განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100119002905494
საქმე №1/ბ-20-2020 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 თებერვალი, 2020 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი------ ც--–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებლის, ნასამართლევის, მცხოვრების ქ--------–-----------------–--–--------------------–ი, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე” ქვეპუნქტითა და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი------ ც--–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის განაჩენით ოჯახური ძალადობისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით) ნასამართლევმა ი------ ც--–--ემ, 2019 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ--------–-----------------–--–-------------------------–-, მისივე ოჯახის წევრს _ დედას, ნ------- მ---–--ეს, რომელსაც ადანაშაულებს ოჯახში ძალადობისათვის მის ნასამართლობაში, სხეულზე ხელისა და ფეხის რამდენჯერმე დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
ი------ ც--–--ე, 2019 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ--------–-----------------–--–-------------------------–- მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ორივე ხელში ცულებით მომარჯვებული სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისივე ოჯახის წევრს _ დედას, ნ------- მ---–--ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ზემოაღნიშნულის გამო ი------ ც--–--ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე” ქვეპუნქტითა და 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 ნოემბრის განაჩენით:
ი------ ც--–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ი------ ც--–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ი------ ც--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.
ი------ ც--–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2019 წლის 11 თებერვლიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები _ ორი ცალი ცული, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ხოლო ერთი ცალი DVD დისკი, შენახული უნდა იქნეს საქმესთან ერთად.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ----- ბ---–----ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება ი------ ც--–--ის გამართლების ნაწილში და მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ი------ ც--–--ის მიერ დედის _ ნ------- მ---–--ის მიმართ სიცოცხლის მოსპობით დამუქრების ფაქტი.
ამასთან, პროკურორი მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 ნოემბრის განაჩენი სასჯელის ნაწილში არ არის სამართლიანი, ვინაიდან, განაჩენით დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რის გამოც ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნების შესრულებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოთხოვნას ი------ ც--–--ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რომ იგი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას, ნ------- მ---–--ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, კერძოდ:
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს მითითებული მუხლით, სავალდებულოა არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ მას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ანუ ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია მსხვერპლში მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ იმას, ვისაც ემუქრებიან, ასეთი შიში არ გასჩენია, მუქარა საზოგადოდ შიშის მომგვრელიც რომ იყოს, დანაშაულის შემადგენლობა არ იარსებებს. აქედან გამომდინარე, როცა პირი აცხადებს, რომ მას მუქარა სერიოზულად არ მიუღია ან საერთოდ უარყოფს მის მიმართ ასეთი მუქარის ფაქტს, არ არსებობს საფუძველი ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის. ე.ი. მუქარამ რეალურად უნდა დააშინოს, ააფორიაქოს, სიმშვიდე დაურღვიოს იმას, ვისაც ემუქრებიან.
იმისათვის, რომ დადგინდეს, გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, განმსაზღვრელია თავად დაზარალებულის სუბიექტური აღქმა მის მიმართ განხორციელებული ქმედებისადმი. მოცემულ შემთხვევაში კი დაზარალებულმა ნ------- მ---–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას კატეგორიულად უარყო ი------ ც--–--ის მიერ მის მიმართ სიცოცხლის მოსპობით დამუქრების ფაქტი. ასეთ ვითარებაში, მიუხედავად იმისა, რომ მოწმე პოლიციელების _ დ----- ი------ის, გ--------–--ისა და ი-----–- ა--–--ის გამოკითხვის ოქმების (უდავო მტკიცებულებები), ასევე სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული პოლიციის მუშაკის _ ბ------ გ---–--- ჩვენების თანახმად, ისინი პირადად შეესწრნენ როგორ ემუქრებოდა ი------ ც--–--ე ნ------- მ---–--ეს სიცოცხლის მოსპობით, შეუძლებელია დადგინდეს მუქარამ დაზარალებულში გამოიწვია თუ არა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები კი არ არის საკმარისი ი------ ც--–--ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისათვის.
რაც შეეხება დანიშნული სასჯელის სამართლიანობას, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ი------ ც--–--ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში; იგი შერიგებულია დაზარალებულთან, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას განაცხადა, რომ ბრალდებულის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება პატიმრობიდან, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი------ ც--–--ისათვის დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.
ამრიგად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 ნოემბრის განაჩენი ი------ ც--–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 ნოემბრის განაჩენი ი------ ც--–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ი------ ც--–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
4.ი------ ც--–--ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
5.მსჯავრდებულ ი------ ც--–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2019 წლის 11 თებერვლიდან.
6.ცნობად იქნას მიღებული, რომ ი------ ც--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.
7.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: ორი ცალი ცული, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ხოლო ერთი ცალი DVD დისკი, შენახული იქნეს საქმესთან ერთად.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/