განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100117002196531
საქმე №1ბ/148-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის: ე-–------------------–-–---–ის
ადვოკატის: ო-------------–--ის
მსჯავრდებულის: გ--------------ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ--------------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო-------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): გ--------------ის, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, დაოჯახებელის, რეგისტრირებულის: დ-----------–----------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: დ-----------–-----------------------ში, მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2-6-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქციით).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ--------------ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 21 სექტემბერს, დაახლოებით 11:30 საათზე, ა-------------------------–----------თან, გ--------------ე მოძრაობდა ავტომანქანა ,,მ-–----–------------თ“, სახ. ნომრით - D--------. მან ვერ უზრუნველყო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლი 32 პუნქტი 1-ის და ჰორიზონტალური მონიშვნა 1.1-ის მოთხოვნები, კერძოდ, კი გ--------------ის მიერ გასწრების მანევრის შესრულების დროს, საფრთხის წარმოქმნის მომენტში, შემხვედრი მიმართულებით მოძრავი ა/მანქანა ვ---------, სახ.ნომრით - A------, რომელსაც მართავდა ი----------------ე, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან მარჯვენა გვერდულზე და ამობრუნდა. შედეგად, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო ვ---------, სახ.ნომრით - A-------ის მგზავრმა რ---------------ემ.
ა---––--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენით:
გ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-6-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, კერძოდ, 6 (ექვსი) თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
გ--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ--------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო-------------–--ემ.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა გ--------------ის მიმართ გამოტანილი, ა---––--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ
მსჯავრდებულ გ--------------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო-------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულ გ--------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები გ--------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ--------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
ვინაიდან სააპელაციო პალატა საქმეს განიხილავს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, პალატა სასამართლოში გამოკვლეულ მხოლოდ იმ მტკიცებულებებზე გაამახვილებს ყურადღებას, რომლებიც დაკავშირებულია სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებთან.
მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა რ---------------ემ განმარტა, რომ შემთხვევის დროს იჯდა ავტომანქანაში, რომელსაც ი----------------ე მართავდა. გზაში ჩაეძინა, ავარიის მიზეზი არ იცის, მანქანა რომ ამოტრიალდა, მაშინ გაეღვიძა. თავისით გადმოვიდა მანქანიდან, მიღებული ჰქონდა სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხელი ჰქონდა მოტეხილი.
მოწმე ი----------------ის განმარტებით, 2016 წლის 21 სექტემბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, გამოვიდა ქალაქ ა---–---–--იდან ა---––--ის მიმართულებით სამსახურებრივი ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით A------, საჭესთან იჯდა თვითონ, ავტომანქანაში იყვნენ ასევე მისი თანამშრომლებიც. გზის საფარი იყო მშრალი, ხილვადობის არე არ იყო შეზღუდული. როდესაც გასცდა ა-------------------------–----------ს, მოსახვევში შევიდა ტრაილერი, მას უკან მოჰყვებოდა ,,მ-–----–ის" მარკის ავტომანქანა, რომელმაც დაიწყო მოძრაობა მისი მიმართულებით სავალ ზოლში, სატვირთო ავტომანქანის გასწრების მიზნით. მათ შორის მანძილი იყო დაახლოებით 40 მ. დანახვისთანავე იხმარა მუხრუჭი და საჭე აიღო მარჯვნ--. შედეგად, მანქანა გასრიალდა და გადავიდა გზიდან, ა/მანქანა რამდენჯერმე ამობრუნდა და ზურგზე დაეცა. მანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარა ვ-–-----------ე. მივიდა ,,მ-–----–ის" მძღოლიც. ასევე მივიდნენ სასწრაფო დახმარება და პოლიცია. ორი ადამიანი იყო დაშავებული. შემთხვევის ადგილზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად, მასსა და ,,მ-–----–ის" მარკის ავტომანქანას შორის მანძილი მისი დანახვის დროს გამოიკვეთა 49 მეტრი. პირველი დაკითვის დროს მიუთითა 60 მეტრი, რადგან მაშინ ასე აღიქვა. გადაჭარბებული სიჩქარით არ მოძრაობდა. საფრთხის დანახვისთანავე იხმარა მუხრუჭი და გადავიდა მაქსიმალურად მარჯვენა მხარეს, თუმცა მანქანა მუხრუჭის გამო, გახოხდა და გადავიდა მარჯვენა გვერდულზე, შემდეგ მოცურდა და შეეჯახა კლდეს. მის სავალ გზაზე დაბრკოლება შეუქმნა ,,მ-–----–ის" მანქანის მძღოლმა, რომელიც იმყოფებოდა მის სავალ გზაზე.
