განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003163198
საქმე № 1ბ/2043-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მაკა გველესიანი
სხდომის მდივანი მერი ლაბარტყავა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ნ-------------ე.
დაცვის მხარე:
ადვოკატები: ო-----------–--ე, ვ--------------ე.
მსჯავრდებული: ბ------ ფ---------–---–ი, დაბადებული 1----–-–-----------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: თ---–--------–------------------–--------------–-----------–---------------------------
წარდგენილი ბრალდების მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილი.
განაჩენის მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა ნ-------------ემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა ბ------ ფ---------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ აღნიშნულ ბრალთან მიმართებით არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც ქმნიდა სასამართლოსთვის აღნიშნული კვალიფიკაციით განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქმის არსებითი განხილვის დროს ბ------ ფ---------–---–მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება, კერძოდ, დადგენილებაში მითითებული გარემოებები, რომ სისსტემატიურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს. უდავოდ იქნა მიჩნეული დაცვის მხარის მიერ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება და მათ მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ბ------ ფ---------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, კერძოდ, დაზარალებულ თ----------–---–ის ჩვენება, რომელიც უდავო მტკიცებულებას წარმოადგენს და ცალსახად ადასტურებს ბ------ ფ---------–---–ის მხრიდან სისტემატიური ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფების ფაქტებს. ასევე წარმოდგენილია მათი შვილის გ------- ფ---------–---–ის ჩვენება, დაზარალებულის ძმის -ვ---------------–---–ის და სხვა მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომლითაც დასტურდება ბ------ ფ---------–---–ს და დაზარლებულს შორის არსებული კონფლიქტური სიტუაციის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბ------ ფ---------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით გათავლისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს და აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ მტკიცებულებათა სტანდარტს და ითხოვს ბ------ ფ---------–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (იხ. სააპელაციო საჩივარი).
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ, მსჯავრდებულ ბ------ ფ---------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ვ--------------ემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა მსჯავრდებულ ბ------ ფ---------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, აპელანტმა ნ-------------ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა ბ------ ფ---------–---–მა და მისმა ადვოკატებმა - ო-----------–--ემ და ვ--------------ემ ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
წარდგენილი ბრალდების არსი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ------ ფ---------–---–ს წარედგინა ბრალდება სისტემატური ცემისთვის და სხვაგვარი ძალადობისთვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ------ ფ---------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2000 წლის თებერვლის თვიდან 2019 წლის ივლისის თვემდე დროის მონაკვეთში, ბ------ ფ---------–---–ი ეჭვიანობის ნიადაგზე სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ფიზიკურად ძალადობდა მის მეუღლეზე თ----------–---–ზე. კერძოდ, ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში, მათ საცხოვრებელ სახლში, მდებარე - თ---–--------–----------------------------------------–----------–----------––---------------------------ში, ბ------ ფ---------–---–ი მუდმივად აგინებდა და ამცირებდა, ასევე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა მეუღლეს, ხელებს ურტყამდა თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში. აღნიშნული ქმედებებით თ----------–---–ი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და ფსიქიკურ ტანჯვას.
ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ------ ფ---------–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით.
სასამართლომ დაადგინა:
ბ------ ფ---------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 22:30 საათზე, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, მდებარე - თ---–--------–----------------------------------------–----------–----------––---------------------------ში, ბ------ ფ---------–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - თ----------–---–ს, კერძოდ ბ------ ფ---------–---–მა სახეში გაარტყა ხელი თ----------–---–ს. აღნიშნული ქმედების შედეგად თ----------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
წინასასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალები, დამტკიცებულ იქნა როგორც სადავო მტკიცებულებად, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ბ------ ფ---------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ყველა მტკიცებულებები მიჩნეულ ყოფილიყო უდავოდ, ვინაიდან ბ------ ფ---------–---–ი აღიარებდა და ინანიებდა მის მიერ ჩადენილ ქმედებას, აღარ სურდა სადავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა გამოკვლევა და მოითხოვა, რომ ისინი გამოკვლევის გარეშე დართოდა სისხლის სამართლის საქმეს, რასაც ასევე დაეთანხმა ბრალდების მხარე. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბ------ ფ---------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებები მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
პირველი ინსტანციის სასამართლოში უდავო მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დაზარალებულ თ----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის და ბ------ ფ---------–---–ი იმყოფებოდნენ ქორწინებაში 2000 წლიდან და ჰყავთ ორი შვილი. ბ------ ფ---------–---–ი ეჭვიანობის ნიადაგზე სისტემატურ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მას. 2019 წლის მაისის დასაწყისში ბ------ ფ---------–---–მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ თმა მოქაჩა და სახეში გაარტყა, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, 2019 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 22:30 საათზე, ბ------ ფ---------–---–მა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მისი ჩემოდანი გადააგდო მეხუთე სართულიდან. გარდა ამისა კონფლიქტისას მოულოდნელად სახეში გაარტყა ხელი. ბ------ ფ---------–---–ის ძალადობრივი ქმედების შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მათ შორის ჩადგა უფროსი შვილი გ------- ფ---------–---–ი და მამას დაუყვირა რას აკეთებო. ამის შემდგომ ძმას სთხოვა, რომ მისულიყო მასთან და წაეყვანა. ვ---------------–---–მა წაიყვანა სახლში. გზაში უამბო ძმას მომხდარი ძალადობის ფაქტების შესახებ. 2019 წლის 13 ივლისს ბ------ ფ---------–---–მა მას დაურეკა შვილის ტელეფონზე და მოსთხოვა ფული. როდესაც უთხრა რომ ფული არ ჰქონდა, ბ------ ფ---------–---–მა მას დაუწყო ლანძღვა, რის გამოც განიცადა მორალური ტანჯვა. გარდა ამისა, 2019 წლის 16 ივლისს ბ------ ფ---------–---–მა წაიყვანა მათი უმცროსი შვილი მ------ი, რომელიც უნდა დაებრუნებინა მასთან 19 ივლისს. ბ------მა უარი განუცხადა ბავშვის დაბრუნებაზე, ეუბნებოდა რომ მაინც ვერ მიხედავდა შვილებს და არ აპირებდა ბავშვის დაბრუნებას, თან გააფრთხილა, რომ არ მისულიყო მასთან თორემ დაასახიჩრებდა და სცემდა.
მოწმე ჯ-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მესამე განყოფილებაში უფროსი დეტექტივის თანამდებობაზე. 2019 წლის 19 ივლისს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ თ----------–---–ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირი, ბ------ ფ---------–---–ი იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულის შესახებ მოახსენა ხელმძღვანელობას.
მოწმე გ------- ფ---------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს დედასთან - თ----------–---–თან, მამასთან - ბ------ ფ---------–---–თან და დასთან - მ------ ფ---------–---–თან ერთად. როგორც მისთვისაა ცნობილი მშობლებს ჰქონდათ ხოლმე კონფლიქტი, თუმცა მისთვის კონფლიქტის მიზეზი უცნობია. 2019 წლის მაისის თვეში მშობლებს ერთმანეთთან მოუვიდათ კონფლიქტი და დედა გადავიდა საცხოვრებლად მის ძმასთან ვ---------------–---–თან, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ დაბრუნდა. 2019 წლის 12 ივლისს, საღამოს საათებში, მამა მივიდა სახლში და დედას დაუწყო ჩხუბი, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამ დროს დაინახა, რომ მამამ დედას სახეში გაარტყა ხელი, თუმცა ის ჩადგა შუაში და შეძლო სიტუაციის განეიტრალება. ამის შემდგომ დედა წავიდა სახლიდან.
მოწმე ვ---------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ თ----------–---–ი არის მისი და. 2019 წლის მაისის თვეში დაურეკა თ--- და უთხრა რომ მეუღლესთან მოუვიდა კონფლიქტი. როდესაც მიაკითხა დას, მან განუმარტა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კონკრეტულად დაარტყა თუ არა ბ------მა მის დას არ იცის, რადგან თ--ს არ დაუკონკრეტებია აღნიშნულის შესახებ. რაიმე სახის დაზიანება არ ეტყობოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მისი და შეურიგდა მეუღლეს და დაბრუნდა სახლში საცხოვრებლად. 2019 წლის 12 ივლისს მას კვლავ დაურეკა თ----------–---–მა და სთხოვა მისულიყო მასთან. როდესაც მიაკითხა სახლში, ნახა, რომ მისი და იყო ნამტირალევი, სახეზე აღენიშნებოდა სიწითლე. მისმა დამ განუმარტა, რომ მას კვლავ კონფლიქტი მოუვიდა მეუღლესთან და აპირებდა სახლიდან წასვლას.
მოწმე მ-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ თ----------–---–ი არის მისი მეუღლის ვ---------------–---–ის და. თ----------–---–ს მისთვის პირადად უთქვამს, რომ ქმარმა ბ------ ფ---------–---–მა რამდენიმეჯერ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. 2019 წლის მაისში თ-- მათთან გადავიდა სამი კვირით საცხოვრებლად, რადგან მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტური სიტუაცია. ამის შემდგომ შეურიგდა მეუღლეს და დაბრუნდა სახლში. 2019 წლის 12 ივლისს თ----------–---–ს კვლავ მოუვიდა კონფლიქტი მის მეუღლესთან. მან და მისმა მეუღლემ -ვ---------------–---–მა წამოიყვანეს თ-- თავისთან სახლში.
მოწმე მ--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ბ------ ფ---------–---–ის და თ----------–---–ის მეზობლად, რომლებიც 20 წელია შეუღლებულები არიან. მათთან ხშირად დადის სტუმრად, თუმცა რაიმე კონფლიქტურ სიტუაციას არ შესწრებია, მხოლოდ ერთხელ გაიგო ბ------ის დედისგან, რომ თ--ს და ბ------ მოუვიდათ კონფლიქტი, რაც სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატა. როგორც მისთვის ცნობილია, დღეის მდგომარეობით მათ შორის კონფლიქტი ამოწურულია და აქვთ ნორმალური ურთიერთობა.
მოწმე რ----------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის მეზობლად ცხოვრობენ ფ---------–---–ების ოჯახი. იგი არასდროს შესწრებია ბ------ ფ---------–---–ის და თ----------–---–ს შორის რაიმე სახის კონფლიქტს. ბ------ისგან იცის რომ მეუღლესთან მოუვიდა შელაპარაკება. 2019 წლის 12 ივლისს, 22:00 საათზე, იმყოფებოდა ეზოში, რა დროსაც დაინახა, თუ როგორ ჩამოვარდა სამგზავრო ჩემოდანი კორპუსიდან, რომელიც თ----------–---–ის ძმამ აიტანა სახლში.
2019 წლის 19 ივლისის თ----------–---–ის განცხადების თანახმად, მეუღლემ კამათისას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე ემუქრებოდა, რომ ტყვიას დაახლიდა შუბლში.
2019 წლის 19 ივლისის შემაკავებელი ორდერის N------ თანახმად, ბ------ ფ---------–---–ს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამო აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
2019 წლის 12 სექტემბრის N--------- სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და თ----------–---–ის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ თ----------–---–მა ბ------ ფ---------–---–ის მხრიდან განხორციელებული ქმედებით არ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
სააპელაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს არგუმენტებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ბ------ ფ---------–---–ის ქმედებებს.
,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2012 წლის 12 ივნისის საქართველოს კანონის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა მე-111 მუხლი (პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის) და 1261-ე მუხლი (ოჯახში ძალადობა). კანონის პროექტზე თანდართულ განმარტებითი ბარათის მიხედვით კანონპროექტის მიზანი ეხმიანება ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზანს - დაამკვიდროს ნულოვანი ტოლერანტობა ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. აღნიშნული სულისკვეთებიდან გამომდინარე, ოჯახური დანაშაულის ცალკე ნორმებად არსებობის მიზანიც ოჯახში ძალადობის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება, მართლსაწინააღმდეგო ქმედებად კვალიფიკაცია და ადეკვატური სანქციის დანიშვნაა.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლში, ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განხორციელდა ცვლილება და ამ მუხლს 2016 წლის 13 დეკემბრიდან დაემატა 12 ნაწილი, რომლის თანახმად, დასჯადია სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
პალატა განმარტავს, რომ სისტემატურობის პირველი ნიშანია ძალადობის სიმრავლე. რაოდენობის თვალსაზრისით, ძალადობა არ უნდა იყოს სამზე ნაკლები, რადგან ერთხელ ან ორჯერ განხორციელებული ძალადობა შეუძლებელია მიჩნეულ იქნას სისტემატურად, მაგრამ თუ სამჯერ ან მეტჯერ ექნება მას ადგილი, ეს იქნება სისტემატურობის პირველი ნიშანი; მეორე ნიშანია დროის ინტერვალი. ყოველ მომდევნო ძალადობას შორის ინტერვალი არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს, რადგან თუ იგი თვიდან თვემდე უფრო დიდ ინტერვალში ხორციელდება, შეუძლებელი იქნება იმის მტკიცება, რომ წინა ძალადობიდან მორიგ ძალადობამდე ჯერ კიდევ, არ იყო განელებული ფიზიკური ან ფსიქიკური ტკივილი. ,,გაუნელებლობა“ მნიშვნელოვანია იმით, რომ რამდენჯერმე განცდილმა ,,ტკივილმა“ უნდა მიაღწიოს ,,ტანჯვის“ ხარისხს, რაც სწორედ სისტემატურ ძალადობას უნდა მოჰყვეს. ტანჯვა შეიძლება ერთჯერადად განხორციელებულ ძალადობასაც მოჰყვეს (მაგალითად, წამების დროს), მაგრამ სისტემატური ძალადობისათვის ტანჯვის გამოწვევა აუცილებელია, როგორც ზედიზედ რამდენჯერმე მიყენებული ტკივილის ჯამური შედეგი. სწორედ ამის გამო არის გამოწვეული სსკ 126-ე მუხლის I2 ნაწილში (სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა) შედეგის სახით ტანჯვის გამოწვევაზე მითითებული, ხოლო არასისტემატურობის დროს (სსკ 126 მუხლის I ნაწილში) - ტანჯვის გარდა ტკივილზე მითითებული. ამდენად, ყოველ ჯერზე განხორციელებული ძალადობა თუ მხოლოდ ფიზიკურ ან ფსიქიკურ ტკივილს იწვევს და მორიგ ძალადობამდე ისეთი დროა გასული, რაც მის განელებას იწვევს, ვერ მიაღწევს იგი იმ ხარისხის ტკივილს, რომელიც ტანჯვად აქცევს მას. ტანჯვის გამოწვევის გარეშე კი, სისტემატური ძალადობა არ იქნება სახეზე და ყოველი მორიგი ძალადობა დამოუკიდებელ ეპიზოდად უნდა შეფასდეს. სისტემატური ძალადობის მესამე ნიშანია ძალადობის ინტენსივობა, როცა მას აქვს ხშირი, მუდმივი, უწყვეტი ხასიათი. ძალადობა უნდა ხასიათდებოდეს ხშირად განმეორებით, რომელიც თავისი ინტენსიურობით უნდა ქმნიდეს ერთგვარ სისტემურ ჯაჭვს, რადგან მხოლოდ დროის მოკლე ინტერვალში ჩადენილი რამდენიმე ძალადობა ვერ მიაღწევს სისტემატური ძალადობის ხარისხს, თუ მას არ ახასიათებს ერთგვარი უწყვეტობა, განმეორებითობა და სიხშირე.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სააპელაციო პალატამ, გააანალიზა რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი, გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ------ ფ---------–---–მა საკუთარ მეუღლეზე - თ----------–---–ზე იძალადა ფიზიკურად. ბ------ ფ---------–---–ის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტი (2019 წლის 12 ივლისის ეპიზოდი) დადასტურებულია დაზარალებულ თ----------–---–ის და საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით. აღნიშნული ინფორმაციები თანხვედრაშია ერთმანეთთან და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. დაზარალებულ თ----------–---–ის ჩვენების თანახმად, 2019 წლის 12 ივლისს, მისმა მეუღლემ, ბ------ ფ---------–---–მა, კონფლიქტის დროს, სახეში ძლიერად გაარტყა ხელი, რის გამოც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული დაადასტურა მოწმე გ------- ფ---------–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ დაინახა, როგორ გაარტყა მამამ დედას ხელი და მხოლოდ მისი ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი სიტუაციის განეიტრალება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა ასევე მოწმე ვ---------------–---–მა, რომლის განმარტებით, მისი და თ----------–---–ი როდესაც ნახა, მას ეტყობოდა სიწითლე სახეზე და იყო ნამტირალევი. სასამართლო სხდომაზე ბ------ ფ---------–---–მა თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მოინანია ჩადენილი ქმედება.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით დასჯადია ძალადობა, ე.ი. სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამდენად, იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს მითითებული მუხლით, სავალდებულოა, რომ სისტემატურმა ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ გამოიწვიოს დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა. გამოიწვია თუ არა პირის ქმედებებმა ტანჯვა, ეს საკითხი, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს. პალატის შეფასებით, მოცემულ საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბ------ ფ---------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას, კერძოდ, მოწმეების მ--------------–---–ის და რ----------–--ის ჩვენებების თანახმად, ისინი ცხოვრობენ ბ------ ფ---------–---–ის და თ----------–---–ის მეზობლად და არასდროს შესწრებიან მათ შორის კონფლიქტურ სიტუაციას. რ----------–---მ განმარტა, რომ მისთვის ბ------ ფ---------–---–ისაგან გახდა მხოლოდ ცნობილი, რომ მეუღლესთან მოუვიდა 2019 წლის 12 ივლისს კონფლიქტი, რომელიც უკვე ამოწურული იყო. გარდა ამისა, მოწმე მ---------------–---–მა განმარტა, რომ ხშირად სტუმრობდა ბ------ ფ---------–---–ის და თ----------–---–ის ოჯახს და არასდროს შესწრებია რაიმე სახის კონფლიქტურ სიტუაციას მათ შორის. ასევე, ბ------ ფ---------–---–ს და თ----------–---–ს შორის კონფლიქტის არსებობას არ უარყოფენ თავად დაზარალებულის ძმა ვ---------------–---–ი და რძალი მ-------------–---–ი, ასევე შვილი გ------- ფ---------–---–ი, თუმცა მათთვის უცნობია მომხდარი კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი და კონკრეტული გარემოებები. შესაბამისად, სისტემატიური შეურაცხყოფის და ძალადობის ფაქტს არ ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი არცერთი მოწმე (გარდა თავად დაზარალებულისა, რომლის ჩვენებაც არ არის გამყარებული სხვა პირდაპირი და ირიბი ხასიათის მტკიცებულებებით). საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის 12 სექტემბრის სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნა, რომლის თანახმად თ----------–---–ს არ განუცდია ფსიქოლოგიური ტანჯვა ბ------ ფ---------–---–ის ქმედებების შედეგად. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ გამოკვლეულ და არასადაო მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე ბ------ ფ---------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება რაც მოიცავს სისტემატიურ ცემას და სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, ვერ იქნა დადასტურებული და ბ------ ფ---------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ, ბ------ ფ---------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 22:30 საათზე, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, მდებარე - თ---–--------–----------------------------------------–----------–----------––---------------------------ში, ბ------ ფ---------–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - თ----------–---–ს, კერძოდ, ბ------ ფ---------–---–მა სახეში გაარტყა ხელი თ----------–---–ს. აღნიშნული ქმედების შედეგად თ----------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
მსჯავრდებულმა ბ------ ფ---------–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბ------ ფ---------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულთან.
ბ------ ფ---------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემობა არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ პენიტენციურ დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლაციაში, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობით.
მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ბ------ ფ---------–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ და ითვალისწინებს რა ბ------ ფ---------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ბ------ ფ---------–---–ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, შერიგებულია დაზარალებულთან, არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს სისხლისსამართლებრივი სანქცია გამოყენებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გამოტანიდან სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოტანამდე ბ------ ფ---------–---–ის მხრიდან მეუღლის მიმართ ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია (საწინააღმდეგო არგუმენტი ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია). ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, პალატას ბ------ ფ---------–---–ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, ვინაიდან შემცირებულია მისგან მომდინარე საფრთხეები, რომლის აღკვეთა ბ------ ფ---------–---–ის პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულისადმი მისი დამოკიდებულებისა და სინანულის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებშიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბ------ ფ---------–---–ის მიმართ სასჯელის ისეთი სახე და ზომის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად პალატას მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ბ------ ფ---------–---–ის სათანადო ქცევას. აღსანიშნავია, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან სრულად გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
სააპელაციო პალატის შეფასებით, სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბ------ ფ---------–---–ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ-------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ-------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ბ------ ფ---------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ბ------ ფ---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი)წელი.
მსჯავრდებულ ბ------ ფ---------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
ბ------ ფ---------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 20 ივლისიდან - 2019 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის განჩინებით (#12/12335-19) ბ------ ფ---------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს 3.000 (სამი ათასი) ლარის სანაცვლოდ ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას - გ------- ფ---------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე დ--–----------------------–--------------------------------------------------ა, საკადასტრო კოდით N-------------
მსჯავრდებულ ბ------ ფ---------–---–ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულ მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს -მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გველესიანი