართვა, გააღო კარები და შევიდა სავალუტო პუნქტში, სადაც ნახა, რომ სალაროში მხოლოდ 10 ლარის ოდენობით თანხა იყო და დაცვის პოლიცია გამოიძახა ღილაკზე ხელის დაჭერით. მალე მივიდნენ დაცვის პოლიციის თანამშრომლები და მისი მამიდაშვილი _ გ--–-------- კ-----–-–ი, რომელმაც 112-ში დარეკა, რის შემდეგაც დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები. დაზარალებულის განმარტებით, დამნაშავეებს თავზე კეპები ეხურათ და სახეზე ნიღბები არ ეკეთათ. მათ მისი კუთვნილი „აიფონ -5“-ის მოდელის მობილური ტელეფონი და დაახლოებით 17800 ლარის ოდენობის თანხა გაიტაცეს, რის გამოც მორალურად განადგურებულია და ახლაც შიშები აქვს. მისივე განმარტებით, როდესაც ზემოთ ხსენებული პიროვნება ემუქრებოდა, რომ ესროდა, დაზუსტებით არ დაუნახავს ეჭირა თუ არა მას ხელში რაიმე, მაგრამ ხელს ისე ამოძრავებდა, რეალურად აღიქვა ყველაფერი, იგი უძახდა _ „გესვრი, გესვრი, მოგკლავო“ და დანებდა, რადგან ფიქრობდა, რომ მას ხელში სავარაუდოდ იარაღი ჰქონდა. მის მიმართ ისეთი მუქარები იყო, შიშისაგან წინააღმდეგობის გაწევა არ უცდია.

 

მსჯავრდებულების ინტერესების დამცველი ადვოკატების მიერ დასმულ შეკითხვებზე დაზარალებულმა ბ------ ბ------–მა განმარტა, რომ, როდესაც საპირფარეშოდან გამოვიდა, რ---- მ------–-–---–ი მისგან დაახლოებით 1 მეტრში გაჩერდა და აგრესიულად უთხრა _ გესვრი, ხმა არ ამოიღოო. მას მარჯვენა ხელი ჰქონდა მიბჯენილი ქურთუკთან და რაღაცნაირად ამოძრავებდა. მისი ხელის მოძრაობების მიხედვით, როდესაც ეუბნებოდა გესვრიო, ყველანაირად აღიქვა, რომ იარაღი ჰქონდა. იგი დაემუქრა, უთხრა, რომ ჩუმად ყოფილიყო, თორემ ესროდა, მეორე პიროვნება კი მისგან ნახევარ მეტრში იდგა. შემდეგ რ---- მ------–-–---–მა უთხრა, რომ შებრუნებულიყო და პირდაპირ საპირფარეშოში შესულიყო, როგორც კი შევიდა საპირფარეშოში, დაემუქრა _ გესვრი, არაფერი გააკეთო, ხელები ასწიეო. შეშინებულს აღარ შეუხედავს მას ხელში რა ეჭირა. საპირფარეშოში ყოფნისას მობილურმა ტელეფონმა დაურეკა, რა დროსაც მუქარის ტონით მოსთხოვეს არ ეპასუხა და ტელეფონიც და გასაღებიც გამოართვეს. მაგ დროს შიშისაგან ხელებში არავის უყურებდა, აფორიაქობული იყო და თავისი გაჭირვება ჰქონდა, საპირფარეშოში იდგა ხელებაწეული.

 

დაზარალებულ ბ------ ბ------–ის განმარტებით, გამოძიების ეტაპზე ამოიცნო ორივე პიროვნება, ისინი მაშინვე იცნო ამოსაცნობად წარდგენილ პირებს შორის, რადგან ასეთ სიტუაციაში ნანახი ადამიანი არასდროს დაგავიწყდება.

 

პირის ამოცნობის ოქმებით დასტურდება, რომ დაზარალებულმა ბ------ ბ------–მა ამოიცნო ბრალდებული რ---- მ------–-–---–ი და განმარტა, რომ ის იყო პირი, რომელიც 2018 წლის 26 აგვისტოს, თანმხლებ პირთან ერთად თავს დაესხა ქ--------–---------------------------–--–ის №2---–- მდებარე სავალუტო ჯიხურთან, დაამწყვდია საპირფარეშოში და იარაღის მუქარით გასტაცა ფულადი თანხა. მანვე ამოიცნო ბრალდებული ვ--–------- ვ-–----ე და აღნიშნა, მის მიერ ამოცნობილმა პირმა, 2018 წლის 26 აგვისტოს, თანმხლებ პირთან ერთად, ქ--------–---------------------------–--–ის №2---–- მდებარე ვალუტის გადამცვლელი ჯიხურიდან გასტაცა ფულადი თანხა.

 

მოწმე გ--–-------- კ-----–-–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის ინდ. მეწარმე „რ---- ვ----ის“ მეწილე, რომელსაც გააჩნია ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, სადაც მუშაობს ბ------ ბ------–ი. 2018 წლის 26 აგვისტოს, ღამის საათებში, ეს უკანასკნელი დაუკავშირდა მობილური ტელეფონით და შეატყობინა, რომ მასზე იარაღის მუქარით განხორციელდა თავდასხმა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან გასტაცეს ფულადი თანხა. ადგილზე მისულს დახვდნენ ბ------ ბ------–ი და იქვე არსებული საბურავების მაღაზიის დარაჯი შ--–-- პ------. მომხდარის შესახებ მან შეატყობინა 112-ის სამსახურს და შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ პოლიციის მუშაკები, რომლებმაც დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი და დაიწყეს გამოძიება. მოწმის განმარტებით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან გატაცებული იქნა დაახლოებით 17782 ლარის ოდენობის თანხა, სხვადასხვა ქვეყნების ვალუტაში.

 

იგივე გარემოებები დასტურდება მოწმე რ---- ვ----ის ჩვენებით, რომლის თანახმად, მას 2018 წლის 26 აგვისტოს, ღამის საათებში, მობილური ტელეფონით დაუკავშირდა თავისი ბიზნესპარტნიორი გ--–-------- კ-----–-–ი და შეატყობინა ბ------ ბ------–ზე თავდასხმისა და მათი კუთვნილი ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან ფულადი თანხების გატაცების თაობაზე. დამნაშავეების მიერ გატაცებული არის დაახლოებით 17000 ლარის ოდენობის ფულადი თანხა.

 

მოწმე შ--–-- პ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ქ--------–---------------------------–--–ის №2----ში მდებარე საბურავების მაღაზიაში დარაჯად. 2018 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 02:00 საათზე, იმყოფებოდა საყარაულო ჯიხურში და უყურებდა ტელევიზორს. ამ დროს ტერიტორიის შესასვლელი ჭიშკარის მხრიდან მოესმა ძახილი. გარეთ გამოსულმა დაინახა იქვე ახლოს მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მომუშავე ბ------ ბ------–ი, რომელიც იყო აღელვებული და ტირილით მოუყვა, რომ დააყაჩაღეს. მისი გადმოცემით, ერთმა ტუალეტში დაამწყვდია, ხოლო მეორემ ფული გამოიტანა ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან. ბ------მ უთხრა, რომ შესასვლელი კარების გასაღებიც იმ პირებს ჰქონდათ წაღებული, რის გამოც ჩაქუჩი და სახრახნისი სთხოვა კარების გასაღებად. მანვე მობილური ტელეფონი ინათხოვრა მისგან, რათა ოჯახის წევრებისთვის შეეტყობინებია მომხდარის შესახებ.

 

მოწმე ნ------- კ----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის ტაქსის მძღოლი და როდესაც მგზავრები მომსახურეობის საფასურს უხდიან უცხოურ ვალუტაში, უწევს თანხის სავალუტო ჯიხურებში გადაცვლა ეროვნულ ვალუტაში. 2018 წლის 26 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ.ბათუმის სასტუმრო „ინტურისტიდან“ მგზავრი გადაიყვანა სარფის მიმართულებით და უკან დაბრუნებისას, დაახლოებით 02:00 საათზე, თურქული ლირის გადაცვლის მიზნით გაჩერდა ა-----------------------–--–--- მდებარე სავალუტო ჯიხურთან, სადაც მისთვის ნაცნობი პირები მუშაობენ. ვიტრინასთან მისულმა დაინახა, რომ ჯიხურში იმყოფებოდა უცხო მამაკაცი, რომელმაც ხელი გაუქნია და ანიშნა, რომ არ მუშაობდნენ.

 

პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ მოწმე ნ------- კ----–--ემ ამოიცნო ბრალდებული ვ--–------- ვ-–----ე და აღნიშნა, რომ ის იყო პირი, რომელმაც ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან ხელით ანიშნა, რომ არ მუშაობდნენ.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ იგი მდებარეობს ქ--------–---------------------------–--–ზე, №2---–- და წარმოადგენს ვალუტის გადამცვლელ ჯიხურს, რომლისგან მარცხნივ, 0.4 მეტრის დაშორებით, მდებარეობს ქვის ბლოკისგან ნაგები ტუალეტი. ჯიხური არის შემინული და გააჩნია რკინის კონსტრუქციის შესასვლელი კარები. ჯიხურს შიგნიდან, მინების მთელ სიგრძეზე აქვს ხის დახლები, გამყოფი ტიხრებითა და უჯრებით, მათ შორის, ერთ-ერთში ნანახი იქნა 2 ცალი 5 ლარიანი კუპიურა. ჯიხურში ასევე ნანახი იქნა ორგანყოფილებიანი რკინის სეიფი, რომელსაც მორგებული ჰქონდა გასაღები და მთლიანად იყო ცარიელი. მესამე ტიხრის ქვემოთ, შესასვლელის მარჯვენა მხარეს, ხის დახლის ძირში, იატაკის ზედაპირიდან აქტივიზირებული ნახშირით აღებული იქნა სუნის ნიმუში, რომელიც დაილუქა 0.5 ლიტრი ტევადობის შუშის ქილაში, ლუქით №26/12, ქილა №1. შენობის მარცხენა მხარეს, საპირფარეშოს წინ, ხრეშიანი მიწის ზედაპირიდან აქტივიზირებული ნახშირით აღებული იქნა სუნის ნიმუში, რომელიც დაილუქა 0.5 ლიტრი ტევადობის შუშის ქილაში, ლუქით №26/12, ქილა ნომერი №2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, ჯიხურის მიმდებარედ, საავტომობილო გზის მარცხენა და მარჯვენა მხარეს ნაპოვნი და ამოღებული იქნა 2 ცალი სამედიცინო ხელთათმანი.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე და მასში მითითებული გარემოებები სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს როგორც აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელმა გამომძიებელმა ა-----–--------მ, ასევე მასში მონაწილე ექსპერტმა-კინოლოგმა გ---- მ----–--ემ, რომელმაც განმარტა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მან ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შენობიდან და მის მიმდებარედ არსებული საპირფარეშოს შესასვლელის წინ, ხრეშიანი მიწის ზედაპირიდან აქტივიზირებული ნახშირით აიღო სუნის ნიმუშები, რომლებიც ადგილზე დაილუქა 0.5 ლიტრი ტევადობის შუშის 2 ცალ ქილაში, ცალ-ცალკე.

 

ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, ქ--------–---------------------------–--–ი №2---–- მდებარე სავალუტო ჯიხურის შენობის მარცხენა მხარეს, საპირფარეშოს წინ, ხრეშიანი ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ რ---- მ------–-–---–ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის, ხოლო სავალუტო ჯიხურის შენობის შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს, ხის დახლის ძირში, იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ ვ--–------- ვ-–----ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.

 

ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-------- ჩ------ემ, რომელმაც განმარტა, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილი ნიმუშები (შემთხვევის ადგილიდან აღებული და ბრალდებულებისგან აღებული) დალუქული იყო 4 ცალ 0.5 ლიტრიანი ტევადობის ქილებში. ლუქების მთლიანობა დარღვეული არ იყო და მათი შედარება განხორციელდა სამჯერ, სპეციალურად გაწვრთნილი სამი სამსახურებრივი ძაღლის მეშვეობით. სამივე შემთხვევაში შედეგი იყო იდენტური, რაც მის მიერ აისახა ექსპერტიზის დასკვნაში.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ რ---- მ------–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მოთხოვნას რ---- მ------–-–---–ის გამართლების შესახებ, ვინაიდან, ქ--------–---------------------------–--–ის №2---–- მდებარე ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან სხვისი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებაში ვ--–------- ვ-–----ესთან ერთად რ---- მ------–-–---–ის მონაწილეობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით:

 

დაზარალებულ ბ------ ბ------–ის თანმიმდევრული და დამაჯერებელი ჩვენებით, რომელმაც დეტალურად აღწერა დანაშაულის გარემოებები და მისი ჩამდენი პირების მიერ განხორციელებული ქმედებები.

 

დაზარალებულ ბ------ ბ------–ის მიერ პირის ამოცნობის ოქმით, რა დროსაც ბ------ ბ------–მა დარწმუნებით მიუთითა რ---- მ------–-–---–ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე. მანვე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას კიდევ ერთხელ დაბეჯითებით აღნიშნა, რომ სწორედ რ---- მ------–-–---–ი იყო ის პირი, რომელმაც 2018 წლის 26 აგვისტოს, თანმხლებ პირთან _ ვ--–------- ვ-–----ესთან ერთად, ქ--------–---------------------------–--–ის №2---–- მდებარე სავალუტო ჯიხურიდან გაიტაცა ფული.

 

ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დადგენილია, რომ ქ--------–---------------------------–--–ის №2---–- მდებარე სავალუტო ჯიხურის შენობის მარცხენა მხარეს, საპირფარეშოს წინ, ხრეშიანი ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ რ---- მ------–-–---–ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად არის დადგენილი შემთხვევის ადგილზე რ---- მ------–-–---–ის ყოფნისა და დანაშაულში მონაწილეობის ფაქტი, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს, რომ მას უწევდა ზემოთ ხსენებულ სავალუტო ჯიხურთან გავლა, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მის მიმდებარედ რ---- მ------–-–---–ის სუნის კვალი შემთხვევით ვერ აღმოჩნდებოდა და იგი მითითებულ ადგილზე აღმოჩნდა სწორედ დანაშაულის ჩადენის დროს მისი იქ ყოფნის შედეგად. საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს სხვაგვარი ახსნა, თუ როგორ მოხვდა რ---- მ------–-–---–ის სუნის კვალი შემთხვევის ადგილზე.

 

მსჯავრდებულ რ---- მ------–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ უნდა იქნეს გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან ის არ არის უტყუარი მტკიცებულება, ამასთან, საეჭვოა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სუნის ნიმუშების ამოღების ფაქტი და ექსპერტიზაზე წარდგენილი ნიმუშების ავთენტურობა. ადვოკატების მითითებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუშები არ დალუქულა ექსპერტიზის სპეციალურ პაკეტებში, რაც ბადებს გონივრულ ეჭვს მათი შესაძლო გამოცვლისა და ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის შესახებ და ისინი ცნობილი უნდა იქნეს დაუშვებელ მტკიცებულებებად, შესაბამისად, დაუშვებელი მტკიცებულებაა ხსენებული ნივთმტკიცებების გამოყენებით გაცემული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. სააპელაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან (რომლის სისწორე დადასტურებულია მასში მონაწილე ყველა პირის მიერ) ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილზე ნამდვილად იქნა აღებული სუნის 2 ნიმუში, რომლებიც ადგილზევე დაილუქა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე ექსპერტმა-კინოლოგმა გ---- მ----–--ემ დაადასტურა, რომ მან შემთხვევის ადგილზე _ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შენობიდან და მის მიმდებარედ არსებული საპირფარეშოს შესასვლელის წინ, ხრეშიანი მიწის ზედაპირიდან აქტივიზირებული ნახშირით აიღო სუნის ნიმუშები, რომლებიც ადგილზევე დაილუქა 0.5 ლიტრი ტევადობის შუშის ქილებში, ცალკ-ცალკე. სააპელაციო პალატას არ გააჩნია საფუძველი საეჭვოდ მიიჩნიოს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სუნის ნიმუშების ამოღების ფაქტი. საქმეში ასევე არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც შემთხვევის ადგილიდან ამოღებული და ექსპერტიზაზე წარდგენილი სუნის ნიმუშების გამოცვლისა და მათი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის შესაძლებლობაზე მიუთითებდა. მოცემული სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას დაიკითხა ექსპერტი მ-------- ჩ------ე, რომელმაც დაადასტურა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ერთ-ერთი ნიმუშის იდენტურობა ბრალდებულ რ---- მ------–-–---–ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშთან და განმარტა, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაგზავნილი ნიმუშები იყო დალუქული, არცერთი ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ჩატარებული კვლევის მეთოდთან დაკავშირებით მან განმარტა, რომ სუნის ნიმუშების შედარება განხორციელდა სამჯერ, სპეციალურად გაწვრთნილი სამი სამსახურებრივი ძაღლის მეშვეობით და სამივე შემთხვევაში შედეგი იყო იდენტური, რაც ასახულია ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნაშიც.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა ზემოაღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნას სრულად იზიარებს და დაცვის მხარის საჩივარს ამ ნაწილში დაუსაბუთებლად მიიჩნევს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება რ---- მ------–-–---–ის და ვ--–------- ვ-–----ის მიერ, ჯგუფურად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან თანხის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თუმცა პალატა არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას მსჯავრდებულების ქმედების კვალიფიკაციასთან მიმართებით, ვინაიდან, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს რ---- მ------–-–---–ის და ვ--–------- ვ-–----ის მიერ, ჯგუფურად, ქ--------–---------------------------–--–ის №2---–- მდებარე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ოპერატორ ბ------ ბ------–ის მიმართ ყაჩაღობის ჩადენას, კერძოდ:

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყაჩაღობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა. ყაჩაღობის დროს პირი თავდასხმის გამოყენებით ზემოქმედებს დაზარალებულზე, რათა სხვის მოძრავ ნივთს დაეუფლოს. რაც შეეხება ძარცვას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია დანაშაულის აშკარად, სხვა პირთათვის ხილულად ჩადენა და მას თავდასხმის ელემენტი არ გააჩნია. ყაჩაღობის დროს მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური, მისი გამოვლენის ფორმას არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა. იგი შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერად, ჟესტით ან კონკლუდენტური მოქმედებით. დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან, ყოველ შემთხვევაში, საფუძვლიანი ეჭვი უნდა ჰქონდეს იმისა, რომ ეს მუქარა რეალიზებული იქნება, თუ იგი ქონების გადაცემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. ამიტომ მუქარის მიზანია დაზარალებულის ნების პარალიზება ან დროებით დათრგუნვა და ამით ქონების დაუფლება. ქმედების იურიდიული არსის შეფასებისას მნიშვნელოვან მომენტად ითვლება თვით დაზარალებულის მიერ მის მიმართ გამოთქმული მუქარის ხასიათის შეგნება. ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციისათვის უნდა დადგინდეს, თუ როგორ აღიქვა და შეაფასა დაზარალებულმა მის მიმართ გამოთქმული მუქარა. თუ ამ მუქარის შინაარსი და დანაშაულის ჩადენის მთელი ვითარება მოწმობს, რომ არსებობს ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის რეალური საფრთხე, მაშინ ქმედება ყაჩაღობის შემადგენლობას ქმნის. მოცემულ შემთახვევაში დადგენილი და დადასტურებულია, რომ რ---- მ------–-–---–ი და ვ--–------- ვ-–----ე, გვიან ღამით, თავს დაესხნენ საპირფარეშოდან გამოსულ სავალუტო ჯიხურის ოპერატორ ბ------ ბ------–ს, რომელსაც რ---- მ------–-–---–მა მუქარის ტონით მოსთხოვა, რომ ხმა არ ამოეღო, ხელები აეწია და საპირფარეშოში შებრუნებულიყო, ხოლო თავისი მობილური ტელეფონი და სავალუტო ჯიხურის გასაღები მისთვის გადაეცა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ ესროდა და მოკლავდა. დაზარალებულ ბ------ ბ------–ის ჩვენების თანახმად, ამ დროს რ---- მ------–-–---–ს მარჯვენა ხელი მიბჯენილი ჰქონდა ქურთუკთან და ხელის მოძრაობით ქმნიდა იარაღის იმიტაციას, რის გამოც იფიქრა, რომ მას იარაღი ეჭირა ხელში და წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, ნამდვილად რამეს დაუშავებდნენ, სიცოცხლეს მოუსპობდნენ. აღნიშნულის გამო ძალიან შეეშინდა და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გადასცა თავდამსხმელებს როგორც თავისი მობილური ტელეფონი, ასევე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კარების გასაღები.

 

ამდენად, მართალია, დაზარალებულ ბ------ ბ------–ს თავდამსხმელების ხელში იარაღი არ დაუნახავს, მაგრამ მის მიმართ განხორციელებული მუქარის შინაარსიდან და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დარწმუნდა, რომ არსებობდა მისი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების რეალური საფრთხე, რის გამოც დაეუფლა შიში და იძულებული გახდა, თავისი ნების საწინააღმდეგოდ დაეთმო ქონება. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა არა ძარცვა, არამედ ყაჩაღობა, ვინაიდან, წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ამ დანაშაულის ყველა ელემენტი უტყუარად არის დადასტურებული.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მსჯავრდებულების ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე, როგორც ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას მსჯავრდებულების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის შესახებ, რაც გულისხმობს ყაჩაღობას, ჩადენილს დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, აღნიშნული დანაშაულისათვის დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით, მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, რომ მსჯავრდებულების მიერ გატაცებული თანხის ოდენობა აღემატებოდა 10 000 ლარს. შესაბამისად, ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

რაც შეეხება სასჯელის ზომას, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებებს, ინდივიდუალურად აფასებს მსჯავრდებულების პიროვნებას და აღნიშნავს, რომ რ---- მ------–-–---–ს და ვ--–------- ვ-–----ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ, ამასთან, ისინი არიან ნასამართლობის არმქონენი, რისი გათვალისწინებითაც მიიჩნევს, რომ მათ უნდა შეეფარდოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ზომის მინიმუმი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ რ---- მ------–-–---–ის ინტერსების დამცველი ადვოკატების _ გ--- შ-----–--ს და გ------- გ----–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---- მ--------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2.ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

3.ვ--–------- ვ-–----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

4.ვ--–------- ვ-–----ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე.

 

5.ვ--–------- ვ-–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

6.მსჯავრდებულ ვ--–------- ვ-–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 1 სექტემბრიდან.

 

7.ცნობად იქნას მიღებული, რომ ვ--–------- ვ-–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.

 

8.რ---- მ------–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

9.რ---- მ------–-–---–ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე.

 

10.რ---- მ------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

11.მსჯავრდებულ რ---- მ------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 02 სექტემბრიდან.

 

12.ცნობად იქნას მიღებული, რომ რ---- მ------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.

 

13.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

· ვ--–------- ვ-–----ის ნერწყვის და სუნის ნიმუშები, რ---- მ------–-–---–ის ნერწყვის და სუნის ნიმუშები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის კვალი, ანაწმენდები, რეზინის ხელთათმანები და სუნის ნიმუშები, რომლებიც ინახება შსს ხ--–---------------------–-------------–--ში _ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.

 

· გ--–- ა------–--ის კუთვნილი ავტომანქანა და მობილური ტელეფონი, ვ--–------- ვ-–----ის მობილური ტელეფონი და რ---- მ------–-–---–ის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მესაკუთრეებს, ხოლო ფულადი თანხა დაუბრუნდეს დაზარალებულს.

 

· საქმეზე დართული 10 ცალი დისკი დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს, მისი შენახვის ვადით.

 

14.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

15.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/

 

მოსამართლეები: /მ.სირაძე/

 

/მ.იმერლიშვილი/