მოწმე რ---------------ის ჩვენებით, 2016 წლის 21 სექტემბერს, მუშაობდა ა---–---–--ში, ბაზის დაცვაში. 21 სექტემბერს სამსახურის მანქანით - ნ--ით წამოვიდნენ ა---–---–--იდან. მძღოლი იყო ი----------------ე. ა-----ასთან ახლოს, მათ სავალ გზაზე იყო გადასული ,,მ-–----–ის“ მარკის მანქანა, რომელიც მოძრაობდა საშუალო სიჩქარით და ტრაილერისთვის გასწრებას ცდილობდა. მოხდა ავარია და მანქანა ამობრუნებულ მდგომარეობაში გაჩერდა. ავტომანქანიდან დაუხმარებლად გადმოვიდა. არ ჰქონდა არანაირი დაზიანება, მხოლოდ საღამოს საათებში იგრძნო ტკივილი და მიმართა ა---––--ის სავადმყოფოს, შემდეგ - გ-----ს ჰოსპიტალს.
მოწმე ვ-–-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 21 სექტემბერს, დილის საათებში, მიდიოდა სამსახურის მანქანით ა---–---–--იდან ა---––--ის მიმართულებით. მძღოლი იყო ი----------------ე. სანამ ა-----აში შევიდოდნენ, ერთ მოსახვევში დაინახა, რომ ტრაილერს უსწრებდა ,,მ-–----–ის" მარკის მანქანა, ი----------------ემ იხმარა მუხრუჭი, საჭე აიღო მარჯვნ--, მანქანა გაცურდა, ავარდა გორაკზე და ამოტრიალდა. მანქანა გზიდან რომ არ გადასულიყო, შეეჯახებოდა და შესაძლებელია, მსხვერპლიც ყოფილიყო. მანქანიდან თვითონ გადმოვიდა და არანაირი დაზიანება არ მიუღია. სასწრაფო დახმარება გამოიძახეს მ-–----–ის მარკის ავტომანქანის მგზავრებმა.
მოწმე ს----------–---–---–ის განმარტებით, შემთხვევის დროს მანქანაში იჯდა მძღოლ ი----------------ის გვერდით. ა-------------------------–----------თან შეხვდა ტრაილერი, რომელსაც ასწრებდა მსუბუქი მანქანა ,,მ-–----–ი“. ავტომანქანებს შორის მანძილი 40 მ იქნებოდა. მძღოლმა დანახვისთანავე იხმარა მუხრუჭი და საჭე აიღო მარჯვნ--, მანქანა გახოხდა, ავარდნენ გორაზე და მანქანა ამოტრიალდა. სასწრაფო დახმარება გამოიძახეს „მ-–----–ში“ მსხდომმა მგზავრებმა. ავტომანქანაში იმყოფებოდა თვითონ, ასევე, მძღოლი ი----------------ე, რევაზი მოდებაძე, რ----------------ე და ვ-–-----------ე. მას (ს----------–---–---–ს) თითებზე ჭრილობა აღენიშნებოდა. ყველა თავისით გადმოვიდა ავტომანქანიდან.
მოწმე ნ-------------ემ აღნიშნა, რომ 2016 წლის 22 სექტემბერს, ავტომანქანით გაიყოლა გზაზე გამვლელმა გ--------------ემ. მანქანაში სხვა ქალებიც ისხდნენ. მიდიოდა ა-----იდან სოფელ ნ--------ში. მანქანაში იჯდა წინ, მარცხენა მხარეს. ავტომანქანა იყო მარჯვენა საჭით. უკან იჯდა ორი ქალბატონი, რომლის სახელებიც არ ახსოვს. გზაში დაეწივნენ სატვირთო ავტომანქანას, რომელიც მათ წინ მიდიოდა. მძღოლი, გასწრების მიზნით, გადავიდა საპირისპირო სავალ ზოლში, მარცხენა მხარეს და უეცრად, მოსახვევში შემოვიდა ნ--ა. ისინი მიდიოდნენ სწრაფად. ნ--ის მოახლოების დროს თვალებზე აიფარა ხელები, ეგონა ეჯახებოდა, მაგრამ მანქანა არ დაჯახებია, ისე ამობრუნდა. მძღოლს სურდა სატვირთო ავტომანქანის გასწრება, თითქმის შუა ნაწილამდე მივიდა, მაგრამ ვეღარ გაასწრო და ჩადგა მძღოლი თავის გზაზე სატვირთო მანქანის უკან. გზა განაგრძეს ჩვეულებრივად. ამოტრიალებული მანქანა დაინახა მარცხენა მხარეს. რა სიჩქარით მიდიოდნენ და სად მოხდა აღნიშნული შემთხვევა, არ ახსოვს. მძღოლი შეჩერდა ადგილზე, მათ მგზავრობა განაგრძეს სხვა მანქანით. ტრაილერს უკან მიყვებოდნენ დაახლოებით 10-15 წუთი.
