განაჩენი

სისხლის სამართლის 12.02.2020
საქმის ნომერი
210100119003320951
ინსტანცია
თარიღი
12.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 210100119003320951-1ბ/185-20წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

17 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: მ-------------------------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3------------------------–-------–-–-------------- ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ს----------------------------–---–-----–--------------

 

კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111,1501-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი;

 

სასჯელი:თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------------------- და მოითხოვა მ---------------------ს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

მა-------------------ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

სასამართლომ დაადგინა :

 

2017 წლის 02 თებერვალს, 15 წლის გ--------------------- დედისგან, აიფარა მ------------------ შეიტყო, რომ მამა, მა-------------------ი ქორწინების მიზნით აპირებდა მის უცნობ მამაკაცზე დანიშვნას, რაზეც გ--------------------- განაცხადა უარი. თუმცა მისი ნების საწინააღმდეგოდ 2017 წლის 22 მარტს, ს-----------------------------–--–-----–--–-- მ---------------- საცხოვრებელ სახლში გაიმართა ნიშნობა და ითქვა, რომ ქორწინება შედგებოდა 2 წლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მა-------------------მა იცოდა შვილის ნამდვილი ნება, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფსიქიკური იძულების გზით, არასწრულწლოვან შვილს გუ------------------ს აიძულებდა ქორწინებას, უკრძალავდა განათლების მიღებას, ეუბნეოდა, რომ იყო ქალი და ჰქონდა გასაკეთებელი ქალის საქმე, ეს იყო მისი დანიშნულება და არა სკოლაში სწავლა, რადგან მომავალში ქმართან სწორედ ეს გამოადგებოდა. 2019 წლის 05 მაისს, გ--------------------- პირველად გაიცნო დ---------------- რომელზეც უნდა ექორწინა, ხოლო იმავე დღეს მშობლებს განუცხადდა, რომ არ სურდა ქორწინება, რაზეც მა-------------------ი გაბრაზდა, უყვირა და უთხრა, რომ არ ჰქონდა ხმის ამოღების, შეწინააღმდეგებისა და აზრის გამოთქმის უფლება, ხოლო ქორწინება აუცილებლად შედგებოდა 2019 წლის 25 ოქტომბერს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მა-------------------ის, მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა კერძოდ: დადგენილება გუ------------------ს დაზარალებულად ცნობის შესახებ, დაზარალებულ გუ------------------ს გამოკითხვის ოქმები; მოწმეების ა----–---–----------–--–-----–------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–--------–--------------------------------------–-----–---–-----------------------------------------------------–---–----------–--------------------------------------------- გამოკითხვის ოქმები; მ----------–---–-- მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი; გუ------------------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები; დ---------------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები; მა-------------------ის დაკავების ოქმი და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის მა-------------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111, 1501-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1501-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ქორწინების იძულება ობიექტურ მხრივ ხორციელდება ისეთივე ხერხის გამოყენებით, როგორც იძულება. შესაბამისად იგი შეიძლება გამოვლინდეს, როგორც ქორწინების ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ იძულებაში.განსახილველი ნორმა დამთავრებულად ითვლება იძულების ფაქტის განხორციელების მომენტიდან და არა აქვს მნიშვნელობა, მოახერხა თუ არა დამნაშავემ მიზნის მიღწევა (შესძლო თუ არა ამ პირის იძულებითი ქორწინება). ამდენად სახეზეა შედეგ გარეშე დანაშაული. დანაშაულის ამსრულებელია საერთო სუბიექტი, უმეტესად მშობელი. სუბიექტურ მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს მნიშვნელობა არა აქვს ქმედების კვალიფიკაციისათვის. ბრალის ფორმის მიხევდით დანაშაული განზრახია. კერძოდ, მისი ჩადენა შეიძლება პირდაპირი განზრახვით.

 

დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენისას ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელია ამ მუხლთან ერთად მე-111 მუხლზე მითითება, რაც ცხადყოფს, რომ სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლით განხორციელებული ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ. სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე, პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ამასთან პალატა მიუთითებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენციის) 37-ე მუხლზე, რომლის თანახმად მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს წინასწარგანზრახული ქცევა, რომელიც ზრდასრულ ადამიანს ან ბავშვს აიძულებს ქორწინებაში შესვლას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულმა მა-------------------მა დანაშაულებრივი ქმედება სწორედ არასრულწლოვანი შვილის მიმართ განახორციელა, 2017 წლის 02 თებერვალს, 15 წლის გ--------------------- დედისგან, ა-----------------------აგან შეიტყო, რომ მამა, მა-------------------ი ქორწინების მიზნით აპირებდა მის უცნობ მამაკაცზე დანიშვნას, რაზეც გ--------------------- განაცხადა უარი, თუმცა მისი ნების საწინააღმდეგოდ 2017 წლის 22 მარტს, ს-----------------------------–--–-----–--–-- მ---------------- საცხოვრებელ სახლში გაიმართა ნიშნობა და ითქვა, რომ ქორწინება შედგებოდა 2 წლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მა-------------------მა იცოდა შვილის ნამდვილი ნება, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფსიქიკური იძულების გზით, არასწრულწლოვან შვილს გუ------------------ს აიძულებდა ქორწინებას კერძოდ, უკრძალავდა განათლების მიღებას, ეუბნევოდა რომ იყო ქალი და ჰქონდა გასაკეთებელი ქალის საქმე, ეს იყო მისი დანიშნულება და არა სკოლაში სწავლა. 2019 წლის 05 მაისს, გ--------------------- პირველად გაიცნო დ---------------- რომელზეც უნდა ექორწინა, ხოლო იმავე დღეს მშობლებს განუცხადდა რომ არ სურდა ქორწინება, რაზეც მა-------------------ი გაბრაზდა, უყვირა და უთხრა რომ არ ჰქონდა ხმის ამოღების, შეწინააღმდეგებისა და აზრის გამოთქმის უფლება, ხოლო ქორწინება აუცილებლად შედგებოდა 2019 წლის 25 ოქტომბერს. მოწმეთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, ურთიერთ შეთანხმებული, მათი ერთობლიობაში შეფასება და ანალიზი უტყუარად პირდაპირ ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის განხორციელების ფაქტს. ამდენად პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. სახეზეა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111, 1501-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ---------------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად სახეზეა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111, 1501-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მა-------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ქმედება ჩადენილი დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მა-------------------ის მიმართ სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1501-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ მა-------------------ის მიერ ჩადენილია დანაშაული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის პირველი ნაწილი. შესაბამისად, მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 1501-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ანუ, მა-------------------ის მიმართ სასჯელის ვადა განსაზღვრულ უნდა იქნეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ვადის სულ მცირე ერთი წლით მეტით. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში და მა-------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, ხოლო, იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.

 

სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (დანაშაულის აღიარება), დამამძიმებელი გარემოებები (ქმედება ჩადენილია დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში, ამასთან მიუთითებს, რომ სასამართლომ მსჯავრდებულს დაუნიშნა მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას გამოყენებული სასჯელის ლმობიერებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ მა-------------------ს განესაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, დადგენილი სანქციის ფარგლებში. დანიშნული სასჯელის სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ამდენად, ვინაიდან მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულია ადეკვატური და სამართლიანი სასჯელი, პალატა მიიჩნევს, რომ მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი;

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, გუ------------------ს სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 5 ცალი მოსაწვევი ბარათი, ზარდახშა მასში მოთავსებული 4 ცალი ცარიელი კოლოფით, სამი წყვილი საყურე, ერთი ცალი ყელსაბამით, ერთი ცალი სამაჯური და სამი ცალი ბეჭედი, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ს----------- რაიონულ სამმართველოში; გუ------------------ს სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული საქორწინო კაბა და 10 ფუთა სასაჩუქრე პაკეტი, რაც ხელწერილით ჩაბარდა ა----------------------- და ინახება ს----------- რაიონის, სოფელ ლ-----–--–- მდებარე ა----------------------- საცხოვრებელ სახლში; ასევე, ა---------------- სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული საძინებელი ავეჯი, კარადა, მაგიდა, სკამები, სარკე, დივანი, ლეიბები, სამზარეულოს ავეჯი, „Beko”-ს ფირმის მაცივარი, რაც ხელწერილით ჩაბარდა ა--------------- და ინახება ს----------- რაიონის სოფელ ლ-----–--–- მდებარე ა---------------- საცხოვრებელ სახლში, დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, კანონით დადგენილი წესით.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------------------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

3. მა-------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 1501-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო, იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 3 (სამი) წელი.

 

4. მა-------------------ის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და სს ”საქართველოს ბანკში” გადახდილი გირაოს თანხა - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს ი---------–------პ----------------------.

 

5. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მა-------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 22 ოქტომბრიდან - 2019 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით.

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს, მსჯავრდებულ მა-------------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშეც მსჯავრდებულს აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.

 

7.ნივთიერი მტკიცებულება - გუ------------------ს სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 5 ცალი მოსაწვევი ბარათი, ზარდახშა მასში მოთავსებული 4 ცალი ცარიელი კოლოფით, სამი წყვილი საყურე, ერთი ცალი ყელსაბამით, ერთი ცალი სამაჯური და სამი ცალი ბეჭედი, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ს----------- რაიონულ სამმართველოში; გუ------------------ს სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული საქორწინო კაბა და 10 ფუთა სასაჩუქრე პაკეტი, რაც ხელწერილით ჩაბარდა ა----------------------- და ინახება ს----------- რაიონის, სოფელ ლ-----–--–- მდებარე ა----------------------- საცხოვრებელ სახლში; ასევე, ა---------------- სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული საძინებელი ავეჯი, კარადა, მაგიდა, სკამები, სარკე, დივანი, ლეიბები, სამზარეულოს ავეჯი, „Beko”-ს ფირმის მაცივარი, რაც ხელწერილით ჩაბარდა ა--------------- და ინახება ს----------- რაიონის სოფელ ლ-----–--–- მდებარე ა---------------- საცხოვრებელ სახლში, დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, კანონით დადგენილი წესით.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი