განაჩენი

სისხლის სამართლის 12.02.2020
საქმის ნომერი
200100119002905894
ინსტანცია
თარიღი
12.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 200100119002905894

საქმე №1ბ/540-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

3 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

ვახტანგ ლობჟანიძის, ბეჟან ნემსაძის, მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: დ----------–-------

ადვოკატის: ბ-------------–---–--

მსჯავრდებულის: შ------------------

თარჯიმნის: ა---------–----------

მონაწილეობით,მსჯავრდებულ შ------------------ ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ-------------–---–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე შ------------------------------- მიმართ - დაბადებული 1----–-–------------------ ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: თ--–---------------------–-----------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 აგვისტოს განაჩენით, შ----------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმა 3000(სამი ათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმა 3000(სამი ათასი)ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით -ჯარიმა 4000(ოთხი ათასი)ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ, შ------------------ განესაზღვრა 15(თხუთმეტი)წლით თავისუფლების აღკვეთა; დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 10.000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი და შ------------------ ლ-------------------- სასარგებლოდ დაეკისრა 18.000 (თვრამეტი ათასი) აშშ დოლარის გადახდა;

დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი და შ------------------ ნ---------–-------- სასარგებლოდ დაეკისრა 600 (ექვსასი) აშშ დოლარის გადახდა.

დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი და შ------------------ ს--–-------------------- სასარგებლოდ დაეკისრა 2500 (ორი ათას ხუთასი) აშშ დოლარის გადახდა.

მსჯავრდებულ შ------------------ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 21 თებერვლიდან.

შ------------------ მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, სხვისი ნივთის დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ორი ეპიზოდი);

მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2006 წლის 10 სექტემბერს შ----------------- მივიდა თანასოფლელ ლ--------------------თან და სთხოვა მას გარკვეული დროით ესესხებინა ფულადი თანხა, სანაცვლოდ შეპირდა საჩუქარს და თანხის დაბრუნებას დათქმულ ვადაში. შ-----------------მ ასეთი დაპირებით მოატყუა ლ-------------------- იმავე დღეს გამოართვა ფულადი თანხა, 18.000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც აღარ დაუბრუნა, მთლიანად მიისაკუთრა და მიიმალა.

აღნიშნული ქმედებით შ-----------------მ დაზარალებულს მიაყენა 18.000 აშშ დოლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

2006 წლის 25 ოქტომბერს შ----------------- მივიდა ნ---------–--------თან და სთხოვა მას გარკვეული დროით ესესხებინა ფულადი თანხა, სანაცვლოდ შეპირდა თანხის დაბრუნებას დათქმულ ვადაში, ამავე დროს აღუთქვა, რომ თავისი მაღაზიიდან აჩუქებდა სხვადასხვა ნივთებს. შ-----------------მ ამგვარი დაპირებით ნ---------–-------- იმავე დღეს გამოართვა ფულადი თანხა, 600 აშშ დოლარის ოდენობით, რაც მთლიანად მიისაკუთრა, აღარ დაუბრუნა და მიიმალა.

აღნიშნული ქმედებით შ-----------------მ დაზარალებულს მიაყენა 600 აშშ დოლარის ოდენობით მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2006 წლის ოქტომბრის თვეში, რიცხვი უცნობია, შ----------------- მივიდა ს--–--------------------თან და სთხოვა გარკვეული დროით ესესხებინა ფულადი თანხა, სანაცვლოდ შეპირდა საჩუქარს და თანხის დაბრუნებას დათქმულ ვადაში.

შ-----------------მ ამგვარი დაპირებით და ნდობის ბოროტად გამოყენებით ს--–-------------------- გამოართვა ფულადი თანხა, 2500 აშშ დოლარის ოდენობით, რაც მთლიანად მიისაკუთრა, აღარ დაუბრუნა და მიიმალა. აღნიშნული ქმედებით შ------------ დაზარალებულს მიაყენა 2500 აშშ დოლარის ოდენობით მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ შ------------------ ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ-------------–---–--- რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და შ------------------ მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. ასევე, ადვოკატმა ალტენატივის სახით მოითხოვა მსჯავრდებულ შ------------------ მიმართ სასჯელის დანიშვნა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით და მის მიმართ 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გავრცელება.

ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, ვინაიდან სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული ყველა მტკიცებულება, რომელთა ანალიზი მიიყვანდა სასამართლოს იმ დასკვნამდე, რომ შ------------------ თაღლითობა არ ჩაუდენია. ფორმალურად იქნნენ დაკითხულები მხოლოდ დაზარალებულები და რამდენიმე მოწმე. ასევე მოწმეები ტენდენციურად არიან დაკითხულები გამოძიების ეტაპზე. სასამართლოს სრულყოფილად არ მოუხდენია გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება.

სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოიკვლია მტლიცებულებები საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა შ------------------ გამართლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოცემულ არგუმენტაციას, ვინაიდან ის არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან და მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ლ-------------------- განაცხადა, რომ იგი იცნობს შ------------------. 2006 წლის სექტემბრის თვეში შ----------------- მივიდა მასთან და სთხოვა ესესხებინა ფულადი თანხა, რომელიც სჭირდებოდა ბ-------- საქონლის ჩამოსატანად. დაპირდა, რომ შემდეგ რაც უნდოდა, ჩამოტანილი საქონლიდან აეღო. მოწმემ თავის სახლში გადასცა შ------------------ 18 000 აშშ დოლარი, რასაც ესწრებოდა დედამისი - ჯ--–------------------- ლ-------------------- ეს თანხა რემონტისთვის ჰქონდა შენახული და განუმარტა შ-------- რომ რემონტს როდესაც დაიწყებდნენ, მაშინ დაებრუნებინა. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ შ----------------- სოფლიდან იყო წასული ა------------–-- ის რამდენჯერმე იყო შ------------------ ოჯახში მისული, თუმცა ეუბნებოდნენ, რომ არ იცოდნენ, სად იყო შ------- ეს უკანასკნელი მას შემდეგ არ დაკავშირებია და მისთვის თანხა, ან თანხის ნაწილი არ დაუბრუნებია. მოწმემ მხარი დაუჭირა სამოქალაქო სარჩელს და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება. ასევე, თანახმობა განაცხადა, რომ შ------------------ მიმართ გავრცელდეს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ კანონი.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ნ---------–-------- უჩვენა, რომ შ----------------- არის მისი სკოლელი, თანასოფლელი და დიდი ხანია იცნობს მას. 2006 წლის 25 ოქტომბერს მან შ------------------ მისცა 600 აშშ დოლარი, რომელიც შ------- სჭირდებოდა მაღაზიისთვის საქონლის ჩამოსატანად. ასევე დაპირდა, რომ ამ საქონლიდან ბავშის ტანსაცმელს მისცემდა. დაახლოებით 2 თვის შემდეგ შეხვდნენ მას შ----------------- და მისი მეუღლე, რომელსაც მოსთხოვა კუთვნილი თანხა. შ------- განუმარტა, რომ მასაც ასაღები ჰქონდა ფული და როგორც კი მისცემდნენ, დაუბრუნებდა, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ სახლშიც იყო მისული შ------------------თან, რომელიც კვლავ დაპირდა რომ სახლს გაყიდდა და ფულს დაუბრუნებდა, მაგრამ არაფერი მიუცია. მოგვიანებით გაიგო, რომ შ----------------- ბ----–- წავიდა. მას თანხა პროცენტით არ გაუსესხებია, ვინაიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდა შ------------------თან, ამიტომ ასესხა. მას შემდეგ შ----------------- აღარ დაკავშირებია და თანხის თაობაზე არაფერი უთქვამს. მოწმემ მხარი დაუჭირა სამოქალაქო სარჩელს და ითხოვა ზიანის ანაზღაურება. ასევე, განაცხადა, რომ შ------------------ მიმართ გავრცელდეს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ს--–-------------------- უჩვენა, რომ შ----------------- არის მისი შვილის სიძის ნათესავი. 2006 წლის ოქტომბრის თვეში მოწმეს დაურეკა მისმა შვილმა - ფ------------------------ და უთხრა, რომ შ------------------ სჭირდებოდა 2500 აშშ დოლარი. ფ----------- იცოდა, რომ ს--–-------------------- ჰქონდა აღნიშნული თანხა, რის გამოც უარი ვერ უთხრა. თავად შ-----------------ც იყო მასთან მისული ფულის სათხოვნელად. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მან და ფ------------------------ შ------------------ ერთად გადასცეს 5000 აშშ დოლარი, საიდანაც 2500 აშშ დოლარი იყო ს--–--------------------, ხოლო 2500 აშშ დოლარი ფ------------------------ კუთვნილება. შ------ დაპირდათ, რომ 14-15 დღეში დაუბრუნებდა თანხას, თუმცა არ დაუბრუნებია. როდესაც მიაკითხეს ორი კვირის შემდეგ, შ-----------------მ უთხრა, რომ ბ----–- მიდიოდა საქონლის ჩამოსატანად და მისცემდა ამ თანხას. შემდეგ კიდევ მიაკითხეს, თუმცა შ------ ისე წავიდა ბ----–-, მათთვის თანხა არ მიუცია. მოწმემ დაადასტურა, რომ შ------------------ უნდა დაებრუნებინა ის თანხა, რაც ასესხა, მისთვის პროცენტი არ უნდა გადაეხადა და არც გადაუხდია. ს--–-------------------- მხარი დაუჭირა სამოქალაქო სარჩელს და ითხოვა ზიანის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმე ფ------------------------ განაცხადა, რომ შ----------------- არის მისი სიძის ნათესავი. 2006 წელს, თვე და რიცხვი არ ახსოვს, შ-----------------მ დაურეკა და უთხრა, რომ ძალიან სჭირდებოდა 5000 აშშ დოლარი. მოწმემ უთხრა, რომ მას მხოლოდ 2500 დოლარი ჰქონდა, თუმცა შ------- სთხოვა, რომ საქონელი ჰქონდა ბ-------- ჩამოსატანი, ფული ძალიან სჭირდებოდა და იქნებ ეშოვა, ამასთან დაპირდა, რომ ბ-------- საჩუქრებს ჩამოუტანდა. მოწმემ დაურეკა დედამისს და სთხოვა შ-------თვის 2500 აშშ დოლარი ესესხებინა, თუ ჰქონდა. შ----------------- თვითონაც იყო მისული დედამისთან. ამ უკანასკნელმა უარი არ უთხრა, ფ----------- მოიტანა 2500 აშშ დოლარი, რასაც თავად დაამატა თავისი კუთვნილი 2500 აშშ დოლარი და ერთობლივად 5000 აშშ დოლარი გადასცეს შ------------------. ფ------------------------ დაადასტურა, რომ ეს თანხა შ------------------თვის პროცენტით არ გადაუციათ, 2 კვირაში უნდა დაებრუნებინა იმდენი, რაც ასესხეს. იგი პირდებოდა, რომ მალე მისცემდა თანხას, ზოგჯერ იმალებოდა, ბოლოს კი ბ----–- გაიქცა ისე, რომ ფული არ დაუბრუნებია. როგორც შემდეგ გაიგო, მას სხვა ბევრი ადამიანისგან ჰქონდა თანხები გამორთმეული, რომლებიც ასევე არ დაუბრუნებია.

მოწმე ჯ--–------------------- მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის დაზარალებულ ლ-------------------- დედა. მისმა შვილმა 2006 წლის სექტემბერში 18000 აშშ დოლარი ასესხა შ------------------. ეს უკანასკნელი შეპირდა, რომ ვალს ძალიან მალე დაუბრუნებდა, მაგრამ მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, არ დაუბრუნებია. შ----------------- გაიქცა საქართველოდან და იმყოფება ქალაქ ბ----–-.

მოწმე თ------------------ მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ნ---------–------- არის მისი მეუღლე. 2006 წლის 25 ოქტომბერს ის და მისი მეუღლე სტუმრად იყვნენ მეზობელთან ლ--------------------თან, სადაც მივიდა შ----------------- და მის მეუღლეს სთხოვა ფული ესესხებინა. მისმა მეუღლემ 600 აშშ დოლარი ასესხა შ-------. ფული როცა დასჭირდათ, ისინი მივიდნენ შ------------------თან, რომელიც შეპირდა, რომ ორ დღეში დაუბრუნებდა ვალს, მაგრამ აღარ დაუბრუნებია. იგი წავიდა საქართველოდან და იმყოფება ქალაქ ბ----–-, მას შემდეგ ვეღარ უკავშირდებიან.

მოწმე ე--------------------- მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ დედამისმა ს--–-------------------- და დამ ფ------------------------ შ------------------ ერთი კვირის ვადით ასესხეს 5000 აშშ დოლარი. შ----------------- ვალს არ უბრუნებდა მათ, რის გამოც ხან თვითონ, ხან მისი და აკითხავდნენ სახლში და ფულის დაბრუნებას სთხოვდნენ. შ----------------- პირდებოდათ თანხის დაბრუნებას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ატყუებდა მათ. რამდენიმე ხნის შემდეგ გაიგეს, რომ მათ გარდა შ------------------ სხვებისგანაც უსესხია თანხა და საქართველოდან გაქცეულა.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე შ-----------------მ თავი არ ცნო დამნაშავედ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში და განაცხადა, რომ ლ-------------------- სესხის სახით გამოართვა 18000 აშშ დოლარი - 2004 წელს; ნ--------------------- დაახლოებით 2005 წელს გამოართვა 600 აშშ დოლარი; ხოლო ს--–-------------------- იგი არ იცნობს, მის შვილს ფ------------------------ ესესხა 5000 აშშ დოლარი, რა დროსაც ს--–------------------- იქ არ ყოფილა. იგი აღნიშნულ თანხებში ყოველთვიურად იხდიდა პროცენტებს, სწორედ იმის გამო ვერ შეძლო ვალის გასტუმრება, რომ მაღალი პროცენტი ჰქონდა, კერძოდ, ლ-------------------- 1000 დოლარს უხდიდა თვეში, 2 წლის განმავლობაში; ნ--------------------- უხდიდა 60 ლარს; ხოლო ფ------------------------ 500 ლარს. შ------------------ განმარტებით, მან აღნიშნული თანხები მოახმარა კუთვნილ მაღაზიას, საიდანაც წლიურად 20.000 ლარი ჰქონდა შემოსავალი, თუმცა მოგვიანებით გაუჭირდა. 2007 წლის მარტში იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო. ამ დროს დაზარალებულებს არ დაკავშირებია, ვინაიდან მას შემდეგ, რაც პოლიციასთან პრობლემები შეექმნა, ბიძამისი - ე-–---------------- დაპირდა, რომ ყველაფერს თვითონ მოაგვარებდა. მან ბიძას დაუტოვა ოქრო, საქონელი და მაღაზია, რაც უნდა გაეყიდა და დაზარალებულები გაესტუმრებინა. ე-–---------------- დაპირდა, რომ ყველაფერს მიხედავდა, ამიტომ არც ბ-------- დაკავშირებია დაზარალებულებს. მათი მოტყუების სურვილი არ ჰქონია, სხვა შემთხვევაში პროცენტებს არ გადაიხდიდა.

პალატა მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, განზრახ დანაშაულს წარმოადგენს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს შეგნებული აქვს, რომ იგი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა. ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა მოტყუებით და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლოს სხვის ნივთს, ან მიიღოს ქონებრივი უფლება.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ შ------------------ დაზარალებულების: ლ--------------------, ნ---------–-------- და ს--–-------------------- მიმართ გააჩნდა გარკვეული ფინანსური ვალდებულებები. აღნიშნული გარემოება არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ. რაც შეეხება საკითხს, რომ აღნიშნული ფინანსური ვალდებულებების აღებისას შ------------------ ჰქონდა წინასწარ განზრახული, მოქალაქეთა კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად, მოქმედებდა ის დაზარალებულებთან სპეციალური ხერხის - მოტყუების გამოყენებით, სააპელაციო პალატის წინაშე უტყუარად იქნა დადასტურებული დაზარალებულების და მათი ოჯახის წევრების ჩვენებებით.

დაზარალებულებმა ლ--------------------, ნ---------–-------- და ს--–-------------------- დეტალურად განმარტეს, თუ როდის, რა ვითარებაში და რა ოდენობის თანხები გადასცეს შ------------------, საიდანაც მსჯავრდებულს მათთვის არაფერი დაუბრუნებია, აღნიშნულიდან გამომდინარე ისინი თავს თვლიან მოტყუებულად. მათი ჩვენებები დადასტურებულია და სრულ შესაბამისობაშია მოწეების ფ------------------------, ე---------------------, ჯ--–------------------- და თ------------------ ჩვენებებთან, რომლებიც დაზარალებულების იდენტურად აღწერენ, თუ როგორ მოატყუა მათი ოჯახის წევრები შ-----------------მ, ესესხა მათ ფულადი თანხები და მიიმალა ისე, რომ არც ერთი დაზარალებულის ვალი არ დაუბრუნებია.

პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის განმარტებას, რომ შ----------------- ორი წლის განმავლობაში იხდიდა პროცენტებს. აღნიშნული პოზიციის გასამყარებლად დაცვის მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, ხოლო დაზარალებულების და მოწმეთა ურთიერთშეთანხმებული ჩვენებებით ცალსახად დგინდება, არ იღებდნენ არანაირი სახის საპროცენტო სარგებელს. მათ შ------------------ თანხები ასესხეს მხოლოდ მათ შორის არსებული წინარე ურთიერთობიდან და ნდობიდან გამომდინარე. მათ იცოდნენ, რომ შ------------------ ჰქონდა მაღაზია, რომლის შემოსავლიდანაც შეძლებდა მათი ვალების გასტუმრებას, ასევე შ----------------- დაპირდათ, რომ თანხის დაბრუნებასთან ერთად საჩუქრებსაც ჩამოუტანდათ. ასევე, ვერ იქნება გაზიარებული შ------------------ პოზიცია, რომ მან ლ--------------------, ნ---------–-------- და ს--–--------------------გან ფულადი თანხები ისესხა 2004-2005 წლებში. როგორც დაზარალებულების ჩვენებებით, ასევე წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ მათ მიერ შ------------------ათვის თანხების მიცემა მოხდა 2006 წლის შემოდგომით, ხოლო 2007 წლის მარტში შ-----------------მ დატოვა საქართველოს ტერიტორია, რის შემდეგაც დაზარალებულებთან არანაირი კავშირი აღარ ჰქონია. შესაბამისად, იგი სასამართლოს აწვდის ცრუ ინფორმაციას, როდესაც განმარტავს, რომ დაზარალებულებს 2004-2005 წლიდან 2 წლის განმავლობაში უხდიდა პროცენტს.

პალატის აზრით, ლოგიკურ მსჯელობას მოკლებულია შ------------------ განმარტება იმ საკითხთან დაკავშირებითაც, რომ, როდესაც მან საქართველო დატოვა, ბიძას - ე-–---------------- დაუტოვა ოქრო, საქონელი, ასევე მაღაზია და ამ უკანასკნელს უნდა გადაეხადა დაზარალებულებისათვის მათი კუთვნილი თანხები. იმ პირობებში, როდესაც შ----------------- ადასტურებს, რომ მისი საქართველოდან წასვლის მიზეზი იყო პოლიციასთან პრობლემების შექმნა, რის გამოც ძალიან შეეშინდა, გაურკვეველია, რა მიზანს ემსახურებოდა ბიძისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ღირებულების ქონების დატოვება და მისთვის ვალდებულების გადაბარება, მაშინ, როდესაც თავადაც შეეძლო დაკავშირებოდა დაზარალებულებს და დაებრუნებინა მათი კუთვნილი თანხები. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება, ე-–----------------ს მხრიდან შ------------------ ქონების გადაბარების და დაზარალებულების წინაშე რაიმე ვალდებულების აღების ფაქტი. აღნიშნულის თაობაზე არ საუბრობენ არც დაზარალებულები და მათ პრეტენზია გააჩნიათ მხოლოდ შ------------------ მიმართ. ყოველივე აღნიშნულის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შ----------------- 2007 წლის მარტში ქვეყნის დატოვებიდან მის დაკავებამდე, 12 წლის განმავლობაში, არ დაკავშირებია დაზარალებულებს და მათთვის არ გადაუხდია თანხის მცირედი ნაწილიც კი, აშკარაა, რომ მან გამოიყენა სწორედ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულისათვის დამახასიათებელი ხერხი, ისარგებლა დზარალებულებთან ნათესაური, ახლო ურთიერთობით, დაზარალებულების მხრიდან მისდამი არსებული ნდობით. ამასთან, იმის გამო, რომ გაეადვილებინა მათი მოტყუება და მარტივად დაეთანხმებინა ისინი თანხის გადაცემაზე, საჩუქრებსაც დაპირდა და ამ გზით დაეუფლა ლ--------------------- კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, ხოლო ნ---------–-------- და ს--–-------------------- კუთვნილ იმ ოდენობის თანხებს, რითაც დაზარალებულებს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

ამდენად, დაცვის მხარის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მხოლოდ სამოქალაქო სამართლით რეგულირებადი სასესხო ურთიერთობები, საფუძველს მოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად, შესაძლებელია ცალსახად და დადასტურებულად იმის მტკიცება, რომ სასამართლოში გამოკვლეული იქნა პირდაპირი სახის მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ შ------------------ მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას.

რაც შეეხება შ------------------ მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ შ------------------ მიერ დანაშაულები ჩადენილია 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე, შესაბამისად მის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას აღნიშნული კანონის მოთხოვნები. კერძოდ, ვინაიდან დაზარალებულებმა ლ-------------------- და ნ---------–-------- თანხმობა განაცხადეს შ------------------ მიმართ 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელებაზე, ამავე კანონის მე-11 მუხლის თანახმად, იგი უნდა გათავისუფლდეს ლ-------------------- და ნ---------–-------- ეპიზოდებისათვის დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან. ხოლო ვინაიდან ს--–-------------------- არ განაცხადა თანხმობა მსჯავრდებულის მიმართ აღნიშნული შეღავათის გავრცელებაზე, ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, შ------------------ 1/3-ით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 05 აგვისტოს განაჩენით, შ------------------ მიმართ დანაშაულთა ერთობლიობის პირობებში გამოყენებული იქნა სასჯელთა შეკრების პრინციპი.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას - ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს“.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ შ------------------ საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 აგვისტოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 536-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ შ------------------ ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ-------------–---–-- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2.თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 აგვისტოს განაჩენში შევიდეს ცვლილება;

3. შ------ მ--------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ლ-------------------- ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ---------–-------- ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ს--–-------------------- ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ლ-------------------- ეპიზოდი) - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა; 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე, შ----------------- გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან;

მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ---------–-------- ეპიზოდი) - 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა; 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე, შ----------------- გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან;

მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ს--–-------------------- ეპიზოდი) – 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა; 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე, შ------------------ დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1/3-ით და მოსახდელად განესაზღვროს 2(ორი)წლით და 8(რვა)თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ს--–-------------------- ეპიზოდი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი დამატებითი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, შ------------------ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2(ორი)წლით და 8 (რვა)თვით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

4. მსჯავრდებულ შ------------------ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 21 თებერვლიდან.

5. დაკმაყოფილდეს სამოქალაქო სარჩელი და შ------------------ ლ-------------------- სასარგებლოდ დაეკისროს 18000 (თვრამეტი ათასი) აშშ დოლარის გადახდა.

დაკმაყოფილდეს სამოქალაქო სარჩელი და შ------------------ ნ---------–-------- სასარგებლოდ დაეკისროს 600 (ექვსასი) აშშ დოლარის გადახდა.

დაკმაყოფილდეს სამოქალაქო სარჩელი და შ------------------ ს--–-------------------- სასარგებლოდ დაეკისროს 2500 (ორი ათას ხუთასი) აშშ დოლარის გადახდა.

6. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი