განაჩენი

სისხლის სამართლის 12.02.2020
საქმის ნომერი
330100119002916570
ინსტანცია
თარიღი
12.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100119002916570

საქმე № 1ბ/1024-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

6 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

თავმჯდომარე: ვ------- მრელაშვილი

ოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი: ნადეჟდა მარანელი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ა---------

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული:

ი--------–---–ი - დაბადებული 1------–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ---–--------------–---------------–-------------------------------------–-

ადვოკატი: ნ--- ს--------ე-ა-–----ე

პირველი ინსტანციის სასამართლოს კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 19. 108-ე მუხლი.

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი

2018 წლის 11 ნოემბერს 01:00 საათზე, თბილისში, ფ-------–- 3---- ვ------–--ის ქუჩა, კ------------------------ში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო, ურთიერშელაპარაკებისას, ი--------–---–მა დანის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით ერთი შემავალი ჭრილობა მიაყენა კისრის მარჯვენა არეში მასთან მუდმივად მცხოვრებ სიძეს - თ----- ლ----------ას. აღნიშნული ქმედებით, თ----- ლ----------ას მიადგა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება. 2018 წლის 23 ნოემბერს, ი--------–---–ის მიერ მიყენებული დაზიანების შედეგად თ----- ლ----------ა გარდაიცვალა შპს „ნ--------------–ის“ საავადმყოფოში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა

2018 წლის 11 ნოემბერს 01:00 საათზე, თბილისში, ფ-------–- 3---- ვ------–--ის ქუჩა, კ------------------------ში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო, ურთიერშელაპარაკებისას, ი--------–---–მა მასთან მუდმივად მცხოვრებ სიძეს (დის მეუღლეს) - თ----- ლ----------ას დანის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება - ერთი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა კისრის მარჯვენა არეში.

3. მხარეთა პოზიცია

3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგის, 2019 წლის 24 ივლისის, განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი--------–---–ის ადვოკატმა ნ--- ს--------ე-ა-–----ემ. ადვოკატმა ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა და მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობა.

3.1.2. დაცვის მხარემ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მხარი დაუჭირა საჩივარს. სააპელაციო საჩივრისა და სასამართლო სხდომაზე ადვოკატის მიერ გაჟღერებული დასაბუთების თანახმად, გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ი--------–---–მა ჩაიდინა თ----- ლ----------ას მკვლელობის მცდელობა. მოწმე მ------ ს-----–---–მა, რომელიც შემთხვევის ერთადერთი თვითმხილველია აჩვენა, რომ ი--------–---–მა დანა აიღო თვითდაზიანების მისაყენებლად. ამას შეეწინააღმდეგა ლ----------ა და წართმევის მომენტში შემთხვევით მოხვდა დანა. მოსამართლემ კი ეს ჩვენება სხვაგვარი ინტერპრეტაციით გამოიყენა განაჩენში.

3.1.3. დაცვის მხარის განმარტებით, თუ ი--------–--–ს არ დაუნახავს სად დაარტყა დანა გარდაცვლილს, რადგან უსინათლოა. ამასვე ადასტურებს 112-ის ჩანაწერი, სადაც ის რეკავს ცხელ ხაზეე და აცხადებს - მე მგონი კაცი მოვკალიო. ეს ადასტურებს, რომ მას არ დაუნახავს დარტყმის ადგილი.

3.1.4. დაცვის მხარემ ასევე ყურადღება გაამახვილა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და მისი შემდგენი ექსპერტების დაკითხვაზე. მან აღნიშნა, რომ ამ მტკიცებულებებით არანაირად არ დასტურდება მიყენებულ დაზიანებასა და ლ----------ას გარდაცვალებას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა. კლინიკაში ყოფნის პერიოდში პაციენტ თ----- ლ----------ას ცნობიერება იყო ნათელი. ამ გარემოებებზე მითითებით დაცვას აპელირებს ასევე ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე და აცხადებს, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

3.2.1. თბილისი საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატას საჩივრით მომართა ასევე ბრალდების მხარემ. სააპელაციო საჩივრით პროკურორმა ითხოვა ი--------–---–ის დამნაშავედ ცნობა არა მკვლელობის მცდელობის, არამედ დამთავრებული დანაშაულის - მკვლელობის ჩადენისათვის. ბრალდების მხარემ მის პოზიცი-- დადასტურებულად მიიჩნევს იმ მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც გამოკვლეულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

3.2.2. შესაბამისად, ბრალდება არ დაეთანხმა დაცვის მოთხოვნას მსჯავრდებულის გამართლების შესახებ და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, დაზიანების მიყენების ნაწილში დასაბუთებულია, ემყარება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რაც სასამართლომ შეაფასა კანონის შესაბამისად და მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება. ბრალდება მიიჩნევს, რომ ი--------–---–მა გარდაცვლილს, დანის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა სწორედ მოკვლის განზრახვით.

4. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად „სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე“. ამ საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს რაიმე ახალი მტკიცებულება არ წარდგენია. გარდა ამისა, მხარეებს არ დაუყენებიათ შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის საჭიროების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით და კანონის შესაბამისად, საჩივრის გადაწყვეტისას, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა (შემდგომში პალატა) განიხილავს და შეაფასებს იმ მტკიცებულებებს, რაც მხარეება წარუდგინეს და გამოიკვლიეს პირველი ინსტანციის სასამართლოში.

4.2. სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

5. ქმედების სამართლებრივი აღწერა

5.1. მტკიცებულებათა ერთობლიობა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

5.1.1. პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულის უფლებამონაცვლის, ნ---- ლ----------ას ჩვენებით, არის გარდაცვლილ თ----- ლ----------ას შვილი. მისი ჩვენების თანახმად, ფაქტს არ შესწრებია, თუმცა მ------ ს-----–---–ისაგან შეიტყო, რომ ი--------–---–მა დაჭრა თ----- ლ----------ა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. აღნიშნულმა მას მიაყენა დიდი მორალური ზიანი.

5.1.2. მოწმე მ------ ს-----–---–ის ჩვენებით, თბილისში, ფ-------–- 3---- ვ------–--ის ქუჩა, კ------------------------ში ცხოვრობდა მეუღლესთან - თ----- ლ----------ასთან, შვილთან და დასთან - ი--------–---–თან ერთად. ი-- უყვარდა ალკოჰოლი და სასმელის მიღების შემდეგ ხდებოდა აგრესიული. 2018 წლის 11 ნოემბერს, ოჯახის წევრები ვახშმობდნენ, ი--------------ი ალკოჰოლს სვამდნენ, თავად კი 1 ჭიქა მიირთვა მხოლოდ. ვახშმის დასასრულს, ი-- თ-----ს ჰკითხა, გადაიხადა თუ არა ინტერნეტის გადასახადი, რაზეც თ-----მა უპასუხა, რომ გადახდილი ჰქონდა და არ გაითიშებოდა. აღნიშნულ საკითხზე მათ შორის დაიწყო კამათი. ი--------–---–ი ამბობდა, რომ არ იყო გადახდილი, თ-----ი კი საწინააღმდეგოს ამტკიცებდა. თვითონ ცდილობდა მათ დაწყნარებას, თუმცა ვერ შეძლო. მოწმის ჩვენებით, ჩხუბმა ბინის შემოსასვლელში გადაინაცვლა. ამ დროსა ი--------–---–ი გაიქცა სამზარეულოში დანის ასაღებად, რომ თავი დაეზიანებინა. მოწმის ჩვენებით, ი-- აიღო დანა და გამოვიდა დერეფანში. თ-----ი მას მივარდა დანის წასართმევად. ხელის ქნევის დროს ი-- დანა მოუხვდა თ-----ის ყელზე, არტერიაში. მოწმემ დაკითხვისას ივარაუდა შემდეგი: „არამგონია ძალით დაერტყა, უფრო ვფიქრობ, რომ შემთხვევით მოუხვდა.“ ი-- თავი აღარ დაუზიანებია, დანა დააგდო და თავად დარეკა საპატრულო პოლიცი--ა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში. მოწმის განმარტებით, ადგილზე მალევე მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც და საპატრულო პოლიციაც. თ-----ი გადაიყვანეს კლინიკაში, ი--------–---–ი კი დააკავეს. როგორც ახსოვს, ი-- მიმალვა არ უცდია, თავზე ადგა თ-----ს და ნერვიულობდა მომხდარის გამო. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ გამომძიებლებიც და მისი მონაწილეობით დაათვალიერეს ბინა, ამოიღეს სხვადასხვა ნივთები, მათ შორის, დანა, ი-- სისხლიანი ხალათი და ჩუსტები (რომელიც ეცვა დაჭრის დროს და შემდეგ გამოიცვალა). ამოღებული ნივთები დაილუქა და მოწმემ ხელი მოაწერა როგორც ოქმს, ისე ლუქებს. მოწმის განმარტებით, სასწრაფოს ექიმების მოსვლის დროისათვის, თ-----ი გონზე აღარ იყო, დანის დარტყმის შემდეგ მხოლოდ ის თქვა, „რა მიქენი, არტერიაში დამარტყიო“, გონება დაკარგა და შესასვლელში დაეცა. მოწმის ჩვენებით, დაჭრილი თ----- ლ----------ა გარდაიცვალა დაახლოებით 1,5 კვირის შემდეგ. მ------ ს-----–---–ის განმარტებით, ი-- და თ-----ს შორის კამათი ადრეც მომხდარა, თუმცა ასეთი შეტაკება - არასდროს. ასევე ყოფილა ი-- მხრიდან თვითდაზიანების ფაქტებიც. ჩხუბის დროს დანას დაავლებდა ხოლმე ხელს, თუმცა არაერთხელ გადაარჩინეს ოჯახის წევრებმა. მოწმის ჩვენებით, დაჭრის დროს არც ისე შორს იდგა, მაგრამ ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ დანის წართმევა არ უცდია. შეშინებული მხოლოდ სთხოვდა დას და მეუღლეს, რომ გაჩერებულიყვნენ. მ------ ს-----–---–მა განმარტა, რომ ი--------–---–ი არის პირველი ჯგუფის ინვალიდი, ძალიან ცოტას ხედავს, თუმცა მასზე უკეთესი მხედველობა აქვს. მოწმემ არ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ინფორმაცია - „ი-- რამდენჯერმე მოუქნია თ-----ს დანა მარჯვენა ხელით, რაც მე დავინახე ჩემი თვალით, გარკვევით და დაარტყა ყელის არეში, რა დროსაც თ-----ს წასკდა სისხლი ყელიდან და მისი სისხლით გაივსო მიმდებარე ტერიტორია“. თუმცა მანვე განმარტა, რომ გარეშე პირთან ერთად წაიკითხა ეს ჩვენება. მოწმის ჩვენებით, კონფლიქტის დღეს, სახლში იმყოფებოდა მისი შვილი პირველი ქორწინებიდან, რომელიც არის პირველი ჯგუფის უსინათლო და აქვს გონებრივი პრობლემები, რის გამოც ვერ მოხდა მისი გამოკითხვა.

5.1.3. ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, 2019 წლის 5 თებერვალს, სსიპ „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ნ---- ჯ-------–---–ისაგან გამოთხოვილი იქნა, 2018 წლის 11 ნოემბრის, №------- (შეტყობინება) აუდიო ჩანაწერი 1 (ერთი) ცალ დისკზე, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი დ-------–---–ი).

5.1.4. სასამართლო სხდომაზე ზემოთ აღნიშნული აუდიოჩანაწერის გამოკვლევის შედეგად დადგინა, რომ სსიპ „112“-ში დაფიქსირდა ი--------–---–ის სატელეფონო ზარი. ჩანაწერის თანახმად, აღელვებულ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული, ყვირილითა და ტირილით ითხოვს სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის მისვლას მისსავე საცხოვრებელ მისამართზე, ვინაიდან ჩაიდინა დანაშაული - „გეხვეწებით, სასწრაფო, პოლიცია... მემგონი კაცი მოვკალი... მემგონი კაცი შემომაკვდა... ი--------–---–ი ვარ... გავცხარდი, ცოტა ნასვამი ვიყავი, დანა დავარტყი, ყელთან აქვს მგონი ჭრილობა.“

5.1.5. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 11 ნოემბერს, 01:30 საათზე, თბილისში, ზემო ფ-------–-ში, ს. ვ------–--ის ქუჩა, კ--------------ის მესამე სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული იქნა ი--------------- ს-----–---–ი მას შემდეგ, რაც მისმა დამ - მ------ ს-----–---–მა მასზე მიუთითა, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე (გამომძიებელი თ-----------, მონაწილე პირები: ე---------–---–-----------ე).

5.1.6. შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისანი-სამგორის სამმართველოს მეცხრე განყოფილების თანამშრომლებმა: თ-----------------------------------------–----------–--მ დაადასტურეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2018 წლის 11 ნოემბერს, ღამის საათებში, საძახილში გავიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ფ-------–- 3---- ვ------–--ის ქუჩა, კ------------------------ში ი--------–---–მა დანით დაჭრა დის ქმარი, თ----- ლ----------ა და თავად იყო შეტყობინების ინიციატორიც. შემთხვევის ადგილზე გავიდნენ თ-----------------------------–--–---–-------------------------–----------–--. ადგილზე მისვლისას, მ---------------- სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ეზოში შენიშნეს ქალბატონი, რომელმაც განუმარტა პოლიციის თანამშრომლებს, რომ იყო ი--------–---–ი და დაჭრა სიძე. ბრლდებულთან დარჩნენ თ----------- და ხ--------------–-----------–-------------–--–---–- შევიდნენ პირველ სართულზე მდებარე ბინაში. ეს უკანასკნელი მალევე გამოვიდა ეზოში მ------ ს-----–---–თან ერთად, რომელმაც მიუთითა ი---------–--ლზე და განმარტა, რომ ი-- დაჭრა მისი ქმარი. აღნიშნულის საფუძველზე მოხდა ი--------–---–ის ბრალდებულის სახით დაკავება, მას განემარტა უფლებები და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც არაფერი ამოღებულა. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი განყოფილებაში შეადგინა თ-----------მ, პირად ჩხრეკაში კი მონაწილეობდა ხ--------. ოქმს ბრალდებული გაეცნო როგორც პირადად (მას აქვს ფიზიკური ნაკლი, მხედველობის პრობლემა, თუმცა თვალთან ახლოს მიტანით კითხულობს), ისე მოწვეული გარეშე პირის მიერ. ბრალდებულმა ხელი მოაწერა და შენიშვნა ან პრეტენზია არ დაუფიქსირებია. პოლიციის განყოფილებიდან ბრალდებული მოთავსდა დროებითი მოთავსების იზოლატორში. საგამოძიებო მოქმედების პროცესში, ი--------–---–ი იმეორებდა, რომ მან დაჭრა სიძე და ძალიან განიცდიდა, „ეს რა გავაკეთეო.“

5.1.7. მოწმე თ-----------მ დამატებით განმარტა, რომ საპატრულო პოლიცია შემთხვევის ადგილზე დააფიქსირა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის მისვლას ვერ იხსენებს, თუმცა როგორც ახსოვს, ს-------–--- ბინაში შესვლის მომენტისათვის, დაჭრილი ჯერ ისევ სახლში იმყოფებოდა.

5.1.8. მოწმე ს-------–--- დამატებით განმარტა, რომ პირველ სართულზე მდებარე ბინის შესასვლელში იატაკზე დაინახა, რომ სისხლში იწვა მამაკაცი, ყელში დაჭრილი. იქვე მყოფმა ქალბატონმა - მ------ ს-----–---–მა განაცხადა, რომ მისმა დამ ი-- დაჭრა მისი მეუღლე, რაც ეზოში გასულს დაუდასტურა თავად ბრალდებულმაც - „ტიროდა, დანაშაული ჩავიდინე, მოვკალი ჩემი სიძეო.“ მოწმის ჩვენებით, მალევე მივიდა შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება და დაჭრილი გადაიყვანეს კლინიკაში.

5.1.9. შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, მ---–----------–-------------------–-------–------ მეოთხე ოცეულის პატრულ-ინსპექტორ გ-------------ას ჩვენებით, 2018 წლის 11 ნოემბერს, 22:00 საათის შემდეგ, საძახილში „ცენტრისგან“ მიიღო შეტყობინება დაჭრის თაობაზე. ინფორმაციის მიღებიდან 5-6 წუთში, მეწყვილესთან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე - თბილისში, ფ-------–- 3---- ვ------–--ის ქუჩა, კ------------------------ში, სადაც დახვდა კრიმინალური პოლიცია. მოწმის ჩვენებით, მიმდინარეობდა ი--------–---–ის დაკავების საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც ბრალდებული როგორც საპატრულო, ისე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს უცხადებდა, „ეს რა გავაკეთე, დის ქმარი მოვკალი, დანა დავარტყიო“. ერთხელ კი არა 30-ჯერ მაინც გაიმეორა „მგონი მოვკალიო.“ მოწმის განმარტებით, ადგილზე მისულმა შენიშნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელსაც სავარაუდოდ კლინიკაში გადაყავდა დაჭრილი, რომელიც თავად არ უნახავს, შესაბამისად, უცნობია ცოცხალი იყო თუ გარდაცვლილი. მოწმემ განმარტა, რომ ბინაში არ შესულა, მხოლოდ შეიხედა და ყველგან სისხლი იყო. ვინაიდან ბინაში უკვე იმყოფებოდა კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიციის ჩარევის საჭიროება აღარ იყო და პატრულ-ინსპექტორებმა დატოვეს შემთხვევის ადგილი.

5.1.10. სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2019 წლის 28 თებერვლის წერილის თანახმად, 2019 წლის 11 ნოემბერს, პაციენტ თ----- ლ----------ასთან გამოძახებული იყო თბილისის მუნიციპალიტეტის, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის, №---- სამედიცინო ბრიგადა შემდეგი შემადგენლობით: უფროსი ექიმი თ--------------–---–---------–------------------------------.

5.1.11. სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმის, მოწმე გ------- ნ------ის ჩვენებით, 2018 წლის 11 ნოემბერს, შეტყობინების საფუძველზე, კოლეგასთან - თ----- მ-------–---–თან ერთად გამოცხადდა თბილისში, ფ-------–- 3---- ვ------–--ის ქუჩა, კ------------------------ში. პირველ სართულზე მდებარე ბინის შესასვლელში დახვდა იატაკზე გულდაღმა მწოლიარე პაციენტი და სისხლის გუბე მის ირგვლივ. პაციენტი უგონოდ იყო, თუმცა პულსაცია აღენიშნებოდა. მამაკაცი გადმოაბრუნეს, ყელის არეში სისხლმდენი ჭრილობა დაუმუშავეს, დაადეს სახვევი და სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკა „ნ--------------–სში“. მოწმის განმარტებით, სახლში მყოფი პირებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ახსოვს ხმები (ტირილი, კივილი), ასევე პოლიციის თანამშრომლები როგორც ბინაში, ისე გარეთ. მოწმის განმარტებით, პაციენტი კლინიკაში მიყვანისას ცოცხალი იყო, გზაში გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად რეფლექსები ჰქონდა, თუმცა არ იყო კონტაქტური.

5.1.12. მოწმე ვ------- შ-------ის ჩვენებით, ცხოვრობს თბილისში, ფ-------–- 3---- ვ------–--ის ქუჩა, კ--------------ში, ბრალდებულის მეზობლად, მეექვსე სართულზე. ს-----–---–ების ოჯახთან არ აქვს ახლო ურთიერთობა, თ----- ლ----------ა კი სულ ორჯერ ჰყავდა ნ---ხი. 2018 წლის 11 ნოემბერს, მათსავე სადარბაზოში მცხოვრებმა დეიდაშვილმა ტელეფონით შეატყობინა, რომ ს-----–---–ების ოჯახში ხმაური იყო და რაღაც მოხდა. მოწმემ ჩაირბინა ეზოში სიტუაციის გასარკვევად, რა დროსაც შეესწრო, რომ დააკავეს ი--------–---–ი და ჩასვეს მანქანაში, დაინახა სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც. შემთხვევის ადგილი ამ დროს ყვითელი ლენტით იყო შემოსაზღვრული. მოწმის განმარტებით, ადგილზე იმყოფებოდა მ------ ს-----–---–იც, რომელიც ცუდად იყო და ამშვიდებდნენ, მომხდარზე არაფერს ამბობდა.

5.1.13. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 11 ნოემბერს, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი მდებარე - თბილისი, ფ-------–- 3---- ვ------–--ის ქუჩა, კორპუსი №------------- დათვალიერებისას ამოიღეს მოწითალო ფერის ანაწმენდები, დანა მოწითალო ფერის ლაქებით (აღნიშნულ დანაზე, როგორც დანაშაულის იარაღზე მიუთითა მ------ ს-----–---–მა), 2 ცალი ჭიქა, „ნოკი--“ ფირმის მობილური ტელეფონი დაშლილ მდგომარეობაში, 1 ცალი პოლიეთილენის ბოთლი, სიგარეტის ნამწვები, ხალათი მოწითალო ფერის ლაქებით, 2 ცალი ჩუსტი, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი დ-------–---–ი, მონაწილე პირები: პ. დანდურაშვილი, ექსპერტები: მ-------–---–-------------–---–- და მოწმე მ. ს-----–---–ი).

5.1.14. ზემოთ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებისა და შესაბამისი ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ----- მ------–---–მა. მანვე დამატებით აჩვენა შემდეგი: 2018 წლის 11 ნოემბერს, გვიან ღამით შემოსული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილესთან მ------ ქ----–---–თან ერთად მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, მდებარე: თბილისში, ფ-------–- 3---- ვ------–--ის ქუჩა, კ------------------------ში. ბინიდან ამოღებული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული ნივთები, მათ შორის, დანა მოწითალო ფერის ლაქებით, ხალათი და ჩუსტები მოწითალო ფერის ლაქებით. საგამოძიებო მოქმედების დროს ექსპერტებმა გადაიღეს ფოტოსურათები, სათანადო წესით შეფუთეს და დალუქეს ამოღებული ნივთმტკიცებები, მოაწერეს ხელი და გადასცეს გამომძიებელს. მოწმის ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობდა გარდაცვლილის მეუღლე და გარეშე პირი (მამაკაცი). მოწმეს არ ახსოვს დანის ზუსტი აღწერილობა, თუმცა ახსოვს, რომ იყო სამზარეულოს დანა მოწითალო ფერის ლაქებით და ამოიღო შესასვლელში, თაღის ქვეშ, იატაკიდან.

5.1.15. ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 11 ნოემბერს, შპს „ნ--------------–სის“ მიმღები განყოფილებიდან ექთნის დამხმარე ვ-------–----აგან ამოიღეს თ----- ლ----------ას ტანსაცმელი, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ნ----------–---–-).

5.1.16. შპს „ნ--------------–სის“, 2018 წლის 11 ნოემბრისა და 20 ნოემბრის ცნობების თანახმად, პაციენტი თ----- ლ----------ა მოთავსებულია რეანიმაციის განყოფილებაში, ზოგადი მდგომარეობა კრიტიკულია, იმყოფება ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე, რის გამოც მისი დაკითხვა შეუძლებელია.

5.1.17. ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 23 ნოემბერს, შპს „ნ--------------–სის“ ექიმის ა-–---------- მ----------–-საგან ამოიღეს თ----- ლ----------ას ავადმყოფობის ისტორია 257 ფურცლად (გამომძიებელი დ-------–---–ი).

5.1.18. ზემოთ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებისა და შესაბამისი ოქმის სისწორე დაადასტურა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, შპს „ნ--------------–სის“ ექიმმა რეანიმატოლოგმა ა-–---------- მხარგრძელმა. მოწმემ განმარტა, რომ 2018 წლის 11 ნოემბერს, რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს პაციენტი თ----- ლ----------ა, რომელსაც კისრის არეში ჰქონდა ჭრილობა. მას არაერთი ოპერაცია ჰქონდა უკვე ჩატარებული, პირველივე წუთიდან იყო კრიტიკულ მდგომარეობაში და მიუხედავად გაწეული მკურნალობისა, იმავე განყოფილებაში გარდაიცვალა ისე, რომ გონზე არ მოსულა და იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. მოწმის განმარტებით, პირველად დაზიანებას - ჭრილობას კისრის არეში დაერთო არაერთი გართულება, რაც საბოლოოდ გახდა გულის გაჩერების მიზეზი.

5.1.19. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-------–--–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: შპს ,,ნ--------------–სის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №--------ან, მოქალაქე თ----- ლ----------ა მოუთავსებიათ აღნიშნულ კლინიკაში 11.11.2018 წ., სადაც დაესვა დიაგნოზი: კისრის მარჯვენა ზედაპირზე ნაკვეთი ჭრილობა მკერდლავიწდვრილისებრი კუნთის, კისრის და გულმკერდის სისხლძარღვების მრავლობითი დაზიანებით, მარჯვენა ზემო კიდურის მწვავე არტერიული გაუვალობა, გენერეალიზებული ათეროსკლეროზი. სუნთქვის მწვავე უკმარისობა, კისრის მარჯვენა ნახევრის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ღია ჭრილობა, ორმხრივი ჰემორაგიული ენდობრონქიტი, ანტიტეტანური იმუნიზაცია, იშემიური ინსულტი თავის ტვინის უკანა ცირკულაციის აუზში, მწვავე ინფარქტის კერებით ნათხემის მარჯვენა ჰომოსფეროსა და ჭიაში, მარჯვნივ საფეთქელ-კეფის წილში, მარცხნივ საფეთქელ -კეფის წილში და ორმხრივ თხემის წილებში, მარჯვენამხრივი ჰემოთორაქსი, ორმხრივი კატარალური ენდობრონქიტი, ტრაქეის ქვედა მესამედის და მარჯვენა მთავარი ბრონქის დეფორმაცია, ორმხრივი ჰიდროთორაქსი, ანემია, შოკი დაუზუსტებელი, თავის ტვინის შეშუპება, პოსტტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი, თირკმლების მწვავე უკმარისობა, ოლიგურია, ანურია, მეტაბოლური აციდოზი, ჰემოდიალიზი, გულის გაჩერება. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია ,,მარცხენა ზემო კიდურზე, კერძოდ, მტევნის მიდამოში და მარცხენა გულმკერდის მიდამოში აღენიშნება ნაკაწრ-ნაჩხვლეტი ჭრილობები“. დაზიანება კისრის მარჯვენა ზედაპირზე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის სახით მკერდლავიწდვრილისებრი კუნთის, კისრის და გულმკერდის სისხლძარღვის მრავლობით დაზიანებით (გვამის სასამართლო მედიკური წესით გამოკვლევისას-კისრის მარჯვენა ნახევარში გულმკერდის წინა მარჯვენა ზედაპირზე გარდამავლი სწორკიდეებიანი გაკერილი ჭრილობა მარჯვენა მხარ-თავის ღეროს და ლავიწქვეშა არტერიის გოფრირებული სინთეზური სისხლძარღვოვანი პროთეზით, მარჯვენა საძილე არტერიის და შიგნითა საუღლე ვენის პლასტიკის, საერთო საძილე არტერიიდან გამომავალი მცირე კალიბრის არტერიული ტოტების ლიგირება - ოპერაცია-მარჯვენა საძილე არტერიის და შიგნითა საუღლე ვენის პლასტიკა, ლავიწქვეშა არტერიის შუნტირება, მხარ-თავის ღეროს ენდარტერექტომია, თრომბექტორია ლავიწქვეშა, იღლიის და მხრის არტერიებიდან, მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის ნაკერი, არტეტიული ტოტების ლიგირება შემდგომი მდგომარეობა) განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავი-მჭრელი საგნის მოქმედებით და ცალკე, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში აღწერილ შემთხვევის დროს - 11.11.2018 წ. თ----- ლ----------ას სიკვდილის მიზეზის და ზემოთ აღწერილი ჭრილობის სიკვდილის ფაქტთან მიზეზობრივი კავშირის დასადგენად საჭიროა ჩატარდეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა სათანადო დარგის სპეციალისტების მონაწილეობით. გვამის გამოკლვლევის მონაცემების მხედველობაში მიღებით, მისი სიკვდილის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულ დროს - 23.11.2018 წ. 09:45 სთ.

5.1.20. თ----- ლ----------ას გვამის სასამართლო-მედიკური გამოკვლევისას აღენიშნებოდა: კედლის ამყოლი პლევრის ფურცელზე მარჯვენა ფილტვის როგორც ზედა, ასევე შუა და ქვედა წილების შესაბამისად შეხორცებითი პროცესები, რომელზეც შერჩენილია კედლის ამყოლი პლევრის ფურცლების მოგლეჯლი ფრაგმენტები/კიდეები უსწორო/, მარჯვენა ფილტვის სისხლით იმბიბირება/ალაგ ჰემოსტაზური ღრუბლის ფრაგმენტები/ ფილტვის ამყოლი პლევრის ფურცლის დაზიანება/ დაგლეჯილია, კიდეები უსწორო/, მარჯვენა ფილტვის ზედა და ქვედა წილის მიდამოებში თითო კვ. ნაკერით. გულმკერდის წინა მარჯვენა ნახევარში, მე-5-6 ნეკნთაშუა მიდამოში, სწორკიდეებიანი ჭრილობები (ნაოპერაციები და დრენაჟის ჩადგმის კვლებით, კანზე ფიქსირებული კვ. ნაკერებით) შესაბამისად კედლის ამყოლი პლევრის ფურცლის დაზიანებებით სწორკიდეებიანი ჭრილობების სახით-(სამედიცინო დოკუმენტაციით ოპერაცია: მარჯვენა მხრივი თორაკოტომია, ფილტვის დეფექტის გაკერვა, პლევრის ღრუს სანაცია-დრენირების შ/მდგ.). თ----- ლ----------ას გვამზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, ნაჭდევები და ნაკაწრები. ნაკაწრები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. დაზიანებები ცოცხალ პირთა სხეულის დაზიანებათა ხარისხის განსაზღვრისას, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ცოცხალ პირთა სხეულის დაზიანებათა ხარისხის განსაზღვრისას ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს. დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულ თარიღს 11.11.2018წ. თ----- ლ----------ას გვამზე მარცხენა მხარის შუა მესამედში, წინა-გარეთა ზედაპირზე არსებული მოყვითალო ფერის პერგამენტისებური უბანი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილის შემდგომ პერიოდში. თ----- ლ----------ას გვამზე არსებული სწორკიდეებიანი ჭრილობები თავის რბილ საფარზე, შესაბამისად ქალას ფუძის უკანა ფოსოს მიდამოში კეფის ძვალზე გარდამავლი მოოვალო ფორმის ხვრელოვანი დეფექტით და შესაბამისად მაგარ გარსზე სწორკიდეებიანი ჭრილობებით, გულმკერდის წინა მარჯვენა ნახევარში სწორკიდეებიანი ჭრილობები (ნაოპერაციები და დრენაჟის ჩადგმის კვლებით, კანზე ფიქსირებული კვ. ნაკერებით) შესაბამისად კედლის ამყოლი პლევრის ფურცლის დაზიანებებით. სწორკიდეებიანი ჭრილობების სახით, ნაჩხვლეტი ჭრილობები ვენების საპროექციოდ (მათ შორის კანქვეშა სისხლჩაქცევებით და ირგვლივ ნაკერების კლვებით); ნაოპერაციები მიდამოების შესაბამისად ნაჭდევები, ალაგ კანის აშრევებით და წერტილოვანი ხასიათის კანქვეშა სისხლჩაქცევებით წარმოადგენენ სამედიცინო მანიპულაციის კვალს.

5.1.21. ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 27 ნოემბერს, ექსპერტ ი--–-------- მიერ ბრალდებულ ია ს-----–---–ისაგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი დ-------–---–ი, მონაწილე პირები: კ---–----------ე, ადვოკატი ნ. ს--------ე-ა-–----ე).

5.1.22. ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 6 დეკემბერს, სპეციალისტ ლ-----------–---–ის მიერ თ----- ლ----------ას გვამიდან აღებული იქნა სისხლის ნიმუში, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი დ-------–---–ი).

5.1.23. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ს-------- ყ---------–მა დაადასტურა ექსპერტ ნ-----------–---–თან ერთად გაცემული, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოიგიური) ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: სეროლოგიური და გენეტიკური კვლევის შედეგად და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით: „...1 ც (ერთი) პოლიეთილენის ბოთლი მასში არსებული მუქი ფერის სითხით, ამოღებულია ბინაში, მისაღებ ოთახში , პატარა მაგიდის ქვეშ ლამინატის იატაკის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ბოთლზე (ობ. №1-3) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. - პაკეტში წარწერით: „... ობიექტი №1, №3 და №4 მოწითალო ფერის გუბეებიდან და მოწითალო ფერის ლაქიდან...“ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. №4-6) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ----- ლ----------ას (ობ. №44; პაკეტი, წარწერით: „...გარდაცვლილ თ----- ლ----------ას სისხლის ნიმუში...“). - პაკეტში წარწერით: „... ობიექტი №2 1 ც (ერთი) დანა მოწითალო ფერის ლაქებით. ამოღებულია ბინაში მისაღებ ოთახში შესასვლელშივე თაღის ქვეშ ლამინატის იატაკის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ დანაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. №7,8) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ----- ლ----------ას (ობ. №44). - პაკეტში წარწერით: „... ობიექტი №5 ნოკი-- ფირმის მობილური ტელეფონი მოწითალო ფერის ლაქებით დაშლილ მდგომარეობაში ამოღებულია სამზარეულოში მეტლახის იატაკის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ მობილურ ტელეფონზე (ობ. №9). მობილური ხუფზე (ობ.№10) და მკვებავ ელემენტზე (ობ. №11) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ----- ლ----------ას (ობ. №44) - პაკეტში წარწერით: „... ამოღებულია 2 ც (ორი) ჩუსტი მოწითალო ფერის ლაქებით...“ მოთავსებულ ჩუსტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. №12,13) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ----- ლ----------ას (ობ. №44) - პაკეტში წარწერით: „... ამოღებულია 1 ც (ერთი) თეთრი ხალათი მოწითალო ფერის ლაქებით...“ მოთავსებულ ხალათზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები (№14-16) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ----- ლ----------ას (ობ. №44). - პაკეტში წარწერით: „... ამოღებულია 1 ც (ერთი) დიდი ზომის და 2 ც (ორი) მცირე ზომის შუშის ჭიქა. ამოღებულია მისაღებ ოთახში არსებული პატარა მაგიდის ზედაპირიდან....“ მოთავსებულ ერთ-ერთ მცირე ზომის ჭიქაზე არსებული ბიომასალის (ობ. №22) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი--------–---–ს (ობ. №43; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში... ბრალდებული: ი---------–--ლი...“), ხოლო ამავე პაკეტში მოთავსებულ მეორე მცირე ზომის ჭიქაზე არსებული ბიომასალის (ობ. №20) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესი პირს და განსხვავდება ი--------–---–ის (ობ. №43) გენეტიკური პროფილისაგან. პაკეტში მოთავსებულ ე.წ. ფეხიან ჭიქაზე არსებული ბიომასალის (ობ. №17, 18) გენეტიკური პროფილები შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის თ----- ლ----------ას, ხოლო მინორული წილი და ობ. №20-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს. ჭიქების შიდა ზედაპირებზე არსებული ღია მოყავისფრო ლაქები (ობ. №18, 21 23) სისხლს არ წარმოადგენს. - პაკეტში წარწერით: „... ამოღებულია 13 ც (ცამეტი) სიგარეტის ნამწვი მისაღებ ოთახში პატარა მაგიდაზე არსებული საფერფლიდან...“ მოთავსებულ სიგარეტის ოთხ ცალ ნამწვზე არსებული ბიომასალის (ობ. №24,27,29,32) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ----- ლ----------ას (ობ. №44). პაკეტში მოთავსებულ რვა ცალ სიგარეტის ნამწვზე არსებული ბიომასალის (ობ. №25,26,28,30,31,34-36) გენეტიკური პროფილი, ობ. №20-ის გენეტიკური პროფილი და ობ. №17,18-ის მინორული წილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს. პაკეტში მოთავსებულ ერთ ცალ სიგარეტის ნამწვზე არსებული ბიომასალის (ობ. №33) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი, ობ №20,25,26,28,30,31,34-36- ის გენეტიკური პროფილი და ობ. №17,18-ის მინორული წილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს, ხოლო მინორული წილი ეკუთვნის თ----- ლ----------ას (ობ. №44). - პაკეტში წარწერით: „...თ---–----------ას ტანსაცმელი...“ მოთავსებულ ჯინსის შარვალზე (ობ. №37-39), მთლიანობადარღვეულ ჯემპრზე (ობ. №40) და მაისურზე (ობ. №41) და წინდაზე (ობ. №42) არსებული მოწითალო მოყავისფრო და მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ----- ლ----------ას (ობ. №44).

5.1.24. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ---- კ---------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, ქიმიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ერთი ცალი 1.0 ლ ტევადობის პეტ-ბოთლში არსებული სითხე წარმოადგენს ალკოჰოლურ სასმელს, რომელშიც ეთილის სპირტის მოცულობითი წილი შეადგენს 28%-ს.

5.1.25. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ა---- ტ-----–--ემ დაადასტურა თ--------–-----–---–სა და ქ--–----------ესთან ერთად გაცემული, სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამდე და ჩადენის დროს ი--------–---–ს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - შერეული პერსონოლოგიური აშლილობა - (კოდი F61; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), გართულებული ალკოჰოლიზაციით, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ი--------–---–ს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - შერეული პერსონოლოგიური აშლილობა, გართულებული ალკოჰოლიზაციით, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით, ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). შემდგომში, იზოლაციის პირობებში, მას განუვითარდა და ამჟამადაც უგრძელდება ზომიერად გამოხატული დეპრესიული ეპიზოდი (კოდი F32.1 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ამჟამად, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, ი--------–---–ს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მას ამჟამად არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც არ გამორიცხავს შეზღუდულ შერაცხადობას. ამჟამად ი--------–---–ი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. იგი საჭიროებს არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი ი--------–---–მა უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (რეკომენდირებულია შ.პ.ს. ,,აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ (ხონი-ქუტირი) პირობებში), არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით.

5.1.26. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: გ------- ფ-------------------------------------------–---–--------------------–---–-- დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით, ი---------–--ლის ბრალდების სს საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. გამომძიებელმა გ----------- დამატებით განმარტა, რომ მოწმე მ------ ს-----–---–ი გაეცნო გამოკითხვის ოქმს როგორც პირადად, ისე გარეშე პირის მეშვეობით, ხელი მოაწერა ნებაყოფლობით და არანაირი შენიშვნა ან პრეტენზია არ დაუფიქსირებია.

5.1.27. საქართველოს უსინათლოთა კავშირის, 2018 წლის 21 ნოემბრის, ცნობის თანახმად (დაცვის მხარის მტკიცებულება), ი--------–---–ი 1992 წლიდან არის საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი - მკვეთრად გამოხატული უსინათლო (პირველი ჯგუფის).

5.1.28. პირველი ინსტანციის სასამართლომ, გამოკვლეული მტკიცებულებებით, უტყუარად დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 11 ნოემბერს, თბილისში, ფ-------–- 3---- ვ------–--ის ქუჩა, კ------------------------ში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო, ურთიერშელაპარაკებისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ი--------–---–მა მასთან მუდმივად მცხოვრებ სიძეს (დის მეუღლეს) - თ----- ლ----------ას დანის გამოყენებით, მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება - ერთი ნაკვეთ - ნაჩხვლეტი ჭრილობა კისრის მარჯვენა არეში. სასამართლომ აღნიშნა, რომ ი--------–---–ის მხრიდან ამ დაზიანების მიყენების ფაქტი, არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ისე საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის პროცესში, დაცვის მხარე სადავოდ ხდიდა მხოლოდ ს-----–---–ის ქმედების განზრახვას. კერძოდ დაცვა ამტკიცებს, რომ სახეზე იყო არა ბრალდებულის განზრახი ქმედება, არამედ შემთხვევითობა. მისი მტკიცებით, მსჯავრდებულს ხელში ეკავა დანა და ცდილობდა თვითდაზიანების მიყენებას, თ---–----------ა კი - მის შეჩერებას. ამ დროს გარდაცვლილს შემთხვევით მოხვდა ს-----–---–ის ხელში არსებული დანა და მიადგა დაზიანება. პალატა განმარტავს, რომ სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის საჭიროა წარმოდგენილი მტკიცებულებების სწორი შეფასება და ამის შედეგად საქმის ფაქტობრივი გარემოებების სწორად დადგენა. სასამართლო პირველ რიგში ვალდებულია ზუსტად დაადგინოს რა მოხდა - რა ქმედება განახორციელა რეალურად ბრალდებულმა, შემდეგ კი მისცეს ამ ქმედებას სწორი სამართლებრივი შეფასება.

5.1.29. ფაქტობრივი გარემოებების სწორად და უტყუარად დადგენას ემსახურება კანონის არაერთი ნორმა, ასევე სასამართლო პრაქტიკა. მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტი-- ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელ----ტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

5.1.30. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეცამეტე ნაწილით დადგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის რაობა. კერძოდ, ეს სტანდარტი წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ცალსახაა, რომ კანონის ამ ნორმის თანახმად დასახელებული სტანდარტის არსებობისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ანუ რამდენიმე - არანაკლებ ორი მტკიცებულება. ამავდროულად პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

5.1.31. ის, თუ რომელი მტკიცებების ერთობლიობა ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს სასამართლომ კონკრეტული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენში აღნიშნა, რომ: „საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაცი--; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია“.

5.1.32. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ყველა თეორული - შესაძლო, მაგრამ ძნელად წარმოსადგენი და პრაქტიკულად განუხორციელებადი ვარიანტის გამორიცხვას. გონივრული ეჭვი არის მოვლენათა ისეთი განვითარების დაშვების შესაძლებლობა, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება და აფიქრებინებს, რომ დასახელებული ვერსია დასაშვებია, შესაძლოა პრაქტიკულად მომხდარიყო ასეთი რამ. შესაბამისად სასამართლო, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აფასებს სახეზეა თუ არა ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ისეთი მაღალი ალბათობით, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა გამოირიცხოს მოვლენათა სხვაგვარი განვითარების ალბათობა.

5.1.33. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01, ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ამავე საკითხზე ევროსასამართლომ საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა შემდეგი: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

5.1.34. ამრიგად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც განმარტავს იგივეს, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

5.1.35. მითითებული სტანდარტით, ჩამოთვლილი მტკიცებულებების შეფასებისას და შედეგად ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას, პირველ რიგში პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ს-----–---–ის მიერ გარდაცვლილისათვის, დანის გამოყენებით, დაზიანების მიყენების ფაქტი დადგენილია უდავოდ. მათ შორის შემთხვევის თვითმხილველი მოწმისა არაერთი წერილობითი მტკიცებულების საფუძველზე. უდავოა ასევე ლ----------ას სხეულზე მიყენებული დაზიანების ლოკაცია და ხარისხი - კისრის მარჯვენა ზედაპირზე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მკერდლავიწდვრილისებრი კუნთის, კისრის და გულმკერდის სისხლძარღვის მრავლობით დაზიანებით რაც განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავი-მჭრელი საგნის მოქმედებით და ცალკე, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. ამდენად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის სწორად გადაწყვეტისათვის პალატამ უნდა გაარკვიოს ის სადავო ფაქტობრივი გარემოება, მიაყენა თუ არა ეს დაზიანება ს-----–---–მა გარდაცვლილს განზრახ.

5.1.36. ამავე საკითხზე მსჯელობისას პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება მიაპყრო შემდეგს: ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ს-----–---–სა და ლ----------ას შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება საყოფაცხოვრებო საკითხზე, რაც საკმარისი საფუძველი გახდა ს-----–---–ისათვის, რომ დანის გამოყენებით სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიეყენებინა კისრის არეში ლ----------ასათვის, ანუ გამოკვეთა განზრახი ქმედების ჩადენის მოტივი. ამ დროს ლ----------ასაგან არანაირი საშიშროება არ მოდიოდა, მას არც ცივი იარაღი ჰქონდა და არც რაიმე ისეთი საგანი, რომელიც ს-----–---–ის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიდა. ბრალდებულის განზრახვაზე ასევე მიუთითებს ის ფაქტი, რომ კონფლიქტი მიმდინარეობდა ბინის შესასვლელში, რა დროსაც ი--------–---–მა დატოვა კონფლიქტის ადგილი, გავიდა სამზარეულოში, აიღო დანა და უკან დაბრუნდა ლ----------ასათვის დაზიანების მისაყენებლად. ამავე დროს სასამართლომ გაითვალისწინა მოწმე მ------ ს-----–---–ის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა, რომ ალკოჰოლის მიღების შემდეგ ბრალდებული ხდებოდა აგრესიული. პირველი ინსტანციის სასამართლოს აზრით, ეს ფაქტობრივი გარემოებები ყოველგვარ ლოგიკურ საფუძველს აცლის დაცვის მხარის ვერსი-- და თვითონ მოწმე მ------ ს-----–---–ის სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებას, რომ ბრალდებულს დანა უნდოდა თვითდაზიანების მისაყენებლად. ასეთის არსებობის პირობებში, აუხსნელია რატომ გადაწყვიტა ი--------–---–მა თვითდაზიანების მიყენება სიძის თვალწინ მაშინ, როდესაც აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შესაძლებელი იყო სამზარეულოშიც. ი--------–---–ის განზრახვას ასევე ამყარებს და მთელი სისრულით ადასტურებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ლ----------ასათვის მიყენებული დაზიანება კისრის მარჯვენა ზედაპირზე, განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავი-მჭრელი საგნის მოქმედებით და ცალკე, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.

5.1.37. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2018 წლის 11 ნოემბერს განვითარებული მოვლენების ანალიზი, კერძოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირებს შორის კონფლიქტის დაწყება და მიმდინარეობა, ი--------–---–ის მიერ სხვა ოთახიდან დანის გამოტანა, ლ----------ასათვის მიყენებული დაზიანებების ლოკალიზაცია (ადგილი, სადაც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არტერიები) და ხარისხი პირველი ინსტანციის სასამართლოს აზრით, მიუთითებს, რომ ბრალდებულის განზრახვა ქმედების ჩადენისას მიმართული იყო ლ----------ას სიცოცხლის მოსპობისაკენ.

5.38. ამავე სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ვერ დადგინდა ი--------–---–ის მიერ მიყენებული დაზიანების მიზეზობრივი კავშირი დამდგარ სიკვდილთან (აღსანიშნავია, რომ დანიშნულია კომისიური ექსპერტიზა სათანადო დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, თუმცა დღეის მდგომარეობით შედეგები უცნობია), სახეზეა პირის მიერ განხორციელებული განზრახი ქმედების მცდელობა და არა დასრულებული დანაშაული.

5.1.39. პალატა ეთანხმება რა პირველი ინსტანციის სასამართლოს ხსენებულ დასკვნებს და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ პასუხი გაცემული აქვს თითქმის ყველა იმ გარემოებას, რაზეც დაცვის მხარე აპელირებდა და რის საფუძველზეც ითხოვდა სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებას. პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებს, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43). სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

5.1.40. მიუხედავად აღნიშნულისა, პალატა ყურადღებას დამატებით შეაჩერებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე და მიუთითებს კიდევ რამდენიმე ფაქტობრივ გარემოებაზე, რაც პალატის აზრით, კიდევ უფრო ამყარებს მკვლელობის განზრახვის არსებობას. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით, ს-----–---–ი შემთხვევის დროს იყო შეზღუდული და არა სრულიად შერაცხადი. ამდენად, ამ დროისათვის მის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ კაცი მოკლა უპირობოდ არ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც იმ პირის განმარტებები, რომელსაც არ შეუძლია მისცეს ჩვენება. ფაქტია, რომ მან არაერთხელ და არერთ ადამიანს განუცხადა კაცი მოვკალიო. ამავე დროს ერთხელაც არ უთქვავს ეს შემთხვევით მომივიდაო. გასაგებია, რომ ასეთი მტკიცებულება, ცალკე აღებული ვერ იქნება გადამწყვეტი და არსებითი. თუმცა პალატა მას აფასებს ზემოთ დასახელებული სასამართლო პრატიკის შესაბამისად (იხ. ამ განაჩენის პუნქტი 5.1.31) და აღნიშნავს, რომ ის სრულ შესაბამისობაშია საქმის სხვა მტკიცებულებეთან. მათ შორის მოწმე მარინა ს-----–---–ის ჩვენებასთან (მისი გამოკითხვის ოქმიც გამოკვლეულია სასამართლოში საქმის განხილვისას), შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან და სხვა წერილობით მტკიცებულებებთან.

5.1.41. მსჯავრდებულის მხედველობასთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მასსა და გარდაცვლილს შორის კონფლიქტი მოჰყვა ინტერნეტის თანხის გადახდის გამო დაწყებულ საუბარს. ამას ადასტურებს მოწმე მ------ ს-----–---–ის ჩვენება, რომლის თანახმადაც ი--------–---–ი არკვევდა გადაიხადა თუ არა გარდაცვლილმა თანხა. გამოდის, რომ მსჯავრდებული სარგებლობდა ინტერნეტით, რაც მხედველობის სრულად არ არსებობის პირობებში შეუძლებელია. მსჯავრდებულის დამკავებელი პოლიციელის ჩვენების და დაკავების ოქმის თანახმად ი--------–---–მა, მხედველობის პრობლემის მიუხედავად ხელი მოაწერა ამ ოქმს. ხელმოწერა ოქმზე მართლაც ფიქსირდება. ამდენად, ი--------–---–ს, დანაშაულის ჩადენის დროისათვის შეეძლო დაენახა და გაერჩია მასთან ახლოს მდგომი (მასთან ფიზიკურ კონტაქტში მყოფი) ადამიანი.

5.1.42. საკითხის გადაწყვეტისას პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას მსგავს შემთხვევებთან მიმართებაში. კერძოდ, საკასაციო პალატამ, 2018 წლის 20 თებერვლის, N527აპ-17 განაჩენში განმარტა, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (პუნქტი 29).

5.1.43. ამდენად, პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ი--------–---–მა გარდაცვლილს დაზიანება მიაყენა განზრახ. ამავე დროს, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა მიზეზობრივ კავშირს ი--------–---–ის მიერ მიყენებულ დაზიანებასა და თ----- ლ----------ას გარდაცვალებას შორის.

5.2. ქმედების სამართლებრივი შეფასება

5.2.1. პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება, მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, შედეგი - სიკვდილის სახით და მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, ქმედება, რომელიც უშუალოდ მიმართულ იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ ბოლომდე არ იქნა მიყვანილი, არის დანაშაულის მცდელობა.

5.2.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას. ამდენად, ბრალდებულის ქმედების განზრახ ქმედებად მიჩნევისათვის აუცილებელია, მას გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ის, ან ითვალისწინებდეს მის გარდაუვალობას, ან არ სურდეს, თუმცა შეგნებულად უშვებდეს მას ან გულგრილად ეკიდებოდეს მის დადგომას. გარდა ამისა, ხსენებული მიზნის მისაღწევად პირმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც მასზეა დამოკიდებული და მისი განზრახვის სისრულეში არ მოყვანა გამოწვეული უნდა იყოს მისგან დამოუკებელი მიზეზების გამო.

5.2.3. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

5.2.4. პალატა სამართლებრივად აფასებს იმ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობას, რაც დადგენილია წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, კერძოდ: სახეზეა მოცემულობა, რომლის თანახმადაც ი--------–---–მა თ----- ლ----------ას, დანის გამოყენებით, მიაყენა დაზიანება კისრის მარჯვენა ზედაპირზე, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგინდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ამ დაზიანებების მიყენებისას ს-----–---–ი მოქმედებდა მოკვლის განზრახვით. ამასთან, გაურკვეველია გამოიწვია თუ არა ი--------–---–ის მიერ მიყენებულმა დაზიანებამ სიკვდილი. ამ საკითხის გარკვევა საჭიროებს სპეციალურ ცოდნას და როგორც წესი ის დგინდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგად. განსახილველ შემთხევვაში ასეთი დასკვნა სასამართლოს არ წარდგენია. გამოკვეული მტკიცებულებებით დასტურდება და მხარეებსაც სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ი--------–---–ი და მისი დის მეუღლე, თ----- ლ----------ა ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

5.2.5. ამრიგად, კანონის შესაბამისად გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილი, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ი--------–---–მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 19. 108-ე მუხლით (2018 წლის 11 ნოემბერს მოქმედი რედაქცია). შესაბამისად, არც დაცვის და არც ბრალდების სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ი--------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

7. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

7.1. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

7.2. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

7.3. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

7.4. პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. პალატა ხაზს უსვავს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

7.5. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად: 1. დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. 2. დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

7.5. საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს.

7.6. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება ი--------–---–ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების პირობებში.

7.7. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნა - თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხი გახდა, სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.

7.8. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამდე და ჩადენის დროს ი--------–---–ს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - შერეული პერსონოლოგიური აშლილობა - (კოდი F61; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), გართულებული ალკოჰოლიზაციით, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ი--------–---–ს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა-შერეული პერსონოლოგიური აშლილობა, გართულებული ალკოჰოლიზაციით, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით, ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). შემდგომში, იზოლაციის პირობებში, მას განუვითარდა და ამჟამადაც უგრძელდება ზომიერად გამოხატული დეპრესიული ეპიზოდი (კოდიF32.1 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ამჟამად, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, ი--------–---–ს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მას ამჟამად არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც არ გამორიცხავს შეზღუდულ შერაცხადობას. ამჟამად ი--------–---–ი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. იგი საჭიროებს არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი ი--------–---–მა უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (რეკომენდირებულია შ.პ.ს. ,,აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ (ხონი-ქუტირი) პირობებში), არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით.

დასახელებული ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ ი--------–---–მა სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი გამოჯანმრთელებამდე უნდა მოიხადოს აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი-ქუტირი), რის შემდეგაც სასჯელის მოხდა უნდა გაუგრძელდეს საერთო წესით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი--------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ--- ს--------ე-ა-–----ის, ასევე თ---–--------------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ა---------ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგის, 2019 წლის 24 ივლისის, განაჩენი ი--------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

ი--------–---–ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 111. 108-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 111. 19. 108-ე მუხლზე.

ი--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 19. 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ ი--------–---–ს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდა განესაზღვროს აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი-ქუტირი) მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გაგრძელდეს საერთო წესით.

მსჯავრდებულ ი--------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 11 ნოემბრიდან.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- 2 (ორი) ცალი დისკი და თ.ლ----------ას სამედიცინო ისტორია შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;

- „ნოკი--“ ფირმის მობილური ტელეფონი, ჭიქები, პოლიეთილენის ბოთლი, ხალათი და ერთი წყვილი ფეხსაცმელი დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირებს;

- მოწითალო ფერის ანაწმენდები, დანა, სიგარეტის ნამწვები, ი-------–---–ის ნერწყვის და თ---–----------ას სისხლის ნიმუშები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- თ---–----------ას ტანსაცმელი დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს (ნ---- ლ----------ას) ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ------- მრელაშვილი

 

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

 

ხვიჩა კიკილაშვილი