2016 წლის 21 სექტემბრის ავტოსაგზაო შემთხვევის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებული იქნა ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ,,ა---––--ე-ნ----–---და-ს-------ის'' საავტომობილო გზის 37-ე კილომეტრზე და 912 მეტრზე. მარჯვენა სავალი ზოლის სიგანეა 4,2 მეტრი, მარცხენა სავალი ზოლის სიგანეა 3,7 მეტრი. მარჯვენა გვერდულის სიგანეა 2,2 მეტრი, მარცხენა გვერდულის სიგანეა 0,6 მეტრი. შეჯახების ადგილამდე, ა---–---–--ის მხრიდან, მარჯვენა სამოძრაო ზოლში, აღინიშნება მუხრუჭის კვლები. პირველი მუხრუჭის სიგრძეა 9,7 მეტრი, შემდეგ წყდება კვალი და 14,5 მეტრის შემდეგ კვლავ დაფიქსირებულია ასფალტზე მუხრუჭის კვალი, იმავე ზოლში, რომლის სიგრძეა 2,6 მეტრი და სრულდება მარჯვენა გვერდულთან. ასევე აღინიშნება საბურავის მეორე კვალი, რომლის სიგრძეა 5,7 მეტრი და ასევე სრულდება მარჯვენა გვერდულთან. შეჯახების ადგილი მარჯვენა გვერდულიდან დაშორებულია 3,2 მეტრით. შეჯახების ადგილიდან 7.3 მეტრში, ა-----ის მიმართულებით, მარჯვენა სამოძრაო ზოლში, ასფალტზე ამოტრიალებულ მდგომარეობაში სიგანეზე დევს ა/მანქანა ,,ვ---------'' სახ.ნომრით A------, რომელიც დაზიანებულ მდგომარეობაშია. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს შედგა სქემა და ექსპერტის მიერ გადაღებულ იქნა ფოტოსურათები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა თ---------------ემ სასამართლოზე მიცემული ჩვენებით.
2016 წლის 13 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ექსპერიმენტი ჩაატარა გამომძიებელმა თ---------------ემ, მოწმე ი----------------ის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით. ექსპერიმენტის ჩატარებაში ეხმარებოდა საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი ეკიპაჟის წევრები ბ----------–---–---–ი და ვ--–-----------------ე. საგამოძიებო ექსპერიმენტის მსვლელობის დროს ი----------------ესთან ერთად მივიდა ,,ა---––--ე-ნ----–---და-ს-------ის'' საავტომობილო გზის 37-ე კილომეტრზე და 912 მეტრზე, სადაც ამოუბრუნდა თავისი მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანა ,,ვ---------'' სახ.ნომრით A------. მოწმემ მიუთითა კონკრეტული ადგილი, საიდანაც დაინახა მის სავალ ნაწილზე მოძრავი მ-–----–ის მარკის ავტომანქანა. სწორედ ამ ადგილას იხმარა მუხრუჭი, მას არ შეეძლო ავტომანქანის მანამდე დანახვა. გაზომილ იქნა მხედველობის არე და დადგინდა, რომ სადაც მუხრუჭის კვალი იწყება 12,70 მეტრის დაშორებით ა---–---–--ის მიმართულებიდან მხედველობის არე შეადგენს 200 მეტრს. შედგა შემთხვევის სქემა. საგამოძიებო მოქმედების დროს ექსპერტმა მ---------–------მა გადაიღო ფოტოსურათები. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა დაადასტურეს თავისი ჩვენებით მონაწილე პირებმა - ვ--–-----------------ემ, ბ----------–---–---–მა, ი----------------ემ, მ---------–------მა, თ---------------ემ.
საქართველოს შს სამინისტროს ავტოტექნიკური ექსპერტიზის №1---- დასკვნის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ავტომობილი ,,მ-–----–ი’’-ს მძღოლ გ--------------ის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლი 32 პუნქტი 1-ის და ჰორიზონტარული მონიშვნა 1.1-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ტექნიკური თვალსაზრისით ავტომობილი ,,ვ---------’’-ის მძღოლი ი----------------ე, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების დროისა და მანძილის სიმცირის გამო, ვერ შეძლებდა. მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება. აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარების ფაქტი და გაცემული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზ-------–---–-----მა. მისი განმარტებით, ექსპერტიზის ჩატარების დროს იხელმძღვანელა საქმის მასალებით. საგამოძიებო ექსპერიმენტის თანახმად, ავტომანქანა ნ--ა მოძრაობდა ა---–---–--იდან ა-----ის მიმართულებით, ერთ-ერთი მოსახვევის გავლის შემდეგ მძღოლმა დაახლოებით 41 მეტრში დაინახა მ-–----–ის მარკის ავტომანქანა, რომელიც მიდიოდა მის სავალ ზოლში სატვირთო ავტომობილის გასწრების მიზნით. ამ დროს ავტომობილებს შორის მანძილი იყო 41 მეტრი. ამის გამო, ნ--ის მძღოლმა ვითარება აღიქვა საფრთხედ, საჭე მიმართა მარჯვნ--, დაამუხრუჭა და დამუხრუჭებულ მდგომარეობაში გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან, მარჯვენა მხარეს გვერდულზე შეეჯახა ფერდობს და ამობრუნდა. ძიებით დადგენილი იქნა სიჩქარეები ავტომობილების მოძრაობისას - 70კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ავტომობილი ნ--ა, ხოლო „მ-–----–ი“ - 60 კმ/სთ სიჩქარით. ასეთ შემთხვევაში 3,6 წმ დასჭირდებოდა გასაჩერებლად. ნ--ის მძღოლს რომ არ მიემართა მანევრისთვის შემთხვევის აცილების მიზნით, შეჯახება გარდაუვალი იქნებოდა. მან რამდენჯერმე იხმარა მუხრუჭი, რაც წარმოადგენს მძღოლის ინდივიდუალურ რეაქციას.
საქართველოს შს სამინისტროს სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №1------ დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარმოდგენილ ა/მანქანაზე ,,ვ---------’’ სახ.ნომრით A------ არსებული მრავლობითი დაზიანებები და დეფორმაციები მექანიკურია და დამახასიათებელია რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის. წარმოდგენილ ა/მანქანაზე არსებული დაზიანებები შესაძლებელია მიყენებული იყოს დადგენილებაში მითითებულ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. გამოსაკვლევად წარმოდგენილი ა/მანქანა, მისი საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით, შეჯახებამდე ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში იყო და ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზს მისი ტექნიკური გაუმართაობები არ წარმოადგენს. წარმოდგენილ ა/მანქანაზე ,,ვ--------’’ სახ.ნომრით A------ არსებული მრავალმხრივი და მრავლობითი დაზიანებები და დეფორმაციები მიყენებულია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რაიმე მკვრივ და მყარ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისას და ძლიერი ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა შეჯახების დროს. აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარების ფაქტი და გაცემული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-–-------------–---–მა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N5--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს ,,უ-----------–--’’ ა-----ის სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N2--ისა და სსიპ გ---------------–---–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N3----ის მიხედვით, რ---------------ეს აღენიშნებოდა მარჯვენა სხივის ძვლის დისტალური ბოლოს სახსარშიდა ღია მოტეხილობა, მრავლობითი ზედაპირული ჭრილობები შუბლ-თხემის არეში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვირივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N5--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სსიპ გ---------------–---–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NI--------ის მიხედვით, ს----------–---–---–ს აღენიშნებოდა მრავლობითი ექსკორაციები მარცხენა მტევნისა და მუცლის მარცხენა გვერდით ზედაპირზე, ზედაპირული ჭრილობა მარჯვენა თეძოს მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ-------------–---–მა დაადასტურა ზემოხსენებული ექსპერტიზების ჩატარების ფაქტი მის მიერ გაცემული დასკვნების სისწორე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქიმიური ექსპერტიზის N5----- დასკვნის თანახმად, ა/მანქანა ,,ვ---------’’ სახ.ნომრით A-------ის მძღოლის სავარძლის დასაჯდომი ადგილიდან დაქტილოფირით ამოღებული ღია მწვანე ფერის ბამბის ბოჭკოს მიკრონაწილაკებს და ი----------------ის შარვლის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალ ღია მწვანე ფერის ბამბის ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება. აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარების ფაქტი და გაცემული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ს--------------მ.
გ--------------ემ თავი დამნაშავედ არ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და აღნიშნა, რომ 2016 წლის 21 სექტემბერს ა-----იდან ა---–---–--ის მიმართულებით მოძრაობდა ,,მ-–----–ის“ მარკის მარჯვენა საჭიანი ავტომანქანით. ა-----იდან სანამ გავიდოდა, ცენტრთან იდგა სამი ქალბატონი, რომლებიც დაიმგზავრა. მგზავრთაგან ერთი წინ იჯდა და ორი - უკან. დაახლოებით მე-7 კილომეტრზე, წამოეწია ტრაილერს და შეანელა სიჩქარე. იმ კონკრეტულ ადგილას, ვიწრო მანძილის გამო, სატვირთო ავტომანქანის გვერდულზე გაჩერება შეუძლებელია, თუმცა ტრაილერმა აანთო ე.წ. ,,სტოპები“, ივარაუდა, რომ ტრაილერი ან შეჩერებას აპირებდა, ან წინ რაიმე დაბრკოლება იყო და ამის გასარკვევად საჭე მარცხნ-- აიღო ისე, რომ საბურავებს ღერძულა ხაზი არ გადაუკვეთავთ. მის ავტომანქანას საჭე აქვს მარჯვნ--, მაგრამ ამ კონკრეტულ ადგილას საპირისპირო ზოლში გადმოსვლა არ დასჭირვებია, რათა დაენახა ტრაილერის შეჩერების მიზეზი და დაბრკოლების არ არსებობის შემთხვევაში გაესწრო მისთვის. ამ დროს დაინახა საპირისპირო ზოლში მოძრავი ავტომანქანა ნ--ა. მისთვის (გ--------------ისათვის) უცნობია მიზეზი, თუ რატომ იხმარა ნ--ის მძღოლმა რამდენჯერმე მუხრუჭი, რომელიც გასრიალდა, ფერდობზე ავარდა და ამოტრიალებულ მდგომარეობაში გაჩერდა. შემთხვევის გამო, გააჩერა მანქანა და გაიქცა დასახმარებლად. ტრაილერი არ გაჩერებულა.
სააპელაციო პალატამ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე გ--------------ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონ--რულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ--------------ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-6-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქციით).
საკითხის გასარკვევად, ჩაიდინა თუ არა გ--------------ემ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-6-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, სავალდებულოა დადგინდეს, გ--------------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას და დადგა თუ არა შედეგი, - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ამავე დროს, არსებობდა თუ არა მიზეზობრივი კავშირი წესების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-6-ე მუხლი ბლანკეტური შინაარსის ნორმაა და ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევის დადგენის სახელმძღვანელო ნორმატიულ აქტს წარმოადგენს საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“. ექსპერტიზის კომპეტენციაა - ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის განსაზღვრა, ასევე ავტოსაგზაო შემთხვევის მექანიზმი, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს კანონის რა მოთხოვნები იქნა დარღვეული, ექსპერტიზის დასკვნით უნდა დადგინდეს, შეეძლო თუ არა მძღოლს შემთხვევის თავიდან აცილება და მიიღო თუ არა მძღოლმა საფრთხის შექმნის მომენტიდან ის ზომები, რომელსაც მას “საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონი ავალდებულებს. კონკრეტულ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ჩატარებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოტექნიკური ექსპერტიზის #1-----ს დასკვნით დადგინდა, რომ გ--------------ის მოქმედება არ შეესაბამებოდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლი 32 პუნქტი 1-ის და ჰორიზონტარული მონიშვნა 1.1-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. საგულისხმოა ამავე ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი კიდევ ერთი გარემოება, კერძოდ, კონკრეტულ შემთხვევაში ტექნიკური თვალსაზრისით, ავტომობილ ,,ვ----------’’-ის მძღოლი ი----------------ე, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას დროისა და მანძილის სიმცირის გამო, ვერ შეძლებდა. მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება. ის გარემოება, რომ უშუალოდ შემთხვევამდე ავტომობილ ,,მ-–----–ის“ მძღოლი გ--------------ე ასრულებდა გასწრების მანევრს, დადასტურებულია საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებით. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლის, მოწმის სახით დაკითხული ი----------------ის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც მან განმარტა, რომ მოძრაობისას ტრაილერს უკან მიჰყვებოდა ,,მ-–----–ის" მარკის ავტომანქანა, რომელმაც დაიწყო მოძრაობა მისი მიმართულებით სავალ ზოლში, სატვირთო ავტომანქანის გასწრების მიზნით. მათ შორის მანძილი იყო დაახლოებით 40 მ. დანახვისთანავე იხმარა მუხრუჭი და საჭე აიღო მარჯვნ--. შედეგად, მანქანა გასრიალდა და გადავიდა გზიდან, მანქანა რამდენჯერმე ამობრუნდა და ზურგზე დაეცა. თავად გადაჭარბებული სიჩქარით არ მოძრაობდა. მის სავალ გზაზე დაბრკოლება შეუქმნა ,,მ-–----–ის" მანქანის მძღოლმა, რომელიც იმყოფებოდა მის სავალ გზაზე. აღნიშნულ ჩვენებასთან სრულ შესაბამისობაშია მოწმეების - რ---------------ის, ვ-–-----------ის, ს----------–---–---–ისა და ნ-------------ის ჩვენებები. ყველა მათგანმა განმარტა, რომ შემთხვევამდე ტრაილერის გასწრებას ცდილობდა ,,მ-–----–ის“ მარკის ავტომობილის მძღოლი. ა/მანქანა ნ--აში მჯდარი მოწმეების ჩვენებებით, ი----------------ემ მუხრუჭი იხმარა, საჭე მარჯვნ-- აიღო და მანქანა გახოხდა. აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ავტომანქანა ,,მ-–----–ის‘‘ მძღოლ გ--------------ის მოქმედება - გასწრების მანევრი - არ შეესაბამებოდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ხოლო მძღოლ ი----------------ის მოქმედება - სავალი ნაწილიდან მარჯვნ-- გადასვლა - ერთმნიშვნელოვნად იძულებით, ,,მ-–----–ის“ მარკის ავტომობილთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად იყო გამოწვეული.
წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარე ვრცლად აპელირებს ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 130-ე მუხლის მოთხოვნათა უგულებელყოფით, მასში დაფიქსირებულია მხოლოდ ის, თუ როგორ შეცვალა თავისივე ჩვენება ი------------ემ და ჩამოაყალიბა ახალი ვერსია. საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელსაც ეყრდნობა ექსპერტიზის დასკვნა, ჩატარებულია ცალმხრივად. გ--------------ემ როგორც წერილობით, ასევე ზეპირსიტყვიერად, არაერთხელ მოითხოვა შემთხვევის ადგილზე გასვლა და ექსპერიმენტის ჩატარება, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატა თავდაპირველად აღნიშნავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარებულია 2016 წლის 13 ოქტომბერს. გ--------------ემ შემთხვევის ადგილის ხელახალი დათვალიერება და ნახაზის შედგენა მოითხოვა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემდგომ, - 2016 წლის 21 ნოემბერს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დეტალურად განსაზღვრავს საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზანს, წესს და სუბიექტს. საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. ამავე კოდექსის მესამე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად კი
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის მხარე არის - ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადოკატი, გამომძიებელი, პროკურორი. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ,,საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის შეიძლება მიიწვიონ პირი, რომლის ინფორმაციაც (ჩვენებაც) უნდა შემოწმდეს“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ,,მხარეებს უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ საგამოძიებო ექსპერიმენტში. საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეს უნდა გააცნონ ექსპერიმენტის მიზანი და ჩატარების წესი. თუ საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება გამოსაკვლევი გარემოების აღსადგენად, იგი უნდა შეესაბამებოდეს შესამოწმებელ ინფორმაციას (ჩვენებას) ან ვერსიას. იმ პირს, რომლის მიერ მიცემული ინფორმაციაც (ჩვენებაც) მოწმდება, სთავაზობენ, აღიდგინოს შემთხვევის ვითარება, რომლის მონაწილე ან თვითმხილველიც თავად იყო...“ ამდენად, გამომძიებელს (ისევე როგორც შემდგომში ბრალდებულს და მის ადვოკატს, როგორც მხარეს) სრული უფლება ჰქონდა მოწმე ი----------------ის მონაწილეობით ჩაეტარებინა საგამოძიებო ექსპერიმენტი და გარკვეული განმარტებები მიეღო მისგან.
როგორც სააპელაციო საჩივარში, ასევე სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ შემთხვევის დროს ავტომანქანა ,,ნ--ა“ მოძრაობდა დასაშვებზე მაღალი სიჩქარით, მანქანა იყო ტექნიკურად გაუმართავი, რომლის მარჯვენა მუხრუჭი არ მუშაობდა. სწორედ აღნიშნულმა მიზეზებმა განაპირობა მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, რაშიც ბრალი არ მიუძღვის გ--------------ეს. სააპელაციო პალატა დაცვის მხარის აღნიშნულ არგუმენტებს ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, რომ საკითხის გასარკვევად - ავტოსაგზაო შემთხვევა იყო თუ არა გამოწვეული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გაუმართაობით, დანიშნული იქნა სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზა, რომლის #1------ დასკვნის თანახმად, წარმოდგენილ ა/მანქანაზე ,,ვ--------’’ სახ.ნომრით A------ საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით, გამოსაკვლევი ავტოსატრანსპორტო საშუალება შეჯახებამდე ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში იყო და ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზს მისი ტექნიკური გაუმართაობა არ წარმოადგენს. მასზე არსებული მრავალმხრივი და მრავლობითი დაზიანებები და დეფორმაციები მიყენებულია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რაიმე მკვრივ და მყარ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისას და ძლიერი ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა შეჯახების დროს. ამდენად, აპელანტის აპელირება ხსნებულ საკითხთან დაკავშირებით წარმოადგენს მხოლოდ მის სუბიექტურ მოსაზრებას, რომელიც არ ეყრდნობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში ადვოკატი აღნიშნავს, რომ გამოძიებამ არასწორი გაზომვებისა და ზეპირად აღებული მონაცემებით ჩაატარა ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზა და რომ მოწმე ი----------------ის ურთიერთსაწინააღმდეგო, ხელოვნურად დალაგებული ჩვენებების საფუძველზე ჩატარდა ავტოტექნიკური ექსპერტიზა. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მტკიცებულებათა მოპოვება მხარეთა პრეროგატივაა, მხარეები თავიანთი შეხედულებისამებრ მოიპოვებენ და წარადგენენ მტკიცებულებებს. იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილ გარემოებებს, შეეძლო ესარგებლა მტკიცებულებათა მოპოვების უფლებით, თავად დაენიშნა და ჩაეტარებინა სათანადო ექსპერტიზა და წარმოედგინა დასკვნა, რასაც სასამართლო შემდგომში გახდიდა შეფასებისა და მსჯელობის საგნად.
რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ გ--------------ისათვის დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ავტო-საგზაო შემთხვევის მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგ-----ცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ--------------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო-------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ა---––--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენი გ--------------ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, -
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ--------------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო-------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
ა---––--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენი გ--------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
გ--------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-6-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
ცნობად იქნას მიღებული, რომ გ--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია; ყადაღისგან გათავისუფლდეს გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 1000 ლარის ფარგლებში დაყადაღებული ი--------ის (პ/ნ0----------), გ--------------ის (პ/ნ 0----------), ი-----–----------ის (პ/ნ0----------) და ნ--------------–--ის (პ/ნ0----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე დაბა ა-----ა, ვარძიის ქუჩა ,,ხ---–-–-'' ს.კ 6-----------. (2017 წლის 28 ნოემბრის N1-------- განჩინება).
ჯარიმის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით;
ნ--თიერი მტკიცებულება:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
ავტომანქანა ,,ვ--------’’ სახ.ნომრით A------, რომელიც განთავსებულია ქ. ა---––--ეში, ა---–---–--ის გზატკეცილზე მდებარე საჯარიმო ავტოსადგომ ,,ე-–---''-ს ტერიტორიაზე, გადაეცეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს; ი----------------ის შარვალი, რომელიც ერთვის საქმეს, დაუბრუნდეს ი----------------ეს; დაქტილოფირები შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე