განაჩენი

სისხლის სამართლის 30.01.2020
საქმის ნომერი
330100119002818829
ინსტანცია
თარიღი
30.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002818829

საქმე №1ბ/1291-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გერონტი კახეთელიძე

მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი

მზია ლომთათიძე

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ--------------–ის

ადვოკატის: თ--------------------ს

მსჯავრდებულის: ი-----–------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ი-----–------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ--------------------ს და ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ი-----–------------ის, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #1----------), ნასამართლობის მქონის, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ზ------------------------------–---------–----------------------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი-----–------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 18 ნოემბერს, დაახლოებით 01:30 საათზე, ქ-------–--–----------–-----–-----------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ი-----–------------ემ განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ს-------------–--ს მიმართ, კერძოდ, ს-------------–--ს „აიფონის“ ფირმის მობილურ ტელეფონზე შემოსული შეტყობინების შედეგად წარმოშობილი ეჭვიანობის ნიადაგზე, ი-----–------------ემ ხელი დაარტყა ს-------------–--ს სახეში, რის შემდგომაც მოქნეული შეკრული ხელის მტევანი ძლიერად დაარტყა მარცხენა ფერდის არეში, რის შედეგადაც წაქცეულ ს-------------–--ს, სხეულის მარცხენა ნაწილში ხელებისა და ფეხების მრავლობითი დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდგომ, ი-----–------------ე სწვდა ს-------------–--ს თმაში და თმის ძლიერად მოქაჩვით გაათრია იგი სხვა ოთახში, რის შემდეგაც თავზე, ზურგზე, ფეხებსა და ტანის არეში არაერთხელ დაარტყა ხელები და ფეხები.

 

ი-----–------------ის მიერ განსაკუთრებული სისასტიკით მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად, ს-------------–--მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება, კერძოდ, C4 მალის წვეტიანი მორჩის ხაზოვანი მოტეხილობა მცირე შეცილებით, მარცხნივ მე-7, მე-8, მე-9 ნეკნების ხაზოვანი მოტეხილობები უმნიშვნელო შეცილებით, მარცხენამხრივი პნევმოთორაქსი, ფილტვის კოლაფსი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის განაჩენით:

 

ი-----–------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ი-----–------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ი-----–------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 20 ნოემბრიდან.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ი-----–------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ--------------------მ და ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--------------–მა.

 

მსჯავრდებულ ი-----–------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ--------------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა მსჯავრდებულ ი-----–------------ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით, კერძოდ, ი-----–------------ისათვის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის განსაზღვრა.

 

ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით, აგრეთვე, სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში მოითხოვა მსჯავრდებულ ი-----–------------ის მიმართ გამოტანილ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა კვალიფიკაციის თვალსაზრისით, კერძოდ, ი-----–------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ ბრალდების კვალიფიკაციით - საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო მხარეთა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ი-----–------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ--------------------სა და ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულ ი-----–------------ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი-----–------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის ქმედების იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივარში, აგრეთვე, სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში სასჯელის შემსუბუქების არგუმენტაციად მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ ი-----–------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და დაზარალებულის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადების მიხედვით, ეს უკანასკნელი ი-----–------------ესთან შერიგებულია და თანახმაა მის მიმართ გამოყენებულ იქნას კანონით გათვალისწინებული შეღავათები (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივარში, აგრეთვე, სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ვერ შეაფასა ძალადობის განსაკუთრებული სისატიკით ჩადენის ფაქტი. ბრალდების მხარეს ი-----–------------ის მიერ ქმედების განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენის არგუმენტებად მოყავს ის გარემოება, რომ ი-----–------------ემ დაზარალებულს ხელებითა და ფეხებით მიაყენა მრავლობითი დაზიანება, იგი დაზარალებულს შეუჩერებლად ურტყამდა 15-20 წუთის მანძილზე. ბრალდების მხარემ ასევე, არგუმენტად მოიშველია ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ ს-------------–--მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. ამასთანავე, სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ი-----–------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი და შეუსაბამო მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან, იგი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. გარდა ამისა, სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მსჯავრდებულის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი ქმედების სპეციფიკური ხასიათი. აპელანტის მოსაზრებით, ასევე, გასათვალისწინებელია მსგავსი ხასიათის დანაშაულის შედეგად წარმოქმნილი პოტენციური საფრთხე და მოძალადის მხრიდან ძალადობის ფაქტების განმეორების რისკები. აგრეთვე, პროკურორი აპელირებს, რომ მსჯავრდებულ ი-----–------------ისათვის ასეთი ლმობიერი სასჯელის დანიშვნა შესაძლოა წამახალისებელიც კი აღმოჩნდეს მისთვის ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩასადენად (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ გაიზიარებს მხარეთა მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებში, აგრეთვე, სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ, დასკვნით და საბოლოო სიტყვებში დაცვისა და ბრალდების მხარის მიერ მითითებულ ზემოხსენებულ მოასაზრებებს. პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი-----–------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადგენილი და დადასტურებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ ს-------------–--ს ჩვენებით, მოწმეების - ი-----–--------–---–ის, ე-------–--–---–ის, ზ---------------–-–---–ის, ნ-----–----------–---–ის, ნ----------------ის, ა-–------------ის, ზ--------------–---–ის, ე-–-----------–---–ის, მ--------------–-–---–ის, გ-----------–-–--ის, ლ-–------–--ის, ბ----------------–-–---–ის ჩვენებებით, ბრალდებულ ი-----–------------ის ჩვენებით და მისი მიერ დანაშაულის ნაწილობრივ აღიარებით, ამოღების ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- და N0-------- დასკვნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს, რომ ი-----–------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ი-----–------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ დაახლოებით ექვსი წელია, რაც ს-------------–--სთან იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის 18 ნოემბერს, ს-------------–--ს მობილურ ტელეფონზე, ე.წ. მესენჯერში, შემოვიდა შეტყობინება, სადაც შინაარსობრივად ისეთი ტექსტი ეწერა, რომ მისი (ბრალდებულის) საფუძვლიანი ეჭვიანობა და გაღიზიანება გამოიწვია. მან მეუღლეს ჰკითხა, ვინ სწერდა ამ ტექსტს, თუმცა ს-------------–--მ არ გაუმხილა სიმართლე და ცდილობდა მის მოტყუებას, რის გამოც მან (ი-----–------------ემ) რამდენჯერმე დაარტყა ხელი სხეულის სხვადასხვა ადგილას, რის შედეგადაც ს-------------–-- გახდა შეუძლოდ და სუნთქვა გაუჭირდა. ამის გამო მან (ბრალდებულმა) ს-------ს დასახმარებლად გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ს-------------–-- გადაიყვანა საავადმყოფოში, სადაც ასევე აგრძელებდა მისთვის ყურადღების მიქცევას. აღნიშნული კონფლიქტის დაწყებამდე ს-------------–--ს რაიმე დაზიანება არ ჰქონია. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული დაზიანებები ს-------------–--ს მიადგა მისი (ი-----–------------ის) მხრიდან განხორციელებული ცემისა და დაცემის შედეგად. იგი (ბრალდებული) დაავადებულია „C“ ჰეპატიტით, იღებს მედიკამენტებს, რომლებიც ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და კონფლიქტისას იყო გაღიზიანებული, თუმცა 7-10 წუთის განმავლობაში არ უცემია და არც განსაკუთრებული სისასტიკით ჩაუდენია აღნიშნული დანაშაული, რადგან, თუ მას (ბრალდებულს) ს-------------–--სათვის განსაკუთრებული ტკივილის მიყენება სურდა, არ აღმოუჩენდა მას დახმარებას, არ გამოუძახებდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას და შემდგომაც არ მიაქცევდა ყურადღებას.

 

დაზარალებულმა ს-------------–--მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ი-----–------------ესთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება დაახლოებით ექვსი წელია. 2018 წლის 18 ნოემბერს, ი-----–------------ესთან ერთად იმყოფებოდა ამ უკანასკნელის მეგობრის - ა-–-------------ის საცხოვრებელ სახლში. ა-–-------------ე და მისი მეუღლე წავიდნენ სტუმრად, ხოლო თვითონ და ი-----–- დარჩნენ მათ სახლში, რა დროსაც მის მობილურ ტელეფონზე, მესენჯერში, მისთვის უცნობი პირისაგან მიიღო შეტყობინება, რაზეც მისი მეუღლე ძალიან გაღიზიანდა და დაუწყო ხელებითა და ფეხებით ცემა, თმებით გაათრია მეორე ოთახში და დაახლოებით 7-10 წუთის განმავლობაში სცემდა, რის შედეგადაც იგი (დაზარალებული) გახდა ცუდად და სუნთქვა გაუჭირდა. ი-----–-მ გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მან (დაზარალებულმა) ექიმებს განუცხადა, რომ დაზიანებები მიიღო სკამიდან გადმოვარდნის შედეგად, რადგან არ უნდოდა სამართალდამცავ ორგანოებს შეეტყოთ, რომ მეუღლემ სცემა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ იგი გადაყვანილ იქნა კლინიკაში, სადაც მედპერსონალსა და პოლიციის თანამშრომლებს ასევე უთხრა, რომ დაზიანებები მიიღო სკამიდან გადმოვარდნის შედეგად.

 

ქართულ-ჰოლანდიური კლინიკა „მ--------ის“ ქირურგის - მოწმე ი-----–--------–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 18 ნოემბერს, კლინიკა „მ--------ში“ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შეყვანილ იქნა ს-------------–--. დაზარალებული აღნიშნავდა დაზიანებას სიმაღლიდან ვარდნის გამო. ჩატარებული კვლევების შედეგად გამოიკვეთა კისრის მალებისა და ნეკნების მოტეხილობა და სხვა დაზიანებები.

 

სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის ავტორმა, ექსპერტმა ე-------–--–---–მა სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, შ.პ.ს. „ქ--------–------–---------ი ჰოსპიტალი“-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #8--- დან ირკვევა, რომ მოქალაქე ს-------------–--ს 2018 წლის 18 ნოემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიუმართავს აღნიშნული კლინიკისათვის 18.11.18 წ., სადაც დაესვა დიაგნოზი: მენჯ-ბარძაყის სახსრის დაჟეჟილობა, კისრის სხვა დაზუსტებული მალის მოტეხილობა, ტრავმუ პნევმოთორაქსი. ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია კანქვეშა ჰემატომა. ექსპერტიზაზე წარდგენილი 5 CD დისკი შესწავლილ იქნა სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“-ს დიაგნოსტიკური ცენტრის რადიოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელის, ნ. საინიშვილის მიერ, რომლის დასკვნითაც, არსებულ გამოსახულებებზე ფიქსირდება C4 მალის წვეტიანი მორჩის ხაზოვანი მოტეხილობა მცირე შეცილებით; მარცხნივ VII, VIII, IX ნეკნების ხაზოვანი მოტეხილობები უმნიშვნელო შეცილებით; მარცხენამხრივი პნევმოთორაქსი (18.11.2018-2:41) ფილტვის კოლაფსი. შემდეგ ტომოგრამაზე (18.11-3:59) პლევრა დრენირებულია. ზურგის ტვინის დაზიანების იდენტიფიცირება კტ. მონაცემებით შეუძლებელია. დაზიანებების ხანდაზმულობა მითითებულ თარიღთან (18.11.2018) წინააღმდეგობაში არ არის. დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის ავტორმა ექსპერტმა ზ---------------–-–---–მა სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული ექსპერტის დასკვნა #0---------ის და ამავე საქმის მასალებში არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების თანახმად, მოქალაქე ს-------------–--ს 2018 წლის 18 ნოემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიუმართავს კლინიკისათვის 18.11.18 წ-ს, სადაც დაესვა დიაგნოზი: მენჯ-ბარძაყის სახსრის დაჟეჟილობა, კისრის სხვა დაზუსტებული მალის მოტეხილობა, ტრავმული პნევმოთორაქსი. ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია კანქვეშა ჰემატომა.

 

ამავე ექსპერტიზის ფარგლებში წარდგენილი 5 (ხუთ) ცალ CD დისკზე დატანილი მოქალაქე ს-------------–--სთვის ჩატარებული CT-კვლევის მონაცემები შესწავლილ იქნა სამედიცინო კორპორაცია “ევექსის“ რადიოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელის, მედიცინის დოქტორის ნ-----–----------–---–ის მიერ, რომელმაც დაადგინა, რომ არსებულ გამოსახულებებზე ფიქსირდება C4 მალის წვეტიანი მორჩის ხაზოვანი მოტეხილობა მცირე შეცილებით; მარცხნივ VII, VIII, IX ნეკნების ხაზოვანი მოტეხილობები უმნიშვნელო შეცილებით; მარცხენამხრივი პნევმოთორაქსი (18.11.2018-2:41). ფილტვის კოლაფსი. შემდეგ ტომოგრამაზე (18.11-3:59) პლევრა დრენირებულია. ზურგის ტვინის დაზიანების იდენტიფიცირება კტ. მონაცემებით შეუძლებელია. დაზიანებების ხანდაზმულობა მითითებულ თარიღთან (18.11.2018) წინააღმდეგობაში არ არის.

 

თუ რა ვითარებაში მიიღო მოქალაქე ს--------------–--მ მის სხეულზე არსებული, ზემოთ ხსენებული დაზიანებები, - აღნიშნულის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების (ან საგანზე (საგნებზე)) არაერთჯერადი ზემოქმედებით - არ არის გამორიცხული გარკვეული სიმაღლიდან ვარდნის და დაცემის შედეგად, - თუმცა აღნიშნულის მტკიცება ექსპერტიზას არ შეუძლია. ცემის საკითხის დადგენა არ შედის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის კომპეტენციაში.

 

რადიოლოგმა ნ-----–----------–---–მა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას აჩვენა, რომ მის მიერ შესწავლილ იქნა 5 (ხუთ) ცალ CD დისკზე დატანილი მოქალაქე ს-------------–--სთვის ჩატარებული ტომოგრაფიული კვლევის მონაცემები, რა დროსაც დაფიქსირდა C4 მალის წვეტიანი მორჩის ხაზოვანი მოტეხილობა მცირე შეცილებით; მარცხნივ VII, VIII, IX ნეკნების ხაზოვანი მოტეხილობები უმნიშვნელო შეცილებით; მარცხენამხრივი პნევმოთორაქსი ფილტვის კოლაფსი. პლევრა დრენირებულია. ამასთან, მისთვის წარდგენილი კტ-კვლევის მონაცემებით შეუძლებელი იყო ზურგის ტვინის დაზიანების იდენტიფიცირება. დაზიანებების ხანდაზმულობა თარიღთან - 18.11.2018 - წინააღმდეგობაში არ არის.

 

პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულ ი-----–------------ისათვის სასჯელის შემსუბუქების თაობაზე. ი-----–------------ის მიერ დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ, რაც საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას. ასევე პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დანაშაულის ჩადენის დროს, ი-----–------------ე ნასამართლევი იყო განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, დანაშაულის რეციდივის დროს, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომელშიც იგი თანახმაა ი-----–------------ის მიმართ გამოყენებულ იქნას კანონით გათვალისწინებული შეღავათები და მსჯავრდებული აღიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილი კვალიფიკაციით დანაშაულის ჩადენას - პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული გარემოებები ვერ გახდება მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის შემსუბუქების საფუძველი.

 

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

 

ევროპის საბჭოს კონვენციით „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად, სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.

 

კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.

 

კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი ოჯახის წევრია.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისთვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. ი-----–------------ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული. მართალია, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას და დაზარალებულს მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ი-----–------------ის მიერ ჩადენილი ქმედების განხორციელების სახესა და ხერხზე, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომაზე, კერძოდ, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ ი-----–------------ემ ეჭვიანობის ნიადაგზე, მუშტით სახისა და ტანის არეში სცემა ს-------------–--, ამ უკანასკნელის ცემა სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხების მრავლობითი დარტყმით გააგრძელა ს-------------–--ს წაქცევის შემდეგაც, ასევე, ეს უკანასკნელი თმებით გაათრია სხვა ოთახში, სადაც კვლავ არაერთხელ დაარტყა ხელები და ფეხები თავის, ზურგის, ფეხებისა და ტანის არეში. ი-----–------------ის მხრიდან მეუღლის მიმართ ძალადობა ატარებდა დაუნდობელ ხასიათს და გრძელდებოდა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. ცემის შედეგად დაზარალებული გახდა ცუდად, გაუჭირდა სუნთქვა, რის გამოც ი-----–------------ემ გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზი ცხადჰყოფს, რაოდენ მყარი იყო მსჯავრდებულის დანაშაულებრივი ნება, ძალადობრივი ქმედებები განეხორციელებინა მეუღლის მიმართ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის (მეუღლის) მიმართ, მსჯავრდებულის წარსულში ნასამართლობა განზრახ მძიმე კატეგორიის ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისათვის - არ იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ი-----–------------ისათვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით რაიმე სახის შეღავათების გამოყენების საფუძველს. ი-----–------------ისათვის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არ წარმოადგენს მკაცრ სასჯელს, სასჯელის შემსუბუქება იქნება არასამართლიანი. პალატას მიაჩნია, რომ ი-----–------------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

 

სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისთვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, საზოგადოებრივი საშიშროება, დამდგარი მძიმე შედეგი და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, არ არის უსამართლო და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ი-----–------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. დანაშაულის მოტივისა და მიზნის თვალსაზრისით სასჯელის დანიშვნისას პალატა ამავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულ ი-----–------------ის მიერ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შინაარსს, ხასიათს, მის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება.

 

იმავდროულად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე ბრალდების მხარის პოზიციას ი-----–------------ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების თაობაზე. სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ი-----–------------ემ მეუღლის მიმართ ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინა განსაკუთრებული სისასტიკით, რაც ყველა შემთხვევაში შეფასებით კატეგორიას განეკუთვნება. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს აღნიშნულ საკითხზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის არგუმენტირებულ მსჯელობას და აცხადებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ი-----–------------ის მიერ მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები ვერ შეფასდება „განსაკუთრებული სისასტიკით“ ჩადენილად. პალატის აზრით, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოება სახეზე გვექნება მაშინ, როდესაც დამნაშავე პირის ქმედება იქნება ერთდროულად „განსაკუთრებულიც“ და „სასტიკიც“. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ი-----–------------ის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას არ ჰქონდა რაიმე განსაკუთრებული ხასიათი, რაც სხვა ძალადობრივი ქცევისაგან რაიმე ნიშნით გამოარჩევდა. ი-----–------------ის ქმედებებს ნამდვილად ჰქონდა დაუნდობელი ხასიათი, რაც ზემოთაც აღინიშნა, თუმცა ძალადობრივ ქმედებებს არ მიუღწევია იმ ხარისხისათვის, რაც მათ გახდიდა განსაკუთრებულად სასტიკად. ძალადობა არ ყოფილა გამორჩეული რაიმე განსაკუთრებული ფორმით, ხასიათით. მის ჩასადენად არ ყოფილა გამოყენებული ისეთი ხერხი ან საშუალება, რაც დაზარალებულს ხანგრძლივ და ძლიერ ტკივილს (ტანჯვას) განაცდევინებდა. მართალია, დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, თუმცა ს-------------–--ს პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რომ მეუღლის მხრიდან ძალადობის შედეგად განიცადა განსაკუთრებული ტკივილი ან ტანჯვა. საქმეში არ წარმოდგენილა ასევე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მსჯავრდებულ ი-----–------------ის სურვილს და ნებას, რომ მის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებით დაზარალებულს განეცადა განსაკუთრებული ტკივილი ან ტანჯვა. პირიქით, ი-----–------------ემ დაზარალებულისათვის დახმარების აღმოსაჩენად თავად გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა, რითაც გამოავლინა თავისი დამოკიდებულება დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანების შედეგად გამოწვეული ტკივილის შესამსუბუქებლად. ამდენად, სახეზე არ გვაქვს მსჯავრდებულის ძალადობრივი ქმედებების განსაკუთრებული სისასტიკით შეფასების არც ობიექტური და არც სუბიექტური კრიტერიუმები.

 

ბრალდების მხარემ ი-----–------------ის ძალადობრივი ქმედების, როგორც განსაკუთრებული სისატიკით ჩადენილი ქმედების დამადასტურებლად აღნიშნა, რომ ი-----–------------ე დაზარალებულ ს-------------–--ს 15-20 წუთის განმავლობაში ურტყამდა. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულის ჩვენებაზე, კერძოდ, ს-------------–--მ აღნიშნა, რომ ი-----–------------ე მას 7-10 წუთის განმავლობაში სცემდა.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს არც წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში და არც პალატის სხდომაზე არ მიუთითებია თუნდაც ერთი ფაქტობრივი გარემოება ან სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ ი-----–------------ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების შესახებ.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ი-----–------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ი-----–------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ი-----–------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ--------------------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ი-----–------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ი-----–------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

 

ი-----–------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა;

 

ი-----–------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 20 ნოემბრიდან;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

დაზარალებულ ს-------------–--საგან ამოღებული „აიფონი“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, სიმბარათით (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში) - დაუბრუნდეს ს-------------–--ს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

ი-----–------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული, მის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ფულადი თანხა და „ეჩო“-ს ფირმის მობილური ტელეფონი (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში) - დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ი-----–------------ის ოჯახის წევრს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

ს-------------–--ს სამედიცინო ისტორიის შემადგენელი კომპიუტერული ტომოგრაფიის სურათები, განთავსებული 5 (ხუთ) ცალ ლაზერულ დისკზე, ასევე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა, განთავსებული 1 (ერთ) ცალ ელექტრონულ დისკზე - შენახულ იქნას მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. კახეთელიძე

 

მოსამართლეები: მ.ხოლოაშვილი

 

მ.ლომთათიძე